close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

წამალი, რომელიც პარკინსონის პროგრესირებას ანელებს? — ახალი კვლევის შედეგები

პარკინსონი პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს აქვს. მისი განკურნების მეთოდი ჯერ არაა შემუშავებული, სიმპტომები კი კანკალს, შენელებულ მოძრაობას, ბალანსის დაცვისა და მეტყველების პრობლემებს მოიცავს, რაც დროთა განმავლობაში უარესდება.

ახალი კვლევა ასეთი პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან მეცნიერთა მიერ გამოცდილმა პრეპარატმა პარკინსონთან ასოცირებული გართულებული მოძრაობის პროგრესირება გარკვეულწილად შეანელა. ეს მედიკამენტი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, GLP-1 რეცეპტორის გამააქტიურებელი ფარმაკოლოგიური საშუალებების ტიპს მიეკუთვნება და ნეირონების დაცვის პოტენციალი აქვს.

ესაა ლიქსისენატიდი, რომელიც Adlyxin-ისა და Lyxumi-ს ბრენდის სახელით იყიდება. კლინიკურ კვლევაში პარკინსონის ადრეული სტადიის მქონე 156 ადამიანი ჩართეს, რომელთა ნაწილსაც ამ პრეპარატს აძლევდნენ (ინიექციის სახით), ნაწილს კი — პლაცებოს. ერთ წელში პირველ ჯგუფში შემავალი პაციენტების მდგომარეობის ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, მეორე ჯგუფისგან განსხვავებით, მოძრაობის პრობლემები არ გართულებიათ.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ეფექტი ძნელად შესამჩნევია და მხოლოდ პროფესიონალების მიერ შეიძლება, გამოვლინდეს. ამისთვის სპეციალისტებმა პაციენტებს რამდენიმე დავალება მისცეს, მაგალითად, მათ წინ უნდა გაევლოთ, ფეხზე ამდგარიყვნენ, ხელები აემოძრავებინათ და ა.შ.

მეცნიერების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დაავადება ნელა პროგრესირებს, არაა გამორიცხული, დამატებით 1 წელში მედიკამენტის დადებითი გავლენა უფრო კარგად გამოჩნდეს. ისინი ამბობენ, რომ ეს პირველი ასეთი “მკაფიო” შედეგია, რომელიც ნეიროდამცველობითი ეფექტით შეიძლება, აიხსნას. ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ის ექსპერტებისგან მსგავს შეფასებას ჯერ, ალბათ, ვერ მიიღებს.

რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებებს, ყველაზე მეტად ეს იყო თავბრუსხვევა, გულისრევა და გულძმარვა. ასევე, კვლევის საკმაოდ ბევრ მონაწილეს წონის კლებაც დაუფიქსირდა. მეცნიერები ამბობენ, რომ პარკინსონის სამკურნალოდ ამ მედიკამენტის გამოსაყენებლად კიდევ ბევრი ცდის ჩატარებაა საჭირო, რათა მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დავრწმუნდეთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში New England Journal of Medicineგამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

როგორ შევამციროთ ქოლესტერინის დონე წამლების გარეშე – 5 რჩევა

ქოლესტერინი ხშირად აღიქმება როგორც მავნე ნივთიერება, რომლის დონეც სისხლში უნდა შემცირდეს. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივი არ არის. ქოლესტერინი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის: ის ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების შექმნას, ეხმარება ნერვულ სისტემას და ასევე მონაწილეობს ჰორმონებისა და D ვიტამინის გამომუშავებაში. პრობლემები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დარღვეულია ბალანსი “კარგ” და “ცუდ” ქოლესტერინს შორის.

პრობლემა ის არის, რომ თავად ქოლესტერინი ვერ შედის ორგანიზმის უჯრედებში, რადგან წყალში არ იხსნება. მისი ტრანსპორტირება მოითხოვს სპეციალურ ცილებს, რომლებიც ქმნიან ლიპოპროტეინებს. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL) ცნობილია როგორც “ცუდი” ქოლესტერინი, რადგან ისინი ტოვებენ მავნე ნივთიერებებს სისხლძარღვების კედლებზე. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (HDL), მეორეს მხრივ, განიხილება “კარგი” ქოლესტერინი, რადგან ის ეხმარება ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმისა და ქოლესტერინის ამოღებას.

