close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

რატომ მიმდინარეობს COVID-19 ზოგიერთ შემთხვევაში უსიმპტომოდ – კველავა

ცნობილია, რომ ზოგიერთებს, მიუხედავად კორონავირუსული ინფექციით დასნებოვნებისა, არ აღენიშნებათ დაავადების სიმპტომები. მეცნიერებმა დაადგინეს ამის მიზეზი. მათი განცხადებით, კორონავირუსის უსიმოპტომო მტარებლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს არა ძლიერ იმუნიტეტთან, არამედ ინფექციის მიმართ ტოლერანტობასთან. საუბარია ორგანიზმის მდგომარეობაზე, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უცხო აგენტს აღიქვამს როგორც საკუთარს და არ ცდილობს მის განდევნას. ორგანიზმი არ ებრძვის დაავადებას, არ ხდება ანთებითი და დამცველობითი პროცესების ჩართვა, რითაც აიხსნება სიმპტომების არარსებობა.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ორგანიზმი ცდილობს სწრაფად მოახდინოს პათოგენთან შეხვედრის შედეგების ნიველირება, ამისათვის ის ორ სტრატეგიას იყენებს:

1.სწრაფად და ეფექტიანად იშორებს თავად პათოგენს, რათა ამ უკანასკნელმა არ მოახდინოს პათოლოგიური პროცესების განვითარება, ან

2.  ამცირებს ინფექციით გამოწვეულ დაზიანებებს ან ცვლილებებს. მეორე შემთხვევაში არის სწორედ საუბარი დაავადების მიმართ ტოლერანტობის ფორმირებაზე.

პეკინის ზოგადი პროფილის საავადმყოფოს პულმონოლიგიისა და რეანიმაციის კოლეჯში აღწერეს კორონავირუსისადმი ტოლერანტობის სამი შემთხვევა. პაციენტებს არ აღენიშნებოდათ სიმპტომები,მაგრამ მათ ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვირუსი იმყოფებოდა. აღნიშნული ფენომენი ასევე ცნობილია ტუბერკულოზის მიმართაც- ბევრ მტარებელს არ აღენიშნება გამოხატული სიმპტომები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

როგორ მიხვდეთ, რომ კორონავირუსის მსუბუქი ფორმა გაქვთ – 7 ნიშანი

ავსტრიელმა მეცნიერბმა კორონავირუსის მსუბუქი ფორმის სიმპტომები ჯგუფებად დაჰყვეს. ამასთან, მათ განსაზღვრეს სისხლის ბიომარკერები, რაც მკურნალობის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. კვლევის შედეგები ჟურნალ Allergy-ში ვრცელდება.

ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის, ინფექციური დაავადებებისა და იმუნოლოგიის ცენტრის სპეციალისტებმა იმუნოლოგ ბინფრიდ პიკლის და ალერგოლოგ რუდოლფ ვალენტას ხელმძღვანელობით შედარებითი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოვიდის მსუბუქი ფორმით ინფიცირებულმა 109 პაციენტმა და 98-მა ჯანმრთელმა ადამიანმა, რომელთაგან შეიქმნა საკონტროლო ჯგუფი.

ავტორებმა კვლევაში კორონავირუსის მსუბუქი ფორმის 7 სიმპტომი გამოყვეს:

გრიპის სიმპტომები – ცხელება, შემცივნება, დაღლილობა და ხველა;

გაციების სიმპტომები – რინიტი, ცემინება, ყელის სიმშრალე, „ცხვირის გაჭედვა“;

კუნთებისა და სახსრების ტკივილი;

თვალის და ლორწოვანი გარსების ანთება;

სუნთქვის გაძნელება – პნევმონია და უკმარისობა;

კუჭ-ნაწლავის პრობლემა – დიარეა და პირღებინება, ასევე თავის ტკივილი;

ყნოსვის და გემოს დაკარგვა.

პირველ სამ ჯგუფს მკვლევარები სისტემურ სიმპტომებს მიაკუთვნებენ, ბოლო ორს კი – ორგანოსპეციფიკურს. ავტორების აზრით, ასეთი დაყოფა აუცილებელია სწორი დიაგნოსტირებისთვის ავადმყოფობის საწყის ეტაპზე.

„აღმოვაჩინეთ, რომ ყნოსვის და გემოს დაკარგვა, ძირითადად, გავლენას ახდენს ახალი იმუნური რეაქციის მქონე ადამიანებზე. ეს იმუნური რეაქციები იზომება იმუნური უჯრედების, T ლიმფოციტების რაოდენობით, რომელთა ინდუქცირებას თიმუსის ჯირკვალი ახდენს”, – აცხადებს ვინფრიდ პიკლი.

