close

ფიზიკა

განათლებასაქართველოფიზიკა

გელა პატაშური – პირველკურსელი ფიზიკოსის საერთაშორისო წარმატებები და მასწავლებლობასთან შეთავსებული სტუდენტობა 

გელა პატაშური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია, რომელიც GePhO-ს  (Georgian Physics Olympiad) ერთ-ერთი დამფუძნებელი, მმართველი გახლავთ  და ფიზიკის დარგში უკვე საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორიცაა.  დღეს სწავლასთან ერთად გელა ძალიან ბევრ პროექტსა თუ  საქმიანობაშია ჩართული, რომელთა შესახებაც ის თავად გვიამბობს.

 -გელა, საზოგადოებამ ახლოს „ინოვაციური ონლაინ პროექტის“ ფარგლებში გაგიცნო, სადაც  ფიზიკის მოწვეული პედაგოგი ხარ,  გვიამბე შენი პროფესიული საქმიანობის შესახებ.

-„ინოვაციური ონლაინ პროექტი“ ერთ-ერთი ამერიკელი ბიზნესმენის საკმაოდ  მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოში, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა და გვთავაზობს სასწავლო ვიდეოლექციებს, რომლებიც გამოირჩევა თავისი ორიგინალური „გამჭვირვალე დაფით“, რითიც საკითხების გაგება მსმენელისთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში არსებულ სკოლებში ტექნიკური საგნებს არ ექცევა საკმარისი ყურადღება და ამ პროქტის მიზანი სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის ხელის შეწყობაა და მეც, ჩემი მხრიდან, ვცდილობ, საკუთარი წვლილი შევიტანო ამ საქმეში.

პარალელურად, ვეკუას სკოლაში საოლიმპიადო ფიზიკის წრის, ხოლო კომაროვის სკოლაში საოლიმპიადო ასტრონომიისა და ასტროფიზიკის წრის მასწავლებელი ვარ, მართალია, რთულია, ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას სხვებს ვუზიარებ და ვეხმარები წარმატების მიღწევაში. ამის გარდა, თავადაც დიდ გამოცდილებას ვიღებ, ვსწავლობ ლაპარაკს, ჩემი აზრის გამოხატვას, ვეჩვევი სწორად მეტყველებას და ბავშვების დასმული კითხვების საშუალებით ფიზიკის საკითხებში უფრო ღრმად ვიხედები. უნივერსიტეტის პირველ კურსზე არის საკითხები, რაც უკვე ვიცი და ლექციებზე სიარული აღარ მიწევს, ამიტომ წელს შედარებით მეტი დრო მრჩება ამ ყველაფრისთვის.

-გარდა იმისა, რომ ბევრ საერთაშორისო ოლიმპიადაზე გვასახელე, ასევე – თარგმნე სავჩენკოს წიგნი „ამოცანები ფიზიკაში“, თარგმნის პროცესი კიდევ უფრო სხვა ცოდნასა და მიდგომებს მოითხოვს, რამ გადაგაწყვეტინა ეს ნაბიჯი გადაგედგა?

-კომაროვში ეროვნული და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას ვიწყებთ სავჩენკოს წიგნით. ამ წიგნით ვსწავლობთ საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებს, რაც სიღრმისეულად გვარკვევს ფიზიკის მოვლენების მოქმედების პრინციპში და მის გამომწვევ მიზეზებში, მაგრამ ბავშვების უმეტესობამ რუსული არ იცის, რის გამოც, დამოუკიდებლად რთულია სავჩენკოს ამოცანების გაკეთება. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ბავშვებს რომ არც უჭირდეთ რუსული, აუცილებელია, რომ  ასეთი მნიშვნელოვანი წიგნი ქართულადაც იყოს ნათარგმნი, სწორედ ამიტომ წელს მთელი ზაფხულის განმავლობაში ვთარგმნიდი ამ წიგნს და ვამუშავებდი დიზაინს. წიგნის საწყისი თავები ქუთაისში რაზმაძეს სახელობის სკოლაში უკვე ნათარგმნი ჰქონდათ, დიდი ნაწილი კი მე ვთარგმნე და ბოლოს, როცა ძალიან გადავიღალე ექვსკაციანი ჯგუფი შევქმენი ჩემი კომაროველი მეგობრებისგან და ერთობლივი ძალით მთელი მასალა წარმატებით ითარგმნა. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ძალიან დაეხმარება ბავშვებსა თუ მასწავლებლებს და გაუადვილებს მათ სწავლების პროცესს.