ქოლესტერინის დაქვეითება ხშირად მოითხოვს სტატინების გამოყენებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათ აქვთ გვერდითი მოვლენები, მათ შორის დიაბეტის გაზრდილი რისკი. ექიმები გვირჩევენ, სანამ მედიკამენტების მიღებას დაიწყებდეთ, ეცადეთ ქოლესტერინი ბუნებრივად შეამციროთ. ქოლესტერინის დაახლოებით 20% მოდის საკვებიდან და ეს არის ის, რისი კონტროლიც შეგვიძლია.

5 მარტივი ნაბიჯი ჯანმრთელობისთვის

1. მიირთვით შვრია: ის შეიცავს ბეტა-გლუკანს, ბოჭკოს, რომელიც ქოლესტერინს შლის და გამოდევნის მას ორგანიზმიდან. შვრიის ფაფის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება შეამციროს “ცუდი” ქოლესტერინის დონე 8-23%-ით.2. ჩართეთ რაციონში კვერცხი და ჯანსაღი იოგურტი: ეს საკვები მდიდარია ნუტრიენტებით და შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობა. საკვებიდან მიღებული ქოლესტერინი ყოველთვის საზიანო არ არის – მთავარია ბალანსის დაცვა.3. დალიეთ პომიდვრის წვენი: პომიდვრის წვენი მდიდარია ლიკოპენით, ანტიოქსიდანტით, რომელიც იცავს გულსა და სისხლძარღვებს. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს “ცუდი” ქოლესტერინის დონის შემცირებას და აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიკურობას.4. არ თქვათ უარი ცხიმებზე: ცხიმების სრულად ამოღებამ რაციონიდან, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ჭარბი სინთეზი. მნიშვნელოვანია ბალანსის შენარჩუნება ზომიერად, სწორი ცხიმების მიღებით.5. დაამატეთ ტაურინის შემცველი საკვები თქვენს რაციონში: ტაურინი, რომელიც გვხვდება ტუნასა და ფრინველის მუქ ხორცში, ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას, უჯრედის მემბრანების სტაბილიზაციას და აუმჯობესებს ქოლესტერინის საერთო პროფილს.ამ მარტივი რეკომენდაციების დაცვით, შეგიძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა მედიკამენტების გამოყენების გარეშე. ქოლესტერინის ბუნებრივად შემცირება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ უფრო უსაფრთხოც.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

„მეცნიერებმა დაადასტურეს ორსულობის დროს პლასტმასის არსებული ქიმიკატების ზემოქმედება შეიძლება ბავშვის აუტიზმის გამომწვევი მიზეზი იყოს“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი,გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგებს ეხმიანება – აღნიშნული კვლევით, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ორსულობის დროს პლასტმასაში არსებული ქიმიკატების ზემოქმედება შეიძლება ბავშვის აუტიზმის გამომწვევი მიზეზი იყოს.

როგორც გიორგი ფხაკაძე წერს, საქართველოში პლასტმასის ბოთლებისა და გადამუშავებული საკვების მოხმარება ძალიან მაღალია, რაც შესაძლოა ბავშვებში ნეიროგანვითარების პრობლემების ზრდას უწყობდეს ხელს:

გიორგი ფხაკაძე მკითხველს ასევე უზიარებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან BPA-ს [ პლასტმასის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქიმიკატი] მავნე ზემოქმედება.

„მეცნიერებმა დაადგინეს: პლასტმასაში არსებული ქიმიკატები შესაძლოა აუტიზმის რისკს ზრდიდეს! ახალი სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ორსულობის დროს დედის ორგანიზმში დაგროვილი ბისფენოლ A (BPA) – პლასტმასის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქიმიკატი – შესაძლოა პირდაპირ იყოს დაკავშირებული ბავშვის აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ASD) განვითარებასთან, განსაკუთრებით ბიჭებში.

