close

მედიცინა

კვლევებიმედიცინამსოფლიო

FDA-მა ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატს სრული ავტორიზაცია მიანიჭა, რაც გულისხმობს, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ პრეპარატით დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფარვას დაიწყებენ.

როგორც გამოცემა ABC წერს, წამალ Leqembi-ის გამოყენება შეეძლებათ დემენციისა და ალცჰაიმერით გამოწვეული სხვა სიმპტომების მქონე ადამიანებს. ესაა პირველი პრეპარატი, რომელმაც აჩვენა, რომ მას დანამდვილებით შეუძლია შეანელოს დაავადებით გამოწვეული კოგნიტური დაქვეითება.

წამლების დამამზადებელმა იაპონურმა კომპანია Eisai-მა თანხმობა იანვარში მიიღო, რაც Leqembi-ის მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა განაპირობა. FDA-მა ეს შედეგები დაადასტურა 1,800 პაციენტზე ჩატარებული კვლევის გადახედვის შემდეგ, რომლის თანახმადაც, მედიკამენტმა 5-თვიანი მკურნალობის ფარგლებში, შეანელა მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითება.

„ამ კვლევამ დაადასტურა, რომ ეს არის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტებისთვის”, – თქვა FDA-ის ნევროლოგიის პრეპარატების დირექტორმა, ტერეზა ბურაჩიომ.

წამლის რეცეპტში შეტანილი იქნება ინფორმაცია და სერიოზული გაფრთხილება, რომ მისმა გამოყენებამ, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტვინის შეშუპება და სისხლდენა.

აღსანიშნია, რომ პაციენტები დიდი ხანია ითხოვენ FDA-სგან მიანიჭოს მედიკამენტს სრული ავტორიზაცია, რადგან სადაზღვევო კომპანია Medicare უარს ამბობდა ხარჯების დაფარვაზე, თუ Leqembi-ის ავტორიზაცია არ ექნებოდა.

ახლა კი სადაზღვევო პაკეტში ეს მედიკამენტიც შევა, თუმცა გაგრძელდება მასზე დაკვირვება და ინფორმაციის მოგროვება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

„ყველაზე მებრძოლი და ძლიერი გოგო” – ახალშობილთა რეანიმაციაში გატარებული 5 თვის შემდეგ ათინა დღეს სახლში გააცილეს

Bau International Hospital-ი სოციალურ ქსელში საოცარ ისტორიას გვიზიარებს.

ახალშობილი, უსაყვარლესი ათინა, რომელიც სამყაროს ორსულობის 27-ე კვირაზე მოევლინა და მხოლოდ 700 გრამს იწონიდა რეანიმაციაში გატარებული 5 თვის შემდეგ სახლში გააცილეს.

„ჩვენი ნეონატოლოგების გამარჯვების კიდევ ერთი საოცარი ისტორია.

გაიცანით ათინა, ყველაზე მებრძოლი და ძლიერი გოგო.

სამყაროს ორსულობის 27-ე კვირაზე მოევლინა და მხოლოდ 700 გრამს იწონიდა.

ახალშობილთა რეანიმაციაში გატარებული 5 თვის შემდეგ ათინა დღეს სახლში გააცილეს.

ბედნიერ მშობლებთან ერთად დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო ჩვენი მედიკოსებისთვისაც, რომლებმაც პატარის გადასარჩენად ურთულესი გზა გაიარეს და ძალიან ბევრი პრობლემის დალევა მოუხდათ.

ბედნიერ და ლაღ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ გოგონას”, – ნათქვამია ტექსტში.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

FDA-იმ პირველი ტიპის დიაბეტისთვის უჯრედული თერაპია დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) პირველი ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ უჯრედული თერაპიის გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

საუბარია Lantidra-ზე, უჯრედულ თერაპიაზე, რომელიც პანკრეასის უჯრედების გამოყენებით მზადდება.

ჰიპოგლიკემიის მქონე პაციენტებისთვის შესაფერისი თერაპია სისხლში შაქრის მნიშვნელოვნად დაბალმა დონემ შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. ეს პირველი მედიკამენტია, რომელიც მათთვის იქნება, ვისაც სისხლში შაქრის დონის რეგულირება ინსულინის სტანდარტული დოზებით არ შეუძლია.

