close

მედიცინა

ბიოლოგიაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა დაუნის სინდრომის მქონე პირებში დამატებითი ქრომოსომის გაქრობის გზას მიაგნეს

დაუნის სინდრომი მაშინ ყალიბდება, როცა ადამიანს დამატებით ერთი ქრომოსომა აქვს 21-ე წყვილში და ეს 700-დან ერთ შემთხვევაში ხდება. მართალია, ამ მდგომარეობის დიაგნოზს განვითარების ადრეულ ეტაპზევე ადგენენ, მაგრამ ამჯერად მკურნალობის მეთოდი არ არსებობს… ახლა კი მეცნიერები მეტად დამაიმედებელ კვლევას გვიზიარებენ. 

მკვლევრები გენის რედაქტირების გზებს შეისწავლიან, რათა ტრისომიას უჯრედულ დონეზე გაუმკლავდნენ. შედეგები კი ასეთია — CRISPR-Cas9-ის გამოყენებით დაუნის სინდრომის უჯრედულ ხაზებში 21-ე ქრომოსომის დამატებითი ასლები წარმატებით ამოიღეს და ჩვეული გენის ექსპრესია აღადგინეს — ეს რევოლუციური ნაბიჯი გვეუბნება, რომ შემდგომი განვითარებით მსგავსი მიდგომა ნეირონებსა და გლიურ უჯრედებზე შეიძლება, გამოვიყენოთ, რაც პოტენციურ მკურნალობის საშუალებას წარმოადგენს აღნიშნული მდგომარეობის მქონე პირთათვის.

ამ ეტაპისთვის არსებული კონცეფცია მკვლევრებმა ლაბორატორიაში გაზრდილ უჯრედებზე გამოცადეს. კვლევაში მეცნიერებმა CRISPR-Cas9-ის გენის რედაქტირების სისტემა გამოიყენეს, რათა ტრისომია 21-იდან დამატებითი ქრომოსომა ამოეღოთ. ეს უჯრედები პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისა და კანის ფიბრობლასტებისგან შედგებოდა. მეცნიერებმა ტექნიკით დუბლირებული ქრომოსომის იდენტიფიცირება შეძლეს, რითაც უზრუნველყვეს, რომ მისი ამოღების შემდეგ, უჯრედი შეინარჩუნებდა ერთ ასლს თითოეული მშობლისგან და არა, ორ იდენტურს.

უჯრედის დნმ-ის აღდგენის ბუნებრივი მექანიზმების დათრგუნვით კი დამატებითი ქრომოსომის ამოღების ეფექტურობა გაზარდეს. შედეგად, ჩვეული გენის ექსპრესია აღადგინეს და უჯრედული ფუნქციონირებაც რედაქტირებულ უჯრედებში.

მართალია, კვლევა დამაიმედებელ შედეგებს გვთავაზობს, მაგრამ ჯერ არ არის მზად ცოცხალ ორგანიზმებში გამოსაცდელად. თუნდაც იმიტომ, რომ დარჩენილი ქრომოსომების შეცვლაც შეუძლია… მიუხედავად ამისა, მეცნიერების ვარაუდით, მომავალში ეს და სხვა მსგავსი კვლევები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის პოტენციური მკურნალობის გზას შემოგვთავაზებს.

წყარო : პრაიმტაიმი

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში სიმსივნის მკურნალობის ნოვატორულ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც არსებულ რადიოთერაპიას ჩაანაცვლებს

ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) სიმსივნის მკურნალობის ნოვატორულ მეთოდზე მუშაობენ, რომელიც არსებულ რადიოთერაპიას ჩაანაცვლებს და სწრაფი მოქმედება ექნება – წერს BBC-ი.

მეცნიერების განცხადებით, ახალი მეთოდი ექიმებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი სიმსივნის სახეობას ებრძოლონ ნაკლები გვერდითი მოვლენების განვითარებით, რაც ჩვეულებრივი რადიოთერაპიის დროს შეუძლებელია.

„არის იმედი, რომ ამ მოწყობილობების საშუალებით ტვინის სიმსივნის რთული ფორმების განკურნება იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია სტატიაში.

ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაცია არის ადგილი, სადაც მეცნიერები ადრონული კოლაიდერის განვითარებაზე მუშაობენ, რომელიც ენერგეტიკული ნაწილაკების ყველაზე მძლავრი ამაჩქარებელია მსოფლიოში. დიდი ადრონული კოლაიდერი ზეგამტარი მაგნიტებისგან შემდგარი 27-კილომეტრიანი რკალია, რომელიც საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ მდებარეობს.

