close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

წითელა ადამიანის ორგანიზმს უკიდურესად დიდ, ზოგჯერ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს – კვლევა

წითელას ინფექციები უკიდურესად სერიოზულია. 2025 წელს აშშ-ში ინფიცირებულთა 14 პროცენტს ჰოსპიტალიზება დასჭირდა. შარშან ეს მაჩვენებელი 40 პროცენტი იყო.

წითელას შეუძლია დააზიანოს ფილტვები და იმუნური სისტემა, გამოიწვიოს თავის ტვინის სამუდამოდ დაზიანება. ყოველი 1000 ინფიცირებულიდან ერთი კი კვდება. მიუხედავად იმისა, რომ წითელას ვაქცინაციის პროგრამა აშშ-ში ბოლო 60 წლის განმავლობაში ძლიერ წარმატებული იყო, ბოლო წლებში შემთხვევების რაოდენობა გახშირდა.

წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა მთელ პლანეტაზე. ერთი ინფიცირებული ადამიანი მის გარშემო 9-10 ადამიანს აინფიცირებს, თუკი ისინი არავაქცინირებულები არიან. ორდოზიანი ვაქცინა წითელას პრევენციაში 97%-ით ეფექტიანია.

როდესაც წითელას ვირუსი ადამიანს აინფიცირებს, უჯრედის ზედაპირზე ეკვრის კონკრეტულ ცილებს. შემდეგ შიგნით უშვებს თავის გენომს, იწყებს გამრავლებას და ამ პროცესში უჯრედები ნადგურდება. პირველად ეს ზედა სასუნთქ გზებსა და ფილტვებში ხდება, სადაც ვირუსი აზიანებს ადამიანის ნორმალურად სუნთქვის უნარს.

ამ ორივე ადგილას, ვირუსი ასევე აინფიცირებს იმუნურ უჯრედებს, რომლებსაც ის ლიმფურ კვანძებში მიაქვს და უკვე იქიდან, მთელ სხეულში.

წითელას მქონე ადამიანთა საავადმყოფოში მოხვედრას ძირითადად იწვევს ამ დაავადების ეფექტები ფილტვებზე. ვინაიდან ვირუსი ფილტვის უჯრედებს ანადგურებს, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ვირუსული პნევმონია, რასაც ახასიათებს ძლიერი ხველა და სუნთქვის გაძნელება. წითელას პნევმონია ყოველი 20 ინფიცირებული ბავშვიდან ერთს უვითარდება და პატარა ბავშვების წითელათი სიკვდილის ძირითადი მიზეზია.

წითელას ვირუსს შეუძლია, პირდაპირ შეიჭრას ნერვულ სისტემაში და ანთების გამოწვევით ისიც დააზიანოს.

წითელა თავის ტვინის მწვავე დაზიანებას ორი სხვადასხვა გზით იწვევს: ტვინის პირდაპირი ინფიცირება, რაც დაახლოებით 1000-დან ერთ ადამიანში ხდება; და ტვინის ანთება, რაც ინფიცირებიდან 2-30 დღის შემდეგ შეიძლება მოხდეს. ასეთი შემთხვევებიც ათასიდან დაახლოებით ერთია. ასეთ მოვლენას გადარჩენილ ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ თავის ტვინის სამუდამო დაზიანება და ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა სიბრმავე და სმენის დაკარგვა.

წითელას ინფექციის განსაკუთრებით საგანგაშო, მაგრამ ნაკლებად შესწავლილი ეფექტი ისაა, რომ შეუძლია, შეამციროს იმუნური სისტემის უნარი, ამოიცნოს წარსულში შეხვედრილი პათოგენები. მკვლევრები დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ წითელაზე ვაქცინირებულ ბავშვს სხვა დაავადებებისადმიც უკეთესი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არ იყვნენ დარწმუნებული, რატომ.

