close

მედიცინა

მედიცინა

მეცნიერები: ,,ორსულებმა პარფიუმერიის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ”

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ორსულებმა პარფიუმერიული საშუალებების გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დეოდორანტში, ტუჩსაცხსა და სუნამოებში შემავალი ნივთიერება  – BPS –  უარყოფითად მოქმედებს დედაზე. ის ხელს უშლის დედის უნარს, ადაპტირდეს შვილის მოთხოვნებთან.

დასკვნები მნიშვნელოვანი ევოლუციური თვალსაზრისით, მკვლევარები აცხადებენ, რომ დედის ქცევა გავლენას ახდენს გადარჩენის შანსზე.

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვებზე ცდა ჩაატარეს. ისინი სამ ჯგუფად დაყვეს, პირველ ჯგუფს ბისფენოლ S-თან (BPS) საერთოდ არ ჰქონდა შეხება, მეორეს – ერთი მცირე დოზა, მეორეს- ორი მცირე დოზა.

ამის შემდეგ მეცნიერები  მღრღნელების დედობრივ ქცევას (ბუდის მოწყობა, პირმშოებზე ზრუნვა და ა.შ.) დააკვირდნენ.  აღმოჩნდა, რომ იმ თაგვების ნაშიერების 10 პროცენტი, რომლებსაც BPS-ის მცირე დოზა მიაწოდეს, დედის მზრუნველობის ნაკლებობის გამო გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ის თაგვები რომლებიც BPS-ის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, უმეტეს დროს თავიანთ ბუდეებში დროს ატარებდნენ,  ეს მათ ტიპურ ქცევას ეწინააღმდეგება, რადგან როგორც წესი, რაც მეტად იზრდებიან შვილები, მით უფრო ხშირად და ხანგრძლივად ტოვებენ დედები ბუდეებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის  მღრნელები, რომლებიც ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში BPS-ის ზემოქმედებას განიცდიდნენ, ვერ ახერხებდნენ პირმშოების საჭიროებებთან ადაპტირებას.

მეცნიერები აცხადებენ, რომ პარფიუმერიულ საშუალებებში შემავალი ბისფენოლ S ენდოკრინოლოგიურ დარღვევებს იწვევს და ქცევის შეცვლა სწორედ ამ ფაქტითაა გამოწვეული.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერები: ,,ნარკომანებს „ლომკა“ გარდაცვალების შემდეგაც აქვთ”

ახლახან  ჩატარებული კვლევა ამტიცებს, რომ აბსტინენციის სინდრომი (ე.წ. ლომკა) ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც აღენიშნებათ.

ცნობილია, რომ პროტეინი დამოკიდებული ადამიანის ტვინის ჯილდოს ცენტრში იცვლება – იყოფა ან მცირდება.

უამრავი აუტოფსიის ჩატარების შედეგად ავსტრიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილი ჰეროინდამოკიდებულების ტვინებში პროტეინი მოდიფიცირებულია.

ცილა, რომელსა FosB-ს უწოდებენ, არის ტვინში მდებარე ტრანსკრიპიული ფაქტორი, რომელიც, სხვა მოლეკულებთან ერთად, ჩართულია ე.წ. ტრანსდუქციაში (უჯრედებისთვის სტიმულის გადაცემა).

ამბობენ, რომ მას უჯრედებს შორის გენეტიკური ინფორმაცია გადააქვს და ასევე განსაზღვრავს გააქტიურებულია თუ არა ესა თუ ის გენი.

FosB აქტიური ცილის – AP1-ის ნაწილია, რომელიც ჩართულია მარეგულირებელი გენის ექსპრესიაში სტიმულების სპექტრის საპასუხოდ, მათ შორის სტრესისა და ბაქტერიული ინფექციების.

ნარკოტიკების მუდმივი მიწოდების გამო  FosB გადაიქცევა DeltaFosB-ად, რომელიც ქრონიკული მოხმარების შემთხვევაში სულ უფრო და უფრო სტიმულირდება, უფრო მეტიც, ის ზეგალენას ახდენს სტრუქტურული ცვლილებებების ზრდის ფაქტორებზე (ნეირონთა პლასტიურობა) ტვინში – დაახლოებით იმ რეგიონში, სადაც მეხსიერება ფორმირდება.

იმის მტკიცებულება, რომ პროტეინის მოდიფიცირება გარდაცვალების შემდეგ წყდება, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტმა მოიპოვა. დეპარტამენტმა 15 ჰეროინდამოკიდებულის ტვინის ქსოვილის ნიმუში გამოიკვლია.  მეცნიერები, რომლებიც კვლევაში იყვნენ ჩართულები, აცხადებენ, რომ DeltaFosB გარდაცვლილი ადამიანის ტვინში გარდაცვალებიდან ცხრა დღის შემდეგაც ვლინდება.

