close

მედიცინა

კვლევებიმედიცინამსოფლიო

ნორმალურ ცხოვრებას მომდევნო ზამთრისთვის დავუბრუნდებით – COVID-19-ის ვაქცინის შემქმნელი

კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პროფესორის, ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლის უღურ შაჰინის ვარაუდით, მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის ზამთრისთვის უნდა დაუბრუნდეს. ამის შესახებ შაჰინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, ამერიკულმა Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა გასულ კვირაში COVID-19-ის ეფექტური ვაქცინის შექმნის შესახებ განცხადებები გააკეთეს.

როგორც შაჰინმა ინტერვიუში განაცხადა, ახალი ვაქცინა 90%-ით თუ არა, 50%-ით მაინც შეამცირებს ვირუსის გავრცელებას, თუმცა პირველად განცხადებაში Pfizer-მა განაცხადა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს.

“დარწმუნებული ვარ, ამ ეფექტური ვაქცინით ადამიანებს შორის ვირუსის გადაცემის მაჩვენებელი შემცირდება. შესაძლოა, არა 90 პროცენტით, მაგრამ – 50 პროცენტით მაინც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესეც შეუწყობს ხელს პანდემიის გავრცელების შემცირებას“, – განაცხადა პროფესორმა.

შაჰინის თქმით, მომდევნო წლის აპრილისთვის კომპანია 300 მილიონამდე დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავს, ზაფხულისთვის კი, აპირებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაქცინის წარმოების პროცესი კიდევ უფრო გაზარდოს.

„ზაფხული დაგვეხმარება, რადგან ინფექციის მაჩვენებელი დაიკლებს და რაც აუცილებელია, ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გვქონდეს მასობრივი ვაქცინაცია, მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრამდე“, – აცხადებს შაჰინი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

reuters – ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა

ახალი ტიპის კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის ქალაქ მილანის სიმსივნის ეროვნული ცენტრის ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იტალიელი მკვლევრების დასკვნით, 959 ჯანმრთელი მოხალისიდან, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე ფილტვის კიბოს სკრინინგის კვლევაში მონაწილეობდნენ, 11,6 პროცენტმა კორონავირუსის ანტისხეულები თებერვლამდე დიდი ხნით ადრე გამოიმუშავეს.

SARS-CoV-2-ის ანტისხეულების შემდგომი სპეციფიკური ტესტი ჩატარდა სიენის უნივერსიტეტის მიერ იმავე კვლევისთვის, სახელწოდებით „SARS-CoV-2-ის ანტისხეულების მოულოდნელი გამოვლენა იტალიაში პრეპანდემიურ პერიოდში“.

კვლევამ აჩვენა, რომ ოქტომბრის პირველი კვირით დათარიღებული ოთხი შემთხვევა ასევე დადებითი იყო ანტისხეულების მიმართ, რომლებიც ვირუსს ანეიტრალებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სექტემბერში დაინფიცირდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსი და მისგან გამოწვეული რესპირატორული დაავადება ჩინეთის ქალაქ უხანში ვირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე უცნობი იყო. იტალიის პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი 21 თებერვალს მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, ლომბარდიის ჩრდილოეთ რეგიონში აღმოაჩინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინაფსიქოლოგია

კოვიდ19-ით დაინფიცირებულ ყოველ მეხუთე პაციენტს ფსიქიკური პრობლები გამოუვლინდა – ოქსფორდის კვლევა

კოვიდ19-ის გადატანის შემდეგ, პაციენტებში ფსიქიკური აშლილობის და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების ფაქტები გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი წერს. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა.

ნაშრომში ნათქვამია, რომ ეს შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც პაციენტთა ცხოვრების სტილით, სტრესული გარემოთი, ასევე ვირუსის პირდაპირი გავლენით ნერვულ სისტემაზე.

გაირკვა, რომ წარსულში ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების რისკი 65 პროცენტით გაზრდილია. კვლევის ავტორი მაქს ტაკე ამბობს, რომ ეს სიახლე უდაოდ უფრო ღრმა ანალიზის საფუძველი ხდება და ფსიქიკური აშლილობები ამჯერად რიკს-ჯგუფებს უნდა მივაკუთვნოთ.

