close

მედიცინა

მედიცინამსოფლიო

უნიკალური ოპერაცია – ადამიანის ორგანიზმში ერთი თვის წინ ღორის თირკმელი გადანერგეს და გამართულად მუშაობს

ამერიკელმა ქირურგებმა, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, მკვდარი ტვინის მქონე ადამიანის ორგანიზმში გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადანერგეს. სპეციალისტების განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ორგანო შეუფერხებლად ფუნქციონირებდა. ეს არის ყველაზე გრძელი პერიოდი, როდესაც ღორის თირკმელმა ადამიანის სხეულში ფუნქციები გამართულად შეძლო.

მკვლევრები გადანერგილი თირკმლის მუშაობაზე დაკვირვების გაგრძელებას კიდევ ერთი თვის განმავლობაში გეგმავენ. ქირურგებმა ექსპერიმენტი მორის მილერის სხეულზე ჩაატარეს, რომელიც 57 წლის ასაკში, მოულოდნელად დაიღუპა. მისმა ოჯახმა მეცნიერებს მილერის სხეულის სამედიცინო კვლევისთვის გამოყენების ნება დართო.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ღორის თირკმლის გადანერგვის პროცედურას უახლოეს მომავალში ცოცხალი ადამიანის ორგანიზმშიც ჩაატარებენ. მათი თქმით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეს სამედიცინო სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება, ვინაიდან ამ გზით დონორი ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრაა შესაძლებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ახალმა ქიმიოთერაპიამ ცხოველებში მყარი სიმსივნეები გაანადგურა

აშშ-ის ონკოლოგიური კვლევების უდიდეს ორგანიზაციაში City of Hope მომუშავე მეცნიერებმა ცხოველებზე ახალი ქიმიოთერაპია გამოცადეს, რომელმაც მყარი სიმსივნეები გაანადგურა. მათ ამისთვის სპეციალური ცილა უჯრედის ბირთვული ანტიგენის პროლიფერაციისთვის (PCNA) გამოიყენეს, რომელიც გადაგვარებული სახით კიბოს გავრცელებაში მონაწილე ცილათა კომპლექსი გახლავთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ახალ პრეპარატს AOH1996 ჰქვია და ის მიზანში PCNA-ის სიმსივნურ ვარიანტს იღებს. დაავადებულ ქსოვილებში ამ ცილების მუტაცია საშუალებას იძლევა, რომ მედიკამენტები კონკრეტულად მათ გასანადგურებლად მივმართოთ. ამან ცხოველთა მოდელებში წარმატებით იმუშავა, ახლა კი მკვლევრებს სურთ, ეს თერაპია ადამიანებზეც გამოცადონ.

„შედეგები დამაიმედებელია. AOH1996-ს შეუძლია, სიმსივნის ზრდას მონოთერაპიის ან კომბინაციური მკურნალობის სახით უჯრედებსა თუ ცხოველურ მოდელებში მომწამლავი ეფექტის გარეშე შეეწინააღმდეგოს”, — აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, აქამდე სიმსივნის 70 უჯრედულ ხაზსა და უჯრედთა კონტროლ ჯგუფზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ AOH1996 კონკრეტულად მავნე ქსოვილებს უტევს. ამას ის უჯრედთა ნორმალური რეპროდუქციული ციკლის დარღვევით ახერხებს.

„აქამდე PCNA-ის თერაპიულ გამოყენებაზე არავის უფიქრია, რადგან მიიჩნეოდა, რომ პრეპარატებით მისი განადგურება შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად City of Hope-მა შექმნა ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომლითაც ამ ცილას მიზანში ვიღებთ.

აღმოვაჩინეთ, რომ PCNA სიმსივნურ უჯრედებში ნუკლეინის მჟავის მომატებული რეპლიკაციის ცდომილების ერთ-ერთი პოტენციური მიზეზია. ახლა, როცა პრობლემური არეალი გამოვავლინეთ და მისი შეკავება შევძელით, მას უფრო ღრმად გამოვიკვლევთ, რათა პროცესი უკეთ გავაანალიზოთ და სიმსივნის საწინააღმდეგო პერსონალიზებული მედიკამენტები შევქმნათ”, — ამბობენ მეცნიერები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა – რა არის ცნობილი ამ დროისთვის „ერისზე“

Reuters აშშ-და და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5  შემთხვევები მკვეტრად იზრდება.