მიუხედავად იმისა, რომ პროტეინის მუტაცია გარდაცვალებიდან ერთ კვირაზე მეტხანს აღინიშნება, მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია იმ ცოცხლებში, რომლებიც გამოჯანმრთელებას ცდილობენ – და ის შესაძლოა თვეებიც გრძელდებოდეს. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ ეს შედეგები მედიკოსებს ოპიატსა და ჰეროინ დამოკიდებული ადამიანების მკურნალობის განითარებაში დაეხმარებათ.

“იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკების ძლიერი სურვილი ტვინში თვეების განმალობაში რჩება, მნიშნელოანია, ხანგრძლივი რეაბილიტაციის უზრუნველყოფა და შესაბამისი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა,” – ახადებენ  კვლევაში ჩართული მეცნიერები.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

67 წლის ქალმა საკუთარი შვილიშვილი გააჩინა

67 წლის ბერძენი ბებია მსოფლიოს უხუცესი სუროგატი დედა გახდა მას შემდეგ, რაც საკუთარი შვილიშვილი გააჩინა.

ანასტასია ონტოს, რომელმაც საკუთარი შვილის გოგონა გააჩინა, გინეკოლოგმა „გმირი“ უწოდა. 67 წლის ქალბატონის შვილი კონსტანტინა იხსენებს, რომ როცა დედამ სუროგატობა შესთავაზა, იფიქრა, რომ იგი უბრალოდ შეიშალა.

ანასტასია ონტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის ქალიშვილს  მედიკოსებმა განუცხადეს, რომ ვერასდროს დაორსულდებოდა.

„თავს უფრო ბებიად ვგრძნობდი, ვიდრე დედად,“ – განაცხადა სუროგატმა ბებიამ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მონაცემებზე დაყრდნობით, ანასტასია ონტო უხუცესი სუროგატი დედაა. აქამდე უხუცეს სუროგატ დედად 66 წლის ესპანელი ქალბატონი მიიჩნეოდა.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა მედიკამენტების მწარმოებელი ხელოვნური ფოთოლი შექმნეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ხელოვნური ფოთოლი შექმნეს, რომელსაც მედიკამენტების მწარმოებელი მინი ქარხნის ფუნქციის შესრულება შეუძლია. ეს გახლავთ უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისაკენ, რომ მედიკამენტების წარმოება შესაძლებელი გახდეს ყველგან, სადაც მზის სინათლეა.

აღნიშნული გამოგონება აძლიერებს მცენარეთა უნარს, ფოტოსინთეზის საშუალებით იკვებონ. როგორც წესი, მზის სხივი ძალიან ცოტა ენერგიას გამოყოფს იმისათვის, რომ ქიიური რეაქცია საჭირო საწვავით მოამარაგოს.

ფოთლით ინსპირირებული მიკროქარხანა ძალიან თხელი არხების მქონე ლუმინისცირებული მზის კონცენტრატორების გამოყენებით მზის გამოსხივებას მიიღებს და მოლეკულებს მზის სინათლეზე გამოფენს.

„თეორიულად, ამ მოწყობილობის გამოყენება მზის ენერგიით მედიკამენტების შემადგენლობის მისაღებად ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი,“ – განაცხადა ეინდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერმა ტიმოთი ნოელმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებით ერთ დღეს შესაძლებელი გახდება, მედიკამენტების ჯუნგლებში ან თუნდაც მარსზე  წარმოება.

მოწყობილობა, რომელიც სილიკონის რეზინისგან მზადდება, შესაძლოა მაშინაც კი ფუნქციონირებდეს, როცა დიფუზიური სინათლე არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იმუშავებს მოღრუბლული ცის ქვეშაც. თუმცა, იმისათვის, რომ პროდუქტი კომერციული ღირებული გახდეს, დაახლოებით 5-10 წელია საჭირო.

ტიმოთი ნოელისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ Angewandte Chemie-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ტვინებით დაკავშირებული სიამის ტყუპის გაცალკევების ოპერაცია წარმატებით დასრულდა

სიამის ტყუპი ძმები, რომელთა განცალკავების ოპერაცია ოქტომბერში წარმატებით დასრულდა, 9 თვიან რეაბილიტაციას გაივლიან.

