close

მედიცინა

ბიოლოგიამედიცინა

რასებს შორის ზღვარი პირობითია! – დნმ-ის ანალიზი Momondo–ს ექსპერიმენტში

Momondo–მ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც 67 სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის მიზანი იყო ადამიანებს მეტი გაეგოთ თავისი წარმომავლობის შესახებ და შესაბამისად, იმ ქვეყნების მიმართ გასჩენოდათ ინტერესი, რომელზეც მანამდე უარყოფითად ფიქრობდნენ, ან საერთოდ არ აინტერესებდათ.

ექსპერიმენტის დასაწყისში მონაწილეები თავიანთი წარმომავლობის შესახებ გამოკითხეს, ასევე დაუსვეს კითხვა, ვის მიმართ აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება. ყველა მათგანი ამტკიცებდა, რომ კარგად იცნობენ თავიანთ “ფესვებს”. ექსპერიმენტის ფარგლებში, ყველა მონაწილემ გაიკეთა დნმ–ის ანალიზი.

ორი კვირის შემდეგ ყველა ერთ დარბაზში შეიკრიბა შედეგის მოსასმენად. აღმოჩნდა, რომ არ შეიძლება იყო დარწმუნებული საკუთარ წარმომავლობაში, ფაქტობრივად, არ არსებობს “სუფთა რასა” და ყველა ჩვენგანი იმაზე მეტად ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე გვგონია.

პასუხები იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ ზოგმა ცრემლებიც ვერ შეიკავა, მაგრამ ყველამ გამოთქვა სურვილი გაეცნო იმ ქვეყნების კულტურა, რომლებიც მანამდე მტრად მიაჩნდათ ან არაფრად აგდებდნენ.  ასე გააქრო საზღვრები ტურისტულმა ოპერატორმა და დაანახა ადამიანებს, რომ  მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში დაგვაახლოებს ჩვენს ნამდვილ წარმომავლობასთან.

– ადამიანებმა დაზუსტებით რომ იცოდნენ თავიანთი წარმომავლობა ალბათ არც რასიზმი იარსებებდა, არც შოვინიზმი და არც ომები, – დაასკვნა ერთ–ერთმა მონაწილემ.

P.S. Momondo დამოუკიდებელი ტურისტული საძიებო სისტემაა, რომელიც მილიონობით ადამიანს უადვილებს მოგზაურობას და სთავაზობს იაფად ფრენას, სასტუმროებს და მანქანის დაქირავებას, ასე რომ, ისარგებლეთ მომსახურებით და გაეცანით თქვენს “შესაძლო ფესვებს”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
მედიცინა

პარალიზებულმა პაციენტმა, რომლის ტვინიც ეგზოჩონჩხს მიუერთეს, 145 მეტრი გაიარა

მეცნიერების და ექიმების ჯგუფმა საფრანგეთიდან, კისრის ქვემოთ სრულად პარალიზებულ ადამიანს,  გონებით ეგზოჩონჩხის მოძრაობების მართვა ასწავლეს. მას ტვინში გადაუნერგეს სენსორები, რომლებიც კოსტიუმს მამოძრავებელ ბრძანებებს გადასცემდნენ. შედეგად, 28 წლის ფრანგმა, სახელად ტიბომ, 100 მეტრზე მეტის გავლა და ხელებით მარტივი მოძრაობების შესრულება შეძლო. თავიანთი სამუშაო ავტორებმა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში აღწერეს.

ფრანგულმა ბიოტექნოლოგიურმა ცენტრმა Clinatec-მა გრენობლის საუნივერსიტეტო საავადმოყოსთან ერთად ექსპერიმეტნში ორი პარალიზებული პაციენტი ჩართო. ერთ-ერთი ტექნიკური პრობლემების გამო პროგრამიდან ამოვარდა. მეორეს ტვინის სენსომოტორულ არეალში ორი სენსორი გადაუნერგეს. კისრის არეში ხერხემლის ტრავმის გამო, რომელიც პაციენტმა აივნიდან გადავარდნის შემდეგ მიიღო, მას ხელ-ფეხი სრულად პარალიზებული ჰქონდა.