ცნობილია, რომ EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

ჯანმოს განცხადებით, ახალი შტამით გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა მომაკვდავი პაციენტის ტვინის აქტივობა ჩაწერეს

მსოფლიოში პირველად, მეცნიერებმა მომაკვდავი პაციენტის ტვინის აქტივობა ჩაწერეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ახალმა დაკვირვებამ მოგვცა პირველი ხედვა იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ტვინში სიკვდილის დროს.

დაკვირვება ესტონეთში 87 წლის კაცზე მოხდა, მას შემდეგ რაც ის სპეციალურ განყოფილებაში დაცემის შემდეგ შეიყვანეს. სამწუხაროდ, პაციენტის გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა. თუმცა, უწყვეტი EEG მონიტორმა მისი ტვინის აქტივობა ჩაწერა და ეს ყველაფერი სიკვდილის დროს.

ტვინის აქტივობა EEG-ში ასახულ რხევებში იზომება. მეცნიერებს გამოვლენილი აქვთ ამ რხევების სხვადასხვა ტიპები, როგორიცაა ალფა, ბეტა, დელტა, თეტა და გამა. გამა რხევები ასოცირდება უფრო მაღალ შემეცნებით შესაძლებლობებთან, როგორიცაა კონცენტრაცია, ოცნება, მედიტაცია, მეხსიერება, ინფორმაციის დამუშავება და ცნობიერი აღქმა. 87 წლის კაცის შემთხვევაში, მკვლევრებმა დააფიქსირეს ყველა სხვადასხვა ტიპის ტვინის აქტივობა, მაგრამ მათ შორის გამა ტალღები უფრო დომინანტური იყო. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს ტალღები დაკავშირებულია მეხსიერების გააქტიურებასთან სიცოცხლის ბოლო მომენტებში.

„რხევების გენერირების მეშვეობით, რომლებიც დაკავშირებულია მეხსიერების აღდგენასთან, ტვინი შესაძლოა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მოვლენებს მართლაც უკანასკნელად იხსენებდეს, ისევე როგორც ეს სიკვდილთან დაკავშირებული გამოცდილებების შემთხვევაში ფიქსირდება”, – თქვა დოქტორმა აჯმალ ზემარმა, ნეიროქირურგმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.

ეს ადამიანის შემთხვევაში ასეთ დროს ტვინის ტალღების პირველი ჩანაწერია, თუმცა, მეცნიერებს მსგავსი ტალღები ვირთხების სიკვდილის დროს აქვთ ჩაწერილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების გარშემო ტვინის აქტივობის სპეციფიკური ცვლილებების მიუხედავად, მსგავსი გამოვლინებები შეიძლება ხდებოდეს ყველა სახეობაში.

თუმცა, მკვლევრები ჯერ საბოლოო დასკვნის გაკეთებას არ ჩქარობენ. ზუსტი დასკვნებისთვის კვლევის გაგრძელება იქნება საჭირო, ამისთვის ერთი შემთხვევის აღწერა საკმარისი ვერ იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

თვალის ბადურაში მიძინებულ უჯრედთა გააქტიურებით შეიძლება დაკარგული მხედველობა აღდგეს

თვალის ბადურის დეგენერაციული დაავადება მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს; ვითარდება მაშინ, როდესაც თვალის უკანა მხარეს მოთავსებული სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედები, სახელად ფოტორეცეპტორები კვდება და მათი ჩანაცვლება შეუძლებელია. ახალი კვლევის წყალობით, ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება არც ისე შორს იყოს.

კანადელმა მეცნიერებმა მიაგნეს გზას, როგორ გარდაქმნან მიძინებული მხარდამჭერი ნეირონები, სახელად მიულერის გლიური უჯრედები ისეთ ქსოვილებად, რომლებიც თვალის ბადურის კოლბის ფოტორეცეპტორების მსგავსად მოქმედებენ; ეს უკანასკნელები კი საჭიროა ფერის აღქმისა და მხედველობის სიმკვეთრისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მხოლოდ თაგვის უჯრედებზე გატესტეს, თანდათანობით შეიძლება გადაიქცეს თერაპიად, რომელიც ადამიანებს მხედველობას აღუდგენს.

