close

მედიცინა

არქეოლოგიაკვლევებიმედიცინა

ჩინეთში 5,000 წლის გოლიათების ნეშტები აღმოაჩინეს

ჩინეთში არქეოლოგებმა 5,000 წლის წინ დამარხული გოლიათი ადამიანების საფლავი აღმოაჩინეს.

სამხრეთ-ჩინეთში მდებარე შანდონგის პროვინციაში მიმდინარე არქელოგიური გათხრების დროს 1,9 და 1,8 მეტრი სიმაღლის მამაკაცების ნეშტები აღმოაჩინეს. ისინი თავიანთ ნეოლითელ თანამემამულეებთან შედარებით გოლიათები იყვნენ.

2015 წელს  18 წლის მამაკაცის საშუალო სიმაღლე 1.753 მეტრი იყო. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ,,Xinhua-ს” ინფორმაციით, 2015 წელს სიმაღლის საშუალო ეროვნული მაჩვენებელი 1.72 მეტრი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმავე რეგიონის თანამედროვე ადამიანი, სადაც 5,000 წლის წინ დამარხული ადამიანები აღმოაჩინეს, გაცილებით დაბალია, ვიდრე ბევრი მისი უძველესი წინაპარი, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში თანამედროვე მამაკაცები კვების გაცილებით ჯანსაღ პროდუქტებს მოიხმარენ და ისეთ გარემოში ცხოვრობენ, სადაც ბევრად მეტი ვიცით კვების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით, რა მიიჩნეოდა საშუალო სიმაღლედ  5,000 წლის წინ შანდონგის პროვინციაში, ცნობილია, რომ იმავე პერიოდში ევროპელის საშუალო სიმღლე 1.65 მეტრი იყო. ასე რომ, აღმოჩენილი გოლიათები თავიანთი დროისთვის უჩვეულოდ მაღლები იყვნენ.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ ამ უძველესი ადამიანების ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება განპირობებულია იმით, რომ ლონგსჰანის კულტურის სახელით ცნობილი ხალხი უკეთ იკვებებოდა და შესაბამისად, უფრო ჯანსაღებიც იყვნენ.

,,ამ დროისთვის  სოფლის მეურნეობა განვითარებული იყო და ხალხს მრავალფეროვანი და მდიდარი საკვები რესურსები ჰქონდათ, რის შედეგადაც მათმა სხეულმა ცვლილება განიცადა“, – აცხადებენ მეცნიერები.

გოლიათების განსხვავებული აგებულების კიდევ ერთ მიზეზად მეცნიერები იმასაც ასახელებენ, რომ შესაძლოა ისინი უფრო მაღალი სტატუსის მქონე პიროვნებები ყოფილიყვნენ (სამარხები, სადაც ისინი აღმოაჩინეს, ჩვეულებრივზე გაცილებით დიდები იყვენენ) და მათ კარგ საკვებსა და კომფორტულ ცხოვრებაზე მიუწვდებოდათ ხელი.

აღნიშნულ მხარეში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება. არავინ იცის, თუ კიდევ რა საიდუმლოს აღმოაჩენენ შანდონგიში. ერთი რამ ცხადია, მეცნიერებს შესანიშნავი შანსი გაუჩნდათ, გამოიკვლიონ, რამ განაპირობა ამ გოლიათების ასეთი ფიზიკური განვითარება და ასევე სხვა არაერთი საკითხი.

 

წყარო: sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

რა უნდა გააკეთოთ, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი გულისცემა ,,არასწორია”

 თუ მოულოდნელად შეამჩნევთ, რომ თქვენი გულისცემა ,,არასწორია’’, გახსოვდეთ ,რომ 10 წამი გაქვთ იქამდე, სანამ გონებას დაკარგავთ.

