close

მედიცინა

მედიცინაფიზიკა

კვანტური ფიზიკის გამოყენებით, მეცნიერებმა კიბოს უჯრედების დნმ გაანადგურეს

კვანტური ფიზიკის გამოყენებით, მეცნიერებმა კიბოს უჯრედების დნმ დააზიანეს და მოკლეს. კვანტური ფიზიკა და კიბო შეიძლება ერთან უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ იქნებ კვანტური ფიზიკა კიბოს განკურნების გზის პოვნაში დაგვეხმაროს.
მკვლევრები აცხადებენ, რომ თუკი კიბოს უჯრედების დნმ-ს დასხივებული იოდის მატარებელი ნანონაწილების მიერ გამოყოფილი ელექტრონების ზემოქმედების ქვეშ მოვათავსებთ, ისინი მოკვდებიან. აღნიშნულს ადასტურებს კვლევა, რომელზეც იმუშავეს კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა.
როდესაც იქს-სხივები მოლეკულებზე ზემოქმედებენ, ხშირად წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც კიბოს უჯრედების დნმ-ს აზიანებს და კლავს. თუმცა, თავისუფალი რადიკალები შეიცავს ჟანგბადს და თუ სამიზნე რეგიონში არ არის საკმარისი ჟანგბადი, მაშინ რადიკალები ვერ წარმოიშობიან. ეს კი რაღაც ხარვეზებზე მიგვანიშნებს. მეცნიერები კი ახლა ცდილობენ ჟანგბადის საჭიროება გამორიცხონ. ერთ-ერთი გამოსავალი გადოლინიუმია. გადოლინიუმით დატვირთული ნანონაწილაკები ელექტრონებს გამოყოფს და კიბოს უჯრედების დნმ-ს კლავს. თუმცა, ეს ელემენტი ძალიან იშვიათია და მეცნიერები ფიქრობენ მის იოდინით ჩანაცვლებას.
ტექნოლოგიის ეფექტურობა ცხოველებზე ექსპერიმენტით ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, მალე იგეგმება და წარმატების პოტენციალიც დიდია.

წყარო:iflscience.com
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

იმ ექიმებს, ვისაც აცრა არ სურს, აეკრძალოთ მუშაობა ან გავიდნენ უხელფასო შვებულებაში – ზაალ კოკაია

ჩემი აზრით, ექიმებისთვის კოვიდ-აცრა უნდა იყოს სავალდებულო, – ამის შესახებ ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ზაალ კოკაია წერს.

მისი თქმით, ვისაც არ სურს ვაქცინაცია, მათ უნდა აეკრძალოს უშუალოდ პაციენტთან მუშაობა, ანდა გავიდნენ უხელფასო შვებულებაში, მანამ სანამ პანდემია არ დასრულდება.

“გამონაკლისი უნდა იყოს მხოლოდ ვაქცინის შემადგენლობის რომელიმე კომპონენტზე, ანდა წინა აცრაზე ანაფილაქსიური შოკის (და არა ზოგადად ალერგიულობა), ასევე ორსულობა და სხვა მეცნიერულად ან კლინიკურად დასაბუთებული და საერთაშორისოდ აღიარებული გამონაკლისები. ექიმის მიერ აცრაზე უარის თქმა არის საკუთარი პროფესიის, პაციენტის და მთლიანად საზოგადოების მიმართ უპასუხისმგებლობა და ანტივაქსერიზმის წახალისება. ეს არის პაციენტისთვის სიცოცხლის საფრთხის შექმნა, რომელიც წინააღმდეგობაშია ყველა ეთიკურ და მორალურ სტანდარტებთან. მესმის, რომ არჩევანის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება, მაგრამ უმთავრესი უფლება სიცოცხლის უფლებაა და ამ უფლებისთვის საფრთხის შექმნა არის უფრო მეტი ბოროტება, ვიდრე არჩევანის უფლების შეზღუდვა… სამყარო არის ომის მდგომარეობაში და ექიმები არიან ამ ომში მოწინავე ხაზზე მდგარი მეომრები… ამიტომაც, როგორც ომის დროს იზღუდება გარკვეული უფლებები, ამ დროსაც უნდა მოხდეს კომპრომისები. ქვეყნებმა დაიწყეს ამის გააზრება და იმედია, საქართველოშიც, სადაც ვაქცინაციის დონე კატასტროფულად დაბალია, მალე მივხვდებით, რომ ეს არის პანდემიის დამარცხების არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი ზომა”, – წერს ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