ნაწილობრივი მიზეზი იმისა, თუ რატომ აირჩიეს კვლევისთვის მიულერის გლიური უჯრედები, არის მათი უნარი, რომ გადაპროგრამდნენ ზოგიერთ ცხოველში. სამწუხაროდ, ადამიანებში ამ უჯრედებს ეს არ შეუძლიათ.

„საინტერესოა, რომ თევზებში მიულერის გლიური უჯრედები რეაქტიულია და თვალის ბადურას აღადგენენ. თუმცა, ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანებშიც, ისინი ამას არ აკეთებენ არც დაზიანების და არც დაავადების შემდეგ. ბოლომდე არ ვიცით, რატომ“, – ამბობს კვლევის ავტორი, მონრეალის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი კამილ ბუდრო-პინსონო.

ამ კვლევაში საკვანძო იყო ორი გენი – Ikzf1 და Ikzf4 და მათ მიერ წარმოებული ცილები. ამ ცილებს დროებით იდენტიფიცირების ფაქტორებს უწოდებენ და ცნობილია, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა ტიპის უჯრედების განვითარებაში.

მიულერის გლიური უჯრედები ჯერ გამოყვეს და მოახდინეს მათი კულტივირება, შემდეგ კი სხვადასხვა დროებითი იდენტიფიცირების ფაქტორის გამოყენებით გადააპროგრამეს, მათ შორის Ikzf1-ის და Ikzf4-ის საშუალებით. ამ ფაქტორებმა გლიური უჯრედები ბადურის კონუსის უჯრედებად სრულად ვერ გარდაქმნა, მაგრამ მისცა ზოგიერთი ისეთი აუცილებელი მახასიათებელი, რომელიც ფოტორეცეპტორების მსგავსად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

მიუხედავად იმისა, რომ გლიური უჯრედები ხელს უწყობენ თვალის სხვა უჯრედების კვებას, რეგულირებას და ორგანიზებას, მკვლევართა განცხადებით, ამ დამხმარე უჯრედთა ჭარბი რაოდენობა საკმარისია, რომ გარკვეული ნაწილი გარდაიქმნას ფოტორეცეპტორის მსგავს უჯრედებად, რომლებიც გადამწყვეტია სინათლის დასანახად და ფერების გასარჩევად.

ჯერ ძალიან ადრეული ეტაპია, მაგრამ ეს პროცესი შეიძლება თანდათან ისე დაიხვეწოს, რომ ადამიანებშიც იმუშაოს, ყოველგვარი ახალი უჯრედების გადანერგვის გარეშე. ამას გარდა, კვლევის შედეგები ასევე შეიძლება გამოსადეგი იყოს თავის ტვინის დაავადებათა სამკურნალოდ – დაზიანებული ნეირონები ჩავანაცვლოთ გადაპროგრამებული სხვა ტიპის უჯრედებით.

წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დასაწყისი საკმაოდ იმედის მომცემია. ამის შემდეგ, ჯგუფს სურს, რომ უფრო ახლოს შეისწავლოს ამ უჯრედთა გარდაქმნაში ჩართული მექანიზმი და გამოავლინოს გზები, რომლითაც ის უფრო ეფექტიანი შეიძლება გახდეს.

წყარო: 1tv.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი კიბოს სამი წლით ადრე პროგნოზირებს

პანკრეასის კიბო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ონკოლოგიურ დაავადებად, რადგან მისი მკურნალობა ძალიან რთულია, ის სწრაფად ვითარდება და მეტასტაზებს ავლენს, მაგრამ ამავე დროს დიაგნოსტირება ხდება, როგორც წესი, გვიან ეტაპებზე. ამჟამად ამ დაავადების ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ია, რაც დიდწილად დიაგნოზის სირთულით არის განპირობებული. მეცნიერთა აზრით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად ეფექტური და ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკური მეთოდია საჭირო და ამაში ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ. ბოლო კვლევის თანახმად, ხელოვნურმა ინტელექტუალმა შეძლო პანკრეასის კიბოს განვითარების რისკის მქონე ადამიანების იდენტიფიცირება მათ დიაგნოზამდე სამი წლით ადრე.

