close

მედიცინა

მედიცინამსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააავდების ჩინეთს გარეთ გავრცელების გამო კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადჰანომ გებრეიესუსმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ვირუსი შესაძლოა ისეთ ქვეყნებში გავრცელდეს, სადაც სუსტი ჯანდაცვის სისტემაა.

ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსი მთელ ჩინეთში გავრცელდა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 105 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ლეტალური შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ჰონგკონგელმა მკვლევარებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს, თუმცა, მის გატესტვას დრო სჭირდება

ჰონგკონგელმა მკვლევარებმა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს, თუმცა, დროა საჭირო იმისათვის, რომ მისი ტესტირება მოხდეს. ამის შესახებ ჩინური გამოცემა South China Morning Post-ის ინფორმაციით, ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა იუენ იუნგმა განაცხადა.

„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, თუმცა, მას დიდი დრო დასჭირდება ცხოველებზე გამოსაცდელად“, – განაცხადა სპეცალისტმა.

მისივე თქმით, რამდენიმე თვე დასჭირდება ვაქცინის ცხოველებზე გამოცდას, ხოლო სულ მცირე ერთი წელი ადამიანებზე.

პარალელურად, ვაქცინის შექმნას მეცნიერები ჩინეთსა და აშშ-შიც ცდილობენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ჩინეთის ქალაქ უხანთან საავადმყოფო, რომლის რეკონსტრუქციაც 2 დღის წინ დაიწყო, უკვე გაიხსნა

ჩინეთის ქალაქ უხანთან 2 დღეში ახალი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია დასრულდა, კლინიკა კორონავირუსით დაინფიცირებულების სამედიცინო დახმარების მიზნით გაიხსნა. როგორც The Daily Mail-ი წერს, 48 საათის განმავლობაში მშენებელთა და მოხალისეთა ჩართულობით, 1000-საწოლიანი კლინიკა ცარიელი შენობის რეკონსტრუირების შედეგად გამართეს.

The Dabie Mountain Regional Medical Centre – ასე ჰქვია ჰოსპიტალს. იგი უხანიდან 75კმ-ში მდებარე ქალაქ ჰუანგანგშია.

საავადმყოფოს 1000 პაციენტის მიღება შეუძლია. პირველი პაციენტები კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. შენობაში უკვე შეყვანილია ელექტროენერგია, წყალი და ინტერნეტი.

აღსანიშნავია, რომ ჰუანგანგის მოსახლეობა 7,5 მლნ-ია. ამ ქალაქშიც კარანტინია გამოცხადებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

BBC – მეცნიერების ახალი აღმოჩენა, რომლითაც შესაძლოა, ყველა სახის კიბო განკურნონ

ჩვენი იმუნური სისტემის ახლადაღმოჩენილი ნაწილი შესაძლოა ყველა სახის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენონ.

კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მათ პროსტატის, ძუძუს, ფილტვისა და სხვა სახის კიბოების განკურნების მეთოდს მიაგნეს.

კვლევა, რომლის შედეგები, რომელიც ჟურნალ Nature Immunology-ში გამოქვეყნდა, ჯერჯერობით პაციენტებში არ გამოუცდიათ, თუმცა კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილ მეთოდს „უზომო პოტენციალი“ გააჩნია.

იმუნური სისტემა ინფექციისგან გვიცავს. ის ასევე ებრძვის კიბოს უჯრედებს.

მეცნიერები ეძებდნენ იმუნური სისტემის მიერ სიმსივნეზე თავდასხმის არატრადიციულ, აქამდე უცნობ გზებს, რა დროსაც მათ ადამიანების სისხლში T უჯრედები აღმოაჩინეს. ეს არის იმუნური უჯრედი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს, არსებობს თუ არა ადამიანის სხეულში საფრთხე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. განსხვავება ისაა, რომ T- უჯრედებს კიბოს ბევრი სახის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლია.

„ყველა პაციენტის განკურნებაა შესაძლებელი,“- აცხადებენ კვლევის ავტორი მეცნიერები.

მათი მტკიცებით, T-უჯრედებს „რეცეპტორები“ აქვთ, რომლებსაც ლაბორატორიაში სიმსივნური უჯრედების ფართო სპექტრის, მათ შორის ფილტვის, კანის, სისხლის, მსხვილი ნაწლავის, მკერდის, ძვლის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეების, თირკმელებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედების, პოვნა და მოკვლა შეუძლიათ ისე, რომ ქსოვილები არ ზიანდება.

