close

მედიცინა

მედიცინა

იტალიაში ექიმებმა სიამის ტყუპი ერთმანეთისგან 18-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს

ქირურგებმა რომში 2 წლის სიამის ტყუპი გოგოები ერთმანეთისგან 18-საათიანი ოპერაციის შემდეგ განაცალკევეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს იტალიაში პირველი ასეთი ოპერაცია იყო. მასში 30 ექიმი და ექთანი მონაწილეობდა. ეს საბოლოო ნაბიჯი გახდა 3 ოპერაციისგან შემდგარ პროცესში, რომელიც გოგოების განსაცალკევებლად ჩატარდა.

დები ერვინა და პერვინა იტალიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ბანგუიდან ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში ჩაიყვანეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ ისინი სრულად ჯანმრთელები არიან, მაგრამ ერთი დის გული ორგანიზმების ფიზიოლოგიური ბალანსის დასაცავად უფრო ძლიერად მუშაობდა.

ოპერაცია 5 ივნისს ჩატარდა და ერთი თვის შემდეგ გოგოები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა ინფექციის რისკის გამო მათ რამდენიმე თვის განმავლობაში დამცავი მუზარადების ტარება მოუწევთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

BBC: როდის იქნება მზად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად 200-მდე ჯგუფი მუშაობს. BBC-ი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც სვამს კითხვას – როდის იქნება მზად პრეპარატი, რომლის გამოყენებასაც შევძლებთ.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადამიანებზე ტესტირების ფაზაზე უკვე 18 პრეპარატია. ჯერჯერობით არავინ იცის როდის დაიწყება ვაქცინის მასობრივი გამოყენება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პირველი პრეპარატის მოხმარება 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყება. ამასთან, არ არსებობს იმის გარანტია, რომ პრეპარატი ეფექტიანი იქნება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელებისთვის მისდამი იმუნიტეტი მოსახლეობის 60-70%-ს უნდა ჰქონდეს (კოლექტიური იმუნიტეტი).

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca ევროპის ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 400 მილიონ დოზას წლის ბოლოდან მიაწვდის

ბრიტანული მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია AstraZeneca ევროპის ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 400 მილიონი დოზით მოამაგარაგებს.

შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიასა და „ევროპის ინკლუზიური ვაქცინების ალიანსს (IVA)”  შორის უკვე გაფორმდა. ხელშკრულებას ხელი ალიანსში შემავალმა ოთხმა ქვეყანამ : საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ნიდერლანდებმა მოაწერა ხელი, თუმცა ვაქცინა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვისაა განკუთვნილი და ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია კონტრაქტს შეუერთდეს.

ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ნიდერლანდები მთლიან თანხას წინასწარ გადაიხდიან, რომლის ოდენობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც კონტრაქტზე ხელმოწერის სურვილს გამოთქვამს, ვალდებულია კონტრაქტით გათვალისწინებულ ყველა პირობას დათანხმდეს.

ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდება 2020 წლის ბოლოდან დაიწყება.

„ვაქცინა ევროპაში მცხოვრები ასობით მილიონი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი, თუკი, რასაკვირველია ის ეფექტური აღმოჩნდება, რაც ზაფხულის ბოლოსთვის გვეცოდინება,“- განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სერიოტმა და დასძინა, რომ იმედი აქვს „ვაქცინა იმუშავებს“.

მისივე თქმით ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების პირველი და მეორე ფაზების წარმატებულად განხირციელების შემდეგ კლინიკური ცდის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ კომპანიას მესამე ფაზის დაწყების ნებართვა მისცა.

კომპანიას ვაქცინის 2 მილიარდი დოზის წარმოება სურს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ქვეყნებს ფინანსური მოგების მიღების გარეშე მიაწვდიან.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

შავი ჭირი, რომლის პრევენციის მიზნით ჩინეთის ხელისუფლებამ საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში მდებარე ქალაქ ბაიანნურში ბუბონური შავი ჭირის პრევენციის მიზნით საფრთხის მე-3 დონე გამოაცხადა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი რეგიონში ბუბონური შავი ჭირის ერთი დადასტურებული და ერთი საეჭვო შემთხვევა გახდა.

ბუბონური შავი ჭირი ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც „შავი სიკვდილის“ სახელითაცაა ცნობილი.

დაავდეებას მე-14 საუკუნეში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლ შეეწირა აფრიკაში, აზიასა და ევროპაში. 1965 წელს დიდი ჭირიანობის დროს ლონდონის მოსახლეობის მეხუთედი დაღუპა, მე-19 საუკუნეში, ჩინეთსა და ინდოეთში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიის გამო კი 12 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თუმცა დღეს აღნიშნული დაავადების მკურნალობა ანტიბიოტიკებით შეიძლება. მკურნალობის გარეშე დაავადების ფატალობის მაჩვენებელი 30-60%-ია.

