close

ეკონომიკა

ანალიტიკაბიზნესიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკა

კვიპროსი რუს და უკრაინელ ოლიგარქებზე ევროკავშირის პასპორტს ყიდის

რამდენიმე დღის წინ The Guardian-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია კვიპროსის მიერ „ოქროს ვიზის“ მინიჭების რთულ მექანიზმზე, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფლებას ანიჭებს რუს ოლიგარქებს.

კვიპროსის ხელისუფლებამ, 2013 წლიდან მოყოლებული, 4 მილიარდ ევროზე მეტი მოგება მიიღო გეგმით, რომლის მიხედვითაც, მდიდარ ადამიანებს ქვეყანაში ინვესტირების სანაცვლოდ ენიჭებათ ევროკავშირში ცხოვრებისა და საქმიაობის უფლება. იმ ასობით ადამიანს შორის კი, ვინც აღნიშნული გეგმა გამოიყენა, უმეტესობა წარმოშობით რუსი ან უკრაინელი ოლიგარქია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენით. მაგალითად: რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრები, უკრაინაში მოქმედი ყველაზე დიდი კომერციული ბანკის დამფუძნებლები და სხვა მილიარდერები. ვარაუდობენ, რომ მხოლოდ გასულ წელს, კვიპროსის ხელისუფლებამ 400-მდე მსგავსი პასპორტი გასცა.

აღნიშნული შემთხვევა კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს უსაფრთხოების საკითხებს: რამდენად იყო დაცული ყველა წესი და დირექტივა დოკუმენტის მინიჭების პროცესში? ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად კვიპროსის ეკონომიკური სექტორი იზრდება ინვესტიციების ხარჯზე, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს და ძირს უთხრის თავად მოქალაქეობის კონცეფციას. ევროკავშირის პარლამენტში პორტუგალიის წარმომადგენელმა განაცხადა: „ე.წ ოქროს ვიზის გაცემის ფაქტი არის ამორალური და მიუღებელი. არ ვარ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფომ მიანიჭოს მოქალაქეობა ან ცხოვრების უფლება მას, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ ქყვენის განვითარებაში, იქნება ეს ხელოვნება, მეცნიერება ან თუნდაც ინვესტიციები, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს აპლიკაციის განხილვისა და არა ვაჭრობის საფუძველზე“.

კვიპროსმა აღნიშნული პროგრამა 2013 წელს დაიწყო. იგი პასპორტის მიღების მსურველს ავალდებულებს ჩადოს 2 მილიონი ევროს ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ან 2,5 მილიონი ევრო კომპანიების აქტივებში. არ არის ენის ცოდნის, ან კონკრეტულ სახელმწიფოში ცხოვრების პრაქტიკის მოთხოვნა. მხოლოდ საჭიროა, რომ პიროვნება მოხვდეს კვიპროსში, 7 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც. 

ამ სტრუქტურის ბუნდოვანება ვლინდება კონკრეტულ შემთხვევებშიც. მაგალითად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბიძაშვილი, რომელის დაჭერასაც აშშ ცდილობდა 2008 წლის შემდეგ, ამავე სქემის მიხედვით გახდა კვიპროსის მოქალაქე 2010 წელს. 

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის, Global Witness-ის განცხადებით,  „კვიპროსის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ინვესტიციების სურვილი არ ნიშნავს მთავარი ღირებულებებისა და ვალდებულებების დაკნინებას. ამ სქემით, შესაძლოა, დახმარების ხელს ვუწვდით კრიმინალებს “.

 თავად კვიპროსის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ისინი იცავენ ყველა შესაძლოა დირექტივას და ამოწმებენ პოტენციურ ბენეფიციარებს, მათ შორის, ფულის გათეთრების პრაქტიკის გამორიცხვის მხრივაც. ამავე დროს, მოქალაქეობის მინიჭება ინვესტიციების სანაცვლოდ სხვა ქვეყნებშიც ხდება. ამიტომაც, არ არსებობს განგაშის საფუძველი.

