close

მედიცინა

მედიცინა

საფრანგეთში ჯანდაცვის სექტორის 3 000-მდე არავაქცინირებულ თანამშრომელს საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერეს

საფრანგეთში საავადმყოფოების, მოხუცთა თავშესაფრებისა და ჯანდაცვის ცენტრების 3 000-მდე არავაქცინირებულ თანამშრომელს საქმიანობის უფლება დროებით შეუჩერეს.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივერ ვერანის თქმით, უფლებამოსილების შეჩერება თანამშრომლების უმეტესობისთვის დროებითია.

ახალი კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 15 სექტებრიდან შევიდა, სამედიცინო სექტორის თანამშრომლებისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2.7 მილიონ ადამიანს ეხება, რომლებიც ვალდებულები არიან დაადასტურონ, რომ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაკეთებული აქვთ.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, საფრანგეთში ე.წ. „კოვიდ საშვების“ წარდგენა სავალდებულო გახდა რესტორნებში, სპორტდარბაზებსა და მუზეუმებში შესასვლელად, ხოლო ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.

საფრანგეთს ვაქცინირებული მოსახლეობის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო შედეგი აქვს. ქვეყანაში სრულიად აცრილია მოსახლეობის 72.4 %.

 წყარო : Reuters

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა კომიტეტმა „ბუსტერ“ დოზის ყველა მოქალაქისთვის შეთავაზებას მხარი არ დაუჭირა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვაქცინებისა და მათთან
დაკავშირებული ბიოლოგიური პროდუქტების მრჩეველთა კომიტეტის წევრებმა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ე.წ. „ბუსტერ“ დოზით 16 წლის
ასაკიდან ყველა მოქალაქის აცრას მხარი არ დაუჭირა.
კერძოდ, კომიტეტის 18 წევრიდან 16-მა ამ რეკომენდაციის გაცემაზე უარი
განაცხადა.
ექსპერტების ჯგუფის განმარტებით, ამ ეტაპზე არ არსებობს დამატებითი დოზის
ფართოდ გამოყენების აუცილებლობის სათანადო მტკიცებულება.
ამის შემდეგ კომიტეტმა ერთხმად, 18 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი
დაუჭირა „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზით 65 წლის ასაკიდან და ასევე
დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების აცრის რეკომენდაციას.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, როგორც წესი,
ითვალისწინებს საკონსულტაციო კომიტეტების რჩევებს, თუმცა ამის
ვალდებულება არ აქვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ვმსჯელობთ, რომ კოვიდგადატანილები ერთჯერადად აიცრან – გამყრელიძე

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ვინც გადაიტანა, მათი იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების.

ზოგიერთმა ქვეყანამ პროტოკოლი შეცვალა და კოვიდგადატანილებს ერთჯერადად ცრიან.

იქნება თუ არა საქართველო მათ რიცხვში.

ამ კითხვას დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე უპასუხა.

„ბევრმა ქვეყანამ არა, მაგრამ ზოგიერთმა პროტოკოლი ამ კუთხით შეცვალა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. აქტიურად არა, მაგრამ ამ საკითზე მსჯელობთ. ჯერჯერობით მივყვებით პროტოკოლს, რომ ორჯერადად აიცრან კოვიდგადატანილებიც, რადგან ორჯერადად აცრა მყარ იმუნიტეტს ქმნის“. – აცხადებს გამყრელიძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

“ კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვაქცინირებულების” – ლევან რატიანი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

“იმე­დია მალე და­ვა­მარ­ცხებთ პან­დე­მი­ას! მალე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა პო­პუ­ლა­ცი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი! ამის სა­ფუძ­ვე­ლი ბი­ო­ლო­გი­ის კა­ნო­ნია, რაც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს! იმუ­ნი­ტე­ტი პო­პუ­ლა­ცი­უ­რი ჩა­მო­ყა­ლი­ბის ფაქ­ტო­რე­ბია: გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იმუ­ნუ­რი სტა­ტუ­სი და უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნა­ცია! ამის დას­ტუ­რი სი­ცო­ცხლის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­და­ი­ტა­ნეს კო­ვიდ 19 და გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ, 7-8 თვე და შე­საძ­ლე­ბე­ლია ათწლე­უ­ლე­ბი ან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზეც კი ინარ­ჩუ­ნებ­დნენ მყარ იმუ­ნი­ტეტს SARS-CoV-2 ის მი­მართ.

