close

მედიცინა

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

ახალშობილი, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა, ოპერაციის შემდეგ გადარჩა

ბრიტანეთში ახალშობილს, რომელსაც გული სხეულის გარეთ ჰქონდა გაზრდილი, დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ის გადარჩა.

ვანელოპე ჰოუფ ვილკინსის ექიმებმა ექტოპია კორდის დიაგნოზი დაუსვეს, როცა ის 9 კვირის ნაყოფი იყო და სკანირებამ აჩვენა, რომ მისი გული და კუჭის ნაწილი სხეულის გარეთ ვითარდებოდა.

ქირურგები მიიჩნევდნენ, რომ ბავშვი ვერ გადარჩებოდა. ექიმებმა მშობლებს ორსულობის შეწყვეტა ურჩიეს, თუმცა დედა არ დასთანხმდა.

გოგონას დაბადების შემდეგ სამი ოპერაცია ჩაუტარეს, გული მკერდში გადაიტანეს და ხელოვნური გულმკერდი და მკერდის ძვალი შექმნეს. ექიმები აცხადებენ, რომ ეს გახდა ექტოპია კორდის განკურნების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში.

ვანელოპე დეკემბრის ბოლოს უნდა დაბადებულიყო, თუმცა ის საკეისრო კვეთის შედეგად 22 ნოემბერს გაჩნდა და რამდენიმე წუთში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმები ჯერჯერობით მის მომავალ მდგომარეობაზე საბოლოო პროგნოზს ვერ აკეთებენ.

წყარო: Independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

„ცოცხალი ლეიკოპლასტირი“, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება

ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს „ცოცხალი ლეიკოპლასტირი“, რომელიც ადამიანს გულის შეტევის გადატანაში დაეხმარება. ეს არის მილიონობით ცოცხალი უჯრედისგან შექმნილი ქსოვილი, რომელსაც ყოველ ჯერზე, კონკრეტული პაციენტის ქსოვილის ნიმუშისგან, ლაბორატორიულ პირობებში გაზრდიან. ის 3 სანტიმეტრის სიგრძისაა და პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, იქცევა ჯანმრთელ, ფუნქციურ კუნთად. „ცოცხალი ლეიკოპლასტირის“ მიზანი გულის დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციაა.

ბრიტანელი მეცნიერების თქმით, კურდღლებზე ჩატარებული ცდების შემდეგ, ადამიანებზე ცდები მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიწყება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ბიჭი, რომელიც მსოფლიომ დაბადებამდე გაიცნო  

სემუელ ალექსანდერ არმასს, მუცლად ყოფნის პერიოდში,  ექიმებმა ხერხემლის იშვიათი დაავადება დაუდგინეს.  ამ დაავადების დროს, ადამიანს დამოუკიდებლად ფეხზე დგომა და გადაადგილება არ შეუძლია.

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინის დამსახურებით, თუ ოპერაცია ხერხემლის ჩამოყალიბების პროცესში ჩატარდება,  ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, მაგრამ ძალიან სარისკოა – როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.

ექიმებმა ალექსის მშობლები რთული არჩევანის წინაშე დააყენეს: აბორტი ან რთული ოპერაცია.

მშობლებსაც  ბევრი არ უფიქრიათ და არჩევანი მეორე ვარიანტზე შეაჩერეს.

ჯულიას ოპერაცია ფეხმძიმობის 21-ე კვირას ჩაუტარეს. შუა ოპერაციის დროს, როცა არავინ ელოდა, დედის საშვილოსნოდან პაწაწინა ხელი გამოჩნდა და ექიმ ჯოზეფ ბრიუნერის თითს ჩაებღაუჭა.

სწორედ ეს მომენტი აღბეჭდა ფოტოგრაფმა, რომელიც ოპერაციას ესწრებოდა. ფოტოს  „იმედის ხელი“ დაარქვეს და  მომენტალურად მსოფლიოს წამყვანი გამოცემები მოიარა.

ოპერაციის წარმატებით დასრულებიდან დღეს, სამუელი 17 წლის არის და მიუხედავად იმისა რომ ხერხემალთან დაკავშირებით მცირედი პრობლემები მაინც აქვს, ის კარგად განვითარებული და ბედნიერი ადამიანია, ბევრს ვარჯიშობს და ახლახან საკალათბურთო შეჯიბრში მთავარი პრიზის მფლობელიც გახდა.