T უჯრედების რეცეპტორები MR1 მოლეკულასთან ურთიერთქმედებენ, რომელიც ადამიანის სხეულის ყველა უჯრედის ზედაპირზე არსებობს. როგორც ჩანს, MR1 ამცირებს მეტაბოლიზმს, რომელიც სიმსივნურ უჯრედში გრძელდება.

T-უჯრედებს კიბოს წინააღმდეგ უკვე იყენებენ, იმუნოთერაპიაზე დაფუძნებული მკურნალობა კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე დამაიმედებელ მეთოდად მოიხსენიება.

ყველაზე ცნობილი მეთოდი CAR-T-ს სახელითაა ცნობილი — ეს გენეტიკურად მოდიფიცირებული T-უჯრედებია, რომლებსაც კიბოს უჯრედების პოვნა და მათი განადგურება აქვთ “ნასწავლი.”

ეს მეთოდი გარკვეულ შემთხვევებში ძალიან ეფექტიანია და სრულ გამოჯანმრთელებასაც განაპირობებს ხოლმე, თუმცა ის მაღალსპეციფიკურია და მხოლოდ გარკვეული ტიპის კიბოს მიმართ გამოიყენება და ძირითადად მხოლოდ ლეიკემიის წინაღმდეგაა ეფექტიანი.

მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ მიერ ნაპოვნი T-უჯრედის რეცეპტორის საშუალებით, შესაძლოა, კიბოს “უნივერსალური” მკურნალობის მეთოდს მიაგნონ.

პირველ რიგში პაციენტისგან სისხლის ნიმუშს აიღებენ, საიდანაც მოხდება T-უჯრედების გამოყოფა, შემდეგ კი გენეტიკური მოდიფიკაციების საშუალებით მათ ისე დააპროგრამებენ, რომ ამ უჯრედებმა კიბოს აღმომჩენი რეცეპტორი შექმნან.

განახლებული უჯრედებს მეცნიერები ლაბორატორიაში გაზრდიან და გაამრავლებენ, შემდეგ კი პაციენტში შეიყვანენ. სწორედ ეს პროცესი გამოიყენება CAR-T თერაპიის დროსაც.

აღსანიშნავია, რომ ცდები ჯერ მხოლოდ ცხოველებსა და ლაბორატორიაში გაზრდილ უჯრედებზე ჩატარდა და სანამ მეთოდს ადამიანებზე გამოცდიან, უსაფრთხოების დამადასტურებელი სხვა ცდების ჩატარებაცაა საჭირო.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

მედიკოსები : ახალი კორონავირუსი არა სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, არამედ ინკუბაციის პერიოდშია გადამდები

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი – „2019-nCoV“ – არა სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, არამედ ინკუბაციის პერიოდში ვრცელდება. ეს ფაქტი კი, მედიკოსების განმარტებით, ვირუსის შეჩერებას გაართულებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მა შაოვეის თქმით, ვირუსის გავრცელების უნარი და ტემპი მატულობს.

ადამიანებში ინკუბაციის პერიოდი -ანუ დრო, როდესაც ადამიანი უკვე დაინფიცირებულია, თუმცა ვირუსის სიმპტომები ჯერ არ აქვს, 14 დღეს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც არც კი იცის რომ დაინფიცირებულია, ვირუსის გადამტანია.

აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მედიკოსი მიიჩნევს, რომ მგზავრების აეროპორტებში შემოწმება და სკრინინგი, რასაც არაერთმა ქვეყანამ მიმართა, არაეფექტურია.

ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსის სავარაუდო წყარო გარეული ცხოველები არიან. სააგენტო იუწყება, რომ კორონავირუსი აღმოჩენილია ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან აღებულ სახეობებში.

„ზღვის პროდუქტების ბაზრიდან აღებული 585 სახეობიდან 33-ში აღმოჩენილია კორონავირუსის ნუკლეინმჟავა. ამ სახეობებიდან შესაძლებლი გახდა ვირუსის გამოყოფა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის წყარო გარეული ცხოველები არიან, რომლითაც ხუანანის ბაზარზე ვაჭრობენ“, – „სინჰუა“.

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ჩინეთის ხელისუფლებამ არაერთი პრევენციული ზომა გაატარა : კვირიდან ქვეყანაში აიკრძალა ცხოველისა და ფრინველის გაყიდვა, ქალაქ უხანში, რომელსაც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევენ, კარანტინია გამოცხადებული და სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაადგილებაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვებია დაწესებული ქვეყნის სხვა რამდენიმე ქალაქშიც.