ჯერ კიდევ უცნობია დაიწყება თუ არა ოფიციალური გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Guardian

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიოსაქართველო

ქართული ხილისა და ბოსტნეულის წვენები ჰონგ-კონგის ბაზარზე გავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანია „არომაპროდუქტის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ჰონგ-კონგის სუპერმარკეტების ქსელ ,,City Super-ში” გაიყიდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „არომაპროდუქტმა“ აღნიშნულ წარმატებას, 2017 წელს ჰონგ-კონგში, სააგენტოს მიერ ქართული ექსპორტიორი კომპანიების საგამოფენო ღონისძიებაზე Hofex 2017-ში მონაწილეობის ორგანიზების შედეგად მიაღწია და სუპერმარკეტების ქსელთან ხელშეკრულების გაფორმება შეძლო.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „არომაპროდუქტი“ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი პროდუქცია ორმოცამდე ქვეყანაში წარმატებულად გააქვს და უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას – ხილის და ბოსტნეულის წვენებს, ხილის წვენის კონცენტრატებს და ჯემებს აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანიას, სააგენტოს მხარდაჭერით, მონაწილეობა ასევე მიღებული აქვს დუბაიში, გამოფენაზე Gulf Food და ტოკიოში გამოფენაზე Foodex Japan. ამასთანავე, კომპანიას მიღებული აქვს ISO 9001:2008; ISO 22000:2005; FSSC 22000 სერთიფიკატები.

 

წყარო: http://www.economy.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკონომიკასაქართველო

შემცირდება თუ არა საპროცენტო განაკვეთები საქართველოში?

საპროცენტო განაკვეთები საფეხურობრივად უნდა შემცირდეს, მაგრამ ეს ვერ მოხდება რამდენიმე კვირაში ან, თუნდაც, რამდენიმე თვეში. ამას რამდენიმე ახსნა აქვს: მოგეხსენებათ, რომ არსებობს გაზრდილი ინფლაციის პრობლემა. ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ხარისხით დოლარიზებულია. როგორც უკვე ვთქვით, საბანკო სისტემა რეფინანსირებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით ახდენს, რომლებიც საქართველოს ჯერაც მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ქვეყნად განიხილავენ. თუ ეს რისკები შემცირდება, საპროცენტო განაკვეთიც დაბალი ტემპით, მაგრამ აუცილებლად, დაიწყებ კლებას. თუ წინსვლა და განვითარება იქნება შეუქცევადი, ეს კლება რეგულარულ ხასიათს შეიძენს. შესაბამისად, გაცილებით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვა და უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ განაკვეთის დაცემას, მაგრამ ამავდროულად უნდა ვიყოთ რეალისტები და გვახსოვდეს, რომ დოლარი, მაგალითად, ლონდონში ყოველთვის გაცილებით იაფი ეღირება, ვიდრე თბილისში.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეკონომიკა

ლექსიკონი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

  ,,დოქტრინა” გთავაზობთ კიდევ რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვან ტერმინს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ:

  1. მიერთება– ურთიერთობის პროცესში პარტნიორის ქცევის ასახვა მისი ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით.
  2. სამყაროს მოდელი– ადამიანის პირადი გამოცდილების განზოგადება, მისი მოქმედების პრინციპების ერთიანობა.
  3. პრედიკატები– შეგრძნებებზე დამყარებული სიტყვები, რომლებიც მიუთითებს გარკვეულ რეპრეზენტაციულ სისტემაზე.
  4. რეპრეზენტაციული სისტემა– ადამიანის 5 გრძნობის ორგანო რომელთა საშუალებითაც ხდება, შენახვა და ქცევის განხორციელებისას შესაბამისი მოგონების აქტივირება.
  5. რეპრეზენტაცია– იდეა, აზრი, სენსორული ან შეფასებითი ინფორმაციის წარმოდგენა.

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკა

ერნანდო დე სოტო – ,,რატომ ყვავის კაპიტალიზმი დასავლეთში?”

 

 ერნანდო დე სოტო – ცნობილი ეკონომისტი, პერუში არსებული თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი, ჟურნალ „Time–ს“ შეფასებით – ლათინური ამერიკის პოლიტიკურ მოაზროვნეთა წამყვანი ხუთეულის წევრია. 1989 წლიდან იგი პერუს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი და მთავარი მრჩეველია. მას ეკუთვნის ამ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმათა კონცეფცია. მისი წიგნი „სხვა გზა. უხილავი რევოლუცია მესამე სამყაროში“ გასული საუკუნის 80–იანი წლების ბესტსელერი გახდა.

