close

ეკონომიკა

ეკონომიკამსოფლიო

იტალია – ღვინის ექსპორტში ლიდერი ქვეყანა

იტალია ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა.  2000 წელს მათ 14.2 მილიონი ჰექტოლიტრის ექსპორტი განახორციელეს და მას შემდეგ ისინი ლიდერობენ ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ჩამონათვალს. ღვინის ინდუსტრიას 9 მილიარდი ევროს მოცულობის ბრუნვა აქვს, საიდანაც 3 მილიარდი ექსპორტზე გადის.

ამის პარალელურად, ბოლო წლებში იტალიამ იმპორტიც გააძლიერა. იტალიელები განსაკუთრებით ფრანგულ ღვინოს აფასებენ და შამპანიურსაც ძალიან სწყალობენ.

იტალიამ  ღვინის მწარმოებელ ყველა რეგიონში ღვინის ტურიზმიც ააღორძინა, რითაც, ერთი მხრივ, იტალიაში ღვინის კულტურის ხაზგასმას და, მეორე მხრივ, უფრო მეტი შემოსავლის მიღებას ცდილობს. იტალიაში ღვინის მწარმოებელ რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა ტოსკანა.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველო

ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ევროკავშირის ბაზარზე  ქართული მატყლი  გავიდა.

ევროკავშირში ქართული მატყლის გატანას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები საკანონმდებლო  დაახლოებისა და შესაბამისი სტანდარტების  უზრუნველყოფის მიზნით.  შედეგად, ევროკავშირმა  დადებითად შეაფასა საქართველოს  სახელმწიფო  კონტროლის სისტემა და   შეიყვანა   მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ნებადართულია მატყლის ექსპორტი  ევროკავშირის ტერიტორიაზე.

„მატყლი პირველი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. მიღწეული  შეთანხმების ფარგლებში, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 22 ტონა დაუმუშავებელი მატყლის ექსპორტი  უკვე განხორციელდა.  მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად საჭიროა კომპანიებმა  შესაბამისი მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რასაც ზედამხედველობას უწევს  სურსათის ეროვნული სააგენტო  და შესაბამის რეკომენდაციებსაც უწევს. აღნიშნული გადაწყვტილებით  ევროკავშირმა საქართველოს დიდი ნდობა გამოუცხადა, რაც  მეცხვარეობის დარგის  სტიმულირებას და ქართული მატყლის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას განაპირობებს,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა  მიხეილ სოხაძემ.

ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის შეტანას ევროკავშირის  N142/2011 რეგულაცია განსაზღვრავს. ასევე, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და უკვეშესაძლებელია ქართული თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველო

როგორი იყო ქართული ღვინის ექსპორტი 2016 წელს?

 

2016 წელს ქართული ღვინის ექსპორტი საგრძნობლად, 38%-ით გაიზარდა: 114 მილიონი დოლარი დაიხარჯა და თითქმის 50 მილიონი  ბოთლი გაიგზავნა 53 სხვადასხვა ქვეყანაში.

გარდა საშინაო ბაზრისა, ქართული ღვინის მოთხოვნა გაიზარდა ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში.

რუსეთი იკავებს პირველ ადგილს  მყიდველთა შორის – 49% იმპორტით, ამაზე დიდი იყო მაჩვენებელი 2015 წელს. რუსეთს მოსდევს უკრაინა – 6 მილიონი ბოთლის იმპორტით (70%–ით გაიზარდა), და ჩინეთი, რომელმაც გააორმაგა ქართული ღვინის იმპორტი.

ყველაზე ცნობილი ქართული ღვინის სახეობები საერთაშორისო ბაზარზე არის: ქინძმარაული, მუკუზანი, წინანდალი,  ახაშენი და ხვანჭკარა.

 

წყარო: georgiatoday.ge

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ეკონომიკასოფლის მეურნეობა

ევროკავშირმა საქართველოდან თაფლის ექსპორტი დაუშვა

ევროკავშირმა დაასრულა ყველა ფორმალური პროცედურა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სტანდარტებით თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. შესაბამისად, თაფლის მწარმოებლებს საშუალება აქვთ შესაბამისი სტანდარეტების დაცვის შემთხვევაში საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე განათავსონ.

http://www.moa.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკა

ჩაის უმსხვილესი ჩინური კომპანია საქართველოში საექსპორტო პროდუქციას გამოუშვებს!

ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია „იუნანის დანხუნ ჯგუფი“ საქართველოში ქარხნის აშენებასა და საექსპორტო პროდუქციის წარმოებას გეგმავს.
ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
„იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტს ვან ტიანჩიუანს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ეკონომიკისა და მდრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში სამეგრელოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ჩაის ახალი ჯიშების გაშენების საკითხების განხილვა იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქვეყნებში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ.

”ჩვენი ვიზიტის მიზანია გავეცნოთ საქართველოს ნიადაგებს და გარემო პირობებს, რათა სწორად მოხდეს ჩაის ჯიშების შერჩევა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ჩაის წარმოების კარგი პოტენციალი აქვს. ჩვენი სურვილია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ჩაის წარმოებას კულტურის აღდგენას. ვგეგმავთ საქართველოში ავაშენოთ ქარხანა და ვაწარმოოთ საექსპორტო პროდუქცია“, – აღნიშნა „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტმა.

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

სრულად ნახვა
ეკონომიკა

რუსი მილიარდერი ალფა კენტავრის სისტემის შესასწავლად 100 მილიონ დოლარს იხდის

მილიარდერი ინტერნეტ ინვესტორი იური მილნერი კოსმოსის უკეთ შესწავლის მიზნით დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც სამშაბათს გახდა ცნობილი, ეს თანხა კოსმოსში ათასობით პატარა კოსმოსური ხომალდის განთავსებას მოხმარდება, რათა ისინი ჩვენი პლანეტის მეზობელ ვარსკვლავთა სისტემაში გაემგზავრონ და იქიდან სურათები გადმოგზავნონ.

(more…)

სრულად ნახვა
ეკონომიკა

ჩინეთი საქართველოს ჯანდაცვის რეფორმის მხარდასაჭერად 9.1 მილიონ დოლარს გამოყოფს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს, ჭანგ გაოლის უმასპინძლა.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით 9.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით. აღნიშნული თანხა მიმართული იქნება საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სადაც თავმოყრილი იქნება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და ფსიქო-რეაბილიტაციის განყოფილება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მოზრდილებისთვის.
დღესვე მხარეებმა ”საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის“.
დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთსა და საქართველოში შეიქმნება სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანა მეწარმეების გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება იქნება. საბჭოს ბაზაზე იფუნქციონირებს სამდივნოები, სადაც მოწვეულნი იქნებიან ორივე ქვეყნის, როგორც კერძო სექტორის, ისევე მთავრობის წარმომადგენლები.

წყარო: http://gov.ge/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკა

გარდაბანში ბიტუმოვანი ნივთიერებების საწარმო შეიქმნება

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გარდაბანის რაიონის სოფელ მარტყოფში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს შექმნის და წარმოების დაწყების მიზნით 321 728 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და იგი ყოველწლიურად არანაკლებ 1000 ტონა ბიტუმოვან ნარევს გამოუშვებს. საწარმოში პირველ ეტაპზე 10 ადამიანი დასაქმდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ჯორჯიან ინდასთრის“ ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმოს გახსნის მიზნით სახელმწიფოს საკუთრებაში გარდაბანში, სოფელ მარტყოფში მდებარე 10 054 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ჯამში 177 საწარმოს დაუჭირა მხარი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 380 მილიონ ლარს აჭარბებს, საწარმოებში კი 7700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკა

ჩინეთში „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში “ქართული ღვინის სახლი” გაიხსნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 600 მ2-ზე ფართობზე განლაგებული „ქართული ღვინის სახლი“ ადგილობრივ მომხმარებელს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას სთავაზობს.
სინძიანის ცნობილი შეფმზარეულები ქართულ ღვინოსთან სპეციალურად შეხამებულ ჩინურ კერძებს ამზადებენ. ურუმჩის „ქართული ღვინის სახლი“, მომხმარებელს ჩინურ კულინარიასა და ქართულ ღვინოსთან ერთად ქართულ კულტურას ეროვნული ცეკვისა და ფოლკლორის თანხლებით გააცნობს. (more…)

სრულად ნახვა
1 10 11 12
Page 12 of 12