close

მედიცინა

მედიცინასაქართველო

ლევან რატიანი – ყველამ უნდა მოიხადოს ეს ვირუსი, ეს მოსახდელი დაავადებაა

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსტეტო კლინიკის დირექტორი

_________________

„როგორც ჩემთვისაა ამ ეტაპამდე უცნობი, ასევე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისათვის სამყაროში არის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთი რაღაც, რომ ეს მოსახდელი დაავადებაა, ეს ყველამ აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ. 80 პროცენტი -აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი კი მოვიხდით საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით.

იცით, ბცჟ ვაქცინაციის შესახებ, როგორი ბუმია სამყაროში. ალბათ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ძალიან დიდი იმედია, რომ ჩვენ ქვეყანა [ვინაიდან ბცჟ ვაქცინაცია ჩატარებულია] მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას.

რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს. ეს არის ინდივიდუალური. მოგეხსენებათ, ესაა ინფექციური პათოლოგია, რომელსაც ახასიათებს ორი რამ: შეიძლება ვიყოთ მატარებელი და არ ვიყოთ დაავადებული, ამიტომ გააჩნია ორგანიზმს რა განწყობა გააჩნია, ყველაფერი არის ინდივიდუალური.

სულ ვუყურებ გადაცემებს, ვუყურებ ყველა მეცნიერს და ვეკონტაქტები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, ვინც ამ დაავადებასთან ბრძოლაში მონაწილეობს და სწავლობს მის ბიოქომიას და მოლეკულურ მექანიზმებს და ყველა იძახის, რომ დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია ორ რაღაცაზე: პირველი, ეს არის სომატური პათოლოგია, მეორე – ეს არის ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ, რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო 60 წელს გადაცილებულთა პნევმოკოკზე აცრას გეგმავს

სახელმწიფო მსჯელობს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულები და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, შესაძლოა, პნევმოკოკის ვაქცინით აიცრან- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, არის ვერსია, რომ ეს აცრა შევიდეს საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის ჯგუგში და მოხდეს ყოველწლიურად, შესაბამისი მონაკვეთების გავლის შემდეგ ვაქცინის განახლება ამ მოქალაქეებში.

„ყოველდღიურად ვუფრთხილდებით იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც არიან ხანდაზმულები და, რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში არიან მრავლობითი ქრონიკული დაავადების მატარებლები. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან მოხდა გაანალიზება საქართველოში ძირითადი წამყვანი დაავადებების და სიკვდიალინობის გამომწვევი რა მიმართულებებია, სადაც ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რომ სწორედ ამ მოწყვლად ჯგუფებში, მრავლობითად არის განვითარებული პნევმონიები და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შედეგად, ასევე საუკეთესო ქვეყნების პრაქტიკის გამოყენების მაგალითზე მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ საქართველოში. ეს კონკრეტულად არის ევროპის ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, როდესაც ისინი 60 წელზე ზევით მოსახლეობას და მოწყვლად ჯგუფებს ცრიან პნევმოკოკის ვაქცინით. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის ეს ინიციატივა, რასაც ჩვენ დეტალურად ვამუშავებთ“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

„რემდესივირზე“ კლინიკური ცდები იწყება, რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ ?