WHO საქართველოს წამლის ფასის რეგულირებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საქართველოს მთავრობას მედიკამენტების ფასების რეგულირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, სადაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„ჯანდაცვის სერვისების ფასების სუსტი რეგულირება და პროვაიდერის შესაძლებლობა პაციენტებს ზედმეტი თანხა დააკისროს, ხელს უწყობს ჯიბიდან მაღალ გადახდებს და ოჯახების გაღატაკებას.

არაფორმალური გადასახადების აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში პროვაიდერებს შეუძლიათ დაადგინონ საკუთარი ფასები და პაციენტებს მოსთხოვონ გადაიხადონ განსხვავება ფასსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დადგენილ ტარიფს შორის“, – ნათქვამია WHO-ს ქართული ოფისის კვლევაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ბრიტანელი ექიმები ორსულ ქალებს კორონავირუსზე აცრას ურჩევენ

ბრიტანელი ექიმები ორსულ ქალებს კორონავირუსზე აცრას ურჩევენ. აღნიშნულ ინფორმაციას „ბი ბი სი“ „ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის” გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრიტანელი გინეკოლოგები და მეანები შეშფოთებული არიან იმ საფრთხეებით, რასაც კორონავირუსი და განსაკუთრებით მისი ახალი შტამები უქმნიან ორსულ ქალს და ნაყოფს.

როგორც ცნობილია, ორსულ ქალებს სხვებთან შედარებით გაცილებით დიდი შანსი აქვთ კოვიდის მძიმე ფორმა განუვითარდეთ, სწორედ ამიტომ ექსპერტები მათ მოუწოდებენ აიცრან და დაიცვან საკუთარი თავი, შვილი და ოჯახი.

კოვიდვაქცინების უსაფრთხოება და ეფექტურობა ორსულებში დადასტურებულია, მიუხედავად ამისა, კვლევები უჩვენებს, რომ ბრიტანეთში ორსული ქალების 58%-მა აცრაზე უარი თქვა.

„ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის” პრეზიდენტის, დოქტორ ედუარდ მორისის თქმით იმ დედებს, რომლებიც მშობიარობისას კოვიდით არიან ინფიცირებული, დიდი შანსია დასჭირდეთ გადაუდებელი საკეისრო კვეთა ან რეანიმაცია. ასეთ ქალებში საკმაოდ მაღალია მკვდრადშობადობის  მაჩვენებელიც. გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია მაშინ, თუ ორსული მესამე ტრიმესტრში ინფიცირდება.

„ამიტომ ორსულებმა აუცილებლად უნდა მიიღონ უსაფრთხოების ყველა ზომა და აიცრან პირველი შესაძლებლობისთანავე“- აღნიშნავს მორისი.

„ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის” პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ მთავრობას ამ კუთხით სათანადო მუშაობა არ გაუწევია და მოსახლეობის ინფორმირებაზე არ უზრუნია. შედეგად, მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს შიში ვაქცინის მიმართ მაშინ, როდესაც მის გამოუყენებლობას შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს. მორისის აზრით, სწორედ ასეთი დამოუკიდებლობის გამო ორსულები აღმოჩნდნენ ერთადერთი მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც ვაქცინაციის პრიორიტეტში არ მოიაზრება.

„ბრიტანეთის ვაქცინაციის და იმუნიზაციის ცენტრის“ რეკომენდაციით, ბრიტანელ ორსულებს შეუძლიათ აიცრან „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინით, თუმცა მოსახლეობაში ეჭვები და შიშები ჯერ კიდევ მრავლადაა.

