close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

ონკოლოგები: მცენარეული აბები ონკოპაციენტებისთვის საზიანოა

მცენარეულ აბებს ონკოლოგიური  პაციენტებისთვის სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლისაბონში გამართულ მკერდის კიბოს საერთაშორისო კონფერენციაზე ონკოლოგებმა განაცხადეს.მათი მტკიცებით, ზოგიერთი მცენარეული პრეპარატის ინგრედიენტმა შესაძლოა, სიმსივნური დაავადების მკურნალობის კურსს ხელი შეუშალოს.

გამოცემის ცნობით, ნივრის, ჯანჯაფილისა და გინგკო ბილობას შემცველი აბები მკერდის კიბოს მქონე პაციენტებში ჭრილობების შეხორცებას და დაზიანებული კანის აღდგენის პროცესს აფერხებს. ქირურგისა და პროფესორის, მარია კარდოსოს თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მცენარეული თერაპია მუშაობს.

ქირურგები მოუწოდებენ პაციენტებს, რომ ექიმს ყოველთვის ამცნონ, თუკი მცენარეული შემადგენლობის აბებს ან მალამოებს იყენებენ. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ მცენარეული პროდუქტების დიდ ნაწილს შეუძლია შეაფერხოს ან ხელი შეუშალოს ჰორმონალურ თერაპიასა თუ ქიმიოთერაპიის კურსს. ზოგიერთი მათგანი კი სისხლის შედედების პროცესს ახანგრძლივებს, რის გამოც ჭრილობები დროულად ვერ ხორცდება.

პროფესორ კარდოსოს თქმით, გასაკვირი არ არის, როცა კიბოს პაციენტები ალტერნატიულ მეთოდებს მიმართავენ, თუმცა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ მცენარეული თერაპიით შესაძლოა, ორგანიზმს სარგებელზე მეტად ზიანი მოუტანონ.

სრულად ნახვა
მედიცინატექნოლოგიები

კანადელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო შესაძლოა გადამდები იყოს

„კანადის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის“ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო შესაძლოა გადამდები იყოს. ინფორმაცია მათი კვლევის შესახებ ვებგვერბ wize.life-ზე გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორთა თქმით, რამდენიმე არაინფექციური დაავადება, მაგალითად, კიბო, ჭარბწონიანობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი შესაძლოა ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდეს.

ამ ჰიპოთეზას მეცნიერები მიკრობიომის გადაცემის შესაძლებლობით ხსნიან. მიკრობიომი არის ტრილიონობით მიკროორგანიზმის ერთობლიობა, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში, მათ შორის კანზე და შიდა ორგანოებში არსებობს. მიკრობიომში შედის არა მხოლოდ ბაქტერიები, არამედ სოკოვანი ინფექციები და ვირუსებიც. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორი ადამიანის კონტაქტის ან ერთ სივრცეში ყოფნის დროს მიკრობიომი შესაძლოა ერთი მათგანისგან მეორეზე გადავიდეს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და კიბოს „არაინფექციურად“ მიიჩნევს.

სრულად ნახვა
მედიცინა

რისი წვენი დაგეხმარებათ ძილის გაუმჯობესებაში. დიეტოლოგის რჩევა

ამერიკელმა ექიმმა-დიეტოლოგმა ჰოლი კლამერმა დაასახელა სასმელი, რომელიც ხელს უწყობს ღამის ძილის გაუმჯობესებას. ამის შესახებ Eat This, Not That!-ი წერს.

სპეციალისტის თქმით, ძილის ხარისხი გაუმჯობესდება, თუ ალუბლის წვენს რეგულარულად მიირთმევთ. „ძილის წინ ამ წვენის დალევა სწრაფად ჩაძინებაში დაგვეხმარება. საქმე იმაშია, რომ ალუბალი შეიცავს მელატონინს. ეს არის ჰორმონი, რომელიც ძილის ციკლის მოწესრიგებაში გვეხმარება“, – ამბობს კლამერი.