2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, წითელას ინფექციამ გაანადგურა ინფიცირებულთა ანტისხეულების 11-დან 75 პროცენტამდე, რამაც ისინი მოწყვლადი დატოვა იმ სხვა მრავალი ინფექციისადმი, რომლებიც წარსულში უკვე ჰქონდათ გადატანილი და იმუნიტეტიც გააჩნდათ. ამ ეფექტს იმუნურ ამნეზიას უწოდებენ და იქამდე გრძელდება, ვიდრე ადამიანები ხელახლა არ დაინფიცირდებიან ან აიცრებიან თითოეულ იმ დაავადებაზე, რომლებიც მათმა იმუნურმა სისტემამ დაივიწყა.

იშვიათ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ადამიანი გამოჯანმრთელდება, ვირუსი შეიძლება ადამიანის თავის ტვინში დარჩეს დაუფიქსირებელ დონეზე და 7-10 წლის შემდეგ ხელახლა გააქტიურდეს.

ამ დაავადებას ქვემწვავე სკლეროზულ პანენცეფალიტს უწოდებენ და წარმოადგენს პროგრესულ დემენციას, რომელიც თითქმის ყოველთვის ფატალურია. ემართება წითელას მქონე ყოველი 25 000 ადამიანიდან დაახლოებით ერთს, მაგრამ ხუთჯერ უფრო ხშირია ინფიცირებულ ერთ წლამდე ჩვილებში.

მკვლევრები დიდი ხანია ეჭვობდნენ, რომ ასეთი ინფექციები გამოწვეული იყო წითელას კონკრეტული შტამით, მაგრამ უფრო ახალი კვლევები მიუთითებს, რომ წითელას ვირუსს შეუძლია განიცადოს მუტაციები, რომლებიც მას პირველადი ინფექციის დროს აძლევს თავის ტვინის ინფიცირების საშუალებას.

წითელას ვირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი. მაგალითად, მეცნიერები იკვლევენ ანტისხეულებით თერაპიას მწვავე შემთხვევებისათვის.

თუმცა, თუნდაც მკურნალობის ეს საშუალება ეფექტიანი აღმოჩნდეს, წითელას სერიოზული ეფექტების პრევენციის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით, რომელიც  მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა სიმსივნის უჯრედების თვითგანადგურების პოტენციურ გზას მიაგნეს – იქცევა თუ არა ეს აღმოჩენა კიბოს დამარცხების საშუალებად?

მკვლე­ვა­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ კი­ბოს უჯრე­დე­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის გზას მი­აგ­ნეს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდე­ბა­რე კი­ბოს ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რებ­მა CD95-ის რე­ცეპ­ტორ­ში ცილა იპო­ვეს, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია. CD95 დიდი ხა­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც “სიკ­ვდი­ლის რე­ცეპ­ტო­რი”, რად­გან მათ ისე­თი სიგ­ნა­ლის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც კი­ბოს უჯრე­დე­ბის “თვით­გა­ნად­გუ­რე­ბას” იწ­ვევს.

ჯო­გენ­დერ ტუ­შირ სინ­გჰი, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის და იმუნ­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და კვლე­ვის უფ­რო­სი ავ­ტო­რი ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნით კმა­ყო­ფი­ლია და იმე­დოვ­ნებს, რომ ეს სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­დამ­წყვეტ ნა­ბი­ჯად იქ­ცე­ვა.

“ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ თე­რა­პი­ას, სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მოკ­ვლას­თან ერ­თად, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდაც შე­ეძ­ლე­ბა. ეს სიმ­სივ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ორ­მა­გი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა”, – ნათ­ქვა­მია მკვლე­ვარ­თა გან­ცხა­დე­ბა­ში.

ექ­სპერ­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ კი­ბოს სა­მო­მავ­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­აძ­ლი­ე­რონ CD95-ის რე­ცეპ­ტო­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, რათა სიმ­სივ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლი ახა­ლი ია­რა­ღი შე­იქ­მნას, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­უ­ლად ქი­რურ­გი­ით, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით და რა­დი­ა­ცი­ით მკურ­ნა­ლობ­დნენ. კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ტუ­შირ სინ­გჰ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კი­ბოს მკვლე­ვა­რებს ახლა შე­უძ­ლი­ათ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნის სიმ­სივ­ნის ნი­მუ­შე­ბი შე­აგ­რო­ვონ, რათა ამ აღ­მო­ჩე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახა­ლი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რონ.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

გამოვიდა ახალი ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან

ჩილეში გამოყენებაში ჩაუშვეს ვაქცინა, რომლის მიღების შემდეგაც, ძაღლები ერთი წლის განმავლობაში სტერილურები არიან;ეს ამ სახის პირველი ვაქცინაა და მალე სხვა ქვეყნებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

ვაქცინა ხელს უშლის სქესობრივ ქცევას და გამრავლებას და შესაბამისად, წარმოადგენს ქირურგიული კასტრაციის ალტერნატივას.