ტვინიდან წამოსული მამოძრავებელი სიგნალები მუშავდებოდა რეალური დროის რეჟიმში ადაპტური ალგორითმის დახმარებით, რომელიც სასურველი მოძრაობის მიმართულების დეკოდირებას ცდილობდა. ტვინის სგნალების ინტერპრეტაციაში მაქსიმალური სიზუსტის მისაღწევად, პაციენტი ორი წლის განმავლობაში სისტემის გონებრივ მართვაში ვარჯიშობდა. სწავლებას კომპიუტერული თამაშის ფორმა ჰქონდა – პაციენტის ამოცანა იყო ეკრანზე გამოსახული ადამიანი ეიძულებინა ხელები და ფეხების აემოძრავებინა, – იუწყება CNN-ი.

2019 წლის ივნისში ტიბომ კავშირი დაამყარა პროგრამასთან, რომელიც ეგზოჩონჩხის სიარულს და ხელების მოძრაობას მართავდა. პაციენტი წარმატებას შემთხვევათა 60-70%-ში აღწევდა. მთლიანობაში მან ჯერჯერობით, ლაბორატორიის ტერიტორიაზე, დაახლოებით 145 მეტრის გავლა შეძლო.

ტიბომ აღიარა, რომ „ხვალ სახლში თავის ეგზოჩონჩხით წასვლას ვერ შელებს”, მაგრამ პირველი ნაბიჯების შემდეგ, თავი იგრძნო, როგორ „პირველმა ადამიანმა მთვარეზე”, – წერს BBC.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინამსოფლიო

ბიჭი, რომელიც ტვინის გარეშე დაიბადა

 

ბიჭუნა, სახელად ნოე უოლი, ოთხი წლის წინ დაიბადა, მას თანდაყოლილი გადახრა ჰქონდა, რომელსაც ჰიდროცეფალიას უწოდებენ (პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ქალაში მომატებულია თავზურგტვინის სითხის (ლიქვორი) რაოდენობა. ჰიდროცეფალია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. ჰიდროცეფალიის დროს ფართოვდება ტვინის პარკუჭები და თხელდება ტვინის ნივთიერება).

ამ პათოლოგიის გამო, ჩვილი დედის მუცლიდან თითქმის ტვინის გარეშე გამოვიდა. ბავშვის დედას ექიმები ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში ეუბნებოდნენ, რომ შესაძლოა ვერც გადარჩენილიყო, მაგრამ თუ გადარჩებოდა ნორმალურ ცხოვრებას ვერ შეძლებდა. ამიტომ ურჩევდნენ, რომ აბორტი გაეკეთებინა, რაზეც დედამ კატეგორიული უარი განაცხადა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნოე ამ პათოლოგიით დაიბადა, ტვინის თითქმის 98% არ ფუნქციონირებდა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ სასწაული მოხდა, ნოეს ტვინმა თანდათან მუშაობა დაიწყო. დაბადებიდან 4 წლის შემდეგ მისი ტვინი სხვა მისი თანატოლი ბავშვებისგან არ განსხვავდებოდა. ექიმები შედეგით გაოცებულები დარჩნენ.

ბიჭის ისტორიაზე BBC დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავს, რომელსაც სახელად ,,ბიჭი ტვინის გარეშე” ერქმევა.

 

წყარო: BBC.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა შეეზღუდებათ

“მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდება შემდეგ წლებში და სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე ვადაში თანაბარ კონკურენტულუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს მომსახურების ხარისხისა და სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივ და მეტად გარანტირებულ ხარჯვას”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გასული თვის დასაწყისში პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის დროს განაცხადა.

იქიდან გამომდინარე, რომ ტიკარაძე მედიასთან აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა და მეტი დეტალის გარკვევა დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვერ შევძელით,  ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, აკაკი ზოიძეს მივამართეთ და ვკითხეთ, იგულისხმა თუ არა მინისტრმა მათ შორის კერძო კლინიკების მართვაში სახელმწიფოს მონაწილეობა.

როგორც ზოიძე განმარტავს, საუბარია სახელმწიფო კლინიკების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე კერძო კლინიკებთან მიმართებაში. იქნება თუ არა ეს კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის ფარგლებში, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. კიდევ ერთი საკითხია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში იმ კლინიკების მონაწილეობა, რომელთა მომსახურების ხარისხი საკმაოდ დაბალია.