CERN-ის მთავარ მიგნებად შეიძლება ჩაითვალოს “ღმერთის ნაწილაკად” წოდებული ჰიგსის ბოზონი. ეს ელემენტარული ნაწილაკია, რომელიც გარკვეულწილად, სამყაროს რაობას ხსნის, თუმცა ბოლო წლებში CERN-ს ინტერესის ახალი ობიექტი აქვს – რადიოთერაპია, რომელსაც სიმსივნის მკურნალობის დროს იყენებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინარობოტექნიკატექნოლოგიები

BBC: შეძლებენ თუ არა რობოტები მოახდინონ რევოლუცია ონკოქირურგიაში?

გლაზგოში ქირურგებმა ჩაატარეს ოპერაცია ონკოპაციენტებზე რობოტის მეშვეობით, რომელსაც მოფერებით როქსის ეძახიან, – წერს BBC-ი.

გინეკოლოგ-ონკოლოგები როქსის ოთხი ხელის მეშვეობით, რომლებზეც ქირურგიული ინსტრუმენტებია მიმაგრებული, ურთულეს ოპერაციებს ასრულებენ.

ქირურგები, რომლებიც ოპერაციების დროს რობოტებს იყენებენ აცხადებენ, რომ ინოვაციები და ტექნოლოგიები ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცევა ჯანდაცვის სფეროში.

შოტლანდიელმა ექიმებმა რობოტების გამოყენება ქირურგიაში 2015 წელს დაიწყეს და მას შემდეგ ეს მიმართულება გამუდმებით ვითარდება. რობოტექნიკა აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ონკოლოგიაში, არამედ უროლოგიაში, თორაკალურ ქირურგიაში [გულმკერდის ქირურგია], პანკრეატიტის, ორთოპედიის და სხვა დაავადებების მართვის დროს.

2021 წელს შოტლანდიის მთავრობამ განახორციელა 20 მილიონიანი ინვესტიცია 12 რობოტის შესაძენად, უპირველეს ყოვლისა, ონკოლოგიური ქირურგიის განსავითარებლად. ქირურგების თქმით, ეს მეთოდი აძლევთ მათ საშუალებას უფრო იოლად შეასრულონ რთული ოპერაციები, ხოლო პაციენტებმა უკეთესად და სწრაფად შეძლონ პოსტოპერაციული პერიოდის გავლა.

პაციენტების შეფასებით, ოპერაციამ, რომელიც ქირურგებმა რობოტების საშუალებით ჩაატარეს, მათთვის იმდენად იოლად ჩაიარა, რომ, როდესაც გაიღვიძეს ვერც კი იგრძნეს, რომ მათ ოპერაცია გაუკეთეს. პაციენტების სახლში გაწერა კი მეორე დღესვე მოხერხდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერების მტკიცებით, აღმოჩენილია აუტიზმის გამომწვევი მიზეზი

ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომლის შედეგებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რომლის მიხედვითაც –  თუ ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ქიმიური ნაერთის, ბისფენოლ A-ს (იგივე BPA) დონე ნორმაზე 3-ჯერ მეტია,  იმის რისკი რომ ბავშვს მომავალში აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვან 3-ჯერ იზრდება.

აუტიზმი ფსიქიკის  ისეთი აშლილობაა, რომელიც პიროვნების სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარსა და ქცევას აზიანებს.  აუტისტურის სპექტრის მქონე ადამიანები ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში. ასევე, მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქციის ნაკლებობა, განმეორებითი მოძრაობები, მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმის და შეხების მიმართ და ა.შ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით აუტიზმის დიაგნოზი 75 მილიონ ადამიანს აქვს. მამრობით სქესში აუტიზმის გავრცელება 4-ჯერ მაღალია, ვიდრე მდედრობითში.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები 600-ზე მეტი ჩვილის განვითარების პროცესს აკვირდებოდნენ.ისინი გამუდმებით ამოწმებდნენ, რამდენად დიდი იყო ბისფენოლის დონე ორსულებში. აღმოჩნდა, რომ იმ დედების  შვილებს რომელთა ორგანიზმშიც, ორსულობის დროს,  ბისფენოლ A-ის დონე ნორმას აჭარბებდა, 3-ჯერ უფრო ხშირად უსვამდნენ აუტიზმის დიაგნოზს.  ეს მაჩვენებელი 6-ჯერ იზრდება ბიჭების შემთხვევაში.