შეტევების ყველა მსხვერპლს შეუძლია თავად დაეხმაროს საკუთარ თავს. ამისათვის, აუცილებელია, დაიწყოთ ხველა – ბევრჯერ და ძლიერად. დახველებამდე კი, ღრმად ჩაისუნთქეთ. ხველა უნდა იყოს ღრმა და ხანგრძლივი. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვები და ხველა ყოველ 2 წამში ერთხელ უნდა მეორდებოდეს შესვენებების გარეშე, სანამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ მოვა, ან გული თავად არ ჩაგიდგებათ ნორმაში. ღრმა ჩასუნთქვა ჟანგბადს ფილტვებში შესვლის საშუალებას აძლევს, ხველა კი ,,კუმშავს’’ გულს და სისხლის ცირკულაციას უწყობს ხელს. გულზე ასეთი ზეწოლა ასევე ეხმარება მას ნორმალური რიტმის აღდგენაში.

ამგვარად, გულის შეტევების დროს ადამიანებს შეუძლიათ დრო მოიგონ ექიმის მოსვლამდე. კარდიოლოგების განცხადებით, ყოველი ადამიანი 10 მეგობარს მაინც, რომ უზიარებდეს ამ ინფორმაციას, მინიმუმ ერთი სიცოცხლის გადარჩენა მაინც მოხერხდებოდა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

მემკვიდრეობის ქრომოსომული თეორია

ცნობილია, რომ ბუნებაში სქესის შეფარდება, როგორც წესი, არის 1:1, საშუალოდ, 102 დაბადებულ ვაჟზე 98 გოგო იბადება. თუ მივიჩნევთ, რომ სქესი განისაზღვრება გენეტიკური ფაქტორებით, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი სქესის ინდივიდები უნდა იყვნენ ჰერეოზიგური, მეორე კი – ჰომოზიგოგიტური, რადგან მათი შეჯვარებისას მიიღება დათიშვა 1:1.

მე-20 საუკუნეში წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ სქესის განსაზღვრა დამოკიდებულია სასქესო ქრომოსომებზე, ესენია X და Y ქრომოსომები. (Y ქრომოსომის აღნიშვნა შემოიტანა ვილსონმა.) დანარჩენ ქრომოსომებს, რომლებიც ერთნაირია ორივე სქესის წარმომადგენელში ავტოსომურ ქრომოსომებს უწოდებენ. მათ ჰაპლოიდური ნაკრები ეწოდება და აღინიშნება A ასოთი. გამოყოფენ სქესის განსაზღვრის 4 ტიპს. პირველი ტიპში მდედრობითი სქესი ჰომოგამეტურია:XX, მამრობითი კი ჰეტეროგამეტური:XY, ამ ტიპის სქესს მეკუთვნებიან ძუძუმწოვრები, მათ შორის  – ადამიანი, აგრეთვე დროზოფილა და ა.შ.

მეორე ტიპია XX მამრები და XY მდედრები, რომლებსაც მიეკუთვნება ფრინველები, პეპლები, ორსახლიანი მცენარეები. მესამე ტიპია XX მდედრები, X0 მამრები, ამ ტიპში გაერთიანებულია კალიები. მეოთხე ტიპია მამრი XX და მდედრი X0, ამ ტიპს მიეკუთვნება ჩრჩილი.

ორგანიზმში ნიშანთა მემკვიდრეობის შესწავლილას აღმოჩნდა რომ ზოგიერთი ნიშანი თავისებური კანონზომიერებით გადადის მშობლებისგან შვილებში, მათი მემკვიდრეობითობა დამოკიდებულია იმაზე, ინდივიდი ჰომოგამეტურია თუ ჰეტეროგამეტური. ასეთი ნიშნების შესწავლისას მორგანმა დაადგინა კავშირი გარკვეულ გენებსა და სასქესო ქრომოსომებს შორის და ამით საფუძველი ჩაუყარა მემკვიდრეობითობის ქრომოსომულ თეორიას.