წყარო: interesno.cc

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ფრთხილად! კლინიკებში საშიში ბაქტერიების მატარებელი მწერები დაფრინავენ

ბრიტანეთში მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ საავადმყოფოში აღმოჩენილი 10 მწერიდან 9 სხეულზე ან სხეულის შიგნით პოტეცნიურად საშიში ბაქტერიის მატარებელია.

ბაქტერიული შტამების დაახლოებით ნახევარი ე.წ. „სუპერბაგია“, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ანტიბიოტიკის სულ მცირე ერთი კლასის მიმართ არიან რეზისტენტული. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი ბაქტერიების წინააღმდეგ ყველაზე ნაკლებეფექტური პენიცილინია.

მწერების ორგანიზმში ან ორგანიზმზე 86 ბაქტერიული შტამი აღმოაჩინეს. 41 პროცენტში –  ე-კოლისა და სალმონელას ოჯახების ბაქტერიები.

24 პროცენტში – საკვების მომწამლავი მიკრობი  ბაცილუს ცერეუსი, 19 პროცენტში კი- კანის ინფექციების, ჩირქიანი გამონაყრის და რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები.

მეცნიერებმა 18 თვის განმავლობაში 20,000 მფრინავი მწერი შეაგროვეს, მათი დაახლეობით ¾ ბუზი იყო, ასევე დაიჭირეს ჭიამაიები, ჭიანჭველები, ბზიკები, ფუტკრები და ჩრჩილები.

მწერების ყველაზე დიდი რაოდენობა გაზაფხულსა და ზაფხულში ფიქსირდება.

კვლევის შედეგები, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Medical Entomology-ში გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია კლინიკებსა და საავადმყოფოებში ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა როგორც მედპერსონალისგან, ასევე პაციენტებისგან რათა შემცირდეს ის პოტენციური რისკები, რომელმაც, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას მათ ჯანმრთელობას.

წყარო : www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

ინდოეთში სიამის ტყუპი საერთო გულით დაიბადა

ინდოეთის ორისას შტატში სიამის ტყუპი საერთო გულით დაიბადა. ამის შესახებ The New York Post-ი წერს.

ახალშობილების წონა 3,8 კილოგრამია, მათ ერთნაირი პულსი და არტერიული წნევა აქვთ. ექიმების განცხადებით, ტყუპს ახლა ყველა საჭირო კვლევა უტარდება.

სპეციალისტებმა არ იციან, რა ბედი ელით გოგოებს მომავალში, ვინაიდან საერთო გულის გამო ისინი ერთმანეთისკენ პირისახით არიან შებრუნებულები.

„ასეთ შემთხვევებში განცალკევება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ტყუპს შეიძლება სხვა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი საერთო ორგანოები ჰქონდეთ, რაც ოპერაციის შედეგად მათი გადარჩენის შანსებს საგრძნობლად შეამცირებს“, – აცხადებს პროფესორი საროჯ სატპატი.

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკვლევებიმედიცინამსოფლიო

პირველად ისტორიაში: მეცნიერებმა აივ-ინფიცირებული თაგვის სრულად განკურნება შეძლეს

ანტი-აივ პრეპარატები საოცრად დიდ საქმეს აკეთებენ და ვირუსს კონტროლის ქვეშ აქცევენ- ამაზე კამათიც კი არ ღირს. მკურნალობის სწორი კურსის ფონზე ანტი-რეტროვირუსული პრეპარატები ახერხებენ სისხლში აივ ინფექციის რაოდენობრივი მაჩვენებლების იმდენად შემცირებას, რომ იგი თითქმის შეუმჩნეველი ხდება ტესტებისთვის. ასეთ დროს მისი გადაცემის ალბათობა თუნდაც დაუცველი სექსისა ან სისხლის ტრანსფუზიით მინიმუმამდე მცირდება. თუმცა უნდა ითქვას: ესაა ის მაქსიმუმი, რისი შემოთავაზებაც ამ პრეპარატებს შეუძლიათ.