კვლევას საფუძვლად დაედო 70 მილიონი ადამიანის ელექტონული ანკეტა, მათ შორის 62 ათასი სწორედ კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

საინტერესოა ისიც, რომ პაციენტების 5.8 %-ს ინფექციის გადატანიდან სამ თვეში ფსიქიკური აშლილობის პირველი ნიშნები გამოუვლინდათ. პროფესორი პოლ ჰარისონი ამბობს, რომ საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს უშუალო კავშირი კორონავირუსსა და ფსიქიკურ აშლილობას შორის. აქვე აღინიშნა, რომ ფსიქიკური სიმპტომები ართულებს სამედიცინო მომსახურების ეფექტურობას და ზრდის სიკვდილიანობის რისკს, ასევე უკვე ფაქტია, რომ სერიოზული ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანები თანმხლები დაავადებების რისკის ქვეშაც დგაგან. გარდა ამისა, ბევრი მათგანი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

კოვიდ-19 დიაგნოზის დადასტურებიდან 14-90 დღის განმავლობაში გამოვლენილი ფსიქიკური აშლილობები დაფიქსირდა პაციენტების 18.1% -ში. დარღვევებში შედის შიზოფრენია, ბოდვითი აშლილობა, განწყობის დარღვევა და შფოთვა.

არსებული კვლევით, რომელიც საბოლო არაა, დასტურდება, რომ ყოველ მეხუთე ადამიანს, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსი, დიაგნოზირებული აქვს ფსიქიკური აშლილობა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიოსაქართველო

საქართველო მიიღებს 700 ათასი ადამიანის სამყოფ იმ ვაქცინას, რომელსაც covax-ი შეარჩევს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნა ითვლება პანდემიის დამარცხების ყველაზე დიდ იმედად, თუმცა ის, რომ შესაძლოა კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს რამდენიმე თვეში, „გადაჭარბებული იმედებია“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფეისბუკბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მსოფლიო სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, უკვე იკავებენ რიგს იმ ვაქცინის მისაღებად, რომელსაც საბოლოო ლიცენზია მიენიჭება. „ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, სხვადასხვა სახელმწიფოებს შეკვეთილი აქვთ ვაქცინის დაახლოებით 8-მილიარდ-ნახევარი დოზა, თითქმის ყველა ეს ვაქცინა, რომელიც ახლა არის ამ კვლევების ფაზაში, არის ორჯერადი გამოყენების, ანუ 3 ან 4 კვირის გამოტოვებით ხდება ორჯერადი ინექცია, რომ მიიღო მყარი ჰუმორული ან უჯრედული იმუნიტეტი ანუ დაცვა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი სიტყვებით, ამ ვაქცინებიდან რომელს მიიღებს საქართველო, დამოკიდებული იქნება “კოვაქს” პლატფორმის არჩევანზე, რომელზეც საქართველოა გაწევრიანებული.

“covax-ის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) პლატფორმა ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ არის შექმნილი, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ თითქმის 2 ათეული წელია, რომლის დახმარებითაც ჩვენს ქვეყანაში დავნერგეთ რამდენიმე ვაქცინა. ალიანსის საშუალებით ჩვენ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიები ჩავატარეთ. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის ჩვენი ტიპის [ქვეყნებისთვის] და მათ შორის საქართველოსთვის, ეს ჩვენ არ ვიცით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი განმარტებით, კოვაქსთან აქტიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნიზაციის სამმართველო და უკვე გადარიცხულია პირველი შენატანი.

„საქართველომ უკვე გადარიცხა პირველი 4 მილიონი დოლარი covax პლატფორმაზე. ჩვენ დაკვეთილი გვაქვს 700 ათასი დოზა ვაქცინისა, უფრო სწორედ, 700 ათასი ადამიანის მოცვისთვის ანუ ორჯერ 700 ათასი [ვინაიდან ორჯერადად კეთდება ვაქცინაცია] და ეს სულ ჯდება 17 მილიონ დოლარამდე, პირველი შენატანი საქარველოს შეტანილი აქვს და როდესაც ჩემს მიერ დასახელებული რომელიმე ან კიდევ სხვა ვაქცინა, დამტკიცდება ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველო მიიღებს ამ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება პირველ რიგში მაღალი რისკჯგუფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა რისკჯგუფების განსასაზღვრად. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ესენი იქნებიან კოვიდის მძიმედ განვითარების რისკის მქონე ადამიანები.