შესაბამისად, პაციენტებისთვის ლანტიდრა გლუკოზის დონის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი იქნება.

„ჰიპოგლიკემიას მძიმე ფორმა ძალიან საშიშია. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანებები გონების დაკარგვისა და კრუნჩხვების შედეგად”, – თქვა პიტერ მარკსმა, FDA-ის კვლევითი ცენტრის დირექტორმა.

მედიკამენტი დონორის ბეტა უჯრედების (ინსულინის სეკრეტორული უჯრედების) შეყვანით მოქმედებს.

FDA-ს თანახმად, პრეპარატის მეორე ინფუზია პირველ დოზაზე რეაგირების მიხედვით მოხდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ყველაზე საშიშ კიბოსაც კლავს

ცოტა ხნის წინ, სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ადამიანების მცირე ჯგუფს დაავადებაზე უმკურნალეს. მათი დაავადება გაქრა და ამას ისინი ექსპერიმენტული მკურნალობის მეთოდს უნდა უმადლოდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ეს იყო ძალიან მცირემასშტაბიანი კვლევა, რომელიც ჩატარდა ნიუ-იორკის კეტერინგის კიბოს ცენტრის ექიმების მიერ, სადაც პაციენტები ექვსი თვის განმავლობაში იღებდნენ წამალს, სახელად დოსტარლიმაბს. ცდის ბოლოს 16-მა პაციენტმა კიბო დაამარცხა.

ახლა, კიდევ ერთი გარღვევის მომსწრენი გავხდით. აღმოჩნდა, რომ ახალი ნაერთი, რომელიც სინთეზირებულია დოქტორ იუნგ-მო აჰნის, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის მიერ, კლავს რთულად სამკურნალო კიბოს ფართო სპექტრს, მათ შორის სამმაგ ნეგატიურ ძუძუს კიბოს. ეს ყველაფერი ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად.

კვლევა, რომელიც ჩატარდა იზოლირებულ უჯრედებში და მოიცვა ადამიანების უჯრედებიც ჟურნალში Nature Cancer გამოქვეყნდა.

დოქტორი აჰნი უკვე წლებია მუშაობს მცირე მოლეკულებზე, რომლებიც უჯრედებზე ზემოქმედებას ახდენენ. აქამდე მან შეძლო და ასეთი მეთოდით შეიმუშავა პოტენციური თერაპიული ნაერთები მკერდის კიბოს და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.

თავის ამჟამინდელ კვლევაში, აჰნმა და მისმა კოლეგებმა გამოცადეს მათ მიერ სინთეზირებული ახალი ნაერთი, სახელწოდებით ERX-41. ნაერთს სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე უნდა ემოქმედა.

“ERX-41 ნაერთი არ კლავს ჯანსაღ უჯრედებს, მაგრამ ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა კიბოს უჯრედებს ესტროგენის რეცეპტორები. მეტიც, მან გაანადგურა სამმაგად უარყოფითი, ძუძუს კიბოს უჯრედები”, — ამბობს დოქტორი აჰნი.

კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სიმსივნე დაპატარავებას იწყებს. საბოლოოდ მოლეკულამ შეძლო და კიბოს უჯრედები სრულად გაანადგურა.

მხოლოდ ეს არ არის: მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ERX-41 ეფექტურია სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ, მათ შორის პანკრეასის და საკვერცხის რთულად სამკურნალო კიბოსთან მიმართებაშიც. მეტიც, ის მუშაობს ტვინის კიბოს შემთხვევაშიც.

