close

სამართალი

გამოგონება - ინოვაციამსოფლიოპოლიტიკასამართალისამხედროტექნოლოგიები

,,იარაღის ჩამოტვირთვის ხანა ოფიციალურად იწყება” – 3Dბეჭდვა ბრუნდება

,,იარაღის 3Dბეჭდვის პროექტი ინტერნეტში ბრუნდება”, – ამის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მიიღო.

პირველი 3D პრინტერზე დაბეჭდილი ცეცხლსასროლი იარაღი 2013 წელს შეიქმნა. პროცესი ინტერნეტში გაავრცელეს და ის 100,000-ჯერ იქნა ჩამოტვირთული. აშშ-ს მთავრობამ ფაილების ხელმისაწვდომობის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ ირღვეოდა იარაღის საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ კანონი, რომელიც არეგულირებს, რომელი სამხედრო მასალის ექსპორტია დასაშვები.

ორგანიზაცია ,,Defense Distributed-მა”, რომელიც იარაღის ფლობის უფლების დაცვის მიზნით შეიქმნა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ეს მკაცრი ზომა გაასაჩივრა და შედეგსაც მიაღწია. CAD (ავტომატიზირებული პროექტირება) ფაილები, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ ხდება იარაღის 3D ბეჭდვა, ინტერნეტში 1-ელ აგვისტოს დაბრუნდება, აღნიშნულია ,,Defense Distributed-მა” საკუთარ ვებგვერდზე. ,,იარაღის ჩამოტვირთვის ხანა ოფიციალურად იწყება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

3D პრინტერზე დაბეჭდილი პირველი პისტოლეტი – The Liberator კოდი უილსონმა შექმნა. ,,ლიბერატორი” მსოფლიოში პირველი პისტოლეტია, რომლის თითქმის ყველა დეტალი სამგანზომილებიან პრინტერზეა ამობეჭდილი სპეციალური პლასტიკის გამოყენებით და მას ერთი 9 მმ კალიბრის ტყვიის გასროლა შეუძლია. ამერიკელი გამომგონებლის პრინტერზე ამობეჭდილი პისტოლეტის ყველა დეტალი გამძლე პლასტიკისგან არის დამზადებული, რომელთა  აღმოჩენა მეტალოდეტექტორს არ შეუძლია, რაც ტერორისტს საშუალებას მისცემს, ის თვითმფრინავშიც შეიტანოს. ვაზნების ფარულად შეტანა თვითმფრინავში შედარებით ადვილია, თუკი ისინი სხვა მეტალის ნივთებშია შენიღბული.
კოდი უილსონმა პრინტერზე დაბეჭდილი თავისი “უჩინარი” ,,განმათავისუფლებელი” 6 მაისს წარუდგინა საზოგადოებას ინტერნეტში.

აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. მათი განმარტებით, მსგავსი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა ბაზარზე ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობას უკონტროლოს გახდის და კრიმინოგენულ ვითარებასაც გააუარესებს.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკასამართალისაქართველო

გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა კანონი საქართველოსა და მაღრიბის ქვეყნების (ალჟირი, მაროკო და ტუნისი) უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად აღიარების შესახებ.
ახალი რეგულაციის მიზანია ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადების შემცირება, ვინაიდან ეს ის ქვეყნებია, რომელთა მოქალაქეებთან მიმართებაში თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული დადებითი გადაწყვეტილებების მაჩვენებლები ძალიან დაბალია. ამავე ცნობის თანახმად, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების საერთო რაოდენობის მხოლოდ    0,6 % კმაყოფილდება.
დაკმაყოფილებული განაცხადების დაბალი მაჩვენებელი და გერმანიის მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შესახებ, ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით მიიჩნევა ქვეყანად, სადაც სახელმწიფოს  მხრიდან მოქალაქეების შევიწროვებას ადგილი არ აქვს და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.
გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო აქტი იქნება მკაფიო სიგნალი ამ ქვეყნებიდან შემოსული და ასევე წამოსვლის მსურველთათვის, რომელთაც საერთაშორისო დაცვის მიღების პერსპექტივა არ აქვთ, რომ მათ დიდი ალბათობით უკან გამგზავრება მოუწევთ წარმოშობის ქვეყანაში. ახალი რეგულაციის თანახმად, საგრძნობლად დაჩქარდება თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადები, რაც გერმანიის ფედერალური მთავრობის გათვლით, არსებითად შეამცირებს განმცხადებელთა რაოდენობას ამ ქვეყნებიდან.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პროცედურის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტი საჭიროებს ბუნდესთაგის და ბუნდესრატის (ფედერალური მიწების საბჭოს) თანხმობას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასამართალისაქართველო

„დასტურლამალი“ – კონსტიტუციური აზროვნება მე-17 საუკუნის საქართველოში

ოფიციალურ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს XVII საუკუნის პირველ ნახევარში, ვახტანგ VI-ის მიერ შედგენილი „დასტურლამალი“. ამ აქტის საშუალებით, ხდებოდა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების სფეროში აღმოცენებული ურთიერთობების რეგულირება. „დასტურლამალის” ტექსტი საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ ჯერ კიდევ დავითისა და თამარის დროს და უფრო ადრეც – არსებობდა ცალკეული ხასიათის სახელმწიფო სამართლებრივი აქტები.

„დასტურლამალი“ მხოლოდ სახელმწიფოს მართვა-გამგეობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. ამით კარგად ჩანს მისი ძირითადი, კონსტიტუციური მნიშვნელობა, რის დასტურადაც შეიძლება მოვიყვანოთ ივანე ჯავახიშვილის სიტყვები: „დასტურლამალის” შექმნით, ვახტანგ VI-მ მართლმსაჯულება და მართვა-გამგეობა კვლავ ერთმანეთისაგან განსაზღვრა და სახელმწიფო სამართალსაც „დასტურლამალის” შექმნით მტკიცე საფუძველი დაუდო: „ამიერითგან სახელმწიფომართვა-გამგეობის გარკვეული წესი იყო დამყარებული და მისი რყევა და დარღვევა ასე იოლი აღარიქნებოდა“ [1. 66]. ძეგლში აღწერილია სასახლის ეტიკეტი, სასახლის მოხელეების ფუნქციები, აუდიენციები, სასამართლო ხელისუფლების დახასიათება და სხვა.

ამავე პერიოდის კონსტიტუციური აზროვნების შესანიშნავი ნიმუშია ტახტის მემკვიდრის, დავითის, მიერ შედგენილი კანონები, რომელთაგან ზოგიერთი სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საკითხებს შეეხება.

სამწუხაროდ, რუსული მმართველობის დამკვიდრებამ და ასევე ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლამ გამორიცხა ამ აქტების პრაქტიკულად მიღება და მათი მოქმედების რაიმე შესაძლებლობა.

 

წყარო:  http://www.nplg.gov.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასამართალისაქართველო

საბროკერო კომპანიებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

კაპიტალის ბაზრის რეფორმის და ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანიების მარეგულირებელი ორი ახალი წესი – ,,საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი” და ,,მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესი” შეიმუშავა. 
აღნიშნული რეგულაციების მიზანი სექტორში არსებული საშუამავლო მომსახურების სტანდარტის ამაღლება,  არსებული და პოტენციური ინვესტორების ინტერესების დაცვა და მათ მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაა.
აღსანიშნავია, რომ დადგენილი მოთხოვნები სრულად პასუხობენ სექტორში არსებულ გამოწვევებს და ამასთან, ასახავენ ევროკავშირის დირექტივების, ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOSCO) და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის (ESMA) რეგულაციების პრინციპებს.
საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის მიხედვით, გაიზარდა და დაიხვეწა საბროკერო კომპანიების სალიცენზიო მოთხოვნები, განისაზღვრა საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები, ასევე მოთხოვნები უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალის მიმართ.  საბროკერო კომპანიებს დამატებით განესაზღვრათ მოთხოვნები კლიენტების სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ადმინისტრირებასა და განკარგვასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნული აქტივების დამატებითი კონტროლის მექანიზმები და საბროკერო კომპანიის მოვალეობები კლიენტებთან ურთიერთობისას. დაწესდა სპეციფიური მოთხოვნები პროგრამული უზრუნველყოფის, სავაჭრო პლატფორმების, სისტემების, რესურსების, ინფორმაციული უსაფრთხოების, ასევე ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პოლიტიკებისა და პროცედურების, მათი მონიტორინგისა და შიდა კონტროლის მექანიზმების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ახლადამოქმედებულმა რეგულაციამ ჩაანაცვლა “საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის შესახებ” წესი.
რაც შეეხება, მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესს, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვის წინ ე.წ. ფორექსსაქმიანობა დაექვემდებარა ეროვნული ბანკის რეგულირებას და დღეს ეს საქმიანობა განიხილება საბროკერო კომპანიის ლიცენზიის შემადგენელ ნაწილად, საჭირო გახდა აღნიშნული სეგმენტისთვის დამახასიათებელი განსხვავებული რეგულაციის შექმნა. აღსანიშნავია, რომ ფორექსსაქმიანობა გამოირჩევა მაღალი ფინანსური, საოპერაციო და რეპუტაციული რისკებით.
შემუშავებული წესის მიზანია მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით (კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე, იგივე CFD, ბინარული ოფციონები) ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიებისთვის დამატებითი პრუდენციული მოთხოვნების დაწესება.  
დოკუმენტის შესაბამისად, საბროკერო კომპანიებს დაუწესდათ სხვადასხვა სახის შეზღუდვა და, ამავე დროს, დაეკისრათ საოპერაციო-და ბიზნესპროცესების თანმიმდევრული შესრულების ვალდებულება. აიკრძალა საცალო კლიენტებისთვის ბინარული ოფციონების შეთავაზება და მიყიდვა, ასევე, შეიზღუდა საკრედიტო მხარე CFD-ებით ვაჭრობისას. რისკიანი პროდუქტებით კლიენტებთან პოზიციონირებისას აუცილებელი გახდა გარკვეული სტანდარტების დაცვა, კერძოდ: კლიენტთან ურთიერთობისას და პროდუქტის რეკლამირებისას სავალდებულო გახდა პროდუქტებთან დაკავშირებული რისკების გამჟღავნება, დაწესდა ხელშეკრულების პირობების მინიმალური სტანდარტი, საცალო კლიენტებისთვის აიკრძალა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ფულადი ან არაფულადი წახალისებების (ბონუსი და მსგავსი შინაარსის პროდუქტები) შეთავაზება.
კომპანიებს, რომლებიც წარმოადგენენ მხარეს ფორექსპლატფორმაზე ვაჭრობისას და თავად ევაჭრებიან კლიენტებს, განესაზღვრათ დამატებითი მოთხოვნები ლიკვიდურობის თვალსაზრისით და დაუწესდათ შესაბამისი ლიმიტები.
ახალი წესების დამტკიცებას წინ უძღოდა კონსულტაციები საერთაშორისო ექსპერტებთან და საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებთან. პროექტების საბოლოო ვერსიებში გაზიარებულია ყველა საგულისხმო და მნიშვნელოვანი მოსაზრება.
წესების შესრულება სავალდებულოა ყველა ლიცენზირებული საბროკერო კომპანიისთვის, თუმცა გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეებიდან გამომდინარე, მოქმედ საბროკერო კომპანიებს განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რომლის ფარგლებშიც დაევალათ საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოასამართალისაქართველო

წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და დატყვევება 2000 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარეული ცხოველების/ფრინველების უკანონო ყიდვა-გაყიდვისა და მათი დატყვევების ფაქტების გამოვლენის მიზნით კონტროლს ახორციელებს – წითელი ნუსხით დაცული სახეობების ყიდვა-გაყიდვა და დატყვევება 2000 ლარით დაჯარიმდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდგომ, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა (ფრინველთა) მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