მორგანი ცდებს ატარებდა დროზოფილაზე, მან გამოავლინა, რომ ის გენები, რომლებიც განსაზღვრავენ სქესთან დაკავშირებულ მემკვიდრეობითობას, ლოკალიზებულია X ქრომოსომაში. მორგანმა თეთრთვალება მდედრი დროზოფილა შეაჯვარა წითელთვალება მამრს. ამ შემთხვევაში შეიმჩნევა ჯვრული მემკვიდრეობითობა. პირველი თაობის ყველა მამრი თეთრთვალება აღმოჩნდა, ხოლო მდედრი კი – წითელთვალება. სხვაგვარი იყო სიტუაცია, როდესაც ჩატარდა რეციპროკული შეჯვარება -თეთრთვალება მამრი შეაჯვარეს წითელთვალება მდედრს. ამ შეჯვარებისას F1 თაობაში ყველა შთამომავალი წითელთვალება იყო. F2 თაობაში გაჩნდნენ წითელთვალება და თეთრთვალება მამრები და წითელთვალება მდედრები. ამ ორი ტიპის შეჯვარების განსხვავებული შედეგები აიხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ თეთრთვალება თაობის წარმომქნელი რეცესიული მუტაცია (w) და მისი ნორმალური ალელი (W), რომელიც განაპირობებს პიგმენტის განვითარებას, ლოკალიზებულია დროზოფილის X ქრომოსომაში. ასეთი მემკვიდრეობითობისას Y ქრომოსომას არ აქვს w ან W ალელები. ეს ანალიზი ნათელს ხდის, რომ თეთრთვალება და წითელთვალება ნიშნის მემკვიდრეობითობა სქესთან არის შეჭიდული. მორგანმა ასევე აჩვენა, რომ გენები ქრომოსომებშია მოთავსებული.

 

ახლაგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიოპოლიტიკა

უნდა ავცრათ თუ არა ბავშვები? საფრანგეთი ვაქცინაციის პოლიტიკას ამკაცრებს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა – ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ მთავრობა ჯანდაცვის ორგანოების მიერ საყოველთაოდ რეკომენდირებულ 11 ვაქცინას 2018 წლიდან სავალდებულოდ გამოაცხადებს.

ეს განცხადება ევროპაში წითელას მასშტაბურ გავრცელებას მოჰყვა. საფრანგეთში მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში წითელას 79 შემთხვევა გამოვლინდა. ფილიპის შეფასებით, არსებული მდგომარეობა „მიუღებელია”.

წითელას შემთხვევების მატებას ვაქცინის მიმართ მოსახლეობის სკეპტიკურ დამოკიდებულებას უკავშირებენ.

საფრანგეთში ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 10 ადამიანიდან 3-ს ვაქცინების არ სჯერა.

ინფექციის შემთხვევების ზრდა გამოვლინდა იტალიაშიც. მიმდინარე წლის აპრილში გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი ორჯერ მეტია 2016 წლის იმავე პერიოდში აღრიცხულ მაჩვენებელზე.

იტალიასა და საფრანგეთში საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლა განპირობებულია ევროპაში ბოლო დროს გააქტიურებული ვაქცინის საწინააღმდეგო მოძრაობით.

 სკეპტიციზმის დასაბამი გახდა ენდრიუ ვაკეფილდი, რომელმაც 1998 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ არსებობს კავშირი წითელა-წითურა, ყბაყურას ვაქცინასა და აუტიზმის განვითარებას შორის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ვაქცინაციის წყალობით 2010 -2015 წლებში 10 მილიონზე მეტ სიცოცხლე გადარჩა და შესაძლებელი გახდა ზოგიერთი ისეთი დაავადების აღმოფხვრა, როგორიცაა პოლიო. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქვეყანა, როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული, ეჭვქვეშ აყენებეს ვაქცინაციის ეფექტურობას.

ამის საპასუხოდ, ბევრმა ქვეყანამ ვაქცინების გამოყენება გაზარდა.

იტალიამ ბავშვებისათვის სავალდებულო გახადა 12 ვაქცინა. ავსტრალიამ ფინანსური წახალისების პოლიტიკა გატარა:  მშობლებს, რომლებიც თავიანთ 18-24 თვის ბავშვებს აცრიან, 129 აშშ დოლარით ახალისებენ. ხოლო თუკი მშობელი შვილს რეკომენდირებულ ვაქცინაციას 4-5 წლის ასაკშიც ჩაუტარებს, თანხას განმეორებით მიიღებს.

