close

მედიცინა

ეს საინტერესოამედიცინა

იაპონელს დღეში მხოლოდ 30 წუთი სძინავს და ამბობს, რომ ეს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარება – რას ამბობენ მედიკოსები უცნაურ მეთოდზე?

40 წლის და­ი­სუ­კე ჰორი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ ია­პო­ნი­ის ჰი­ო­გოს პრე­ფექ­ტუ­რა­ში ცხოვ­რობს, აცხა­დებს, რომ უკვე 12 წე­ლი­წა­დია, დღე­ში მხო­ლოდ 30 წუ­თით სძი­ნავს და ეს მე­თო­დი მას სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის გა­ორ­მა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ჰო­რის მტკი­ცე­ბით, ამ მიდ­გო­მით მან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა, ამას­თან, არა­სო­დეს გრძნობს თავს დაღ­ლი­ლად.

  • ჰორი არის მე­წარ­მე, რო­მელ­საც უყ­ვარს მუ­სი­კა, ფერ­წე­რა და მე­ქა­ნი­კუ­რი დი­ზა­ი­ნი. მან ძი­ლის შემ­ცი­რე­ბა 12 წლის წინ და­ი­წყო, რათა ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ე­ზარ­და აქ­ტი­უ­რი სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და სა­ბო­ლო­ოდ იმ შე­დე­გამ­დე მი­ვი­და, რომ ძილი დღე­ში 30-დან 45 წუ­თამ­დე შე­ამ­ცი­რა.

“თუ სპორ­ტით და­კავ­დე­ბით ან კვე­ბამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე მი­ი­ღებთ ყა­ვას, შე­გიძ­ლი­ათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ძი­ლი­ა­ნო­ბა“, – აცხა­დებს ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მის ავ­ტო­რი.

2016 წელს ჰო­რიმ და­ა­არ­სა “ია­პო­ნი­ის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ძი­ლის ტრე­ნინ­გის ასო­ცი­ა­ცია“, სა­დაც მსურ­ვე­ლებს ძი­ლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს.

“უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­საც სა­მუ­შა­ო­ებ­ზე მეტი გო­ნებ­რი­ვი კონ­ცენ­ტრა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბათ, ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ მოკ­ლე, მაგ­რამ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ძილს – ვიდ­რე ხან­გრძლივ და უხა­რის­ხოს. მა­გა­ლი­თად, ექი­მებს და მე­ხან­ძრე­ებს შე­და­რე­ბით მოკ­ლე დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი აქვთ, მაგ­რამ ინარ­ჩუ­ნე­ბენ მა­ღალ ეფექ­ტუ­რო­ბას, ”- თქვა მან.

ჰო­რის სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ია­პო­ნუ­რი Yomiuri TV ადევ­ნებ­და. რე­ა­ლი­თი შო­უ­ში სა­ხელ­წო­დე­ბით Will You Go With Me? პირ­ველ დღეს ჰო­რის სულ რა­ღაც 26 წუთი ეძი­ნა და ენერ­გი­ით სავ­სე იყო. სა­უზ­მის შემ­დეგ, ის სამ­სა­ხურ­ში გა­ე­მარ­თა, შემ­დეგ კი სპორტდარ­ბაზ­ში.

ჰო­რის ონ­ლა­ინ რე­ზი­უ­მე­ში ნათ­ქვა­მია, რომ მან 2100-ზე მეტ სტუ­დენტს ას­წავ­ლა ულტრა­მოკ­ლე ძი­ლის მე­თო­დი.

ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია Yomiuri-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ მან ძილი რვა სა­ა­თი­დან 90 წუ­თამ­დე შე­ამ­ცი­რა ძილი და უკვე ოთხი წე­ლი­წა­დია ამ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობს. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი საგ­რძნობ­ლად გა­მო­უს­წორ­და.

  • თუმ­ცა, მე­დი­ცი­ნის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ულტრა ხან­მოკ­ლე ძილი ყვე­ლას­თვის შე­სა­ფე­რი­სი არ არის და თან ახ­ლავს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი.