-ფიზიკა არცთუ ისე ხშირად არის ბავშვების საყვარელი საგანი, მოგვიყევი, როდის დაინტერესდი პირველად ამ სფეროთი და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

– ბავშვობაში ვზარმაცობდი და სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, სანამ მეექვსე კლასში ფეხი არ  მოვიტეხე და რამდენიმე თვე სახლში მომიწია ყოფნა. ამ პერიოდში  წიგნების კითხვა დავიწყე, რამაც მთლიანად მომწყვიტა ჩემს ძველ ცხოვრებას და ცნობისმოყვარეობა გამიღვივა. ეს ინტერესი იმდენად ძლიერი  იყო, რომ მთლიანად მავიწყებდა გარშემომყოფებს, ერთადერთი, რასაც აზრი ეძლეოდა იყო სამყაროს არსზე, ადამიანთა რაობასა და ღმერთის არსებობა-არარსებობაზე ფიქრი. სკოლაში ფიზიკის სწავლა მერვე კლასში დავიწყეთ, კარგად მახსოვს პირველი ფიზიკის გაკვეთილი.  მასწავლებელი ხსნიდა რა საკითხებს შეისწავლიდა ფიზიკა, მე კი გაკვირვებისგან თავს ვეღარ ვიკავებდი, ვიგრძენი რიმ მზად ვიყავი ამ საკითხებზე ფიქრისთვის ცხოვრება მიმეძღვნა. გაკვეთილი რომ დამთავრდა – უკვე მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი ფიზიკოსობა. იმის მერე დღე არ გასულა, რომ ფიზიკა არ მემეცადინა. მეცხრე კლასში კომაროვში ჩავაბრე. ამ სკოლამ ფიზიკის მაღალ დონეზე სწავლასთან ერთად, საშუალება მომცა საერთაშორისო ოლიმპიადებზეც მიმეღო მონაწილეობა, სადაც უამრავი ჩემნაირად დაინტერესებული ბავშვი აღმოვაჩინე და დიდი გამოცდილება მივიღე – როგორც პროფესიულად, ისე ცხოვრებისეულად.

  სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა შემოქმედი მეცნიერი დავდგე, რომელიც არ დასჯერდება უბრალოდ ცოდნას, არამედ იფიქრებს თანამედროვე გადაუჭრელ საკითხებზე, რომელიც იფიქრებს აღმოჩენებზე და დატოვებს თავის კვალს კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ეს არის ჩემი სამომავლო პროფესია და ეს არის ჩემი სამომავლო მიზანი.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწატექნოლოგიებიფიზიკა

ჰოკინგი: ,,დედამიწას განადგურება ემუქრება, მისი ალტერნატივა ალფა კენტავრია”

 ,,კაცობრიობა უახლოეს 600 წელიწადში დედამიწას გაანადგურებს,”- ამს შესახებ ცნობილმა პროფესორმა – სტივენ ჰოკინგმა პეკინში გამართულ ,,Tencent WE Summit-ზე“ განაცხადა.

ცნობილი ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და ენერგიაზე გაზრდილი მოითხოვნა კატასტროფას გამოიწვევს და დედამიწა ავარვარებულ ცეცხლოვან ბურთად გადაიქცევა.

ჰოკინგის თქმით, კაცობრიობამ უნდა დაიწყოს დედამიწის ალტერნატივის ძებნა. ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით საუკეთესო კანდიდატია ,,ალფა კენტავრი“.