ბისფენოლ 1 იგივე BPA ქიმიური ნაერთია, რომელსაც პლასტმა­სას გა­სა­მაგ­რებ­ლად და ლი­თო­ნე­ბის და­ჟან­გვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად იყენებენ.  ის გვხდება პლასტამასაც წყლის ბოთლებში, შესაფუთ მასალებში, სამზარეულოს აქსესუარებში, პოლიეთილენის პაკეტებში, ბავშვის სათამაშოებში, ქაღალდის ქვითრებში და ა.შ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ბისფენოლ A-ის ორგანიზმიდან გამოდევნა საკმაოდ რთულია. ეს ნივთიერება ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში რჩება.  მას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის დაქვეითება, სქესობრივი მომწიფების დაჩქარება, ჰორმონალური დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ასევე, ის უარყოფითად აისახება ტვინის მუშაობაზე.  მეცნიერების თქმით, ადამიანის ორგანიზმში ამ ნივთიერების სიჭარბე, შესაძლოა,  მეორე ტიპის დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მიზეზიც გახდეს.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს აშშ-ში ”ბისფენოლ A” ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებად აღიარეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

კიბოს ვაქცინამ გარკვეულ პაციენტებში იმედის მომცემი შედეგები აჩვენა

ექსპერიმენტულმა კიბოს ვაქცინამ,რომელიც პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნება, ეფექტურობა აჩვენა თირკმლის კიბოს მესამე და მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებში.

კვლევა ჩატარდა Dana-Farber-ის კიბოს ინსტიტუტის,ჰარვარდის სამედიცინო სკოლის და იელის კიბოს ცენტრის მიერ.

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო ცხრა პაციენტმა,რომლებმაც ოპერაციის შემდეგ მიიღეს ვაქცინა, შექმნილი მათი სპეციფიკური მუტაციების მიხედვით. ვაქცინამ გამოიწვია ძლიერი იმუნური პასუხი, T უჯრედების რაოდენობის 166-ჯერ გაზრდით. ვლევის შედეგების მიხედვით, საშუალოდ 34.7 თვის შემდეგ ყველა პაციენტი რჩებოდა კიბოსგან თავისუფალი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი შედეგები იმედის მომცემია, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საჭიროა უფრო მასშტაბური კვლევები, ვაქცინის ეფექტურობის საბოლოოდ დასამტკიცებლად.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

მოსალოდნელი ნიშნები ინფარქტამდე ექვსი თვით ადრე – უახლესი კვლევა

მიოკარდიუმის ინფარქტი არის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის ნაწილობრივ ან სრულ დარღვევასთან, გულის არტერიაში. ამ მიზეზით ხდება გულის კუნთის – მიოკარდიუმის ნეკროზი. მარტივად რომ ვთქვათ, გულს აღარ აქვს საკმარისი სისხლი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამის მიზეზები განსხვავებულია, მათგან ყველაზე გავრცელებულია სისხლძარღვების კედლებზე ათეროსკლეროზული ნადები. ისინი ავიწროებენ ჭურჭლის სანათურს, რაც იწვევს სისხლის ნაკადის შემცირებას.

გარდა ამისა, არსებობს ფსიქოლოგიური მიზეზები, მაგალითად, მძიმე სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა. ეს ხდება იმის გამო, რომ სტრესის პირობებში, ნერვული და ჰორმონალური სისტემები, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის ნაკადს, გაუმართავია, რაც იწვევს გულის ფუნქციონირების დარღვევას. მეცნიერთა ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ყველა ამ მიზეზის მიუხედავად, გულის შეტევის პროგნოზირება შესაძლებელია მწვავე ფაზამდე ექვსი თვით ადრე.

გულის შეტევის რისკის განსაზღვრა სისხლის ანალიზის გამოყენებით

მკაფიო მიზეზშედეგობრივი კავშირი სტრესსა და გულის შეტევას შორის დადგენილი არ არის. თუმცა, სტატისტიკა აშკარად მიუთითებს, რომ მძიმე სტრესი ზრდის მომავალში გულის შეტევის ალბათობას. ასევე, როგორც ადრე ვთქვით, ინფარქტის რისკს ზრდის უძილობა, ცუდი ჩვევები, არასწორი კვება და ა.შ. ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინფარქტის მიზეზი ყოველთვის აქვს, ანუ ის მოულოდნელად არ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პროგნოზირება შესაძლებელია.