დაავადება ადამიანებზე ცხოველებიდან რწყილების საშუალებით გადადის. მისი სიმპტომებია : მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, გულისრევა, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება კისრის არეში, იღლიასა და საზარდულში.

წყარო : bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

კვლევა -პირბადის ტარება კორონავირუსის გავრცელებას კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმის დაწესებაზე მეტად უშლის ხელს

კორონავირუსი ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და პირბადის გამოყენება ადამიანიდან ადამიანზე გადატანის შესაჩერებლად ყველაზე ეფექტური გზაა, – ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

ტეხასელმა და კალიფორნიელმა მკვლევარებმა იტალიასა და ნიუ-იორკში კორონავირუსის გავრცელების იმ პერიოდის  ტენდენცია როდესაც პირბადის გამოყენება სავალდებულო არ იყო, იმ პერიოდისას შეადარეს, როდესაც მისი გამოყენება სავალდებულო გახდა და აღმოაჩინეს, რომ გავრცელების მრუდი მაშინ გაბრტყელდა, როცა პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

მეცნიერთა გათვლებით, პირბადის ტარებამ 6 აპრილიდან, ანუ იმ დღიდან, როცა პირბადის ტარება სავალდებული გახდა,  9 მაისამდე პერიოდში იტალიას ინფიცირების 78 000 შემთხვევა ააცილა, ნიუ-იორკს კი 17 აპრილიდან 9 მაისამდე – 66 000-ზე მეტი შემთხვევა.

„საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება ადამიანთა შორის ვირუსის გავრცელების ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. და ეს პრაქტიკა სოციალური დისტანციის დაცვას, კარანტინის რეჟიმსა და კონტაქტების მოძიებასთან ერთად საუკეთესო საშუალებაა კოვიდ 19-ის პანდემიის შესაჩერებლად მანამ, სანამ ვაქცინა შეიქმნება,“- წერენ კვლევის ავტორები.

მათივე განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ როგორც ნიუ-იორკში, ასევე იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა კლება არა იზოლაციისა და კარანტინის დაწესების შემდეგ დაიწყო, არამედ იმ დღიდან, როდესაც პირბადეების ტარება სავალდებული გახდა.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

კოვიდინფიცირებულ ქალს ორივე ფილტვის გადანეგვის ოპერაცია ჩაუტარეს

აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში 30 წლამდე ასაკის ქალს ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს მას შემდეგ, რაც კოვიდ 19-მა მისი ფილტვები დააზიანა.

ოპერაცია ჩიკაგოში, Northwestern Memorial Hospital-ში ჩატარდა. ოპერაციამდე ქალის მდგომარეობა მძიმე იყო. ექიმებს ის 6 კვირის განმავლობაში რეანიმაიულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.

მედიკოსების განცხადებით, ქალის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ოპერაცია იყო, თუმცა ამისთვის მთავარი წინაპირობა ქალის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება იყო, რასაც დაახლოებით 5 კვირა დასჭირდა.

მას შემდეგ კი, რაც პაციენტმა კოვიდ 19 დაამარცხა, მას ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

ახალგაზრდა ქალს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან საუბარი შეუძლია, ექიმები იმედოვნებენ, რომ ის უახლოეს მომავალში სრულად გამოჯანმრთელდება.

აღსანიშნავია, რომ ეს კოვიდინფიცირებული პაცინტისთვის ფილტვების გადანერგვის პირველი შემთხვევაა აშშ-ში.

წყარო : CNN

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა ფიქსირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაია განამრტავს, რომ საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევა ფიქსირდება.

მისი თქმით, დაავადებისგან განკურნებული ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოს მალე დატოვებს.

„ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და მალე კლინიკას დატოვებს. ყირიმ-კონგოზე საეჭვო იყო შემოსული რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოირიცხა ეს დიაგნოზი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინიც დატოვებენ კლინიკას.

ქვეყანაში მხოლოდ 10 დადასტურებული ყირიმ-კონგოს შემთხვევაა, ვნახოთ მერე როგორ იქნება“- განმარტავს ეზუგბაია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ჯანმო-მ „ჰიდროქსიქლოროქინზე“ მიმდინარე ცდები შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის სამკურნალო პრეპარატი „ჰიდროქსიქლოროქსინი“ („პლაქველინი“) „სოლიდარობის კვლევიდან“ დროებით ამოიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადჰანომ გაბრეიესუსის ინფორმაციით, ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწვეტილება უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო.

„აღმასრულებელმა ჯგუფმა „სოლიდარობის კვლევიდან“ „ჰიდროქსიქლოროქსინის“ დროებით ამოღების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს,“ – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების „ჰიდროქსიქლოროქსინით“ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს და პირიქით, მისმა გამოყენებამ, შესაძლოა, გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს.