ამავდროულად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსუბუქი ფორმის კორონავირუსი, განკურნების შემდეგ, იმუნურ სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ტოვებს, რაც კარგად იკვეთება ავადმყოფობის მეათე დღეს. ამის ერთ-ერთი ნიშანია გრანულოციტების დაბალი დონე – ლეიკოციტები, რომლებიც ბაქტერიულ პათოგენებთან ბრძოლაზე არიან პასუხისმგებელნი. ეს კი, ავტორების აზრით, აუცილებლად გასათვალისწინებელი საკითხია მკურნალობის სტრატეგიის განსაზღვრისა და ვაქცინის შემუშავების პროცესში.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ორგანიზმში, ვინც COVID-19-ის მსუბუქი ფორმა გადაიტანა, T-ლიმფოციტების CD4 და CD8 კომპარტმენტკებში მეხსიერების უჯრედები განვითარდა, CD8 Т-ლიმფოციტები კი დიდხანს აქტიურები დარჩნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგაც იმუნური სისტემა ძველებურად აქტიურად აგრძელებს ბრძოლას. ამავდროულად კი რეგულარული უჯრედები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ეს კი სახიფათო ნარევია, რამაც შესაძლოა აუტოიმუნურ რეაქციებამდე მიგვიყვანოს“ – განმარტავს პიკლი.

ამას გარდა, გამოჯანმრთელებულების სისხლში აღმოჩნდა ანტისხეულების წარმომქმნელი იმუნური უჯრედები და რაც უფრო მაღალი ჰქონდა ინფიცირებულს ცხელება ავადმყოფობის დროს, მით მეტი იყო ანტისხეულების დონე.

„ჩვენი კვლევა უპირველეს ყოვლისა აჩვენებს, რომ COVID-19-ით ინფიცირებისას ადამიანის იმუნური სისტემა აორმაგებს ძალისხმევას იმუნური უჯრედებისა და ანტისხეულების კომბინაციით. ეს თანამედროვე ფეხბურთის გუნდს ჰგავს, რომელიც დაცვას აძლიერებს – მეხსიერების უჯრედებს შეუძლიათ დაიმახსოვრონ ვირუსის „სვლები“ და რეაგირება მოახდინონ მათზე. ახლა უკვე საუბარი იმაზეა, რომ ამ კვლევის შედეგები ვაქცინის წარმოებისას გამოიყენონ“, – აცხადებს მეცნიერი.

ავტორები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ გამოვლენილი ბიომარკერები არამხოლოდ მაღალეფექტური ვაქცინის შემუშავებას შეუწყობენ ხელს, არამედ დაავადების მონიტორინგის უფრო ზუსტი სისტემის შექმნის შესაძლებლობასაც იძლევიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერებმა ადამიანის ყელში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

ნიდერლანდელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ადამიანის ყელში  ახალი ორგანო აღმოაჩინეს.

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანის ყელი შეიცავს “მანამდე შეუმჩნეველ ორმხრივ მაკროსკოპულ სანერწყვე ჯირკვლებს”, რომელსაც მეცნიერებმა “ტუბარალური ჯირკვლები” უწოდეს და რომლის ფუნქციაც, სავარაუდოდ, ყელის ზედა ნაწილების დატენიანებაა.

მკვლევარებმა მინიმუმ 100 პაციენტი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული ჯირკვლები ყველას მათგანს ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსები ახალ ჯირკვლებს პროსტატის კიბოზე კვლევის ჩატარებისას წააწყდნენ, კერძოდ კი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც პროსტატის კიბოს უჯრედებს სკანირებას უკეთებდნენ PSMA PET-CT-ის საშუალებით, რომელიც CT-სა და პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიის (PET) სკანირებების კომბინაციას წარმოადგენს.

აღნიშნული მეთოდის გამოყენების დროს ექიმებს პაციენტებში რადიოაქტიურიინდიკატორი შეჰყავთ. ის კარგად უკავშირდება პროსტატის სპეციფიკური მემბრანის ანტიგენის (PSMA) ცილას, რომელიც მომატებულია პროსტატის კიბოს უჯრედებში. სკანირების ეს კომბინაცია ასევე კარგია სანერწყვე ჯირკვლის ქსოვილების გამოსავლენად, რომელიც ასევე მაღალია PSMA-ში.

