close

მედიცინა

მედიცინა

ისრაელში, თავებით გადაბმული სიამის ტყუპი 12-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს

ისრაელში 1 წლის ტყუპმა ერთმანეთი პირველად ნახა. ამ დროის განმავლობაში, ისინი თავების უკანა ნაწილებით იყვნენ გადაბმულნი. მათ განსაცალკევებლად, 12-საათიანი ოპერაცია ჩატარდა, – ამის შესახებ BBC წერს.

იქამდე, ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში, ორივეს სკალპები გადაუნერგეს. პროცესში ჩართულნი იყვნენ სპეციალისტები როგორც ისრაელიდან, ისე – უცხო ქვეყნებიდან.

„ჩვენთვის სასიხარულოდ, ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ვიმედოვნებდით“, – ამბობს მათი ნეიროქირურგი.

ექიმების თქმით, გოგოები, რომლებიც 2020 წლის აგვისტოში დაიბადნენ, სრულიად ნორმალურ ცხოვრებას შეძლებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

რატომ უქმნიან არავაქცინირებული ადამიანები საფრთხეს სხვებსაც?

არავაქცინირებული ადამიანების დიდი რაოდენობა ვირუსის  ვარიანტების წარმოქმნას უწყობს ხელს,  – ამის შესახებ დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა ქრისტოფერ მარტინმა განაცხადა.

ვირუსი, რომელიც კოვიდ-19-იწვევს, თვითგამრავლებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი „მასპინძელი“ ადამიანის ორგანიზმია. ვირუსი ამას ჩვენი უჯრედოვანი მექანიზმის მიტაცების გზით ახორციელებს, იმისთვის, რომ ადამიანის უჯრედების მეტი ასლის ნაცვლად მეტი საკუთარი უჯრედი მიიღოს. მაგრამ ეს პროცესი ქაოტურია და ვირუსის მიერ საკუთარი ასლების წარმოქმნისას გენეტიკურ კოდში შეცდომები ხშირად ხდება. ეს შეცდომები კი იწვევს მუტაციებს, რომლებიც ქმნიან შემოჭრილი პათოგენის განსხვავებულ ვერსიებს.

”თუ რომელიმე შემთხვევითი შეცდომა ამ ვირუსს უპირატესობას ანიჭებს, მაგალითად,თუ ის უფრო გადამდები გახდება, როგორც ეს „დელტას“ შემთხვევაშია, აღნიშნულივარიანტი შეიძლება სწრაფად გახდეს მოსახლეობაში დომინანტური,” – განაცხადა პროფესორმა მარტინმა.

მისი განმარტებით, რადგანაც ჩვენი სამყარო ასეთი ურთიერთდაკავშირებული, ვარიანტები შეიძლება სწრაფად გავრცელდეს. მაგალითად, დელტაარიანტი პირველად ინდოეთში 2020 წლის ბოლოს გამოვლინდა, აშშ – ში კი მაისის დასაწყისში. უკვე ივლისისათვის კი აშშ-ში ინფიცირების ახალი შემთხვევების 80%-ი „დელტა“ ვარიანტზე მოდიოდა.

პროფესორ მარტინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული პირების ნაწილი მაინც ინფიცირდება, ინფიცირების მაჩვენებელი არავაქცინირებულებში გაცილებით მაღალია და შესაბამისად, ისინი ვირუსის გავრცელების უფრო მაღალ რისკს ჰქმნიან.

”თითოეული ჩვენგანი რისკის ქვეშ ვრჩებითმანამ, სანამ მსოფლიოში არავაქცინირებული ადამიანების რაოდენობა დიდია,” – აცხადებს მარტინი.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 183 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის, საერთო ჯამში, ვაქცინების 5.46 მილიარდი დოზა ადმინისტრირებული. დღეში იცრება, დაახლოებოთ, 39 მილიონი ადამიანი. ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 684 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 537 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 374 მილიონი.

