close

ეკონომიკა

ბიზნესიეკონომიკა

მოემზადეთ აფეთქებისთვის! – ვოლსტრიტელები დამატებით ავანსებს ხარჯავენ

ბევრი ბაზრის დამკვირვებელი ექსპერტი ელოდა კრიპტობაზრის უცაბედ წარმატებასა და წარუმატებლობას 2017-ში.

რამდენიმე კვირის წინ 1 ბიტკოინის ფასმა $20,000 დოლარს მიაღწია და 2017 წლის ბოლოს $11,000-მდე ჩამოვიდა, ეს ყველაფერი განაპირობა მომხმარებლის რეაქციამ უსიამოვნო ეკონომიკურ სიტუაციაზე.

მეთლემ დემირორსმა – Digital Currency–ის ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას სჯერა – მომდევნო სეზონი ვოლსტრიტის წარმატებისა იქნება.

ტრადიციული დასაწყისი წლისა, როდესაც ვოლსტრიტზე მოვაჭრეებმა მოახდინეს გავლენა მათ დამატებით გადასახადებზე, ბევრი მოვაჭრე ცდილობს გაზარდოს თავისი შემოსავალი.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2018 წელს კრიპტომარკეტს ვოლსტრიტის დამატებითი შემოსავლები საკმაოდ დიდ დახმარებას გაუწევს.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინ

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაკვლევებისაქართველო

საქართველო, ბიტკოინის მოპოვებით, მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა

ბიტკოინის მოპოვების მაჩვენებლებით საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია ,,IqOption-ი“ დაინტერესდა და მსოფლიოში ამ სფეროში ყველაზე აქტიური სამი ქვეყანა დაასახელა, რომელთა შორისაც საქართველო პირველ ადგილზეა. ,,ბიტკოინის გამომუშავება დღეს იმდენად კომპლექსური საკითხი გახდა, რომ ტექნოლოგიის სიძლიერესთან ერთად ითვალისწინებს ისეთ ფაქტორსაც კი, როგორიცაა ელექტროენერგია და, შესაბამისად, ბიტკოინის მოპოვება გაზომვადი გახდა. ამიტომ,  გეოგრაფიული თვალსაზრისით, ბიტკოინის მოპოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება იმ ქვეყნებში, რომლებშიც მაღალტექნოლოგიური განვითარებასთან ერთად, ენერგორესურსების უფრო შეღავათიან ფასში მიღებაცაა შესაძლებელი”  – აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე.

ბიტკოინი მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალებაა, რომელიც დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის პირველი მაგალითია. ბიტკოინის შექმნა უკავშირდება ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს – სატოში ნაკამოტოს, რომელმაც 2008 წელს განაცხადა გამოგონების შესახებ და უკვე 2009 წელს კომპიუტერულ ქსელში ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც ჩაუშვა. დღესდღეობით, ბიტკოინს მრავალი ქვეყანა იყენებს, თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, დასახელდა ყველაზე აქტიური სამეული ქვეყნებისა, რომელთა შორის საქართველოს პირველი ადგილი უკავია.

ზოგადად, ბიტკოინის სისტემა აგებულია P2P პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით. ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. ასევე, ბიტკოინი შეიძლება გადაიცვალოს სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა თუ მომსახურებაზე და შესაბამისად, დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ აქტუალურიც ხდება.

გამოცემაში ნათქვამია, რომ საქართველოში “BitFury” არის  არის უმსხვილესი მოთამაშე ბიტკოინის მოპოვების ბიზნესსეგმენტში, რომელიც ანვითარებს და ზრდის გაყიდვების ეფექტურობას ბიტკოინის მომხმარებლებისა და ბიზნესკომპანიებისთვის. “Bitfury” ერთ-ერთი წამყვანი ბლოკჩეინტექნოლოგიური კომპანია და უმსხვილესი კერძო ინფრასტრუქტურული პროვაიდერია ამ ეკოსისტემაში. 2016 წლის მონაცემებით, მის მიერ ბიტკოინის მოპოვების მაჩვენებელი 15%-ს აღწევდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით საქართველოს შემდეგ, პირველ სამეულს ჩინეთი და ამერიკა ასრულებს, თუმცა ბიტკოინის მოპოვება აქტუალური ტრენდი გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბითც, მაგალითად, 2015 წლის თებერვლისთვის ბიტკოინი უკვე 100 000-ზე მეტი სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებას წარმოადგენდა, ხოლო კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს და მათი უმეტესობა ბიტკოინის მომხმარებელია.

წყარო: iqoption.com

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოა

რა არის ბიტკოინი?

