close

მედიცინა

მედიცინა

ჯანმო: კოვიდგადატანილი პირები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით უფრო ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ

კოვიდგადატანილი პირები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით უფრო ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

„წინასწარი მტკიცებულება ვარაუდობს, რომ „ომიკრონით“ რეინფიცირების გაზრდილი რისკი არსებობს (ანუ, ადამიანები, რომლებმაც ადრე კორონავირუსი გადაიტანეს, „ომიკრონი“ შტამით უფრო ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ), სხვა შემაშფოთებელ ვარიანტებთან შედარებით, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებსა და კვირებში გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ევროკავშირში გამოვლენილი „ომიკრონით“ ინფიცირების ყველა შემთხვევა უსიმპტომოდ ან სუსტად გამოვლენილი სიმპტომებით მიმდინარეობს

3

30 ნოემბრის მონაცემებით, ევროკავშირის 11 სახელმწიფოში კორონავირუსისომიკრონის“ შტამით ინფიცირების 44 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი იტყობინება.

სპეციალისტების ცნობით, დაავადების ყველა შემთხვევა უსიმპტომოდ ან სუსტად გამოვლენილი სიმპტომებით მიმდინარეობს. არ დაფიქსირებულა არცერთი მძიმე ან ლეტალური შემთხვევა. ინფიცირებულთა უმეტესობას აფრიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ევროკავშირის საზღვრებს მიღმა „ომიკრონი“ 9 ქვეყანაშია გამოვლენილი. სულ მსოფლიოში ამ შტამით ინფიცირების 226 შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

შეიძლება თუ არა, აცრის უარყოფითი შედეგები წლების შემდეგ გამოვლინდეს?

იმ ადამიანების უმეტესობა, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ სურთ, თავის ქმედებას ვაქცინაციის გრძელვადიანი შედეგების შიშს უკავშირებს. რეალურად არსებობს თუ არა ასეთი რისკი?- ამ კითხვაზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.

 

რა ხდება?

 

გერმანიაში ყოველი მეოთხე ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჯერ კიდევ არ არის აცრილი. ამ ადამიანების მთავარი არგუმენტი SARS-CoV-2-ის ვაქცინების გრძელვადიანი უარყოფითი ზემოქმედების შიშია. სკეპტიკოსები თავიანთ შიშს ამყარებენ იმ იშვიათი გვერდითი მოვლენებით, რომლებიც  სხვა აცრების შემთხვევაში დაფიქსირდა. მაგალითად, როგორიცაა ღორის გრიპი: Twitter-ზე ათობით პოსტია ამ თემაზე, მათ ქვემოთ კი – ასობით კომენტარი. რამდენად გამართლებულია ეს შიში?

 

რეაქცია ვაქცინაზე, გვერდითი მოვლენები, გრძელვადიანი შედეგები – რაშია განსხვავება?

 

როგორც წესი, ამა თუ იმ პრეპარატზე რეაქცია აცრიდან მალევე ფიქსირდება და შეიძლება  რამდენიმე დღეს გაგრძელდეს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ტკივილი ინექციის ადგილზე ან თავის ტკივილი. როგორც წესი, ასეთი რეაქციები ვაქცინის ეფექტიანობის დასტურია: ამ გზით ის ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლას „ასწავლის“.

გვერდითი მოვლენები არის “ვაქცინაზე ორგანიზმის უფრო ძლიერი და არასასურველი რეაქცია, რომელიც სტანდარტული გამოვლინების ჩარჩოს სცილდება”, –  განმარტავს DW-სთან ინტერვიუში გერმანიის იმუნოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი და ჰანოვერის ტრანსპლანტაციის იმუნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ქრისტინე ფალკი. ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევებში, ასეთმა რეაქციამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. კერძოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრის დროს უკვე დაფიქსირდა ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა სინუსური ვენების თრომბოზი ან გულის კუნთის ანთება.