“მო­ზარ­დებს რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დღე­ში შვი­დი­დან ცხრა სა­ა­თამ­დე ძილი. ძილი სხე­უ­ლი­სა და ტვი­ნის აღ­დგე­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დია. ძი­ლის ქრო­ნი­კულ­მა ნაკ­ლე­ბო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა, იმუ­ნი­ტე­ტის შე­სუს­ტე­ბა, გან­წყო­ბის დარ­ღვე­ვა და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გაზ­რდი­ლი რის­კი“, – გა­ნა­ცხა­და მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ნევ­რო­ლოგ­მა გუო ფეიმ.

წყა­რო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

ახალ ალგორითმს გულის გაჩერების პროგნოზირება შეუძლია

გულის უეცარ გაჩერებას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მაგრამ ამის წინმსწრები ნიშნების დაფიქსირება მარტივი არაა. ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ახალი მეთოდი, რომელიც შესაძლოა, მსგავსი რისკის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს.

ესაა ალგორითმი, რომელიც ე.წ. დეტენდენციური ფლუქტუაციის ანალიზს (DFA2 a1) ეყრდნობა, რისი მეშვეობითაც დროთა განმავლობაში გულისცემის რიტმის ცვლილებას ავლენს. სპეციალისტებმა 2 794 ზრდასრული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს, დაკვირვების პერიოდი კი საშუალოდ 8.3 წელი იყო.

შედეგად დადგინდა, რომ DFA2 a1 გულის უეცარი გაჩერების “ძლიერი და დამოუკიდებელი” მაპროგნოზირებელია. მსგავსი ასოციაცია ყველაზე მკაფიო მაშინაა, როცა სხეული მოსვენებულ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიკური აქტიურობისას სხვაგვარი მაჩვენებლები მიიღება. კერძოდ, მაღალი რისკის ინდივიდებში მოსვენებისას არსებული გულისცემის რიტმის ინტერვალები ფიზიკურად დატვირთული ჯანმრთელი ადამიანებისას ჰგავს.

მეცნიერებმა DFA2 a1 ანალიზის შედეგები გულის უეცარ გაჩერებასთან სტატისტიკური მეთოდებით დააკავშირეს. გაითვალისწინეს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, როგორიცაა ასაკი, გულის უკვე არსებული პრობლემები და სხვა. უნდა ითქვას ისიც, რომ რიტმზე დაკვირვებას მხოლოდ 1 წუთი სჭირდება და ამის გაკეთება სენსორებითაცაა შესაძლებელი, რომლებიც ჭკვიან საათშიც დამონტაჟდება, ანუ ამისთვის კლინიკაში მისვლაც არ იქნება აუცილებელი.

ახალი ალგორითმი ამჟამად გამოყენებად მეთოდებზე ზუსტია. როგორც წესი, ისინი კარდიოპულმონარულ მონაცემებს ეყრდნობა, ანუ ზომავს, რამდენად შეუძლია ადამიანის ორგანიზმს კუნთებში ჟანგბადის გადატანა და რა რაოდენობით მოიხმარს მას ფიზიკური დატვირთვისას.

ავტორები გეგმავენ, რომ მომდევნო ეტაპზე კვლევაში უფრო მეტი ინდივიდი ჩართონ და თავიანთი მეთოდი გულის სხვა პრობლემებზეც გამოცადონ. საბოლოოდ, შესაძლებელია მივიღოთ ინსტრუმენტი, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

გამოავლინეს გენები, რომლებიც კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული

ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ასობით გენი აღმოაჩინეს, რომლებიც პოტენციურად კიბოს იწვევს.

კიბო, როგორც წესი, გენეტიკურ კოდში გარკვეული ცვლილებებით ჩნდება. ეს უჯრედებს მის მართვაში უშლის ხელს. ამ შეფერხებების აღმოფხვრამ შეიძლება თავიდან აიცილოს სიმსივნის გავრცელება.

დღეისათვის ცნობილია 600-ზე მეტი გენი, რომელიც კიბოს იწვევს. ეს მაშინ ხდება, როდესაც მათი თანმიმდევრობა მუტაციისას ზიანდება. თუმცა, კიბო შეიძლება სხვა გზებითაც განვითარდეს.