ამ ახალი მეთოდის შემქმნელების თქმით, ERX-41-ის კლინიკური კვლევები 2023 წლიდან დაიწყება. ეს კი ნიშნავს, რომ სულ მალე შეიძლება კიბოს მკურნალობის სრულიად ახალი და ეფექტიანი მეთოდი გვქონდეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ცხვირის წვეთებმა, შეიძლება, ინსულტის შემდეგ პაციენტების ტვინის აღდგენას შეუწყოს ხელი

მეცნიერებმა აჩვენეს, თუ როგორ შეძლო სპეციალურმა ცხვირის წვეთებმა, რომელიც  კონკრეტულ მოლეკულას შეიცავს, დახმარებოდა თაგვებს ინსულტის მავნე ბიოლოგიური შედეგებიდან გათავისუფლებასა და გამოჯანმრთელებაში.
წვეთებში მთავარი მოლეკულა არის კომპლემენტის პეპტიდი (ამინომჟავების ჯაჭვი) C3a, რომელიც უკვე ვიცით, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნურ სისტემაში, ასევე ტვინის განვითარებასა და პლასტიურობაში.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მედიკამენტი არ გამოიყენება მაშინვე, არამედ ინსულტიდან შვიდი დღის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვისაც დახმარებას ინსულტის შემდეგ დაუყოვნებლივ ვერ  უწევენ, მაინც იქნებიან დაცული ამ მდგომარეობის ყველაზე უარესი შედეგებისგან.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა თაგვებში ხელოვნურად გამოიწვიეს იშემიური ინსულტი, ყველაზე გავრცელებული ტიპის ინსულტი. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, ცხვირის წვეთები დაეხმარა თაგვებს მოტორული ფუნქციის უფრო სწრაფად და სრულად აღდგენაში, პლაცებო ჯგუფთან შედარებით.
ახალი კვლევა ასევე გვაძლევს უკეთეს წარმოდგენას ტვინზე C3a-ს ეფექტის შესახებ. MRI სკანირებამ აჩვენა, რომ პეპტიდმა ხელი შეუწყო თაგვების ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის კავშირების რაოდენობის გაზრდას.
“ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ C3a პეპტიდი გავლენას ახდენს ასტროციტების ფუნქციაზე – ეს არის უჯრედები, რომლებიც აკონტროლებენ ნერვული უჯრედების ბევრ ფუნქციას როგორც ჯანმრთელ, ასევე დაავადებულ ტვინში”, – განაცხადა გოტენბურგის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა მილოშ პეკნამ.
იშემიურ ინსულტს წელიწადში დაახლოებით 7,6 მილიონი ადამიანი განიცდის, აქედან ნახევარზე მეტს უვითარდება ფიზიკური ან ფსიქიკური აშლილობა, რის შედეგადაც ვითარდება: ხელის ან ფეხის თვითნებური მოძრაობის დაკარგვა, მეტყველების დარღვევა ან დეპრესიის პრობლემები და შფოთვა.
მკვლევარები განმარტავენ, რომ C3a პეპტიდიანმა ცხვირის წვეთებმა შეიძლება დიდი განსხვავება შეიტანოს ამ ციფრებში – თუმცა, მანამდე, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ მედიკამენტი ისეთივე ეფექტურია ადამიანებში, როგორც თაგვებში.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Journal of Clinical Investigation-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ ციმბირის წყლული

ციმბირის წყლული, იგივე ჯილეხი, მწვავე ინფექციური დაავადებაა. ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული შინაური ცხოველი, განსაკუთრებით – მსხვილი რქოსანი პირუტყვი. ადამიანის ორგანიზმში ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა შეიჭრას დაზიანებული კანიდან, სასუნთქი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კანიდან გამომწვევის შეჭრა უმთავრესად დაავადებული საქონლის მოვლისა და დაკვლის, დაცემული პირუტყვის გატყავებისა და დამარხვის, ინფიცირებული ხორცის, ტყავისა და ბეწვის დამუშავების დროს ხდება. დროული სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი შესაძლოა მოკვდეს.