დე სოტოს ახალი ნაშრომი „კაპიტალის საიდუმლო. რატომ ყვავის კაპიტალიზმი დასავლეთში და რატომ განიცდის მარცხს მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებში“ ასევე ბესტსელერად იქცა და მას სახელგანთქმულ პოლიტიკოსთა, ეკონომისთა თუ ბიზნესმენთა აღტაცებული გამოხმაურება მოჰყვა.

მაინც რას ეხება ეს წიგნი? პირველ ყოვლისა, იმის მტკიცებას, რომ მესამე ქვეყნებისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარუმატებელი სოციალურ– ეკონომიკური რეფორმების მიზეზი „მკვდარი“ კაპიტალია. მისი „გაცოცხლება“ კი შესაძლებელია, თუ მოხერხდება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სრულფასოვანი უზრუნველყოფა. მხოლოდ მაშინ გამონთავისუფლდება კაპიტალში დაგროვილი უზარმაზაზრი ენერგია.

 

 

წყარო:  Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკონომიკასაქართველოტექნოლოგიები

„Optio Al-ი”- ვირტუალური ფინანსური ასისტენტი ქართველი ახალგაზრდებისგან

  ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფინანსური პლატფორმა “Optio Al-ი” “სტარტაპ საქართველოს“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც უკვე მოიპოვა გამარჯვება მსოფლიოს რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზეც, მათ შორისაა  -ბერლინში გამართული “Fincluders Startup Challenge-ი“, სადაც გუნდმა სპეციალური პრიზი, ,,Most promising startup from EFSE region-ი” დაიმსახურა. პლატფორმის შესახებ მის თანადამფუძნებელსა და დირექტორს – შოთა გიორგობიანს გავესაუბრეთ.

„Optio Al-ის“ პლატფორმა ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემების საკმაოდ მარტივ, ეფექტურ და სახალისო გადაწყვეტას გთავაზობს.  უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რომ „Optio AI-ი“ ორი ნაწილისგან შედგება, ეს არის ე.წ. ჩეთბოტი, რომელსაც ესაუბრებით, როგორც, მაგალითად, თქვენი ოჯახის წევრს ან მეგობარს და ვებაპლიკაცია, სადაც თქვენი ფინანსების უფრო დეტალური და სიღრმისეული ანალიზის საშუალება გეძლევათ.

მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, „Optio Al-ი“ უკავშირდება საბანკო ანგარიშებს და იღებს ისტორიულ ინფორმაციას  ტრანზაქციების შესახებ, რის საფუძველზეც იქმნება მომხმარებლის „ფინანსური პროფილი“, რაც გაძლევთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა თანხას ხარჯავთ ყოველთვიურად თუნდაც სურსათში, რომელ მაღაზიებსა და კაფეებში, რაში  ხარჯავთ ყველაზე მეტს და ა.შ., ამ ყველაფრის საფუძველზე კი, როგორც შოთა აღნიშნავს, პლატფორმა სამომავლო ტრანზაქციების შესახებაც გაწვდით ინფორმაციას „ეტაპობრივად, რაც უფრო მეტს ვიგებთ თქვენს შესახებ, ვიწყებთ ისეთი ინფორმაციის მოწოდებას, როგორიცაა – თქვენი სავარაუდო ხარჯები მომავალ კვირას, მომავალ თვეს და ა.შ. პარალელურად, გეხმარებით ფინანსური მიზნების დადეგმვასა და მიღწევაში“.

აღნიშნული პლატფორმის შექმნის იდეა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაჩნდა, როდესაც მეგობრებმა, რომლებიც ამჟამად ,,Optio Al-ის“ გუნდს ქმნიან, ფინანსების მართვის მეთოდოლოგიებზე დაკვირვებით,  გადაწყვიტეს, შეექმნათ ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანს გამოადგებოდა პირადი ფინანსების სამართავად, „თავდაპირველად, გადავწყვიტეთ, დასავლური ანალოგების შესაბამისი ქართული პროდუქტი შეგვექმნა, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ბაზრის ზომიდან გამომდინარე უბრალოდ ქართულენოვანი ასლის შექმნას დიდი აზრი არ ჰქონდა, შესაბამისად, ამჟამინდელი პროდუქტი გლობალურ ბაზარზეა გათვლილი და არა მხოლოდ საქართველოზე, ვინაიდან პირადი ფინანსების მართვის პრობლემა ერთნაირად აქტუალურია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც“.