ბრიტანელი კოსმოლოგი, რომელსაც 21 წლის ასაკში მოტონეირონის დიაგნოზი დაუსვეს, Breakthrough Starshot-ის პროექტს უჭერს მხარს. პროექტის მიზანი ალფა კენტავრიზე ნანოკრაფტის გაგზავნაა.

,,ამ ინოვაციის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვექნება სისტემა, რომლითაც შესაძლებელი იქნება მარსზე საათზე ნაკლებ დროში, პლუტონზე რამდენიმე დღეში, ალფა კენტავრიზე კი 20 წელიწადში მისვლა. 

ალფა კენტავრის ვარსკვლავი დედამიწიდან 25 ტრილიონი მილით (4.37  სინათლის წლითაა) დაშორებული. თანამედროვე უსწრაფეს კოსმოსურ ხომალდს იქამდე მისაღწევად დაახლოებით 30,000 წელი დასჭირდება.

ასტრონომები მიიჩნევენ, რომ ალფა კენტავრის სამვარსკვლავიან სისტემაში დედამიწის მსგავსი პლანეტის არსებობის შესაძლებლობაა.

სტივენ ჰოკინგს სხვადასხვა შინაარსის გამაფრთხილებელი განცხადება არაერთხელ გაუკეთებია. ლისაბონში გამართულ სამიტზე – 2017 Web Summit-ი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60 000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, ჰოკინგმა განაცხადა, რომ კაცობრიობა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის დაძლევა მოახერხოს, რათა შეწყდეს რობოტების მიერ ადამიანების ჩანაცვლება. თუმცა, ფიზიკოსი ხელოვნური ინტელექტის დადებით მხარეებსაც არ უარყოფს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი საფრთხეს უქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს, მისი გამოყენება ასევე მსოფლიოს კეთილდღეობისთვისაცაა შესაძლებელი, მაგალითად: სხვადასხვა დაავადებისა და სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ჰოკინგის თქმით, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმაში, რომ თანამედროვე და მომავალი თაობა მეცნიერების შესწავლაში სრულად ჩაერთოს.

,,ვიმედოვნებთ, რომ ეს კაცობრიობისთვის უკეთესი სამყაროს შექმნას შეუწყობს ხელს,” – აცხადებს ჰოკინგი.

წყარო:  Dailymail

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმსოფლიოფიზიკა

ელვა და ჭექა-ქუხილი –  მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღები და სინათლე დააწყვილეს

შეერთებული შტატებისა და ევროპის მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების გამოვლენა, ჭავლები სივრცესა და დროში, რომელიც ალბერტ აინშტეინის მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები,  იმავე  კოსმოსური მოვლენისგან მომავალ სინათლესთან დააწყვილეს. 

ტალღები, რომლებიც დაახლოებით 130 მილიონი წლის წინ ორი ძალიან მკვრივი ნეიტრონის ვარსკვლავის შეჯახებამ გამოიწვია, პირველად აგვისტოში ვაშინგტონის, ლუიზიანას  და იტალიაში – ლაზერული ინტერფერომეტრიის გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიებში გამოავლინეს.

ორი წამის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ობსერვატორიაში სამხრეთ ცის იმავე ნაწილისგან, იმავე წყაროდან ელექტრომაგნიტური ტალღა, ე.წ. გამასხივები გამოვლინდა.

„წარმოიდგინეთ, რომ გრავიტაციული ტალღები ჭექა-ქუხილის მსგავსია. ჩვენ მისი ხმა მანამდეც გაგონილი გვქონდა, ახლა კი პირველად შევძელით ელვის ხილვაც,“ – განაცხადა Harvard-Smithsonian-ის ასტრიფიზიკის ცენტრის ასტრონავტმა ფილიპ კუპერსვეითმა.

დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ ვარსკვლავების შერწყმის შედეგად კოსმოსში ოქროს, პლატინისა და სხვა მძიმე ლითონების ნამქერი გაჩნდა, რაც ამყარებს თეორიას იმის შესახებ, რომ ამ მეტალების წყარო სწორედ ასეთი კატაკლიზმური მოვლენებია.