მისივე თქმით, ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც, 1 კვირის განმავლობაში მონაწილეების ნაწილი ალუბლის წვენს მიირთმევდა, ნაწილი კი – პლაცებოს. 7 დღის შემდეგ პირველი ჯგუფის მონაწილეებს ძილის ხარისხი შესამჩნევად გაუუმჯობესდა.

სრულად ნახვა
მედიცინა

მოწევაზე უარის თქმის შემთხვევაში მწეველის ფილტვებს აღდგენა შეუძლია

მწეველის ფილტვების უჯრედებს სიგარეტზე უარის თქმის შემდეგ აღდგენა შეუძლია. ამის შესახებ BBC ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფილტვის კიბოს გამომწვევი მუტაციები აქამდე პერმანენტულად ითვლებოდა მათ შორისაც კი, ვინც მოწევას თავს ანებებს. თუმცა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ მცირე რაოდენობის ფილტვების ჯანსაღ უჯრედებს ორგანოს აღდგენა შეუძლია. ეს ეფექტი იმ პაციენტებშიც დაფიქსირდა, ვინც მავნე ჩვევაზე უარის თქმამდე 40 წლის განმავლობაში დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწეოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ ახერხებს ფილტვების უჯრედების მცირე ნაწილი თამბაქოს მიერ მიყენებული ზიანისგან თავის არიდებას. სპეციალისტების თქმით, ეს უჯრედები თითქოს „ბირთვულ ბუნკერში“ იმყოფება.მაგრამ როცა ადამიანი მოწევას თავს ანებებენ სწორედ ისინი იწყებენ გამრავლებას და დაზიანებული უჯრედების ჩანაცვლებას.

შედეგად, ყოფილი მწეველების ფილტვების 40% ისე გამოიყურება, როგორც არამწეველების ფილტვები. მეცნიერების თქმით, ასეთი აღმოჩენა მათთვის დიდი სიურპრიზი იყო.

სრულად ნახვა
მედიცინა

რა გავლენას ახდენს ჩიფსი ადამიანის ჯანმრთელობაზე

მეცნიერებმა გაარკვიეს, რა გავლენას ახდენს ჩიფსი ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათი თქმით, ის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ზრდის და სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. ამის შესახებ გამოცემა Eat This, Not That! წერს.

კვლევა 11 წლის განმავლობაში ტარდებოდა და მასში 21 500 მოხალისე მონაწილეობდა. მონაწილეები 2 ჯგუფად დაყვეს: ერთი ნაწილი ხემსის სახით, ნატურალურ პროდუქტებს იღებდა (მარცვლეული, ხილი და რძის პროდუქტები), მეორე ნაწილი კი „სნექებს“, რომელიც დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს, როგორიცაა, კარტოფილის ჩიფსი.

კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც აშშ-ის კარდიოლოგიის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების რისკი 57%-ით მეტი სწორედ მონაწილეთა მეორე ჯგუფში დაფიქსირდა.

იმ ჯგუფში, რომელიც ხემსისთვის ჯანსაღ პროდუქტს ირჩევდა, დაბალი იყო არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადების, არამედ კიბოს განვითარების რიკსიც.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ იინგ ლის განმარტებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის ტიპი, არამედ მისი მიღების დროც. კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებში, რომლებიც სახამლების შემცველ პროდუქტებს მთავარი კვების შემდეგ იღებენ. „თუ თქვენს სადილში დიდი რაოდენობით შაქარი და ცხიმია, ამ შემთხვევაში, სადილის შემდეგ მიღებული ჩიფსი სისხლში შაქრის დონის ნორმაში მოყვანას რამდენიმე საათის განმავლობაში უშლის ხელს. ეს კი გულსა და სისხლძღარღვებზე დატვირთვას ზრდის“, – განმარტავს პროფესორი.