საქართველოში, სადაც პლასტმასის ბოთლებისა და კონტეინერების გამოყენება ყოველდღიურობის ნაწილია, ეს მიგნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია! ბისფენოლ A (BPA) და მისი გავლენა ნერვულ განვითარებაზე: BPA არის ქიმიური ნაერთი, რომელიც გამოიყენება პლასტმასის ბოთლებში, საკვების შეფუთვებში, კონსერვის ქილებში და თერმული ქაღალდის ქვითრებში.

კვლევებმა აჩვენა, რომ BPA-ს შეუძლია შეაღწიოს ორგანიზმში საკვებით, სასმელით და კანიდან შეხების გზით. BPA მოქმედებს როგორც ენდოკრინული სისტემის დამრღვევი, რაც ნიშნავს, რომ ის შეიძლება ჩაერიოს ჰორმონების ბალანსში, განსაკუთრებით ნაყოფის განვითარებისას.

კვლევის შედეგები: BPA-სა და აუტიზმის კავშირი: მკვლევრებმა ავსტრალიის Florey Neuroscience Institute-დან აღმოაჩინეს, რომ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში დედის ორგანიზმში BPA-ს მაღალი დონე პირდაპირ კავშირშია ბავშვებში აუტიზმის განვითარებასთან.

კვლევა ეფუძნება Barwon Infant Study (ავსტრალია) და Columbia Center for Children’s Environmental Health (აშშ)-ის მონაცემებს. ბიჭებში, რომელთა დედებს ორსულობისას BPA-ს მაღალი დონე აღენიშნებოდათ, 3.5-ჯერ უფრო ხშირად გამოვლინდა აუტიზმის ნიშნები 2 წლის ასაკში და უფრო მაღალი იყო აუტიზმის დიაგნოზის მიღების ალბათობა 11 წლის ასაკში. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ BPA ამცირებს არომატაზას (Aromatase) აქტივობას – ეს არის ფერმენტი, რომელიც საჭიროა ტესტოსტერონის ნეიროესტროგენად გარდასაქმნელად. ეს პროცესები მნიშვნელოვანია ტვინის სწორი განვითარებისათვის და მათი დარღვევა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც აუტიზმის რისკს ზრდის!

ორსულობის პერიოდში რომელი პროდუქტები უნდა ავირიდოთ? პლასტმასის ბოთლებში შენახული წყალი და სასმელები – მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, BPA შეიძლება გადანაცვლდეს სითხეში. კონსერვირებული საკვები ლითონის ქილებში – შესაძლოა შეიცავდეს BPA-ს, რომელიც ნელ-ნელა გადადის საკვებში.

თერმული ქაღალდის ქვითრები (სალაროს ჩეკები) – უმჯობესია, ხელით შეხებისას არ ვიკვნიტოთ თითები, რადგან ეს ქიმიკატები მარტივად გადადის ორგანიზმში. სწრაფი კვების შეფუთვა – ბევრი ასეთი შეფუთვა დაფარულია ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც საკვებში შეიძლება მოხვდეს.

გადამუშავებული და შეფუთული საკვები – შეიცავს კონსერვანტებს და ქიმიურ დანამატებს, რომლებიც ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. მიკროტალღურ ღუმელში პლასტმასის კონტეინერში გაცხელებული საკვები – სიცხის ზემოქმედებით, BPA საკვებში გადადის.

როგორ ავიცილოთ თავიდან BPA-ს მავნე ზემოქმედება?

შეამცირეთ პლასტმასის ბოთლებისა და ლითონის ქილების მოხმარება – უპირატესობა მიანიჭეთ მინის ან უჟანგავი ფოლადის ბოთლებს. არ გააცხელოთ საკვები პლასტმასის კონტეინერებში – სიცხის ზემოქმედებით BPA უფრო მარტივად გადადის საკვებში მოერიდეთ გადამუშავებულ პროდუქტებს – ხშირად გადამუშავებული საკვები შეიცავს BPA-ს, რაც ზრდის ორგანიზმში მისი დაგროვების რისკს.