ორი წლის წინ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ლაბორატორიებში მუშაობისას მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს გრავიტაციული ტალღები.

გრავიტაციული ტალღების არსებობა საუკუნის წინ ალბერტ აინშტაინმა იწინასწარმეტყველა. აღმოჩენა მეცნიერებმა იმ მომენტს შეადარეს, როცა გალილეომ ტელესკოპში გაიხედა.

გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა მეცნიერებისთვის გარღვევაა. ის იძლევა კოსმოსის ახლებურად კვლევისა და მასზე გაცილებით დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

ტალღების აღმოსაჩენად მეცნიერები 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინსტრუმენტს, ლაზერულ ინტერფერომეტრულ გრავიტაციულ-ტალღურ ობსერვატორიას (LIGO) იყენებდნენ. მეცნიერთა ნაწილი ამბობს, რომ ეს დაახლოებით იმავე მასშტაბის მოვლენაა, რაც 2012 წელს ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა იყო, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის უფრო დიდია.

 

წყარო: http://www.reuters.com  

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოაფიზიკაქიმია

საწყისი ელემენტები, რომლისგანაც სამყარო არის აგებული

 ადამიანს უძველესი დროიდან აინტერესებდა, რა საწყისი ელემენტებისაგან არის აგებული სამყარო. ძველბერძნულ ფილოსოფიაში ჩამოყალიბდა სამყაროს შემადგენელი უმცირესი ელემენტის ცნება, თუმცა წარმოდგენები მის შესახებ სხვადასხვაგვარი იყო.

მონისტური მიდგომის თანახმად, სამყაროში არსებული საგნების თავისებურებას განაპირობებს ერთი ძირითადი სუბსტანცია – ელემენტი; თალესს ასეთად მიაჩნდა წყალი, ანაქსიმანდრეს – ჰაერი და ა.შ. პლურალისტური მიდგომა რამდენიმე ელემენტს აღიარებდა. მაგალითად, ემპედოკლე მიიჩნევდა, რომ ყველაფრის საწყისია ოთხი ელემენტი – ჰაერი, ცეცხლი, წყალი და მიწა; საგნების ბუნებას ამ ელემენტთა პროპორცია და ურთიერთგანლაგება განაპირობებს; მათი კომბინაცია იცვლება, მაგრამ თვითონ ეს ელემენტები – არა. პლატონისა და არისტოტელეს მიხედვით, დაშვებულია მეხუთე საწყისი ელემენტის არსებობაც. ატომისტები მიიჩნევდნენ, რომ საგნები შედგება დაუყოფელი ელემენტებისაგან, ატომებისაგან, რომელთა შეგრძნება ან დანახვა შეუძლებელია (ძველბერძნულად „ატომი“ ნიშნავს „დაუყოფელს“). დემოკრიტე მიიჩნევდა, რომ ატომებს აქვთ სხვადასხვა ფორმა, ისინი მოძრაობენ, ურთიერთქმედებენ და მათი ურთიერთგანლაგება განსაზღვრავს საგნის მახასიათებლებს. არისტოტელე მიუთითებდა რამდენიმე წინააღმდეგობაზე ამ თეორიაში; თუ ატომებს აქვთ ფორმა და ზომა, მაშინ ისინი ვერ იქნებიან დაუყოფელი; თუ ატომები წარმოადგენენ მათემატიკურ წერტილებს ნულოვანი ზომით, მათი ერთობლიობა ვერ მოგვცემს არანულოვანი ზომის საგანს; თუ ატომებს შორის სიცარიელეა, გარემო ვერ გაუწევს წინააღმდეგობას სივრცეში მოძრავ სხეულს და სხეული უსასრულოდ იმოძრავებს.

 ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიდგომა სამყაროს საწყის ელემენტთა ძიებასთან დაკავშირებით საფუძველში მართებულია, მაგრამ დეტალებში – მცდარი. მათ მიერ საწყის ელემენტებად მიჩნეული მიწა, ჰაერი და ა. შ., თანამედროვე მეცნიერების მიხედვით, თვითონ შედგება ქიმიური ელემენტებისაგან, ანუ ატომებისაგან. მაგალითად, სუფთა წყალი (წყლის მოლეკულა H2O) შედგება ორი ქიმიური ელემენტის – ჟანგბადისა და წყალბადის ატომებისაგან, ჰაერი – აზოტის, ჟანგბადის, ნახშირბადისა და სხვა მინარევებისაგან. დედამიწის ქერქი შეიცავს 90-ზე მეტ ბუნებრივად წარმოქმნილ ქიმიურ ელემენტს. ისევე როგორც ასოებისაგან იქმნება ათასობით სიტყვა, ატომების შეერთებით იქმნება უამრავი სხვადასხვა მოლეკულა. თავის მხრივ, მოლეკულა ნივთიერების (მაგალითად, წყლის) თავისებურების განმსაზღვრელი უმცირესი ნაწილია. ასეულობით წლის განმავლობაში ატომი დაუყოფელ უმცირეს ნაწილაკად იყო მიჩნეული, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ ატომს რთული სტრუქტურა აქვს, ის უფრო მცირე ნაწილაკებისაგან შედგება. ატომის ცენტრში მოთავსებულია მკვრივი ბირთვი, რომელშიც თავმოყრილია ატომის მასის ძირითადი ნაწილი. ბირთვი შედგება ელემენტარული ნაწილაკებისაგან – პროტონებისა და ნეიტრონებისაგან; პროტონები დადებითადაა დამუხტული და მათი ერთობლიობა ატომის ბირთვის დადებით მუხტს ქმნის, ნეიტრონი კი ნეიტრალურია. ატომის გარე შრეებში ბრუნავს ძალზე მცირე და მსუბუქი უარყოფითი ელექტრული მუხტის მქონე ნაწილაკები – ელექტრონები. მათ ბრუნვას ატომის ბირთვის გარშემო განაპირობებს საწინააღმდეგო ნიშნის მუხტების ურთიერთმიზიდულობა. რაც უფრო მეტი პროტონია ბირთვში, მით მეტია მისი ელექტრული მუხტი და, შესაბამისად, მეტ ელექტრონს შეუძლია თანამგზავრის მსგავსად ბირთვის გარშემო იმოძრაოს. ელექტრონის მოძრაობის კოორდინატების განსაზღვრა ძალიან რთულია. ატომს არა აქვს მკაფიოდ გამოხატული გარესაზღვრები, მაგრამ მისი ზომის განსაზღვრა შესაძლებელია მეზობელი ატომების ბირთვებს შორის არსებული მანძილით. ატომის ზომის სიმცირის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად შეიძლება ასეთი თვალსაჩინო მაგალითის მოყვანა: საღებავი, რომლითაც ნაბეჭდ ტექსტში წერტილია გამოსახული, შეიცავს ნახშირბადის ას მილიარდ ატომს; ატომი რომ დავინახოთ, წერტილის მასშტაბი 100 მეტრის დიამეტრის მქონე წრემდე უნდა გაიზარდოს. ატომის ბირთვსა და მის გარშემო მბრუნავ ელექტრონებს შორის არის „ცარიელი“ სივრცე, მაგრამ ეს პირობითი სიცარიელეა, ეს სივრცე შევსებულია ძლიერი ელექტრული და მაგნიტური ველებით, ამიტომ ატომის შიგნით შეღწევა ძალიან რთულია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიფიზიკაფილოსოფიაფრაზები

ალბერტ აინშტაინი ცხოვრების ფილოსოფიის შესახებ

,,სამყაროში ყველაფერი ენერგიაა. ენერგია უდევს საფუძვლად ყოველივეს. თუკი აეწყობით იმ რეალობის ენერგეტიკულ სიხშირეზე, რომელიც თქვენთვის გსურთ, სწორედ იმას მიიღებთ, რაც ჩაიფიქრეთ.
ეს ფილოსოფია არაა, ფიზიკაა.”