და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გარ­კვე­უ­ლი თვე­ე­ბის გას­ვლის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დეს, მაგ­რამ T და B უჯრე­დე­ბი იმახ­სოვ­რე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წარ­მოქ­მნი­ან ახალ ან­ტის­ხე­უ­ლებს ორ­გა­ნიზმს თუ კვლავ შე­ხე­ბა მო­უხ­და ამ ვირუს­თან. ის­რა­ელ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის იმუ­ნი­ტე­ტი ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია ვიდ­რე ვიდ­რე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, Pfizer-BioNTech- ით სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დელ­ტა შტა­მით ინ­ფი­ცი­რე­ბის შან­სი 6 – ჯერ მა­ღა­ლი იყო ვიდ­რე მათი, ვინც იმუ­ნი­ტე­ტი ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ის ფაქ­ტი, რომ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლე­ბის აც­რის შემ­დეგ მათი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა ამას დიდი მტკი­ცე­ბა და ექ­სპე­რი­მენ­ტი არ სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ამ გზით გაზ­რდი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არა­ნა­ირ კლი­ნი­კურ სარ­გე­ბელს არ იძ­ლე­ვა და რაც მთა­ვა­რია, უნდა გვახ­სოვ­დეს რის­კი­სა და სარ­გებ­ლის თა­ნა­ფარ­დო­ბა. არ ქა­ო­სი! სიმ­შვი­დით, სიყ­ვა­რუ­ლით და გვერ­თში დგო­მით გა­დავ­რჩე­ბით! ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ! აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­რჩე­ბით!” – წერს ლე­ვან რა­ტი­ა­ნი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ოქტომბერში აშშ-მა შესაძლოა 5-11 წლის ბავშვების „ფაიზერით“ აცრაზე ავტორიზაცია გასცეს

ოქტომბერში აშშ-მა შესაძლოა 5-11 წლის ბავშვების „ფაიზერით“ აცრაზე ავტორიზაცია გასცეს. ამის შესახებ Reuters-ს ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში წყაროებმა განუცხადეს.

მათი განცხადებით, ოქტომბრის ბოლოსთვის „ფაიზერის“ შემქმნელებს ექნებათ შესაბამისი კლინიკური ცდების შედეგები, რის შემდეგაც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის გაცემას შეძლებს.

ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ ონლაინშეხვედრაზე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ანალოგიური კვლევების დასრულებისთვის „მოდერნას“ 3 კვირით მეტი დასჭირდება.

ოფიციალური კომენტარი ამ საკითხზე არც ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებში და არც აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გაკეთებულა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

მარიხუანა შესაძლოა სპორტსმენებისთვის აკრძალული პრეპარატების სიიდან ამოიღონ

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) აკრძალული პრეპარატების სიიდან მარიხუანის ამოღებაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.

ამ საკითხს მეცნიერები მომავალ წელს შეისწავლიან, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 2022 წლის ბოლომდე მარიხუანის მოხმარება კვლავ აკრძალული იქნება.

WADA-მ ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 21 წლის ამერიკელმა მძლეოსანმა შა’კარი რიჩარდსონმა მარიხუანის მოხმარების გამო ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ტოკიოს ოლიმპიადა გამოტოვა. მაშინ ზოგიერთმა სპეციალისტმა და სპორტსმენმა აკრძალვას მოძველებული და უაზრო უწოდა. რიჩარდსონის განცხადებით, მან მარიხუანის მოხმარება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ბათუმში ჩვილი, რომელიც დაბადებისას 550 გრამს იწონიდა, კლინიკიდან გაწერეს

ბათუმში მცირე წონის ჩვილი დაიბადა, რომელიც ექიმებმა გამოაჯანმრთელეს და გუშინ გაწერეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან.