წინა კვლევებისას თავად დნმ-ის თანდაყოლილი ანომალიები შეისწავლეს, თუმცა ამჯერად, უშუალოდ იმ ანომალიებს დააკვირდნენ, რომლებიც დნმ-იდან ინსტრუქციების გადაცემისას წარმოიქმნება.

ესპანეთში, ბარსელონას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (BIST) მკვლევრებმა გამოიყენეს ალგორითმები, რათა გამოევლინათ შეცდომები გენეტიკურ კოდში. ეს შეცდომები დაკავშირებულია ეგზონებთან: გენეტიკური მიმდევრობის ნაწილებთან, რომლებიც პირდაპირ ითარგმნება ცილებად.

მკვლევრებმა ალგორითმები იმ 813 გენის დასადგენად გამოიყენეს, რომლებიც შერწყმისას კიბოს გაჩენას უწყობს ხელს. შედეგად შეადგინეს კიბოს “წამახალისებელი” გენების სია, რომელიც აქამდე უკვე ცნობილ 626 გენს ეფუძნება.

“ეს არ არის კლასიკური ონკოგენები, არამედ წარმოადგენს კიბოს პოტენციურად წარმომქმნელ სრულიად ახალ კლასს”, — აღნიშნულია კვლევაში.

მკვლევრებს ახლა იმის თქმაც შეუძლიათ, თუ რომელი გენი უფრო სახიფათოა და რომელი უფრო უწყობს ხელს კიბოს განვითარებას.

მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ. კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი პარკინსონს სიმპტომების გაჩენამდე 7 წლით ადრე პროგნოზირებს – კვლევა

გეტინგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ინოვაციური სისხლის ტესტი და ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავეს. მათ ამით პარკინსონის დაავადების პროგნოზირება შეუძლიათ. მეთოდს დაავადების პროგნოზირება სიმპტომების გამოვლენამდე შვიდი წლით ადრე შეუძლია.

პარკინსონის დაავადება, ნეიროდეგენერაციული აშლილობაა, რომელიც ადამიანებს სულ უფრო ხშირად უვითარდებათ. მისი ადრეული დიაგნოსტიკა რთულია, მაგრამ ახალ კვლევას იმედის მომცემი შედეგები აქვს.

ამჟამად, პარკინსონის დიაგნოზი მოტორიკაზე დაკვირვებით ხდება. შესაბამისად, ეს ხდება მაშინ, როდესაც ტვინი უკვე მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. თუმცა, ახალ მეთოდს ამ მხრივ რევოლუციის მოხდენის პოტენციალი აქვს.

“დიაგნოზის დასმა ადრეულ ეტაპზე უნდა მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ ტვინის უჯრედები სერიოზულად დაზიანდა, შემდგომში მათი აღდგენა ვეღარ ხერხდება”, — ამბობს კვლევის ავტორი, პროფესორი კევინ მილსი.

დაავადების ადრეული გამოვლენა ექიმებს ბევრად ადრე ჩარევის საშუალებას მისცემს.

Interesting Engineering-თან მილსმა განმარტა, რომ სისხლში ახალი ბიომარკერების აღმოჩენა შეძლეს. ეს მარკერები პარკინსონის განვითარებასთანაა დაკავშირებული. რაც მნიშვნელოვანია, პროგნოზირება 100-პროცენტიანი სიზუსტით მოხდა.

კვლევა ფოკუსირებული იყო პაციენტებზე, რომლებსაც ძილის ქცევის დარღვევა (iRBD) აქვთ. iRBD პაციენტების დაახლოებით 75-80%-ს საბოლოოდ სინუკლეინოპათია უვითარდება, ტვინის ფუნქციონირების დარღვევა, რომელსაც ალფა-სინუკლეინის ცილის დაგროვება ახასიათებს. ეს ცილა საბოლოოდ პარკინსონთანაა დაკავშირებული.

მკვლევრები პაციენტებს ათი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ხელოვნური ინტელექტის პროგნოზები გამართლდა, ჯგუფმა გამოავლინა 16 ადამიანი, რომლებსაც 7 წლის შემდეგ პარკინსონი განუვითარდათ.