ანტივირუსულ პრეპარატ „რემდესივირზე“ ჩატარებულმა პირველადმა ექპსერიმენტმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც კორონავირუსის მძიმე ფორმა აქვთ, პრეპარატი პირველი დოზის მიღებიდან 24 საათში იწყებს მოქმედებას.
მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეად საიენსის“ მიერ შექმნილი „რემდესივირი“ ვირუსს ბლოკავს და ორგანიზმში რეპროდუქტირების საშუალებას არ აძლევს.
მედიკოსები პრეპარატზე კლინიკურ ცდებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ და მასში 1 000 პაციენტი იქნება ჩართული და მათი შედეგები აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობის შედეგად რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 55 წლის ქრის კეინი ვაშინგტონიდან, რომელიც ჟანგბადზე იყო მიერთებული და რომლის მდგომარეობა „რემდესივირის“ მიღებიდან მეორე დღესვე გაუმჯობესდა, მოგვიანებით კი სრულად გამოჯანმრთელდა და ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „რემდესივირის“ საშუალებით შესაძლებელია კორონავირუსის კიდევ ერთი ტიპის – MERS-ის- განურნება. პრეპარატის გამოყენებას შეეცადნენ ებოლას სამკურნალოდაც, თუმცა „რემდესივირმა“ მნიშვნელოვანი შედეგი არ აჩვენა.
რაც შეეხება COVID-19-ის სამკურნალოდ მის გამოყენებას, პრეპარტით პირველად აშშ-ში, ვაშინგტონში, 35 წლის პაციენტს უმკურნალეს. ეს იყო პირველი ადამიანი აშშ-ში, რომელიც სამშობლოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაბრუნდა და რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
საავადმყოფოში მიყვანიდან ერთი კვირის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმებმა მეშვიდე დღეს „რემდესივირის“ გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ოფიციალურად დამტკიცებული არაა. პაციენტის მდგომარეობა მეორე დღიდან გაუმჯობესდა.
აღნიშნული პირველი შემთხვევა ჟურნალ New England Journal of Medicine-ში დეტალურადაა აღწერილი.
თუმცა არსებობს კითხვები პრეპარატის სწრაფ მოქმედებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევებში გაუმჯობესება „რემდესივირმა“ გამოიწვია, თუ პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება მედიკამენტის გარეშეც დაიწყებოდა.
კომპანია „გილეადმა“ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ „რემდესივირი“ ანტივირუსული პრეპარატია, რომლის კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რომ მის შესახებ ჯერჯერობით შეზღუდული მონაცემები არსებობს. „ის მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა დამტკიცებული და ჯერჯერობით არ არსებობს დადასატურებული ინფორმაცია მისი უსაფრთხოებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ,“- ნათქვამია „გილეად საიენსის“ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მხარდაჭერით მსოფლიოს მასშტაბით ხუთი კლინიკური ცდა ჩატარდება, რომლის მიზანი იმის დადგენაა, რამდენად უსაფრთხო და ეფეტურია „რემდესივირის“ გამოყენება COVID-19-ის სამკურნალოდ.
სხვა პოტენციური სამკურნალო საშუალებები, რომლის გამოკვლევაც მიმდინარეობს, მალარიის სამკურნალო პრეპარატი „ქლოროქინი“ და ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის სამკურნალო პრეპარატების – ლოპინავირისა და რიტონავირის – კომბინაციაა, თუმცა, ამ უკანასკნელზე ჩატარებულმა პირველადმა კვლევამ ვირუსის მკურნალობამ სასარგებლო შედეგი არ აჩვენა.

წყარო : nbcnews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებამედიცინასაქართველო

უმაღლესი ქულა საქართველოდან | ავთანდილ ქოჩიაშვილის წარმატება აშშ-ის სამედიცინო ლიცენზიის გამოცდაზე

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ავთანდილ ქოჩიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზიის გამოცდაში (United States Medical Licensing Examination -STEP 1) საქართველოსთვის მაქსიმალური შედეგი 273 ქულა დააგროვა. ამასთან, გამოცდაზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, ავთანდილი 73,000-ზე მეტი აპლიკანტიდან საუკეთესო შედეგების მქონე 1%-ში მოხვდა.

USMLE-ის რვასაათიანი გამოცდისთვის ტესტს ადგენს სპეციალური საგამოცდო კომიტეტი, რომელიც ამერიკელი და კანადელი ექიმების, დარგის სპეციალისტებისა და მეცნიერებისგან არის დაკომპლექტებული. გამოცდა მედიცინის მიმართულების ზოგად ცოდნასთან ერთად მოითხოვს ვიწრო სპეციალიზაციის საკითხების ცოდნასაც ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა მიკრობიოლოგია, იმუნოლოგია, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ჰისტოლოგია და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ავთანდილ ქოჩიაშვილის შედეგი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც იშვიათად გვხვდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მარინა ენდელაძე: გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ეფექტურია