„ლანცეტში“ გამოქვეყნებულ კვლევაში კორონავირუსით დაინფიცირებული 96 000 პაციენტი იყო ჩართული, მათგან დაახლოებით 15 000-ს „ჰიდროქსიქლოროქსინით“ მკურნალობდნენ. შედეგებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ პაციენტებში სიკვდილიანობისა და გულის რიტმის დარღვევასთან დაკავშირებული გართულებების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე დანარჩენებში.

შეგახსენებთ, „ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. მისი აქტიური მხარდამჭერია აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. მან მედიკამენტს „გეიმ ჩეინჯერი“ უწოდადა  რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინს“ პროფილაქტიკის მიზნით სვამდა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

კონგოში ებოლას ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემიის ხელახალი გავრცელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და გაეროს ბავშვთა ფონდზე (UNICEF) დაყრდნობით ავრცელებს.

ეს ქვეყნაში ვირუსის მეთერთმეტე აფეთქებაა. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ორშაბათის მონაცემებით ებოლათი 5 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის 15 წლის გოგო. მათი თქმით, 4 პაციენტი 18 და 30 მაისს გარდაიცვალა, თუმცა მათ ებოლას ინფექცია მხოლოდ გუშინ დაუდასტურდათ.

ორშაბათს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა მბანდაკაში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ეკვატორულ პროვინციაში.

ებოლა სხეულის სითხეებით გადადის და მისი ფატალურობის მაჩვენებელი 25%-დან და 90%-მდეა, იმის მიხედვით, როგორია დაავადების გავრცელება.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჯერ კიდევ ცდილობს დაასრულოს გავრცელება, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში 2018 წელს დაიწყო. აქ ებოლას 3 406 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 2 243 კი ფატალურა დამთავრდა. რეგიონში ბოლო 21 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდებულა, თუმცა ჯანდაცვის ორგანიზაცია 42 დღის გასვლას ელოდება, რათა თქვას, რომ გავრცელება შეჩერებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, კონგოს რესპუბლიკა ამჟამად ებოლას, კორონავირუსაა და წითელას გავრცელებას ებრძვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერები : „კოვიდ 19“-ი კუჭ-ნაწლავს, თირკლმებსა და სხვა ორგანოებს აზიანებს

ახალ კორონავირუსს ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის ფილტვების, გულის, ღვიძლის, ტვინის, ყელის, თირკმლებისა და ნაწლავების, დაზიანება შეუძლია, – ამის შესახებ ჰონგ-კონგელი და გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ორ სხვადასხვა კვლევაშია აღნიშნული.

„კოვიდ 19“-ი კლასიფიცირდება, როგორც რესპირატორული ვირუსი და გადადის რესპირატორული წვეთებით, მან, შეიძლება, ზოგჯერ გამოიწვიოს დიარეა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. მკვლევარებმა  ვირუსის კვალი პაციენტების განავალშიც აღმოაჩინეს და ისინი გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსის გადაცემა ფეკალურ-ორალური გზითაცაა შესაძლებელი.

„ადამიანის კუჭ – ნაწლავი, სავარაუდოდ, SARS-CoV-2-ის გადაცემის ერთ-ერთი გზაა,“- წერს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი, რომელმაც ვირუსი „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტებშის განავალშიც აღმოაჩინა.

კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Medicine-შია გამოქვეყნებული.

კვლევა გერმანელმა მეცნიერებმაც ჩაატარეს. მათ კორონავირუსით დაღუპული 27 ადამიანის აუტოფსია ჩაატარეს და ვირუსი სხვადასხვა ორგანოში აღმოაჩინეს.

„SARS-CoV-2-ის აღმოჩენა სხვადასხვა ორგანოშია შესაძლებელი, მათ შორის ფილტვებში, ხახაში, გულში, ღვიძლში, ტვინსა და თირკმლებში,“- წერენ ისინი სამეცნიერო ჟურნალ  New England Journal of Medicine-ში.

მათი განმარტებით, ვირუსი განსაკუთრებულად კარგად თირკმლებში „გრძობს თავს.“ შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულ პაციენტებში თირკმლის დაზიანების მაჩვენებელი მაღალია.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსის უნარი, „თავს დაესხას“ სხვადასხვა ორგანოს, კიდევ უფრო აუარესებს, თანმხლებ დაავადებებს, რომელიც პაციენტებს აქვთ.

„ადამიანები, რომლებსაც გულისა და თირკლმის დაავადებები და დიაბეტი აწუხებთ, ახალი კორონავირუსის მიმართ განსაკუთრებით დაუცველებია არიან,“- განმარტავენ მეცნიერები.

წყარო : edition.cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
1 58 59 60 61 62 95
Page 60 of 95