სამწუხაროდ, მედიცინას ჯერ არ ძალუძს დემენციის მკურნალობა, მაგრამ რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი და დაიწყება თერაპია, მით უფრო მეტხანს შეძლებს პაციენტი ნორმალურ ცხოვრებას და მით უფრო გვიან გამოჩნდება ყველაზე მძიმე სიმპტომები.რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ჩვეულებრივი სუნამოს ბოთლი დაგეხმარებათ დაავადების ადრეულ დიაგნოზში.
American Geriatrics Society-ს ჟურნალმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ადასტურებს, რომ დემენციის ადრეულ სტადიაზე პაციენტები კარგავენ გარკვეული არომატების ამოცნობის უნარს.
ექსპერიმენტის მონაწილეებს (57-დან 85 წლამდე ასაკის 3000 მოხალისეს) სთხოვეს ეყნოსათ და ამოეცნოთ სხვადასხვა სურნელის სპეციალური მარკერების სუნი. შედეგად, სუბიექტების 78% სწორად ცნობდა ხუთიდან ოთხ სურნელს. თუმცა დაახლოებით 14%-მა ამოიცნო ხუთიდან მხოლოდ სამი, 5%-მა მხოლოდ ორი სუნის დასახელება შეძლო, 2%-მა კი დაასახელა ერთი.
ხუთი წლის შემდეგ მკვლევარმა ჯგუფმა შეამოწმა მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თითქმის ყველა სუბიექტს, რომლებმაც ვერ ამოიცნეს ერთი სუნიც კი, დაუსვეს დემენციის დიაგნოზი, ხოლო მათგან თითქმის 80%, ვისაც შეეძლო მხოლოდ ერთი ან ორი სუნის ამოცნობა, ასევე განიცდიდა დემენციას.. წაიკითხეთ ვრცლად..
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”