წყარო : Bloomberg

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიმედიცინასაქართველო

ლიდა ბუბუტეიშვილი-პაკოს საერთაშორისო აღიარება – პირველად, ქართველი ქალი “თაიმს სქუერის” უდიდეს ეკრანზე

ლიდა ბუბუტეიშვილი სავარაუდოდ პირველი ქართველია, ვინც “თაიმს სქუერის” უდიდეს ეკრანზე გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. სალომე არაბული წერს, რომ ლიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის პრეზიდენტია, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევითაა დაკავებული. მათი კვლევების უკანასკნელი წარმატებული შედეგის უკან სწორედ ქართველი მეცნიერი დგას.

ეს ის ქართველი ქალია, რომელიც ვფიქრობ რომ უნდა გაიცნოს ქართულმა საზოგადოებამ… ლიდა ბუბუტეიშვილი-პაკო, სავარაუდოდ, პირველი ქართველია, რომელიც Time Square-ის უდიდეს ეკრანზე გამოჩნდა და ამის მიზეზი ძალზედ საამაყოა. ლიდა ვიცე პრეზიდენტის პოსტს იკავებს ორგანიზაციაში, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევებითაა დაკავებული და მათი კვლევების უკანასკნელი, წარმატებული შედეგების უკან ალბათ ხვდებით ვინც დგას…

ლიდა ბუბუტეიშვილის სტატიები და კვლევები უკვე წლებია, იბეჭდება მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო ჟურნალებში, ის ასევე წარმატებით თანამშრომლობს როგორც აშშ-ის ს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე მსოფლიოს საუკეთესო ექიმებთან და პროფესორებთან… ძალიან მწყდება გული, როდესაც ქართველი ჟურნალისტები და ტელევიზიები ვერ პოულობენ დროს იმისათვის, რომ ქართველების წარმატება გააჟღერონ, სამაგიეროდ ვინმე ქართველი „ბრგე” თუ ჩაიდენს დანაშაულს საზღვარგარეთ, ამას გვაზეპირებინებენ…

ბუნდოვნად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ლიდამ დატოვა საქართველო, „შუქის მოსვლას” რომ ყვირილით ვხვდებოდით, ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია… ამით მინდა წარმოდგენა შეგექმნათ, თუ როგორი რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა მან.

განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩემმა ბავშვობის წლებმა ლიდას, ჩემთვის საყვარელი ლიკას გვერდით გაიარა… ვამაყობ, რომ ასეთი წარმატებული ქართველია და თანაც ქალი.

წარმატებები ლიდა!

– წერს სალომე არაბული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

,,დელტა” შტამის მძიმე განვითარებისგან Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები 100%-ით იცავს

სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ის პრეპრინტში (სამეცნიერო გამოცემა, რომელშიც წინასწარ იბეჭდება სხვა გამოცემისათვის განკუთვნილი მასალები) გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, Sinopharm-ისა და Sinovac-ის კოვიდვაქცინები ეფექტურია კორონავირუსის “დელტა” შტამის წინააღმდეგაც.

კვლევაში 10 00-ზე მეტ ადამიანი მონაწილეობდა, რომლის მიხედვითაც ჩინური წარმოების ვაქცინების Sinovac-ისა და Sinopharm-ის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე.

შედეგად მხოლოდ 19-ს განუვითარდა მძიმედ დაავადება, რომლებიც არ იყვნენ ვაქცინირებულნი.

კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინებს აქვს 100% -იანი ეფექტიანობა მძიმე/კრიტიკული დაავადების განვითარების წინააღმდეგ, 70% საშუალო სიმძიმის დაავადების, ხოლო 59%-ით იცავს სიმპტომური დაავადებისგან.

,,კვლევის და ვაქცინაციის მონაცემების გამოყენებით, ჩვენ შევაფასეთ ინაქტივირებული ვაქცინების რეალური ეფექტიანობა პნევმონიისა და მძიმე დაავადებების საწინააღმდეგოდ, გამოწვეული B.1.617.2 ვარიანტით. გავანაწილეთ როგორც არავაქცინირებული, ნაწილობრივ აცრილი (1 დოზა) და სრულად ვაქცინირებული (2 დოზა) ჯგუფები. შევაფასეთ ვაქცინირებული ჯგუფების შედარებითი რისკი (RR) და ვაქცინის ეფექტურობა (VE) არავაქცინირებულ ჯგუფთან მიმართებით”, – აღნიშნულია კვლევაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში, რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თავის კოლეგებს მიმართავს და შეახსენებს, რომ ალერგია არ შეიძლება იყოს აცრაზე უარის თქმის მიზეზი.