კიბოს უმეტესობა, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის, პროსტატის ან საშვილოსნოს ყელის კიბო, საკმაოდ მარტივი დასადგენია. ამისთვის კეთდება მამოგრაფია, პაპ ნაცხი ან სისხლის ანალიზი. თუმცა, პანკრეასის კიბოს გამოვლენა გაცილებით რთულია. სკრინინგი არა მხოლოდ ძვირია, არამედ გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

ამიტომ, რეგულარული გამოკვლევა ენიშნებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკური მიდრეკილება, ანუ მათ ოჯახში, მათ უახლოეს ნათესავებს ჰქონდათ დაავადების შემთხვევები. პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკის მარტივი და ეფექტური მეთოდები დღემდე არ არსებობს. მართალია, ახლახან მეცნიერებმა ჭიების დახმარებით კიბოს დიაგნოსტიკა შეძლეს, მაგრამ ეს მეთოდი ჯერ კიდევ შორს არის მედიცინაში გამოყენებისგან.

ამ მიზეზით, ადრეულ ეტაპზე, დაავადება დიაგნოზირებულია მხოლოდ ვიწრო კატეგორიის ადამიანებში. ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც არ არის დაკავშირებული მემკვიდრეობასთან, ჩვეულებრივ შეუმჩნეველი რჩება. ამავდროულად, პანკრეასის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენამ შეიძლება გაზარდოს ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 44%-მდე.
აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ყველა კატეგორიის ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც ასევე არიან დაავადების რისკის ქვეშ და საჭიროებენ რეგულარულ სკრინინგს. როგორც ამერიკელი მეცნიერების ბოლო კვლევამ აჩვენა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ეფექტურად გაუმკლავდეს ამ ამოცანას და ამისთვის მას მხოლოდ სამედიცინო ჩანაწერებიდან სჭირდება ინფორმაცია.

ნაშრომის ავტორებმა მოამზადეს ალგორითმი სამედიცინო ისტორიასა და პანკრეასის კიბოს განვითარების რისკს შორის კავშირის დასადგენად. ამისათვის ხელოვნურ ინტელექტს დანიიდან და შეერთებული შტატებიდან 9 მილიონი პაციენტის სამედიცინო ჩანაწერი გასაანალიზებლად მიეცა. ხელოვნურმა ინტელექტუალმა გაითვალისწინა სხვადასხვა დაავადებები, ასევე მათი გაჩენის დრო და თანმიმდევრობა, ისევე როგორც სხვა ნიმუშები, რომლებიც წინ უძღოდა კიბოს.

როგორც ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, ხელოვნურმა ინტელექტმა კარგად გაართვა თავი ამ ამოცანას, ანუ, რისკის გამოვლენილი ნიშნებიდან გამომდინარე, შეძლო წინასწარ განსაზღვრა, რომელ პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ პანკრეასის კიბო მომავალში. საინტერესოა, რომ ალგორითმის მიერ გამოვლენილი მრავალი სიმპტომი პირდაპირ არ იყო დაკავშირებული პანკრეასთან.
მაგალითად, ნაღვლის ბუშტის კენჭები, ანემია, ტიპი 2 დიაბეტი და სხვა პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან, მიუთითებს გაზრდილ რისკზე. ამ სიმპტომების მქონე ადამიანებს ჩვეულებრივ უვითარდებათ კიბო სამი წლის განმავლობაში. პანკრეასის ანთების მქონე პაციენტებში კიბო შეიძლება განვითარდეს კიდევ უფრო მოკლე დროში.

უნდა ითქვას, რომ არც ერთი სიმპტომი მარტო არ არის იმის მანიშნებელი, რომ ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს პანკრეასის კიბო. მხოლოდ დაავადებების ერთობლიობა და გარკვეული თანმიმდევრობა საშუალებას გაძლევთ დააყენოთ ადამიანი რისკის ქვეშ.