ალბერტ აინშტაინი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიფიზიკაქიმია

პროტონი კიდევ უფრო მსუბუქია, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ

 ახალი მეცნიერული აღმოჩენის თანახმად, პროტონი, ატომის ნაწილაკი, ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე აქამდე ვსწავლობდით და გვეგონა.

პროტონი კილოგრამის მემილიარდედ-მემილიადედ-მემილიარდედია და, რა თქმა უნდა, მისი ჩვეულებრივი საზომებით აწონვა შეუძლებელია. მაგრამ, მეცნიერება ვითარდებდა და, ბოლო პერიოდში, ფიზიკოსებმა ამ პრობლემის მოხსნაზე დაიწყეს ზრუნვა, შექმნეს მოწყობილობა, რომელშიც ერთიანდება ელექტრული და მაგნიტური ველები, რაც აუცილებელია პროტონის ასაწონად. ამ მოწყობილებას პენინგის მახე ჰქვია.

ამ მოწყობილობით ,,იჭერენ” პროტონს და სიხშირეების გაზომვის საფუძველზე, მასის გამოთვლა ხდება შესაძლებელი.

ბუნებრივია, ექსპერიმენტი შესაძლოა არ იყოს იდეალური, რადგან ეს ურთულესი პროცესია. მეცნიერების მტკიცებით, ცდომილებაც მცირე უნდა იყოს.

ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ მისი მასა 1,007276466583 ატომური მასის ერთეულია.

ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები ზუსტი პასუხის მისაღებად. გერმანელი მეცნიერები კვლავ განაგრძობენ მუშაობას, რათა მიღებულ შედეგებში ფარული ცდომილება არ იყოს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ფიზიკაქიმია

პროტონი კიდევ უფრო მსუბუქია, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ

 ახალი მეცნიერული აღმოჩენის თანახმად, პროტონი, ატომის ნაწილაკი, ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე აქამდე ვსწავლობდით და გვეგონა.

პროტონი კილოგრამის მემილიარდედ-მემილიადედ-მემილიარდედია და, რა თქმა უნდა, მისი ჩვეულებრივი საზომებით აწონვა შეუძლებელია. მაგრამ, მეცნიერება ვითარდებდა და, ბოლო პერიოდში, ფიზიკოსებმა ამ პრობლემის მოხსნაზე დაიწყეს ზრუნვა, შექმნეს მოწყობილობა, რომელშიც ერთიანდება ელექტრული და მაგნიტური ველები, რაც აუცილებელია პროტონის ასაწონად. ამ მოწყობილებას პენინგის მახე ჰქვია.

ამ მოწყობილობით ,,იჭერენ” პროტონს და სიხშირეების გაზომვის საფუძველზე, მასის გამოთვლა ხდება შესაძლებელი.

ბუნებრივია, ექსპერიმენტი შესაძლოა არ იყოს იდეალური, რადგან ეს ურთულესი პროცესია. მეცნიერების მტკიცებით, ცდომილებაც მცირე უნდა იყოს.

ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ მისი მასა 1,007276466583 ატომური მასის ერთეულია.

ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები ზუსტი პასუხის მისაღებად. გერმანელი მეცნიერები კვლავ განაგრძობენ მუშაობას, რათა მიღებულ შედეგებში ფარული ცდომილება არ იყოს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიფიზიკაქიმია

პროტონი კიდევ უფრო მსუბუქია, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ

 ახალი მეცნიერული აღმოჩენის თანახმად, პროტონი, ატომის ნაწილაკი, ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე აქამდე ვსწავლობდით და გვეგონა.

პროტონი კილოგრამის მემილიარდედ-მემილიადედ-მემილიარდედია და, რა თქმა უნდა, მისი ჩვეულებრივი საზომებით აწონვა შეუძლებელია. მაგრამ, მეცნიერება ვითარდებდა და, ბოლო პერიოდში, ფიზიკოსებმა ამ პრობლემის მოხსნაზე დაიწყეს ზრუნვა, შექმნეს მოწყობილობა, რომელშიც ერთიანდება ელექტრული და მაგნიტური ველები, რაც აუცილებელია პროტონის ასაწონად. ამ მოწყობილებას პენინგის მახე ჰქვია.

