close

მედიცინა

კვლევებიმედიცინამსოფლიო

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტი – AstraZeneca-ს ვაქცინის მიღება მხოლოდ 18-64 წლის ასაკის პირებისთვისაა რეკომენდირებული

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტი (STIKO) Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 65 წლის და უფროსი ასაკის პირებში გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა და აცხადებს, რომ ხანდაზმულ ადამიანებზე ვაქცინის მოქმედების შესახებ ჯერჯერობით “არასაკმარისი მონაცემები” არსებობს.

 

„იმის გამო, რომ კვლევაში ≥65 წლის ასაკის პირების მცირე რაოდენობით მონაწილეობდნენ, ხანდაზმულებში ვაქცინაციის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, რის გამოც, ვაქცინის გამოყენება ამჟამად მხოლოდ 18-64 წლის ასაკის პირებისთვისაა რეკომენდირებული,“- ნათქვამია გერმანიის „ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტის“ განცხადებაში.

 

განცხადებას AstraZeneca-ში გამოეხმაურნენ, კომპანიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური კვლევის უახლესი ანალიზის თანახმად,  ვაქცინამ 65 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში საკმარისი ეფექტურობა აჩვენა.

 

წყარო : cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ადამიანი, რომელიც ხელების ტრანსპლანტაციას 23 წელი ელოდა – საოცარი ქირურგიული მიღწევა

მსოფლიოში ყოველ დღე ათასობით უბედური შემთხვევა ხდება. ასეთი შემთხვევების შედეგად ადამიანები იღუპებიან, იღებენ მძიმე დაზიანებებს , კარგავენ კიდურებს და უამრავ მათგანი იძულებულია ხელების ან ფეხების გარეშე იცხოვროს, მაგრამ ზოგჯერ თანამედროვე მედიცინა მათ დაკარგული სხეულის ნაწილების აღდგენაში ეხმარება.

ახლახანს ფრანგმა ქირურგებმა, სხეულის ნაწილების ტრანსპლანტაციის სფეროში, დიდი გარღვევა მოახდინეს. მათ დონორის ხელების ტრანსპლანტაცია შეძლეს. ახალგაზრდა მამაკაცს, ხელები სრულად ჰქონდა ამპუტირებული.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მამაკაცი ახალი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ადამიანებს, რომლებიც ახლო კონტაქტის მიუხედავად არ ინფიცირდებიან, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ – ცერცვაძე

არსებობს 2 ტიპის იმუნიტეტი, თანდაყოლილი და შეძენილი. დიდი ალბათობით იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ვირუსით ინფიცირება არ აღენიშნებათ, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ, – ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს სხვა თეორიაც, რომ ადამიანმა, ვისაც კორონავირუსი არ ემართება ადრე გადაიტანა რომელიმე სხვა ინფექცია კორონავირუსით.

„საკმარისადაა ისეთი შემთხვევები, როცა კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ადამიანი არ ინფიცირდება, ამის შესანიშნავი მაგალითი გვქონდა კლინიკაში, პანდემიის ჯერ კიდევ დასაწყისში. 2 წყვილი იწვა კლინიკაში, 1 იყო ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ხოლო მე-2 კი რელიგიური ადამიანები. ცოლ-ქმრის შემთხვევაში ქალი იყო კოვიდინფიცირებული, კაცმა კი არ მიატოვა, ახალდაქორწინებულები იყვნენ და მე უნდა ვიყო ჩემს მეუღლესთანო და იყო მასთან 15 დღე. იმაზე ახლო კონტაქტი შეუძლებელია, ვიდრე ისინი იყვნენ 15 დღის განმავლობაში 1 პალატაში და მაინც არ დაემართა. რაც შეეხება სასულიერო პირებს, მათ ერთმანეთი არ მიატოვეს და 17 დღე 1 პატარა პალატაში იწვნენ და არ დაემართა.

არსებობს 2 ტიპის იმუნიტეტი, თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილია იმუნიტეტი, რომელიც დაავადების გადატანის, ან ვაქცინაციის შემდეგ დაგვრჩება, ხოლო თანდაყოლილი იმუნიტეტი კი დაბადებიდან აქვს ადამიანს.

დიდი ალბათობით იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ვირუსით ინფიცირება არ აღენიშნებათ, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ.