როგორ შეიძლება დაავადდეთ ჯილეხით

თუ პირუტყვის დაკვლა დააპირეთ, აუცილებლად შეატყობინეთ ვეტექიმს და შემდეგ მისი რეკომენდაციისამებრ იმოქმედეთ. თუ საქონელი მოულოდნელად დაეცა, არამცთუ მოვლას, შეხებასაც კი ნუ ეცდებით, ვიდრე საქმის კურსში არ ჩააყენებთ ვეტექიმს. მხოლოდ მას შეუძლია გირჩიოთ, როგორ მოიქცეთ. ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა გადაეცეს მიწასთან კონტაქტითაც. მისი სპორები წლობით ძლებს ნიადაგში და ინარჩუნებს დასნებოვნების უნარს. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ დაცემული ცხოველების სამარხს. ასეთი ადგილები, წესით, შემოკავებული უნდა იყოს და გაკეთებული ჰქონდეს სათანადო წარწერა. შესაძლოა დაავადდეთ აგრეთვე ნაყიდი ხორცის დამუშავების, მისგან კერძის მომზადების დროს და, რა თქმა უნდა, ჭამის შედეგადაც, ამიტომ უნდა ეცადოთ, ხორცი საიმედო ადგილას, მის სარეალიზაციოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში შეიძინოთ. ყოველი შემთხვევისთვის გამყიდველს მაინც მოსთხოვეთ ხორცის ხარისხიანობის დამადასტურებელი ცნობა. თუ მაინც მოგიხდათ ხორცის შეძენა გზატკეცილზე, ქუჩაში, მასობრივი თავშეყრის ადგილას, აუცილებლად მოითხოვეთ ცნობა ხორცის შემოწმების შესახებ. დაიმახსოვრეთ: დაავადებული საქონლის ხორცის ჭამა ძალიან საშიშია. თუ პირუტყვი დაეცა, იგი აუცილებლად უნდა დაიმარხოს.

როგორ ამოვიცნოთ ციმბირის წყლული

თუ გამომწვევი კანიდან შეიჭრა, პირველი ნიშანიც კანზე გაჩნდება, სწორედ იმ ადგილზე, რომელიც შეეხო დაავადებული პირუტყვის ხორცს, გამომწვევით დაბინძურებულ საგანს თუ მიწას. ამ ადგილას წარმოიქმნება ლაქა, რომელიც მოგვიანებით მოყვითალო-მოშავო ფერის შიგთავსიან ბუშტუკად იქცევა. ბუშტუკი მქავანაა. ზოგჯერ – სწორედ ქავილის გამო, ზოგჯერ კი თავისთავად ბუშტუკი სკდება და მის ადგილას ჩნდება წყლული, საიდანაც დის სეროზულ-ჰემორაგიული სითხე. წყლულის ირგვლივ ვითარდება შეშუპება და სიწითლე, რომელიც ზოგჯერ მოზრდილ არეს იკავებს. წყლული იფარება შავი ნეკროზული ქერქით. ქერქი ნახშირს ჰგავს, რის გამოც მას ანთრაქსი (ბერძ. ნახშირი) უწოდეს. წყლულის ირგვლივ ჩნდება მოწითალო-მოვარდისფრო შვილეული ბუშტუკები, რომლებიც, ძირითადი ბუშტუკის მსგავსად, წყლულდება. ეს წყლულის გაფართოებას იწვევს. კარბუნკულის დიამეტრმა შესაძლოა 8-15 სმ-საც კი მიაღწიოს. ციმბირის წყლულის კარბუნკული უმტკივნეულოა, ამიტომაც ხალხმა დაავადებას “ბედნიერი” უწოდა. განასხვავებენ დაავადების ორ კლინიკურ ფორმას: კანისას (ლოკალურს, ადგილობრივს) – გვხვდება შემთხვევათა 98%-ში – და სეპტიკურს (გენერალიზებულს). ეს უკანასკნელი გაცილებით იშვიათია. კანის ფორმა ათიდან 8 შემთხვევაში მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, მხოლოდ 20%-ში გვხვდება მძიმე მიმდინარეობა. კანის ფორმის დროს ქირურგიული ჩარევა ნაჩვენები არ არის. მკურნალობა კომპლექსურია. იყენებენ ჯილეხის საწინააღმდეგო ჰეტეროგენულ გლობულინს, ანტიბიოტიკებს (პენიცილინის, ცეფალოსპორინების ჯგუფი). მძიმე და გენერალიზებული ფორმის შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია. ინფექციურ-ტოქსიკური შოკის დროს რეკომენდებულია ჰორმონოთერაპია. ლოკალური ფორმის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა, გენერალიზებულის შემთხვევაში კი გამოჯანმრთელება იშვიათია.

