close

მედიცინა

დედამიწამედიცინამსოფლიო

Reuters – ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა

ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა, რამაც ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა აიძულა, „ლოქდაუნის“ ხელახლა დაწესების საკითხი განიხილოს. შვიდდღიანი ინფიცირების მაჩვენებელით, ევროპაზე მსოფლიოში დაფიქსირებული დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის.

ქვეყნები, მათ შორის ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი, ატარებენ ან გეგმავენ ზომებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სამკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. შეზღუდვების ფარგლებში ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები ყოველდღე 20:00 საათზე დაიხურება, ის მაღაზიები კი, რომლებიც პირველადი საჭიროების პროდუქტებით არ ვაჭრობენ – 18:00 საათზე. სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მოსახლეობას კი მოუწოდებენ, იმუშაონ დისტანციურად, თუკი ამის შესაძლებლობა აქვთ.

გერმანიაში დღეიდან კოვიდ-19 -ზე ტესტის ჩატარება კვლავ უფასო ხდება. ამასთან, ქვეყნის პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს მიიღოს ზომები საჯარო ადგილებში პირბადეების სავალდებულო გამოყენებისა და დისტანციის წესის დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო წლის მარტამდე გაგრძელდება.

ავსტრიის ხელისუფლება არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნის“ დაწესებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვთ, გადაადგილება შეეზღუდებათ.

ლიეტუვამ ოქტომბრის შუა რიცხვებში ოთხკვირიანი „ლოქდაუნი“ დააწესა. ამასთან, გუშინ, ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის თანახმადაც, იმ დეპუტატებს, რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე, კენჭისყრასა და დისკუსიებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

შეზღუდვები გაამკაცრეს ჩეხეთმა, სლოვაკეთმა და რუსეთმაც. ვირუსოლოგები აცხადებენ, რომ პანდემიის დასამარცხებლად „ვერცხლის ტყვია“ მხოლოდ ვაქცინაცია არაა და აუცილებელია სხვა ზომების მიღებაც, როგორიცაა მაგალითად დისტანციის დაცვა და პირბადეების გამოყენება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ადამიანები, რომლებიც კოვიდით ბუნებრივად არ ინფიცირდებიან, ახალი ტიპის ვაქცინების შთაგონებად იქცნენ

ზოგიერთი ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულთა გარემოში ხვდება, თუმცა ვირუსის მიმართ რეზისტენტულია და მისით არ ინფიცირდება. მკვლევრები თვლიან, რომ შესაძლოა, ამის მიზეზების გარკვევა უკეთესი ვაქცინების შექმნაში დაგვეხმაროს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გუნდმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ადამიანს კოვიდის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი პანდემიის დაწყებამდეც გააჩნდაკოვიდ-19-ის მონათესავე ვირუსები დიდი ხანია, არსებობს, სხეულმა კი შესაძლოა, იმუნიტეტი სწორედ მათთან ბრძოლით გამოიმუშავა.

გუნდის თქმით, თუ დაცვის ამგვარ მექანიზმს გაუმჯობესებულ ვაქცინებში გამოიყენებენ, შესაძლოა, აცრა მეტად ეფექტური გახდეს.

მეცნიერები პანდემიის პირველი ტალღის მიმდინარეობისას საავადმყოფოს თანამშრომლებს ყურადღებით აკვირდებოდნენ და სისხლის ნიმუშებსაც რეგულარულად უღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები მუდამ სარისკო გარემოში იმყოფებოდნენ, მათგან ყველა არ დაინფიცირებულა. კვლევა ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული.

დაახლოებით ერთს 10-დან არასოდეს ჰქონია ვირუსის სიმპტომები, არც ტესტით დასდასტურებია იგი და არც მისი საწინააღმდეგო ანტისხეულები გასჩენია სისხლში.

მათი იმუნური სისტემის ნაწილმა ინფექციის დამარცხება მანამ მოახერხა, სანამ იგი მოძლიერდებოდა და ფესვებს გაიდგამდა, ამას კი სხვაგვარად აბორტულ ინფექციას უწოდებენ.