„ძალიან მომრავლდა ასეთი კლინიკები, რაც არ იმოქმედებს კარგად ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე, იმიტომ რომ კლინიკა პაციენტს ყოველთვის პულობს, თუმცა რამდენად სჭირდება პაციენტს ის მომსახურება მეორე თემაა.
საუბარია, რომ სახელმწიფო გადავა აქტიურ შესყიდვაზე, სტრატეგიულ შესყიდვაზე. ეს ნიშნავს, რომ ყველასთან არ იქნება ხელშეკრულება დადებული. იქნება მხოლოდ იმ დაწესებულებებთან, რომლებიც შესაბამის ხარისხს, გარანტიებს და შესაბამისი მოცულობის სამუშაოებს შეასრულებენ, რომელიც გარანტია იქნება, რომ ინფრასტრუქტურა, პერსონალი, პროცესები ხარისხის არის ადექვატური ამ დაწესბეულების.

როცა სახელმწიფო ყიდულობს ამ მომსახურებას, ეს მომსახურება უნდა იყოს ხარისხიანი. ეს გაკეთდება, ეს არის სტრატეგიული შესყიდვის არსი. შესაბამისად ტარიფები და ფასები დარეგულირდება ისე, რომ ის, რასაც ხარჯავს სახელმწიფო, იმის სანაცვლოდ მიიღოს გაცილებით მაღალი შედეგები“-აცხადებს აკაკი ზოიძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

უაიშვიათესი შემთხვევა – ფეხმძიმე  სუროგატი მეუღლისგანაც დაფეხმძიმდა

აშშ-ში უიშვიათესი შემთხვევა გამოვლინდა, როცა ფეხმძიმე ქალი ხელახლა დაფეხმძიმდა. სხვადასხვა დროს ჩასახულ ტყუპებს ოთხი მშობელი ჰყავდათ.

სუროგატი დედა ჯესიკა ალენი, რომელიც მუცლით ჩინელი წყვილის შვილს ატარებდა, საკუთარი პარტნიორიდან დაორსულდა.

სანამ სუროგატი დედა გახდებოდა, ალენი უკვე ორი ბიჭის დედა იყო.  ის ჩინელ წყვილს სუროგატობაზე 30,000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დასთანხმდა.

ორსულობა შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ექვსი კვირის ვადაზე,  გეგმიური ულტრაბგერითი კვლევის დროს ექიმმა შენიშნა, რომ ალენი მუცლით ორ ნაყოფს ატარებდა. ,,ემბრიონის გაყოფის შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ეს მოხდა,“ – იხსენებს იგი.

თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ ემბრიონის გაყოფის შედეგად ქალი იდენტურ ტყუპებს გააჩენდა. არავინ ფიქრობდა, რომ საქმე უაშვიათეს შემთხვევასთან  – სუპერფეტაციასთან ჰქონდათ.

სუპერფეტაცია – ეს არის მეორე კვერცხუჯრედის განაყოფიერება ორსულობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში. ამის შედეგად, საშვილოსნოში ვითარდება სხვადასხვა ასაკის ორი ნაყოფი.

სუპერფეტაცია, რომელიც ადამიანებში უიშვიათეს ფენომენად ითვლება, ცხოველებსა და მღრენელებში უფრო ხშირად გვხვდება.

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა კიდევ უფრო იშვიათია, ვინაიდან სუროგაციის გამო ბავშვების მშობლები გენეტიკურად განსხვავებული ორი წყვილია.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერების მტკიცებით, ბავშვის გაჩენა კვერცხუჯრედის გარეშე იქნება შესაძლებელი

მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა, დადგეს დრო, როცა ბავშვები საკვერცხეების გარეშე გაჩნდებიან. 
,,Nature Communications-ში”  გამოქვეყნებული დასკვნების თანახმად, შესაძლოა შორეულ მომავალში ბავშვის ჩასახვისა და გაჩენის პროცესში ქალი საჭირო აღარ იყოს. 
დედ-მამის დასასრული?
University of Bath-ის  მეცნიერებმა ექსპერიმენტი გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედით დაიწყეს.
მათ ფსევდოემბრიონის შესაქმნელად ქიმიკატები გამოიყენეს.