პროფილაქტიკური ღონისძიებები

დაავადებასთან საბრძოლველად სამედიცინო და ვეტერინარული სამსახურები კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებენ. ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის მიზანია ინფექციის წყაროს გამოვლენა, კერების აღრიცხვა, ცხოველთა აცრა, ზედამხედველობა ხორცისა და ცხოველთა ნედლეულის დამზადებაზე, შენახვასა და ტრანსპორტირებაზე, დაღუპულ პირუტყვთა გაუვნებლებასა და სპეციალური სამარხების მოწყობაზე. ჯილეხის მხრივ საეჭვო და ჯილეხიან ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი პირები 8-10 დღით იზოლირებულნი უნდა იყვნენ. საავადმყოფოდან გაწერა შეიძლება ქერქის მოშორებისა და დანაწიბურების შემდეგ. მათ, ვინც რისკჯგუფში შედის, საპროფილაქტიკოდ პირველი 5 დღის განმავლობაში უკეთებენ ჯილეხის საწინააღმდეგო გლობულინს. ჯილეხის პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარიულ-საგანმანათლებლო მუშაობას ანუ მოსახლეობის ინფორმირებას. დაავადებული პირუტყვის ხორცის განზრახ გაყიდვა ისჯება კანონით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მადის დაქვეითების 5 მარტივი გზა – “ოქროს“ რჩევები გიორგი ღოღობერიძისგან

დიეტის დროს, როგორც წესი, ყველაზე რთული შიმშილის შეგრძნების და მადის დათრგუნვაა. წარმოგიდგენთ ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევებს, რომლებიც სწორედ მაგის დაქვეითებაში დაგეხმარებათ.

„ძალიან ბევრი ადამიანისთვის მადის დაქვეითება დიდ პრობლემას წარმოადგენს. მინდა გაგიზიაროთ 5 მარტივი გზა, თუ როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა“ – განაცხადა ღოღობერიძემ „მთავარი დიაგნოზის“ ეთერში.

მიიღეთ ცილებით რაც შეიძლება მდიდარი საკვები: კვერცხი, ხორცი, ლობიო, ბარდა. როცა ცილით მდიდარ საკვებს მიირთმევთ, კუჭის ენდოკრინული უჯრედები აღარ გამოიმუშავებენ ე.წ. შიმშილის ჰორმონს, გრენილს. როცა ის გამოიყოფა, ადამიანის ჰიპოთალამუსი ტოვებს განცდას, რომ გშიათ. ცილოვანი საკვები მიღებისას გრენილის დონე ძალიან დაბალია და შეიძლება მთელი დღის განმავლობაში აღარ მოგშივდეთ.

მიიღეთ ცელულოზით, იგივე ბოჭკოთი მდიდარი საკვები: ეს ნივთიერება ბევრია ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულში. როცა ცელულოზით მდიდარ საკვებს იღებთ, სხეული მას დიდი ხნის განმავლობაში ინელებს. ჩვენ არ გაგვაჩნია ფერმენტები, რომლებიც უშუალოდ ცელულოზას შლიან, სანამ ის მსხვილ ნაწლავს არ მიაღწევს. იქ კი ბაქტერიების მიერ მოინელება. მანამდე ეს საკვები სხეულში პრაქტიკულად არ შეიწოვება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ დანაყრების შეგრძნება გექნებათ, მაგრამ წონაში არ მოიმატებთ. გარდა ამისა, ასეთი საკვები სისხლში ინსულინის დონეს მკვეთრად არ ზრდის. ეს კიდევ ერთი პლუსია, რადგან ინსულინის შედეგად კანქვეშა ცხიმოვანი ფენა იზრდება. ნაკლები ინსულინი ნაკლები მიდრეკილებაა წონის მატებისკენ.