ექიმები, რომლებიც იყენებენ სხივურ თერაპიას თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ, ცდილობენ, ძირითად სანერწყვე ჯირკვლებს არ შეეხონ, რადგან მათი დაზიანებით პაციენტებს ჭამა, საუბარი ან ყლაპვა უჭირთ. ახლადაღმოჩენილი ჯირკვლები კი დასხივებას განიცდიან, რადგან ექიმებმა დღემდე არ იცოდნენ მათი არსებობის შესახებ, რის შედეგადაც პაციენტებს აუხსნელი გვერდითი მოვლენები უვითარდებათ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ჯირკვლების დაცვით იმ პაციენტებში, რომლებსაც სხივური თერაპია უტარდებათ, შესაძლოა მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესდეს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათი შემდეგი ნაბიჯი იმის დადგენაა, თუ როგორ შეიძლება ამ ჯირკვლების გამოსხივებისგან დაცვა.

კვლევა ჟურნალ Radiotherapy and Oncology- ში გამოქვეყნდა.

independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

როგორ უნდა იმკურნალოთ სახლში თუ კოვიდი გაქვთ – ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი სახლში დარჩენილ კოვიდინფიცირებულებს 8 რჩევას აძლევს

აშშ-ის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­გი­დას­ტურ­დე­ბათ და მკურ­ნა­ლო­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მო­გი­წევთ:

“სახ­ლში კო­ვი­დით მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

პირ­ველ რიგ­ში, თუ კო­ვი­დი და­გი­დას­ტურ­დათ, იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ მას მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტანთ არის !!ბევ­რად!! მეტი, ვიდ­რე დამ­ძი­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა; ამას­თა­ნა­ვე, მსუ­ბუ­ქი და­ა­ვა­დე­ბით კლი­ნი­კა­ში მის­ვლით გან­სხვა­ვე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბას დიდი ალ­ბა­თო­ბით არ მი­ი­ღებთ.

ბუ­ნებ­რი­ვია, კონ­ტაქ­ტზე უნდა იყოთ თქვენს ექიმ­თან (რო­გორც ჩანს კონ­ტაქ­ტზე გას­ვლა და რჩე­ვის მი­ღე­ბა ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა) ნე­ბის­მი­ერ კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­ი­ღეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი სი­თხე (გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა არის ერთ-ერთი-გა­მო­ნაკ­ლი­სი რო­დე­საც ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბი­სას).

არ და­ლი­ოთ სი­ცხის დამ­წე­ვი, თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა არის 38.3°-ზე და­ბა­ლი

იმოძ­რა­ვეთ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი – ოთახ­ში ია­რეთ, ბუქ­ნე­ბი აკე­თეთ, ყვე­ლა­ფე­რი რაც ფე­ხის კუნ­თებს აა­მუ­შა­ვებს – ნუ და­ლევთ ას­პი­რინს (ან ნე­ბის­მი­ერ “სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბელს“) თვით­ნე­ბუ­რად, თუ უკვე გა­მო­წე­რი­ლი არ გაქვთ ექი­მის­გან სხვა ჩვე­ნე­ბით.

რა სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ვრე­კავთ 112-ში: სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბა; გულ-მკერ­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი/მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბა, გო­ნე­ბის და­ბინ­დვა, სა­ხის, ან ტუ­ჩე­ბის გა­ლურ­ჯე­ბა

კო­ვი­დი და დ ვი­ტა­მი­ნი: ბევ­რი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი კველ­ვა არ­სე­ბობს დ ვი­ტა­მინ­სა და გრი­პის ვირუ­სის სიმ­ძი­მის/სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ; მი­ნი­მუმ ორმა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა კავ­ში­რი დ ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტ­სა და კო­ვი­დის მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას შო­რის (რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სი და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა); ამი­ტომ, თუ იცით, რომ დ ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი გაქვთ, გა­ნაგ­რძეთ ვი­ტა­მი­ნის მი­ღე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, და­ე­ლა­პა­რა­კეთ მკურ­ნალ ექიმს

თუ თქენ ხართ კო­ვიდ-და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ან სა­ეჭ­ვო პა­ცი­ენ­ტის მომ­ვლე­ლი: გა­ი­კე­თეთ ნი­ღა­ბი პა­ცი­ენ­ტთან კონ­ტაქ­ტი­სას, ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი; თუ არის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­სურ­ვე­ლია პა­ცი­ენტს ქონ­დეს გა­მო­ყო­ფი­ლი ოთა­ხი, სა­ა­ბა­ზა­ნო, თეთ­რე­უ­ლი და ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც ცალ­კე გა­ი­რე­ცხე­ბა და ზე­და­პი­რე­ბი გა­სუფ­თავ­დე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით, რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით; ბუ­ნებ­რი­ვია მნახ­ვე­ლის ვი­ზი­ტი ამ დროს არ უნდა მოხ­დეს.