არსებობს სხვა თეორიაც, რომ ადამიანმა, ვისაც კორონავირუსი არ ემართება ადრე გადაიტანა რომელიმე სხვა ინფექცია კორონავირუსით, რასაც გაციებითი დაავადებები ჰქვია, იქ კორონავირუსებია 15-20%-ში და შესაძლოა ისეთ კორონავირუსიც გადაიტანა, რომელსაც ჯვარედინი ცილები ჰქონდა ახალ კორონავირუსთან, რამაც მისცა იმუნიტეტი, შეიძლება ასეც იყოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

CNN: ჰოსპიტალიზებული კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა

ბრიტანელი მეცნიერების კვლევით, ჰოსპიტალიზებული და კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა სადაც საშუალოდ ყოველი მეათე მათგანი გარდაიცვალა.

CNN-ის ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის, ლესტერის უნივერსიტეტისა და სხვა მეცნიერთა ჯგუფმა, 48 000-მდე იმ ადამიანის მონაცემები შეისწავლა, რომლებიც, აგვისტოს ბოლო პერიოდამდე, კორონავირუსის გამო საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. მათ 140 დღის, ანუ დაახლოებით 5 თვის მანძილზე აკვირდებოდნენ.

„საავადმყოფოებიდან გაწერილი ადამიანების თითქმის მესამედი სამკურნალო დაწესებულებებში ხელახლა მოხვდა და ყოველ 10 ადამიანში ერთზე მეტი გარდაიცვალა“, – წერს გუნდი კვლევის წინასწარ შედეგებში, რომელიც ჯერჯერობით სამედიცინო ჟურნალის მიერ განხილული არ არის, თუმცა ინტერნეტში განთავსებულია.

კვლევის ავტორების მტკიცებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ხელახალი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, გულთან, თირკმლებთან, ღვიძლსა და სხვა ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ.

„განსაკუთრებით ხშირი იყო დიაბეტისა და ინფარქტის შემთხვევები,“ – აცხადებენ კვლევაში ჩართული მეცნიერები.

მათი განმარტებით, კორონავირუსის გამო ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენის მიმართ განსაკუთრებულად დაუცველები 70 წელს გადაცილებულ პირები არიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ბულგარეთში ბავშვი СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებით დაიბადა

ბულგარეთის ქალაქ პაზარჯიკში ახალშობილ ბავშვს СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვის დედა, 28 წლის ქალი საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით მიიყვანეს. კოვიდ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ექიმებმა ქალისთვის საკეისრო კვეთის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიბარა.

ახალშობილს ანტიგენტის ტესტირება ჩაუტარეს. მას СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

იმნაძე: 3 ქალაქში გვაქვს – 80º-იანი მაცივრები, დღესვე შეგვიძლია 200 000 დოზა ფაიზერის მიღება

ქალბატონმა თამარმა უკვე თქვა, ჩვენ მზად ვართ ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად, ამაზე რომ მოიხსნას ყოველგვარი კითხვები.

ჩვენ გვაქვს მინუს 80-გრადუსიანი მაცივრები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, ამის პრობლემა საერთოდ არ არსებობს, დღესვე მივიღებთ 200 000 დოზას…

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

კოვიდგატანილი პაციენტი, შესაძლოა სხვას აინფიცირებდეს – გიორგი ღორობერიძე

„კოვიდგატანილმა პაციენტებმა ნიღაბი აუცილებლად უნდა ატარონ, რადგან ისინი შეიძლება ვირუსის მატარებლები იყვნენ და სხვა დააინფიცირონ“,-  Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი და ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ კოვიდგადატანილი პაციენტი შესაძლოა სხვისი დაინფიცირების მიზეზი გახდეს. ექიმი ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს მოუწოდებს რომ ატარონ პირბადე. ამის შესახებ, მან  „იმედის დღეში“ ისაუბრა. .

„ხალხს ჰგონია, რომ თუ მათ კოვიდი მოიხადეს, შეუძლიათ ნიღაბი აღარ ატარონ ან დისტანცია აღარ დაიცვან, მაგრამ იცოდეთ, მათ კი მოიხადეს კორონავირუსი და შეიძლება რეინფიცირება აღარ მოხდეს, მაგრამ ისინი ვირუსის მატარებლები შეიძლება იყვნენ და სხვა დააავადონ, ამიტომ ყველა რეკომედაცის დაცვა უნდა განაგრძონ. კორონას გადატანის შედმეგ, ეს იმუნიტეტი დედამიწაძე ამჟამად გავრცელებული კორონავირუსის ყველა შტამისგან გვიცავს“, – განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

კლინიკაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება – ლევან რატიანი

შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ბოლო პერიოდში არცერთი თავისუფალი საწოლი არ გვქონდა, დღეს კი კლინიკაში 10-12 თავისუფალი საწოლია. ყოველდღიურად თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება. ემერჯენსსაც ფორსმაჟორში მუშაობა აღარ უწევს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტების 16 მუტაციის მიმართ ეფექტურია

ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტების ე.წ. სპაიკ ცილის N501Y მუტაციის მიმართ ეფექტურად მუშაობს.