ბოლო პერიოდში ხშირად მოგვხდებოდათ თვალში სიტყვა ,,ბიტკოინი”, რადგან ბაზარზე ძალიან აქტუალურ პროდუქტად იქცა. ბევრ ტერმინსა და გაუგებრობაში რომ არ ,,აიხლართოთ” ,,დოქტრინა” მოკლე და გასაგებ განმარტებას შემოგთავაზებთ.

ბიტკოინი არის ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემის წამყვანი საშუალება. იგი ყველანაირი ვალუტისგან განსხვავდება იმით, რომ არსად იბეჭდება და არც არავინ აკონტროლებს. ბიტკოინი დამოკიდებულია მსოფლიოს მასშტაბით სისტემაში ჩართულ კომპიუტერზე, სადაც მუშავდება სხვადასხვა მონაცემი.

ბიტკოინი გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად, რაც ელექტრონულად იყიდება.

ბიტკოინის შემქმნელი არის სატოში ნაკამოტო, რომელმაც მათემატიკურ ალგორითმებზე შექმნა ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა, რამაც ძალიან დიდი წარმატება მოუტანა მას. თუმცა, ვინ არის ზუსტად ეს ადამიანი – არავინ იცის.

დღეს, ბიტკოინი ძალიან გამოსადეგი ვალუტაა, რადგან ადამიანებს იგი ბევრ სხვადასხვა მნიშნელოვან საქმეში სჭირდებათ.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიო

რამდენიმე ქალაქი, სადაც 50 000 დოლარი შემოსავალია საჭირო კომფორტულად ცხოვრებისთვის

 

ამერიკელები გაოგნებულები არიან ზოგიერთ შტატში ცხოვრებისთვის აუცილებელი ნივთებისა და პროდუქტების სიძვირით. ეს ყველაფერი ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია, აქციების ფასი გაიზარდა და, შესაბამისად, ყველაფრის ფასმაც მოიმატა. ყველა ადამიანი ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებფასიანი პროდუქტი, ნივთი შეიძინოს, რა თქმა უნდა, საუბარია, ისეთი ხალხის ფენაზე, რომლებსაც საშუალო შემოსავალი აქვთ. იქაური ფასები ადგილობრივებისთვის არ უნდა იყოს განსაცვიფრებელი, რადგან, შესაბამისად, ანაზღაურებაც სოლიდური ექნება იქ მომუშავე პერსონალს.

,,ბიზნეს ინსაიდერი“ გთავაზობთ ჩამონათვალს, სადაც მაღალი ფასები და ცხოვრების აქტიური სტილი ჩქეფს:

  1. პიტსბურგი, პენსილვანია;
  2. ჰონოლული, ჰავაი;
  3. სიეტლი, ვაშინგტონი;
  4. სან ფრანცისკო, კალიფორნია
  5. ჰიუსტონი, ტექსასი.

 

 

წყარო: Business insider

მასალა მომზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაპოლიტიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

შესაძლოა, მალე აფხაზეთიდან თხილის ექსპორტი შეწყდეს -,,The Economist-ი“ საქართველოზე წერს

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები  ფერმერებისთვის დღემდე ნებადართულია თხილის რეალიზება საქართველოსთან თანამშრომლობით, მაგრამ 2018 წლიდან, ევროკავშირის მოთხოვნით, საჭირო გახდება პროდუქციის წარმოების სერტიფიკატი, რაც პრობლემას შეუქმნის მათ, ვინაიდან საეჭვოა რომ დეფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს სერტიფიკატით ვაჭრობის საშუალება მისცეთ.  პრობლემის შესახებ ცნობილი ბრიტანული გამოცემა ,,The Economist-ი“ წერს.

შავი ზღვითა და რუსეთით იზოლირებული საქართველო, ბოლო რამდენიმე ათწლეულია ცდილობს დაამყაროს ახლო კონტაქტი ევროპასთან და ამაში დიდ როლს თამაშობს თხილის ექსპორტი. 2007 წელს, იტალიურმა კომპანია ,,ფერერომ”  იმისთვის, რომ ,,Nutela-ს” წარმოება თხილით უზრუნველეყო, საქართველოში თავისი ფილიალი გახსნა, რის შემდეგაც, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე თხილის ექსპორტიორი ქვეყნების სამეულში მოხვდა იტალიასა და თურქეთთან ერთად.