ამ მოწყობილობით ,,იჭერენ” პროტონს და სიხშირეების გაზომვის საფუძველზე, მასის გამოთვლა ხდება შესაძლებელი.

ბუნებრივია, ექსპერიმენტი შესაძლოა არ იყოს იდეალური, რადგან ეს ურთულესი პროცესია. მეცნიერების მტკიცებით, ცდომილებაც მცირე უნდა იყოს.

ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ მისი მასა 1,007276466583 ატომური მასის ერთეულია.

ჯერ არ დასრულებულა ექსპერიმენტები ზუსტი პასუხის მისაღებად. გერმანელი მეცნიერები კვლავ განაგრძობენ მუშაობას, რათა მიღებულ შედეგებში ფარული ცდომილება არ იყოს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიფიზიკაქიმია

ფიზიკოსები: ერთ-ერთ ძალას, რომელიც სამყაროს აკავშირებს, მისი დაშლაც შეუძლია

აღმოჩნდა, რომ იმ ძალას, რომელიც მოლეკულებს ერთმანეთთან აკავშირებს, გამანადგურებელი ზეგავლენის მოხდენაც შეუძლია.

ძალები, რომლებსაც მეცნიერები  ვან-დერ-ვაალის ძალებს უწოდებენ, იმ შემთხვევაში უკუქმედებენ, როცა მოლეკულების ჯგუფები ზეწოლას განიცდიან. ახალი კვლევის თანახმად, ასეთი ცვლილება შესაძლოა რეალურ სამყაროში მაშინ მოხდეს, როცა მოლეკულები თავისუფლად ეჯახებიან ერთმანეთს. ეს არის იდეა, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ჩვენს დამოკიდებულებაზე ცილის დაკეცვიდან ნანოტექნოლოგიამდე.

იმ მოდელზე განხორციელებული დაკვირვებით, რომელიც ასახიერებს, თუ როგორ პოლარიზდებიან ნაწილაკების ელექტრონები გარკვეული პირობებში, და შემდეგ ექსპერიმენტის შედეგების შედარებით, მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ვან-დერ-ვაალის ძალები ატომებს ერთმანეთთან აკავშირებს.  თუმცა  აღმოჩნდა, რომ რეალობა ცოტა უფრო რთულია. თუკი ელექტრონებს უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებად განვიხილავთ, რომლებიც პოზიტიურად დამუხტული ბირთვის გარშემო მოძრაობენ. როცა ისინი გადაადგილდებიან, ისინი ხშირად ატომის გარშემო უფრო მეტ ადგილს იკავებენ.

ამას ელექტრონის დამუხტვის სიმკვრივეს უწოდებენ.

მოლეკულებს, რომლებსაც შეუსაბამო ზომა აქვთ, როგორიცაა წყალი მისი პატარა წყალბადის ატომებითა და ჟანგბადით, შუსაძლოა დაუბალანსებელი ურყევი კონკურენტული ბრძოლა ჰქონდეთ საერთო ელექტრონებთან, რაც მოლეკულების გარშემო ამგვარ დაჯგუფებას იწვევს.

გაითვალისწინეთ, რომ ერთი და იმავე  მუხტის ნაწილაკებს ერთმანეთზე რეპრესიული ეფექტი გააჩნიათ, ელექტრონები, რომლებიც შეჯგუფდებიან, მოლეკულის ამ ნაწილს უფრო უარყოფითად აქცევენ, ამიტომ ისინი სხვა მოლეკულების ზონებისკენ მიემართებიან, რომლებიც უფრო პოზიტიურია.

ამ თავისუფალი შეკავშირების გამო ხდება ის, რომ H2O- ს მოლეკულები უფრო მეტად მიისწრაფიან ერთმანეთთან შესაერთებლად, რაც თხევად ზედაპირს  მაღალი ზედაპირის დაძაბულობას ანიჭებს. ურყევი კონკურენტული ბრძოლის ნაცვლად ერთად შეკრული ელექრტრონები ახლომდებარე ატომის ელექტრონებს უბიძგებენ, რის შედეგადაც სწრაფი კავშირი წარმოიქმნება.