სისხლის ნიმუშებმა აჩვენა, რომ ასეთ ადამიანებს დამცავი T-უჯრედები პანდემიის დაწყებამდე უკვე ჰქონდათ. ისინი კოვიდით ინფიცირებულ უჯრედებს ცნობენ და ანადგურებენ. დოქტორი ლეო სვოდლინგის, ერთ-ერთი მკვლევრის თქმით, კოვიდ-რეზისტენტულ პირთა იმუნური სისტემა ახალ დაავადებასთან საბრძოლველად უკვე შემზადებული გახლდათ.

არსებული ვაქცინები მეტწილად წვეტის ცილას ეძებს, რომელიც კორონავირუსის გარეთა ზედაპირზე გვხვდება. მიუხედავად ამისა, იშვიათმა T-უჯრედებმა ვირუსის შიგნით იპოვეს ცილები, რომელიც მას გამრავლებისათვის ესაჭიროება.

“ჯანდაცვის მუშაკებს, რომელთაც ვირუსის შეკავება მანამ მოახერხეს, სანამ იგი შესამჩნევი გახდებოდა, სავარაუდოდ პანდემიის დაწყებამდე ჰქონდათ T-უჯრედები, რომლებიც შინაგან მექანიზმებს ცნობენ”, — დასძინა სვოდლინგმა.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის არაერთი ტიპი არსებობს, პანდემია კი კერძოდ COVID-19-ის გავრცელებამ გამოიწვია. შინაგანი ცილები ძალიან ჰგავს ერთმანეთს კორონავირუსის მონათესავე სახეობებში, რომელთა შორისაც გაციების გამომწვევ ტიპებსაც ვხვდებით. შესაბამისად, თუ ვაქცინის საშუალებით ამ ცილებს მიზანში ამოვიღებთ, შესაძლოა, ვაქცინამ ყველა კორონავირუსისა და ახალი შტამებისგანაც დაგვიცვას.

გუნდის თქმით, არსებული ვაქცინები ადამიანებს შესანიშნავად იცავს სერიოზული ავადმყოფობისაგან, თუმცა ვირუსის თავიდან არიდებაში ასეთივე ეფექტური არ არის.

“ვფიქრობ, შეგვიძლია, მათი გაუმჯობესებული მოქმედებაც ვიხილოთ. ვიმედოვნებთ, რომ T-უჯრედების საშუალებით ვაქცინა ინფიცირებისაგანაც შეძლებს დაცვას და ვირუსის ახალი ვარიანტების ამოცნობას უკეთ მოახერხებს“, — განაცხადა პროფესორმა მალა მაინიმ.

გაციება ხშირია და მისი გამომწვევი კორონავირუსიც თითქმის ყველას გვექნება გამოვლილი, თუმცა დამცავი T-უჯრედების შესაბამისი ტიპი ყველას არ გაგვაჩნია. ეს შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ჯანდაცვის მუშაკები სამუშაოს ფარგლებში ვირუსებს რეგულარულად აწყდებიან და ზოგიერთ მათგანს დაცვაც სწორედ ამიტომ აღმოაჩნდა.

“ამ კვლევისაგან მიღებული ცოდნა შესაძლოა, განსხვავებული ვაქცინის შესაქმნელად ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ვიმედოვნებთ, რომ იგი ამ კუთხით დამატებით წინსვლას მოიტანს, ვინაიდან ყველანაირი ვაქცინა გვჭირდება, რისი მიღებაც კი შეგვიძლია”, — განაცხადა დოქტორმა ალექსანდრე ედვარდსმა რედინგის უნივერსიტეტიდან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

სინგაპურის მთავრობა კორონავირუსის უფასო მკურნალობას აჩერებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ

სინგაპურის მთავრობა კორონავირუსის უფასო მკურნალობას აჩერებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„ამჟამად, არავაქცინირებული პირები იმ პირების დიდ უმრავლესობას შეადგენენ, ვისაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობა ესაჭიროება. ისინი არაპროპორციულად უწყობენ ხელს ჩვენი ჯანდაცვის რესურსების დატვირთვას. ამრიგად, 2021 წლის 8 დეკემბრიდან კოვიდპაციენტებს, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ, მკურნალობის გასდასახადს დავაკისრებთ. აღნიშნული ზომა ყველა არავაქცინირებულ კოვიდპაციენტზე გავრცელდება, რომლებსაც საავადმყოფოებში 2021 წლის 8 დეკემბრიდან მიიღებენ“, – განაცხადეს სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროში.