საკვები რაც შეიძლება ნელა მიირთვით და მცირე ულუფებით: ამ შემთხვევაში საკვები ასწრებს წვრილ ნაწლავამდე მისვლას, სადაც დანაყრების ჰორმონი, ლეპტინი გამოიყოფა. რაც უფრო ნელა ჭამთ, ლეპტინის რაოდენობა თანდათან მოიმატებს და დანაყრების შეგრძნებაც გაჩნდება. როცა სწრაფად ჭამთ, სანამ მიხვდებით, რომ მაძღარი ხართ, ორგანიზმი უკვე გადაჯერებულია კალორიებით. სხეულს მოუწევს ამ კალორიების ათვისება და თქვენც წონაში იმატებთ. გააგრძელეთ კითხვა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

პანდემიის შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ბავშვებში თავის ტვინის აბსცესის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, აშშ-ში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, 18 ადრე თავის ტვინის აბსცესის კონტროლი
გაიზარდა.
აბსცესი ჩვეულებრივ მოჰყვება რესპირატორულ ინფექციას – მათ შორის COVID-19-ს, გრიპს ან სინუსიტს – რაც ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას. თავის ტვინის აბსცესები, მაგრამ ძლიერია. ეს არის ინფექცია ტვინში, რომელიც იწვევს ბაქტერიებით ან სოკოებით, როგორც წესი, თავის ტვინში სხვა სახის წარმოქმნილი მსგავსი პნევმონიისგან, სისხლის მიმოქცევის საშუალებით ან ყურებში, კბილებში და სინუს წარმოქმნილი ინფექციების შიგნით. ამ ჩირქით სავსე ჯიბეებს შეუძლია ზეწოლა მოახდინოს ქსოვილზე და შეწყვიტონ სისხლის მიმოქცევა. აბსცესებმა შეიძლება გამოიწვიოს ზიანი და, მძიმე წონა, ფატალურიც იყოს, ამიტომ მათ სწრაფად ბრძოლა საჭირო ანტიბიოტიკებით და, ცალკეულ შემთხვევებში, საკვალიფიკაციო ჩარევით.

2020 წლის მარტი მსოფლიოს COVID-19 პანდემია დაატყდა თავს და მსოფლიოს მათ ქვეყნებმა დაიწყეს შემუშავების გავრცელება, მათ შორის მათ შორის პირბადე ტარება, რესპირატორების გამოყენება, ადამიანთა კონტაქტის შესამცირებლად „ლოქდაუნების“ დაწესება და სხვა. მრავალი თვის განმავლობაში დაავადება შემცირდა. მაგალითად, გრიპის რამდენიმე მკვეთრად შემცირდა, ისევე როგორც რესპირატორულ – სინციტიალური ვირუსის (RSV) შედეგები. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, აბსცესის ყოველთვიური შემთხვევები 2020 წლის მაისიდან საბაზისო მაჩვენებლის ქვემოთ იყო და ასე ბოლოს 2021 წლის მაისამდე. თუმცა, ამის შემდეგ აბსცესის შემთხვევებმა აღმასვლა დაიწყეს და პანდემიამდე პერიოდში გრძელდება ძლიერი გასცდა.

„COVID-19-ის გამოქვეყნდა დაწესებული შეზღუდვები, ბოლო რამდენიმე წელი მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ დავინახეთ რესპირატორულ – სინციტიალური ვირუსისა და გრიპის სიხშირის და ზემოქმედების მნიშვნელოვანი ზომა. ეს კარგი იყო, მაგრამ ასევე ნიშნავდა, რომ ადამიანი არ იძენდა ე.წ. „კოლექტიურ იმუნიტეტს“ სხვა ვირუსების მიმართა“, – განაცხადა ბოსტონის უნივერსიტეტის ინფექციურმა ექსპერტმა.
კრისტოფერ გილმა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში განცხადებები, რომ გააგრძელებენ აბსცესის შედეგებს მონიტორინგს და ექიმებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ სიფხიზლე ზედაპირი აბსცესის ნიშნების მიმართ რესპირატორული მკურნალობისას გააჩნია.