ჩინეთის გარდა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა იაპონიაში, ტაივანში, ნეპალში, ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურში, ავსტრალიაში, აშშ-ში და საფრანგეთში.

ბოლო მონაცემებით, ვირუსს ჩინეთში, 81 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 2,744-ია.

წყარო : Reuters ; BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

რა ვიცით ჩინეთში გავრცელებულ ახალ, საშიშ ვირუზე?

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადების შეთხვევებმა საგრძნობლად იმატა.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ შაბათ-კვირას უცნობი ვირუსით გამოწვეული პნევმონიის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

რაც ყველაზე საგანგაშოა, დაავადების შემთხვევები არა მხოლოდ ქალაქ უხანში, არამედ მის გარეთაც დადასტურდა.  ვირუსით პეკინში ორი, ქალაქ შენჯენში კი – ერთი ადამიანი დაავადდა.

ოფიციალური ინფორმაციით, უცნობი ვირუსით ქალაქ უხანში დღემდე 200-მდე ადამიანი დაავადდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი – სამია.

განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ დიდი ბრიტანელი ექსპერტები. მათი შეფასებით, დაავადებულთა რიცხვი გაცილებით დიდია და ვირუსით დღემდე 1, 700-მდე ადამიანია დაავადებული.

რა ვიცით ახალი ვირუსის შესახებ?

ვირუსს, რომელსაც 2019-nCoV-ი უწოდეს, კორონავირუსის ისეთ შტამად მიჩნევენ, რომელიც აქამდე ადამიანებში აღმოჩენილი არ იყო.

კორონაირუსები ვირუსების ერთ-ერთი ფართო ოჯახია, მაგრამ დღემდე ადაიანებში მხოლოდ ექვსი (და მეშვიდე ახალი) მათგანით დაინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ახალი ვირუსის წყარო, ცხოველები არიან, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

ინფექციის სიმპტომები მოიცავს ციებ-ცხელებას, ხველას, სუნთქვის უკმარისობასა და გართულებებს.

ადამიანებს მოუწოდებენ, ცხოველებთან პირდაპირ კონტაქტს ერიდნონ, კარგად მოხარშონ ხორცი და კვერცხი და მოერიდნონ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებსაც გრიპისა და გაციების სიმპტომები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა უცნობი ვირუსით დაავადებულთა გამოსავლენად სამ აეროპორტში ჩინეთიდან შესული მგზავრების შემოწმება დაიწყო.

სან ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შესული მგზავრებს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში კითხვარს ავსებინებენ და გრიპზე ამოწმებენ. ისინი, ვისაც საეჭვო სიმპტომები ახასიათებთ, გამოსაკვლევად სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

წყარო : BBC ; Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ურთულესი და უნიკალური ოპერაცია, რომელიც რეგიონის მასშტაბით პირველად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა

კლინიკის ენდოვასკულურ დეპარტამენტში ჩატარდა მხართავის ვენის რეტროგრადული რეკანალიზება (სისხლის მიმოქცევის აღდგენა, დახურული სისხლძარღვის გახსნა) და დილატაცია (გაფართოება), აგრეთვე სადიალიზო კათეტერის იმპლანტაცია ზემო ღრუ ვენაში – აღსანიშნავია, რომ ოპერაციისას ანგიოქირურგებმა გამოიყენეს სპეციალური ულტრათანამედროვე მოწყობილობა Surfacer.

კლინიკური შემთხვევა და დიაგნოზი

კლინიკაში მიმართვამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოზის გამო მისი გადარჩენა მხოლოდ ჰემოდიალიზის მეშვეობით იყო შესაძლებელი, მაგრამ პაციენტს მაგისტრალური ვენები ოკლუზირებული  (დახშული) ჰქონდა და ჰემოდიალიზის ახალი კათეტერის ჩაყენება ვერ ხერხდებოდა.

რა არის თირკმლის უკმარისობა?

თირკმლის უკმარისობა წარმოადგენს სინდრომს, რომლის დროსაც ირღვევა თირკმლის ყველა ძირითადი ფუნქცია და შედეგად ვითარდება წყალმარილოვანი, აზოტოვანი და სხვა ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს თირკმლის ფუნქცია დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად ქვეითდება, კერძოდ, ორგანო ვეღარ ფილტრავს ნარჩენ პროდუქტებსა და ზედმეტ სითხეს ორგანიზმში, შესაბამისად, სისხლში დიდი რაოდენობით სითხე, ელექტროლიტები და ნარჩენი ნივთიერებები გროვდება.