ჟადონ და ანიას მაკდონალდსებს 20-საათიანი ოპერაცია ნიუ-იორკში მდებარე Montefiore Medical Center-ში ჩაუტარდათ. მათ აღნიშნული საავადმყოფო გუშინ დატოვეს და 9-თვიანი სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად Blythedale Children’s Hospital-ში გადაიყვანეს.

15 თვის ტყუპები, რომლებიც ტვინითა და თავის ქალით იყვნენ დაკავშირებული, ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ, გარდა ამისა, ანიასს კრუნჩხვებთანაც უწევს გამკლავება.

თუმცა სამედიცინო გუნდისა და ოჯახის წყალობით ბიჭები თანდათან ძლიერდებიან, ხშირად იცინიან, ერთმანეთს უყურებენ, თამაშობენ და ეხუტებიან .

„ჟადონი და ანიასი ყოველ დღე გვაოცებენ,“ – განაცხადა ჯეიმს გუდრიჩმა, რომელიც ბიჭების წინასაოპერაციო მომზადებას, ოპერაციასა და გამოჯანმრთელების პერიოდს მეთვალყურეობს.  გუდრიჩის ინფორმაციით, კრუნჩხვები ტვინით დაკავშირებული ტყუპების განცალკავების შემთხვევაში ბუნებრივია.

ტყუპების საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მედიკოსებმა 3D ბეჭდვითი ტექნოლოგიის გამოყენებით ბიჭების ანატომიის რუკა შექმნეს და ოთხ-ეტაპიანი პროცედურა დაგეგმეს.

ოპერაცია 2,5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. თანხის მობილიზაციისთვის სპეციალური საიტი შეიქმნა.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

Facebook-ში გავრცელებული შემზარავი კადრები, რომელიც სტომატოლოგთან ვიზიტს გადაგაფიქრებინებთ

სოციალურ ქსელ Facebook-ში გასულ თვეს განთავსებულმა Benex Extraction System-ის კლიპმა უკვე 120 000 ნახვა დააგროვა.

ეს შემზარავი კადრები შესაძლოა იმის მიზეზი გახდეს, რომ სტომატოლოგთან ვიზიტზე საერთოდ უარით თქვათ იმის შიშით, რომ იგივე თქვენც არ დაგემართოთ.

კლიპი ,,უმტკივნეულო” სტომატოლოგიის, კერძოდ კი, კბილის ექსტრაციის შესახებაა. ე.წ. უმტკივნეულო  ექსტრაქციისას ექიმი ქირურგიული იარაღით კბილს ეჭიდება და ფოსოდან იღებს. პაციენტის ღრძილში ფესვი რჩება, რომლის ამოსაღებად ექიმი ალმასის ბურღს იყენებს. წარმოქმილ სიცარიელეში ,,ექსტრაქციის ხრახნს” ანთავსებს.

Benex-ი აცხადებს, რომ  სისტემა გაცილებით უმტკივნეულოა, რადგან ის მინიმალურად ინვაზიურია და არანაირი ქსოვილის სტრუქტურას არ აზიანებს.

ექსტრაქციას ექსტენსიური კარიესის ან დაპლომბილი კბილის დაზიანების შემთხვევაში მიმართავენ.  არასწორად განთავსებულ კბილებს კი ორალური ჯანმრთელობის გართულებების თავიდან აცილების მიზნით იღებენ.

იხილეთ ვიდეო ვიდეო: http://www.dailymail.co.uk/health/article-4040616/Is-really-painless-way-remove-teeth-Gruesome-footage-visiting-dentist-forever.html

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

ბრიტანეთში 2017 წელს ,,სამი ადამიანის ბავშვი” დაიბადება

გაერთიანებულმა სამეფომ დაამტკიცა ტექნოლოგია, რომლის შედეგად ბავშვები სამი ადამიანის გენეტიკური მასალის განაყოფიერების შედეგად ჩნდებიან. პირველი ასეთი ბავშვი ბრიტანეთში, სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოს დაიბადება.

სამი ადამიანის მონაწილეობით განაყოფიერების მთავარი მიზანი ახალშობილის მშობლების გენთან დაკავშირებული მიტოქონდრიული დაავადებებისგან გათავისუფლებაა.

აღნიშნული ტექნოლოგიით განაყოფიერების შემთხვევაში გამოყენებულია დონორი დედისა და ბიოლოგიური მშობლების კვერცხუჯრედები. შედეგად ბავშვს დონორის დნმ-ის მცირე ნაწილი გადაეცემა, თუმცა პროცედურა ლეგალურია და შემფასებლები აცხადებენ, რომ ის ეთიკურია და მეცნიერული თვალსაზრისით მზადაა.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, როდესაც ახალშობილში მიტოქონდრიული დაავადების განვითარების რისკი ძალიან მაღალია.