არ­ცერ­თი ტეს­ტი და არც ერთი ექი­მი სრულ­ყო­ფი­ლი არ არის! თუ თქვენ გქონ­დათ კონ­ტაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან და გაქვთ ტი­პი­უ­რი სიმპტო­მე­ბი, უარ­ყო­ფი­თი ტეს­ტის შემ­თხვე­ვა­შიც ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არის და­სა­ცა­ვი” – წერს მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

”თუ ეს სიმპტომები გაქვთ, მაშინ სასწრაფოდ დაიწყეთ კორონავირუსზე მკურნალობა” – ექიმის რჩევა

ექიმი თერაპევტი სოფიო ბერიძე გაზრდილ კოვიდშემთხვევებთან დაკავშირებით საჯარო პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას საჭირო მითითებებს აძლევს.

“აჭარაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი რჩება მაღალი და შედარებისთვის, ის უტოლდება და ასწრებს ევროპაში პირველი ტალღის გავრცელების პიკზე მყოფ რეგიონებს!

დიაგნოსტირების მთავარი სირთულე ისევ PCR ტესტირების შეზღუდვები და შეფერხებაა – რეალურად კი ამ გავრცელების პირობებში, კონტაქტით და მის გარეშეც, თუ გაქვთ ტემპერატურის მატება, კუნთების, ზურგის, თავის ტკივილი და ყნოსვისა და გემოვნების შეცვლა,
ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გაქვთ კოვიდი და ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული ქმედებების, ტესტირებაზე დროის, ფულის, ნერვების და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე – უნდა დალიოთ ჩაი, ბევრი სითხე, იკვებოთ სწორად, ხშირად ანიავოთ ოთახი, იმოძრავოთ და რაც მთავარია – იყოთ იზოლაციაში!
ოღონდ ამ ყველაფერს თვალყურს უნდა ადევნებდეს – ექიმი!
აი, ამ ექიმს როგორ დაუკავშირდებით და ჩაბარდებით – თქვენი მარიფათის და მოხერხების ამბავია, ჯერ კიდევ…
ამავე ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რჩებით სახლში ან სასტუმროში თუ გჭირდებათ საავადმყოფოში მოთავსება!
ამავე ექიმმა უნდა დაგინიშნოთ მედიკამენტები, თუ ისინი გჭირდებათ! (და არა მეზობელმა, ახლობელმა ან ფარმაცევტმა..)
ამავე ექიმმა უნდა მოგცეთ შემდგომი რეკომენდაციები, ამოიცნოს ის ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მძიმე მიმდინარეობაზე! (არა მეზობელმა, ახლობელმა ან ნათესავმა…)
დიახ, ამავე ექიმს ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს გამოჯანმრთელებაზე და არ დამძიმებაზე!
რა პასუხისმგებლობა და ვალდებულება გეკისრებათ
თქვენ:
ყველგან ატაროთ ნიღაბი!
ყველასთან დაიცვათ დისტანცია!
ყოველთვის გქონდეთ დაბანილი ხელები!
სიმპტომების გამოვლენისთანავე გადახვიდეთ იზოლაციაში!
არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტები, გარდა სიცხის დამწევისა და ისიც დოზირებულად!
არ ურჩიოთ სხვას მედიკამენტების და განსაკუთრებით ანტიბიოტიკების მიღება!
არ შეაჩეროთ იმ მედიკამენტების მიღება, რომელიც მანამდე დანიშნული გქონდათ ქრონიკული დაავადებების, მაგალითარ არტერიული ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, ასთმის და სხვათა გამო!
მხოლოდ ამ რეკომენდაციებით და ამ გზით შევძლებთ შევაჩეროთ ვირუსის კიდევ უფრო მასშტაბური გავრცელება და ეს არის ძირითადი გზა და საშუალება გაზრდილი ადამიანური მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად!” – წერს სოფიო ბერიძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი: თუ სიმპტომები გაქვთ და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსისა და გრიპის თვისებებს ხსნის. ნანა გეგეჭკორი „ერთი ოქროს წესის“ გათვალისწინებას ურჩევს მათ, ვისაც სიმპტომები აქვთ და არ იციან, ეს გრიპია თუ კოვიდი.

