close

ეკონომიკა

ეკონომიკამსოფლიოტურიზმი

დუბაიში ძვირადღირებული კურორტი შენდება

 

დუბაი სასტუმრო ,,ბურჯ ალ არაბიას” მახლობლად, დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის ოდენობის ტურისტულ კურორტს ააშენებს.კურორტი ორ ხელოვნურ კუნძულზე განთავსდება, რომლებიც აფრის ფორმის მქონე, წყალში მდგარი სასტუმროს ერთერთ მხარეს გაშენდება.

არაბთა გაერთიანებული საემიროების ყველაზე განვითარებულ ქალაქს შემუშავებულ აქვს გეგმა, რომლის შესაბამისადაც, 2020 წლისთვის ქალაქის სტუმართა რიცხვმა წელიწადში 20 მილიონს უნდა მიაღწიოს. საინტერესოა, რომ სწორედ 2020 წელს, დუბაი მსოფლიო გამოფენა „უორლდ ექსპო 2020“-ს უმასპინძლებს.

ტურისტული კურორტის სახელია მარსა ალ არაბი. ორივე კუნძულის ჯამური ფართობი 370 000 კვადრატულ მეტრზე (37 ჰექტარი) მეტი იქნება. ერთი კუნძული გასართობ დაწესებულებებს და საოჯახო ტურიზმს დაეთმობა, მეორეზე კი – ლუქს კლასის ვილები და ნავმისადგომები განთავსდება.

ვიზიტორების რიცხვით დუბაი მსოფლიო ლიდერია. დუბაის ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, დუბაის უკვე 4.6 მილიონი ადამიანი სტუმრობდა. ეს კი შარშანდელი იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. მარსა ალ არაბზე 140 ვილა, საზღვაო და აკვაპარკი განლაგდება.

მარსა ალ არაბის გარდა, დუბაიში არაერთი სხვა გრანდიოზული პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა საგამოფენო კომპლექსი „უორლდ ექსპო 2020-სთვის“, დუბაის მეტროს სისტემის განვითარება, ასევე საერთაშორისო აეროპორტი ალ მაკტუმი, რომელიც ქალაქის განაპირას შენდება და წლიურად 146 მილიონი მგზავრის მიღებაზეა გათვლილი.

დუბაის ხელოვნურ კუნძულებს შორის ყველაზე დიდია პალმ ჯუმეირა, რომელზეც რამდენიმე სასტუმრო, ვილა და აპარტამენტია განლაგებული. ქალაქის სანაპირო ზოლში სხვა კუნძულებიც შენდება, თუმცა 2009 წლის კრიზისის შემდეგ, მათი განვითარება შეჩერდა და გაბარიტებში შემცირდა. ჯერ არ დასრულებულა კუნძული პალმ ჯაბელ ალი, რომლის მშენებლობაც 2002 წელს დაიწყო. პალმ დეირას პროექტი კი გადააკეთეს და ის ამჟამად დეირა ისლანდსის სახელით არის ცნობილი.ხელოვნური კუნძულების კიდევ ერთი პროექტია ხელოვნური არქიპელაგი, რომელიც თავისი ფორმით, მსოფლიოს რუქას ჰგავს და 300 კუნძულს მოიცავს. ეს პროექტი მხოლოდ ნაწილობრივ არის დასრულებული.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველო

ქართული სოფლების გზების რეაბილიტაციისთვის 80-მილიონიანი ინვესტიცია გამოიყო

 გამოცემა ,,The Financial-მა“ გამოაქვეყნა სტატია აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს პერფერიულ ტერიტორიებზე გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ. აზიის განვითარების ბანკი 2007 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან და მისი მხარდაჭერით მრავალი პროექტის განხორციელება მოხერხდა.

აზიის განვითარების ფონდმა (The Asian Development Bank) 31 მარტს დაამტკიცა 80-მილიონ დოლარიანი სესხი ქართულ სოფლებში დაზიანებული გზის რეაბილიტაციისთვის.

პროექტი მოიცავს 50-კილომეტრიან მონაკვეთს ძირულადან ხარაგაულის გავლით ჩუმათელეთის მიმართულებით და მიმდებარე, შედარებით მოკლე დამაკავშირებელ მონაკვეთებს. გამოცემა იუწყება, რომ ,,ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობასა და აქ ჩამოსულ ტურისტებს გაუმარტივებს გადაადგილებასა, რაც დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზეც”.