გაითვალისწინეთ ორსულობის პერიოდში სწორი კვება – ექიმთან კონსულტაცია დაგეხმარებათ მავნე ქიმიკატების ზემოქმედებისგან თავის არიდებაში. შეამოწმეთ პროდუქციის ეტიკეტები – მოძებნეთ ეტიკეტი „BPA-Free“, რაც მიუთითებს, რომ პროდუქტი არ შეიცავს ამ მავნე ქიმიკატს. გიორგი ფხაკაძის კომენტარი: „BPA-ს გავლენა ბავშვის ნერვულ განვითარებაზე უნდა იყოს მნიშვნელოვანი საკითხი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის! საქართველოში პლასტმასის ბოთლებისა და გადამუშავებული საკვების მოხმარება ძალიან მაღალია, რაც შესაძლოა ბავშვებში ნეიროგანვითარების პრობლემების ზრდას უწყობდეს ხელს.

ორსულობის პერიოდში სწორი კვება და მავნე ქიმიკატებისგან თავის არიდება ერთერთი მთავარი პრევენციული ზომაა! ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ეს რისკები ცნობიერების ამაღლებით და სწორი არჩევანის გაკეთებით – ეს არის ის, რაც საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ უნდა მოაქციოს ყურადღების ცენტრში!“

ძირითადი გზავნილი: BPA შესაძლოა ზრდიდეს აუტიზმის რისკს, განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში! პლასტმასის ბოთლების, ლითონის ქილების და გადამუშავებული საკვების შეზღუდვა ამცირებს მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას! განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ორსულებს – ჯანსაღი კვება და ქიმიკატებისგან დაცვა აუცილებელია ნაყოფის ჯანმრთელი განვითარების უზრუნველსაყოფად!“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

17 წლის ბიჭს მუცლიდან არდაბადებული ტყუპისცალის წონით 15 კგ სხეულის ნაწილები ამოუღეს, რომლებიც იზრდებოდნენ მის სხეულში

ინდოეთში 17 წლის ბიჭს ოპერაცია გაუკეთეს და მუცლიდან მისი არდაბადებული ტყუპი ძმის სხეულის ნაწილები ამოუღეს. ამის შესახებ The Indian Express იტყობინება.

როგორც მედია იტყობინება, დაბადებიდან მოზარდის სხეულში ტყუპი ძმის ფეხები, დუნდულები და სასქესო ორგანოები იყო განთავსებული, რომლებიც ექიმების თქმით, მას დედის მუცელში ყოფნის დროს შეერწყა. პარაზიტული ტყუპისცალის სხეულის ნაწილები დაახლოებით 15 კილოგრამს იწონიდა. ისინი იზრდებოდნენ ახალგაზრდა პაციენტთან ერთად.

ამავდროულად, პაციენტის ნაწლავები და შარდის ბუშტი ნორმალურად მუშაობდა, მაგრამ მას მუცელში მუდმივი ყრუ ტკივილი აწუხებდა. ოპერაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ექიმებმა გამოაცალკევეს ტყუპების შეერთებული სისხლძარღვები და ნერვიული ქსელები, აგრეთვე მათი საერთო ქსოვილები გულმკერდის კედელში, ნაწლავებსა და ღვიძლში.

მოზარდი ოპერაციის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელდა. მეორე დღეს მას უკვე შეეძლო ჭამა. მეოთხე დღეს უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. „არ შემეძლო სადმე გამგზავრება და ფიზიკური დატვირთვა. ახლა ჩემს წინაშე ახალი სამყარო გაიხსნა. იმედი მაქვს, სწავლას დავიწყებ და სამსახურს ვიშოვი“, – ამბობს წარმატებული ოპერაციის შემდეგ 17 წლის ბიჭი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა დაუნის სინდრომის მქონე პირებში დამატებითი ქრომოსომის გაქრობის გზას მიაგნეს

დაუნის სინდრომი მაშინ ყალიბდება, როცა ადამიანს დამატებით ერთი ქრომოსომა აქვს 21-ე წყვილში და ეს 700-დან ერთ შემთხვევაში ხდება. მართალია, ამ მდგომარეობის დიაგნოზს განვითარების ადრეულ ეტაპზევე ადგენენ, მაგრამ ამჯერად მკურნალობის მეთოდი არ არსებობს… ახლა კი მეცნიერები მეტად დამაიმედებელ კვლევას გვიზიარებენ. 