„უპირატესად ხანდაზმულები, ქვეყნების მიხედვით ირჩევა ასაკი, რომლის მერე შეიძლება აირჩიოს ქვეყანამ [თუ ვის აცრის პირველად] თავისი ავადობის სტრუქტურის, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის მიხედვით. ზოგი ქვეყნისთვის ეს შეიძლება იყოს 70 წელზე ზევით, ზოგისთვის 65 წელს ზემოთ, ზოგი ქვეყნისთვის 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის. სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში ითვლებიან ერთ-ერთ პრიორიტეტად დღეისათვის“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

მისი განმარტებით, ვაქცინის საბოლოო დამტკიცებამდე შესაძლოა გარკვეული სიახლეები გამოჩნდეს, შესაძლოა შეიცვალოს მიმღები ჯგუფებიც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინასაქართველო

ფილტვები, თავის ტვინი, გული – სად ტოვებს კვალს covid-19?

საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ კორონავირუსი ორგანიზმში სხვადასხვა კვალს ტოვებს. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, კვლევის ჩატარება საქართველოშიც იგეგმება, თუმცა ამას დაფინანსება სჭირდება.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ covid-19 კვალს ფილტვებში, გულ-სისხლძარღვებსა და თავის ტვინში ტოვებს.

“კორონავირუსი კვალს ტოვებს როგორც მძიმე, ისე მსუბუქ პაციენტებში”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კოვიდისგან დარჩენილი რაიმე სიმპტომის გამო კლინიკებისთვის ჯერ არ მიუმართავთ. “კვლევის საგანი უნდა გახდეს, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისია, თუ პაციენტები არ მიმართავენ კლინიკებს”, – დასძინა ინფექციონისტმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

ფაუჩი Pfizer-ის ვაქცინაზე: შესაძლოა ის ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან გახდეს

აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ Pfizer-ის ვაქცინა შესაძლებელია ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფაუჩი აღნიშნავს, რომ მისი აზრით, Pfizer-ი გამოყენების ნებართვის მიღებას Covid-19 ვაქცინისთვის მომავალი კვირიდან შეეცდება.

„თუ მოვლენები შეფერხების გარეშე განვითარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან გახდება“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

თუმცა, წამყვანი ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ყველანაირი კვლევა პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს.

„უფრო დიდი ალბათობით, ვაქცინის მასობრივი გამოყენება მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება, რაც კარგია“, – განაცხადა ფაუჩიმ.

შეგახსენებთ, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის და გერმანული BioNTech-ის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინამ ტესტირების პირველადი ფაზები წარმატებით გადალახა. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ახალი ვაქცინის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

BBC – კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ადამიანებს 90%-ით იცავს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული კომპანია BioNTech-ის განცხადებით, მათ მიერ შექმნილ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის მე-3 ფაზის წინასწარი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინა კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებულების 90% -ზე მეტს იცავს.

Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა ეფუძნება მეთოდს, რომელიც იმუნური სისტემის მომზადებას ვირუსის გენეტიკური კოდის ნაწილის ინექციის გზით ითვალისწინებს.

კომპანიებში აცხადებენ, რომ საცდელი კვლევები აშშ – ში, გერმანიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკასა და თურქეთში ჩატარდა და მასში 43 500 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ წარმოქმნილა.

კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ 19-სგან დასაცავად საჭიროა ორი ვაქცინის დოზა, სამი კვირის ინტერვალით. 90%-იანი დაცვა კი მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში მიიღწევა.

Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის  ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდებას შეძლებენ, რაც 25 მილიონი ადამიანი ასაცრელადაა საკმარისი, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობას 1.3 მილიარდამდე გაზრდიან.

აღსანიშნავია, რომ Pfizer-სა და BioNTech-ს შეერთებულ შტატებთან 1.95 მილიარდი აშშ დოლარიანი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს, რაც 100 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებას ითვალისწინებს. მათ შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირთან, გაერთიანებულ სამეფოსთან,  კანადასა და იაპონიასთანაც.

