ჩეხმა მეცნიერებმა ადამიანის მოქმედი ფილტვის მოდელი შექმნეს, რომელიც ასთმისა და სხვა ქრონიკული დაავადებების სიმულირებისა და მკურნალობისთვის იქნება გამოყენებული.
Brno University of Technology-ის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ფილტვის მექანიკურ- კომპიუტერული მოდელი მედიკოსებს მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში დაეხმარება.
ის ასევე შეიძლება გამოიყენონ, როგორც განვითარებადი საინჰალაციო პრეპარატების რეფერენტული მოდელი.
„აღნიშნული მოდელი გვჩვენებს, მოხვდება თუ არა ინჰალირებული პრეპარატი იმ მონაკვეთში, სადაც საჭიროა,“ – განაცხადა მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელმა მიროსლავ ჯიჩამ.
მეცნიერთა გუნდი ფიქრობს, რომ მოდელი დატესტვის ევროპული სტანდარტი გახდება. გუნდმა „ფილტვის“ მოდელირებისთვის სამი პატენტი მიიღო.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”