close

მედიცინა

ეს საინტერესოამედიცინასაქართველო

საქართველოში თამბაქოზე ცნობიერების ამაღლებისთვის 378 ათასი ლარი დაიხარჯება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლებისთვის საინფორმაციო კამპანიას გეგმავს. ამის შესახებ on.ge წერს.

უწყებას ამ მომსახურებისთვის ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელის სავარაუდო ღირებულება 378 ათასი ლარია. საგანმანათლებლო კამპანიის მიზანია:

საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობად გარემოს შექმნა;

მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება თამბაქოს საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობის ძირითად პრინციპებსა და თამბაქოს, როგორც ჯანმრთელობის ქცევით რისკ-ფაქტორზე;

მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დანერგვის მხარდასაჭერად.

ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო 11 400 ადამიანი იღუპება.

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონი, რომლის მიხედვითაც თამბაქოს მოწევა, (ასევე, ელექტროსიგარეტის) სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში იკრძალება.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

კახეთში ლეიშმანიოზის შვიდი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში ლეიშმანიოზის შვიდი შემთხვევა გამოვლინდა. შვიდივე პაციენტი ბავშვია. ბოლო სამი თვის მონაცემებით – თელავში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში ორ-ორი შემთხვევა, ხოლო ყვარელში დაავადების ერთი შემთხვევა იყო. 

ლეიშმანიოზის ძირითადი გადამტანები კოღოები და ძაღლები არიან. ძირითადი და მასშტაბური გამოვლინებები კი – ზაფხულსა და შემოდგომაზე ვლინდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინატექნოლოგიები

მეცნიერებმა ტვინის ახალი სკანერი-ჩაფხუტი შექმნეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მსუბუქი და უაღრესად მგრძნობიარე ტვინის გამოსახულების მიმღები მოწყობილობა, რომლის მუზარადის მსგავსად ტარებაა შესაძლებელი, რაც პაციენტებს თავისუფალ გადაადგილებაში ხელს არ უშლის.
სკანერის გამოცდის შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტებს შეეძლოთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მაგალითად – ჩაის დალევა, ან მაგიდის ჩოგბურთის თამაში მაშინ, როცა მაგნიტოენცეფალოგრაფიული სისტემის საშუალებით მათი ტვინის აქტივობის ჩანაწერი კეთდებოდა.
მკვლევარებმა, რომლებმაც შექმნეს მოწყობილობა და გამოაქვეყნეს შედეგები ჟურნალ Nature-ში, განაცხადეს, რომ ახალი სკანერი ხელს შეუწყობს იმ პაციენტების გამოკვლევასა და მკურნალობას, რომლებსაც ტრადიციული მაგნიტოენცეფალოგრაფიული სკანერის გამოყენება არ შეუძლიათ, მათ შორის – ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისა და ჩვილების, ასევე პარკინსონით დაავადებული პაციენტების მკურნალობას.
თანამედროვე MEG სკანერები საკმაოდ მძიმე წონის არიან, თითქმის ნახევარ ტონას იწონიან. სენსორები, რომელთა საშუალებითაც ისინი ტვინის მაგნიტურ ველს ზომავენ, ძალიან ცივ პირობებში – მინუს 269 გრადუსზე შენახვას საჭიროებს. გარდა ამისა, მათი გამოყენება რთულია იმ პაციენტებში, რომლების გაუნძრევლად გაჩერება რთულია, მაგალითად პატარა ბავშვები, ან პაციენტები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ, 5 მილიმეტრით გამოძრავებაც კი ხელს უშლის გამოსახულების მიღებას.
ჩაფხუტის ფორმის სკანერის შემქმნელმა მკვლევარებმა ეს პრობლემები კვანტური სენსორების გამოყენებით გადალახეს, რომლებიც მსუბუქია, მუშაობენ ოთახის ტემპერატურაზე და მისი განტავსება უშუალოდ თავის ქალაზეა შესაძლებელი.

,,მოწყობილობას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი გაზარდოს ჩვენი ცოდნა – არა მხოლოდ ჯანსაღი ტვინის ფუნქციების შესახებ, არამედ ნევროლოგიური, ნეიროდეგენერაციული და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებაც”, – აცხადებენ მეცნიერები.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერების ახალი დასკვნა: თამბაქო სმენას აქვეითებს

იაპონიაში მწეველებზე ჩატარებულმა აჩვენა, რომ თამბაქო სმენას აქვეითებს. იქიდან გამომდინარე, რომ დაკვირვება 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობა, მეცნიერები ამბობენ, რომ ვარაუდი საკმაო საფუძვლინია – მწეველებისთვის სმენის დაქვეითების რისკი მაღალია.  