მსოფლიოში ვაქცინაციის უმკაცრესი პოლიტიკა აქვს სლოვენიას. მშობლები, რომლებიც თავიანთი შვილების სავალდებულო ვაქცინებს ვერ უზრუნველყოფენ, ჯარიმდებიან.

 

წყარო: https://futurism.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

ტყუპების ფენომენი მედიცინასა და ფსიქოლოგიაში

 

 სიტყვა ,,ტყუპები” აბსოლუტურად ერთნაირის ასოციაციას იწვევს, თუმცა ხშირად ისინი სრულიად არ ჰგვანან ერთმანეთს, ან გვანან როგორც სხვადასხვა დროს დაბადებული დედმამიშვილები.

განარჩევენ ტყუპების ორ ტიპს – არაიდენტურსა და იდენტურს. თუ ერთდროულად მომწიფდა და სხვადასხვა სპერმატოზოიდით განაყოფიერდა ორი ან რამდენიმე კვერცხუჯრედი, იბადებიან სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპები. მათ არაიდენტურ ტყუპებს უწოდებენ.

ზოგჯერ ჩვეულებრივად, ერთი კვერცხუჯრედი ერთი სპერმატოზოიდით ნაყოფიერდება, მაგრამ ზიგოტიდან წარმოქმნილი ჩანასახი განვითარების ადრეულ ეტაპზე ორად იყოფა და თითოეული მათგანიდან დამოუკიდებელი ორგანიზმი ვითარდება. იბადება ორი აბსოლუტურად მსგავსი ადამიანი, რომელსაც იდენტურ ტყუპებს უწოდებენ.

იდენტურ ტყუპებს ერთნაირი გემოვნება, ჩვევები მისწრაფებები აქვთ. უპირატესობას ერთსა და იმავე ტანსაცმელს, თმის ვარცხნილობას ანიჭებენ, მოსწონთ ერთ და იგივე წიგნი, სპექტაკლი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ დაბადებისთანავე დააშორებენ და ცალ-ცალკე გაიზრდებიან. ხშირად ერთსა და იმავე პროფესიას ირჩევენ, ერთი და იმავე დაავადებით თითქმის ერთდროულად ავადდებიან.

ზოგჯერ ჩანასახის ნაწილები ერთმანეთთს სრულიად არ სცილდება, ამიტომ ტყუპები ერთმანეთთან დაკავშირებული იბადებიან. მათ სიამის ტყუპებს უწოდებენ. მათი დაკავშირების ხარისხი განსხვავებულია. ზოგჯერ სიამის ტყუპები ერთმანეთისგან ზომითა და განვითარებით განსხვავდებიან. ერთი მათგანი სრულიად ნორმალურია, ხოლო მეორე ნაწილობრივ განვითარებული და პირველზე მიკრული. სიამის ტყუპების უმრავლესობა დაბადებისთანავე იღუპება. თუმცა გადარჩენის შემთხვევაში სიცოცხლისუნარიანი. დღეს წარმატებით ხორციელდება მათი დაშორება ქირურგიული გზით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოამედიცინა

რა სახის ურთიერთობების არსებობს ადამიანსა და მიკრობებს შორის?

ადამიანსა და მიკრობებს შორის შემდეგი სახის ურთიერთობები არსებობს:

ნეიტრალიზმი – როდესაც არცერთი მხარე ერთმანეთის ცხოველმოქმედებაზე არ ახდენს გავლენას.

სიმბიოზი – როდესაც მიკრო და-მაკროორგანიზმს შორის ყალიბდება გარკვეული ურთიერთობები და ისინი რაღაც ხასიათს იძენენ:

თუ ურთიერთობები ,,მშვიდობიანია’’ და ორივე მხარე ერთმანეთისაგან სარგებელს ნახულობს, საუბრობენ მუტუალიზმზე და მუტუალისტურ სიმბიოზზე.