აზიის განვითარების ფონდის თქმით, იმ პერიოდისთვის როცა  საჭირო გახდება ხევი-უბისას გზატკეცილის მშენებლობა, სწორედ ეს გზა იქნება სასიცოცხლო მნიშნელობის ალტერნატივა ტრანსპორტით გააადგილებისთვის. ,,პროექტი საქართველოს მთავრობას დაეხმარება  საქართველოს მასშტაბით საგზაო კავშირის გაუმჯობესებასა და  ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის საქმეში” – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის დირექტორმა, იაზიმ ილან-ქაიალარმა.

ალტერნატიული გზა, რომელიც 30 000 ადგილობრივს მოემსახურება, გააუმჯობესებს სატრანსპორტო კავშირსა და საგზაო უსაფრთხოებას. პროექტის ფარგლებში მოხდება ძველი, დაზიანებული გზების განახლება და ხიდების რეაბილიტაცია, რაც რეგიონში ხელს შეუწყობს სავაჭრო ბაზრისა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობას. ასევე, რეაბილიტირდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე გზები და რკინიგზის სადგურებსაც.

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკმა 2007 წლიდან მოყოლებული 2.3 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური ოპერაციები განახორციელა საქართველოში, მათ შორისაა 2013 წელს ურბანული ტრანსპორტის  საინვესტიციო პროგრამისთვის გამოყოფილი 73 მილიონი დოლარი.

 

წყარო: The Financial

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველო

საქართველოში ღვინის ექსპორტი გაიზარდა

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 11 თვის მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ით მეტია, გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია, როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (24 914 877), უკრაინა (5 179 454), ჩინეთი (4 886 145ბოთლი), ყაზახეთი (3 227 639) და პოლონეთი (2 123 500).

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

გასული წლის 11 თვის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, ზრდამ კი – 31% შეადგინა.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკამსოფლიო

მსოფლიოს ათი უმდიდრესი ქვეყანა

  ,,Global Finance-მა” მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სია გამოაქვეყნა. გამოცემამ რეიტინგის შედგენის კრიტერიუმად ინფლაციის დონე, მოსახლეობის მსყიდველობის უნარი და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გამოიყენა.ყველაზე მდიდრულად ყატარის მოქალაქეები ცხოვრობენ.

 

  1. სპარსეთის ყურის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის მარაგებით პირველ ადგილზე მოექცა 88.222 ათასი დოლარით;
  2. მეორე ადგილი ლუქსემბურგმა დაიკავა 81 ათასი დოლარით;
  3. სინგაპურმა მესამე ადგილი დაიკავა 57 ათასით;
  4. ნორვეგია-$51,959;
  5. ბრუნეი- $48,333;
  6. არაბეთის გაერთიანებული საემიროები-$47,439;
  7. აშშ-$46,860;
  8. ჰონგკონგი- $45,944;
  9. შვეიცარია- $41,950;
  10. ნიდერლანდები- $40,973.

 

საქართველო მდიდარი ქვეყნების რეიტინგში 113-ე ადგილზეა. სომხეთმა – 116-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა – 64-ე, ხოლო რუსეთი 51-ე ადგილზეა.

 

წყარო:  Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდ ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

როგორ ვმართოთ ჩვენი ფინანსები?

არსებობს საინტერესო ფსიქოლოგიური თეორია, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებში, რომელთაც ისტორიის განმავლობაში ბევრი ომი გადაუტანია, მოსახლეობა ნაკლებად ახერხებს ფინანსური დანაზოგის გაკეთებას. ეს თეორია იმით იხსნება, რომ ამგვარ ქვეყნებში, მოსახლეობის კოლექტიურ აზროვნებაში ყოველთვის ფიგურირებს ომის ან რაიმე სხვა სირთულის დიდი ალბათობა, რის გამოც, ადამიანები არ აწყობენ გრძელვადიან გეგმებს. საქართველო სწორედ ამგვარი ქვეყნების სიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია არანაირი დანაზოგი.

იმისათვის, რომ შესძლოთ ფულის დაზოგვა, საჭიროა დაზოგვის დადებითი მხარეების გააზრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თანამედროვე მსოფლიოში, ომებისა და სხვა ნეგატიური მოვლენების ალბათობა სტაბილურად იკლებს, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა იმატებს. აქედან გამომდინარე, მომავლისთვის დაგეგმვა მნიშვნელოვანია.

,,Doctrina.ge” გთავაზობთ 5 ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, რათა წარმატებით დაგეგმოთ და გადაანაწილოთ თქვენი ხარჯები.