ანტი-რეტროვირუსული წამლები განსაკუთრებით კარგად მუშაობენ იმ ვირუსებზე, რომლებიც აქტიურად მრავლდებიან და ჯანსაღ უჯრედებს აინფიცირებენ. აივ ინფექცია ამგვარად ევოლუციონირდა: ვირუსმა საკუთარი თავის კოპირების მექანიზმი იმდენად კარგად “შეისწავლა”, რომ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდგომ შეუძლია იმგვარად მუტაცია, რომ მკურნალობის მიმართ გამძლე ანუ რეზისტენტული გახდეს და კვლავ გამრავლდეს ორგანიზმში.

აივ ვირუსმა ასევე ისწავლა ორგანიზმში დამალვა რთულად მისაგნებ ადგილებში, კერძოდ ლიმფასა და სხეულის სხვადასხვა ქსოვილში. როდესაც იმუნური სისტემა ყველაზე მეტად დასუსტდება, სწორედ მაშინ იწყებს ვირუსი ხელახლა გამრავლებას. ამგვარად დაავადებული ადამიანის სხეულში აივ ვირუსი შეგვიძლია დამალულ ნაღმს შევადაროთ, რომელიც წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც კი შესაძლოა უმოქმედოდ იყოს, მაგრამ საკმარისია იმუნურ სისტემაზე გავლენა მოიპოვოს, რომ იგი მაშინვე “აფეთქდება” და მილიონობით თავისი თავის ანალოგ ვირუსს გაავრცელებს ორგანიზმში.

რა თქმა უნდა, აივ ინფექციასთან საბრძოლოდ გაცილებით ეფექტური იქნებოდა ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც მთელი ორგანიზმიდან სრულად გააქრობდა გამომწვევ ვირუსს. თუმცა მკვლევარები აქამდე მსგავსი ტიპის ვაქცინის შექმნას ვერ ახერხებდნენ.

2 ივლისს ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილი იყო ცხოველური ექსპერიმენტის დონეზე პირველად ისტორიაში მასპინძელი გენომიდან აივ ინფექციის სრული გამოდევნა. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ: მეცნიერებმა აივ დაინფიცირებული თაგვის სრულად განკურნება შეძლეს. კვლევა 29 თაგვზე ტარდებოდა. მათ ნაწილს აძლევდნენ ანტი-რეტროვირუსულ პრეპარატებს, რათა აივ ვირუსის ოდენობა მინიმალურ დონეზე ყოფილიყო ორგანიზმში და ამის პარალელურად იყენებდნენ გენური რედაქტირების ტექნიკას, რათა ეფექტურად მოეცილებინათ აივ-ის გენები დაინფიცირებული უჯრედებიდან. სხვადასხვა ტესტის შედეგების მიხედვით მსგავსი კომბინირებული მკურნალობის შედეგად თაგვების 30%-ში ვირუსის კვალი საერთოდ ვერ იქნა ნანახი. დაფიქსირდა სრული განკურნება.

“ეს დაკვირვებები პირველი ნაბიჯია, რათა ვთქვათ: აივ- ინფექცია განკურნებადი დაავადებაა” — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, კამელ ხალილიმ. იგი Lewis Katz School of Medicine at Temple University-ში ნეირო-ვირუსოლოგიისა და კომპლექსური ნეირო-შიდს ცენტრების ხელმძღვანელია.

თავდაპირველად, მკვლევარებმა სისხლის მიმოქცევაში ვირუსის აქტიური გამრავლება შეამცირეს მოდიფიცირებული ანტი-რეტროვირუსული პრეპარატების საშუალებით. მოდიფიკაციის პროცესს LASER ART ეწოდება. მეთოდი ექიმმა ჰოვარდ გენდელმანმა შეიმუშავა. იგი ამ კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი და University of Nebraska Medical Center-ის ფარმაკოლოგიისა და ექსპერიმენტული ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

LASER ART-ის საშუალებით ანტი-აივ მედიკამენტი იმგვარად გადაეწყობა, რომ იგი კრისტალურ სტრუქტურას იძენს, რის შემდგომაც ჩაერთვება ცხიმში ხსნად ნაწილაკებში. ეს მას საშუალებას აძლევს გაძვრეს იმ უჯრედის მემბრენაში, სადაც აივ ვირუსს ახასიათებს დამალვა: მაგ. ღვიძლში, ლიმფურ ქსოვილში და ელენთაში. უჯრედის შიგნით მოხვედრის შემდგომ, ფერმენტები იწყებენ წამლის გამოთავისუფლებას. კრისტალური სტრუქტურა წამალს შედარებით უფრო ნელა გამოყოფს, რაც მას საშუალებას აძლევს დომინანტი ვირუსების დახოცვა განაგრძოს მას შემდეგ, რაც ისინი გამრავლებას დაიწყებენ თვეების დაგვიანებით, ნაცვლად დღეებისა, როგორც ეს ჩვეულებრივი ანტი-რეტროვირუსული პრეპარატების გამოყენებისას ხდებოდა.