„ის მთელ მსოფლიოში პირველი ამ ტიპის ვაქცინაა ძაღლებისთვის“, – ამბობს ჩილეს უნივერსიტეტის ვეტერინარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მკვლევარი ლეონარდო საენსი.

საენსი და მისი ჯგუფი ამ ვაქცინის შექმნაზე 2009 წლიდან მუშაობდა. ჩილეში მისი გამოყენება ამ თვეში დაიწყო.

ვაქცინა წარმოქმნის ანტისხეულებს და ერთი წლის განმავლობაში აჩერებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას როგორც ხვად, ისე ძუ ძაღლებში.

„ყველაფერი დაბლოკილია — სქესობრივი აქტივობაც და ნაყოფიერებაც“, — ამბობს საენსი.

ვაქცინას Egalitte უწოდეს და უკვე დააპატენტეს 40 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, არგენტინაში, ბრაზილიასა და ევროკავშირში.

ჩილეში ერთი დოზის ფასი 50 დოლარია.

27 წლის სტუდენტმა ივან გუტიერესმა თავისი ძაღლი ფრანჩესკო უკვე მიიყვანა ვეტერინარულ კლინიკაში და ვაქცინა გაუკეთა.

„ნამდვილად არ მინდოდა მისთვის ოპერაციის გაკეთება“, — ამბობს იგი.

ქირურგიული კასტრაცია ძაღლის ბევრ მფლობელს მართლაც აშინებს და ამის გამო, ამ ნაბიჯისგან თავს იკავებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

შექმნეს ანტიბიოტიკების ახალი კლასი, რომელმაც რეზისტენტული ბაქტერიები სრულად გაანადგურა

მეცნიერებმა რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების გასანადგურებლად სრულიად ახალ გზას მიაგნეს.

ანტიბიოტიკების ახალი კლასი შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს. ის ჯერ მხოლოდ თაგვებზე გამოცადეს, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

უნიკალური წამალი, ისევე როგორც ამჟამად შემუშავების პროცესში მყოფი სხვა საშუალებები, მიზანში გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ორმაგ მემბრანას იღებს. ასეთი ბაქტერიების სიაშია ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli), რომელიც ნაწლავებისა და სისხლის ინფექციებს იწვევს. ასევე ასეთი ბაქტერიაა Klebsiella pneumoniae, რომელიც ფილტვის, შარდის ბუშტისა და სისხლის ინფექციების გამომწვევია.

გრამ-დადებითი ბაქტერიებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც მრავალი მედიკამენტი შეიქმნა, გრამ-უარყოფით ბაქტერიულ უჯრედებს გარშემო მეორე ბარიერიც აკრავთ და ამიტომ, ბაქტერიებს მათ წინააღმდეგ მოქმედება უჭირთ.

ძლიერი გარე მემბრანა ლიპოპოლისაქარიდებს შეიცავს, რომლებიც უჯრედს მთლიანობას ანიჭებს და სხვა ზედაპირთან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს — შედეგად, ტოქსინები გარეთ გამოდის, ხოლო საკვები ნივთიერებები შიგნით ხვდება.

გრამ-უარყოფითი ბაქტერიული უჯრედის კედლის დიაგრამა გარე მემბრანაში დამაგრებული ლიპოპოლისაქარიდებით.