აღნიშნული ზომა არ გავრცელდება იმ პირებზე, ვისაც ვაქცინის მიღება სამედიცინო მიზეზების გამო არ შეუძლია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

უიშვიათესი სამედიცინო შემთხვევა — ბრაზილიაში კუდის მქონე ბავშვი დაიბადა

ბრაზილიაში მდებარე ალბერტ სეიბინის სახელობის საავადმყოფოში მომუშავე მედიკოსები გამოცემაში Journal of Pediatric Case Reports გამოქვეყნებულ ნაშრომში უიშვიათეს სამედიცინო შემთხვევაზე წერენ. ისინი იტყობინებიან ახალშობილი ბიჭის შესახებ, რომელიც 12 სანტიმეტრი სიგრძის მქონე კუდით დაიბადა.

ჩვილი, რომელიც ოფიციალურ ანგარიშში ანონიმადაა მოხსენიებული, ნაადრევად გაჩნდა, თუმცა ამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებები არ მოჰყოლია. მას მხოლოდ სხეულის სიყვითლე აღენიშნებოდა. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ბავშვს მარცხენა პარავერტებრალურ-ლუმბოსკალურ რეგიონში (დუნდულის ზემოთ) გრძელი “ფიბროზული ქორდა”, იგივე კუდი ჰქონდა, რომელიც დაახლოებით 4 სანტიმეტრი დიამეტრის მომრგვალო წანაზარდით ბოლოვდებოდა.

ფოტო: Journal of Pediatric Surgery Case Reports

ექიმებმა ბიჭი სპეციალური ულტრაბგერითი აპარატითაც გამოიკვლიეს, რათა სხვა სისტემური ცვლილებები გამოევლინათ, მაგრამ მის ორგანიზმში ასეთი დარღვევა არ აღმოუჩენიათ. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში კუდიანი ადამიანის დაბადების სულ 40 ფაქტია აღწერილი, ანუ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.

ამგვარ წანაზარდებს მედიკოსები “ნამდვილ” და “ფსევდო” კუდებად ყოფენ. ეს უკანასკნელი მოიაზრებს სხეულზე არსებულ შვერილს, რომელიც ცხიმოვან-ხრტილოვანი ქსოვილებისა და ძვლოვანი სტრუქტურებისგან შედგება. პირველი მათგანი კი ემბრიონული კუდია, რომელიც, როგორც წესი, 4 კვირის ნაყოფს უვითარდება, რის შემდეგაც, 6-დან 12 კვირამდე პერიოდში, მას ლეიკოციტები შლიან.

ფოტო: Ed Uthman / Flickr

გამონაკლის შემთხვევებში, სისხლის თეთრი უჯრედები ემბრიონულ კუდს ვერ ანადგურებენ, ამიტომ ის ჩანასახს ბოლომდე უნარჩუნდება. უფრო მეტიც, კუნთების მეშვეობით, შესაძლებელია მისი ამოძრავება და მომრგვალებაც, როგორც ამას ზოგიერთი ცხოველი აკეთებს.

სწორედ ამის მაგალითია ზემოხსენებული ჩვილი, რომელსაც ქირურგებმა წანაზარდი წარმატებით მოაშორეს.

ფოტო: Journal of Pediatric Surgery Case Reports

ოპერაციის ჩატარებამდე მათ დეტალურად გამოიკვლიეს ხერხემლის არეში რაიმე ფარული შეუხორცებელი ადგილი ხომ არ იყო, რათა ქირურგიულ ჩარევას ნევროლოგიური ცვლილებები არ გამოეწვია. მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა და პროცედურამ უსაფრთხოდ ჩაიარა.