მკურნალობის მეორე ნაბიჯი უკვე გენური რედაქტირებაა CRISPR-cas9მეთოდიკით. ეს აუცილებელია ორგანიზმში მოცირკულირე დაინფიცირებული იმ უჯრედებიდან აივ ვირუსის გენების ამოსაკვეთად, რომელთაც ანტი-აივ პრეპარატებმა ვერაფერი დააკლო.

კამელ ხალილი აივ გენების ამოსაკვეთად CRISPR მეთოდიკას ადრეც იყენებდა. მაშინ იგი ადამიანის უჯრედებზე და ლაბორატორიულ ცხოველებზე ატარებდა ექსპერიმენტებს. თუმცა, მხოლოდ გენური რედაქტირება საკმარისი არ აღმოჩნდა. აივ ვირუსი საკუთარ თავს ისეთი მაღალი სიხშირით ამრავლებს, რომ გენური ინჟინერიის საშუალებით ყველა უჯრედის გენომის დარედაქტირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ კვლევაშიც თაგვების ნაწილს მხოლოდ CRISPR მეთოდიკით და ნაწილს მხოლოდ LASER ARTმეთოდიკით მკურნალობდნენ. ორივე შემთხვევაში კვლევის მეხუთედან მერვე კვირამდე აივ ინფექცია კვლავ თავს იჩენდა. თაგვების აივ-ინფექციისგან სრული განკურნება მხოლოდ ორივე მეთოდიკის კომბინაციით მოხერხდა

“წლების განმავლობაში ჩვენ აივ-ს როგორც ინფექციურ დაავადებას ისე განვიხილავდით. როგორც კი ვირუსი უჯრედში ხვდება, აივ-ი მაშინვე გენეტიკურ დაავადებად გადაიქცევა, რადგანაც ვირუსული გენომი მასპინძლის გენომში ერთვება. იმისათვის, რომ განვკურნოთ დაავადება, ჩვენ გვესაჭიროება გენეტიკური სტრატეგია. გენური რედაქტირება საშუალებას გვაძლევს ვირუსული დნმ მასპინძლის ქრომოსომებს გენომის დაზიანების გარეშე მოვაცილოთ” — აღნიშნავს ექიმი კამელ ხალილი.

CRISPR-cas9 ტექნოლოგია საოცრად ფაქიზი გამოდგა ცხოველურ ექსპერიმენტებში. იგი აივ გენებს მასპინძლის დნმ-ს ამ უკანასკნელის დაუზიანებლად აცილებდა. მკვლევარებმა იგივე მეთოდოლოგიით იმუშავეს იმუნურ უჯრედებზე, რომელთაც აივ ვირუსი ყველაზე ხშირად ირჩევს მასპინძელ უჯრედებად. მათი LASER ART და CRISPR ტექნოლოგიით დამუშავების შემდგომ, ეს იმუნური უჯრედები გადანერგეს ჯანმრთელი თაგვების ორგანიზმში, რათა ენახათ, განვითარდებოდა თუ არა აივ- ინფექცია. დაინფიცირების ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირდა.

“ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მიღებული შედეგით. მეტად სასიამოვნოს იმის ხილვა, რომ ჩვენმა შემუშავებულმა ტექნოლოგიამ ცხოველებში შეძლო, როგორც ამას ჩვენ ვუწოდებთ, სტერილიზაციური განკურნება და ვირუსის ელიმინაცია” — აღნიშნა ექიმმა ხალილიმ.

მკვლევართა ჯგუფი აღნიშნულ თერაპიას უკვე ტესტავს პრიმატებზე, კონკრეტულად მაკაკებზე. მათ იმედი აქვთ, რომ ამ შემთხვევაშიც მსგავს შედეგს მიიღებენ. ასეთ შემთხვევაში, მეცნიერებს კვლევის ადამიანებზე გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.