ამასთან, არსებობს ვაქცინის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემა, რადგან მისი შენახვა მინუს 80 C- ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

კოვიდისთვის სამი ნიშანია სპეციფიკური – ამ შემთხვევაში 99%-ით შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ კოვიდი გაქვთ – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

„თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი – 100 პროცენტით იგულისხმეთ, რომ ეს არის კოვიდი, რადგან გრიპის გადატანა არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორც კოვიდის”,-ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ნანა გეგეჭკორმა სოციალურ ქსელში facebook live-ში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, კოვიდს ახასიათებს ყველა ის სიმპტომი, რაც ყველა რესპირატორულ დაავადებას, თუმცა როგორც ექიმმა აღნიშნა, კოვიდისთვის დამახასიათებელი სამი სპეციფიკური სიმპტომი არსებობს, რომლის აღმოჩენის დროს შემთხვევები 99%-ი შესაძლოა კორონავირუსი იყოს.

“თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე ძალიან ძლიერად გამოხატული, სიცხე, ხველება, სუნთქვის უკმარისობა, ქოშინი, მუცლის ტკივილი, ღებინება, ქვედა კიდურებში ტკივილი, გამონაყარი კანზე, მოვარდისფრო, მოიასამნისფრო, განსაკუთრებით ფეხის თითებთან ახლოს. ამით მიხვდებით, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც ხდება.

კოვიდისთვის სამი ნიშანია სპეციფიკური – ერთი ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა, თუ სხვა არაფერი გაქვთ, ამ შემთხვევაში 99%-ით შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ კოვიდი გაქვთ, რადგან ეს არის ერთი ყველაზე დამახასიათებელი ამ დაავადებისთვის – ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს წარმოუდგენელი დისკომფორტია და არ გამოგეპარებათ. შეიძლება გტეხავდეთ ძვლებში, გტკიოდეთ თავი, გეხვეოდეთ თავბრუ და მეოთხე-მეხუთე დღეს დაიწყოს სუნთქვის უკმარისობა”,-განაცხადა ნანა გეგეჭკორმა.

მისი თქმით, კოვიდისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომი სუნთქვის უკმარისობა მეოთხე-მეხუთე, მეშვიდე დღეს იწყება, განსხვავებით გრიპისგან, როდესაც ყველაფერი პირველივე დღიდან ვლინდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა,ზურაბ გურულმა და მისმა კოლეგამ ნიუ-იორკში, მაიმონდის ჰოსტპიტალში მოღვაწე ქართველმა ექიმი ნანა გეგეჭკორმა კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილება საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

„კორონა არ კლავს!.. ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი“ – მარინა ტოტოჩავა

ექიმი მარინა ტოტოჩავა, „კოვიდ 19“-ის შესახებ, საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს და სოციალურ ქსელში, საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

 

„ისევ კოვიდის შესახებ – კოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე, აქ ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი, ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან, მაგრამ განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით.

 

კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია, ძალიან სწრაფია. 1,5 თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება.

 

კორონავირუსი – ანთროპონოზული ტიპისაა. მისი გადამცემი ბაზისი, ძირითადად ადამიანია. კორონას ტალღოვნობა, ანუ პერიოდული გამწვავებები, იმიტომ აქვს, რომ გამწვავების ტალღებს შორის, ეს ვირუსი, კუმულირდება, ინფიცირებულ კერებში. ხდება, მისი ახალი ტალღების წარმოშობა.

 

ამიტომ არის აუცილებელი ნივთების, სახლის, სადარბაზოს, დეზინფენქცია. განსაკუთრებით, ხშირად გამოყენებადი ნივთების. მაგალითად –  მანქანის საჭე, სახელურები, ჭიქა, ტელეფონი და სხვა. ინფიცირებულ ადამიანში, კორონას ვირუსი ინტენსიურად ჩაეწებება პირის ღრუსა და სასუნთქი გზების ლორწოვანში.

 

პირველად გამოიკვეთება, ლორწოვანი გარსების ანთებები. მე, წინა სტატიებში კორონაზე, დეტალურად და ვრცლად, დიდი პრაქტიკის გათვალისწინებით, ზოგადად ვირუსებზე, აგიხსენით, როგორ უნდა, პირის ღრუს და ყურების დეზიფენქცია. თუნდაც, უფულობის ფარგლებში. მოკალათებული კოვიდის ვირუსი, იწვევს ლორწოვანი გარსების ანთებას.