ტექნოლოგიას მოწინააღმდეგებიც ჰყავს, რომლებიც მის ეთიკურობას ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ ამ მეთოდმა შესაძლოა გენეტიკურად მოდიფიცირებულ „დიზაინერი ბავშვებს“ გაუღის კარი.

4700 ბავშვიდან ერთი მიტოქონდრიული დარღვევით იბადება, რაც შემდეგ იწვევს გულის, ღვიძლის, სასუნთქი ორგანოების დაავადებებს ან კუნთოვან დისტროფიას.

მიტოქონდრიული დარღვევა შვილს დედისგან გადაეცემა. აქედან გამომდინარე, მომავალი ბავშვის ამგვარი დაავადებისგან დასაცავად დედის კვერცხუჯრედს მიტოქონდრიულ დნმ-ს აცლიან და  დონორის დნმ-ით ანაცვლებენ.

სამი ადამიანის გენეტიკური მასალის განაყოფიერების შედეგად პირველი ბავშვი მექსიკაში რამდენიმე თვის წინ დაიბადა.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

პენიცილინის ალერგია – რეალობა თუ უსაფუძვლო დასკვნა?

გამონაყარს ბავშვობის დროებითი ტატუს უწოდებენ. წითელი მუწუკები ზოგჯერ მთელს ტანს ედება. მიზეზი კი შესაძლოა შემდეგი ფაქტორები იყოს: ყურის ინფექცია, ვირუსი ან თუნდაც ალერგიული რეაქცია ანტიბიოტიკ პენიცილინის მიმართ. ხშირად ექიმებს კანის ტესტირების ჩატარების გარეშე გამოაქვთ დასკვნა, რომ ბავშვი ალერგიულია პენიცილინის მიმართ.

„ასეთ ბავშვებს მთელი ცხოვრება პენიცილინზე ალერგიულობის მარკა აკრიათ, სინამდვილეში კი ეს ზუსტად არავინ იცის,“ – განახადა ნიუ-იორკის Rochester Regional Health-ის ალერგოლოგმა ალისონ რემსიმ.

მისი ინფორმაციით, ამერიკის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს სჯერა, რომ პენიცილინზე ალერგია აქვს. თუმცა Annals of Allergy, Asthma & Immunology-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ამ ადამიანების 90 პროცენტს რეალურად პენიცილინის მიმართ ალერგია არ აქვთ.

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახლახან კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც პენიცილინის მიმართ „ალერგიულ“ 228 პაციენტს კანის ტესტი  ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტების 98 პროცენტი პენიცილინის მიმართ ალერგიული არ იყო. მეცნიერთა აღნიშნულმა გუნდმა კვლევის შედეგები სან ფრანცისკოში American College of Allergy, Asthma & Immunology-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინა. ისინი აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს პენიცილინის მიმართ ალერგია ან არასდროს ჰქონიათ, ან გარკვეული დროის შემდეგ ალერგია გადალახეს.

ალერგიული რეაქციის თავიდან აცილების მიზნით ექიმები პენიცილინის მიმართ ალერგიულ პაციენტებს მეორე თაობის ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. აღნიშნული მედიკამენტები, როგორც წესი, პენიცილინთან შედარებით ძვირია, გარკვეული ბაქტერიების მიმართ ნაკლებად ეფექტურია და მეტი გვერდითი ეფექტებიც აქვთ.

სოციალურ თვალსაზრისით, ზოგადმა ანტიბიოტიკებმა შესაძლოა ანტიბიოტიკების რეზისტენტულობა გამოიწვიოს.

ალისონ რემსი აცხადებს, რომ Rochester Regional Health-ის ორ საავამდყოფოში 276 ექიმი, ექიმის ასისტენტი, მედდა და ფარმაცევტი გამოკითხეს. რესპონდენტთა 85 პროცენტმა განაცხადა, რომ ანტიბიოტიკებზე ალერგიული რეაქციის გამოვლენის მიზნით მათ ალერგოლოგისა და იმუნოლოგისთვის არასდროს მიუმართავთ.  40 პროცენტმა არ იცოდა, რომ პენიცილინზე ალერგია შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ აღმოიფხვრას.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აუცილებელია პენიცილინზე ორგანიზმის ალერგიულობის სრულფასოვანი ტესტის ჩატარება. ეს მეორე თაობის ანტიბიოტიკების მოხმარებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