ქიმიური შეკავშირების სხვა ფორმებთან შედარებით, მათ შორის წყალბადის შეკავშირება, ვან დერ ვალის ძალები არ არიან ისეთი ძლიერი და მოლეკულების  ერთმანეთთან შედარებით ახლოს ყოფნას ჭირდებათ.

მჭიდროდ დაკავშირებულმა მოლეკულებმა შესაძლოა თავიანთი ელექტრონის დამუხტვის სიმკვრივე შეცვალონ, რამაც შესაძლოა მოლეკულების ერთმანეთისგან განზიდვა გამოიწვიოს.

ვან-დერ-ვაალის ძალების მოდელების უმრავლესობა დაფუძნებულია მოლეკულების თავისუფალ სივრცში ურთიერთქმედებაზე.  მკვლევარებს სურდათ გაეგოთ, არის თუ არა ელექტრონების იგივე განლაგება უარმყოფელი სხვა პირობების შემთხვევაშიც.

მეცნიერებმა დრუდის ოსილატორიად წოდებული  მოდელი გამოიყენეს, რათა დაეხასიათებინათ მერყევი მუხტის სიმკვრივე შეზღუდულ სივრცეში ნაწილაკების გარშემო. აღმოჩნდა, რომ მოკლე მანძილზე მდებარე მოლეკულებს შორის არსებული გამწევი ძალა შესაძლოა ზოგჯერ შემთხვევით ბიძგებად იქცეს მაშინაც კი, როცა ისინი ერთად შემჭირდოვებული არ არიან.

ვან-დერ-ვაალის ძალები ერთობლივი შემაკავშირებლებია, განსაკუთრებით კი კომპლექსურ ქიმიაში, რომელიც ისეთ მრავალფეროვან მოლეკულებს მოიცავს, როგორიცაა – ჩვენი უჯრედები.

ის, რომ ძალებს ზოჯერ მიწოლა შეუძლიათ, მხოლოდ აკადემიურად საინტერესო არაა. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ახალი მედიკამენტების განვითარებასა და გამტკნარების ტექნოლოგიაზე.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიფიზიკა

სტივენ ჰოკინგი: ადამიანებმა დედამიწა უნდა დატოვონ

ცნობილი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი აცხადებს, რომ ადამიანებს 100 წელი აქვთ დედამიწის დასატოვებლად. მისი შეფასებით, კაცობრიობის არსებობის შესანარჩუნებლად სხვა პლანეტაზე ახალი საცხოვრებლის პოვნაა.
,,თუ კაცობრიობას სურს კიდევ მილიონი წელი იცხოვროს, ჩვენი მომავალი გადის იქ, სადაც ჯერ არავინ წასულა”, – განაცხადა ჰოკინგმა ნორვეგიაში ტრენინიმის ფესტივალზე გამოსვლისას.
კერძოდ, ჰოკინგმა განაცხადა, რომ 2020 წლისთვის მთვარეზე კიდევ ერთი დაჯდომა უნდა განხორციელდეს, მომავალი 30 წლის მანძილზე უნდა აშენდეს მთვარის ბაზა, რათა 2025 წლისთვის ადამიანის მარსზე გაგზავნა მოხერხდეს. „დროა, სხვა მზის სისტემა მოვძებნოთ. ეს შესაძლოა ერთადერთი რამ იყოს, რასაც შეუძლია საკუთარი თავისგან დაგვიცვას. დარწმუნებული ვარ, ადამიანებმა დედამიწა უნდა დატოვონ,“ – განაცხადა ჰოკინგმა.
მთვარეზე ადამიანის გასაგზავნად ემზადებიან: აშშ, ჩინეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა. კერძო კოსმოსური სააგენტოები კი, მათ ორის SpaceX-ი, მიიჩნევს, რომ რომ მთვარე ტურისტული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველია, ვიდრე როგორც მუდმივი საცხოვრებელი.
წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნეირთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6
Page 5 of 6