როგორც ჟურნალ ,,Nicotine and Tobacco-ში“ გამოქვეყნებულ ნაშრომში ვკითხულობთ, 50 000 ადგილობრივზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საშუალო სიხშირის მწეველებმა, არამწეველებთან შედარებით,  დაახლოებით 1.6-ჯერ მეტად ან ნაწილობრივ დაკარგეს სმენა. აქვე აღნიშნულია, რომ სმენის დაკარგვის ალბათობა იმ ობიექტებს შეუმცირდათ, რომელთაც თამბაქოს მოწევას დაანებეს თავი.

წყარო: Nicotine and Tobacco

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

საქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული დაწესებულება აშენდება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, რომ  საქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობა იგეგმება.

იგი სურამის ფსიქიატრულ დაწესებულებაში არსებულ ვითარებასაც შეეხო ჯანდაცვის მინისტრს – დავით სერგეენკოს მიმართა, ფსიქიატრიულებში არსებული მდგომარეობით მაქსიმალურად დაინტერესდეს.

„ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი უნდა დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მათ. ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ, ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი – კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ სასიკვდილო ვირუსზე ალაპარაკდა

დაავადება ,,Disease X-ი” შესაძლოა მომავალი გლობალური ეპიდემია გახდეს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.

ეს საიდუმლო პათოგენი, კოდური სახელწოდებით ,,Disease X-ი’, ჯერჯერობით აღმოჩენილიც არაა, თუმცა შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველაზე სახიფათო პოტენციური დაავადებების სიაში, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის განადგურება შეუძლიათ და რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველი საშუალებები არასაკმარისია, ან საერთიდ არ არსებობს.

მაგრამ შესაძლოა კი, რომ დაავადება, რომელიც ჯერჯერობით იდენტიფიცირებულიც კი არაა, საზოგადოების ჯანრთელობისთვის სერიოზულ საფრთხედ აღვიქვათ?

ჯანმოს კვლევისა და განვითარების პროექტმა – ,,R&D Blueprint-მა“  ,,Disease X-ი“ პრიორიტეტულ დაავადებად აღიარა, რომელსაც სამყარო მომზადებული უნდა შეხვდეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ R&D Blueprint-ი თავდაპირველად 2015 წელს გაავრცელა და ის მიმოიხილავს იმ პათოგენებს, რომლებიც კაცობრიობისთვის პოტენციურად საშიშ დაავადებებს წარმოადგენს.

ბოლო კვლევა თებერვალში გამოქვეყნდა, სადაც დასახელებულია ის დაავადებები, რომლებიც მეცნიერების განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, მათ შორის, ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF); ებოლა ვირუსის დაავადება და მარბურგის ვირუსი; ლასას ცხელება; შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი კორონაირუსი (MERS-CoV) და მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS); რიფტის ველის ცხელება (RVF); და ზიკა ვირუსი.

წელს პირველად ჯანმომ სიაში ,,Disease X-იც“შეიტანა.

,,X-ის“ დამატება ამ სიაში შესაძლოა უცნაურად აღიქმებოდეს, თუმცა, მნიშვნელოვანია, მისთვის წინასწარი მზადება – ვაქცინაზე ზრუნვისა და სადიაგნოსტიკო ტესტების თვალსაზრისით.

რაც შეეხება იმას, თუ საიდან გაჩნდება დაავადება, ეს დაზუსტებით არავინ იცის, არსებობს უამრავი შესაძლო წყარო, მათ შორის, არსებული ვირუსები, რომლებიც ავლენენ ახალ ვირულენტობასა  სიმპტომებს, ლაბორატორიებიდან ,,გაქცეული” ან ბიოიარაღად გამოყენებული ვირუსები და  ზოონოზური ვირუსები, რომლებიც ცხოველებისგან ადამიანებს გადაეცემათ.

,,ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ინფორმირებულები და შეიარაღებულები უნდა შევხვდეთ,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველი ჯონ-არნ როტინგენი.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიკომუნიკაციამედიცინამსოფლიოსოციოლოგიატექნოლოგიები

კვლევა: სმარტფონს ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა შეუძლია

უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ გახშირებული ნევროზისა და დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შესაძლოა, ტექნოლოგიური განვითარებაც კი იყოს. როგორც მეცნიერების ახალი კვლევით იკვეთება, სმარტფონს შეუძლია საკუთარ მფლობელში ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს.