პოპულარული ტერმინი “გრძელვადიანი შედეგი” არ შეიძლება ვაქცინასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტებისგან განვასხვავოთ. როგორც იმუნოლოგი კარსტენ ვატცლი განმარტავს, სინამდვილეში ეს არის გვერდითი მოვლენები, რომლებიც ინექციის შეყვანიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ვლინდება. მაგალითად, თუ გვერდითი ეფექტი მილიონში ერთ ადამიანს უფიქსირდება, მაშინ კავშირი დაავადებასა და რეაქციას შორის ცხადი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ პრეპარატს რამდენიმე მილიონ ადამიანს გაუკეთებენ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უპირატესობა ის არის, რომ დღეისათვის მსოფლიოში 7,2 მილიარდ დოზაზე მეტია გაკეთებული. ამიტომაც იშვიათი გვერდითი მოვლენების დაფიქსირება მოკლე დროშია შესაძლებელი. „ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობაა აცრილი, მათგან უმეტესობა კი – თვეების წინ. ამიტომაც გვერდითი რეაქციები ძალიან სწრაფად გამოვლინდა“, – ამბობს იმუნოლოგი რაინჰოლდ ფორსტერი.

 

რატომ არ იყო საუბარი თრომბოზის რისკზე AstraZeneca-ს ვაქცინის კვლევის ფაზაში?

 

AstraZeneca-ს ვაქცინას რომ სისხლის შედედების რისკის გაზრდა შეუძლია, ცნობილი მხოლოდ  მასობრივი აცრის დაწყების შემდეგ გახდა. თავის ტვინის ან სინუსური ვენების თრომბოზის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა იმ ადამიანებში, რომელთაც ეს პრეპარატი გაუკეთეს. რატომ არაფერი თქვა ამის შესახებ ვაქცინის შემქმნელმა კომპანიამ ტესტირების ეტაპზე?
“პრობლემა ის არის, რომ კლინიკური კვლევები მხოლოდ ვაქცინის საერთო და ხშირ გვერდით ეფექტებს ავლენ. უფრო იშვიათი რეაქციების გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან კვლევებში არც ისე ბევრი ადამიანი მონაწილეობს”, – განმარტავს იმუნოლოგი ქრისტინე ფალკი. სწორედ ამიტომ, თრომბის წარმოქმნის გაზრდილი რისკის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც AstraZeneca-ს მიერ წარმოებულმა პრეპარატმა რეგისტრაცია გაიარა და მასობრივი ვაქცინაციის პროცესში მისი გამოყენება დაიწყო.

 

თრომბოზი აცრის ერთ-ერთი ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენაა

 

ავსტრალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, AstraZeneca-თი აცრილ 1 მილიონ პაციენტში თრომბოზი მაქსიმუმ 4-6 ადამიანს უვლინდება. თავის მხრივ, გერმანიის ჯანმრთელობის ფედერალური ოფისი კი იტყობინება, რომ თრომბოზის შემთხვევების უმეტესობა, როგორც წესი, აცრიდან 2-3 კვირაში ფიქსირდება და ძირითადად ეს  60 წლამდე ასაკის ადამიანებში ხდება. სწორედ ამიტომ, 2021 წლის 1-ელი აპრილიდან გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინას მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ პირებს უკეთებენ.

 

რამდენი დროა საჭირო, რომ ორგანიზმში ვაქცინა აღარ იყოს?

 

დღეისათვის ევროკავშირს დამტკიცებული აქვს ვაქცინის ორი განსხვავებული ტიპი: რნმ- ვაქცინები (BioNTech / Pfizer და Moderna) და ვექტორული ვაქცინები (AstraZeneca და Johnson & Johnson). „თუ ვსაუბრობთ ორგანიზმიდან ვაქცინის სრულ გამოსვლაზე, მაშინ საუბარია რამდენიმე დღესა და კვირაზე“,-  განმარტავს იმუნოლოგი ქრისტინე ფალკი.

რნმ- ვაქცინები შემდეგნაირად მუშაობს: ისინი კოროვირუსის კონკრეტულ კომპონენტს შეიცავს და ინექციის შეყვანის შემდეგ, იმუნური სისტემა პათოგენის გასანეიტრალებლად ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. ამის შემდეგ უჯრედები რნმ-ს მთლიანად ანადგურებენ და მისგან თავისუფლდებიან. შესაბამისად, ვაქცინა რაიმე გრძელვადიან ეფექტს, რომელიც მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს, ვერ გამოიწვევს. „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ შეიძლება გარკვეული რეაქციები დაფიქსირდეს“, – ამბობს იმუნოლოგი რაინჰოლდ ფორსტერი.