წყარო: TIME

წყარო : on.ge

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა ლაზერი შექმნეს, რომლითაც სიმსივნის უჯრედების აღმოჩენა და ზემოქმედებაა შესაძლებელი

მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც კანის ქვეშ არსებული სიმსივნური უჯრედების დაფიქსირება და ზემოქმედებაა შესაძლებელი.
მკურნალობის ეს მეთოდი საშუალებას მისცემს ექიმებს სასწრაფოდ განახორციელონ პაციენტების სისხლის სკანირება ისე, რომ არც კი აიღონ მისი ნიმუში ორგანიზმიდან და დააფიქსირონ სიმსივნის მოცირკულირე უჯრედები (CTC), რომელიც შესაძლოა ორგანიზმში გავრცელდეს და სასიკვდილო მეტასტაზებად იქცეს, რაც კიბოთი დაავადებული პაციენტების გარდაცვალების უმთავრესი მიზეზია.
ასევე შეუძლია აფერხებს იმ CTC- ებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლის მიმოქცევის რაოდენობას, ისევე როგორც სისხლის მიმოქცევის გამოვლენას.
ამ უჯრედების მოცილებით მათი რიცხვი სისხლში მნიშვნელოვნად მცირდება. აღნიშნული ტექნოლოგიით ასევე შესაძლებელია სისხლის კოლტების მიკვლევაც, რომლებიც კიბოთი დაავადებული პაციენტების სიკვდილის მეორე მთავარი მიზეზია და მისი აღმოჩენა რთულია.
ექიმები CTC-ზე დაკვირვების გზებს დიდი ხანია ეძებენ, რათა პაციენტებში მეტასტაზების გავრცელების რისკები შეაფასონ.
ლაზერო თერაპიის დროს სისხლის ძალიან მცირე რაოდენობის ამოღებაა შესაძლებელი, რომელშიც სიმსივნის მოცირკულირე უჯრედები შესაძლოა საერთოდ არ იყოს.
ამ პრობლემის დასაძლევად მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელსაც ციტოფოუნს (Cytophone) უწოდებენ. ის ლაზერის იმპულსებს იყენებს, რისი საშუალებითაც მელანომათი დაავადებული პაციენტების კანქვეშ პიგმენტურ სიმსივნის მოცირკულირე უჯრედებს ხედავს.
აღნიშნული ტექნოლოგიით მედიკოსებმა პრობლემური CTC- ების პოვნა 28-დან 27 პაციენტში სულ რაღაც 10 წუთში მოახერხეს. სისტემა დაახლოებით 1,000-ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე არსებული მეთოდები.
კვლევის შედეგები Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სულ მალე შეძლებენ დაადგინონ, შეიძლება თუ არა აღნიშნული მეთოდის ყველაზე გამოყენება.

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

აშშ-ში  მარიხუანას ზედმეტი დოზის მიღებისგან მსოფლიოში ადამიანის სიკვდილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალიზებულია აშშის 23 შტატში.

 2012 წელს კოლორადო და ვაშინგტონი გახდნენ პირველი შტატები, სადაც რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზება მოხდა.

რამდენიმე დღის წინ,  კოლორადოს შტატში ექიმებმა განაცხადეს, რომ მარიხუანას ზედმეტი დოზის მიღებისგან მსოფლიოში ადამიანის სიკვდილის პირველი შემთხვევა გამოავლინეს.

ექიმები 11 თვის ჩვილის შემთხვევაზე წერენ, რომელსაც სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ  მიოკარდიტი განუვითარდა. ჩვილის სისხლსა და შარდში კი –  მარიხუანის ძირითადი კომპონენტის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.  როგორც აღმოჩნდა, მისი მშობლები ამ ნარკოტიკს ხშირად იყენებდნენ.

მეცნიერები ამბობენ, რომ ადრეც იყო ცნობილი, რომ ეს ნარკოტიკი გულის დაავადებებს ავითარებს, თუმცა სიკვდილის შემთხვევა აქამდე არ ყოფილა.