თუ ურთიერთბები მომგებიანია მხოლოდ ერთი ,,პარტნიორისათვის’’ საუბრობენ კომენსალიზმზე.

ხოლო თუ ერთის არსებობა აზარალებს და ვნებს მეორეს, ეს არის პარაზიტიზმი ანუ ანტაგონისტური სიმბიოზი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

უმტკივნეულო „მიკრონემსების“  სახვევი გრიპის ყოველწლიური ვაქცინის ნაცვლად

ექსპერიმენტულმა სახვევმა შესაძლოა ერთ დღეს გრიპის ყოველწლიური ვაქცინა ჩაანაცვლოს.

განსხვავებით სხვა ვაქცინებისგან, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ან გარკვეული პერიოდულობით კეთდება, გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად საჭიროა. თუმცა გრიპის ვაქცინით მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი იცრება.

თუმცა გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებად რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გრიპისგან წელიწადში დაახლოებით 250,000-დან 500 000-მდე იღუპება.

მკურნალობის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, მკვლევარები სწავლობენ კანში გრიპის ვაქცინის შესაყვანად ჩხვლეტის ნაცვლად პატარა ნემსებით დაფარული საფენის გამოყენების შესაძლებლობას.

მეცნიერებმა კვლევა 100 ადამიანზე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ საფენი უსაფრთხოა ადამიანებისთვის და მას ანტისხეულების რეაქციის გამომუშავება, რაც გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გასაღებია.

გარდა ამისა, მათ,  ვისაც ვაქცინა ესაჭიროება, საფენის გამოყენება, დამოუკიდებლად, კლინიკაში ან ექიმის კაბინეტში ვიზიტის გარეშე შეუძლიათ.

საფენი კი ასე მუშაობს: ვაქცინით შევსებული პატარა ნემსებიანი საფენი, იმდენად პატარა, რომ ისინი სრულიად უმტკივნეულოა, შეჰყავთ კანში. როგორც კი კანში მოხვდება, ვაქცინა სხეულში აღწევს და ორგანიზმს გრიპის ვირუსთან საბრძოლველად ამზადებს.  ამის შემდეგ მიკრო ნემსები იშლება და საფენის   მოხსნაც შესაძლებელია.

მიკრო ნემსებიანი საფენების გამოყენება სულ უფრო და უფრო პოპულარული ექსპერიმენტული მეთოდი ხდება ნემსების საშუალებით ჩასატარებელი მკურნალობის ჩასანაცვლებლად. მკვლევარები იკვლევენ მიკრო ნემსებიანი საფენების გამოყენებას, როგორც ალტერნატიულ ინექციებს დაავადებების სამკურნალოდ.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ეს მიკრო ნემსებიანი საფენების ადამიანებში გამოყენების პირველი შემთხვევაა. მეცნიერები მომავალშიც არაერთი ტესტის ჩატარებას გეგმავენ. მათი მიზანია, დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა საფენის გამოყენება პოლიოს, წითელასა და წითურას წინააღმდეგ.

 

წყარო: https://www.businessinsider.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამედიცინა

ალოე – სასარგებლო და მარტივად მოსავლელი მცენარე

  ალოე გვალვაგამძლე, მრავალწლიანი, ტროპიკული მცენარეა. იზრდება აფრიკასა და ინდოეთის ნახევარუდაბნოებში. ჩვენში გავრცელებულია პლანტაციისა და ოთახის დეკორატიული მცენარის სახით.