თეორიულად, რისკფაქტორების იდენტიფიცირება შესაძლებელია სისხლის ტესტის გამოყენებით. სტრესი, მეტაბოლური დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ყოველთვის გავლენას ახდენს სისხლის შემადგენლობაზე, ამიტომ მათი აღმოჩენა შესაძლებელია გარკვეული მოლეკულებით. თუმცა, მეცნიერებამ ჯერ არ იცის, რა ფაქტორები მიუთითებს ინფარქტის რისკზე, ანუ უცნობია, კონკრეტულად რა უნდა ვეძებოთ სისხლის შემადგენლობაში.
თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია.  აღმოჩენილი მოლეკულები მიუთითებს გულის შეტევის რისკზე გრძელვადიან პერსპექტივაში – ხუთიდან ათ წლამდე. ეს კარგი შედეგია, მაგრამ ეს პროგნოზი საკმაოდ ბუნდოვანია.

როგორ განვსაზღვროთ გულის შეტევა

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაისახა ამოცანა, ეპოვათ მოლეკულები, რომლებიც გამოავლენდნენ გულის შეტევის რისკს მოკლევადიან პერიოდში – რამდენიმე თვეში ან მაქსიმუმ ექვს თვეში. ფაქტია, რომ ინფარქტის წინაპირობები ზოგჯერ ძალიან სწრაფად ვითარდება, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში. მაგალითად, გულის შეტევა ძლიერი სტრესის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება.
ასეთი რისკფაქტორების საპოვნელად მეცნიერებმა გააანალიზეს ორი ათასზე მეტი ადამიანის სისხლის შემადგენლობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. არცერთ ამ ადამიანს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი გულ-სისხლძარღვთა დაავადება. თუმცა, ანალიზისთვის სისხლის დონორობიდან ექვსი თვის განმავლობაში 420 ადამიანს დაემართა გულის შეტევა.

ექვსი თვის შემდეგ, კვლევის ავტორებმა შეადარეს მათ სისხლი, ვისაც ჰქონდა გულის შეტევა და მათი, ვისაც არ ჰქონდა. კერძოდ, მეცნიერებმა გააანალიზეს მეტაბოლიზმში ჩართული 817 ცილა და ათასზე მეტი მოლეკულა. საბოლოოდ მათ შეძლეს 48 ცილისა და 43 მოლეკულის (მეტაბოლიტის) აღმოჩენა, რომლებიც მხოლოდ იმ ადამიანების სისხლში იყო, ვისაც ინფარქტი ჰქონდა. ანუ მიუთითებენ გულის შეტევაზე მწვავე სტადიამდე ექვსი თვით ადრე. ამის შესახებ კვლევები ჟურნალ Nature Cardiovascular Research-ში გამოქვეყნდა. მართალია, ცილებისა და მეტაბოლიტების გარდა, ინფარქტის რისკის დიაგნოსტიკისთვის ასევე საჭიროა მონაცემები ადამიანის სქესისა და ასაკის შესახებ. სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

შეიძლება თუ არა ტატუს გაკეთების შემდეგ სისხლის გადასხმა – რას ამბობს ექიმი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ექიმი აღნიშნავს, რომ სისხლს ტატუ არ წამლავს და არც სისხლის გაცემა არ არის აკრძალული.

თუმცა არჩილ მარშანია გამონაკლის შემთხვევაზე მიუთითებს.

„არანაირი სისხლი არ იწამლება ტატუს გაკეთების შემდეგ. უბრალოდ, რადგან ახალ გაკეთებულ ტატუზე შეიძლება გარკვეული სახის ინფექცია შეიჭრას, ამისთვის არსებობს რამდენიმე თვიანი მოცდის პერიოდი. სხვადასხვა ქვეყნებში ლიცენზირებულ ტატუ სალონებში ეს პერიოდიც კი არ არის საჭირო“, – აღნიშნავს ექიმი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაქიმია

დეოდორანტი და სხვა ჰიგიენური პროდუქტები ჩვენს სახლში ჰაერს აბინძურებს

თანამედროვე ჰიგიენურ პროდუქტებში უამრავი კომპონენტი გვხვდება, რომლებსაც სუნისა და ოფლის საწინააღმდეგო, დამატენიანებელი თუ ვარცხნილობის შემანარჩუნებელი ეფექტი გააჩნია. ზოგიერთი ასეთი ნივთიერება ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საზიანოა, ზოგს კი გარემოში მოხვედრისას სხვა ნაერთებთან რეაქციაში შესვლა და ჰაერის დაბინძურება შეუძლია.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა სწორედ ასეთი პროდუქტები შეისწავლეს, რათა დაედგინათ, რა ხდება, როცა ისინი სახლის ტიპურ გარემოშია. შედეგად, 200 სხვადასხვა აქროლადი ორგანული ნაერთის იდენტიფიცირება შეძლეს. მათი ნაწილი შედარებით უსაფრთხოა და დაბალი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთი ძალიან სწრაფ ქიმიურ რეაქციებს განიცდის და მეორეულ ორგანულ აეროზოლებს წარმოქმნის.

მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი მოლეკულებისგან ახალი ნაწილაკები მიიღება, რომლებიც ერთმანეთს ეკვრის და ზომაში იზრდება. შედეგად მიღებული ნაწილაკები შესაძლოა, ჩვენს ფილტვებში დაილექოს. ჯანმრთელობაზე მათი გავლენა კარგად არაა გამოკვლეული, მაგრამ სპეციალისტები შიშობენ, რომ ისინი იმაზე საშიშია, ვიდრე გვგონია.

დღესდღეობით სახლებსა თუ ოფისებში ოზონის მოლეკულების 1 წყარო მაინცაა, როგორიცაა პრინტერები, ქსეროქსის აპარატები ან, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, ჰაერის გამწმენდები. ასეც რომ არ იყოს, ბევრი გარე დამაბინძურებელი აგენტი მზის სხივებთან ურთიერთქმედების შედეგად ოზონის ფორმირებას იწვევს, რომელიც შიგნით ფანჯრებიდან ან სავენტილაციო სისტემებიდან აღწევს.

ოზონში არსებული ჟანგბადის სამი ატომი მას არასტაბილურს და აქროლად ორგანულ ნაერთებთან მარტივად რეაქციულს ხდის. ამ ქიმიურ პროცესებზე დასაკვირვებლად მკვლევრებმა ბურთულიანი და სპრეი დეოდორანტი, ხელის ლოსიონი, სუნამო და მშრალი შამპუნი გააანალიზეს.

პირველი ექსპერიმენტი მათთან დაკავშირებული ემისიების შესწავლას დაეთმო, მეორე ცდისას კი ამ ემისიებთან ოზონის რეაქციას დააკვირდნენ. ამისთვის სახლის მსგავს სიმულირებულ სივრცეში ოზონი გაუშვეს, მილიარდში დაახლოებით 35-40 მოლეკულის ოდენობით. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა პროდუქტის შემთხვევაში (ბურთულიანი დეოდორანტის გარდა) ნაწილაკების ერთგვარი სმოგი წარმოიქმნა და მათი რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა.

მეცნიერები გვირჩევენ, რომ მსგავსი პროდუქტების მოხმარება შევამციროთ ან უფრო ბუნებრივი ალტერნატივებით ჩავანაცვლოთ, რომლებშიც რეაქციული კომპონენტები ნაკლებადაა. მათი ნაშრომი გამოცემაში Environmental Science & Technology Letters გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რა ენაზე ფიქრობენ სმენის არმქონე ადამიანები?

ყველას მსგავსად, სხვებთან და საკუთარ თავთან კომუნიკაცია სმენადაქვეითებულ ადამიანებსაც შეუძლიათ, თანაც არაერთი გზით. არ არსებობს ერთი კონკრეტული ჟესტური ენა ან მოდალობა, რომელსაც ფიქრისას ყველა სმენადაქვეითებული ადამიანი იყენებს. ადამიანის ფიქრის ბუნებას არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგალითად: რა ასაკში წაერთვა/შეუსუსტდა მას სმენა ან აქვს თუ არა შინაგანი მონოლოგი.

ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა არაა გამოქვეყნებული, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მაინც არსებობს. პროფესორმა ბენსი ვოლმა, ჟესტური ენის ლინგვისტმა (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი), საკითხი შემდეგნაირად ახსნა:

“იმ ადამიანის ფიქრი, რომელიც სმენის გარეშე დაიბადა, მისთვის ნაცნობ ენებზე იქნება დამოკიდებული. ზოგჯერ სმენადაქვეითებული ბავშვები თავისთვის ისევე მღერიან, როგორც ნორმალური ბავშვები ესაუბრებიან საკუთარ თავს”.

