close

მედიცინა

მედიცინა

Pepsi – გამაგრილებელ სასმელში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს

კომპანია Pepsi-მ  გამაგრილებელ სასმელში შაქრის დონის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გზით კომპანია ცდილობს, სიმსუქნისა და კლიმატის ცვლილების პრობლემას შეებრძოლოს.
ნიუ იურკში დაფუძნებული კომპანიამ ორშაბათს განაცხადა, რომ 2025 წლისთვის მის მიერ წარმოებული სასმელის ორი მესამედი ყოველ 12 უნციაზე (1 უნცია= 28,34952 გ) მხოლოდ 100 კალორიის შემცველობა ექნება.
Pepsi-ს ეს ნაბიჯი იმ ზეწოლის შედეგია, რასაც ჯანდაცვის ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კომპანიასა და მის კონკურეmნტ „კოკა-კოლაზე“ ახორციელებენ, რაც სიმსუქნისა და დიაბეტის ეპიდემიის გავრცელებაში მათ დადანაშაულებაში გამოიხატება.
„პეპსი“ აცხადებს, რომ მისი ახალი გლობალური მიზანი წინა მიზანთან შედარებით, რაც 2020 წლისთვის გარკვეულ სასმელში შაქრის 25 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებდა, გაცილებით უფრო ამბიციურია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე კვირის წინ შაქრიან სასმელზე გადასახადის დაწესების რეკომენდაცია გასცა. საფრნგეთმა და მექსიკამ ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, ასეთი გადასახადი უკვე დააწესეს. თუმცა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიები ჯანმოს ამ რეკომენდაციას არ ეთანხმებიან.
მიუხედავად სახელწოდებისა, „პეპსის“ 63 მილიარდიანი წლიური შემოსავავლიდან კოლაზე მხოლოდ 12 პროცენტი მოდის. შემოსავლეის 25 პროცენტი გაზიან სასმელ Mountain Dew-ზე,  ხოლო დანარჩენი – წყლებზე, წვენებსა და საკვებზე.

წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ტომოგრაფია განვითარების ახალ ეტაპზე

მკვლევარმა ჰარვარდის უნივერისტეტიდან  განაცხადა,რომ განზრახული აქვს შეიმუშაოს ტვინის პორტატული მოწყობილობა . ასეთი მოწყობილობა მიმაგრებული იქნება  პაციენტის შუბლზე რომელიც გამოიყენება ინფრაწითელი  განათების სკანირებისთვის. ეს გამოგონება საშუალებას იძლევა ყოველდღე დააკვირდეს ტვინის მოქმედებას. ასეთი მოწყობილობა სასარგებლო იქნება ნეიროინტერფეისის შესაქმნელად რომელიც გამოიყენება ელექტრონული მოწყობილობების მართვაში.  ინფრაწითელი LED განათება შეისწავლის ტალღებს რომლის სიგრძეც 650-950 ნანომეტრია. ასეთი გრძელი ტალღების შეღწევით შეიძლება წარმოქმნან ტვინის ძვლებთან შეხებით რამოდენიმე სანტიმეტრის სიღრმეში.ინფრაწითელი შუქის წყალობით მოწყობილობას შეუძლია დაადგინოს ჟანგბადის სატურაცია ტვინის სხვადასხვა ნაწილში.სატურაცია – ეს არის სისხლის ჟანგბადით გაჯერება და ჰომოდინამიკური რეაქცია – სისხლის ნაკადის სისწრაფის ცვლა და მისი მოცულობის ცვლა ტვინის სხვადასხვა ნაწილებში რომელიც ამ აქტიურობაზეა დამოკიდებული. ყველაზე აქტიური ტვინის ნაწილი ამუშავებს დიდი რაოდენობით ტვინს მოკლე დროში, შესაბამისად ჟანგბადის სატურაცია (more…)

სრულად ნახვა
მედიცინა

ჩინეთში ცხოველებსა და ადამიანებში შემაშფოთებელი გენი აღმოაჩინეს

მკვლევარებმა ჩინეთში ადამიანებსა და ღორებში ახალი გენი აღმოაჩინეს, რომელიც ბაქტერიებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულს ხდის.

მეცნიერებმა აღმოჩენა შეაფასეს, როგორც “შემაშფოთებელი” და polymyxins-ის კლასის ანტიბიოტიკების შეზღუდვის, ხოლო არასაჭირო გამოყენების შემთხვევაში სასწრაფოდ შეწყვეტის რეკომენდაცია გასცეს.

(more…)

სრულად ნახვა
1 94 95 96
Page 96 of 96