ბიძინა კულუმბეგოვი facebook-ის საკუთარ გვერდზე კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს.

“ახლა ჩემთან მოვიდა ვაქცინაციის ცენტრიდან გამობრუნებული ადამიანი, მიზეზი 25 წლის წინ ჭინჭრის ციება (ურტიკარია) ანამნეზში.

ჩემო ძვირფასო კოლეგებო, არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში (ასთმა, რინიტი, დერმატიტი, ურტიკარია, კვინკე…), რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას!,”- წერს კულუმბეგოვი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

,,ფაიზერმა” აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო

,,ფაიზერმა” აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო.

🔷ამ დრომდე, ფაიზერს სხვა ვაქცინების მსგავსად, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

🔷„FDA-ს მიერ ფაიზერის ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი ეტაპია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტანდარტებს“ – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

✅ „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი.

✅ ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/

✅ მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს .

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ისრაელში დამზადებული კოვიდპრეპარატის წარმატება

“90 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტის 93 %-მა, საავადმყოფო მედიკამენტის მიღებიდან 5 დღეში დატოვა” – საერთაშორისო მედია კიდევ ერთი ახალი, კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის ეფექტიანობაზე წერს. 

ისრაელში დამზადებული მედიკამენტი საბერძნეთის რამდენიმე საავადმყოფოში მყოფ პაციენტებზე გამოსცადეს, რადგან, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ისრაელს არ ჰყავდა საკმარისი რაოდენობის შესაბამისი სიმძიმის პაციენტები.

კოვიდპრეპარატი თელავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მიერ შეიქმნა და ის ახლა საცდელი პერიოდის მეორე ფაზას გადის.

ცდის ავტორების განცხადებით, კვლევის წინასწარმა ანალიზმა ექსპერიმენტის პირველი ფაზის შედეგები კვლავ გაიმეორა, მაშინ (კვლევის პირველი ეტაპი ზამთარში განხორციელდა) მედიკამენტის მიღების შემდეგ, ზომიერად მძიმე 30 პაციენტიდან 29-მდე, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა.

“აღნიშნული კვლევის მთავარი მიზანი იყო იმის შემოწმება, რომ პრეპარატი უსაფრთხოა. დღემდე, ჩვენ არ გვაქვს რეგისტრირებული რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა, რომელიც კვლევის პირველ ან მეორე ფაზაში მონაწილე რომელიმე პაციენტში გამოვლინდა.” – თქვა პროფესორმა ნადირ არბერმა.

როგორც ისრაელის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო The Jerusalem Post წერს, არბერმა და მისმა გუნდმა, მათ შორის დოქტორმა შირან შაპირმა პრეპარატი შეიმუშავეს იმ მოლეკულის საფუძველზე, რომელსაც პროფესორი უკვე 25 წელია სწავლობს. ეს არის CD24, რომელიც ბუნებრივად არის ორგანიზმში. პროტეინი აკრავს უჯრედის მემბრანას და მრავალ ფუნქციასთან ერთად, აკონტროლებს მექანიზმს, რომელიც “ციტოკინურ შტორმზეა” პასუხისმგებელი.

“კლინიკური გაუარესების მთავარი მიზეზი იმუნური სისტემის გადაჭარბებული გააქტიურებაა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ციტოკინის ქარიშხალი”. კოვიდპაციენტთა შემთხვევაში, სისტემა იწყებს შეტევას ფილტვების ჯანსაღ უჯრედებზე. CD24 კი არის პატარა ცილა, რომელიც მიმაგრებულია უჯრედების მემბრანაზე და ის ასრულებს ბევრ ფუნქციას, მათ შორის ციტოკინის ქარიშხალზე პასუხისმგებელი მექანიზმის რეგულირების ჩათვლით.” – თქვა არბერმა და აღნიშნა, რომ ის, მთლიანობაში, გავლენას არ ახდენს იმუნურ სისტემაზე და მიზნად ისახავს სწორი ბალანსის პოვნას.