ფოტო: Dahl/Wikipedia

უკვე წლებია, მეცნიერები ამ ლიპიდური მემბრანების დაშლას ცდილობენ. სწორედ ესაა გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი. თუმცა, შვედეთში ჩატარებული ეს კვლევა პირველია, რომელმაც ფერმენტი LpxH ამოიღო მიზანში. ეს ლიპოპოლისაქარიდების მემბრანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა ნაერთების სინთეზს უწყობს ხელს. გრამ-ბაქტერიების 70% სწორედ ამ ფერმენტს იყენებს და ამიტომ ეს შეიძლება იყო შესაბამისი სამიზნე.

ექსპერიმენტის ფარგლებში, თაგვებს პრეპარატებისადმი რეზისტენტული E. coli და K. pneumoniae ბაქტერიები შეუყვანეს. ერთი საათის შემდეგ მათ LpxH-ის დამთრგუნველი ნაერთი გაუკეთეს. შედეგებმა აჩვენა, რომ სისხლის მიმოქცევის ინფექციის მკურნალობა სულ რაღაც ოთხ საათში იყო შესაძლებელი.

“ამ პროცესში ბაქტერიები თაგვების სისხლში გავრცელდა. შედეგად, ამ ნაერთს აღმოაჩნდა უნარი სრულად შეამციროს საშიში ბაქტერიების რაოდენობა და ეს მხოლოდ ერთჯერადი დოზის გამოყენებით”, — აღნიშნულია კვლევაში.

მკვლევრებმა JEDI-1444 ნაერთით დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაერთმა გრამ-უარყოფითი ბაქტერიების განადგურების მხრივ შესანიშნავი შედეგები აჩვენა, ის სტაბილური არ აღმოჩნდა.

რამდენიმე მოდიფიკაციის შემდეგ, ჯგუფმა ბევრად უკეთესი შედეგი მიიღო EBL-3599 და EBL-3647 ნაერთების შემთხვევაში.

ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ეს ბაქტერია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. 2019 წელს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციებისგან დაღუპულთა რაოდენობა დიდი გახლდათ და ეს სიკვდილიანობის მესამე მთავარი მიზეზი იყო. 2050 წლისთვის ეს რაოდენობა გაიზრდება და მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა წელიწადში 10 მილიონი იქნება.

ჩვენ ვიცით, რომ ბაქტერიები მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულობას იმუშავებენ, შესაბამისად ახალი მეთოდები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2017 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) წამლისადმი მდგრადი პათოგენების სია გამოაქვეყნა და აქ მოწინავე ადგილზე სწორედ E. coli და Klebsiella pneumoniae ბაქტერიები იყო.

კვლევა PNAS-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ახალი მიგნება საკვერცხის კიბოს ადრეულ ნიშნებს ავლენს

მეცნიერებმა სისხლში იმუნური უჯრედების ცვლილება დააფიქსირეს, რომელიც შესაძლოა, საკვერცხის კიბოს ადრეულ დიაგნოსტირებაში დაგვეხმაროს. მათი თქმით, ის დაავადებას 2-4 წლით ადრე გამოავლენს, ვიდრე ტრადიციული მეთოდები, რაც პაციენტებს გადარჩენის მეტ შანსს მისცემს.

საკვერცხის კიბო ყველაზე მომაკვდინებელ სიმსივნეებს შორისაა, რომელსაც 5-წლიანი გადარჩენის 51%-ზე ნაკლები მაჩვენებელი აქვს. პაციენტების დაახლოებით 70%-ში განსაკუთრებულად ანომალიური მავნე ქსოვილები გვხვდება, რომლებიც ზრდისა და გავრცელების რისკს შეიცავს. ამგვარ შემთხვევებში დიაგნოზის დროულად დასმა მნიშვნელოვანია, რადგან დაუყოვნებლივმა ქიმიოთერაპიამ და ქირურგიულმა ჩარევამ შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს. თუ ამ ტიპის სიმსივნის ლოკალიზება მოხერხდება, 5 ან მეტი წლით გადარჩენის შანსი დაახლოებით 93%-მდე იზრდება.