მკვლევრები გენის რედაქტირების გზებს შეისწავლიან, რათა ტრისომიას უჯრედულ დონეზე გაუმკლავდნენ. შედეგები კი ასეთია — CRISPR-Cas9-ის გამოყენებით დაუნის სინდრომის უჯრედულ ხაზებში 21-ე ქრომოსომის დამატებითი ასლები წარმატებით ამოიღეს და ჩვეული გენის ექსპრესია აღადგინეს — ეს რევოლუციური ნაბიჯი გვეუბნება, რომ შემდგომი განვითარებით მსგავსი მიდგომა ნეირონებსა და გლიურ უჯრედებზე შეიძლება, გამოვიყენოთ, რაც პოტენციურ მკურნალობის საშუალებას წარმოადგენს აღნიშნული მდგომარეობის მქონე პირთათვის.

ამ ეტაპისთვის არსებული კონცეფცია მკვლევრებმა ლაბორატორიაში გაზრდილ უჯრედებზე გამოცადეს. კვლევაში მეცნიერებმა CRISPR-Cas9-ის გენის რედაქტირების სისტემა გამოიყენეს, რათა ტრისომია 21-იდან დამატებითი ქრომოსომა ამოეღოთ. ეს უჯრედები პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისა და კანის ფიბრობლასტებისგან შედგებოდა. მეცნიერებმა ტექნიკით დუბლირებული ქრომოსომის იდენტიფიცირება შეძლეს, რითაც უზრუნველყვეს, რომ მისი ამოღების შემდეგ, უჯრედი შეინარჩუნებდა ერთ ასლს თითოეული მშობლისგან და არა, ორ იდენტურს.

უჯრედის დნმ-ის აღდგენის ბუნებრივი მექანიზმების დათრგუნვით კი დამატებითი ქრომოსომის ამოღების ეფექტურობა გაზარდეს. შედეგად, ჩვეული გენის ექსპრესია აღადგინეს და უჯრედული ფუნქციონირებაც რედაქტირებულ უჯრედებში.

მართალია, კვლევა დამაიმედებელ შედეგებს გვთავაზობს, მაგრამ ჯერ არ არის მზად ცოცხალ ორგანიზმებში გამოსაცდელად. თუნდაც იმიტომ, რომ დარჩენილი ქრომოსომების შეცვლაც შეუძლია… მიუხედავად ამისა, მეცნიერების ვარაუდით, მომავალში ეს და სხვა მსგავსი კვლევები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის პოტენციური მკურნალობის გზას შემოგვთავაზებს.

წყარო : პრაიმტაიმი

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში სიმსივნის მკურნალობის ნოვატორულ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც არსებულ რადიოთერაპიას ჩაანაცვლებს

ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სიმსივნის მკურნალობის ნოვატორულ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც არსებულ რადიოთერაპიას ჩაანაცვლებს და სწრაფი მოქმედება ექნება – წერს BBC-ი.

მეცნიერების განცხადებით, ახალი მეთოდი ექიმებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი სიმსივნის სახეობას ებრძოლონ ნაკლები გვერდითი მოვლენების განვითარებით, რაც ჩვეულებრივი რადიოთერაპიის დროს შეუძლებელია.

„არის იმედი, რომ ამ მოწყობილობების საშუალებით ტვინის სიმსივნის რთული ფორმების განკურნება იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია სტატიაში.

ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია არის ადგილი, სადაც მეცნიერები ადრონული კოლაიდერის განვითარებაზე მუშაობენ, რომელიც ენერგეტიკული ნაწილაკების ყველაზე მძლავრი ამაჩქარებელია მსოფლიოში. დიდი ადრონული კოლაიდერი ზეგამტარი მაგნიტებისგან შემდგარი 27-კილომეტრიანი რკალია, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ მდებარეობს.

CERN-ის მთავარ მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს “ღმერთის ნაწილაკად” წოდებული ჰიგსის ბოზონი. ეს ელემენტარული ნაწილაკია, რომელიც გარკვეულწილად, სამყაროს რაობას ხსნის, თუმცა ბოლო წლებში CERN-ს ინტერესის ახალი ობიექტი აქვს – რადიოთერაპია, რომელსაც სიმსივნის მკურნალობის დროს იყენებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინარობოტექნიკატექნოლოგიები

BBC: შეძლებენ თუ არა რობოტები მოახდინონ რევოლუცია ონკოქირურგიაში?

გლაზგოში ქირურგებმა ჩაატარეს ოპერაცია ონკოპაციენტებზე რობოტის მეშვეობით, რომელსაც მოფერებით როქსის ეძახიან, – წერს BBC-ი.

გინეკოლოგ-ონკოლოგები როქსის ოთხი ხელის მეშვეობით, რომლებზეც ქირურგიული ინსტრუმენტებია მიმაგრებული, ურთულეს ოპერაციებს ასრულებენ.

ქირურგები, რომლებიც ოპერაციების დროს რობოტებს იყენებენ აცხადებენ, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცევა ჯანდაცვის სფეროში.

შოტლანდიელმა ექიმებმა რობოტების გამოყენება ქირურგიაში 2015 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ეს მიმართულება გამუდმებით ვითარდება. რობოტექნიკა აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ონკოლოგიაში, არამედ უროლოგიაში, თორაკალურ ქირურგიაში [გულმკერდის ქირურგია], პანკრეატიტის, ორთოპედიის და სხვა დაავადებების მართვის დროს.

2021 წელს შოტლანდიის მთავრობამ განახორციელა 20 მილიონიანი ინვესტიცია 12 რობოტის შესაძენად, უპირველეს ყოვლისა, ონკოლოგიური ქირურგიის განსავითარებლად. ქირურგების თქმით, ეს მეთოდი აძლევთ მათ საშუალებას უფრო იოლად შეასრულონ რთული ოპერაციები, ხოლო პაციენტებმა უკეთესად და სწრაფად შეძლონ პოსტოპერაციული პერიოდის გავლა.

პაციენტების შეფასებით, ოპერაციამ, რომელიც ქირურგებმა რობოტების საშუალებით ჩაატარეს, მათთვის იმდენად იოლად ჩაიარა, რომ, როდესაც გაიღვიძეს ვერც კი იგრძნეს, რომ მათ ოპერაცია გაუკეთეს. პაციენტების სახლში გაწერა კი მეორე დღესვე მოხერხდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერების მტკიცებით, აღმოჩენილია აუტიზმის გამომწვევი მიზეზი

ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომლის შედეგებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რომლის მიხედვითაც –  თუ ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ქიმიური ნაერთის, ბისფენოლ A-ს (იგივე BPA) დონე ნორმაზე 3-ჯერ მეტია,  იმის რისკი რომ ბავშვს მომავალში აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვან 3-ჯერ იზრდება.

აუტიზმი ფსიქიკის  ისეთი აშლილობაა, რომელიც პიროვნების სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარსა და ქცევას აზიანებს.  აუტისტურის სპექტრის მქონე ადამიანები ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში. ასევე, მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქციის ნაკლებობა, განმეორებითი მოძრაობები, მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმის და შეხების მიმართ და ა.შ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით აუტიზმის დიაგნოზი 75 მილიონ ადამიანს აქვს. მამრობით სქესში აუტიზმის გავრცელება 4-ჯერ მაღალია, ვიდრე მდედრობითში.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები 600-ზე მეტი ჩვილის განვითარების პროცესს აკვირდებოდნენ.ისინი გამუდმებით ამოწმებდნენ, რამდენად დიდი იყო ბისფენოლის დონე ორსულებში. აღმოჩნდა, რომ იმ დედების  შვილებს რომელთა ორგანიზმშიც, ორსულობის დროს,  ბისფენოლ A-ის დონე ნორმას აჭარბებდა, 3-ჯერ უფრო ხშირად უსვამდნენ აუტიზმის დიაგნოზს.  ეს მაჩვენებელი 6-ჯერ იზრდება ბიჭების შემთხვევაში.