ეს ნამდვილად კარგი მეთოდია და ჩვენთან ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. არის რაღაც ნაბიჯები გადადგმული და სწორედ გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა ნამდვილად იქნება ეფექტური. იმიტომ, რომ აქ ​ჯი-კლასის ანტისხეულები უკვე გამომუშავებულია, პაციენტი რა თქმა უნდა შესწავლილი იქნება. გამოჯანმრთელებულ იმუნოკომპეტენტურ პიროვნებას უკვე უვითარდება ანტისხეულები და პლაზმასთან დაკავშირებით, ნამდვილად იქნება ეფექტური და ამისათვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია და დაწყებულია მუშაობა ამ საკითხზე და მალე გვექნება გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმა მარაგში – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მარინა ენდელაძის განმარტებით, მსგავსი მარაგების შექმნა პრობლემა არ იქნება და სისხლის გაცემაზე არცერთი გამოჯანმრთელებული იტყვის უარს.

“მე ყველა პაციენტს ვიცნობ, მითუმეტეს პირველი ეტაპისას და დარწმუნებული ვარ, იყო რაღაც საუბრები და არცერთი პაციენტი ამაზე უარს არ იტყვის, რამდენადაც ეს არ არის ისეთი რაოდენობის სისხლის აღება, რომელიც მის ჯანმრთელობას დაემუქრება. ყველა ადამიანისთვის რა თქმა უნდა სასურველია, რომ დაეხმაროს და გამოაჯანმრთელოს სხვა პაციენტი. რა თქმა უნდა მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ავადმყოფებს ეს არ დასჭირდებათ, ამდენი რაოდენობით არ დაგვჭირდება და ამ თემაზე არის უკვე დაწყებული მუშაობა. ალბათ მალე გვქნება ეს მეთოდი“, – განაცხადა ენდელაძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი: კორონავირუსი შესაძლოა, სეზონური გახდეს

ამერიკელები კორონავირუსის მეორე ტალღისთვის უნდა მოემზადონ, ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ეს ვირუსი შესაძლოა, სეზონური გახდეს.

რობერტ რედფილდი ვარაუდობს, რომ ვირუსი აგრესიულ გადაცემას შეწყვეტს. მისივე განმარტებით, არსებობს იმის ტენდენცია, რომ რესპირატორული ვირუსები სეზონური ხდება.

„რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცით, რომ ეს ვირუსი გრიპად ჩამოყალიბდება, თუმცა ვფიქრობ, მიზანშეწონილია იმის განხილვა, რომ ის შესაძლოა გაქრეს. არ ვამბობ, რომ ომი დასრულდა – უნდა გავაცნობიეროთ, რომ შემდეგი ტალღისთვის უფრო მეტი მომზადებაა საჭირო. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ვირუსი შესაძლოა, დაბრუნდეს“, – განაცხადა რედფილდმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ეპილეფსიით დაავადებულ ბრიტანელ პაციენტებს მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტით უმკურნალებენ

ეპილეფსიით დაავადებულ ბრიტანელ პაციენტებს,  მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტით უმკურნალებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა ჯანდაცვის სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც Epidyolex-ზე ჩატარებულმა კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა.
Epidyolex-ზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ პერორალურად მისაღებმა ხსნარმა, რომელიც კანაბიდიოლს შეიცავს, ზოგიერთ ბავშვებში შეტევების რიცხვი 40 პროცენტით შეამცირა.
მედიკამენტს ეპილეფსიის ორი იშვიათი, მაგრამ მძიმე ფორმის – ლენოქს-გასტოს სინდრომისა და დრავეტის სინდრომის – სამკურნალოდ გამოიყენებენ.
მედიკამენტის მოხმარება 2 წლის ასაკიდანაა დაშვებული.
სტატისტიკის თანახმად, დიდ ბრიტანეთში დრავეტის სინდრომით დაავადებული 3,000 და ლენოქს-გასტოს სინდრომით დაავადებული 5,000 ადამიანი ცხოვრობს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ისლანდიაში ადამიანი ერთდროულად კორონავირუსის ორი შტამით დაინფიცირდა

ისლანდიაში ადამიანი ერთდროულად კორონავირუსის ორი შტამით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reykjavík Grapevine ავრცელებს.