ისინი კუდის შენარჩუნების კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ორსულობის დროს დედა დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწეოდა და საშარდე მილის ინფექციის გამო პირველი თაობის ცეფალოსპორინს იღებდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

ტვინის ახალი იმპლანტი ფიქრით წუთში 90 სიტყვის “დაწერის” საშუალებას იძლევა

სტენფორდის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტვინის იმპლანტი, რომელმაც პარალიზებულ ადამიანს საშუალება მისცა წუთში 90 სიტყვა “აეკრიფა” და ეს მხოლოდ სიტყვებზე ფიქრით.

მკვლევრებმა თავიანთი დასკვნები Nature-ში მაისში გამოაქვეყნეს, ხოლო ახლა ის წარადგინეს WE Summit-ზე, სამეცნიერო ტელეკონფერენციაზე, რომელსაც Tencent-მა უმასპინძლა 6 ნოემბერს.

შედარებით ძველი იმპლანტის სისტემები ხშირად ეყრდნობა სისტემას, რა დროსაც ადამიანი გონებით გადაადგილებს კურსორს ციფრულ კლავიატურაზე კონკრეტულ სიმბოლოებზე. ახალი ნერვული იმპლანტის გამოყენებით პაციენტმა წარმოიდგინა თუ როგორ წერდა ხელით სიტყვებს და მან მათი “დაწერა” ასე შეძლო — წარმოდგენის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი შიფრავს ნერვულ სიგნალებს და ჩნდება სიტყვა ეკრანზე.

SCMP-ის მიხედვით, ჯგუფმა გააერთიანა ნერვული იმპლანტის სისტემა ავტოკორექტირების ფუნქციასთან, რამაც გამოიწვია 99 პროცენტიანი სიზუსტის მაჩვენებელი. ეს შთამბეჭდავი იქნებოდა ჩვეულებრივ კლავიატურისთვისაც კი. იმპლანტის შემქმნელები ამბობენ, რომ მათ პაციენტს ახლა გონებით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შეუძლია ტექსტის დაწერა.

“ეს ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერია. როდესაც ჩვენი ტექნოლოგიები დაიხვეწება, უახლოეს ათწლეულებში ჩვენ ბევრად მეტს შევძლებთ”, — განაცხადა კრიშნა შენოიმ, სტენფორდის ნეირომეცნიერმა.

ამასთან, შენოიმ თქვა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა დგას ნერვული იმპლანტების ტექნოლოგიები, ეს კომერციალიზაციაა. რასაც თავის მხრივ ცდილობს ილონ მასკის კომპანია — Neuralink. მასკს სურს ტვინის იმპლანტები მედიცინაში და სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროში გადაიტანოს.

როდესაც საუბარია კომერციალიზაციაზე, ჩნდება უსაფრთხოების საკითხებიც — როგორ დავარწმუნოთ ხალხი, რომ ტვინში ელექტროდის სენსორების ჩანერგვა უსაფრთხოა? მეტიც, როგორ გავხადოთ ნერვული იმპლანტის ქირურგია — რომელიც წარმოუდგენლად ძვირია — უფრო ხელმისაწვდომი?ამის მისაღწევად, შენოი იმედოვნებს, რომ კერძო კომპანიები უფრო მეტ რესურსს ჩადებენ როგორც მის კვლევაში, ისე ზოგადად სფეროში.

“ალბათ, ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. სწორედ აქ გვჭირდება ბიზნესის თუ კონკრეტული ინვესტორების ფოკუსირება ამ პრობლემებზე. საჭიროა მეტი ინვესტირება”, — ამბობს შენოი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ისრაელმა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა

ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია. აღნიშნულ მონაცემებს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

20 სექტემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.

მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

Pfizer-ის ხელმძღვანელი: ისინი, ვინც ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, კრიმინალები არიან

ისინი, ვინც ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ, კრიმინალები არიან, – განაცხადა ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ.