 

თუ მძიმე ფორმაა, კოვიდის ვირუსი იწვევს ლორწოვანი გარსების ცილინდრული ეპითელის ნეკროზს. შემდეგ კორონას შხამი, ლორწოვანის ქვედა შრეებში გადაძვრება და სისხლით და ლიმფით ორგანიზმი შეიწოვს. იმ ადამიანებს ვისაც სისხლი და ლიმფა მეტად დაბინძურებული აქვთ, მეტად ჯაბნის კორონა.

 

ადამიანების უმრავლესობას, ჩვენში არსებული ცხოვრების და ეკოლოგიის გამო, სისხლი და ლიმფა დაბინძურებული აქვთ. ამიტომ ვიმეორებ ხშირად, რომ ადამიანის მკურნალობა, არ არის მისი კუჭის ქიმიურ ქარხნად გადაქცევა. ნებიმიერი დავადება იმიტომ იწყება, რომ ორგანიზმი ან რომელიმე ორგანო, დაბინძურების მაქსიმალურ ზღვარს აღწევს და იმუნიტეტი ვეღარ უმკლავდება, კონკრეტულ ორგანოში მიკრობულ შეტევას.

 

ეს გამოიხატება, რომელიმე ორგანოს ანთებით. მოსახლეობის დიდ ნაწილს, ორგანიზმში ჭაობი აქვთ სოკოების, პარაზიტების და ჭიების, უამრავი სახეობის მიკრობების, ბაქტერიების და მთვლემარე ვირუსების. შედეგი სწრაფად, იმიტომ მაქვს მკურნალობაში, რომ ყოველთვის აქცენტირებული ვარ, სისხლის და ლიმფის დასუფთავებაზე.

 

არც კიბო დაემართება ადამიანს, თუ სისხლი და ლიმფა დაბინძურებული არა აქვს და კანი დასუსტებული. ასეთი მდგომარეობები, ვეღარ უმკლავდებიან თავისუფალი რადიკალების შემოტევებს და ატარებენ ორგანოებისკენ.

 

კორონას, თუნდაც, უმძიმესი ფორმიდან საუკეთესი თავდაცვაა, ორგანიზმის მავნე კერების სანაცია, ჰიგიენა და იმ ნივთიერებებით, მჟავეებით, მინერალებით და მიკროელემენტებით შევსება, რაც ფიზიოლოგიურად ამუშავებს ორგანიზმში მუდმივად მიმდინარე კრებსის, ფიზიოლოგიური რეაქციების ციკლს, რომელიც მუდმივად ფუნქციონირებს.

 

ორგანიზმის რეალური მკურნალობა, ამ დარღვევების გასწორებაა და არა ჩივილების მოსასპობად, უამრავი ქიმიური წამლის დაშენა. ამიტომ არსებობს მედიცინაში – პროფილაქტიკა. ადამიანები, უნდა მოწმდებოდნენ, თუ რა ხდება მათ ორგანიზმებში, რადგან ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი.

 

სწორი პროფილაქტიკაა იმის გარანტი, რომ ადამიანებს ვერცერთი ვერაგი დაავადება, ვერ მოერიოთ. თუ პერიოდული შეშუპება გაქვთ კოჭთან ან თვალთან, ასევე, პერიოდული წნევა, ვენების პრობლემა, სანაღვლე გზების პრობლემები და სხვა, მით უმეტეს, გულსისხლძარღვთა მყარი უკმარისობა, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, დაბინძურებულია ლიმფა და სისხლი.

 

ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერ ასაკში იმუნიტეტი დაბალია და კორონას გართულების შანსი, უფრო მეტია. ვაგრძელებ, კორონას მექანიზმს! ანთებითი მოვლენები, ხორხიდან განივრცობა ბრონქებში და რაც ყველაზე საშიშია – ბრონქიოლებში.

ვისაც წაკითხული აქვს ჩემი ნაშრომი – ბრონქიოლიტი, რომელიც შემოკლებით, მაგრამ გასაგებად წარმოგიდგინეთ, ის მიხვდება, რომ ბრონქიოლიტი, რომელიც ბროქიტის ერთი სახეობაა, უფრო მეტად საშიშია, ვიდრე ბევრი ტიპის ფილტვების ანთება.