მავნე ურემიული ტოქსინებისგან გაწმენდა ხდება ჰემოდიალიზის კათეტერის ან ქირურგიულად შექმნილი არტერიო–ვენური ფისტულის მეშვეობით.

რატომ ვერ ტარდებოდა დიალიზის პროცედურის სრულყოფილი კურსი?  

პაციენტს არტერიო–ვენური ფისტულის არაერთი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ახლის ფორმირების რესურსი ამოწურული იყო.

ვენების სრული ოკლუზიის (დახშობა) გამო, სტანდარტული წესით, ცენტრალური ვენის კათეტერიზებაც ვერ ხერხდებოდა – არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღემდე დანერგილი ტექნოლოგიების გამოყენება შეუძლებელი აღმოჩნდა და კლინიკური შემთხვევა სრულიად ახალ მიდგომას საჭიროებდა!

უშედეგო აღმოჩნდა ცენტრალური ვენების გამავლობის ისეთი ტრადიციული მეთოდებით აღდგენა როგორიცაა: ბალონი, სტენტი, მიმმართველი მავთული და სხვა.

ვინაიდან დიალიზიუნდა ჩატარებულიყო სასიცოცხლო ჩვენებით, განიხილებოდა პაციენტის პერიტონეალურ დიალიზზე გადაყვანის საკითხიც.

პერიტონეალური დიალიზის პროცედურისას, სისხლიდან ურემიული ტოქსინები და ჭარბი სითხე მუცლის ფარის გავლით ტრანსფორმირდება. დიალიზის ეს ფორმაც ვერ განხორციელდა რიგი რისკ–ფაქტორებისა (ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, მუცლის ღრუზე ჩატარებული სხვადასხვა ოპერაცია) და პერიტონიტის (დაავადება, რომელსაც ახასიათებს მუცლის ღრუს სეროზული საფარის ლოკალური ან დიფუზიური ანთებითი პროცესი) განვითარების ალბათობის გამო.

როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოვასკულური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანგიოქირურგმა გიორგი ჯინჭველაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, პაციენტს არაერთხელ ჰქონდა ჩაყენებული სპეციალური სადიალიზო კათეტერი თითქმის ყველა მაგისტრალურ ვენაში, თუმცა ყველა მათგანის ამოღება გახდა საჭირო ინფექციებისა და მაგისტრალური ვენების შევიწროების გამო.

მკურნალობის უნიკალური მეთოდი

„ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების, ენდოვასკულური დეპარტამენტის გუნდის და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ექსკლუზიური და არასტანდარტული ოპერაციის ჩატარება სპეციალური უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც გულისხმობს მხართავის ვენის რეტროგრადულ რეკანალიზებას ბარძაყის არტერიიდან მიდგომით, დილატაციას და სადიალიზო კათეტერის იმპლანტაციას ზემო ღრუ ვენაში. ამ უახლესი მეთოდით ჩვენი კლინიკა ბევრ პაციენტს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს“, – განაცხადა ბატონმა გიორგიმ.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციამ ჩაიარა ყოველგვარი გართულების გარეშე, დღეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პაციენტს ჰემოდიალიზის პროცედურის სრულყოფილი კურსი უტარდება და თავს კარგად გრძნობს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წყარო :kirurgia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

შვიდ წლამდე ბავშვებს ტყვიაზე კვლევა უფასოდ ჩაუტარდებათ

ტყვიის  შემცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის, რომელთა თანახმად, პროგრამაში შვიდ წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის სიმპტომები აღენიშნება.

ეს სიმპტომებია: ჰიპერაქტიურობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი აშლილობა…

საქართველოში უკვე არსებობს ლაბორატორია, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელს ადგენენ. უფასოა მედიკამენტოზური მკურნალობაც.