შეიცავს: ანტრაგლიკოზიდების ნარევს, ფისოვან ნივთიერებას, ვიტამინებს და ფიტონციდებს. ფიტონციდების შემცველობის გამო, ალოე სამკურნალო საშუალებაა და მართლაც შეუდარებელი გახლავთ გრიპის საწინააღმდეგოდ. იგი დიდ მოვლას არ ითხოვს და არც ზოგიერთი ოთახის ყვავილივით პრეტენზიულია. საკმაოდ ლამაზია შესახედავადაც. ასე რომ თუ ოთახის მცენარეების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ერთი-ორი ქოთანი ალოესაც ,,დაუთმოთ’’.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმედიცინა

მზე დედამიწისკენ კიბოს გამომწვევ ამოფრქვევებს აგზავნის

 გრძელვადიანი ელექტროენერგიის შემცირებას, ელექტრონული მოწყობილობების განადგურებას და კიბოს რისკის გაზრდას დედამიწაზე მზის ამოფრქვევა იწვევს. ახალი კვლევის თანახმად, ეს კორონალური მასის ამოფრქვევები დედამიწას ეჯახება და მისი პროგნოზირება იმაზე ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ.

მზის პლაზმის უზარმაზარი ,,დაცემინება” ერთ-სამ დღეში ჩვენს პლანეტამდე აღწევს და სიცოცხლეშე შესაძლოა დამანგრეველი ეფექტიც მოახდინოს.

University of Reading-ის მკვლევარები აცხადებენ, რომ კორონალური მასის ამოფრქვევები ღრუბლის მსგავსი სტრუქტურებია, რომლებზეც დედამიწის გადამკვეთი მზის ქარები ახდენენ გავლენას.  მათი მოძრაობის პროგნოზირება უფრო რთულია, ვიდრე იმ შემთხვევაში,  ისინი რომ ბუშტისებური სტრუქტურები იყვნენ, როგორც ამას აქამდე ვარაუდობდნენ.

პირდაპირ დარტყმას შესაძლოა კატასტროფული შედეგები ჰქონდეს. კორონალურ მასის ამოფრქვევებს პოტენციურად შეუძლიათ, თვითმფრინავის მგზავრებს კიბოს გამომწვევი რადიაცია დაასხივონ.  თუმცა იმის დადგენა, რომელი მათგანი იქნება ძლიერი და რამდენად ცუდ გავლენას მოახდენს დედამიწაზე, რთულია.

მეცნიერები მუდმივად აკონტროლებენ მზეს, რათა მზის ქარსა და კოსმოსურ ამინდს მიადევნონ თვალი.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მზის ქარის შესახებ ინფორმაცია კორონალური მასის ამოფრქვევების დაკვირვებებში უნდა იყოს ჩართული, რათა ვიცოდეთ იმ საფრთხეების შესახებ, რასაც ისინი დედამიწას უქმნიან.

 

წყარო:  http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიმედიცინა

რაში ეხმარება ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი ტვინს?

 ვარჯიში ზრდის სისხლის მიწოდებას ტვინის სპეციფიკურ მონაკვეთებში, ააქტიურებს შემეცნებით უჯრედებს და ქმნის ტვინის მიერ გამომუშავებულ ნეიროტროფულ ფაქტორს ანუ BDNF–ს, რომელიც მოქმედებს, როგორც ნეირონების ცერებრალური “Miracle-Gro” და თუკი ამ ბუნებრივ სასუქს ბლომად მიიღებთ, სამაგიდე ქოთნის მცენარეს აღარ დაემსგავსებით.

ვარჯიში დადებითად მოქმედებს ტვინის აღმასრულებელ ფუნქციებზე. სწორედ ტვინის ეს ფუნქციები გვეხმარება, როგორც კოსმოსური თანამგზავრის აწყობაში, ასევე, შესრულებული სამუშაოს განხილვისას უფროსის არგუმენტების საწინააღმდეგო კონტრარგუენტების მოფიქრებაში.

როგორც გზების არსებობა აიოლებს საქონლისა და სერვისების მოწოდებას, ასევე უადვილებს ვარჯიში სისხლს ტვინის გადაღლილ ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანას. გარდა ამისა, ვარჯიში შთანთქავს ტოქსინებს. მისი წყალობით ორგანიზმის ბუნებრივი სანიტარული სამსახური ასუფთავებს მეტ ქსოვილს.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა  ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 84 85 86 87 88 95
Page 86 of 95