 

ბავშვთა გარდაცვალების სტატისტიკაში, დონიმინირებს, ბრონქიოლიტით გარდაცვალების ფაქტები. ქართველისთვის, საერთოდ, ბრონქიტი ხომ სასაცილოა! შეშინდებიან, მხოლოდ ფილტვების ანთებაზე და მხოლოდ ანტიბიოტიკი ჰგონიათ, ფილტვების ანთების მორჩენის გარანტი.

 

როცა პრაქტიკაც მყარად გვიჩვენებს და ამერიკის პულმონოლოგიური ასოციაციის დასკვნით, ფილტვების ანთებების 60 პროცენტზე მეტი სოკოვანი ეტიოლოგიისა და ეს მოაგახსენეთ, სოკოვანი პროცესების განხილვის თავში. ხან ბევრი ბრძოლა დამჭირვებია, ადამიანისთვის დამემტკიცებინა, რომ ამ ფილტვების ანთებაზე, საერთოდ არ ჭირდებოდა ანტიბიოტიკი.

 

ანტიბიოტიკი, სოკოს ჰიფების შრიალს კი მიანავლებს, მაგრამ, ფილტვი დაზიანებული და სიმსივნისთვის გამზადებული დარჩება. ამიტომ ვიძახი სულ, ფილტვების ცენტრების გახსნაზე! ფილტვი, ეს არის ადამიანის ცენტრალური მაგისტრალი! ჯანსაღია ფილტვი? ის ადამიანი, ყველა დაავადებას დაძლევს, ადექვატური მკურნალობით.

 

ადამიანების 98 პროცენტი, ფილტვების ანთებით კვდება, ადრეც და ახლაც. უფრო სწორად, გამოუცნობი ფილტვების ანთებით. მე ამაზე ვრცლად გესაუბრეთ „სასუნთქი სისტემის“ თავში.

 

უმრავლეს შემთხვევაში, მაგალითად, კიბოთი დაავადებულიც არ მოკვდებოდა და კიდევ იცოცხლებდა ბევრ წლებს, რომ არ დართოდა იმუნოდეფიციტური, ინტესტიციური, კაპილარული ფილტვების ანთება, რომლის დროსაც არც ახველებს და არც რენტგენზე ჩანს.

 

ის უნდა მიხვდეს და გამოიცნოს ექიმმა, თუ ის ნამდვილი ექიმია. ფილტვებზე რომ სწორი მეთვალყურეობა იყოს ჩვენს მედიცინაში, ამდენი გულით დაავადებული და გულით ნაოპერაციები არ იქნებოდა. ფილტვ-გულის უკმარისობა, ერთი მცნებაა.

 

არ არსებობს ფილტვების ანთება, თუნდაც ახალშობილის, გულის უკმარისობის გარეშე. თუნდაც, მსუბუქი ხარისხის გულის უკმარისობის გარეშე. თუ ისტორიას აკადემიურად ავსებ, რაც დღეს უკვე სახუმაროა და ისტორიის შევსება თანხების კონტროლის გამო ხდება, მაშინ მასში ვერ დაასაბუთებ ფილტვების ანთების არსებობას, თუ მას არ ახლავს გულის უკმარისობის ხარისხი – რომელიმე. ისტორიას დღეს, ზოგ ვაიკლინიკაში ექთნები წერენ.

 

უფრო სწორად აკოპირებენ. მხოლოდ გვარებია გამოცვლილი.ისტორია კი, აზროვნების ოაზისი უნდა იყოს, როგორც ადრე ვაკეთებდით. ვაგრძელებ კოვიდის მექანიზმს. შემდეგ კოვიდის შხამი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და ვეგეტაციურ ნერვულ სისტემაში შეიჭრება. დგება კოვიდემია.

 

თუ საშუალო ან მძიმე ფორმაა, ეს ვირუსი აგრესიულია უფრო მეტად ერთი კვირის მანძილზე. შემდეგ ის კვდება. მაგრამ მისი შედეგები გრძელდება და შეიძლება ერთ თვეს გაგრძელდეს. ვირუსს ებრძვის ადამიანის იმუნობიოლოგიური სისტემა. თითოეულში მეტნაკლებად, მისი სიმწიფის მიხედვით.