ვექტორული ვაქცინებიც ვირუსის კონკრეტულ ნაწილს შეიცავს და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რომ ანტისხეულები გამოიმუშაოს. ეს მიიღწევა მოდიფიცირებული ვირუსის (ვექტორის) გამოყენებით, რომლითაც ანტიგენის გენეტიკური კოდი ადამიანის უჯრედებს გადაეცემა. ამის შემდეგ ვექტორი ნადგურდება. სწორედ ამიტომ, ამ ვაქცინის გრძელვადიან შედეგებზე საუბარიც არ შეიძლება იყოს,-  განმარტავენ ჯანმრთელობის ფედერალურ ოფისში.

 

ნარკოლეფსია – ძილის იშვიათი დარღვევა, რომელიც  უეცარი ჩაძინების შეტევებით ხასიათდება

 

რაც შეეხება ღორის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებს, Pandemrix -ით აცრილ ზოგიერთ პაციენტს ვაქცინაციიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძალიან იშვიათი სიმპტომი გამოუვლინდა. ეს იყო ნარკოლეფსია – ძილის დარღვევა. ამ დაავადებასა და აცრას შორის კავშირის დადგენა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ვაქცინა საკმარისი რაოდენობის ადამიანს გაუკეთდა.

ეს გვერდითი მოვლენა Pandemrix-ით აცრის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში 4-დან 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში სპორადულადვითარდებოდა. ეპიდემიოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბავშვებსა და მოზარდებში 100 ათასი დოზის შემთხვევაში ნარკოლეფსიის 2-დან 6-მდე ფაქტი ფიქსირდება. ამჟამად ევროკავშირში აღნიშნული პრეპარატი აღარ გამოიყენება.

 

შეიძლება თუ არა ვაქცინის უარყოფითი შედეგები  წლების შემდეგ გამოვლინდეს?

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არასასურველი რეაქციების არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აცრიდან წლების შემდეგ გარკვეული შედეგების გამოვლენის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ყველა წამყვანი გერმანელი იმუნოლოგი ამ მოსაზრებას იზიარებს. ორგანიზმი ვაქცინაზე ინექციის შეყვანისთანავე ან უარეს შემთხვევაში, რამდენიმე კვირის შემდეგ რეაგირებს, სერიოზული არასასურველი შედეგებიც მხოლოდ მაშინ  შეიძლება გამოვლინდეს.

აცრიდან წლების შემდეგ გამოვლენილ გრძელვადიან შედეგებზე არც სხვა რომელიმე ვაქცინის შემთხვევაშია რამე ცნობილი. ეს გამოწვეულია იმით, რომ მცირე ხნის შემდეგ პრეპარატი უჯრედში შედის და ორგანიზმიდან გამოიდევნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრინციპში მას რაიმე შემდგომი რეაქციის გამოწვევა არც შეუძლია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ვარიანტი „შემაშფოთებელ“ ვარიანტად შეაფასა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ვარიანტს "შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიენიჭა. ორგანიზაციის განმარტებით, ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს, სავარაუდოდ, სხვა ვარიანტებთან შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი
ახასიათებს. ახლახან აღმოჩენილ B.1.1.529 შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
,,ომიკრონი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონს“ უამრავი სხვადასხვა სახის მუტაცია აქვს, მათგან რამდენიმე კი შემაშფოთებელია. მათი განმარტებით, ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია
არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ. კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტის დაფიქსირების გამო
სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მა, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა, გერმანიამ და ავსტრალიამ. ამასთან, ევროკომისია გეგმავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეგიონთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის ინიციატივით მიმართოს.
„ევროკომისია, წევრ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით, შესთავაზებს გადაუდებელი ზომების ამოქმედებას სამხრეთ აფრიკის რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად, B.1.1.529 ვარიანტის გავრცელების გამო, რომელიც შეშფოთების იწვევს,“ – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ
ლაიენი „ტვიტერში“. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკული ვარიანტი ევროპაში უკვე
დაფიქსირდა. კერძოდ, B.1.1.529 ვარიანტი ბელგიაში ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ეგვიპტიდან, თურქეთის გავლით ჩავიდა. ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ისრაელშიც.
დაინფიცირებული მოქალაქე ისრაელში სხვა ქვეყნიდან დაბრუნდა.