დღეისათვის „Optio AI-ი“ შიდადახურულ ტესტირებას გადის, თუმცა უახლოეს მომავალში ეტაპობრივად გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ტესტირებაში ჩაერთვება, მათგან მიღებული ინფორმაცია და შენიშვნები  კი იქნება ზუსტად ის ინდიკატორი, რომელიც გუნდს დაეხმარება დასახული მიზნის მიღწევასა და პროდუქტის სრულყოფაში. გუნდი ასევე აქტიურად მუშაობს ევროპელ პარტნიორებთანაც, რათა მათი მხრიდან მიიღოს ფინანსური თუ არაფინანსური მხარდაჭერა და სწორად შეარჩიოს ის ქვეყნები,, სადაც პროდუქტის განვითარება ყველაზე საინტერესო და შედეგიანი იქნება.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეკონომიკა

როგორი იქნება საკრედიტო ბარათების მომავალი?

 

 ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, მთელი განვითარებული სამყაროს საკრედიტო ბარათების ბაზარი ე.წ უძრაობის ფაზაში იმყოფება. მათი აზრით, ძირითადი და ყველაზე მარტივი მიზეზი, რაც აღნიშნული ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ზრდას საგრძნობლად აფერხებს – საკრედიტო ბარათების ჭარბი რაოდენობაა.

მსოფლიოს მსხვილმა ფინანსურმა ორგანიზაციებმა არ დააყოვნეს და, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ახალი, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება დაიწყეს. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ახალი პროდუქტის უმრავლესობა ე.წ კოალიციური პროექტების შედეგად შეიქმნა. ამ პროექტებში მონაწილეობდნენ ფინანსური და სავაჭრო ორგანიზაციები, მობილური ოპერატორები, ტექნოლოგიების მწარმოებლები და სხვები.

დღეს განვითარებულ ქვეყნებში ნაღდი ფულით განხორციელებული გადახდების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. თანამედროვე საზოგადოებაში, ნაღდი ფულის მიმოქცევიდან თანდათანობით „ამოღებასთან“ ერთად, ფინანსური ორგანიზაციები მომხმარებელს გადახდის სულ უფრო მეტ ახალ ტექნოლოგიას სთავაზობენ, მათ შორის, გადახდას რადიოსიხშირის ჩიპისა და ელექტრონული დისპლეის მქონე საკრედიტო ბარათების, მობილური ტელეფონისა თუ მუსიკალური iPod–ის მეშვეობით.

ბოლო ერთი წლის მანძილზე ევროპასა და აშშ–ში ახალი ტიპის საკრედიტო ბარათების მრავალი პრეზენტაცია მოეწყო.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ფულთან

 

ფული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამეა, მოფრთხილება და ჭკვიანურად გადანაწილებაა საჭირო. თუ ადამიანი ფულს უაზროდ ფლანგავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ იყენებს, იმისათვის, რომ ფინანსურად გამართული იყოს ადამიანი და ყველანაირი ფუფუნება მოიწყოს, საჭიროა იმ რამოდენიმე პუნქტის ზედმიწევნით გათვალისწინება, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ:

  1. დაიწყეთ ფულის დაგროვება
  2. აკონტროლეთ ხარჯები
  3. გაზარდეთ თქვენი ფულის მოცულობა
  4. იყავით ინფორმირებული (ფულის დაბანდებისას აუცილებლად უნდა იცოდეთ, რისთვის იქნება თქვენი ფული გამოყენებული)
  5. მომავლისთვის შემოსავლის უზრუნველყოფა
  6. განავითარეთ ფულის შოვნის ხერხები
  7. ქველმოქმედება

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსღა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

,,უბილეთო მგზავრის” პრობლემა

 

თუ ადამიანს შეუძლია მიიღოს სარგებელი საფასურის გარეშე, მაშინ მას ნაკლები სტიმული ექნება გადაიხადოს. ასეთი ადამიანი უბილეთო მგზავრს ჰგავს ანუ იმ ადამიანს, რომელიც ღებულობს სარგებელს, ისე, რომ არ ფარავს ამ სარგებლის შექმნასთან დაკავშირებული დანახარჯების გარკვეულ წილს.

მაგრამ თუ არავის ექნება დანახარჯების დაფარვის სტიმული, მაშინ ამ სარგებლის შექმნის სტიმულიც არავის გაუჩნდება. შედეგად, „სიკეთე“ არ შეიქმნება მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა „ამ სიკეთეს“ მეტ სარგებლიანობას ანიჭებს, ვიდრე წარმოებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.