დაბადებისას ჩვილი 550 გრამს იწონიდა. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ბავშვების ნაადრევად დაბადების შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თუმცა ასეთი მცირე წონით, იშვიათად იბადებიან. პატარა გოგონა სამი თვის წინ, 25-ე კვირაზე დაიბადა და მან რამდენიმე თვე ახალშობილთა რეანიმაციაში გაატარა.

„გვქონია 600-გრამიანი, 800-გრამიანი ახალშობილების დაბადების პრაქტიკა, თუმცა 550-გრამიანი ახალშობილი პირველად გვყავდა. დაიბადა ძალიან ღრმად დღენაკლი, სამი თვე გაატარა ჩვენთან, ჰქონდა სხვადასხვა სახის პრობლემა, თუმცა ეს პრობლემები ეტაპობრივად დაიძლია,“ – გვითხრეს კლინიკაში.

ნაადრევად დაბადებული ჩვილები სპეციალურ ინკუბატორში თავსდებიან, სადაც  შესაბამისი გარემო და ტემპერატურული რეჟიმია ახალშობილისთვის.

„ადრე არ იყო ტექნოლოგიები განვითარებული და ვერ ხერხდებოდა დღენაკლული ბავშვების გადარჩენა, თუმცა თანამედროვე მედიცინა  გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ასეთი პატარა ახალშობილებიც გადავარჩინოთ. ლივია უკვე თავის მშობლებთან და უფროს და-ძმებთანაა,“ – გვითხრეს კლინიკაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

შემთხვევები, როცა არ უნდა აიცრათ – ბიძინა კულუმბეგოვი თემაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ვაქცინების უკუჩვენებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია აიცრან ის ადამიანები, ვისაც დიაბეტი, ასთმა, არტერიული წნევა და სხვა დაავადებები აწუხებს:
“თუ დავიწყებთ უკუჩვენებებზე საუბარს, ლაკონურად რომ ვთქვათ, ვაქცინებს ბევრი უკუჩვენება არ აქვს. მაგალითად, ფაიზერის ვაქცინას უკუჩვენება აქვს, თუ ადამიანს მასში შემავალ ინგრედიენტებზე ცხოვრებაში ერთხელ მაინც ანაფილაქსიური შოკი აქვს გადატანილი, ამით მთავრდება. დროებითი უკუჩვენება აქვს ყველა ვაქცინას და ეს ხდება მაშინ, თუ მაქვს ნებისმიერი დაავადება მწვავე სიცხით მიმდინარე და ვიღებ ანტიბიოტიკებს, იმ პერიოდში ვერ ავიცრები.
მეორე შემთხვევაა: თუ გადავიტანე კოვიდი და 30 დღე არ გასულა.
რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, მათ შემთხვევაში ეს უკუჩვენებები ცოტა მეტია. ორსულსა და მეძუძურ დედებს ჩვენ ფაიზერს ვთავაზობთ, რადგან ჩინურ ვაქცინებს ანოტაციური უკუჩვენება უწერია. ასევე გაფანტული სკლეროზი და ალერგია შემავალ კომპონენტებზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში იწვევს ვაქცინა უკუჩვენებას. ამის მიღმა მდგომარეობები: დიაბეტი, არტერიული წნევა, გადატანილი ინფარქტი, სტენტირება, შუნტირება, ასთმა – ამ ადამიანების აცრა აუცილებელია და ყველაზე მეტად ამ ადამიანებს ეშინიათ. ამ ინფორმაციის გაფანტვას ვცდილობთ და თითოეულ ადამიანთან მიტანას, მაგრამ ასე მარტივი ეს არ არის. ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა მისცეს საშუალება ავტორიტეტულ ექიმებს, რომ ადამიანებთან ახლოს მივიდნენ”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

8 საგანგაშო სიმპტომი, როცა კოვიდინფიცირებული ბავშვის კლინიკაში გადაყვანაა აუცილებელი – გიორგი ღოღობერიძის გაფრთიხილება მშობლებს

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს და განმარტავს იმ 8 შემთხვევაზე, როდესაც აუცილებელია კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

თუ სამ თვემდე ასაკის ბავშვს ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი, ექიმთან გადაყვანა აუცილებელია.