„ისინი კრიმინალები არიან. ისინი არ არიან უბრალოდ ცუდი ხალხი. ისინი კრიმინალები არიან“, – აღნიშნა ალბერტ ბურლამ.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ერთადერთი, რაც ცხოვრების ახალ წესსა და ცხოვრების ამჟამინდელ წესს შორის დგას, ვაქცინაციის ყოყმანია, ხოლო ბევრი ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც ბევრი არავაქცინირებული ადამიანი აიცრება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

Pfizer-მა შექმნა Covid19-ის სამკურნალო აბი, რომელიც ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 89%-ით

Bloomberg-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კომპანია Pfizer-მა შექმნა კორონავირუსის სამკურნალო აბი, რომელიც ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს.

წამალი 1219 არავაქცინირებულ მოხალისეზე გამოიცადა. ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ, ჰოსპიტალიზაცია შემცირდა და მხოლოდ 0.8% შეადგინა, მათი მდგომარეობა არ დამძიმებულა და პაციენტებიდან არცერთი გარდაცვლილა.

გასულ თვეში კორონავირუსის სამკურნალო აბები მარეგულირებლებს ფარმაცევტულმა კომპანიებმა Merck & Co. და Ridgeback Biotherapeutics LP-მა წარუდგინეს. Pfizer-ის განცხადებით, ახალი წამალი უფრო ეფექტურია, ვიდრე Merck-ი.

აბი, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას სახლში სიმპტომების პირველივე გამოვლინებისთანავე, შესაძლოა გადამწყვეტი ინსტრუმენტი იყოს Covid19-ის კრიზისთან გასამკლავებლად.

წყარო: Bloomberg

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

“სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ” – კულუმბეგოვი

სინოფარმი/სინოვაკით აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ, ვაქცინის “ფაიზერით” ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

“დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!!
როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს, აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება.

ახლა მთავარია, ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე”, – წერს ის.

ცნობისთვის, “ბუსტერ” დოზით ვაქცინაციის დეტალური პროტოკოლი უკვე დამტკიცებულია. როგორც მინისტრის ბრძანების დანართშია აღნიშნული, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას Covid-19 დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ. ასევე, ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია ჩაუტარდეთ Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, ამასთან, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

Molnupiravir-ი – ანტივირუსული პრეპარატი, რომელმაც კორონავირუსის მკურნალობაში მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი აჩვენა

ფარმაცევტული კომპანია Merck-ი აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილმა
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულმა
აბებმა კოვიდინფიცირებულებში ჰოსპიტალიაზაციისა და
გარდაცვალების შემთხვევები 2-ჯერ შეამცირა.
კომპანია Merck-ისა და მისი პარტნიორის, Ridgeback Biotherapeutics– ის
ინფორმაციით, კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ
პაციენტებში, რომლებმაც მათი ანტივირუსული პრეპარატი Molnupiravir-
ი სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მიიღეს,
ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის დაახლოებით ორჯერ მცირე
მაჩვენებელი დაფიქსირდა იმათთან შედარებით, რომლებმაც პლაცებო
მიიღეს.
კვლევაში 775 ზრდასრული კოვიდინფიცირებული იყო ჩართული.
თითოეულ მათგანს დაავადების მძიმე ფორმის განვითარების მინიმუმ
ერთი რისკფაქტორი ჰქონდა : იყო 60 წელს გადაცილებული, ან ჰქონდა
დიაბეტი, აწუხებდა გულის დაავადება ან სიმსუქნე.
კომპანია Merck-ი აცხადებს, რომ მედიკამენტის გამოყენების ნებართვის
გასაცემად აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ჯანდაცვის
სტრუქტურებს უახლოეს მომავალში მიმართავენ.
მედიკამენტზე ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გაჩნდა
პერსპექტივა, რომ კორონავირუსის მკურნალობა მალე მედიკამენტის
საშუალებით იქნება შესაძლებელი.

წყარო : usatoday.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 36 37 38 39 40 96
Page 38 of 96