წყარო : Reuters , The Guardian , BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ჯანმო: კოვიდგადატანილი პირები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით უფრო ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ

კოვიდგადატანილი პირები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტით უფრო ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

„წინასწარი მტკიცებულება ვარაუდობს, რომ „ომიკრონით“ რეინფიცირების გაზრდილი რისკი არსებობს (ანუ, ადამიანები, რომლებმაც ადრე კორონავირუსი გადაიტანეს, „ომიკრონი“ შტამით უფრო ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ), სხვა შემაშფოთებელ ვარიანტებთან შედარებით, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებსა და კვირებში გახდება ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „ომიკრონი“ შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი წერს.

მისივე თქმით, სპეციალისტებს ჯერ არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუ რამდენად საშიშია „ომიკრონი“, თუმცა ცნობილია, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.

„ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ეს შტამი შესაძლოა გახდეს ისეთივე ადვილად გავრცელებადი, როგორიც „დელტაა“, და ისეთივე საშიში, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. კაცობრიობამ თავიდანვე არასათანადოდ შეაფასა კორონავირუსის საფრთხე და მას გრიპს ადარებდა. ბევრი ქვეყანა თვლიდა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებს, თუმცა შემდეგ „დელტა“ შტამი გაჩნდა“, – აცხადებს მონტგომერი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

მსოფლიოში პირველად მამაკაცს 3D პრინტერით შექმნილი თვალი გადაუნერგეს!

ლონდონის Moorfields-ის ოფთალმოლოგიური კლინიკის თანახმად, ბრიტანელი მამაკაცი პირველი პაციენტი გახდა მსოფლიოში, რომელსაც 3D პრინტერის თვალი გადაუნერგეს. 47 წლის სტივ ვერსს, ხუთშაბათს სრულად ციფრული თვალის პროთეზი მოარგეს — იგი ექსკლუზიურად სტივს მოარგეს, შესაბამისი გაზომვითი ტესტების მეშვეობით.

ახალი თვალი უფრო რეალისტურია, ვიდრე სხვა ალტერნატივები და შექმნილია იმისათვის, რომ უფრო მკვეთრი ხედვა და გუგის რეალური სიღრმე უზრუნველყოს. სხვა პროთეზირებული თვალები ხელით დახატული ფერადი გარსისგან შედგება, რომელიც შემდეგ ორბიტაშია ჩასმული. ასეთი დიზაინი ხელს უშლის სინათლის თვალის “სრულ სიღრმეში” მიღწევას. ახალი პროცედურა კი არა მხოლოდ რეალისტურად გამოიყურება, არამედ ნაკლებ ინვაზიურადაც ითვლება.

ჩვეულებრივი პროთეზირება მოითხოვს ორბიტალურ ანაბეჭდს, ხოლო 3D თვალის ბუდეები, დეტალური სურათის შესაქმნელად, ციფრულად არის სკანირებული. ვერსის ფუნქციური თვალიც ასევე სკანირებული იყო, რათა ორივე თვალის შემთხვევაში ერთნაირი ვიზუალი ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

ლოდინის დროის განახევრების შესაძლებლობა

საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ 3D გამოსახულება გერმანიაში გაიგზავნა დასაბეჭდად. “20 წლიდან მჭირდებოდა პროთეზი და ყოველთვის მრცხვენოდა ამის. სახლიდან გასვლისას ხშირად სარკეში ვიყურებოდი და არ მომწონდა, რასაც ვხედავდი… ახლა კი ეს ახალი თვალი ფანტასტიკურად გამოიყურება. 3D ბეჭდვის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, ის თანდათან სულ უფრო უკეთესი გახდება” — აღნიშნავს პაციენტი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის „ნიუ“ ვარიანტის გავრცელება ბელგიაში დადასტურდა.

საუბარია ზრდასრულ ქალზე, რომელსაც სიმპტომები ეგვიპტეში თურქეთის გავლით მოგზაურობიდან დაბრუნებიდან 11 დღის შემდეგ განუვითარდა.