“მათი მიწოდებით ზუსტად იქ, სადაც საჭიროა, ჩვენ თავიდან ავიცილებთ ბევრ გვერდით ეფექტს.” – ამბობს პროფესორი.

ახლა გუნდი მზად არის, კვლევის ბოლო ეტაპი დაიწყოს.

აქვე, ნადირ არბერის განმარტებით, რაც უნდა პერსპექტიული იყოს მკურნალობის პირველი ფაზის დასკვნები, ვერავინ იქნება ბოლომდე დარწმუნებული, სანამ შედეგებს არ შეადარებენ იმ პაციენტების ანალიზს, რომლებიც პლაცებოს იღებენ.

კვლევაში მონაწილეობას მიიღებს, დაახლოებით, 155 კოვიდპაციენტი. მათს ორ მესამედს მისცემენ წამალს, ხოლო მესამედს – პლაცებოს.

კვლევა ისრაელში ჩატარდება და ის შეიძლება აგრეთვე ჩატარდეს სხვა ქვეყნებშიც, თუკი ისრაელში საჭირო პაციენტების რაოდენობა არ იქნება საკმარისი.

არბერი იმედოვნებს, რომ კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება და თუ შედეგები წარმატებული აღმოჩნდება, პროფესორი პირობას დებს, რომ მკურნალობა შესაძლებელი გახდება შედარებით სწრაფად და უფრო ხელმისაწვდომ ფასად.

“გარდა ამისა, წარმატებამ შეიძლება გზა გაგვიხსნას მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ” – ამბობს პროფესორი ნადირ არბერი.

შეგახსნებთ, ეს არ არის პირველი კოვიდპრეპარატი, რომლის ცდებიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

კორონავირუსის „იოტა“ შტამის ლეტალობა შესაძლოა 82%-ს აღწევდეს

ამერიკელი მეცნიერების განცხადებით, კორონავირუსის „იოტა“ შტამის ლეტალობა შესაძლოა 82%-ს აღწევდეს. შესაბამისი კვლევის შედეგები პორტალ medrxiv.org-ზე გამოქვეყნდა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვისა და ფსიქიკური ჰიგიენის დეპარტამენტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა შეისწავლეს 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აპრილამდე ნიუ-იორკში შეგროვებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები და დაასკვნეს, რომ ვირუსის ეს ვარიანტი სხვა ცნობილ მუტაციებთან შედარებით 15-25%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

გარდა ამისა, „იოტა“ ვარიანტს ლეტალობის კოეფიციენტის გაზრდა შეუძლია. საკვლევ პერიოდში ეს მაჩვენებელი 45-64 წლის ადამიანებში 46%-ით, 65-74 წლის ადამიანებში 82%-ით, 75 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 62%-ით გაიზარდა.

„იოტა“ შტამი პირველად ნიუ-იორკში, 2020 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. ამჟამად ქვეყანაში „იოტა“ ვარიანტის 45 558 შემთხვევაა დადასტურებული. მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს აშშ-ში დომინანტური „დელტა“ შტამი გახდა, „იოტას“ შემთხვევების რაოდენობა კი შემცირდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ბავშვებში კოვიდინფიცირების შემთხვევებმა იმატა. რა გართულებებზე საუბრობენ ექიმები

კოვიდვირუსის შემთხვევებმა ბავშვებშიც იმატა. პედიატრების ინფორმაციით, კლინიკებში საწოლების დიდი ნაწილი უკვე შევსებულია. ისინი საზოგადოებას ვაქცინაციისკენმოუწოდებენ და ამბობენ, რომ ბავშვებისა და ოჯახის წევრების დაცვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სწორედ იმუნიზაციაა.

„ამტელ ჰოსპიტალის“ პედიატრი ქეთინო აზნაურაშვილი ამბობს, რომ ამ შტამით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება რთულად მიმდინარეობს.