წყარო: https://www.sciencenews.org

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

Novartis AG-მა ლევკემიის საწინააღმდეგო რევოლუციური მედიკამენტი შექმნა

Novartis AG მიერ შემუშავებულმა კიბოს ექსპერიმენტულმა თერაპიამ ბავშვებსა და მოზარდების 82 პროცენტში, რომლებიც აგრესიული ფორმის სისხლის კიბოთი იყვნენ დაავადებუილი,  დაავადება აღმოფხვრა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცდის ფარგლებში მკურნალობის კურსი 50-მა, მწვავე ლიმფობლასტური ლევკემიით დაავადებულმა პაციენტმა გაიარა, რომლებსაც მკურნალობის სხვა მეთოდებზე შედეგი არ ქონდა. აღმოჩნდა, რომ 41 მათგანი მედიკამენტ CTL019-ით მკურნალობის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ დაავადებისგან  გათავისუფლდა. რესპონდენტების 60 პროცენტი დაავადების რეციდივისგან 6 თვეში გათავისუფლდა.

CTL019 არის ექსპერიმენტული კლასის მედიკამენტი, რომელსაც პაციენტის გენეტიკურად შეცვლილი T- უჯრედებისგან ლაბორატორიაში ამზადებენ. მოდიფიცირებულ უჯრედებს, ე.წ. ქიმერული ანტიგენის რეცეპტორების T- უჯრედებს,  პაციენტს უნერგავენ.

Novartis AG აპირებს, რომ მომავალი წლის დასაწყისში U.S. Food and Drug Administration-ს CTL019-ის დამტკიცების მოთხოვნით მიმართავს. კომპანიის ინფორმაციით, ციტოკინების გათავისუფლებას სინდრომი (CRS) პაციენტების ნახევარს, ხოლო 15 პროცენტს – სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები აღენიშნა. მკვლევართა თქმით, გვერდითი მოვლენები განკურნეს და CRS-გან არცერთი პაციენტი გარდაცვლილა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ CRS, CAR-T თერაპიის ცნობილი გვერდითი ეფექტი, გახდა რამდენიმე დღის წინ კომპანია Juno Therapeutics Inc-ის საცდელი მედიკამენტის- JCAR015-ის დაბლოკვის მიზეზი.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ექიმები ამტკიცებენ, რომ მაჩას ჩაი ყავის ჯანსაღი ალტერნატივაა

გრანოლა, ყავა და ბრინჯი ჩვენი რაციონის მთავარი ნაწილია – თუმცა უფრო ჯანმრთელი ალტერნატივებიც არსებობს.

არსებობს მათი მარტივი ჩამნაცვლებლები, რომლებსაც თქვენი ჯანმრთელობის გარდაქმნა  და სხვადასხვა დაავადებისგან თქვენი დაცვა შუძლია.

ცნობილი დიეტოლოგი კასანდრა ბარნსი რამდენიმე რჩევას გვაძლევს:

საუზმეს დღის ყველაზე მნიშვნელოვანან საკვებად მიიჩნევენ, დილით მიღებულ საკვებს ორგანიზმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გრანოლა (შვრიის, ხმელი ხილის და ჩირეულის უგემრიელესი ნარევი) უდავოდ გემრიელი და სასარგებლო საუზმეა, თუმცა კალორიულია, ამიტომ მისი ჩანაცვლება უგლუტეინო შვრიის ფაფით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

დიდი რაოდენობით კოფეინისა და ყავაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიღება ორგანიზმის მიერ სტრესის ჰორმონების გამომუშავებას იწვევს.

ყავის ბუნებრივად ჯანსაღი ალტერნატივა მაჩას ჩაია, რომელიც ენერგიაზე გვერდითი ეფექტების გარეშე მოგიყვანთ. ის ასევე სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლისა და წონის მართვისთვის.

„მაჩა შეიცავს L-theanine–ს, რომელიც ასტიმულირებს ტვინის ალფა ტალღებს, რაც ხელს უწყობს ფოკუსირებას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი,“ – აცხადებს ბარნსი.

რძიანი შოკოლადის ნედლი კაკაოთი ჩანაცვლება ზედმეტი შაქრის მავნე ზემოქმედებისგან დაგიცავთ.

სამხრეთ ამერიკაში კაკაოს მარცვლები ჯანმრთელობისთვის იმდენად სასარგებლოდ ითვლებოდა, რომ მას ვალუტად იყენებდნენ. ის რეგულარულ შოკოლადზე თითქმის ოთხჯერ მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც ორგანიზმს გულის დაავადებებისა და კიბოს ზოგიერთი სახეობისგან იცავს.

გარდა ამისა, კაკო შეიცავს ცილას, კალციუმს, კაროტინს, თიამინს, რიბოფლავინს, გოგირდს – ყველა მათგანს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 91 92 93 94 95
Page 93 of 95