მკვლევრებმა თავიანთ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის მოდელების სხვადასხვა ვერსია გამოიყენეს. ამავდროულად, თითოეულ მოდელს დაეკისრა დავალება, გამოევლინა დაავადების განვითარების გაზრდილი რისკის მქონე ადამიანები დროის სხვადასხვა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით – 6 თვე, წელი, 2 წელი და 3 წელი. თითოეული მოდელი ბევრად უფრო ზუსტი აღმოჩნდა პროგნოზირებისთვის, ვიდრე არსებული შეფასებები ავადობის ალბათობის შესახებ.და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ მეცნიერები ამჟამად ასევე მუშაობენ პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდებზე. პანკრეასის კიბოს მქონე მღრღნელებს შორის ამ მკურნალობამ სიცოცხლის ხანგრძლივობა 40%-ით გაზარდა. არ არის გამორიცხული, რომ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებმა უახლოეს მომავალში ამ ტიპის კიბო ნაკლებად სახიფათო გახადოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ღვიძლის კიბოს დადგენის ახალ შესაძლებლობას მიაკვლიეს

სიმსივნის დადგენა დღესდღეობით, ჩვეულებრივ, ქირურგიული ჩარევით, ულტრაბგერითი სკანირებით ან სისხლის ანალიზით ხდება. ამ მეთოდებიდან თითოეული ინვაზიურია და საავადმყოფოში ვიზიტს მოითხოვს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ეს შეიძლება მალე შეიცვალოს. The Herald-ის ცნობით, გლაზგოს ბიტსონის სიმსივნის კვლევის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა ბიომარკერი, რომელსაც შარდის ანალიზით ღვიძლის კიბოს გამოვლენა შეუძლია. ღვიძლის სიმსივნით დაავადებული პაციენტების დაახლოებით ერთ მეოთხედში ავადმყოფობის განვითარება ცილოვანი მოლეკულის, ბეტა-კატენინის შედეგია.

თუ ახალი ტესტი ამ მოლეკულას დააფიქსირებს, ეს ღვიძლის სიმსივნის ინდიკატორი იქნება. რაც შეეხება კიბოს დიაგნოსტიკის სხვა ტექნოლოგიებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით შარდის ანალიზით დადგენის სხვა საშუალებები არ არსებობს, ალტერნატიული საშუალებების კვლევა აქტიურად მიმდინარეობს.

2020 წელს შექმნეს სისხლის ტესტი, რომელიც 4000 ადამიანიდან აღებულ ნიმუშებს ეყრდნობოდა და 50-ზე მეტი ტიპის კიბოს ამოცნობა შეეძლო (ზოგ შემთხვევაში სიმპტომების გამოჩენამდეც). მეტიც, ტესტი ზუსტი იყო 12 ყველაზე საშიში ფორმის, მათ შორის პანკრეასის სიმსივნის შემთხვევაშიც, რომელიც, როგორც წესი, გვიან ხდება შესამჩნევი.

ასევე 2020 წელს მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა შექმნა სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს ხუთი ყველაზე გავრცელებული ფორმის აღმოჩენა სხვა თანამედროვე მეთოდებზე არც მეტი, არც ნაკლები, ოთხი წლით ადრე შეუძლია.

ამ მეთოდით შესაძლებელია კუჭის, საყლაპავის, კოლორექტული, ფილტვისა და ღვიძლის სიმსივნეების აღმოჩენა.

ბოლოს კი, რაც ყველაზე მთავარია, 2022 წლის დასაწყისში გამოიგონეს არაინვაზიური კონტაქტური ლინზები, რომელთა საშუალებითაც კიბოს აღმოჩენა და, სავარაუდოდ, მკურნალობაცაა შესაძლებელი. ჯერჯერობით ეს ტექნოლოგია მხოლოდ ლაბორატორიულ უჯრედებზე გამოიცადა, თუმცა ახლო მომავალში მისი ადამიანებზე გამოცდაც იგეგმება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ქრონიკულმა სტრესმა, შესაძლოა, ნაწლავების ანთება გამოიწვიოს

ყველასთვის ცნობილია, რომ სტრესი ადამიანის ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქრონიკულმა სტრესმა, შესაძლოა, ნაწლავების ანთება გამოიწვიოს.