ამასთან დაკავშირებით კვლევა ჟურნალ Clinical Practice and Cases in Emergency Medicine-ში გამოქვეყნდა. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიოსაქართველო

,,ღეროვანი უჯრედები ინსულტის შემდეგ ტვინის აღდგენას შეუწყობს ხელს” – ზაალ კოკაია

 დღეისათვის, ვარჯიში ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა, რაც შეგვიძლია ტვინის ინსულტიან პაციენტებს შევთავაზოთ: მათ, ვინც ინსულტით პარალიზებულია, დაკარგეს მგრძნობელობა ან მეტყველების უნარი. ლუნდში პროფესორ ზაალ კოკაიას კვლევითი ჯგუფი მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვაზე მუშაობს. დაზიანებულ ტვინში ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია პაციენტის დაკარგული ფუნქციების აღდგენის იმედს იძლევა. ზაალ კოკაია ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამ მეთოდს დიდ შესაძლებლობებს უწინასწარმეტყველებს.

– ჩვენ ვიცით, რომ ღეროვან უჯრედებს დიდი პოტენციალი აქვთ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ისინი დაზიანებულ უჯრედებს ჩაანაცვლებენ, ამასთან, ისინი გამოიმუშავებენ სხვადასხვა ნივთიერებებს და ფაქტორებს, რომლებიც ღეროვანი უჯრედების გარემომცველ, ინსულტის შემდეგ გადარჩენილ ნერვულ უჯრედებს საშუალებას აძლევს, უკეთესად იმუშაოს.

ზაალ კოკაია და მისი თანამშრომლები ადამიანის კანის უჯრედებიდან აღებულ ღეროვან უჯრედებს იყენებენ, რომლებსაც ჯერ ე.წ. პლურიპოტენტურ ღეროვან უჯრედებად „გადააპროგრამებენ“. ღეროვანი უჯრედებზე შემდგომი ზემოქმედებით ისინი ისეთ თვისებებს იძენენ, რომლებიც ტვინში ტრანსპლანტაციის შემდეგ მათ ნერვულ უჯრედებად გარდაქმნის.

– ჩვენ ეს უჯრედები იმ ვირთაგვების და თაგვების ტვინში გადავნერგეთ, რომელთაც ადამიანის ინსულტის მსგავსი დაზიანებები ჰქონდათ და ვნახეთ, რომ უჯრედები გადარჩა, სხვა ნერვულ უჯრედებთან კავშირი დაამყარა და დაზიანების გარშემო არსებული ნერვული ქსელის ნაწილი გახდა. თანაც აღმოჩნდა, რომ ღეროვანი უჯრედები მათ გარშემო მყოფ სხვა უჯრედებზეც პოზიტიურ გავლენას ახდენენ.

უჯრედების გადანერგვის შემდეგ მეხსიერება უმჯობესდება.

ის, რომ გადანერგილ უჯრედებს სხვა ნერვული უჯრედებიდან სიგნალების მიღება და გაგზავნა შეუძლია, ამ მეთოდის ფუნქციონირების წინაპირობაა.

– ამ უჯრედების გადანერგვის შემდეგ საცდელი ცხოველების მოძრაობის უნარი უმჯობესდება. ჩვენ შევძელით გადანერგილი უჯრედების ელექტრული აქტივობის ჩაწერა. მაგალითად, როცა თათს ვეხებით, გადანერგილი უჯრედები ამ შეხებაზე, ანუ გამღიზიანებელზე, რეაგირებენ და ამის რეგისტრაცია ჩვენ მოვახერხეთ. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ გადანერგილ უჯრედებს ინსულტით დაქვეითებული მეხსიერების და სხვა კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებაც შეუძლია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ინსულტის გადატანის შემდგომ ბევრი პაციენტის კოგნიტური უნარები უარესდება.

მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მკვლევრებმა უნდა გადაჭრან, არის რამდენ ხანს იცოცხლებენ გადანერგილი უჯრედები და მოქმედებს თუ არა ეს მეთოდი ასაკოვან ცხოველებში. ხანდაზმულ ადამიანებში ინსულტი გაცილებით უფრო გავრცელებულია, თუმცა ეს დაავადება ახალგაზრდებშიც გვხვდება.

– კვლევებმა გვაჩვენა, რომ გადანერგილი უჯრედები, სულ მცირე, ექვს თვეს ცოცხლობენ. ეს ვირთაგვების სიცოცხლისთვის დიდი პერიოდია. ისიც ვნახეთ, რომ ხანდაზმული ინსულტიან ცხოველებში გადანერგილი ღეროვანი უჯრედები გადარჩება, ნერვულ უჯრედებად გარდაიქმნება, მასპინძლის ტვინის ქსელში ჩაერთვება და განსაზღვრულ ფუნქციებს აუმჯობესებს. ეს იმედს გვაძლევს, რომ მომავალში ეს მეთოდი ინსულტგადატანილ ხანდაზმულ პაციენტებშიც შეგვეძლება გამოვიყენოთ.

