close

ენერგეტიკა

ენერგეტიკასაქართველო

ენგურჰესი – ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი, რომელიც სპეციალისტების აღფრთოვანებას იწვევს

 ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰესების სიაში დიდი ხნის წინ მოხვდა, ამიერკავკასიაში კი – უპირობო ლიდერია.

ორიოდე წლის წინ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი. სამომავლოდ კი,  ჰესი ტურისტებსაც მიიღებს და იქ მსოფლიო დონის ატრაქციაც მოეწყობა.

ენგურჰესი შენდებოდა 1961-1978 წლებში. ეს არის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი,  რომელშიც შედის თვით ენგურჰესი (დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ ), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.

საქართველოს მდიდარი ჰიდროელექტრორესურსების გამოყენებაზე ფიქრი პირველად დიდმა პუბლისტმა და საზოგადო მოღვაწემ – ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო. ამ მიზნით, მან თავისი შვილიც კი გამოიწვია პეტერბურგიდან საქართველოს მდინარეებზე პროფესიული ანალიზის ჩასატარებლად, საბოლოოდ, ყურადღება ენგურზე შეაჩერეს და მისის შესწავლა გადაწყვიტეს.

 ნიკო ნიკოლაძემ ენგურის ჰიდრორესურსების გამოყენებისათვის ბრძოლას 20 წელი შეალია, მაგრამ მისი იდეის ხორცშესხმა იმ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

 ჰიდროელექტროსადგურის აგების რეალიზაციისთვის პირველი ნაბიჯები xx საუკუნის 50–იანი წლების მეორე ნახევარში გადაიდგა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. სსრკ–ს ,,ჰიდროპროექტის” საქართველოს განყოფილებამ დაიწყო მუშაობა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საძიებო და საპროექტო–სახარჯთღრიცხვო დოკუმენტაციაზე.

თაღოვანი კაშხლის პარალელურად, აშენდა ენგურჰესის მიწისქვეშა ნაგებობები – სამშენებლო გვირაბები, სადაწნეო დერივაციული გვირაბი წყალმიმღებით, მიწისქვეშა სადგურის კვანძი და უდაწნეო წყალგამტარი გვირაბი. ეს ჰიდრონაგებობები ერთ–ერთი ძირითადი რგოლია ენგურჰესის კასკადის სისტემაში.

ენგურჰესის ობიექტი ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული ჯვარიდან შავ ზღვაზე.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

სალვადორმა მსოფლიოში პირველი ბიტკოინ-ქალაქის მშენებლობა დააანონსა

სალვადორმა მსოფლიოში პირველი ბიტკოინ-ქალაქის მშენებლობა დააანონსა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ბიტკოინ-სიტი იქნება ქალაქი სადაც, კრიპტოვალუტის მაინინგი ვულკან კონჩაგუას ენერგიაზე იქნება შესაძლებელი. ბიტკოინ-სიტის მოსახლეობა დღგ-ის გარდა, ყველა გადასახადისგან გათავისუფლდება. დღგ-ის გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხის ნახევარი კი ისევ ბიტკოინ-სიტის განვითარებას მოხმარდება.

ლა-უნიონის დეპარტამენტში ქალაქის მშენებლობისთვის სალვადორი 1 მილიარდი დოლარის ბიტკოინ-ობლიგაციებს გამოუშვებს. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის შესაქმნელად 300 000 ბიტკოინი დაიხარჯება. ბიტკოინ-სიტის მრგვალი, მონეტის ფორმის იქნება.

„საცხოვრებელი და კომერციული რაიონები, მუზეუმები, ბარები, რესტორნები, აეროპორტი, პორტი, რკინიგზა – ყველაფერი ბიტკოინს მიეძღვნება“, – განაცხადა სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ.

მიმდინარე წლის ივლისში სალვადორი გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ ერთეულად აღიარა. ქვეყნის ეკონომიკა ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. გზავნილების წლიური ჯამი დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკაეს საინტერესოა

მეცნიერებმა თერმულად ყველაზე მდგრადი მასალა აღმოაჩინეს

ავსტრალიელმა მკვლევრებმა შექმნეს ის, რაც, შესაძლოა, თერმულად ყველაზე სტაბილური მასალა აღმოჩნდეს. ეს ახალი ნულოვანი თერმული გაფართოების (ZTE) მასალაა, რომელიც სკანდიუმის, ალუმინის, ვოლფრამისა და ჟანგბადისგან არის დამზადებული. საგულისხმოა, რომ -269-დან 1126°C-მდე ტემპერატურის ცვლილებებისას, იგი სტანდარტულ მოცულობას ინარჩუნებდა და არ განიცდიდა მატებას თუ კლებას.