 

სამი თვიდან ზევით ტემპერატურა შეიძლება იყოს 39 გრადუსი, აუცილებლად გადასაყვანია კლინიკაში.

 

თუ ბავშვს ტემპერატურა 5 დღეზე მეტი უგრძელდება, ასევე აუცილებელია კლინიკაში გადაყვანა.

 

თუ ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტ „პარაცეტამოლს“ ამ შემთხვევაშიც ექიმთან გასვლა აუცილებელია.

 

თუ ამ ყველაფერს თან ერთვის გამონაყარი მთელ სხეულზე კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია.

 

ასევე ამ ყველაფერს თუ ახლავს კრუნჩხვები, კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია.

 

თუ ტემპერატურას ტუჩების მიდამოში გალურჯება ახლავს, ასევე თითების გაციება, აქაც ყველა შემთხვევაში ექიმთან გადაყვანა აუცილებელია.

 

ტემპერატურას ასევე შეიძლება ახლდეს გამოშრობის ნიშნები, ჩვენ უნდა გახსოვდეს რომ სიცხე მხოლოდ შემაწუხებელი არ არის, სიცხე არის ერთ-ერთი ფაქტორი გამოშრობის.

 

როცა ტემპერატურა მაღალია სიცხეების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ პანიკას არ ავყვეთ, განწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ ტემპერატურა გადააჭარბებს 38 გრადუსს სიცხის დამწევი უნდა მივიღოთ. სულ 2 მედიკამენტია. იბუპროფენი და პარაცეტამოლი. სიცხის მართვა მხოლოდ სიცხის დამწევის მიღებას არ გულისხმობს, არამედ სითხეების მიღებას გულისხმობს.

 

ფიზიკური მოძრაობა ნიშნავს იმას, რომ ფილტვები კარგად ვენტილირდება. ფიზიკური მოძრაობის შემდეგ თუ დასვენებას დავაპირებთ, აუცილებლად მუცელზე უნდა დავწვეთ. ბუშტების ბერვა ასევე ძალიან კარგია. ჩემი რჩევა იქნება რომ ანტიბიოტიკები თვითნებურად არ მივიღოთ“, – აღნიშნა ღოღობერიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მუტაცია M! -ექსპერტთა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო კორონავირუსის ახალი შტამის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ეს არის მუტაცია M, რომელიც ქვეყანაში უკვე რამდენიმე ინფიცირებულთან დაფიქსირდა და კარგად შესწავლილი ჯერჯერობით არ არის – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

მართალია, საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი გიგას მაიორკინი აცხადებს, რომ ამ დრომდე, ახალი შტამის დინამიურობა არ შეინიშნება, თუმცა, პროფესორთა ნაწილი ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, თავისი მასშტაბურობით დელტა შტამსაც კი გადაასწროს.

 

ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილი რომ არ იყოს, კატასტროფის წინაშე მარტივად დადგებოდნენ.

 

“ჩვენ M შტამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, რადგან ახალია. მსოფლიო მეცნიერებას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი მონაცემები იმის გამოსავლენად, თუ რამდენად გადამდებია ეს შტამი ან ვაქცინა რამდენად ერევა. თუმცა, ყველაფრისთვის მზად ვართ.

 

ის, რომ საბერძნეთის მოქალაქეთა 50 პროცენტი უკვე აცრილია, იმუნიტეტის გარკვეული კედელი აშენებულია და ამან ბევრი ადამიანი ​ ინტუბაციისა და სიკვდილისგან ნამდვილად იხსნა.

 

ვაქცინირებულები რომ არ ვიყოთ, სულ სხვაგვარი სურათის წინაშე დავდგებოდით და ეს იქნებოდა ძალიან მძიმე. ამ დროისთვის მართვითი სუნთქვის აპარატზე მყოფი ადამიანების 90 პროცენტი აუცრელია,” – თქვა პროფესორმა, თეოდორა ფსაპტოპულუმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 39 40 41 42 43 95
Page 41 of 95