ნაშრომი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, გვეხმარება იმის ახსნაში, თუ როგორ შეიძლება ქრონიკულმა სტრესმა გამოიწვიოს ფიზიკური დისტრესი. და ეს გულისხმობს, რომ სტრესის დონის მართვას შეიძლება ჰქონდეს ღრმა გავლენა ნაწლავის ანთებითი დაავადების მკურნალობის ეფექტურობაზე (IBD).  ეს იდეა ეწინააღმდეგება ტრადიციულ სამედიცინო მკურნალობას

გზა ტვინიდან ნაწლავამდე

მუცლის ტკივილი, დიარეა და დაღლილობა მხოლოდ რამდენიმე სიმპტომია, რომელსაც განიცდიან IBD-ის მქონე ადამიანები. სტრესული მოვლენები, როგორიცაა სამსახურის დაკარგვა ან პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა, ხშირად წინ უსწრებს IBD-ს გამწვავებას. სტრესის გადაჭარბების შემდეგ, ტვინი აგზავნის სიგნალებს თირკმელზედა ჯირკვლებზე, რომლებიც ათავისუფლებენ ქიმიკატებს, რომლებსაც გლუკოკორტიკოიდები ეწოდება.

თავდაპირველად, მკვლევრებმა განიხილეს იდეა, რომ გლუკოკორტიკოიდები პირდაპირ მოქმედებენ იმუნურ უჯრედებზე, რომლებიც რეაგირებენ მოლეკულების გათავისუფლებით, რომლებიც იწვევენ ანთებას.

კოოპტირებული იმუნური უჯრედები

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გლუკოკორტიკოიდები ბლოკავს ნაწლავის გაუაზრებელი ნეირონების სრულ განვითარებას. შედეგად, ეს ნეირონები წარმოქმნიან სასიგნალო მოლეკულების მხოლოდ დაბალ დონეს, რაც იწვევს ნაწლავის კუნთების შეკუმშვას. ეს ნიშნავს, რომ საკვები ნელა მოძრაობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც აძლიერებს IBD-ს დისკომფორტს.

მკვლევრები გაოცებულები იყვნენ, როცა გაიგეს, რომ გლუკოკორტიკოიდები იწვევენ ნაწლავის ანთებას, რადგან ეს ნაერთები ზოგჯერ გამოიყენება IBD-ის სამკურნალოდ. ეს აშკარა პარადოქსი შეიძლება აიხსნას მოკლე დროით, რომელზედაც გამოიყენება ასეთი მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ გლუკოკორტიკოიდების სწრაფი აფეთქება, როგორც ჩანს, ანთების საწინააღმდეგოა, როდესაც სტრესი ქრონიკული ხდება, „სისტემა მთლიანად იცვლება“ და გლუკოკორტიკოიდები იღებენ ანთების საწინააღმდეგო როლს, ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, ტაისი.

სტრესის მართვა სიმპტომების შესამსუბუქებლად

ტაისის თქმით, ტვინის უნარი აწარმოოს ანთება შორეულ ორგანოებში, როგორც ჩანს, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე ეგონათ. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ  IBD-ის სამკურნალო წამლებთან ერთად მივიღებთ სტრესის მართვის მედიკამენტებსაც. 

ამასთან, ითვლება, რომ სტრესი ასევე აძლიერებს კანისა და ფილტვების ანთებით დაავადებებს, შესაძლოა მსგავსი სასიგნალო გზების მეშვეობით.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ტვინის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებს ტვინი ფიზიოლოგიისა და დაავადების ერთი შეხედვით დაუკავშირებელ ასპექტებს,”- ამბობს მკვლევარი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ახალმა ქიმიოთერაპიამ ცხოველებში მყარი სიმსივნეები გაანადგურა

აშშ-ის ონკოლოგიური კვლევების უდიდეს ორგანიზაციაში City of Hope მომუშავე მეცნიერებმა ცხოველებზე ახალი ქიმიოთერაპია გამოცადეს, რომელმაც მყარი სიმსივნეები გაანადგურა. მათ ამისთვის სპეციალური ცილა უჯრედის ბირთვული ანტიგენის პროლიფერაციისთვის (PCNA) გამოიყენეს, რომელიც გადაგვარებული სახით კიბოს გავრცელებაში მონაწილე ცილათა კომპლექსი გახლავთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ახალ პრეპარატს AOH1996 ჰქვია და ის მიზანში PCNA-ის სიმსივნურ ვარიანტს იღებს. დაავადებულ ქსოვილებში ამ ცილების მუტაცია საშუალებას იძლევა, რომ მედიკამენტები კონკრეტულად მათ გასანადგურებლად მივმართოთ. ამან ცხოველთა მოდელებში წარმატებით იმუშავა, ახლა კი მკვლევრებს სურთ, ეს თერაპია ადამიანებზეც გამოცადონ.