„როგორ გამოვიცნოთ, ვართ თუ არა ავად, რა სიმპტომები აქვს კოვიდს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაგვიტანია გრიპი და დასვამთ კითხვას, როგორ მივხვდე, არის თუ არა ეს გრიპი, მით უმეტეს, რომ სეზონური დაავადებების დრო მოდის და ძალინ რთული იქნება იმის გარჩევა, კოვიდით ხართ ავად, თუ გრიპით.

თუ თქვენ გაქვთ სიმპტომები და არ იცით, ეს გრიპია თუ კოვიდი, დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი – 100 პროცენტით იგულისხმეთ, რომ ეს არის კოვიდი, რადგან გრიპის გადატანა არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორც კოვიდის. ამიტომ, თუ თქვენ მოიქცევით ისე, როგორც მოიქცეოდით კოვიდის შემთხვევაში, ეს იქნება სწორი. შეიძლება არ აღმოგაჩნდეთ, როცა ტესტს გაიკეთებთ, თუმცა ჯობს თავი დაიზღვიოთ, ვიდრე ეთამაშოთ ამ დაავადებას“, – აღნიშნა ნანა გეგეჭკორმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო COVID19-ით ინფიცირებისათვის?

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს COVID19-ით ინფიცირების მაღალი და დაბალი რისკების ჩამონათვალს. ჩამონათვალში დეტალურად წერია, რამდენი წუთი და ვირუსის რამდენი ცოცხალი ნაწილაკია საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს.

ინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის შემცველ სივრცედ სახელდება დახურული შენობები, მათ შორის, ოფისები, სკოლები, რესტორნები, რელიგიური სივრცეები, კინოთეატრები.

მკვლევრები თანხმდებიან, რომ ვირუსის გადადების რისკი საგნების ზედაპირებიდან დაბალია.

კორონავირუსით ინფიცირება

  • ძალიან დაბალი რისკი – საგნების ზედაპირებიდან გადადების
  • ძალიან დაბალი რისკი – ღია სივრცეში ინფიცირების
  • ძალიან მაღალი რისკი – დახურულ სივრცეში ინფიცირების: ოფისები, რელიგიური რიტუალები, სპორტული დარბაზები, კინო-დარბაზები და ა.შ.

ვინ შეიძლება დაინფიცირდეს COVID19-ით?

  • იმისათვის, რომ ადამიანი COVID19-ით დაინფიცირდეს, მან უნდა მიიღოს ვირუსული ნაწილაკის 1000 დოზა
  • სუნთქვა: წუთში გამოიყოფა 20 ვირუსული ნაწილაკი
  • ლაპარაკი: წუთში გამოიყოფა 200 ვირუსული ნაწილაკი
  • ხველება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი – ცუდად განიავებულ სივრცეში ნაწილაკები რამდენიმე საათს რჩება
  • დაცემინება: 200 მილიონი ვირუსული ნაწილაკი

ინფიცირების სხვადასხვა სცენარი

  • დაბალია ინფიცირების რისკი, თუკი ადამიანებს შორის დაშორება მინიმუმ 6 ნაბიჯია, ურთიერთობის ხანგრძლივობა კი არ აღემატება 45 წუთს
  • პირისპირ ლაპარაკი (ნიღბით) – გადადების დაბალი რისკია თუკი ურთიერთობა 4 წუთზე მეტხანს არ გრძელდება
  • გვერდით ჩავლილი ადამიანისგან ინფიცირების რისკი დაბალია
  • ინფიცირების დაბალი რისკია კარგად განიავებულ სივრცეში, დისტანციით ურთიერთობისას
  • სასურსათო მაღაზიები – ინფიცირების საშუალო რისკი. საშუალო რისკის კიდევ უფრო შემცირება შესაძლებელია, თუკი მაღაზიაში დაჰყოფთ მცირე დროს და დაიცავთ ჰიგიენის წესებს
  • დახურული სივრცეები – ინფიცირების ძალიან მაღალი რისკი
  • საზოგადოებრივი ტუალეტები – ზედაპირებიდან გადადების მაღალი რისკი
  • რესტორნები – მაღალი რისკი
  • სამუშაო ადგილები/სკოლები (მაშინაც კი თუ სოციალური დისტანცია დაცულია) – ძალიან მაღალი რისკი, მათ შორის, საგნებიდან ინფიცირების რისკი
  • დღესასწაულები/ქორწილები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონფერენციები/ბიზნეს შეხვედრები – ძალიან მაღალი რისკი
  • კონცერტები/კინოდარბაზები – ძალიან მაღალი რისკი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