ამ ,,ყალბ” ემბრიონებს დნმ-ის დაყოფისა და კონტროლის თვალსაზრისით ბევრი საერთო ჰქონდათ ჩვეულებრივ უჯრედებთან, როგორიცაა – კანის უჯრედები.
მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ თუ თაგვის ფსევდოემბრიონებში სპერმას შეიყვანდნენ, ჯანრთელ ნაყოფს მიიღებდნენ, შესაბამისად, იმავე შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა ადამიანებშიც.
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ გზით დაორსულების შანსი ოთხიდან ერთი იყო. 
„კაცობრიობის ისტორიაში პირველად გახდა შესაძლებელი იმის დემონსტრირება, რომ სპერმისა და სხვა რამის (და არა სპერმისა და კვერცხუჯრედის)  კომბინაციის შედეგად ნაყოფის მიღებაა შესაძლებელი,“ – განუცხადა ერთ-ერთმა მეცნიერმა – ტონი პერიმ  BBC News.
აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტების შედეგად დაბადებული თაგვები სრულიად ჯანმრთელები იყვნენ, ჰქონდათ სიცოცხლის ნორმალური ხანგრძლივობა და ჯანმრთელი შთამომავლები.
განაყოფიერება
მეცნიერების მიზანი განაყოფიერების ზუსტი მექანიზმის დადგენაა, რადგან ის, რაც სპერმისა და კვერცხუჯრედის შერწყმისას ხდება, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. 
მაგალითად, კვერცხუჯრედი მთლიანად „ხდის“ სპერმას ქიმიურ ტანსაცმელს და ხელახლა „მოსავს“ მას, რის შედეგადაც სპერმა წყვეტს სპერმის ფუნქციებს და იწყებებს მოქმედებას ისე, როგორც ემბრიონი. თუმცა ის, თუ როგორ ხდება „კოსტიუმების გაცვლის“ პროცესი, ჯერჯერობით, ამოუცნობია. 
კვერცხუჯრედის ფუნქციის გაუქმებამ შესაძლოა საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს. მაგალითად: ორ მამაკაცს, ერთერთის სპერმისა და მეორეს ჩვეულებრივი უჯრედის გამოყენების შედეგად, საერთო შვილი ჰყავდეთ. 
მიმდინარე წლის დასაწყისში ჩინელი მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებისგან მიღებული სპერმით კვერცხუჯრედი გაანაყოფიერეს და ჯანმრთელი თაგვის ნაშიერი მიიღეს.
დოქტორი პერის განცხადებით, ამ ორი კვლევის შედეგების გაერთიანების შედეგად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ნაყოფის მისაღებად არც სპერმა და არც კვერცხუჯრედი გახდება საჭირო.

წყარო:
BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის კვერცხუჯრედების შექმნა და მომწიფება შეძლეს

პირველად ისტორიაში, ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში საკვერცხის ქსოვილში ადამიანის კვერცხუჯრედები შექმნეს. პორცესი ადრეული ეტაპიდან სრულ სიმწიფემდე წარმატებით განხორციელდა.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Molecular Human Reproduction-ში გამოქვეყნდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რეგენერაციული მედიკამენტების მკურნალობის თერაპიებისა და უნაყოფობის მკურნალობის ახალი მეთოდის განვითარებას.

ედინბურგის კვლევით ჰოსპიტალებსა და ნიუ-იორკის ადამიანის რეპროდუქციის ცენტრში განხორციელებული სამუშაო უპრეცედენტოა, ვინაიდან წარმოადგენს პირველ შემთხვევას სამეცნიერო ისტორიაში, როდესაც ადამიანის კვერცხუჯრედების შექმნა და განვითარება, ადრეული ეტაპიდან სიმწიფის ჩათვლით, ადამიანის ორგანიზმის გარეთ მოხდა.  იგივე აქამდე მხოლოდ თაგვებზე ხორციელდებოდა.

კვლევაში არაპირდაპირ  ჩართული ექსპერტები შედეგებს დადებითად აფასებენ, თუმც აცხადებენ, რომ მიღებული კვერცხუჯრედის სპერმით უსაფრთხოდ განაყოფიერების, ემბრიონისა და ჯანმრთელი ბავშვის მეღებამდე ჯერ კიდევ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი.

დენენ გრიფინი, ბრიტანეთში კენტის უნივერსიტეტის გენეტიკის პროფესორი აცხადებს, რომ ის, რაც  ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ლაბოორატორიაში განახორციელეს, ,,შთამბეჭდავი ტექნიკური მიღწევაა”.