“ეს ნიშნავს, რომ საკმურნალო თერაპია ადრეულ ეტაპზე ჩატარდება, რამაც შესაძლოა, შეანელოს დაავადების პროგრესირება ან სულაც, თავიდან აიცილოს მისი წარმოშობა”, — აღნიშნულია კვლევაში.

მილსის თქმით, იმისთვის, რომ ტესტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს, საჭიროა 18 თვიდან 5 წლამდე. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება დაფინანსებებზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ჩატარდება შემდეგი კვლევები.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაყვანილ თაგვებში აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ებრძვის.

იაპონიის აერონავტიკის საძიებო სააგენტოს (Jaxa) და ტოჰოკუს უნივერსიტეტის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ კოსმოსში ყოფნისას თაგვებმა განიცადეს ბიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც სიბერის მსგავსი, მაგრამ უფრო სწრაფად პროგრესირებადია.

Jaxa- ს თანახმად, ცილა, რომელმაც ტრანსფორმაციის პროცესი შეანელა, Nrf2-ია.

კვლევის ფარგლებში კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 12 თაგვი წაიყვანეს, სადაც მათ 31 დღე გაატარეს.

რიგი ფაქტორების გამო, მათ შორის რადიაციის დამატებითი დასხივებით, კოსმოსური ფრენა იწვევს ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას, დაბერების პროცესის მსგავსს, როგორიცაა ძვლის სიმკვრივის დაკარგვა. კვლევისთვის, 6 თაგვს გენეტიკური ინჟინერიის საშუალებით Nrf2 „მოაშორეს“, დანარჩენ 6-ს კი – არა.

აღმოჩნდა, რომ იმ თაგვებს, რომლებსაც Nrf2 ცილა არ ჰქონდათ სისხლში დაბერების მსგავსი ცვლილებები სწრაფად განუვითარდათ, იმათმა კი, რომლებსაც Nrf2 ჰქონდათ, უფრო სუსტი ტრანსფორმაცია განიცადეს.

მკვლევარები თვლიან, რომ Nrf2 შეიძლება დედამიწაზე დაბერების პროცესის შენელებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, აღნიშული აღმოჩენა კი მათ დაბერების პროცესთან ბრძოლასა და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების, როგორიცაა ალცჰაიმერი და დიაბეტი, სამკურნალო მედიკამენტების შექმნაში დაეხმაროთ. ამასთან, მეცნიერებმა შესაძლოა განავითარონ მკურნალობის საშუალებები, რომლებიც კოსმოსში მოგზაურობასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკებს შეამცირებს.

წყარო : japantimes.co.jp

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა სიმსივნის განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს | მათ სიმსივნის უჯრედებს ინფრაწითელი სხივი მიანათეს, რის შედეგად მოლეკულებმა სინქრონულად ვიბრირება დაიწყეს და მათი მემბრანები განადგურდა.

რაისის უნივერსიტეტის და ტეხასის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ეს მიდგომა მოლეკულური მანქანის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების სტრუქტურას ანადგურებს და კიბოს ამარცხებს.

კვლევის დროს მეცნიერებმა ლაბორატორიაში გამოყვანილი სიმსივნური უჯრედების 99%-ის განადგურება შეძლეს. მკვლევარებმა ექსპერიმენტები თაგვებზე ჩაატარეს და მათი 50% სიმსივნისგან განიკურნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ახალ ალგორითმს გულის გაჩერების პროგნოზირება შეუძლია

გულის უეცარ გაჩერებას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მაგრამ ამის წინმსწრები ნიშნების დაფიქსირება მარტივი არაა. ფინეთის ტამპერეს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს ახალი მეთოდი, რომელიც შესაძლოა, მსგავსი რისკის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს.

ესაა ალგორითმი, რომელიც ე.წ. დეტენდენციური ფლუქტუაციის ანალიზს (DFA2 a1) ეყრდნობა, რისი მეშვეობითაც დროთა განმავლობაში გულისცემის რიტმის ცვლილებას ავლენს. სპეციალისტებმა 2 794 ზრდასრული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს, დაკვირვების პერიოდი კი საშუალოდ 8.3 წელი იყო.