„შედეგები დამაიმედებელია. AOH1996-ს შეუძლია, სიმსივნის ზრდას მონოთერაპიის ან კომბინაციური მკურნალობის სახით უჯრედებსა თუ ცხოველურ მოდელებში მომწამლავი ეფექტის გარეშე შეეწინააღმდეგოს”, — აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, აქამდე სიმსივნის 70 უჯრედულ ხაზსა და უჯრედთა კონტროლ ჯგუფზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ AOH1996 კონკრეტულად მავნე ქსოვილებს უტევს. ამას ის უჯრედთა ნორმალური რეპროდუქციული ციკლის დარღვევით ახერხებს.

„აქამდე PCNA-ის თერაპიულ გამოყენებაზე არავის უფიქრია, რადგან მიიჩნეოდა, რომ პრეპარატებით მისი განადგურება შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად City of Hope-მა შექმნა ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომლითაც ამ ცილას მიზანში ვიღებთ.

აღმოვაჩინეთ, რომ PCNA სიმსივნურ უჯრედებში ნუკლეინის მჟავის მომატებული რეპლიკაციის ცდომილების ერთ-ერთი პოტენციური მიზეზია. ახლა, როცა პრობლემური არეალი გამოვავლინეთ და მისი შეკავება შევძელით, მას უფრო ღრმად გამოვიკვლევთ, რათა პროცესი უკეთ გავაანალიზოთ და სიმსივნის საწინააღმდეგო პერსონალიზებული მედიკამენტები შევქმნათ”, — ამბობენ მეცნიერები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ყველაზე მწვავე ინფარქტი ორშაბათობით ემართებათ – კვლევა

ირლანდიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ, სტატისტიკურად, ყველაზე მომაკვდინებელი ინფარქტი ორშაბათობით ემართებათ, რაც სამუშაო კვირის დასაწყისს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ გულის მწვავე შეტევა კვირაობითაც საკმაოდ გავრცელებულია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მეცნიერებმა ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამის განყოფილებებში 2013-18 წლებში საერთო ჯამში ადამიანთა 10 000-ზე მეტი მიმართვა გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ორშაბათობით ფიქსირდებოდა. ეს შედეგები მათ გულ-სისხლძარღვთა ბრიტანული საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინეს,

„სამუშაო კვირის დასაწყისსა და ინფარქტის შემთხვევებს შორის მჭიდრო სტატისტიკური კავშირი გამოვავლინეთ. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, მრავალ ფაქტორს მოიცავს, მაგრამ წინა კვლევებიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ ცირკადული რიტმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, – აცხადებენ ავტორები.

რატომ მაინცდამაინც ორშაბათი?

ეს რომ სამუშაოსთან ასოცირებულ სტრესს უკავშირდებოდეს, წესით, გულის შეტევის მხრივ სარისკო სხვა დღეებიც აღმოჩნდებოდა, მაგრამ ასე არაა. შესაძლოა, ამაში საკუთარი წვლილი შეჰქონდეს ე.წ. ზაფხულის დროსაც, როცა დროს ერთი საათით წინ წევენ, რის პარალელურადაც უქმე დღეებში გამოძინება ჩვენი ორგანიზმის შინაგან რიტმს არღვევს.

„დიდ ბრიტანეთში ყოველ 5 წუთში ერთხელ ვიღაც სიცოცხლისთვის საშიში ინფარქტის გამო მიჰყავთ საავადმყოფოში. შესაბამისად, აუცილებელია კვლევა გაგრძელდეს, რათა გავიგოთ, როდის და რატომ იჩენს თავს გულის შეტევები”, – ამბობენ მეცნიერები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 15 16 17 18 19 95
Page 17 of 95