მისი ცნობით, მეორე შტამი ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული კორონავირუსის მუტაციას წარმოადგენს. ბიოფარმაცევტული კომპანია deCODE genetics-ის ხელმძღვანელის, კარი სტეფანსონის განცხადებით, შესაძლოა, ეს ორმაგი ინფიცირების პირველი ცნობილი შემთხვევა იყოს. მისივე თქმით, მეორე შტამი უფრო აგრესიულია, ვინაიდან პაციენტმს ის უკვე რამდენიმე ადამიანს გადასდო.

ბოლო მონაცემებით, ისლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 648 შემთხვევა დადასტურდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

ქართველების მიერ 3D პრინტერზე დაბეჭდილი სარქველი, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება

Edison Tech Solutions-ის მიერ 3D პრინტერზე დაბეჭდილი სარქველი, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება.

კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში, ფილტვების უკმარისობის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი იხოცება. ასეთ დროს, საჭიროა „ვენტილატორები“, რათა ფილტვებში ჟანგბადი მექანიკურად მოხვდეს.

ამ ვენტილატორებს სპეციალური სარქველები აქვს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ მწარმოებელს, დროის მოკლე მონაკვეთში, მისი საავადმყოფოებისათვის მიწოდება არ შეუძლია.

ქართული კომპანიის, Edison Tech Solutions-ის მიერ, 3D პრინტერზე დაბეჭდილ სარქველი კი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება  როგორც „ედისონის“ დამფუძნებელიგივი ბერიძე ამბობს, რამდენიმე ლარი ეღირება.

სარქველი უერთდება ჟანგბადის ბალონსა და ვენტილატორს, რათა კორონა ვირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმაროს.

მსგავსი პრაქტიკა უკვე დაინერგა იტალიაში, ვინაიდან ე.წ. “valve”-ები გამოუთავდათ და მწარმოებელმა კომპანიამ სწრაფი რეაგირება ვერ შეძლო. 3D პრინტერზე დაბეჭდილმა რეპლიკებმა კი უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

Edison Tech Solutions მზად არის გვერდში დაუდგეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით და საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ გადასცეს აღნიშნული სარქველები.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

კორონავირუსს ერთი თავისებურება აღმოაჩნდა, საბედნიეროდ ბავშვებში არ აქვს გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ სამაგიეროდ პაციენტებს გვიან ასაკში ეს ვირუსი უფრო აზიანებს, რადგან იმუნური სისტემა იქ მოიკოჭლებს, 60 წლის შემდეგ, ის თავდაღმართისკენ მიდის, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, იმუნურ სისტემას ადამიანი ვერ ხედავს და ვერ გრძნობს, მაგრამ მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. „პაციენტები ყოველთვის მეკითხებიან, სად არის ეს იმუნური სისტემა. იმუნურ სისტემას აქვს ის ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში, როგორც სახელმწიფოში აქვს შინაგან საქმეთა სამინისტრის და თავდაცვას. თუ იმუნური სისტემის რომელიმე რგოლი მოიკოჭლებს, ისევე, როგორც სახელმწიფო სისტემის რომელიმე რგოლი, მაშინ ნებისმიერ ინფექციას მასობრივი გავრცელების შესაძლებლობა ეძლევა. შესაბამისად რაც უფრო მყარია ეს ორი სამინისტრო ჩვენს ორგანიზმში, ორგანიზმი უფრო მზად არის ვირუსთან გასამკლავებლად“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, კორონავიორუსზე მოქმედებს ჯანსაღი იმუნური სისტემა, იმუნიტეტის ამაღლებას კი ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი. „სტრესებისგან თავისუფალი გარემო, ჯანსაღი ცხოვრება (რაც გულისხმობს ფიზკურ აქტივობას და კვების მოწესრიგებას) და ძილის მოწესრიგება. აი, ამ ფაქტორებზე დგას ჯერჯერობით ადამიანის იმუნური სისტემა. ბედნიერი ადამიანი ნაკლებად ავადმყოფობს. ეს დადგენილი პოსტულატია და ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ფრაზა. ამიტომ რაც უფრო ბედნიერები და კარგ განწყობაზე ვიქნებით, ჩვენი იმუნური სისტემა უფრო მომზადებული შეხვდება კორონავირუსს“, – განაცხადა ბიძნა კულუმბეგოვმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 60 61 62 63 64 95
Page 62 of 95