  1. შეიძინეთ სასარგებლო უნარები
  2. ჩამოაყალიბეთ ბიუჯეტი
  3. შეიმუშავეთ ვალის გადახდის გეგმა
  4. გახსენით ანაბარი ბანკში
  5. გამოიყენეთ დაგროვილი საპროცენტო განაკვეთის ძალა

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველო

საქართველოს ,,მაკდონალდსი” ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

საქართველოს ,,მაკდონალდსი” ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს. საპატიო ჯილდო ,,მაკდონალდს საქართველოს” 2016 წლის კვლევის შედეგად, მსოფლიოს უდიდესი რესტორნების ქსელის ევროპის ცენტრალურმა ოფისმა მიანიჭა.

„კომპანია 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს დღეისთვის და ყოველწლიურად ახდენს ბაზრების კომპლექსურად შეფასებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. ამჯერად ჯილდო როგორც ევროპის გამორჩეულ ბაზარს საქართველოს ხვდა წილად. დაიმსახურო „საუკეთესოს“ წოდება ისეთ ქვეყნებს შორის – როგორებიცაა: ავსტრია, ბელგია, პორტუგალია, ფინეთი და ა.შ, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს და მეტ სტიმულს გვაძლევს სამომავლო განვითარებისთვი“ – აცხადებს ,,მაკდონალდს საქართველოს” გენერალური დირექტორი – თენგიზ კაპანაძე.

კომპანიის ხედვა და სტრატეგიული პრიორიტეტები, მომსახურება და სისუფთავე, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ინოვაციების დანერგვა, ხარისხი და ხარისხის კონტროლი, ბიზნესის განვითარება და რეზულტატები – ეს ის ინდიკატორებია, რის მიხედვითაც ,,მაკდონალდს საქართველომ“ განსაკუთრებული შედეგები აჩვენა და ჯილდოც დაიმსახურა.

საქართველოს ,,მაკდონალდსი“ იყო ერთერთი პირველი, რომელმაც ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანასთან ერთად მომსახურების ახალი პლატფორმა წარმატებით დანერგა და არაერთ ევროპულ ბაზარს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. სულ ახლახან კი მაკდონალდს საქართველომ მომხმარებელს კიდევ ერთი ინოვაცია – შესაკვეთი კიოსკები წარუდგინა, რომელიც მომსახურების უფრო მარტივ და სწრაფ მოდელზეა მორგებული, ადაპტირებულია შშმ პირებზე და მომხმარებლის კომფორტზე ფოკუსირდება.

ახლახან თბილისში გაიხსნა ,,მაკდონალდსის“ ლოჯისტიკური ცენტრიც, რომელიც 30 რესტორნის მომსახურებაზეა გათვლილი და თავისი მასშტაბით ამიერკავკასიაში უდიდესი, ხოლო სტანდარტებით უმაღლეს კატეგორიაში ხვდება. კომპანია პროდუქციას ევროპის საუკეთესო საწარმოებიდან იღებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საკვებს სთავაზობს.

საქართველოში ,,მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღესდღეობით 11 რესტორანს აერთიანებს, წელს კომპანია კიდევ ერთი რესტორნის გახსნას ქუთაისში გეგმავს. მაკდონალდსში 930 თანამშრომელი მუშაობს, რომელთა საშუალო ასაკიც 20-22 წელია და ყოველდღიურად დაახლოებით 15 000 სტუმარს ემსახურება.

,,მაკდონალდს საქართველოს“ მრავალი ჯილდო აქვს მიღებული როგორც ხარისხისთვის და მომსახურებისთვის, ასევე გამორჩეული დიზაინის და არქიტექტურის მქონე შენობების შექმნისთვის.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველო

ჩინური კომპანია საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და გოლფის მოედნების მშენებლობას აპირებს

  საქართველოს ჩინეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიის –  ,,ბეიჯინ ქსინ ჩანგჩენის” -დელეგაცია ესტუმრა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის – დავით საგანელიძის თქმით, აღნიშნული კომპანია საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტირებით არის დაინტერესებული და ამ ინდუსტრიაში ჩართვისთვის  სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

როგორც ირკვევა, ,,ბეიჯინ ქსინ ჩანგჩენი” საქართველოში  5-ვარსკვლავიანი სასტუმროსა და გოლფის მოედნების მშენებლობას გეგმავს. აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს ჩინეთ-საქართველო-ევროპას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხზეც. ჩინური ტურისტული კომპანიის თქმით, საწყის ეტაპზე, ისინი აპირებენ საქართველოში მაღალი დონის ტურების ორგანიზებას, რომელიც ქართულ კულტურას, ღვინოსა და ისტორიულ მემკვიდრეობას გაუწევს პოპულარიზაციას.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

აშშ-ში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა

აშშ-ის ქალაქებში – ბოსტონსა და ნიუ-იორკში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოსტონში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში – Boston Wine Expo, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობდა.