მეცნიერების ნაწილის აზრით, ვირუსის ახალი ვარიანტები უფრო ადვილად და სწრაფად გავრცელებადი აღნიშნული მუტაციის გამო არიან.

კომპანია Pfizer-ის  წამყვანი მეცნიერის, ფილ დორმიცერის განცხადებით, ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა როგორც აღნიშნული მუტაციის ასევე სხვა 15 მუტაციის მიმართაც, რომელზედაც ვაქცინის მოქმედება მანამდე დატესტეს.

”ამ დროისთვის 16 სხვადასხვა მუტაცია გვაქვს გამოცდილი და არც ერთ მათგანს ვაქცინის მოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე-17 მუტაცია აღარ იქნება,”- აღნიშნა მეცნიერმა.

მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს სამხრეთ აფრიკის ვარიანტში აღმოჩენილი კიდევ ერთი, E484K მუტაცია.

კორონავირუსის ახალი ვარიანტების აღმოჩენისთანავე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს გაუჩნდათ ეჭვი და შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინებმა, რომლების გამოყენებითაც მოქალაქეების ვაქცინაცია დაწყებულია, შესაძლოა ადამიანები ვირუსის ახალი შტამებისგან დაინფიცირებისგან ვერ დაიცვან. მეცნიერები განსაკუთრებულ შეშფოთებას სამხრეთ აფრიკაში გაჩენილი ვარიანტის მიმართ გამოხატავენ.

რიდინგის უნივერსიტეტის ციტოლოგიური მიკრობიოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა სიმონ კლარკმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ვარიანტს ე.წ. ბრიტანული ვარიანტისგან განსხვავებული ბევრი ისეთი მუტაცია აქვს, რომლებიც სპაიკ ცილაში უფრო ძლიერ ცვლილებებს იწვევენ.

მეცნიერები მსგავსი კვლევის ჩატარებას ე.წ. ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტებში აღმოჩენილ სხვა მუტაციებზეც გეგმავენ.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ამ წამალმა შეიძლება COVID-19-ის პანდემია დაასრულოს

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე მორიგი ლაივ-ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაციას აწვდის.

ღოღობერიძე საუბრობს იმ წამლის შესახებ, რომელმაც შესაძლოა კოვიდპანდემია დაასრულოს.

„მოლნუპირავირი“ – ასე ქვია წამალს, რომელზეც მთელი მსოფლიო დიდ იმედებს ამყარებს.

პრეპარატზე ახლა ამერიკის 4 სხვადასხვა შტატში კლინიკური კვლევის მეორე და მესამე ეტაპი მიმდინარეობს.

„მოლნუპირავირი რამდენიმე თვეა რაც გამოჩნდა კვლევის ბაზარზე და დიდ იმედს ტოვებს, რომ ამ მედიკამენტმა საბოლოო ჯამში, შესაძლოა კოვიდპანდემია დაასრულოს.

ჯერჯერობით ეს მედიკამენტი არაა ხელმისაწვდომი, რადგან ის გადის კვლევებს, როცა დასრულდება კვლევები, ჩვენ შეგვეძლება თქმა, ეს ნამდვილად ის წამალია, რომელსაც შეუძლია კოვიდი დაასრულოს, თუ მოგიწვიეს ძიება სხვა წამლებისა.

ახლა მოგიყვებით რა წამალია ეს ზოგადად:

2020 წლის მარტში დადგინეს, რომ წამალი მოლნუპირავირი, რომელიც არის ანტივირუსული მედიკამენტი და თავიდან განკუთვნილი იყო გრიპის სამკურნალოდ, თურმე აღმოჩნდა ეფექტური კოვიდის წინააღმდეგაც.

კვლევა ჩატარდა 100-მდე ადამიანზე, მედიკამენტი შეისწავლეს დიდ ბრიტანეთში და ასევე ამერიკაში. დაადგინეს, რომ წამალს ჰქონდა ეფექტურობა კოვიდის წინააღმდეგ.

გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გამოეყენებინათ ეს წამალი მასიურად.

2020 წლის ოქტომბერში წამალმა უკვე დაიწყო კვლევის მეორე და მესამე ფაზები.

ახლა კი, დეკემბერში, წინა თვეში, დადასტურდა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან ეფექტური იყო ცხოველების შემთხვევაში.

კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენლები, ქრცვინები დააინფიცირეს კოვიდით და მერე ისევ უმკურნალეს.

ნახეს, რომ ამ მედიკამენტმა, ფაქტობრივად, 24 საათში ვირუსი დაშალა, გაანადგურა.

არცერთ ცხოველს 24 საათის შემდეგ აღარ შეეძლო ამ ვირუსის გავრცელება სხვაზე, ეს საოცარი შედეგია. ეს არის მედიკამენტი, რომელსაც შეუძლია 24 საათში ვირუსი ისე დაწიოს, რომ პირი გადამდები აღარ იყოს.

რა მოხდება თუ ეს მედიკამენტი გაივლის მეორე და მესამე ფაზებს წარმატებით?

თუ ასე მოხდა ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტები ინფექციას აღარ გადასდებენ ერთმანეთს.

აღარავინ არ დაინფიცირდება, ვირუსი არავის აღარ გადაედება, არავინ დაიღუპება კოვიდით.

კიდევ ერთი სარგებელი არის ის, რომ აღარ მოგვიწევს იზოლაციები, ხალხის ჩაკეტვა.

ეს იმას ნიშნავს კიდევ, რომ თუ სადმე იქნება კოვიდის აფეთქება, დაალევინებ ამ წამალს ადამიანებს და ეს კერაც ჩაქრება.

ეს ძალიან დიდი იმედების მომცემი მედიკამენტია, ჩვენ ამ ყველაფრის იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, ჯერ ეს წამალი გადის კვლევების მეორე და მესამე ფაზებს, ჯერ არ დასრულებულა, დასრულდება რამდენიმე თვეში და მაგის მერე, გავიგებთ ეს წამალი მართლა ეფექტურია, თუ გათამაშდება რემდესივირის ვარიანტი.

ძალიან არ მინდა, რომ ამ წამალმაც გაიზიაროს რემდესივირის ბედი, რისი იმედიც ჩვენ გვქონდა და არ აღმოჩნდა ეფექტური.

მაგრამ ამ წამალს მართლა მაგარი პოტენციალი აქვს, რომ გაამართლოს.

აღარავის აღარ დასჭირდება ნიღაბი, დისტანცია, რისკფაქტორების შეფასება, აღარ იქნება ლოკდაუნები და შეზღუდვები, ეს ჯოჯოხეთი დამთავრდება, დასრულდება!

ბევრ ადამიანს ვაქცინის გაკეთება არ უნდა. მათ ძალიან სერიოზული არგუმენტები აქვთ ვაქცინის წინააღმდეგ, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ ენდომება დალევს ამ წამალს და თავისუფალია, აღარ გაავრცელებს ამ დაავადებას და არც მას დაემართება მძიმე ფორმით, ეს მედიკამენტი შეასრულებს არა მხოლოდ სამკურნალო როლს, არამედ საპრევენციო როლსაც-ძალიან სერიოზული პოტენცია აქვს ამ წამალს.

წამალმა უკვე გაიარა პირველი ფაზა, პირველ ფაზაში ამოწმებენ, რამდენად უსაფრთხოა წამალი და ის აღმოჩნდა უსაფრთხო.

მეორე ფაზაში ის მოწმდება 100-ზე მეტ ადამიანზე, დოზირება რამდენია საჭირო, აქვს თუ არა გვერდითი ეფექტები. ამავდროულად გადის მესამე ფაზას, მესამე ფაზაში დადგინდება, ის უფრო ეფექტურია თუ სხვა საშუალებები.

არსებული საშუალებებიდან კი ერთი დექსამეტაზონია, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს, მაგრამ თვითონ ვირუსზე არ მოქმედებს.

იმის თქმა მინდა, რომ თუ მოლნუპირავირი გაივლის კვლევის ფაზებს ჩათვალეთ, რომ კოვიდპანდემია დასრულდება, კოვიდი ჩაბარდება წარსულს,“ – აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ ვიდეო-მიმართვაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 50 51 52 53 54 96
Page 52 of 96