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა პროსტატის კიბოს დასადგენად 94%-ით ზუსტი სისხლის ტესტი შექმნეს  

მეცნიერებმა პროსტატის კიბოს დასადგენად სისხლის ახალი ტესტი შექმნეს, რომლის სიზუსტე 94%-ია.
საიმპერატორო კოლეჯთან და აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტთან (UEA) თანამშრომლობით, Oxford BioDynamics-მა აღმოაჩინა, რომ ტესტის სტანდარტულ პროსტატის სპეციფიკურ ანტიგენის ტესტთან (PSA) კომბინირებისას, უფრო მეტი შემთხვევის გამოვლენა იყო შესაძლებელი.
ჟურნალ Cancers-ში გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებში მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ PSA ტესტი საკმარისად ზუსტი არ არის. შედეგად, დაფიქსირდა პროსტატის არასაჭირო ბიოფსიის არაერთი შემთხვევა მამაკაცებში, რომლებსაც კიბო არ ჰქონდათ.
147 პაციენტზე ჩატარებულმა საპილოტე კვლევამ ახალი ტესტი შეაფასა და დაასკვნა, რომ მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დაავადების დიაგნოზირება. მკვლევარების გუნდმა დაასკვნა, რომ ტესტის სიზუსტე 94%-ს შეადგენდა.
ახალი ტესტი არა მხოლოდ ძალიან ზუსტი, არამედ სწრაფი, მინიმალურად ინვაზიური და იაფია. კვლევის შემდეგ ეტაპზე ტესტს გამოიყენებენ მამაკაცთა იმ ჯგუფზე, სადაც კიბოს სტატუსი უცნობია.
პროსტატის კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც პროსტატის უჯრედები უკონტროლო გზით იწყებენ ზრდას. ზოგიერთ შემთხვევაში, ის შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და გავრცელდეს სხეულის სხვა უბნებზე, რაც საჭიროებს მკურნალობას. პროსტატის კიბო ყოველთვის სიმპტომებს არ იწვევს, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია ტესტირება. ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს საშარდე გზებთან დაკავშირებული პრობლემები, ბარძაყის ან მენჯის ტკივილის, ერექციის პრობლემები, შარდში ან სპერმაში სისხლი ან წონაში უმიზეზოდ კლება.
პროსტატის კიბო, ძირითადად, 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში გვხვდება, რისკი იზრდება ასაკთან ერთად. მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკაც.
„ამჟამად არ არსებობს ერთი ტესტი პროსტატის კიბოსთვის, მაგრამ PSA სისხლის ტესტები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოიყენება, ფიზიკურ გამოკვლევებთან, MRI სკანირებასთან და ბიოფსიასთან ერთად. თუმცა, PSA სისხლის ტესტები ჩვეულებრივ არ გამოიყენება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის, რადგან შედეგები შეიძლება არასანდო იყოს. პროსტატის კიბო იმ ადამიანების მხოლოდ მეოთხედს უდასტურდება, რომლებსაც ბიოფსია PSA-ს მომატებული დონის გამო უტარდებათ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა სურვილი, რომ შეიქმნას ახალი სისხლის ტესტი უფრო დიდი სიზუსტით“, – აცხადებს ნორვიჩის სამედიცინო სკოლის პროფესორი დიმიტრი ფშეჟეცკი.
მისი თქმით, ახალი ტესტი იძლევა პროსტატის კიბოს სწრაფ და ზუსტ დიაგნოზს, რაც როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სკრინინგის მიზნით რეალურ სარგებელზე მიუთითებს.

სრულად ნახვა
მედიცინა

რაც უფრო ცოტა ხანს გვძინავს, მით მეტი ტვინის უჯრედი იღუპება – რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი

ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ძილის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ არის ძილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი.

„ძილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ შეინარჩუნოს ჩვენი ტვინის უჯრედები და ტვინის მუშაობა. თუ ნორმალურად არ ისვენებს ორგანიზმი, თუ გადაღლილია და დღე-ღამეში მინიმუმ 6 საათი არ სძინავს, ითვლება, რომ უფრო მეტი ტვინის უჯრედი იღუპება, ვიდრე საჭიროა, ამიტომაც ძილი ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამბობს ელენე გიორგაძე.