ინსულტი რთული დაავადებაა, რომელსაც მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი სჭირდება

ჯერ კიდევ ბევრი კვლევა უნდა ჩატარდეს, ვიდრე ამ მეთოდს პაციენტებზე გამოიყენებენ, თუმცა ზაალ კოკაიას ოპტიმისტური განცხადებით, ცხოველებზე ცდები იქამდე მიგვიყვანს, რომ მეთოდი მომავალში ადამიანებზეც გამოიცადოს. დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო კვლევა, რომელიც ღეროვანი უჯრედების პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებას ეხებოდა და, რასაკვირველია, აქედან მიღებული ბევრი გაკვეთილი ტვინის ინსულტისაც შეგვიძლია მივუსადაგოთ.

– ინსულტი რთული დაავადებაა და სხვადასხვა გზით მკურნალობას საჭიროებს. მწვავე სტადიის სამკურნალოდ არსებობს პროცედურები, რომლებიც სისხლის კოლტს შლის ან აქრობს. მეთოდი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, მიზნად არ ისახავს მწვავე სტადიის მკურნალობას, ეს მეთოდი აღადგენს დაზიანებულ ტვინს ისე, რომ პაციენტს დაკარგული ფუნქციები უბრუნდება. ჩვენ გვჯერა, რომ ღეროვან უჯრედებს შეუძლია ვარჯიშის და რეაბილიტაციის ეფექტის გაუმჯობესება და ამიტომაც მომავალში სავარაუდოდ ეს მეთოდი ინსულტგადატანილ პაციენტებს დიდ დახმარებას გაუწევს.

 

წყარო: http://www.hjarnfonden.se

შვედურიდან თარგმნა: ნატო კვარაცხელიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ჩინეთში გენეტიკურად მოდიფიცირებულ ტყუპს ნაადრევი სიკვდილი ემუქრება

ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გენეტიკური მუტაცია სინამდვილეში სიცოცხლის მოგვიანებით ეტაპზე 21%-ით ზრდის სიკვდილის რისკს. საუბარია ჩინეთში 6 თვის წინ დაბადებულ ტყუპ დაზე, რომელთა გენებიც ჩინელმა მეცნიერმა ხე ციანკუიმ შეცვალა. ამ ექსპერიმენტის მიზანი აივიფენქციასთან მიმართებით ბავშვების იმუნური სისტემის მდგრადობა იყო. მეცნიერების მიერ ამ ბავშვებთან დაკავშირებით გამოთქმული ახალი მოსაზრება Science Daily-მ გამოაქვეყნა. 

მკვლევრებმა გააანალიზეს UK Biobank-ში დაცული 400 ათასი გენომი და აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც მუტანტური გენის CCR5-ის ორი ასლი აქვთ, 41-78 წლის ასაკში ნაადრევი სიკვდილის რისკი გაცილებით მაღალი აქვთ, ვიდრე ერთი მუტანტური გენის მქონე ადამიანებს.

ამასთან ცნობილია, რომ გრიპის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, ორმაგი მუტაცია ხელს უწყობს სიკვდილის რისკის ოთხჯერ ზრდას. 

ტყუპი გოგოების გენები, რომლებიც შემოდგომას დაიბადნენ, სპეციალური ტექნოლოგია CRISPRCas9ით დაარედაქტირეს, რომელიც საშუალებას იძლევა დნმ-ში იპოვო საჭირო გენი, შემდეგ წაშალო ან გადააკეთო ის. 

ტყუპებს დაურედაქტირეს ერთადერთი გენი CCR5, რომლის ცვლილება აივ ინფექციის რისკს შეამცირებს. ხე ციანკუი აცხადებდა, რომ გოგოები ნანა და ლულუ თავს კარგად გრძნობენ. 

ამასთან დაკავშირებით, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა თქვა, რომ სამინისტრომ ხე ციანკუის განცხადების შემდეგ, ემბრიონის დნმ-ის ცვლილებასთან დაკავშირებით კვლევების შეჩერება ბრძანა. 

სრულად ნახვა
1 68 69 70 71 72 95
Page 70 of 95