სრულად სმენადაქვეითებული ზოგი ადამიანი არა ხმით, არამედ გამოსახულებებით ფიქრობს, ანუ ფიქრებს ჟესტების, დაწერილი სიტყვების ან სურათების სახით წარმოიდგენს. საკუთარი ფიქრების დეტალურად წარმოდგენა მათაც შეუძლიათ, უბრალოდ ამას განსხვავებულად აკეთებენ.

სმენის გარეშე დაბადებული ადამიანები, დიდი ალბათობით, ვერ მიხვდებიან, როგორ ჟღერს მეტყველება; მეორე მხრივ, ამაზე წარმოდგენა ექნებათ მათ, ვინც სმენა თავიდან ჰქონდათ და მოგვიანებით დაკარგეს. შესაბამისად, ზოგიერთი სმენადაქვეითებული ადამიანი შეიძლება ვიზუალების, ხმის ან ორივეს გამოყენებით ფიქრობდეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსოფლიოში დაახლოებით 300 ჟესტური ენა არსებობს. შესაბამისად, სწორედ კონკრეტულ ენაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ჟესტებს წარმოიდგენს ფიქრისას სმენადაქვეითებული ადამიანი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კვლევებმა აჩვენა, რომ ჟესტური ენის გამოყენებით ფიქრი ტვინის მარცხენა ქვედა შუბლის ქერქს ააქტიურებს. სწორედ ეს რეგიონი აქტიურდება მაშინაც, როცა ნორმალური სმენის მქონე ადამიანები იყენებენ სიტყვებს შინაგანი მონოლოგისთვის.

“ეს მიანიშნებს, რომ ჟესტური ენითა და სამეტყველო ენით ფიქრს ერთი და იგივე უბნები მართავს“, — დაასკვნეს მეცნიერებმა 1997 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში.

1970-იან წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოკლევადიან მეხსიერებასთან დაკავშირებულ პროცესებში ჟესტების წარმოდგენას სასიცოცხლო როლი აქვს. ზუსტად ასევეა შინაგანი, უხმო, მეტყველება ნორმალური სმენის მქონე ადამიანებისთვის.

ამის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ყველა ნორმალური სმენის მქონე ადამიანი ვერბალურად, ანუ სიტყვების გამოყენებით, ფიქრობს. უკვე ფართოდ ცნობილია, რომ ზოგს შინაგანი მონოლოგი არ აქვს, ანუ მათი ფიქრები ჩუმია და მხოლოდ გამოსახულებებისგან ან სხვა აბსტრაქტული იდეებისგან შედგება.

უცნობია, რამდენად ხშირია ეს ფენომენი სმენადაქვეითებულ ადამიანებში; დაუზუსტებელია ისიც, ახასიათებთ თუ არა მათ ეს იმავე სიხშირით, რა სიხშირითაც — ნორმალური სმენის მქონე ადამიანებს.

ზოგიერთ ადამიანს აფანტაზია აქვს, ანუ გონებაში არაფრის წარმოდგენა არ შეუძლია. როგორც ჩანს, სმენადაქვეითებულებში აფანტაზიის კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. შესაბამისად, ისიც უცნობია, როგორ შეიძლება ფიქრობდნენ ადამიანები, რომლებსაც არც ხმის წარმოდგენა შეუძლიათ და არც გამოსახულებების.

საბოლოო ჯამში, ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება ფიქრობდეს სმენადაქვეითებული ადამიანი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აღმოჩენილია პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი – ტესტირება ადამიანებზე უკვე დაწყებულია

მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს. შესაბამის კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, საუბარია მედიკამენტზე, რომელიც ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ კიბოს უჯრედების მგრძნობელობას ზრდის.

პრეპარატის სახელია ATI-450 და იგი თაგვებზე უკვე წარმატებით გამოცადეს.  ქიმიოთერაპიასთან ერთად ATI-450-ის გამოყენებამ თაგვებში სიმსივნეების ზომა დაახლოებით ნახევრით შეამცირა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით გაზარდა.

ამ დროისათვის, პრეპარატის ადამიანებზე ტესტირება მიმდინარეობს.

პანკრეასის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად 180 000 ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს. დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, რადგანაც პანკრეასის კიბოს აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 96
Page 4 of 96