 

სრული აღდგენა უნდა მოხდეს, უჯრედების. ყურადღება, ამაზე ადრე ვწერდი ხაზგასმით! ეს რომ გათვალისწინებულიყო საუკეთესო იქნებოდა. როგორც კორონას აგრესიის დღეებში, ისე მეორე პერიოდში, ორგანიზმში მობინადრე საპროფიტულ სტატუსში მყოფი სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, სოკოები და სხვა უამრავი მიკრობები აქტიურდებიან და სწორედ ისინი იძლევიან გართულებას.

 

კორონა არ კლავს და ვერ კლავს! დაავადებას ამძიმებს ამ ფლორის გააქტიურება. ადრე ვწერდი, რომ უკეთესი შედეგები იქნება, თუ ბაქტერიული ფლორა მალე დაითესება ბაქტერიოლოგიურად და მასზე მის შესაბოჭად ადექვატური მკურნალობა მოხდება.

 

ასეთი შემთხვევა მქონდა პრაქტიკაში. ჩემთან მოსვლამდე, 5 წლს ბავშვს 2 წელი ტემპერატურა ჰქონდა – გაბერილი იყო სხვადასხვა ანტიბიოტიკებით. სიცხე მაინც გრძელდებოდა. რა თქმა უნდა ტემპერატურით მიმდინარე ყველა დაავადება გამოვრიცხე. დავთესეთ ფლორა. ამოვიდა ერთი სახეობის მიკრობი, რომელიც რეზისტენტული იყო ყველა ანტიბიოტიკზე, ანუ ვერ ერეოდა მას, ვერცერთი ანტიბიოტიკი, ერითრომიცინის გარდა.

 

რა თქმა უნდა, ბევრში ღიმილი გამოიწვია. მაგრამ, ერითრომიცინის დაწყებიდან, მეორე დღეს, სიცხე სამუდამოდ გაქრა. მე ძალიან მეხმარება ბაქტერიული ფლორის დათესვა. დაავადებები მიკრობებისგანაა გამოწვეული და თუ ზუსტად გეცოდინება ვის უნდა ებრძოლო, შედეგიც შესაბამისია.

 

ძალიან ხშირად მაქვს ურთიერთობა, ბაქტერიოლოგებთან. ადამიანს კორონას დროს, ამძიმებს არა ვირუსი, არამედ გააქტიურებული ბაქტერიული ფლორის ვერაგობა. ვირუსი, პარენქიმას ვერ აზიანებს. ის იმუნიტეტს თრგუნავს. ბაქტერიული ფლორის გააქტიურება, იწვევს პარენქიმულ ანთებებს და უკმარისობებს.

 

ვირუსი, განსაკუთრებით სუსტ ადგილს უტევს. რომელი ორგანოცაა დატვირთული პარაზიტული, ან ბაქტერიული მიკროფლორით, იქ ხდება გართულებები. ადამიანები მასიურად არა მარტო ამ ქვეყანაში, თითქმის ყველგან, არ დადიან ჯანსაღი ფილტვებით.

 

ფილტვებზე არ ხდება სრულფასოვანი მეთვალყურეობა და მდგომარეობის შეფასება. მითუმეტეს, კორონას ეპიცენტრი არის ფილტვი და საერთოდ– სასუნთქი სისტემა. არ არსებობს, კორონას საშუალო ფორმაც, რომელიც თითქოს მარტივად მიდის, რომ არ გართულდეს ფილტვების ანთებით.

 

თითქმის აქამდე, მედიცინა ფილტვების 4 ტიპის ანთებას აღიარებდა – კეროვანი, სეგმენტური, კრუპოზული და ინტესტიციური. დღეს უკვე ფილტვების ანთების 50 – ზე მეტი სახეობაა. მათი დიდი რიცხვი არ ჩნდება რენტგენზე და არ გამოირჩევა ხველით.

 

შეიძლება ადამიანი შესაბამისი მკურნალობის გარეშე მორჩეს, მაგრამ მას ცხოვრების გზაზე, ამის შედეგი, გულის უკმარისობის სახით, აუცილებლად დაუხვდება. ზოგი ტიპის ფილტვების ანთება, გაციების პირველ დღესვე იწყება.