სოციალური ორგანიზაციების შესწავლისას ერთ–ერთი ყველაზე რთული პრობლება სწორედ უბილეთოს ტიპის პრობლემაა. „ უბილეთოს პრობლემა“ ეკონომისტებსაც აღელვებთ. ისინი წინააღმდეგობას აწყდებიან მაშინ, როდესაც ცდილობენ დაარწმუნონ ადამიანები, რომ საერთო ინტერესებისათვის არავინ არაფერს გააკეთებს, თუ ეს მათ პირად ინტერესებს არ ემთხვევა. ადამიანების ქცევა განისაძღვრება იმ დანახარჯებით და იმ სარგებლიანობით, რომელთა გაწევას და შესაბამისად, მიღებასაც ისინი მოელიან.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკაკვლევებიმსოფლიოსოციოლოგია

კვლევა: როგორ და რაში ხარჯავენ ფულს სხვადასხვა ქვეყანაში?

 Eurostat-ის კვლევით ბაზაში ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიზანიც იყო იმის გარკვევა, თუ როგორ და რაში ხარჯავდნენ ფულს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ის, თუ რაში და რამდენს ხარჯავენ კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეები, პირდაპირ ეხმიანება ამ სახელმწიფოს შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. მაგალითად: კვლევის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის საერთო შემოსავლის 8% იხარჯება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს მოხმარებაზე, რაც აღემატება მსოფლიოს ყელაზე მდიდარი ქვეყნების იმავე კატეგორიის მაჩვენებელსაც კი. ავსტრალიის მოსახლეობის შემოსავლის 10%-მდე  რეკრეაციასა და გართობაზე იხარჯება,  სამხრეთ კორეის საპირისპიროდ, რომლის მოსახლეობაც შემოსავლის უმეტესობას წიგნებსა და განათლებაზე ანაწილებს.

უფრო მდიდარი ქვეყნები, მაგალითად აშშ და ავსტრალია, სადაც საყოფაცხოვრებო ხარჯები ერთ ადამიანზე 30 000 $-მდეც კი აღწევს წლიურად, უფრო მიდრეკილნი არიან, რომ ნაკლები თანხა დახარჯონ საკვებზე, ვიდრე, მაგალითად, მექსიკასა და რუსეთში, სადაც საშუალო ხარჯი 6 000 $-ია. ამ განსხვავებების მიზეზი პოლიტიკურ  და სახელმწიფო მოწყობის სისტემებში უნდა ვეძიოთ. მაგალითად, ამერიკაში შემოსავლის საერთო რაოდენობის თითქმის მეხუთედს შეადგენს კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები, შესაბამისად, ამერიკელებს უწევთ პრიორიტეტულად გადაანაწილონ დანახარჯები. ევროკავშირში, სადაც საერთო სადაზღვევო სისტემა მოქმედებს, საშემოსავლო ბიუჯეტის მხოლოდ 4% იხარჯება მასზე, რაც უფრო მეტ თანხას უტოვებს ადამიანებს სხვადასხვა სახის აქტივობების განსახორციელებლად. ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია: მალტაში, სადაც მოსახლეობა დაახლოებით 450 000 ადამიანია, საყოფაცხოვრებო ხარჯების 20 % -მდე სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის დანახარჯებზე მოდის, მაშინ, როცა ლიტვაში იგივე მაჩვენებელი 2,9 %-ია. ეს ფაქტი შეიძლება აიხსნას იმით, რომ ლიტვა შედარებით ღარიბი ქვეყანაა, სადაც საშუალო დანახარჯი ერთ ადამიანზე ორჯერ ნაკლებია ზოგადად ევროკავშირის მოქალაქის საშუალო წლიურ დანახარჯთან შედარებით. ჰოლანდიაში ყველაზე მეტი იხარჯება დასვენება-გართობაზე, ყველაზე ნაკლები, ამ მხრივ, კი საბერძნეთში (შეიძლება მივიჩნიოთ ფინანსური კრიზისის შედეგად, რადგან, როგორც კვლევის ავტორები ვარაუდობენ, ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს, მაგალითად, ვალების უკან დაბრუნებაში.)

კვლევის სრული შედეგების ნახვა შეგიძლიათ აქ.

 

ავტორი: ცირა შვანგირაძე

წყარო: The Economist

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12
Page 10 of 12