„აღნიშნული ცვლილებით, ქვეყანა ადეკვატურ რეაგირებას ახდენს იმ გამოწვევებზე, რაც უკავშირდება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის ზრდის მონაცემებს. ამასთან 2019 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თითქმის ყველა რაიონში გადამზადდა მინიმუმ ერთი პედიატრი/ოჯახის ექიმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომელთაც ადგილზე შეუძლიათ მოახდინონ შესაბამისი პრობლემის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და სპეციალისტთან გადამისამართება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ აღნიშნა, ცვლილება ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევიდა და ტყვიის მაღალი შემცველობის დადგენის შემთხვევაში, ბავშვის ოჯახის წევრებიც იქნებიან გამოკვლეულნი ტყვიაზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ფიტოთერაპია და ჯანმრთელობა – რეცეპტები, რომლებიც არაერთ პრობლემას მოგიგვარებთ

მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებენ მცენარეებს როგორც სამკურნალოდ, აგრეთვე, პროფილაქტიკისთვის. მცენარეების სამკურნალოდ გამოყენების არაერთი მეთოდი არსებობს, მაგალითად: ნახარშის, ნაყენის ან ცხელი საფენის სახით. ხალხური მედიცინისა და სხვადასხვა რეცეპტის შესახებ სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკს, სწვალულ აგრონომს, ჯემალ ანელის ვესაუბრეთ.

„რასაკვირველია, მცენარეებით მკურნალობა გაცილებით უსაფრთხო და მეტად შედეგიანია ქიმიურ პრეპარატებთან შედარებით. მთავარია, რომ კარგად შეისწავლოს ექიმმა პაციენტის მდგომარეობა, რათა ყველა დეტალი გაითვალისწინოს და მხოლოდ სრულფასოვანი გამოკვლევის შემდეგ დაუნიშნოს ესა თუ ის მცენარე. დიდი ყურადღება ექცევა დოზირებას და გამოყენების სიხშირეს. სინთეზური მედიკამენტებით მკურნალობას ხშირად უპირატესობას ანიჭებენ, რადგან პრობლემა, როგორც წესი, სწრაფად გვარდება, ხოლო ფიტოთერაპიაში მკურნალობა გახანგრძლივებულია,“ – აღნიშნავს ჯემალ ანელი.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოთერაპიულ რეცეპტს:

1.კუჭ-ნაწლავის დაავადებების, დეპრესიის, შიშის, უძილობის, სასუნთქი გზების ინფექციებისა  და ცხვირ-ხახის ანთებების დროს არაჩვეულებრივია კრაზანა. იგი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ახასიათებს ანტიდეპრესანტული, სპაზმების მომხსნელი, ნაღველმდენი, ანტიმიკრობული და ანტიივირუსული მოქმედება.

მცენარის ნაყენის ხანგრძლივად და ჭარბი დოზებით მიღება სასურველი არ არის, რადგან აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები.

2.თუ გულის უკმარისობა გაქვთ, ყოველდღიურად მიიღეთ 100-120 გ თაფლი, მაგრამ არა ერთბაშად, არამედ მცირე ულუფებით – თითო ჩ/კ ან ს/კ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 20 დღეა. ამ დღეებში ძირითადად ხაჭოთი, რძით, ხილითა და ბოსტნეულით იკვებეთ. მკურნალობის ეს კურსი არა მარტო გული უკმარისობისთვის, არამედ ნებისმიერი ქრონიკული პათოლოგიის სამკურნალოდ გამოგადგებათ.

3.თირკმლებში კენჭები და ქვიშა შეგიძლიათ მოიშოროთ სტაფილოსა და ქიშმიშის დახმარებით. 500 გრამი სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით კუბებად, დაუმატეთ 500 გ კარგად გარეცხილი ქიშმიში. ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 1 ლ წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ, გადმოდგით ცეცხლიდან. ქვაბს დაახურეთ სახურავი და ზევიდან მჭიდროდ მოახვიეთ ფოლგა. შედგით ქვაბი აირღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე (30 გრადუსი) 8 საათის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ და 1 საათი დადგით გასაგრილებლად. სითხე გადმოწურეთ ცალკე ჭურჭელში. ქიშმიში და სტაფილო კი დოლბანდში კარგად გაწურეთ, სითხე დანარჩენ წვენს შეურიეთ. მიიღებთ მუქ ყავისფერ ნახარშს, რომელიც უნდა შეინახოთ მაცივარში. მიიღეთ 100-100 გრამი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 7-14 დღის განმავლობაში კენჭების სრულ დაშლამდე. კენჭები ქვიშად იქცევა და გამოიდევნება.

4.მაღალი წნევის მქონე ადამიანმა უნდა მიიღოს 20-20 ცალი უნაბი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. უნაბი საქართველოში კარგად ხარობს შავი ზღვის სანაპიროზე. აღმოსავლეთ საქართველოში ნაყოფს არ იძლევა. უნაბს ფართოდ იყენებდნენ ძველ ქართულ მედიცინაში ნერვული დაავადებებისა და თავის ტკივილის შემთხვევაში.