Boston Wine Expo წელს ოცდამეექვსედ ჩატარდა და მას ტრადიციულად ათასობით სტუმარი – ღვინის იმპორტიორი, დისტრიბუტორი, სომელიე და მედიის წარმომადგენელი სტუმრობდა. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ქართულმა სტენდმა გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მარკეტინგული კომპანია „Marqenergie-ს” ერთობლივი ორგანიზებით, ნიუ-იორკში „ქართული ღვინის დღე“ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 40 დასახელების როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი დეგუსტაცია-სემინარი – პირველი ღვინის იმპორტიორებისა და მეორე – ღვინის დამფასებლებისა და მოყვარულებისათვის.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ,  გიორგი სამანიშვილმა, შეხვედრები გამართა ადგილობრივ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, სასტუმროების, ღვინის რესტორნებისა და მედიის წარმომადგენლებთან (Bloomberg, Food and Wine magazine). შეხვედრა გაიმართა საქართველოს საკონსულოში. ქართული დიპლომატიური უწყების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა მხარი დაუჭირონ და ჩაერთონ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

სამინისტროს ცნობით, გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, შეიქმნას ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის აშშ-ის ბაზარზე.

ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში 2016 წელს შეადგენდა 300 ათასამდე ბოთლს, რაც 19%-ით აღემატებოდა 2015 წლის ექსპორტს.

 

წყარო: http://georgianwine.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი -,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველო

საარსებო მინიმუმი 166,3 ლარია

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით,  საქართველოში საარსებო მინიმუმი 166,3 ლარს შეადგენს.  აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი, ერთ თვეში, დაახლოებით, 5 ლარით გაიზარდა.  რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს – ის  278,9 ლარს შეადგენს.  დეკემბერში იგივე მაჩვენებელი  დაახლოებით 8 ლარით ნაკლები იყო.

საქსტატი საარსებო მინიმუმს 2003 წელს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით ითვლის.

აღსანიშნავია, რომ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში მინიმალურ პენსიაზე ნაკლებია.

საარსებო მინიმუმი არის შემოსავლის მინიმალური დონე, რომელიც საჭიროა ადამიანის არსებობისა და აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ეს ინდიკატორი ცხოვრების ქვედა ზღვრის მაჩვენებელია.

საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხორციელდება. საქსტატის მიერ გამოყენებული შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების გაანგარიშების მეთოდის მიხედვით, აღნიშნული სასურსათო კალათა მოიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობის, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. შრომისუნარიანი მამაკაცისთვის მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კილო კალორიას შეადგენს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი -,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

ფრენჩაიზინგი – კომპანიის წარმატების გარანტი

 თუ გაქვს ბიზნესი და ის წარმატებულია, აუცილებელია, იფიქრო ისეთ საკითხზე, როგორიც ფრენჩაიზინგია. თუ მზად ხარ სიახლეებისთვის და გაქვს კარგი სამოქმედო გეგმა,  შეგიძლია, არც კი ინერვიულო, რადგან ფრენჩაიზინგი აუცილებლად დიდ წარმატებას მოუტანს შენს კომპანიას, უკვე წარმატებული ბიზნესის დუბლიკატისგან დამატებითი შემოსავალი ნამდვილად მომგებიანი იქნება.

ბევრი საკითხი არის, რაზეც უნდა იმსჯელო და ყველაფერი აწონ-დაწონო, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი შენი კეთილდღეობისთვის გაკეთდება. გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ფრენჩაიზინგი ბოლო წლების განმავლობაში ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში და სხვათაშორის არანაკლები მოგება მოაქვთ დუბლიკატებს კომპანიისთვის.

ესეც 5 ცნობილი კომპანია, რომელმაც  ფრენჩაიზინგი განახორციელა:

  1. Mcdonald’s
  2. Subway
  3. Wendy’s
  4. Starbucks
  5. .Dunkin’ Donuts

განმარტებისათვის, ფრენჩაიზინგი არის პროცესი,  როდესაც რომელიმე დიდი კომპანიისგან  მისი პროდუქტის წარმოების უფლებას შედარებით სუსტი კომპანია იღებს.

 

წყარო: http://enterpreneur.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 9 10 11 12
Page 11 of 12