 

სწორედ, დაგვიანებული მკურნალობის დროს არის კატარულ-ჰემორაგიული ფორმები, რომლებიც ბრონქოექტაზიებს და აბსცესებს წარმოშობს. თუ ფილტვების ანთებას დროულად აღმოაჩენ და ადექვატურად მართავ, არ იქნება სუნთქვის უკმარისობა, არც სიკვდილი.

 

გახსოვდეთ, პნევმონიები ძალიან ხშირად არ იდენტიფიცირდება რენტგენზე. კოვიდის ნებისმიერი გართულების დროს, არის სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ფუნქციის მოშლა. ამას მხოლოდ პნევმონია იწვევს. ასევე ის იწვევს, გულის კუნთის მწვავე, კაპილარულ, ინტესტიციურ ანთებას და მიოკარდსა და ეპიკარდში სისხლის ჩაქცევებს.

 

არ არის აუცილებელი ქოშინი და ციანოზი. კაპილარული პნევმონია ვერაგი და მალულია. მხოლოდ, ზუსტად განსაზღვრულ მედიკამენტებს ემორჩილება. საერთოდ, კომპენსატორულად, ტემპერატურას, პულსის აჩქარება მიჰყვება.

 

დააკვირდით, ამ ხელჩასაჭიდ მომენტს! კოვიდის პნევმონიის დროს, პულსი ზუსტად არ მიყვება ტემპერატურას და ბევრად, ან მცირედ შენელებულია. ელექტროკარდიოგრამაზე ტე კბილი დაბლა დაიწევს, თუ პნევმონიაა. ელვისებური ჰემორაგიული სისხლმდენი პნევმონია რომ არ მიიღოთ, სისხლძარღვების დრეკადობა აამაღლეთ.

 

ამის ბევრი და სწრაფი საშუალებებია დღეს. კარგი პოლივიტამინი მიიღეთ, ოღონდ ნატურალური და არა სინთეზური. გაიზომეთ სასიცოცხლოდ აუცილებელი მინერალების რიცხვი. პირადმა ექიმმა, ზეპირად უნდა იცოდეს თქვენი ფიზიოლოგიური მექანიზმი.

 

ამიტომ ხშირად იკონტაქტეთ პირად ექიმთან! მთავარი და ყველაზე მთავარია – არ გაცივდეთ. გიმეორებთ, კორონას საშუალო ფორმაც კი არ მიდის პნევმონიის გარეშე. მწეველებმა ბრონქების გაწმენდის ღონისძიებები ჩაიტარეთ, თქვენი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

 

მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, ნიგოზი, თაფლი, თხილი. ბევრი წყალი. საგანგაშო არაფერია. ყველა წელს იყო მძიმე ვირუსები. იყავით მშვიდად. მოიშორეთ დაზიანებული კბილი ან იმკურნალეთ.

 

ქრონიკული ტონზილიტის, ქრონიკული ოტიტის და ქრონიკული ჰაიმორიტის პროფილაქტიკა ჩაიტარეთ. სანაღვლე გზების სანაცია მოახდინეთ. უმთავრესი გამარჯვება ვირუსზე არის – არ გაცივდეთ! ვირუსისთვის კომფორტულია, დაბალი ტემპერატურა. ნიღაბი ხშირად გამოიცვალეთ! – წერს ტოტოჩავა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

„ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, შევდივართ პიკში“ – ამირან გამყრელიძე

„შევდივართ პიკში, სადაც რესპირაციული ვირუსების მოზღვავება იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გვექნება შემთხვევების ზრდა.

“ამიტომ ყველა მათგანისთვის ერთიდაიგივე პრევენციული ღონისძიებებია – პირბადე, დიტანციის დაცვა, დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირების ზრდის ტემპი ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპის რეგიონში იზრდება.

„პანდემია კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება. ის უკან არ იხევს და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. იგივე ჩანს ჩვენი ქვეყნის მაჩველებელზეც, რასაც ვსაუბრობდით, დაახლოებით ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ დაახლოებით პიკზე და პიკის პლატო რამდენი ხანი გაგრძელდება, რთულია ამის პროგნოზირება. იმიტომ რომ ნოემბრის მეორე ნახევარში უკვე ახალი რესპირაციული ვირუსები დაგვემატება, მათ შორის, გამოჩნდება გრიპი და იქნება ზედდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისკენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 54 55 56 57 58 95
Page 56 of 95