პრობლემა ისაა, რომ შემთხვევების უმეტესობაში საკვერცხის მაღალი რისკის შემცველი კიბო მხოლოდ გვიანდელ სტადიაზე ვლინდება, როცა ის სხვა ორგანოებზეცაა მოდებული (ამ დროს 5-წლიანი გადარჩენის შანსი 31%-დე შეიძლება ჩამოვიდეს). მიზეზი ადრეული სტადიების უსიმპტომობა და სიმსივნის მცირე ზომაა. ასევე, იმ ტრადიციული ტესტების ნაკლები მგრძნობელობა, რომლებიც მასთან დაკავშირებულ ცილებს აფიქსირებს.

არაა გამორიცხული, ახალმა კვლევამ ეს შეცვალოს.

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ბიოლოგიური ინდიკატორი, რომელიც ადრეულ სტადიაზეც შესამჩნევია. მას ავტორებმა 466 პაციენტის სისხლის ნიმუშის შესწავლის შედეგად მიაკვლიეს. თითოეულ მათგანს ანალიზის აღებიდან 5 წლის განმავლობაში საკვერცხის კიბო აღმოაჩნდა.

მათ სისხლში, ჯანმრთელ ქალებთან შედარებით, T ლიმფოციტების რაოდენობა განსაკუთრებულად შეცვლილი იყო. ესაა იმუნური უჯრედები, რომლებიც სიმსივნურ ქსოვილებს ამოიცნობს და უტევს. შესაძლოა, ეს ინდიკატორი დიაგნოზამდე 2-4 წლით ადრე დაფიქსირდეს, რაც ნიშნავს, რომ იმუნური სისტემა დაავადებას ებრძვის.

ავტორები ამბობენ, რომ უკანასკნელი მიგნება ახალი ტესტის შექმნის იმედს იძლევა, რომელიც ზემოხსენებული უჯრედების მიმართ მგრძნობიარე იქნება.

“საკვერცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება შესაძლოა, მილიონობით ქალისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყოს”, — ამბობენ მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოცემაში Cell Reports Medicine გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ქალი, რომელსაც კიბოს ხუთი დიაგნოზი დაუსვეს და 11 ოპერაცია, 30 ქიმიოთერაპიის და 55 რადიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს, გადარჩა

ქალმა, რომელიც გადაურჩა კიბოს ხუთ დიაგნოზს, საკუთარ თავს იღბლიანი უწოდა. ამის შესახებ BBC News წერს.

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა 57 წლის ნატალი იეტს-ბოლტონმა გადაიტანა 11 ოპერაცია, 30 ქიმიოთერაპიის და 55 რადიოთერაპიის კურსი. მკურნალობის ბოლო ეტაპის ხანგრძლივობა იყო ექვსი წელი. ექიმებმა მას სულ ახლახან აცნობეს, რომ მან მიაღწია სტაბილურ რემისიას.

იეთს-ბოლტონს პირველად ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი 22 წლის ასაკში დაუსვეს, როდესაც ის სტუდენტი იყო და მედდობას გეგმავდა. მიუხედავად რთული მკურნალობისა, ქალმა სწავლა არ მიატოვა და საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში მორიგედ მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა ქალმა პირველად დაამარცხა ლიმფომა, კიბო კიდევ სამჯერ დაბრუნდა. ერთ-ერთი რეციდივის დროს იეიტს-ბოლტონს აღმოაჩნდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ქირურგიულად მოაშორეს.

„ნამდვილად იღბლიანი ვარ, რადგან მყავს ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც ჩემზე ნაკლებად იღბლიანები არიან. მათ არ ჰქონდათ დაავადების დაძლევის ის ხუთი შანსი, რაც მე მქონდა “, – განუცხადა იეტს-ბოლტონმა BBC News-ს.

ახლა ქალი მისდევს აქტიურ ცხოვრების წესს, ატარებს დროს შვილებთან და შვილიშვილებთან და ასევე მისდევს სპორტს. მან უკვე გაირბინა ექვსი მარათონი, სამი ულტრამარათონი და მონაწილეობა მიიღო სამ ტრიატლონში.