შედეგად დადგინდა, რომ DFA2 a1 გულის უეცარი გაჩერების “ძლიერი და დამოუკიდებელი” მაპროგნოზირებელია. მსგავსი ასოციაცია ყველაზე მკაფიო მაშინაა, როცა სხეული მოსვენებულ მდგომარეობაშია, რადგან ფიზიკური აქტიურობისას სხვაგვარი მაჩვენებლები მიიღება. კერძოდ, მაღალი რისკის ინდივიდებში მოსვენებისას არსებული გულისცემის რიტმის ინტერვალები ფიზიკურად დატვირთული ჯანმრთელი ადამიანებისას ჰგავს.

მეცნიერებმა DFA2 a1 ანალიზის შედეგები გულის უეცარ გაჩერებასთან სტატისტიკური მეთოდებით დააკავშირეს. გაითვალისწინეს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, როგორიცაა ასაკი, გულის უკვე არსებული პრობლემები და სხვა. უნდა ითქვას ისიც, რომ რიტმზე დაკვირვებას მხოლოდ 1 წუთი სჭირდება და ამის გაკეთება სენსორებითაცაა შესაძლებელი, რომლებიც ჭკვიან საათშიც დამონტაჟდება, ანუ ამისთვის კლინიკაში მისვლაც არ იქნება აუცილებელი.

ახალი ალგორითმი ამჟამად გამოყენებად მეთოდებზე ზუსტია. როგორც წესი, ისინი კარდიოპულმონარულ მონაცემებს ეყრდნობა, ანუ ზომავს, რამდენად შეუძლია ადამიანის ორგანიზმს კუნთებში ჟანგბადის გადატანა და რა რაოდენობით მოიხმარს მას ფიზიკური დატვირთვისას.

ავტორები გეგმავენ, რომ მომდევნო ეტაპზე კვლევაში უფრო მეტი ინდივიდი ჩართონ და თავიანთი მეთოდი გულის სხვა პრობლემებზეც გამოცადონ. საბოლოოდ, შესაძლებელია მივიღოთ ინსტრუმენტი, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

წყარო

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

სიმსივნური დაავადებები ახალგაზრდებში თითქმის გაორმაგდა – შვეიცარიელი ექსპერტი

„50 წლამდე ადამიანებში სიმსივნური დაავადებები ოდესღაც ძალიან იშვიათი იყო. ახლა ის ძალიან გახშირდა, თითქმის გაორმაგდა“, – ამბობს ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, სოლანჟ პეტერსი. მისი აზრით, ეს „საგანგაშო ნიშანია“.

„შემთხვევების რაოდენობა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებშიც იზრდება, მაგრამ, მათ შემთხვევაში, მოსახლეობის დაბერებასთან გვაქვს საქმე“, – განუცხადა ხუთშაბათს, 21 დეკემბერს პეტერსმა გაზეთ „24 საათს“ („24 heures“).

„50 წლამდე ასაკის ადამიანებში კიბო ადრე იშვიათობას წარმოადგენდა. ახლა ვითარება იცვლება, – ამბობს ის, – მართალია, ამ ასაკობრივ ჯგუფში (50 წელი და ქვემოთ) დააავდებულთა რაოდენობა, უფრო ხანდაზმულებთან შედარებით, კვლავ ნაკლებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აღნიშნულ ასაკობრივ სეგმენტში (50 წელი) მათი რიცხვი თითქმის გაორმაგდა. ეს საგანგაშო ნიშანია“. დაავადების სიხშირის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, პანკრეასის, ღვიძლის, პროსტატის, თირკმელების და საშვილოსნოს კიბოს შემთხვევებში.

სიმსივნური დაავადებების აქამდე კარგად ცნობილ ისეთ რისკ-ფაქტორებს, როგორიცაა სიმსუქნე, უმოძრაო ცხოვრების წესი, მოწევა და ალკოჰოლი, პიტერსი კიდევ უფრო განავრცობს და ჩამონათვალში ხელოვნური შაქარი და საკვები დანამატებიც შეჰყავს. „ეგრეთ წოდებულ „განვითარებულ ქვეყნებში“ ასეთი ევოლუცია, როგორც ჩანს, ჩვენს ცხოვრების წესს უკავშირდება“, – ამბობს პიტერსი.