როგორც ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის (UNSW) მეცნიერები აცხადებენ, ახლად შემუშავებული მასალა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ინჟინერიის სფეროში – ყველას სჭირდება ისეთი “ინსტრუმენტი”, რომელიც მრავალფეროვან თერმულ გარემოში შეძლებს მდგრადობის შენარჩუნებას.

საგულისხმოა, რომ ამგვარი მასალის არსებობა კოსმოსურ ინჟინერიის თვალსაზრისით სასარგებლო იქნება. კოსმოსური ხომალდის შემადგენელი ნაწილები ძალიან დაბალ ტემპერატურას აწყდებიან ღია სივრცეში, გაშვებისას კი უკიდურესად მაღალს. ამის პარალელურად, ახალი მასალა ზუსტად იგივე მოცულობას ინარჩუნებს აბსოლუტურ ნულზეც და სითბოზეც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

ფინეთში ელექტროენერგია უფასო გახდა

ელექტროენერგიის ე.წ. მწვანე წყაროები თავის ეფექტიანობას ფინეთის ტერიტორიაზე ამტკიცებენ.ენერგეტიკული ბირჟა Nord Pool იუწყება, რომ ორშაბათი, 17 თებერვალი, ფინეთის სახელმწიფო ელექტროენერგეტიკის ისტორიაში შევიდა – ის პირველად გახდა უფასო.

„ელექტროენერგიის ღირებულება უარყოფით ნიშნულზე დავიდა და ერთი მეგავატ/საათის ფასი მინუს 20 ევროცენტი გახდა“, – ნათქვამია ბირჟის ინფორმაციაში.ასეთი ეფექტის მიღება ქარის ტურბინებით გახდა შესაძლებელი, რომლებიც ქარიან ამინდში სრული დატვირთვით მუშაობენ.

ფინეთში ელენერგიაზე რეკორდულად დაბალი ფასები მთელი ზამთრის განმავლობაში ფიქსირდება. ამას ჩვეულებრივი მომხმარებლებიც გრძნობენ – მათმა უმრავლესობამ იანვარში საშუალოდ კილოვატ/საათში 2,29 ევროცენტით ნაკლები გადაიხადა, ნოემბერთან შედარებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

მსოფლიოში ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინეს

კომპანია Vår Energi-მ ნორვეგიაში, ბარენცის ზღვის შელფში ნავთობის ახალი მარაგები აღმოაჩინა. ამის შესახებ Eni წერს.

წინასწარი მონაცემებით, მარაგების მოცულობა 65-დან 100 მილიონამდე ბარელია. Vår Energi-ს 25 საბადოზე ნავთობისა და გაზის მოპოვების 140-ზე მეტი ლიცენზია აქვს.

ამ დროისთვის კომპანია დღეში დაახლოებით 300 000 ბარელ ნავთობს მოიპოვებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

ჩინეთმა 22,5 მილიარდ დოლარად ღირებული ხელოვნური მზე ჩართო

ვიდრე ჩვენ ახალ წელს ვზეიმობდით, ჩინეთმა თავისი საკუთარი, „ხელოვნური მზე“ ჩართო. HL-2M Tokamak არის ბირთვული სინთეზის უახლესი დანადგარი, რომელსაც შეუძლია, პლაზმა გააცხელოს 200 000 000 გრადუსამდე, რაც მზის ბირთვის ტემპერატურაზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია.
მხოლოდ 20 წამი იმუშავა დანადგარმა და გათიშეს.
ამ ექსპერიმენტის მიზანია, გამოეკვლიათ, შეიძლებოდა თუ არა უფრო ძლიერი და უფრო სუფთა ენერგიის წყაროს მიღება. იგი იყენებს მაგნიტურ ველს, ცხელი პლაზმის გასანელებლად და შეუძლია, მიაღწიოს 200 მილიონ ° C ტემპერატურას. ის დაახლოებით ათჯერ უფრო ცხელია, ვიდრე მზის ბირთვი.
რეაქტორი, რომელსაც „ხელოვნურ მზეს“ უწოდებენ, ამჟამინდელზე 13 ჯერ უფრო ცხელია, მისი ტემპერატურა 200 მილიონამდე ° C- ს აღწევს.