რაც შეეხება, იმ სახეობებს, რომლებიც არ არის შეტანილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ – მათი  უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის, მისი დერივატის ან მისგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს ცხელი ხაზი – 153, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ შეტყობინება ამ და სხვა ტიპის  გარემოსდაცვითი დანაშაულის შესახებ და მიიღონ ინფორმაცია, მათთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
სამართალისაქართველო

14 ივნისი შშმ პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღეა

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნება.
ყოველწლიურად, ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით, პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბარი მაინც საჭირო ხდება. მიუხედავად გარკვეული დადებითი ნაბიჯებისა, სახელმწიფო კვლავაც ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებასა და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.

ქვეყანაში მნიშნელოვანი პრობლემები არსებობს როგორც სფეროს საკანონმდებლო მოწესრიგების, ასევე არსებული რეგულაციების აღსრულების მიმართულებით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოასამართალისაქართველო

ონლაინსესხების აღება შესაძლოა გარკვეული კატეგორიის პირებს შეეზღუდოს

საფინანსო სექტორი ონლაინსესხების აწყობილი ბაზრის შენარჩუნებას ითხოვს, თუმცა გარკვეული რეგულირებით. ინფორმაციას GBC-ი ავრცელებს

მ/ო „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე ამბობს, რომ მარეგულირებელთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არ ჩამოიშალოს გამართული ონლაინსესხების ბაზარი, რამდენიმე ურჩი და პრობლემური მსესხებლის გამო.

არჩილ ბაკურაძის თქმით, საფინანსო სექტორი მთავრობას სთავაზობს სწრაფი მსესხებლების კატეგორიებად დიფერენცირებას და ახალ რეგულაციას, რომლითაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებული პირები, პენსიონერები და ,,კრედიტ ინფოს” მონაცემთა ბაზაში ნეგატიური ისტორიის მქონე პირებს ავტომატურად შეეზღუდოს წვდომა სწრაფ სესხებზე. ამავე დროს, უნდა შენარჩუნდეს გამარტივებულად სესხის აღება მათთვის, ვისაც სესხს გააზრებულად იღებს და მისი მომსახურებაც შეუძლია.

მიკროსაფინანსო სექტორი მარეგულირებელთან პრუდენციული ნორმების შემსუბუქებაზეც საუბრობს.

არჩილ ბაკურაძე მიიჩნევს, რომ კაპიტალის და ლიკვიდობის გამკაცრებული მოთხოვნები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საქმიანობას შეუზღუდავს, რაც კაპიტალის ბაზარზეც აისახება, რომლის განვითარებითაც მთავრობა გამკაცრებული ზედამხედველობით მიღებული შედეგების დაბალანსებას ელის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოპოლიტიკასამართალი

1500-მდე დაკარგულ იმიგრანტ ბავშვზე აშშ პასუხიმგებლობას არ იღებს

აშშ-ის ადამიანური და ჯანმრთელობის სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტივენ უაგნერი, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს CNN-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ, ლტოლვილთა დასახლების ოფისის პროგრამების ფარგლებში, 1500-მდე იმიგრანტი ბავშვი განათავსეს დროებით თავშესაფრებში, რომლებთანაც ახლო კონტაქტი აქვთ ე.წ სპონსორებს. ამ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მედიაში გავრცელდა მოსაზრება, რომ აშშ-ის საზღვართან ბავშვების უმეტესობას მშობლებს ძალადობრიად აცილებდნენ.

თავშესაფარში დარჩენის დროის ამოწურვის შემდეგ, ბავშვები იმ ადამიანებთან ნაწილდებიან ოჯახში, რომელთაც ახლო ურთიერთობები აქვთ თავშესაფარში მცხოვრებლებთან ამ პერიოდის განმავლობაში (სპონსორი). ის შეიძლება იყოს ბავშვის მშობელიც კი, ან ახლო ნათესავი, თუმცა, უაგნერის განცხადებით, ზოგიერთი ბავშვი არანათესაურ კავშირში მყოფ პიროვნებებთანაც იგზავნება საცხოვრებლად.