ბისფენოლ 1 იგივე BPA ქიმიური ნაერთია, რომელსაც პლასტმა­სას გა­სა­მაგ­რებ­ლად და ლი­თო­ნე­ბის და­ჟან­გვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად იყენებენ.  ის გვხდება პლასტამასაც წყლის ბოთლებში, შესაფუთ მასალებში, სამზარეულოს აქსესუარებში, პოლიეთილენის პაკეტებში, ბავშვის სათამაშოებში, ქაღალდის ქვითრებში და ა.შ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ბისფენოლ A-ის ორგანიზმიდან გამოდევნა საკმაოდ რთულია. ეს ნივთიერება ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში რჩება.  მას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის დაქვეითება, სქესობრივი მომწიფების დაჩქარება, ჰორმონალური დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ასევე, ის უარყოფითად აისახება ტვინის მუშაობაზე.  მეცნიერების თქმით, ადამიანის ორგანიზმში ამ ნივთიერების სიჭარბე, შესაძლოა,  მეორე ტიპის დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მიზეზიც გახდეს.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს აშშ-ში ”ბისფენოლ A” ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებად აღიარეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

კიბოს ვაქცინამ გარკვეულ პაციენტებში იმედის მომცემი შედეგები აჩვენა

ექსპერიმენტულმა კიბოს ვაქცინამ,რომელიც პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნება, ეფექტურობა აჩვენა თირკმლის კიბოს მესამე და მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებში.

კვლევა ჩატარდა Dana-Farber-ის კიბოს ინსტიტუტის,ჰარვარდის სამედიცინო სკოლის და იელის კიბოს ცენტრის მიერ.

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო ცხრა პაციენტმა,რომლებმაც ოპერაციის შემდეგ მიიღეს ვაქცინა, შექმნილი მათი სპეციფიკური მუტაციების მიხედვით. ვაქცინამ გამოიწვია ძლიერი იმუნური პასუხი, T უჯრედების რაოდენობის 166-ჯერ გაზრდით. ვლევის შედეგების მიხედვით, საშუალოდ 34.7 თვის შემდეგ ყველა პაციენტი რჩებოდა კიბოსგან თავისუფალი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი შედეგები იმედის მომცემია, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საჭიროა უფრო მასშტაბური კვლევები, ვაქცინის ეფექტურობის საბოლოოდ დასამტკიცებლად.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

მოსალოდნელი ნიშნები ინფარქტამდე ექვსი თვით ადრე – უახლესი კვლევა

მიოკარდიუმის ინფარქტი არის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის ნაწილობრივ ან სრულ დარღვევასთან, გულის არტერიაში. ამ მიზეზით ხდება გულის კუნთის – მიოკარდიუმის ნეკროზი. მარტივად რომ ვთქვათ, გულს აღარ აქვს საკმარისი სისხლი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამის მიზეზები განსხვავებულია, მათგან ყველაზე გავრცელებულია სისხლძარღვების კედლებზე ათეროსკლეროზული ნადები. ისინი ავიწროებენ ჭურჭლის სანათურს, რაც იწვევს სისხლის ნაკადის შემცირებას.

გარდა ამისა, არსებობს ფსიქოლოგიური მიზეზები, მაგალითად, მძიმე სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა. ეს ხდება იმის გამო, რომ სტრესის პირობებში, ნერვული და ჰორმონალური სისტემები, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის ნაკადს, გაუმართავია, რაც იწვევს გულის ფუნქციონირების დარღვევას. მეცნიერთა ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ყველა ამ მიზეზის მიუხედავად, გულის შეტევის პროგნოზირება შესაძლებელია მწვავე ფაზამდე ექვსი თვით ადრე.