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

რა ზიანს აყენებს თამბაქო თქვენს ორგანიზმს

ნიშვნელობა არ აქვს, რა სიხშირით ეწევით, მოწევა თქვენს ჯანმრთელობას მრავალ პრობლემას უქმნის. როდესაც სიგარეტს დიდი ხნის მანძილზე არ მიიღებ, ხდები აღელვებული და გაღიზიანებული. ამ სიმპტომებზე პასუხისმგებელი ნიკოტინია. მოწევა მნიშვნელოვნად ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც უამრავი ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს.

  • ყვითელი ან ყავისფერი ლაქები კბილებზე დიდი ხნის მანძილზე რეგულარული მოწევის შედეგია. თამბაქოს მოხმარება ასევე ზრდის პირის ღრუში ინფექციის გაჩენის რისკს. ამან შესაძლოა კბილის დაკარგვაც გამოიწვიოს.
  • მწეველები ხშირად ავადდებიან ბრონქიტით. ბრონქების ანთებითი დაავადება განსაკუთრებით მწეველ მოზარდებშია გავრცელებული. თამბაქოს პროდუქტის ხელში დაჭერა ფრჩხილებისა და თითების გაყვითლებას იწვევს.
  • მოწევა ის ერთერთი ჩვევაა, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს გულის დაავადების განვითარებაში. ორივე, რეგულარული და იშვიათი მწეველებიგულის შეტევის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგანან.

წყარო:  Harvard business review

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერები მუშაობენ რევოლუციურ აბზე, რომელმაც შესაძლოა ინსულინის ინექცია ჩაანაცვლოს

კანადაში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის (UBC) მკვლევრებმა შეიმუშავეს ინსულინის აბი, რომლის პერორალურად მიღებაა შესაძლებელი – მეთოდის ეფექტი ისეთივეა, როგორიც ინექციის შემთხვევაში.

იმისათვის, რომ ინსულინმა გლუკოზაზე ეფექტიანად იმოქმედოს, მან სწრაფად უნდა მიაღწიოს ღვიძლს. ორალური მეთოდით მიღებულ ინსულინს ორგანომდე მისაღწევად შეიძლება ორი-ოთხი საათი დასჭირდეს, რაც საკმაოდ დიდი დროა. ინექციურ ინსულინს ღვიძლში მოხვედრა მიღებიდან დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში შეუძლია და ის ორგანოში ორი-ოთხი საათის განმავლობაში რჩება.

ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტაბლეტები, რომელთაც ღვიძლამდე მისაღწევად საინექციო ინსულინის მსგავსი დრო სჭირდება. აბები პირის ღრუში იხსნება და ლოყების შიდა მხარეს არსებული გარსის მიერ ათვისების შემდეგ ინსულინი, კუჭის გვერდის ავლით, პირდაპირ ღვიძლს მიეწოდება. ამ გზით კი დრო და ინსულინის რაოდენობა იზოგება.

მეცნიერებმა აბები ცხოველებზე წარმატებით გამოცადეს, ამჟამად კი კლინიკური ტესტირებისთვის ემზადებიან.

სრულად ნახვა
მედიცინა

ისტორიაში პირველად ადამიანს ხელოვნური სისხლი გადაუსხეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად ადამიანს ხელოვნური სისხლი გადაუსხეს. ლაბორატორიაში გამოყვანილი ერითროციტები ორმა ჯანმრთელმა მოხალისემ მიიღო. ტექნოლოგიის კლინიკური ცდები პროექტ Restore-ის ფარგლებში მიმდინარეობს.

ერითროციტები დონორთა ბაზიდან აღებული სისხლის ნიმუშებიდან გამოიყვანეს. პირველ ეტაპზე ბიომასალისგან ღეროვანი უჯრედები გამოყვეს, შემდეგ ეტაპზე კი მათი დიფერენცირება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივისგან განსხვავებით, ხელოვნური ერითროციტები ახალგაზრდაა – დონორთა სისხლში სხვადასხვა ასაკის უჯრედებია.

ხელოვნური ერითროციტების გადასხმა ანემიისა და სისხლის სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი.

სრულად ნახვა
1 25 26 27 28 29 95
Page 27 of 95