ცოტა ხნის წინ აშშ-ში დასრულებულმა კვლევამ, რომელშიც 90 000-ზე მეტი ორსული მონაწილეობდა დაადგინა, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს მუცლის მოშლის თვალსაზრისით და არც ნაყოფს გადაეცემა დედისგან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

რა სიმპტომები ახასიათებს „ინდურ“ შტამს – თენგიზ ცერცვაძე

დღეს საქართველოში დომინანტი ჯერ კიდევ რჩება ე.წ. ბრიტანული შტამი „ალფა“, მაგრამ თანდათან სულ უფრო ვრცელდება ინდური, ანუ „დელტას“ შტამი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ინდური“ შტამი გაცილებით უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს.

„ინდური“ შტამის გავრცელება დაახლოებით 25 %-ია და მატულობს. ასეთი სცენარი იყო ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბოლოს „ინდური“ შტამი გახდა დომინანტი. დიდი ალბათობით, ჩვენ ამაზე გავლენას ვერ მოვახდენთ, დადგება რაღაც მომენტი, როცა საქართველოში ძირითადად „ინდური შტამი“ იქნება გავრცელებული. ის ბევრი რამით განსხვავდება სხვა შტამებისგან, 50 პროცენტით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „ბრიტანული“ შტამი, რომელიც თავის მხრივ, 50 %-ით მეტად გადამდები იყო, ვიდრე სტანდარტული „ჩინური“ შტამი. გარდა ამისა, მისი კლინიკური სურათი განსხვავდება. მას ნაკლებად ახასიათებს ხველა, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, სამაგიეროდ, გაცილებით უფრო ხშირად ახასიათებს ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი და ცხელება. გარდა ამისა, ის გაცილებით უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს, ვიდრე ამას სხვა შტამები აკეთებდა. ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯანდაცვის სექტორი და ყურადღება უნდა მიაქციონ მშობლებმაც, მოსახლეობამ. „ინდური“ შტამი იძლევა გაცილებით უფრო მძიმე მიმდინარეობას დაავადების, უფრო მძიმე გამოსვლებით, მხედველობაში მაქვს გარდაცვალების შემთხვევები და დაახლოებით ორჯერ უფრო გაზრდილი ჰოსპიტალიზაცია. ყველაფერი ეს ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს სახელმწიფოს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმედიცინასაქართველო

ჯანმო: საჭიროა საქართველომ წამლის ფასები დაარეგულიროს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისი საქართველოში ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად, ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასები დაარეგულიროს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ძირითადად გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ “ამბულატორიული მედიკამენტების შეზღუდული დაფარვით, მომხმარებლის გადახდების კომპლექსური სისტემით (თანამონაწილეობა), თანაგადახდაზე ყოველწლიური ლიმიტის, ან ნაკლებად შეძლებული, ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის შეღავათების გარეშე, ასევე სტაციონარული და გადაუდებელი დახმარების პრიორიტეტით პირველად ჯანდაცვასთან მიმართებაში”.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის მიუხედავად,  ჯიბიდან გაწეული ხარჯები კვლავ ტვირთად აწვება იმ ადამიანებს, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ჯიბიდან გადახდების წილი საქართველოში აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ფინანსური შეჭირვების ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია ჯანმოს ევროპის რეგიონის მასშტაბით.

ანგარიშში წერია, რომ ფინანსური სიდუხჭირის მთავარი მიზეზი ამბულატორიული მედიკამენტებია (69%), რაც განპირობებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული მოცვითა და მედიკამენტების მაღალი ფასებით.

ჯანმრთელობაზე ჯიბიდან კატასტროფული დანახარჯები უკიდურესად აწვება უღარიბეს ოჯახებს.

2018 წელს მედიკამენტების წილმა უღატაკეს ოჯახებში ჯიბიდან გადახდების 90% შეადგინა, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში კი – 24%.

“2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვის შედეგად გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მოცული მოსახლეობის წილი და შემცირდა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები. თუმცა, საქართველოში ჯანდაცვაზე საჯარო დანახარჯები (2,9%) ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (4,9%) დაბალია”, – წერია ანგარიშში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

კვლევა – „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების კომბინაცია კორონავირუსის მიმართ უკეთეს იმუნიტეტს წარმოქმნის

“ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 4 კვირის შემდეგ მეორე დოზის „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით აცრა უკეთეს იმუნურ პასუხს წარმოქმნის ვიდრე ორივე დოზის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის შემთხვევაში წარმოიქმნება.

