მეცნიერები გვაფრთხილებენ: იმ შემთხვევაში, თუ სათბური გაზების ატმოსფეროში გამოყოფა გაგრძელდება, მომავალი 80 წლის მანძილზე მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით სამ მეოთხედს პაპანაქება სიცხისგან დაღუპვა ემუქრება.
სამეცნიერო ნაშრომების მიმოხილვამ აჩვენა, რომ მსოფლიოში 1,900-ზე მეტი ადგილია, სადაც 1980 წლიდან ადამიანები სიცხისგან იღუპებიან. მაგალითად 2010 წელს მოსკოვში სიცხისგან 10,800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 4,900 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მაღალ ტემპერატურას პარიზში 2003 წელს, სიცხის შედეგად 740 ადამიანი გარდაიცვალა ჩიკაგოში 1995 წელს.
მეცნიერების შეფასებით, თუკი ნახშირბადის გამონაბოლქვის დონე მოიმატებს, ეს მონაცემები საუკუნის ბოლოსთვის დაახლოებით 74 პროცენტით გაიზრდება.
მათივე მტკიცებით, კლიმატი იმდენად სწრაფად იცვლება იცვლება, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ადამიანებმა მომატებულ ტემპერატურასთან გამკლავება შეძლონ. დათბობის სწრაფი ტემპი – ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანის აქტივობა კლიმატის ცვლილებას 170-ჯერ უფრო სწრაფად იწვევს, ვიდრე ბუნებრივი ძალები – უკვე მრავალ მცენარისა და ცხოველის სახეობის უქმნის პრობლემას.
ჟურნალ ,,Nature Climate Change-ში” გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გლობალური დათბობა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ადამიანებს შეუძლიათ 37C (98.6 F)-ზე მაღალ ტემპერატურას გაუძლონ, თუ ისინი სითბოს დაკარგვას შეძლებენ, ძირითადად, ოფლიანობით. მაგრამ მაღალი ტენიანობის დროს, როდესაც ჰაერი წყლის ორთქლით გაჯერებული ხდება, ეს პროცესი ხდება ,,არაეფექტური”, ვინაიდან ოფლი ორთქლდება კანიდან.
ტენიანობის პირობებში სიკვდილი შესაძლოა 37C- ზე ნაკლებმა ტემპერატურამაც გამოიწვიოს, რადგან სხეული მნიშვნელოვან სითბოს წარმოქმნის – დასვენებისას დაახლოებით 100 ვატს.
მეცნიერების დასკვნით, სასიკვდილო კლიმატური პირობების ზემოქმედების შედეგები კიდევ უფრო გამწვავდება ასაკიან მოსახლეობაში. სიცხის ეფექტს ამწვავებს მზარდი ურბანიზაციაც.
წყარო: http://www.independent.co.uk
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”