„მიუღებელი უთანასწორობა“

„გამოიკვეთა სხვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებიც: წითელი ხორცის გადაჭარბებულ მოხმარებასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნეებს შორის; გარემოს დაბინძურებასა და სასუნთქი და საშარდე გზების სიმსივნეებს შორის; ჰორმონებსა და ძუძუს კიბოს შორის“, – განმარტავს შვეიცარიელი ექსპერტი- ონკოლოგი.

მისივე თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესი სიმსივნური დაავადებების პრევენციის მყარი საფუძველია, თუმცა, შესაძლოა, ეს დაავადებები გენეტიკურმა და ინფექციურმა ფაქტორებმაც გამოიწვიოს. ამასთან, პიტერსი ხაზს უსვამს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობას.

„უკეთესია, სამედიცინო სერვისები გამოვიყენოთ, ვიდრე სიმპტომების გახანგრძლივებას და დაგვიანებით გამოვლენას დაველოდოთ, – ამბობს ის, – მაგრამ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში არსებულ ყოვლად მიუღებელ უთანასწორობასთან მოგვიწევს გამკლავება“.

1 tv.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინატექნოლოგიები

მეცნიერებმა ინტერნეტით სარგებლობასა და დემენციას შორის მოულოდნელი კავშირი გამოავლინეს

მეცნიერებმა ინტერნეტით სარგებლობასა და დემენციას შორის მოულოდნელი კავშირი გამოავლინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ინტერნეტით სარგებლობა ხშირად სხვადასხვა კოგნიტიური პრობლემის მაპროვოცირებლად აღიქმება, რაც მეტწილად ნამდვილად ასეა. იმის გასაგებად, ვრცელდება თუ არა ეს დემენციაზე, მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს.

მათმა ანალიზმა აჩვენა, რომ 50-65 წლის ინდივიდებში ინტერნეტის რეგულარულად ან საშუალო სიხშირით გამოყენება შესაძლოა, კოგნიტიურ ფუნქციებზე პირიქით, დადებითად მოქმედებდეს. ეს საინტერესოა, რადგან მსგავსი კვლევების უმეტესობა უარყოფით გავლენაზეა ფოკუსირებული.

სპეციალისტებმა მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს. ეს უკანასკნელი დაახლოებით 20 000 ზრდასრული ამერიკელის შესახებ ინფორმაციას მოიცავს, ავტორები კი შუახნის ასაკის ადამიანებზე კონცენტრირდნენ.

მათ 2002-2018 წლებში ყოველ 2 წელში ერთხელ ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოკითხვა უტარდებოდათ. პასუხები განსხვავდებოდა. მაგალითად, 65% ამბობდა, რომ ინტერნეტით რეგულარულად სარგებლობდა, ხოლო 21% აღნიშნავდა, რომ ეს დროთა განმავლობაში ცვალებადი იყო. ზოგიერთ მონაწილეს ამ დროში დემენცია ჩამოუყალიბდა, ზოგი კი დაიღუპა.

მეცნიერთა შეფასებით, ინტერნეტით აქტიურად მოსარგებლეებში დემენციით დაავადების 1.54%-იანი რისკი იყო, ხოლო არამოსარგებლეებში – 10.45%. შესწავლილ ინდივიდებში დემენციის ჩამოყალიბების დროის გათვალისწინებით დადგინდა, რომ უკანასკნელ ჯგუფთან შედარებით, მათში, ვინც ინტერნეტს ხშირად იყენებდა, კოგნიტიური აშლილობის გამოვლენის შანსი მხოლოდ ნახევარი იყო.

მნიშვნელოვანია, რომ უარყოფითი გავლენაც გამოიკვეთა: მეცნიერებმა დღეში 2-ზე მეტი საათით ინტერნეტის გამოყენება დემენციის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს.

აქედან გამომდინარე, ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა, ინტერნეტით სარგებლობა შუახნის ადამიანებში დემენციის რისკს ამცირებდეს, მაგრამ ყოველდღიურად ამის დიდი ხნით კეთება საფრთხეს შეიცავს.