„ოქსფორდის უნივერსიტეტის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ დოზების შერევა კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების უფრო მეტ კონცენტრაციას წარმოქმნის. კერძოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ „ფაიზერის“ გაკეთება  ანტისხეულების დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალ დონეს ქმნის, ვიდრე ორი დოზა „ფაიზერის“ მიღება. აღსანიშნავია, რომ ჯერ „ფაიზერის“ და შემდეგ „ასტრაზენეკას“ გაკეთება ასეთი ეფექტური არ აღმოჩნდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს. მათი განმარტებით, დასკვნებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყონ ვაქცინების უფრო მოქნილ გამოყენებას, მაგრამ ჩატარებული კვლევა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ვაქცინაციის კლინიკურად დამტკიცებული გრაფიკიდან გადახვევის რეკომენდაცია გაიცეს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება – რა უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2019 წლის დეკემბერი) თითქმის წელიწად-ნახევრის თავზე მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა.

კერძოდ, კვლევის შედეგად,  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარტის თვეში, ბელგიაში გარდაცვლილი 90 წლის ქალი, კორონავირუსის  ორი, ალფა (ბრიტანული) და ბეტა (სამხრეთ აფრიკული) შტამებით ერთდროულად იყო ინფიცირებული.

|რა ვიცით ბელგიაში მომხდარ შემთხვევაზე

Independent-ის ცნობით, ქალს კორონავირუსი 3 მარტს დაუდგინდა. ის ალსტიში მდებარე Onze-Lieve-Vrouwziekenhui-ის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. ექიმების თქმით, თავდაპირველად პაციენტი თავს საკმაოდ კარგად გრძნობდა, სისხლში ჟანბადის დონეც ნორმალურ მაჩვენებელზე იყო, თუმცა მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

„ეს Sars-CoV-2-ის ორივე შტამით ერთდროულად ინფიცირების პირველი, დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევაა. აღნიშნულ პერიოდში ბელგიაში კოვიდის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული შტამები აქტიურად ცირკულირებდა. სავარაუდოა, რომ ქალი კოვიდის შტამებით სხვადასხვა ადამიანსგან ინფიცირდა.  ინფიცირების ზუსტი წყარო ცნობილი არ არის. პაციენტი მარტო ცხოვრობდა, თუმცა უამრავი ადამიანი ზრუნავდა და ეხმარებოდა მას. ითამაშა თუ არა შტამებმა როლი პაციენტის მდგომაროების გაუარესებაში, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია“,- აცხადებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ენ ვანკირბერგენი.

შემთხვევის შესწავლა გრძელდება. ბელგიაში მომხდარს კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპულ კონგრესზე განიხილავენ.

კოვიდის შტამები
კოვიდის შტამები

|ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების სხვა შემთხვევებიც არსებობს?

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ბრაზილიაში ორი ადამიანი კოვიდის რამდენიმე შტამით ერთდროულად ინფიცირდა. თუმცა, აღნიშნული შემთხვევები ისევ შესწავლის პროცესშია და შესაბამისად, საბოლოო პასუხები არაა ცნობილი.

„აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების დოკუმენტურად დადასტურებული სხვა შემთხვევები არ გვაქვს. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ფენომენი სათანადოდ შესწავლილი და შეფასებული არ არის.  ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსგავსი შემთხვევების გამოსავლენად მარტივი მეთოდი არ არსებობს“,- აცხადებს ვანკირბერგენი.

|რას ამბობენ მეცნიერები/ შეამცირებს თუ არა მსგავსი შემთხვევების გახშირება ვაქცინების ეფექტურობას

ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, როულანდ კაოს განცხადებით, მხოლოდ ერთი შემთხვევიდან ზოგადი დასკვნების გაკეთება „ძალიან რთულია“.

გლასგოუს უნივერსიტეტის, ინფექტიონისტი, ემა ტომსონი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და მისი გამოკვლევაა საჭირო.

„შესაძლოა, ამან გლობალური სახე მიიღოს და სულ უფრო მეტი შემთხვევა იქნას იდენტიფიცირებული. სწორედ ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და დეტალურად გამოვიკვლიოთ ის“,- ამბობს ტომსონი.