„საკმაოდ მძიმე შემთხვევები გვაქვს. არის გართულებები ფილტვების ანთების მხრივ, გვაქვს ფილტვის დაზიანებები. ჩვილ ბავშვებში ინდური შტამი შემდეგნაირად მიმდინარეობს: ბავშვებს ეძინებათ, უარს ამბობენ საკვებისა და სითხის მიღებაზე, აქვთ ზოგადი, საერთო სისუსტე. ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ახლა აღარც სკოლაა და აღარც – საბავშვო ბაღები, მათ მშობლებისგან ან ახლობლებისგან ედებათ“, – აცხადებს ქეთინო აზნაურაშვილი.

ციციშვილის კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი აცხადებს, რომ, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშიც კია.

„ჩვენთან, სამ ბავშვს აქვს მძიმე მიმდინარეობა. მათი მდგომარეობა უცვლელი, მძიმეა. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ მათი სიცოცხლეებიგადავარჩინოთ. რაც შეეხება საერთო მდგომარეობას ბავშვებში; არაა რთული. ამ კონკრეტულ ვირუსს, შტამს ის განასხვავებს, რომ უფრო მეტად გამოხატულია სიმპტომები და კიდევ უფრო ამჩნევენ, რომ ბავშვს ეს დაავადება აქვს“, – ამბობს დავით რეხვიაშვილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

„ინფორმაცია, რომ კოვიდი არასდროს ემართება პირველი უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანს, არასწორია,“ – გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ცნობები იმის შესახებ, რომ პირველი რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანებს კოვიდ-19 არ ემართებათ:

„ეს ინფორმაცია მეც ვნახე Facebook-ის რამდენიმე გვერდზე. ზოგჯერ პატარ-პატარა გვერდები ხალხის დაინტერესების მიზნით არასწორ სახელებს აწერენ ხოლმე სტატიებს. ასეთი სათაური იყო სწორედ, რომ თითქოს სისხლის რომელიღაცა ჯგუფს არასდროს ემართება კოვიდი. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. ვინც ჩემი ვიდეო უშუალოდ ნახა და მოუსმინა მას, იქ განმარტებული იყო ის ფაქტი, რომ ამ ოთხი ჯგუფიდან, კოვიდ ინფექციის შემთხვევები ყველაზე იშვიათი იყო პირველი ჯგუფის შემთხვევაში.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, პირველი ჯგუფის რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე პაციენტებში ნამდვილად უფრო იშვიათად გვხვდება კოვიდ-19, ვიდრე სხვა ჯგუფებში:

„კოვიდ-19 უფრო ნაკლებად გვხვდებოდა, თუ ადამიანი იყო პირველი ჯგუფის სისხლის და რეზუს-უარყოფითი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს პირველი რეზუს-უარყოფითი სისხლი, მას არასდროს დაემართება ვირუსი.​ მათაც დაემართებათ ვირუსი, უბრალოდ უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვა ჯგუფების შემთხვევაში.“

„კვლევა ჩატარდა დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანზე, სადაც შეისწავლეს სისხლის ჯგუფიც და კოვიდიც. ნახეს, რომ პირველი ჯგუფის სისხლში არსებული ანტისხეულები ​იცავდა ადამიანებს კოვიდის შემოჭრის შემთხვევაში მძიმე ფორმების განვითარებისგან. შეიძლება, ადამიანს დამართნოდა კოვიდი, მაგრამ ხშირად (არა ყოველთვის) ის იყო მსუბუქი ხასიათის. გარდა ამისა, ისევ პირველი და უარყოფითი რეზუსის შემთხვევაში ნაკლები იყო სისხლის შემადედებელი ფაქტორის შემცველობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რეზუსუარყოფითიან ადამიანებში უფრო ​ნაკლებად გვხვდებოდა თრომბოზი. ეს არ ნიშნავს, რომ არასდროს გვხვდებოდა. ის ინფორმაცია, რომ თითქოს კოვიდი არასდროს ემართება პირველი უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანს, არასწორია. მათაც ემართებათ კოვიდი, უბრალოდ უფრო ნაკლებად, ვიდრე სხვებს,“ – აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 41 42 43 44 45 96
Page 43 of 96