უწყება გასცემს შექმნას, რომ ≤18 ასაკის ბავშვები ვაქცინაციები ჩაუტარდეთ, მათ შორის, გრიპის და COVID-19-ის მოწყობილობების ჩათვლით.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიამედიცინასაქართველო

სოფელი, რომელმაც საქართველო ,,ჟამიანობისგან” იხსნა

პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრს თუ გაივლით, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან სოფელ ანატორში აღმოჩნდებით. სოფელი კლდეებშია ნაკვეთი და ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს, ოდესღაც აქ ჩვეულებრივი ხევსურული სოფელი იყო, მანამ, სანამ გადმოცემის თანახმად XVIII საუკუნეში ,,ჟამმა“ არ გაწყვიტა.

ზუსტად არავინ იცის, რა დაავადებამ იმსხვერპლა ანატორელები, ხევსურებისთვის ეს ლეგენდა უბრალოდ ,,ჟამს“ უკავშირდება. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ,,ჟამი“ შავ ჭირს ნიშნავს. არ არის გამორიცხული, ეს მართლაც შავი ჭირი ყოფილიყო, მით უფრო, რომ სოფელ ანატორში ჩეჩენ-ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან, ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები კვეთდა ერთმანეთს და შესაძლოა მიმოსვლამ დაავადების გავრცელებას შეუწყო ხელი.

დასნეულებული ანატორელები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში და მორჩილად ელოდნენ სიკვდილს. ფიქრობდნენ, რომ ასე სხვებს დაავადებას არ გადასდებდნენ და სოფელს გადაარჩენდნენ. ზეპირი გადმოცემების მიხედვით, აკლდამაში ფანდურიც მიჰქონდათ და სიკვდილის სიმღერებს მღეროდნენ. მიდიოდნენ დედები ჩვილებით, მოხუცები, ახალგაზრდები, თეთრი ფიქალის თაროებზე წვებოდნენ და სიკვდილს ელოდნენ. ეგონათ თავგანწირვით სოფელს გადაარჩენდნენ. მაინც ვერ გადარჩა. ყველა დაიხოცა და მათი ძვლები დღემდე ნასოფლარის აკლდამაში ინახება.

ლეგენდის მიხედვით ,,ჟამიანობისას“ სოფელი ჩაკეტეს. კოშკიდან  შეიარაღებულები დარაჯობდნენ ანატორს, გადაწყდა ესროლათ ყველასთვის, ვინც გაქცევას დააპირებდა და „ჟამის“ გავრცელების საფრთხეს შეუქმნიდა სხვა სოფლებსაც. ხევსურეთში სიამაყით გიამბობენ, რომ ანატორში ტყვია არავისთვის უსვრიათ. არავინ გაქცეულა და სოფელმა დანარჩენი საქართველო ,,ჟამისგან” იხსნა.

აკლდამაში მონეტები, ლითონის სამკაულები, ისრისპირები და ხის ჭურჭელია აღმოჩენილი. აკლდამებში დამარხვა წესად მთელ ხევსურეთში ჰქონიათ XX საუკუნემდე. აკლდამებს ნახავთ მუცოშიც.

აკლდამა მუცოში/გვანცა ფარქოსაძის ფოტო

,,ჟამისგან“ ამოწყვეტილ ანატორში სისაურებს და ჭინჭარაულებს უცხოვრიათ. პირაქეთი ხევსურეთის ლიკოქის ხეობაში მოსახლე ლიკოქელები თავს ანატორელების შთამომავლებად მიიჩნევენ.

ღია მუზეუმი – ანატორის აკლდამები ყველა მნახველისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ იდუმალ, დაცარიელებულ სოფელში აკლდამების სამხრეთ-დასავლეთით მთის ციცაბო კალთაზე, IX-X საუკუნეებში აგებული მარიამწმიდის ეკლესიაც დგას. შენობა ძალიან დაზიანებულია, სარკმლიდან ჩანს, რომ საკურთხევლის იატაკი თეთრი ფიქალითაა ნაგები. ხევსურებს ეს ადგილი „მკვრივ“, ანუ შეუვალ ადგილად აქვთ გამოცხადებული. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიას ტაბუ ადევს და შესვლა თემის წესებით ყველასთვის აკრძალულია.