HL-2M Tokamak Reactor არის ჩინეთის ყველაზე დიდი და ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მოწყობილობას აქვს პოტენციალი, გახდეს სუფთა ენერგიის მძლავრი წყარო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

ჩინეთმა “ხელოვნური მზის” რეაქტორი ასამოქმედებლად გაამზადა

ჩინეთმა “ხელოვნური მზის” ბირთვული შერწყმის რეაქტორი ასამოქმედებლად გაამზადა.

HL-2M Tokamak რეაქტორი ჩინეთის ყველაზე დიდი და პროგრესული ბირთვული შერწყმის ექსპერიმენტული კვლევის მოწყობილობაა და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს მისი საშუალებით ენერგიის გამომუშავება ბირთვული კატასტროფების რისკისა და სათბურის გაზების გამოყოფის გარეშე, ატომების ურთიერთშერწყმის და არა მათი გახლეჩის გზით მოხდება.

რეაქტორი ცხელი პლაზმის შერწყმისთვის მძლავრ მაგნიტურ ველს იყენებს და შეუძლია,  150 მილიონ გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურას მიაღწიოს, რაც მზის ბირთვთან შედარებით დაახლოებით ათჯერ უფრო ცხელია. წარმოქმნილი უზარმაზარი სითბოსა და ენერგიის გამო რეაქტორს ხშირად უწოდებენ “ხელოვნურ მზეს”.

”ბირთვული შერწყმის ენერგიის განვითარება არა მხოლოდ ჩინეთის სტრატეგიული ენერგეტიკული საჭიროებების მოგვარების გზაა, არამედ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ენერგეტიკისა და ეროვნული ეკონომიკის სამომავლო მდგრადი განვითარებისათვის”, – წერს ჩინური მედია.

ჩინელი მეცნიერები ბირთვული შერწყმის რეაქტორის მცირე ვერსიების შექმნაზე 2006 წლიდან მუშაობენ.

ისინი მოწყობილობის გამოყენებას საერთაშორისო თერმობირთვულ ექსპერიმენტულ რეაქტორზე (ITER) მომუშავე მეცნიერებთან თანამშრომლობით აპირებენ – ეს არის მსოფლიოში უდიდესი ბირთვული სინთეზის კვლევის პროექტი, რომელსაც საფრანგეთში ჩაეყარა საფუძველი და რომლის დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.

შერწყმა ანუ სინთეზი ენერგიის „წმინდა გრაალად“ ითვლება და სწორედ ის კვებავს ჩვენს მზეს. იგი აერთიანებს ატომურ ბირთვებს და ქმნის მასიური რაოდენობის ენერგიას, რაც ატომურ იარაღსა და ბირთვულ ელექტროსადგურებში გამოყენებული გახლეჩის პროცესის საწინააღმდეგოა.

გახლეჩისგან განსხვავებით, შერწყმა არ ქმნის რადიოაქტიულ ნარჩენებს და ის ბირთვული კატასტროფების რისკს ამცირებს.

მაგრამ შერწყმის მიღწევა ძალიან რთული და ძვირია, ITER– ის მთლიანი ღირებულება 22.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

წყარო : phys.org

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

შოტლანდიაში ოფშორული ქარისგან გამომუშავებული ელექტროენერგიით რვა მილიონზე მეტი სახლის მომარაგება იგეგმება

შოტლანდიის მთავრობა ოფშორული ქარის სიმძლავრის გაზრდას დამისგან გამომუშავებული ელექტროენერგიით რვა მილიონზე მეტი სახლის მომარაგებას გეგმავს.

გეგმა შოტლანდიის სანაპიროებთან ასობით ახალი ქარის ტურბინის დამონტაჟებასა და მომავალი 10 წლის განმავლობაში არსებული ოფშორული სიმძლავრის 11 გიგავატამდე გაზრდას ითვალისწინებს.