„არაა გამორიცხული, ინტერნეტით რეგულარულად სარგებლობა გაზრდილ კოგნიტიურ სტიმულაციასთან და, შესაბამისად, დემენციის დაბალ რისკთან იყოს ასოცირებული ან შესაძლოა, დემენციის დაბალი რისკის მქონე ადამიანები ინტერნეტის ხშირი გამოყენებისკენ იყვნენ მიდრეკილნი”, — აცხადებენ სპეციალისტები.

ეს ნიშნავს, რომ გამოვლენილია გარკვეული კავშირი და არა მიზეზ-შედეგობრიობა, რაც უფრო სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს. ნაშრომი გამოცემაში Journal of the American Geriatrics Society გამოქვეყნდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

ახალ სისტემას შეუძლია, ენის ფოტოს მიხედვით ზუსტი დიაგნოზები დასვას

სამედიცინო მკვლევრები ამტკიცებენ, რომ შექმნეს ხელოვნურ ინტელექტის (AI) ალგორითმი, რომელსაც ენის ფოტოს მიხედვით თითქმის უშეცდომოდ შეუძლია გაიგოს, რა აწუხებს პაციენტს.

ახალი სისტემა მანქანური დასწავლის გამოყენებით საშუალებას გვაძლევს, რომ ენით დიაგნოსტირების უძველესი სამედიცინო პრაქტიკა ავტომატურად განვახორციელოთ.

ალგორითმს დაავადებები ენის ფოტოებისა და შესაბამისი დიაგნოზების მიხედვით დაასწავლეს. მასალები მკვლევრებს შუა აღმოსავლეთის სასწავლო საავადმყოფოებმა მიაწოდეს. პაციენტებს, რომელთაც ენები ეკუთვნოდათ, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აწუხებდათ, იქნება ეს მომნელებელი სისტემის პრობლემები თუ COVID-19.

შემთხვევათა 98.71%-ში AI-მ ზუსტად დაადგინა, ჯანმრთელობის რა პრობლემა ჰქონდა პაციენტს, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მათი ენის ფერის მიხედვით გააკეთა.

სისტემის შესაქმნელად მეცნიერებმა მანქანური დასწავლის 6 სხვადასხვა ალგორითმს მიაწოდეს ფოტოები და შესაბამისი დიაგნოზები, სულ 5 200 ფოტო. სურდათ გაეგოთ, რამდენად ზუსტად შეძლებდა ისინი “ენის ფერის პროგნოზირებას ნებისმიერი განათების პირობებში”. შეფასება ყველაზე არაზუსტმა სისტემამაც (naïve Bayes-ის მეთოდოლოგია) კი 91%-იანი სიზუსტით შეძლო, ხოლო ყველაზე ზუსტი XGBoost კარკასი აღმოჩნდა — მან შემთხვევათა 98.71%-ში შეძლო დიაგნოზის სწორად დასმა.

ალი ან-ნაჯიმ, ნაშრომის მთავარმა ავტორმა (პროფესორის თანაშემწე ბაღდადის საშუალო ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში), განაცხადა, რომ გუნდი ორიათასი წლის ჩინურმა სამედიცინო პრაქტიკამ შთააგონა, რომლის მეშვეობითაც დღესაც საკმაოდ ზუსტი დიაგნოზის დასმაა შესაძლებელი.

“ენის ფერმა, ფორმამ და სისქემ ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა შეიძლება გამოავლინოს”, — განაცხადა ალ-ნაჯიმ.

რადგან სიზუსტე უკვე მიღწეულია, მკვლევრები სამომავლოდ ამ AI-ს მქონე მობილური აპლიკაციის შექმნას გეგმავენ, რომლითაც პაციენტები საკუთარ ჯანმრთელობას სახლის პირობებში შეაფასებენ.

ჯავაან ჩალის, კვლევის თანაავტორის, თქმით, “ენის კომპიუტერიზებული ანალიზი” არამხოლოდ უსაფრთხო და ეფექტიანია, არამედ “თანამედროვე მეთოდებს საუკუნეების წინანდელი პრაქტიკით უმაგრებს ზურგს”.

ნაშრომი ჟურნალ Technologies-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 96
Page 2 of 96