ანატორის თვითდამარხვის ფენომენი დღემდე შეუსწავლელია. სოფელში აღმოჩენილია ბანურსახურავიანი, ოთხკუთხა და სამაროვანი ნაგებობები, ზემოხსენებული აკლდამა და მარიამწმიდის ეკლესია. ანატორის აკლდამა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ამერიკელი მეცნიერების გამოგონება ხელოვნური სიცოცხლის შექმნის შესაძლებლობას ზრდის

ამერიკელმა მკვლევარებმა შეიმუშავეს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ დნმ-ს და შეუძლია შექმნას სრულიად ახალი, სინთეზური ცილები.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომი მეცნიერებს უფრო მეტად აახლოვებს ლაბორატორიაში დიზაინერი პროტეინების შექმნასთან.

კალიფორნიის Scripps Research Institute -ის ქიმია-ბიოლოგის – ფლოიდ როსბერგის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივი დნმ-ის გენეტიკური კოდის გაფართოვება შესაძლებელი იყო ოთხივე სახის აზოტოვანი ფუძის, ე.წ. დნმ-ს ენის ასოების –  ადენინის, გუანინის, ციტოზინისა და თიმინის გარეშე.

2014 წელს, რომესბერგმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ე. კოლის ბაქტერიის შტამები, რომელიც შეიცავდა ორ არაბუნებრივ ქრომოსომას – X-ს და Y-ს.

უახლეს ნაშრომში რომსბერგის გუნდმა აჩვენა, რომ ამ ნაწილობრივად არაბუნებრივი სინთეზური ფორმის ე. კოლს ახალი პროტეინების შექმნისთვის ამ ჰიბრიდული გენეტიკური კოდისგან ინსტრუქციების მიღება შეუძლია.

,,ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უჯრედმა არა პროტეინის, ადენინის, გუანინის, ციტოზინისა და თიმინის გამოყენების, არამედ რაღაც სხვისი საშუალებით გადათარგმნა,”- განაცხადა რომსბერგმა. “მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი ცვლილებები ორგანიზმში ძალიან მცირე იყო, ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია. ეს არის სიცოცხლის პირველი ცვლილება,” – დასძინა მან.

ეს არის მიზანი, რომლისთვისაც რომსბერგი ბოლო 20 წლის მანძილზე მუშაობს. თუმცა, ცხოვრების ახალი ფორმების შექმნა არ არის მთავარი საკითხი. რომეშბერგის მიზანია, ამ გაფართოებული გენეტიკური კოდის გამოყენებით ახალი ტიპის პროტეინები შეიქმნას, რომელიც შესაძლებელია, დაავადების სამკურნალოდ იქნას გამოყენებული.

რომსბერგისთვის ცნობილია, რომ ნახევრად სინთეზური ორგანიზმების შექმნა შესაძლოა დაკავშირებული იყოს  ლაბორატორიის მიღმა ჰიბრიდული სიცოცხლის ფორმების გავრცელებასთან, თუმცა მათ მიერ გამოყენებული სისტემა ასეთ შესაძლებლობას ნაკლებ სავარაუდოს ხდის.

მაგალითად, ბუნებრივ დნმ-ში, ფუძის წყვილები ერთმანეთთან წყალბადის ატომების შეკავშირებით მიიზიდებიან. რომსბერგის X და Y ფუძეები მიიზიდებიან სრულიად განსხვავებულ პროცესის საშუალებით, რაც ხელს უშლის მათ შემთხვევით დაკავშირებას ბუნებრივ ფუძეებთან.

და რადგან უჯრედებს არ შეუძლიათ საკუთარი X-ს და Y-ის შექმნა გარკვეული ქიმიკატების გარეშე, ნახევრად სინთეზურ ორგანიზმებს არ შეუძლიათ ლაბორატორიის გარეთ ცხოვრება.

,,მათ არ შეუძლიათ გაქცევა. არანაირი ,,იურური პარკის” სცენარი არ არსებობს,” – განაცხადა რომსბერგმა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 18 19 20 21 22 95
Page 20 of 95