დამაიმედებელი ნიშანი – ბრიტანულმა ვაქცინამ შესაძლოა პანდემია დაასრულოს

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს როგორც მოხუცებში, ასევე, ახალგაზრდებში. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, არც ოქსფორდის უნვიერსიტეტი და არც მისი კომერციული პარტნიორი AstraZeneca ვაქცინის ადრეული ტესტირების შედეგების გასაჯაროებას არ აპირებენ, თუმცა AstraZeneca-მ სამეცნიერო ჯგუფთან შეხვედრისას ძირითადი მიგნებების შესახებ ისაუბრა.

“გარდიანი” წერს, რომ ვაქცინის ტესტირების მეორე ეტაპზე გამოჩნდა, რომ ადამიანებში 56 წელს ზემოთ, ზოგ შემთხვევაში კი 70 წელს ზემოთაც, ვაქცინამ იმ რაოდენობის ანტისხეულების გამომუშავება შეძლო, როგორც ახალგაზრდა მოხალისეებში. “გარდიანი” აღნიშნავს, რომ ვაქცინის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის ეფექტურობას უფროსი ასაკის ადამიანებში, ვინაიდან, გამოცემის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება ორგანიზმის იმუნური სისტემა და შესაძლებლობა, ებრძოლოს ვირუსებს.

გამოცემა წერს, რომ AstraZeneca-ს აზრით, რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინა  ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის დასრულებამდე, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებებში. “გარდიანი” წერს, რომ ექსპერტების და ქვეყნის ჯანდაცვის უწყების აზრით, ვაქცინა 2021 წლამდე, სავარაუდოდ, არ იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არ გამოირცხავენ, რომ მანამდე მცირე მიზნობრივი ჯგუფები აიცრან.

ახლა ვაქცინამ მესამე, ფინალური შემოწმება უნდა დაასრულოს, რომელიც მიმდინარეობს ექვს სხვადასხვა ქვეყანაში: აშშ-ში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში, იაპონიაში, ინდოეთში და დიდ ბრიტანეთში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამედიცინასაქართველო

სამედიცინო ფაკულტეტების უფროსკურსელებს covid 19-თან საბრძოლველად გადაამზადებენ

სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს covid 19-თან საბრძოლველად გადაამზადებენ. როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით, უფროსკურსელები ერთკვირიან ტრენინგებს გაივლიან და საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს დაეხმარებიან.

მინისტრის განმარტებით, უფროსკურსელების რესურსს გამოიყენებენ იქ, სადაც საჭირო გახდება.

„დღეს შევხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე, სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს, ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში გვექნება ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ტრეინინგი და იქნება მზაობა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ექიმებს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, მომზადების კურსი მრავალწახნაგიანი იქნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ამერიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდა მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი ეფექტის გამო დააპაუზეს

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Johnson & Johnson-მა კორონავირუსის საწინაღმდეგო კანდიდატ ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდა – ENSEMBLE – ერთ-ერთი მოხალისის აუხსნელი ავადმყოფობის გამო დააპაუზა.

კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რომელ აუხსნელ დაავადებაზეა საუბარი. თუმცა, ცნობილია, რომ კლინიკური ცდების ერთ-ერთი ეტაპი იმის გარკვევაა, იწვევს თუ არა ვაქცინა საშიშ გვერდით ეფექტებს. მათი გამოვლენის შემთხვევაში კი ცდები ჩერდება და ექიმები არკვევენ, ავადმყოფობა ვაქცინასთანაა დაკავშირებული, თუ უბრალოდ დამთხვევაა.

„დაპაუზება კლინიკური ცდების პროტოკოლის სტანდარტული კომპონენტია. ჩვენ ამ პაციენტის ავადმყოფობის შესახებ მეტს ვსწავლობთ,“- აცხადებენ კომპანია Johnson & Johnson-ში.

Johnson & Johnson-მა კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე ცდების მესამე ეტაპი 23 სექტემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000 ადამიანს უნდა მიეღო. ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე ცდის ფაზა 3-ის შეჩერების მეორე შემთხვევაა. სექტემბერში, მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი ეფექტის გამო, ცდები ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ AstraZeneca-ც შეაჩერა.

წყარო : edition.cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 55 56 57 58 59 95
Page 57 of 95