2017 წლის ოქტომბერსა და დეკემბერს შორის პერიოდში, თავშესაფრებში სულ 7635 ბავშვი ირიცხებოდა, თუმცა, ლტოლვილთა განსახლების დეპარტამენტმა 1475 ბავშვის შესახებ ვერ მოახერხა კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება მათი ადგილმდებარეობისა და სტატუსსის მომთხოვნი ორგანოსთვის. 28 ახალგაზრდა კი თავშესაფრიდან გაიქცა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ის არ არის დაკარგულ ბავშვებზე სამართლებრივად პასუხისმგებელი, როდესაც ბავშვები თავშესაფარს ტოვებენ და ენიჭებათ ახალი სტატუსი. შესაბამისი მონიტორინგისა და კონტროლისათვის დეპარტამენტს ბევრად მეტი ფინანსური, ადამიანური და მატერიალური რესურსი დასჭირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური სპონსორები წინასწარგაწერილი პროტოკოლის მიხედვით ფასდებიან, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ტრეფიკინგისა და სხვა მძიმე დანაშაულის რისკები, ზოგიერთის შეხედულებით, ეს პრაქტიკა არ არის საკმარისი იმიგრანტი ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

წყარო: CNN.COM

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოამსოფლიოსამართალი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბიტკოინის ფასის შესაძლო მანიპულირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის ფასის შესაძლო მანიპულირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც გამოცემა ,,Bloomberg-ი“ იუწყება, გამოძიება ეხება უკანონო პრაქტიკას, რაც ზეგავლენას ახდენს ფასზე, მათ შორის სპუფინგს ანუ ბაზარზე ყალბი შეკვეთების განთავსებას – სხვა მოვაჭრეების მოტყუების მიზნით.

ბაზრის ზოგიერთი მოთამაშე მიიჩნევს, რომ გავრცელებულია კრიპტომანიპულაცია. შარშან ბლოგერმა მონიშნა (flagged) ,,სპუფის” მოქმედებები, მოვაჭრე ან მოვაჭრეთა ჯგუფი, რომელმაც, სავარაუდოდ, 1 მილიონი ყალბი შეკვეთა განათავსა.

,,Bloomberg-ის“ მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ბიტკოინის ფასის დაცემა მოყვა.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის  ფასმა გასულ წელს 20 000 აშშ დოლარს მიაღწია, 2018 წლის დასაწყისში კი, მისი ფასი 1 000 აშშ დოლარამდე დაეცა. აპრილში კრიპტოვალუტამ Bitfinex-ზე 8,5 ათასი დოლარის ზღვარი გადალახა.

 ასევე, გაიზარდა სხვა ციფრული ვალუტების ფასი: Ethereum + 6,27%, 592,4 დოლარამდე, Ripple + 16,68%, 0,87 დოლარამდე, Bitcoin Cash 17,24%-ით 1,129 დოლარამდე, IOTA 11,56%-ით 1,95 დოლარამდე.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
სამართალისაქართველო

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 28-ე კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

სექტემბერში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია საქართველოში გაიმართება. საქართველოს 53 ქვეყნის დელეგატი ესტუმრება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესამსახურის ცნობით, ეს გადაწყვეტილება პარიზში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს.

„ეს არის აღიარება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველო სამხრეთ კავკასიაში, ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და ჩართულია გლობალურ და რეგიონულ პროცესებში და სულ უფრო ხშირად ჩნდება ასპარეზზე, როგორც აქტიური მონაწილე. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ სავაჭრო ურთიერთობებში მიაღწიოს კიდევ უფრო მეტ პროგრესს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა პარიზში გამართულ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

წყარო: imedinews

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 7
Page 3 of 7