წყარო: მკურნალი.გე

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიები, რომებიც ანტიბიოტიკებიდან თავის დაღწევისთვის აქამდე უცნობ ხრიკს იყენებენ

მკვლევარებმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირეს ბაქტერიები, რომლებიც გვერდს უვლიან ანტიბიოტიკებით მკურნალობას მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი ხრიკით.
ბაქტერიების  „ნიჭი”, განავითაროს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა ჯანმრთელობისთვის სწრაფად მზარდი საფრთხეა. ბაქტერიების ეს უნარი საშუალებას აძლევს წამლებისადმი რეზისტენტულ ბაქტერიულ ინფექციებს, როგორიცაა მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი (MRSA) და გონორეა, ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი მოკლას მსოფლიოში.
Telethon Kids Institute-ს მიკრობიოლოგმა კალინდუ როდრიგომ და მისმა კოლეგებმა იმ დროს, როცა იკვლევდნენ, თუ როგორ რეაგირებს A ჯგუფის სტრეპტოკოკები ანტიბიოტიკებზე, ახალი მექანიზმი აღმოაჩინეს.
ეს ბაქტერია ჩვეულებრივ იწვევს ყელის ტკივილს და კანის ინფექციებს, მაგრამ  ასევე შეუძლია გამოიწვიოს სისტემური ინფექციები, როგორიცაა სკარლეტის ცხელება და ტოქსიკური შოკის სინდრომი.
„აღმოვაჩინეთ რეზისტენტობის მექანიზმი, სადაც, პირველად, ბაქტერიებმა აჩვენეს უნარი, მიიღონ ფოლატები უშუალოდ მასპინძელი ადამიანიდან, როდესაც საკუთარის წარმოქმნისგან დაბლოკილი არიან”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
ასე რომ, სტრეპტოკოკი უკვე დამუშავებულ ფოლატს იძენს საკუთარი უჯრედების გარედან; ეს მოლეკულები უხვად არის ჩვენს სხეულში.
პროცესი მთლიანად გვერდს უვლის სულფამეთოქსაზოლის მოქმედებას, ანტიბიოტიკის, რომელიც აფერხებს ფოლიუმის სინთეზს ბაქტერიებში, რითაც წამალს არაეფექტურს ხდის.
როდრიგომ და ჯგუფმა დაადგინეს მინიმუმ ერთი ჩართული გენი: thfT. ის შიფრავს ფოლიუმის აღების სისტემის ნაწილს, არა ჩვენისგან განსხვავებით, რადგან ჩვენ ასევე არ შეგვიძლია ფოლიუმის წარმოება და ის საკვებიდან უნდა მივიღოთ.
ამრიგად, ამ გენის მქონე სტრეპტოკოკმა ბაქტერიამ იპოვა ფოლიუმის მჟავის შეწოვის და სულფამეთოქსაზოლის შეწოვის საშუალება.
ლაბორატორიაში A ჯგუფის სტრეპტოკოკები ემორჩილება სულფამეთოქსაზოლის ანტიბიოტიკებს, რადგან მას არ გააჩნია ფოლიუმის სხვა ხელმისაწვდომი წყარო.
ეს მექანიზმი იძლევა იმის ვარაუდოს საფუძველს, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე მკვლევარები აქამდე ფიქრობდნენ და ხაზს უსვამს ბაქტერიების წინააღმდეგ უფრო მრავალფეროვანი მკურნალობის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ახალი სიტყვა გენურ ინჟინერიაში – რას წარმოადგენს ქიმერა და იხსნის თუ არა ის კაცობრიობას უკურნებელი დაავადებებისგან

ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის შე­სა­ხებ კა­ცობ­რი­ო­ბის ცოდ­ნა ფარ­თოვ­დე­ბა. დღე­ის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი არის ორ­გა­ნიზ­მის “სა­შე­ნი აგუ­რე­ბი”, რომ­ლე­ბიც გა­ნუ­წყვე­ტე­ლი გამ­რავ­ლე­ბით მთელ ორ­გა­ნიზმსა და მის ორ­გა­ნო­ებს წარ­მოქ­მნის: გულს, კანს, ღვიძლს, თმას და ა.შ.

ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გამ­რავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ბუ­ნებ­რი­ვი და გარ­და­უ­ვა­ლია ემ­ბრი­ონ­ში, რო­დე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს ნა­ყო­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. შემ­დეგ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის გამ­რავ­ლე­ბა მცირ­დე­ბა, თუმ­ცა მათი გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ორ­გა­ნიზ­მში სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე რჩე­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბად სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ში (უმე­ტე­სო­ბა ძვალ­ში) – ანუ ეს უჯრე­დე­ბი ყვე­ლა­ზე ცხო­ველ­მოქ­მე­დი ემ­ბრი­ო­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პე­რი­ოდ­შია.A ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა ჭიპ­ლა­რის უჯრე­დე­ბის ბან­კე­ბი, სა­დაც ამ უჯრე­დებს გა­ყი­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ინა­ხა­ვენ. მი­ზა­ნი: თუ ოდეს­მე ადა­მი­ა­ნი მძი­მედ და­ა­ვად­დე­ბა, ექი­მე­ბი ჭიპ­ლა­რის ღე­რო­ვან უჯრე­დებს მის და­ა­ვა­დე­ბულ ორ­გა­ნო­ებ­ში “გა­უშ­ვე­ბენ”, რის შემ­დე­გაც ჭიპ­ლა­რის ჯან­მრთე­ლი ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი ამა­ვე ორ­გა­ნოს ჯან­მრთელ უჯრე­დე­ბად გა­და­იქ­ცე­ვი­ან, გამ­რავ­ლდე­ბი­ან და და­ა­ვა­დე­ბულ უჯრე­დებს გან­დევ­ნი­ან. შე­დე­გად დგე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე არ არის, ჯერ­ჯე­რო­ბით, ღე­რო­ვან უჯრე­დებ­საც აქვს “ნაკ­ლი”. ამი­ტო­მაც დღეს უკვე მას მეც­ნი­ე­რე­ბი სრუ­ლი­ად ფან­ტას­ტი­კურ სფე­რო­ებ­ში ცდი­ან. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ე.წ. ქი­მე­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნა­ზე. ქი­მე­რე­ბი ის ორ­გა­ნიზ­მე­ბია, რომ­ლე­ბიც, ჯერ­ჯე­რო­ბით, გარ­კვე­უ­ლიც არ არის, კა­ცობ­რი­ო­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ იქ­მნე­ბა თუ პი­რი­ქით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ ეს მხო­ლოდ ექ­სპე­რი­მენ­ტია, ამ კი­თხვის დას­მა უკვე სა­ინ­ტე­რე­სოა. რა არის ქი­მე­რა? მეც­ნი­ე­რებს სურთ ქი­მე­რებ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ორ­გა­ნო­ე­ბი, რო­მელ­თაც ტრან­სპლან­ტა­ცი­ის მომ­ლო­დი­ნე მი­ლი­ო­ნო­ბით ავად­მყოფს გა­და­უ­ნერ­გა­ვენ. მაგ­რამ რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე მეც­ნი­ე­რი ამ აკ­რძა­ლულ ზღვარს გა­და­ლა­ხავს და თა­ვის შექ­მნილს სხვა მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს? ამა­სო­ბა­ში კი ჩი­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მა­ი­მუ­ნის ქი­მე­რა შექ­მნეს ორი სხვა­დას­ხვა ჯი­შის მა­ი­მუ­ნის­გან… ამ თე­მა­ზე ბი­ო­ლოგ ნანო ალა­ვი­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

 

– ბევ­რი ჩვენ­გა­ნი სახ­ტად დარ­ჩა სტა­ტი­ით, რო­მე­ლიც ცნო­ბილ­მა ამე­რი­კულ­მა სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­მა Cell-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და რო­მე­ლიც მა­ი­მუ­ნი-ქი­მე­რას და­ბა­დე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს. რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ მეც­ნი­ე­რე­ბა შეძ­ლებს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ქი­მე­რის შექ­მნას?