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შედგა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, თუმცა ამ ფაქტს ექსპორტთან დაკავშირებით მდგომარეობა მოლოდინისამებრ არ გაუუმჯობესებია. ქართული თხილის ექსპორტის თითქმის 10 %-ი აფხაზეთზე მოდის, რომელმაც 1992-93 წლებიდან დე ფაქტო დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს არ აქვს ოფიციალური სავაჭრო ურთიერთობა აფხაზეთთან, ხოლო თხილი ერთადერთი პროდუქტია, რომლის ამგვარად რეალიზების  უფლებასაც აფხაზეთის ხელისუფლება აძლევს ადგილობრივ ფერმერებს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა, რომ 2018 წლისთვის ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს და, მათ შორის, უნდა ჰქონდეს ოფიციალური მოწმობა წარმოების ადგილის შესახებ.  „მაშინაც კი, თუკი აფხაზები მიიღებენ ქართულ სერტიფიკატებს, ამ ქმედებას ხელისუფლება ეროვნულ ღალატად მიიჩნევს, ამიტომ, დიდი შანსია, რომ შეწყდეს ,,Nutella-ს” წარმოებისთვის იქაური თხილის მიღება”-ნათქვამია გამოცემაში.

აფხაზეთის ევროპისგან იზოლირება კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის მას რუსეთზე, ,,რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და თხილზე მოთხოვნა იქ ნაკლებია, ამიტომაც, პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ სწორედ ისეთ პროდუქტს, რაზეც იქ დიდი მოთხოვნაა, მაგალითად, ციტრუსებს და ღვინოს” – აღნიშნა ე.წ. აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა – ადგურ არძინბამ. გამოცემაში აღნიშნულია, რომ ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ორ მხარეს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების წარმოებაა ჟენევაში, თუმცა მხარეები ამ კუთხით არ აქტიურობენ და არც ვაჭრობის საკითხი ყოფილა ჯერჯერობით მათ დღის წესრიგში.

 

 

წყარო: The Economist

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  „დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველოტრანსპორტი

რომი, ბარსელონა, პრაღა, პარიზი – ,,WizzAir-მა” ახალი იაფი ფრენები დაამატა

სიახლე ავიაკომპანია WizzAir სგან –  4 ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში, ესენია: პრაღა, რომი, ბარსელონა, პარიზი. ასევე ქუთაისის ბაზას ემატება ახალი თვითმფრინავი Airbus A320. ავიაკომპანიის ინფრომაციით, იზრდება ფრენის სიხშირეები ქუთაისის აეროპორტიდან.

ფრენები იწყება 2018 წლის მაისიდან და შემდეგი ფასები იქნება წარმოდგენილი: ქუთაისი-ბარსელონას (ელ პრატის აეროპორტი) მიმართულებით პირველი რეისი 18 მაისს განხორციელდება და ბილეთის ფასი 79 ლარი იქნება; ქუთაისი-რომის (ფლუმიჩინოს აეროპორტი)  მიმართულებით პირველი ფრენა 17 მაისს იქნება და ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი. 

ასევე, 17 მაისს განხორციელდება ქუთაისი-პარიზისა (ბოვეს აეროპორტი) და ქუთაისი პრაღის პირველი პირდაპირი რეისი. რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, ორივე მიმართულებით 17 მაისის ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი. 

Wizz Air Hungary Ltd უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, სათაო ოფისი მდებარეობს ბუდაპეშტში Liszt Ferenc-ის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანია დაბალი ფასის მისაღწევად ძირითადად იყენებს სხვადასხვა ქალაქების პატარა აეროპოპორტებს, იგი დაფრინავს ევროპაში ისრაელში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და სხვა. ავიაკომპანიას გააჩნია ყველაზე დიდი ფლოტი უნგრულ ბაზარზე, თუმცა ის არ არის ნაციონალური ავიახაზები, ამჟამად ოპერირებს მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ავიაკომპანია შესულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250 Index-ი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველო

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა

ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მე-7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 159 ქვეყანას შორის 4 კომპონენტში პირველ ადგილს იკავებს. ეს კომპონენტებია: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი, უძრავი ქონების გაყიდვებზე საკანონმდებლო შეზღუდვები, უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება, შავ ბაზარზე გაცვლითი კურსები. საქართველო პირველ პოზიციას იკავებს ასევე 5 ქვეკომპონენტში, ესენია ზღვრული საშემოსავლო გადასახადი, ზღვრული მოგების გადასახადი, ბანკების საკუთრების სტატუსი, საპროცენტო განაკვეთის კონტროლი და ლიცენზირება.
სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი (მე-10 ადგილი), აშშ (მე-11 ადგილი), ლიტვა (მე-13 ადგილი), დანია (მე-15 ადგილი), ლატვია (მე-17 ადგილი), გერმანია (23-ე ადგილი), შვედეთი (27-ე ადგილი), სომხეთი (29-ე ადგილი), იაპონია (39-ე ადგილი), პოლონეთი (51-ე ადგილი), ხორვატია (72-ე ადგილი), თურქეთი (81-ე ადგილი), სერბეთი (88-ე ადგილი), რუსეთი (მე-100 ადგილი), აზერბაიჯანი (114-ე ადგილი), უკრაინა (149-ე ადგილი).
რაც შეეხება კონკრეტულ ინდიკატორებს, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 5-დან გაუმჯობესდა ისეთ მნიშვნელოვან 3 ინდიკატორში, როგორიცაა მთავრობის ზომა (გაუმჯობესება 4 პოზიციით), საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება (გაუმჯობესება 2 პოზიციით) და რეგულაციები (გაუმჯობესება 2 პოზიციით).
აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიციები 23 კომპონენტიდან 10 კომპონენტში გაუმჯობესდა, კერძოდ, მთავრობის დანახარჯი (გაუმჯობესება 5 პოზიციით); სახელმწიფო საწარმოები და ინვესტიციები (გაუმჯობესება 5 პოზიციით); საკუთრების უფლების დაცვა (გაუმჯობესება 17 პოზიციით); სამხედრო ჩარევა კანონის უზენაესობასა და პოლიტიკის წარმართვაში (გაუმჯობესება 1 პოზიციით); კონტრაქტების აღსრულება (გაუმჯობესება 1 პოზიციით); ინფლაციის სტანდარტული გადახრა (გაუმჯობესება 3 პოზიციით); ტარიფები (გაუმჯობესება 1 პოზიციით); მარეგულირებელი ბარიერები ვაჭრობაში (გაუმჯობესება 24 პოზიციით); საკრედიტო ბაზრის რეგულირება (გაუმჯობესება 10 პოზიციით); ბიზნეს რეგულირება (გაუმჯობესება 5 პოზიციით). ამასთან, 5 კომპონენტში უცვლელი დარჩა ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2 კომპონენტში ქვეყნის სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა.

 

წყარო: http://www.economy.ge

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეკონომიკასაქართველო

„Silkadvice-ი” – სტარტაპი, რომელიც ქართულ ბიზნესსექტორს პროდუქტის ჩინეთში რეალიზებაში ეხმარება

 „Silkadvice-ი“  არის ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აქტიურ როლს ასრულებს ქართულ და ჩინურ ბიზნესსექტორებსს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღვივებაში. კომპანიამ ძალიან მოკლე ხანში შეძლო საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელთა შესახებაც  მისი ხელმძღვანელი – მარიამ ასათიანი გაგვესაუბრა.

-მარიამ, საინტერესოა, როდის გაჩნდა და ვის ეკუთვნის სტარტაპის იდეა? 

-კომპანია „Silkadvice-ი“ (სილქედვაისი) წარმოადგენს საქართველო-ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომლის შექმნის იდეაც დაახლოებით ერთი წლის გაჩნდა და ჩვენი მთავარი მიზანი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობაა. „სილქედვაისმა“ ოფიციალურად ოპერირება 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო და ჩვენ უკვე ჩინეთის ორ ქალაქში – სიჩუანსა და შანხაიში ვაფუძნებთ წარმომადგენლობით ოფისებს, მონაწილეობა მივიღეთ ქ. სიამენში გამართულ მსოფლიოში უდიდეს საინვესტიციო გამოფენაზე.

-რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ჩინეთის ბაზარი ? რა პერსპექტივას ხედავთ ამ კუთხით საქართველოსთვის?

-ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ, სადაც ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდი და ჩინელ სამთავრობო-ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები დღითი-დღე ვითარდება. ჩვენ ვართ რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც რეკორდულ დროში მოაწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ახალი აბრეშუმის გზის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პროექტში – რომლის ინიციატორიც ჩინეთის პრეზიდენტია და უძველესი აბრეშუმის გზის აღორძინებას ემსახურება. ასევე, მივიღებთ მონაწილეობას წელს თბილისში გამართულ ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმში, რომლის სახელწოდება სწორედ „ერთი სარტყელი, ერთი გზაა“.

-კონკრეტულად რას სთავაზობთ ქართულ ბიზნესსექტორს?

-ჩინეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით. ჩვენ გვსურს, რომ დავეხმაროთ საქართველოს სრულად აითვისოს თითქმის ორ მილიარდიანი ბაზარი, დავეხმაროთ ქართველ მეწარმეებს ნატურალური პროდუქტის ექსპორტირებაში, სანდო მომწოდებლების და პარტნიორების მოძიებაში, როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში. ვპარტნიორობთ ძლიერ ჩინურ იურიდიულ კომპანიასთან და შეგვიძლია შესაბამისი იურიდიული რჩევების მიცემა.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქართველ ბიზნესმენებს, ვისაც ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე ფეხის მოკიდება სურთ და მივცეთ მათ სწორი მიმართულებები. ასევე ვაკვალიანებთ ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ ჩინურ კომპანიებსაც და სხვადასხვა მასშტაბის საინვესტიციო პროექტებზე ვმუშაობთ ლოჯისტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.