5.წნევის დასაწევად მაგნოლიის ფოთლები ჩაყარეთ ქილაში და დაასხით არაყი (250 გ არაყი 50 გ ფოთოლზე). დაახურეთ სახურავი და ერთი კვირით ბნელ ადგილას დადგით. ნაყენი უნდა სვათ 20-30 წვეთი სამჯერ დღეში, დაახლოებით ერთი თვე. შემდეგ ცოტა ხანს შეისვენოთ და ისევ განაგრძოთ მიღება.

მაგნოლია მარადმწვანე ხეა. ფოთლები სამკურნალო მიზნით უნდა მოიკრიფოს ყვავილობის პერიოდში ანუ მაისიდან ოქტომრის ჩათვლით.

6.ნევროზისა და უძილობის დროს გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტი:

აიღეთ თააბარი რაოდენობით გველის სურო, პიტნა და ფითრი. ნარევით ნახევრამდე შეავსეთ 200-გრამიანი ბოთლი, შემდეგ კი ბოთლი სპირტით გაავსეთ. მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას 5 დღე. უნდა მიიღოთ 7-7 წვეთი 3-ჯერ დღეში. ჭამამდე 20 წუთით ადრე. წვეთები უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში.

პიტნა სპაქმოლიზური, ჰიპოტენზიური, დამამშვიდებელი თვისებებით გამოირჩევა.

გველის სურო აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებ ტაქიკარდიას.

ფითრი ეფექტიანია ემოციური აღგზნებადობის დროს, ისტერიული მდგომარეობისას, თავბრუსხვევის დროს. არის ჰიპოტენზიური, ანტითეროგენული.

 

მომზადებულია „კარაბადინის“ მიხედვით. თუკი რომელიმე პათოლოგიისთვის გაინტერესებთ რეცეპტი, მოგვწერეთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ბრიტანელი ნეოროქირურგი – ადამიანებისთვის თავის გადანერგვა შესაძლებელი 2030 წლისთვის გახდება

ბრიტანელი ნეიროქირურგი ბრიუს მეთიუ აცხადებს, რომ 2030 წლისთვის ადამიანებისთვის თავის გადანერგვა შესაძლებელი გახდება.
მისი მტკიცებით დაახლოებით 10 წელიწადში მედიკოსები ადამიანის არა მხოლოდ თავის, არამედ ერთი ადამიანის სხეულიდან მეორეში მთელი ზურგის ტვინის გადანერგვას შეძლებენ.
დღემდე მეცნიერები, რომლებიც თავის გადანერგვაზე მუშაობენ, ეფუძნებოდნენ მთოდებს, რომელიც თავის ზურგის ტვინისგან განცაკლავებას ითვალისწინებდა. ბრიუს მეთიუ აცხადებს, რომ ეს მეთოდი უაზრობაა და თავისა და ზურგის ტვინის ერთად, განცალკავების გარეშე გადაინერგვა რეალურია.
მისივე განმარტებით, ამჟამად შესაძლებელია ერთი ან ორი ნერვის დაკავშირება, თუმცა რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაახლოებით 200 ნერვის დაკავშირება გახდება შესაძლებელი
„ცხადია, ზურგის ტვინის გარსის ამოღება მასზე ხვრელის გაკეთების გარეშე ძალიან რთულია და ამის მიღწევას დრო სჭირდება, მაგრამ დაახლოებით 10 წელიწადში შესაძლებელი გახდება,“- აცხადებს ბრიტანელი მეცნიერი. მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ადამიანის დნმ-ი სხვა ადამიანის თავსა და ზურგის ტვინს ვერ შეეგუება, ამიტომ შესაძლოა, საჭირო გახდეს ნაწლავის ბაქტრიebis გადატანაც. თუმცა, ბრიუს მეთიუ მიიჩნევს, რომ უარყოფის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ღეროვანი უჯრედების გამოყენება.
მეცნიერი აცხადებს, რომ ათასობით ადამიანი, ზოგიერთ შემთხვევაში კი მხოლოდ თავი, გაყინულ მდგომარეობაშია და შანსი იმისა, რომ ისინი გააღვიძო და ახალი სხეული მისცე, რეალურად არსებობს.

წყარო : independent.co.uk
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 65 66 67 68 69 95
Page 67 of 95