 

– ქი­მე­რე­ბის შექ­მნა გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის მიღ­წე­ვაა. ეს ემ­ბრი­ო­ნუ­ლი უჯრე­დე­ბის მარ­თვის ექ­სპე­რი­მენ­ტი აქამ­დე მღრნე­ლებ­ზე, ბოლო დროს კი მა­ი­მუ­ნებ­ზეც ჩა­ა­ტა­რეს. ამ კვლე­ვე­ბით მეც­ნი­ე­რებ­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სად წა­ი­წი­ეს წინ. არის რის­კე­ბიც, თუმ­ცა ჯერ და­დე­ბით შე­დე­გებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. დღეს ქი­მე­რე­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტი პირ­ველ რიგ­ში მო­ი­აზ­რე­ბა იმ ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, რომ­ლე­ბი­თაც კა­ცობ­რი­ო­ბა იტან­ჯე­ბა და მე­დი­ცი­ნა ვე­რა­ფერს შვე­ლის. მათ შო­რის არის პარ­კინ­სო­ნი, ჰიდ­რო­ცე­ფა­ლია, ეპი­ლეფ­სია, გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი, დე­მენ­ცია…თუ შე­იქ­მნე­ბა ადა­მი­ა­ნის უჯრე­დუ­ლი ქსო­ვი­ლის მსგავ­სი ქსო­ვი­ლე­ბი ცხო­ვე­ლებ­ში, ცხა­დია, ასე­თი ქსო­ვი­ლი მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ამ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და­ვაჩ­ქა­როთ და სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბას რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მი­ვაგ­ნოთ, ამით კი ადა­მი­ა­ნებს ტან­ჯვა ავა­ცი­ლოთ.

შემ­დე­გია ტრან­სპლან­ტა­ცია. მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­დღე 22-25 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნოს ტრან­სპლან­ტა­ცი­ის მო­ლო­დინ­ში და თუ მეც­ნი­ე­რე­ბი ქი­მე­რებ­ში ჯან­მრთელ ორ­გა­ნო­ებს გა­მოზ­რდი­ან, ეს ხომ მძი­მე სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ­თა ხსნა იქ­ნე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება საშიში დაავადების სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა შესაძლოა საშიში დაავადების – გაფანტული სკლეროზის განვითარების ერთ-ერთი სიმპტომი იყოს.

გაფანტული სკლეროზის დროს, იმუნური უჯრედები თავს ესხმიან ტვინისა და ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოების მიელინის გარსს.

სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ხდება დემიელინაცია. დაავადების დაწყებისას შეიძლება შეინიშნოს სრულიად არასპეციფიკური სურათი: ზოგადი სისუსტე და დაღლილობა, სიარულისას არასტაბილურობა, მახსოვრობის გაძნელება, თავბრუსხვევა.

გარდა ამისა, გაფანტული სკლეროზის განვითარებაზე შეიძლება მიუთითებდეს ერთი თვალით მხედველობის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია მხედველობის ნერვის დაზიანებასთან: მხედველობის მწვავე გაუარესება დაბინდვიდან სიბრმავემდე, მხედველობის გაორება ან მხედველობის ველის ნახევრის დაკარგვა… ვრცლად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინაფსიქოლოგია

როგორია სტრესის გავლენა მხედველობაზე

სტრესის დროს სხეულის ყველა კომპენსატორული მექანიზმის მუშაობა უარესდება და აკომოდაცია (თვალის უნარი შეცვალოს ფოკუსი, რათა უზრუნველყოს გამოსახულების სიცხადე სხვადასხვა მანძილზე) ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია.

თუ ადამიანს ჰქონდა მსუბუქი მიოპია, რომელიც არ ვლინდებოდა კლინიკური სიმპტომებით, ან დაბალი ან საშუალო ხარისხის შორს მხედველობა და კარგად ხედავდა აკომოდაციის წყალობით, მაშინ ეს მექანიზმი შეიძლება დაირღვეს სტრესის გამო.

ამ შემთხვევაში შეინიშნება მხედველობის მკვეთრი გაუარესება. ამრიგად, ხშირად მშობიარობის სტრესისა და მშობიარობის შემდეგ ძილის ნაკლებობის ფონზე, ქალები პირველად აღმოაჩენენ, რომ მათ აქვთ მხედველობის პრობლემები. ვრცლად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 96
Page 1 of 96
preload imagepreload image