მისივე განმარტებით, თუკი წარმატება და უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდება, შეიძლება ითქვას, რომ მომავალში დიდ დახმარებას გაუწევს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც ქიმიოთერაპიის მკურნალობის პროცესში ნაყოფიერების შენარჩუნება სურთ, ასევე გააუმჯობესებს უნაყოფობის მკურნალობის მეთოდს და გააღრმავებს ადამიანის ცხოვრების ადრეული ეტაპების ბიოლოგიის შესახებ მეცნიერულ ცოდნას. 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ახალი გასარუჯი მედიკამენტი, რომელიც კანს კიბოსგან იცავს

მეცნიერებმა შექმნეს მედიკამენტი, რომელიც მზის შუქის იმიტაციას წარმოადგენს და კანის ტონს მავნე UVრადიაციის გარეშე ქმნის.

მეცნიერებმა ცდები კანის ნიმუშებსა და თაგვებზე ჩაატარეს, რომლის დროსაც კანში პიგმენტური მელანინის ყავისფერი ფორმა წარმოიქმნა.

მტკიცებულების თანახმად, მედიკამენტი ჟღალთმიანებზეც მოქმედებს, რომლებიც, როგორც წესი, მზეზე იწვებიან.

მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოს მეცნიერთა გუნდი იმედოვნებს, რომ მათი აღმოჩენა კანის კიბოს თავიდან ასაცილებლად და დაბერების წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება გახდება.

ყველასთვის ცნობილია, რომ ულტრაიისფერი სინათლე კანს აზიანებს. ის ბლოკავს ქიმიური რეაქციების ჯაჭვს, რომელიც საბოლოოდ მუქ მელანინს – სხეულის ბუნებრივ მზისგან დამცავი კრემს – წარმოქმნის.

მედიკამენტს კანს აზელენ, რათა მელანინის წარმოქმნის პროცესი დაზიანების გარეშე განხორციელდეს. „მას გარუჯვის ძლიერი ეფექტი აქვს,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა – დოქტორმა დევიდ ფიშერმა.  “მიკროსკოპის ქვეშ ეს ნამდვილი მელანინია, ის ნამდვილად წარმოქმნის პიგმენტს UV-ის გარეშე,“ – დასძინა მან.

მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მათი მიზანი არა კოსმეტიკური საშუალების შექმნა, არამედ კანის კიბოსა და  ულტრაიისფერი რადიაციისგან დაცვაა.

ტესტებმა, რომელიც ჟურნალ ,,Cell Reports-შია” აღწერილი, აჩვენა, რომ მედიკამენტის მიერ წარმოქმნილი მელანინი ულტრაიისფერ სხივებს ბლოკავს.

საბოლოოდ, მეცნიერებს სურთ, თავიანთი მედიკამენტი მზის კრემს შეურიონ, რათა მზის რადიაციისგან მაქსიმალური დაცვა უზრუნველყონ.

თუმცა, ბაზარზე გამოსვლამდე, მედიკამენტმა კიდევ არაერთი ტესტი უნდა გაიაროს, რათა მეცნიერები მის უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ.

 

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

სამხრეთ კორეაში ექიმმა აბორტი შეცდომით სხვა ქალს გაუკეთა

სამხრეთ კორეაში ექიმმა აბორტი შეცდომით იმ ქალს გაუკეთა, რომელსაც ეს არ სურდა – წერს CNN. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

კერძოდ, 6 კვირის ორსული პაციენტი გამოკვლევებზე მივიდა, თუმცა პერსონალის შეცდომის გამო, ის აბორტის მსურველთა რიგში მოხვდა, რის შემდეგაც მას ექიმმა ნაყოფი მოაშორა.

ექიმისა და ექთნის წინააღმდეგ, რომლებსაც ამ საქმესთან პირდაპირი კავშირი აქვთ, გამოძიება დაიწყო.

სამხრეთ კორეაში აბორტი ლეგალური მიმდინარე წლის აპრილში გახდა.

წყარო : CNN

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ჩეხმა ექიმებმა 117 დღის გარდაცვლილი ქალი ამშობიარეს

ჩეხმა ექიმებმა 117 დღის გარდაცვლილი ქალი ამშობიარეს, – ინფორმაციას Independent ავრცელებს.

კერძოდ, 27 წლის ორსული ქალი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა, თუმცა ექიმებმა მისი ტვინის გათიშვიდან მალევე მისი ორგანიზმისთვის ხელოვნურად იმ პირობების შექმნა შეძლეს, რომ ნაყოფს განვითარება მოეხერხებინა. 117 დღის შემდეგ სრულიად ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა.

ექიმების განცხადებით, ეს მსოფლიოში პირველად მოხდა და რეკორდია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 67 68 69 70 71 95
Page 69 of 95