გულის შეტევის რისკის განსაზღვრა სისხლის ანალიზის გამოყენებით

მკაფიო მიზეზშედეგობრივი კავშირი სტრესსა და გულის შეტევას შორის დადგენილი არ არის. თუმცა, სტატისტიკა აშკარად მიუთითებს, რომ მძიმე სტრესი ზრდის მომავალში გულის შეტევის ალბათობას. ასევე, როგორც ადრე ვთქვით, ინფარქტის რისკს ზრდის უძილობა, ცუდი ჩვევები, არასწორი კვება და ა.შ. ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინფარქტის მიზეზი ყოველთვის აქვს, ანუ ის მოულოდნელად არ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პროგნოზირება შესაძლებელია.

თეორიულად, რისკფაქტორების იდენტიფიცირება შესაძლებელია სისხლის ტესტის გამოყენებით. სტრესი, მეტაბოლური დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ყოველთვის გავლენას ახდენს სისხლის შემადგენლობაზე, ამიტომ მათი აღმოჩენა შესაძლებელია გარკვეული მოლეკულებით. თუმცა, მეცნიერებამ ჯერ არ იცის, რა ფაქტორები მიუთითებს ინფარქტის რისკზე, ანუ უცნობია, კონკრეტულად რა უნდა ვეძებოთ სისხლის შემადგენლობაში.
თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია.  აღმოჩენილი მოლეკულები მიუთითებს გულის შეტევის რისკზე გრძელვადიან პერსპექტივაში – ხუთიდან ათ წლამდე. ეს კარგი შედეგია, მაგრამ ეს პროგნოზი საკმაოდ ბუნდოვანია.

როგორ განვსაზღვროთ გულის შეტევა

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაისახა ამოცანა, ეპოვათ მოლეკულები, რომლებიც გამოავლენდნენ გულის შეტევის რისკს მოკლევადიან პერიოდში – რამდენიმე თვეში ან მაქსიმუმ ექვს თვეში. ფაქტია, რომ ინფარქტის წინაპირობები ზოგჯერ ძალიან სწრაფად ვითარდება, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში. მაგალითად, გულის შეტევა ძლიერი სტრესის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება.
ასეთი რისკფაქტორების საპოვნელად მეცნიერებმა გააანალიზეს ორი ათასზე მეტი ადამიანის სისხლის შემადგენლობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. არცერთ ამ ადამიანს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი გულ-სისხლძარღვთა დაავადება. თუმცა, ანალიზისთვის სისხლის დონორობიდან ექვსი თვის განმავლობაში 420 ადამიანს დაემართა გულის შეტევა.

ექვსი თვის შემდეგ, კვლევის ავტორებმა შეადარეს მათ სისხლი, ვისაც ჰქონდა გულის შეტევა და მათი, ვისაც არ ჰქონდა. კერძოდ, მეცნიერებმა გააანალიზეს მეტაბოლიზმში ჩართული 817 ცილა და ათასზე მეტი მოლეკულა. საბოლოოდ მათ შეძლეს 48 ცილისა და 43 მოლეკულის (მეტაბოლიტის) აღმოჩენა, რომლებიც მხოლოდ იმ ადამიანების სისხლში იყო, ვისაც ინფარქტი ჰქონდა. ანუ მიუთითებენ გულის შეტევაზე მწვავე სტადიამდე ექვსი თვით ადრე. ამის შესახებ კვლევები ჟურნალ Nature Cardiovascular Research-ში გამოქვეყნდა. მართალია, ცილებისა და მეტაბოლიტების გარდა, ინფარქტის რისკის დიაგნოსტიკისთვის ასევე საჭიროა მონაცემები ადამიანის სქესისა და ასაკის შესახებ. სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 96
Page 3 of 96