აღსანიშნავია, რომ მას არ ჰქონდა კავშირი სამხრეთ აფრიკასთან ან აფრიკის კონტინენტის სამხრეთით მდებარე რომელიმე სხვა ქვეყანასთან. დიაგნოზის დროს პაციენტს მაღალი ვირუსული დატვირთვა დაუფიქსირდა.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ისტორიაში მეორედ, არგენტინაში, ქალმა აივ ინფექცია თერაპიის გარეშე დაამარცხა

არგენტინაში ქალმა აივ/ვირუსი სამედიცინო ჩარევების გარეშე დაამარცხა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია 30 წლის ქალზე, რომელიც ქალაქ ესპერანსაში ცხოვრობს. მისმა ორგანიზმმა ვირუსი ბუნებრივად, ექიმების დახმარების გარეშე დაძლია.

ქალს დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს. 8 წლის განმავლობაში ის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს მხოლოდ ორსულობის დროს იღებდა, რადგან ანალიზების პასუხების მიუხედავად, ვირუსი მის ორგანიზმში იყო, მაგრამ სიმპტომები არ ვლინდებოდა. 2020 წლის მარტში მან ჯანმრთელი ქალიშვილი გააჩინა.

აივ-ინფიცირებულებს, რომლებსაც ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მედიკამენტების გარეშე შეუძლიათ ცხოვრება „ელიტურ კონტროლიორებს“ ეძახიან. მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა – ინფიცირებულთა საერთო რიცხვის 0,1-2,5%.

მეცნიერების ვარაუდით, მათი T-ლიმფოციტების პასუხი უფრო ძლიერია, რის გამოც ინფიცირებული უჯრედები უფრო სწრაფად ნადგურდება. სპეციალისტები გეგმავენ სხვა აივ-ინფიცირებულების იმუნურ სისტემას ვირუსთან ამ მეთოდით ბრძოლა „ასწავლონ“.

აქამდე ვირუსის ბუნებრივად დამარცხების მხოლოდ ერთი მსგავსი შემთხვევა იყო დაფიქსირებული – 67 წლის ქალი სან-ფრანცისკოდან ვირუსით 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და განიკურნა. აივ-ის დამარცხების ერთადერთ გზად ძვლის ტვინის გადანერგვა ითვლებოდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

„მოლნუპირავირი" – პირველი ორალური მედიკამენტი, რომელმაც კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენების ავტორიზაცია მიიღო

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის სამკურნალოდ ორალური
მედიკამენტი „მოლნუპირავირი" დაამტკიცეს.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა, რომელიც, თავდაპირველად,
გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა, კოვიდპაციენტებში ჰოსპიტალიზაციის ან
სიკვდილის რისკი დაახლოებით ორჯერ შეამცირა.
„მოლნუპირავირი“ აშშ-ის მედიკამენტების მწარმოებელმა კომპანია Merck-მა და
მისმა პარტნიორმა Ridgeback Biotherapeutics-მა შექმნეს. კომპანიების
ინფორმაციით, კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში,
რომლებმაც მათი ანტივირუსული პრეპარატი „მოლნუპირავირი" სიმპტომების
გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მიიღეს, ჰოსპიტალიზაციისა და
სიკვდილის დაახლოებით ორჯერ მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა იმათთან
შედარებით, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.
კვლევაში 775 ზრდასრული კოვიდინფიცირებული იყო ჩართული. თითოეულ
მათგანს დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მინიმუმ ერთი რისკფაქტორი
ჰქონდა : იყო 60 წელს გადაცილებული, ან ჰქონდა დიაბეტი, აწუხებდა გულის
დაავადება ან სიმსუქნე.
კომპანია Merck-ში აცხადებენ, რომ 2021 წლის ბოლომდე მედიკამენტი 10
მილიონი კურსისთვის საკმარის რაოდენობას აწარმოებენ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიასთან აშშ-ის მთავრობამ კონტრაქტი გააფორმა,
რომელიც „მოლნუპირავირის" 1.7 კურსისთვის საჭირო რაოდენობის მიწოდებას
ითვალისწინებს. კონტრაქტის თანახმად, თითო კურსის ფასი 700 აშშ დოლარია.

წყარო  : BBC , Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 34 35 36 37 38 95
Page 36 of 95