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, გაუთავებელი სატელეფონო ზარები და შეტყობინებები სტრესის ჰორმონს მოქმედებისკენ უბიძგებს, რომელიც მუდმივ თავდაცვით რეაქციას იწვევს.

ხშირად გექნებათ შეგრძნება, როდესაც ცრუ ვიბროზარებს გრძნობთ – ტვინი რეაგირებს ტელეფონზე მაშინაც კი, როცა ის გამორთულია. ამას  მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი განიცდის.

გამოკითხულთა 86 % აცხადებს, რომ მუდმივად ამოწმებს სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ ფოსტას.

წყარო: Business Insider

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინამსოფლიო

შვილს დედის საშვილოსნო გადაუნერგეს

სამედიცინო სენსაცია – ჩინეთის ქალაქ სიანში საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა შვილს დედის საშვილოსნო გადაუნერგეს. პაციენტი 29 წლის ქალია, რომელსაც საშვილოსნო დაბადებიდან არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერც შვილს აჩენდა. ქალი ამ ოპერაციაზე შვილის ყოლის სურვილის გამო წავიდა.

ოპერაცია 15 საათს გაგრძელდა და მასზე 20 ქირურგი მუშობდა, საშვილოსნოს გადასატანად სამედიცინო რობოტი გამოიყენეს.

ტრანსპლანტაცია დონორის მენოპაუზის გამო საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მას, გამოჯანმრთელების შემდეგ, ხელოვნური განაყოფიერება ჩაუტარდება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

,,მაკდონალდსი” საბავშვო მენიუდან ჩიზბურგერსა და შოკოლადის რძეს ამოიღებს

,,მაკდონალდსი” საბავშვო მენიუდან (happy meal) ჩიზბურგერსა და შოკოლადის რძეს ამოიღებს.

ამ ნაბიჯით კომპანია გეგმავს, შეამციროს კალორიები, ნატრიუმი, გაჯერებული ცხიმი და შაქარი, რომელსაც ბავშვები რესტორნების ამ ქსელში მოიხმარენ.

მომხმარებელს, რომელსაც ,,ჩიზბურგერსა”  და შოკოლადის რძის დაგემოვნება მოუნდება, მათი ცალკე შეკვეთის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ,,მაკდონალდსმა” ოთხი წლის წინ  Happy Meal-ის მენიუდან გაზიანი სასმელი ამოიღო, მასზე მოთხოვნდა 14 პროცენტით შემცირდა.

Happy Meal-ი უკვე დიდი ხანია ჯანმრთელობის დამცველებისა და მშობლების სამიზნეს წამროადგენს, რომლებიც მას ბავშვთა სიმსუქნესთან აკავშირებენ. ,,მაკდონალდსმა” ბოლო წლების მანძილზე ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის, ფრის ზომა შეამცირა და მენიუში ხილი დაამატა. ცოტა ხნის წინ, მან ვაშლის წვენი უფრო ნაკლებშაქრიანით ჩაანცვლა.

რაც შეეხება საერთაშორისო რესტორნებს, ,,მაკდონალდსის” განცხადებით, ახალი კვების წესებს Happy Meal-ის სულ ცოტა ნახევარი უნდა აკმაყოფილებდეს.

წყარო: www.theguardian.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინატექნოლოგიები

კანის სიმსივნის დამდგენი მოწყობილობა

სიმსივნე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე რთულად ამოსაცნობი და სამკურნალოა, ძირითად შემთხვევებში, იგი უბედური შემთხვევებით მთავრდება ხოლმე. მსოფლიოს წარმატებული ექიმები, მეცნიერები -ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მალე მოიძებნოს სიმსივნესთან საბრძოლველი პრეპარატი ან რაიმე გზა.

ცოტა ხნის წინ sciencealert.com–მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ტექნოლოგიაზე, რომლის განვითარება და წინსვლა აუცილებელია, ახალ პროდუქტს შეუძლია დაადგინოს აქვს თუ არა ადამიანს სიმსივნე, ისევე როგორც გამოცდილ ექიმს. ასევე – ცნობილია, რომ ახლო მომავალში ხელოვნური ინტელექტის მქონე ახალი პროდუქტი ყველა ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ადვილად გამოსაყენებელი, რაც გაზრდის იმ ადამიანების რიცხვს, რომლებმაც სიმსივნე დაამარცხეს.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 76 77 78 79 80 95
Page 78 of 95