გამოცემა Independent-ი წერს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის გამომუშავებისა და ნულოვანი გამონაბოლქვის მიზნის მიღწევის გარდა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია პოსტ-პანდემიის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ სექტორში უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელება უამრავი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს.

ცნობისათვის, შოტლანდიის ოფშორული ქარის წარმოების სიმძლავრე ამჟამად 1 გვტ-ია.

www.independent.co.uk

მალასა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკაენერგეტიკასაქართველო

რა შემთხვევაში აგინაზღაურებთ მთავრობა კომუნალურ გადასახადებს ნოემბრიდან მომდევნო 4 თვის განმავლობაში

პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს, ვისაც აღნიშნული დახმარება არ სჭირდებათ, შეუძლიათ საკუთარი განცხადების საფუძველზე მასზე უარი თქვან.

„პირველი ნოემბრიდან იწყება კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე. ეს მხარდაჭერა შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება.

ეს ის მინიმუმია, რითაც დღეს მთავრობას შეუძლია მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა გვესმის, რომ შეიძლება, ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი დახმარება არ სჭირდება და დღეიდან მთ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გახარიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიენერგეტიკასაქართველო

Outrider Management: საქართველოში 700 მილიონ ბარელამდე ნავთობია

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Outrider Management-ი საქართველოში ნავთობის მოპოვებისთვის მთავრობისგან ლიცენზიის მიღებას ითხოვს. ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. საუბარია აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე, სადაც კომპანია Frontera საქმიანობდა.

კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველოში, დაახლოებით, 700 მილიონ ბარელამდე ნავთობის მოპოვების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მას განაწილების საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს. ამასთან, Outrider Management-ი ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში მარაგების ზუსტი მოცულობის შესწავლას და მოპოვების სამუშაოების შესასრულებლად ქვეყანაში გამოცდილი ოპერატორის შემოყვანას აანონსებს.

განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ Outrider Management-ი საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში ერთ-ერთი ინვესტორი იყო, კერძოდ კი, კომპანია Frontera-ს კუთვნილი ლიცენზიის მაჟორიტარი მეწილე იყო. Outrider-ის ინფორმაციით, Frontera-ში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია პრობლემური აღმოჩნდა და კომპანიას მათ წინაშე $35 მილიონიანი დავალიანება ჰქონდა დაგროვილი, რომლის მოპოვებისთვისაც ის სასამართლო დავაში იყო ჩართული.

„Outrider Management-მა, კალიფორნიულმა საინვესტიციო კომპანიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკვე მიმართა იმისთვის, რათა კომპანიას გადაეცეს უფლება მოიპოვოს ნავთობი და ბუნებრივი აირი მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკიდან. აღნიშნულის შედეგად, საქართველო ამ რესურსების მოპოვებით სარგებელს მიიღებს, თავად კომპანია კი შეძლებს უკან დაიბრუნოს ის საინვესტიციო თანხა, რომელიც ლიცენზიის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიაში განახორციელა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Outrider Management-ის მმართველის, სტივენ ჰოუპის თქმით, Outrider-ი პასუხისმგებლიანი კომპანიაა, რომელსაც ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტირების არაერთწლიანი გამოცდილება აქვს. ჰოუპი აცხადებს, რომ მათთვის ლიცენზიის მინიჭებით, საქართველოს მისი კუთვნილი ბუნებრივი რესურსების უფრო სრულფასოვნად ათვისება შეეძლება.

„Outrider-ი იყო Frontera-ს არასამართლიანი ბიზნეს საქმიანობის მსხვერპლი, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ხორცი შევასხათ იმ რეალურ პოტენციალს, რაც ამ სალიცენზიო ბლოკს გააჩნია; ან თუ ლიცენზია არ იქნება ჩვენ მიერ მიღებული, სურვილი გვაქვს ის ვალდებულება, რაც ამ სალიცენზიო ბლოკის მფლობელ კომპანიას ჩვენ მიმართ ჰქონდა, გადავიდეს იმ კომპანიაზე, რომელიც ამ ლიცენზიას მიიღებს,“ – ნათქვამია სტივენ ჰოუპის წერილში, რომელიც მან სექტემბერში გიორგი გახარიას გაუგზავნა.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 2020 წლის აპრილში მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.

საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2
Page 1 of 2