-ამ ეტაპზე როგორ შეაფასებდი კომპანიის მიერ განვლილ გზას?

-ამ ეტაპზე, მივიჩნევთ, რომ სტარტაპისთვის უკვე საკმაოდ კარგი ტემპი გვაქვს, გავაფორმეთ მემორანდუმი უძრავი ქონების და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ, მე ასევე ამირჩიეს შანსის პროვინციის კულტურული გაცვლითი საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად. მომავალ კვირაში მონაწილეობას მივიღებთ შანის პროვინციაში გამართულ ფორუმზე, რომელიც ეძღვნება საქართველოს და სადაც სიტყვით გამოვალ. ოქტომბერში ველით პოტენციურ ინვესტორებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ სასტუმროს აშენება.

-უახლოეს მომავალში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

-ჩვენ უფრო და უფრო ვაქტიურდებით და მალე მზად იქნება ყველა ის პლატფორმა, რაც საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობას ბევრად უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

 

„დოქტრინა“ წარმატებებს უსურვებს სტარტაპს, დამატებითი ინფორმაციისთვის კი,  შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის Facebookგვერდს.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

რა არის ვენჩურული კაპიტალის მობილიზაციის სირთულე?

ევროპელ ვენჩურულ კაპიტალისტებს უჭირთ ახალი სახსრების მობილიზება. ინვესტორები მაღალრისკიან ინვესტიციებს გაურბიან და მიიჩნევენ, რომ შემოსავლების თვალსაზრისით ვენჩურული ინვესტიციები სხვა სახის აქტივებს ჩამორჩება. შედეგად, მათი დამოკიდებულება ამ ტიპის ინვესტიციებისადმი ან ნეიტრალურია, ან – უარყოფითი. განვითარების გვიანდელ სტადიაზე კომპანიის შესყიდვა უფრო მეტ მოგებას იძლევა, ვიდრე ვენჩურული ინვესტიცია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ევროპელ ინვესტორებს მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული რისკები და კომერციულად საინტერესო გარიგებების მოძიების სირთულე აღელვებთ.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკამსოფლიო

ნორვეგიის საპენსიო ფონდი 1 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა

ნორვეგიის საპენსიო ფონდი 1 ტრილიონი აშშ დოლარი გახდა.
ფონდის მენეჯერებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ვალუტის ცვლილებებმა განაპირობეს ის, რომ პირველად ისტორიაში ფონდი 1 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.
 ,,ფონდის ზრდა განსაცვიფრებელია”, – განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა ინგვე სლინგსტედმა (Yngve Slyngstad).
შედარებისთვის: 1 ტრილიონი დოლარი, უხეშად რომ ვთქვათ, მეხიკოს ეკონომიკის ტოლფასია.
ნორვეგია მნიშვნელოვან ნავთობპროდუქტების მწარმოებელს წარმოადგენს. ქვეყანამ დიდი ინვესტიცია ჩადო საპენსიო ფონდის დასაფინანსებლად და სხვა სამთავრობო ხარჯებისთვის.
ფონდი მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა, რომლის მფლობელობაშია 9000-ზე მეტი კომპანიის 667 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები.
მისი უმსხვილესი ჰოლდინგები არიან Apple-ში (AAPL, Tech30), Nestle-ში (NSRGF), Royal Dutch Shell-ში (RDSA), ნოვარტისში (NVS), Microsoft-სა (MSFT, Tech30) და Alphabet-ში (GOOGL, Tech30), რომელიც Google- ის მფლობელი გახლავთ.
ფონდის წლიური შემოსავალი 1998 წლის იანვრიდან 5.9 პროცენტია. 2016 წელს წლიურმა შემოსავალმა 6.9 პროცენტი შეადგინა, რაც 47 მილიარდი ნორვეგიული კრონერის (57 მილიარდი დოლარი) ტოლფასი გახლდათ.
მიმდინარე წელი კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ფონდმა 2017 წლის პირველ კვარტრალში 497 მილიარდი კრონერი (63 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.
ფონდის თანხა ერთ სულ მოქალაქეზე 190,000 აშშ დოლარს უტოლდება. ქვეყნის მოსახლეობა 5.2 მილიონია.

 

წყარო: http://money.cnn.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 12
Page 9 of 12