ვარვიკის უნივერსიტეტის, ვირუსოლოგი, ლოურენს იანგი ამბობს, რომ ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირების შემთხვევა გასაკვირი არაა. თუმცა, მისი შესწავლის საჭიროებას მაინც ხედავს.

„ერთდროულად კოვიდის რამდენიმე შტამით ინფიცირება გასაკვირი  არაა. შესაძლოა, ადამიანი ისეთ გარემოცვაში  მოხვდეს, სადაც გარშემომყოფებს სხვადასხვა შტამი აქვთ და შედეგად თავადაც რამდენიმე ვარიანტით ინფიცირდეს“,- აღნიშნავს ლოურენსი.

მისივე თქმით, აუცილებელია მეცნიერებმა გამოიკვლიონ მოახდენს თუ არა მსგავსი შემთხვევები ვაქცინების ეფექტურობაზე გავლენას.

კორონავირუსი
კორონავირუსი

ჯერჯერობით, მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნებს, რომ არსებული ვაქცინები კოვიდის ახალი შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია.

თუმცა, ვირუსის სწრაფად გავრცელებისა და ახალი სახეობების წარმოშობის გამო, შესაძლოა, სურათი ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმნიუსი“ ქართველ ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილსაც ესაუბრა.

ბუწაშვილის თქმით, ერთდროულად რამდენიმე შტამით ინფიცირების შემთხვევები ინფექციური დაავადებებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

„აღნიშნული შემთხვევა გასაკვირი არ არის. კოვიდის დროს მსგავსი ტენდენცია აქამდე ნაკლებად შეინიშნებოდა. თუმცა, ზოგადად ინფექციური დაავადებებისთვის ეს დამახასიათებელი მოვლენაა.

მაგალითად, ც-ჰეპატიტის დროს ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია. რა თქმა უნდა,  ლოგიკურია ის ფაქტი, რომ როდესაც ადამიანი ორი სხვადასხვა შტამით  არის ინფიცირებული დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ერთის შემთხვევეაში.

რაც შეეხება კოვიდს, ამასთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება და კვლევები ჯერჯერობით არ არის ჩატარებული“,- ამბობს ინფექციონისტი.

 

მომზადებულია BBC-ს, Telegraph-ის, The Independent-ის მიხედვით

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

კორონავირუსთან დაკავშირებით, ფაუჩის პირადი ელექტრონული შეტყობინებები გასაჯაროვდა – მიმოწერების სკანდალის დეტალები

კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მოქ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გრძელდება, მუ­შა­ო­ბენ თე­ო­რი­ა­ზეც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ვირუს­მა შე­საძ­ლოა, უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟო­ნა. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რებს ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბის და­სად­გე­ნად 90 დღე მის­ცა.

ამის ფონ­ზე, აშშ-ში, მე­დი­ა­ში ქვეყ­ნის მთა­ვარ ექიმ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის პი­რა­დი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყის ეტაპ­ზეა გაგზავნილი.

Washington Post-ი, Buzzfeed News-ი და CNN-ი ამტკიცებს, რომ მო­ი­პო­ვეს ფა­უ­ჩის პი­რა­დი ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, მიმოწერა 3 000-გვერ­დი­ა­ნია და და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2020 წლის იან­ვარ-ივ­ნი­სის პე­რი­ო­დით.

ამ მე­ი­ლებ­ში ფა­უ­ჩი, მედიის მტკიცებით, სა­უბ­რობს სხვა­დას­ხვა უწყებებთან, მათ შორის აშშ-ის მთავ­რო­ბას­თან, ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, “ვარ­სკვლა­ვებ­თან” და ა.შ.

შეიქმნა, თუ არა, ვირუსი ხელოვნური გზით

მედიის მტკიცებით, შეტყობინებებში ჩანს, რომ ექი­მი ფა­უ­ჩი და მისი კო­ლე­გე­ბი ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ფიქრობდნენ თე­ო­რი­აზე იმის შე­სა­ხებ, რომ ვირუს­მა შე­საძ­ლოა, უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟო­ნა.

თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს თე­ო­რია ექ­სპერ­ტე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უარ­ყო. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კი მას “უკი­დუ­რე­სად ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დო” უწო­და, მიუხედავად ამისა, უხანში კვლევა გრძელდება.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წერილებში, არის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც 2020 წლის იან­ვარ­ში ფა­უ­ჩიმ ამერიკის უმ­სხვი­ლე­სი ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის­გან მი­ი­ღო. მას­ში სა­უ­ბა­რია ვირუ­სის “უჩ­ვე­უ­ლო მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე” და წერია, რომ ეს მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი შე­საძ­ლოა, იყოს მანიშნებელი იმი­სა, რომ ვირუ­სი ხელოვნურია. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი მას პასუხობს, რომ დაურეკავს.

შეგახსენებთ, მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩიმ თქვა, რომ ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაში არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და მხარს და­უ­ჭერს გა­მო­ძი­ე­ბის გაგრძელებას.

პირბადეები

მედიის მტკიცებით, 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ფა­უ­ჩი აშშ-ის ჯან­დაც­ვის ყო­ფილ მდი­ვანს სწერს: “პირ­ბა­დე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი მათ­გან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, ვიდ­რე და­იც­ვას არა­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვირუ­სის­გან.“

მე­დი­ა­ში გამოქვეყნებული მასალების შემდეგ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნაწილი, მის ფაუჩის გათავისუფლებას ითხოვს, მათ შო­რის არი­ან კონ­სერ­ვა­ტო­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ღიად ამ­ბო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ფა­უ­ჩის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნდა გახ­დეს.

ლი­ბე­რა­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ ფა­უ­ჩის მი­მო­წე­რე­ბი არა­ფერს ამ­ტკი­ცებს გარ­და იმი­სა, რომ ის მოქ­მე­დებ­და იმ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუს­ზე არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის შე­სა­ბა­მი­სად.

რო­გორც BBC წერს, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის ბო­როტ­მოქ­მე­დია, მი­აჩნიათ, რომ ტრამ­პის პო­ზი­ცი­ე­ბის შერ­ყე­ვა გარ­კვე­ულ­წი­ლად, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი­საც უკავ­შირ­დე­ბა. ლი­ბე­რა­ლე­ბის­თვის კი ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი გმი­რია, რადგან მათი აზრით, ფაუჩი მოსაზრებებს ცვლიდა მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით და არა იმის მიხედვით, რას სურდა ტრამპს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი უარს ამ­ბობ­დნენ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­ზე პან­დე­მი­ის ყვე­ლა­ზე რთულ დღე­ებ­შიც კი, რად­გა­ნაც თვლიდ­ნენ, რომ სა­მეც­ნი­ე­რო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბო­და.

რო­გორც BBC წერს, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის მა­სა­ლე­ბი გა­ამ­ყა­რებს მო­საზ­რე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ფა­უ­ჩიმ მარ­თლაც შე­იც­ვა­ლა აზრი ჯან­დაც­ვის ისეთი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ეს ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გა­ნაც ვირუ­სის შე­სა­ხებ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია გაჩ­ნდა.

მა­გა­ლი­თად, 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ის ამ­ბობ­და, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს პირ­ბა­დე სა­ჭი­რო არ იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და, რომ პირ­ბა­დე ეტა­რე­ბი­ნათ.

წყარო – bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ბელგიაში კოვიდის ორი შტამით ერთდროულად ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა

ბელგიაში კოვიდის ორი შტამით ერთდროულად ინფიცირებული 90 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქალი კოვიდის ორი, ალფა (ბრიტანული) და ბეტა (სამხრეთ აფრიკული) შტამით ერთდროულად იყო ინფიცირებული. მას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული.

„სავარაუდოა, რომ ქალი კოვიდის შტამებით სხვადასხვა ადამიანებისგან ინფიცირდა. ის მარტო ცხოვრობდა, თუმცა უამრავი ადამიანი ზრუნავდა და ეხმარებოდა მას. ითამაშა თუ არა შტამებმა როლი პაციენტის მდგომაროების გაუარესებაში, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია“,- ამბობს Onze-Lieve-Vrouwziekenhuis-ის საავადმყოფოს წამყვანი მკვლევარი, ენ ვანკირბერგენი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 43 44 45 46 47 96
Page 45 of 96