close

სამართალი

მედიცინამსოფლიოსამართალი

,,თუ მკურნალს შემოაკვდა ავადმყოფი ან დაუშრიტა თვალი, მას უნდა მოაჭრან მკლავი“ – ძველი მესოპოტამია

ძველი მესოპოტამიის სამედიცინო ტექსტების უმრავლესობა აღმოჩენილია ასურეთის დედაქალაქის – აშურის მახლობლად, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს და თარიღდება ძვ.წ. II-I ათასწლეულით.

ყოველი მათგანი შედგენილია გარკვეული ნიმუშის მიხედვით და იწყება სიტყვებით: ,,თუ ადამიანი ავადაა“ და მთავრდება სიტყვებით -,,.ის გამოჯანმრთელდება“. ჩვ. წელთაღრიცხვამდე XI-VI საუკუნეების ტექსტებში აღნიშნულია კასტრაციის  შესახებ, რომელსაც სპეციალურად განსწავლული ადამიანები ატარებდნენ. ეს ტექსტები ასევე შეიცავს ცნობებს ექიმი ქალის, რომელიც კურნავდა ქალურ დაავადებებს და თვალის  ექიმის.შესახებ.

მსოფლიოს უძელესი კანონმდებლობა ბაბილონის მეფის, ჰამურაბის (1792-1750 ძვ.წ.) სახელთანაა დაკავშირებული, რომლის დროსაც ბაბილონის სამეფომ უდიდეს განვითარებას მიაღწია. ჰამურაბი არამეულ ენაზე ნიშნავს ,,მეფე-მკურნალს“. ,,ჰამურაბის კანონები“ 2.25 მეტრის ბაზალტის ბოძზეა (ლუვრი) ამოტვიფრული და განეკუთვნება ჩვ. წელთაღრიცხვამდე XVII საუკუნეს.

კანონები შედგება პროლოგისგან, საკუთრივ კანონებისგან (282 პარაგრაფი) და ეპილოგისგან. იგი წარმოადგენს ძველი მესოპოტამიის ყველაზე მნიშვნელოვან სამართლებრივ ძეგლს, რომელშიც გარკვეული ადგილი უჭირავს სამედიცინო სამართლის საკითხებსაც. როგორც ტექსტიდან ირკვევა, ამ პერიოდში მკურნალს მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, რაც აიხსნებოდა მისი პროფესიის დიდი რისკით. წარუმატებელი მკურნალობის შემთხვევაში, ისინი მკაცრად ისჯებოდნენ. ამის შესახებ კანონებში ვკითხულობთ:

,,თუ მკურნალს შემოაკვდა ავადმყოფი ან დაუშრიტა თვალი, მას უნდა მოაჭრან მკლავი“.

მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ძველი მესოპოტამიის კულტურამ დიდი გავლენა მოახდინა სამეცნიერო ცოდნის განვითარებაზე მთელ წინა აზიაში, სადაც ასევე წარმატებით ვრცელდებოდა დიდი მესოპოტამიური სამედიცინო გამოცდილება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოსამართალიტრანსპორტი

საუდის არაბეთში ქალებს მართვის უფლება მიეცემათ

 ,,საუდის არაბეთში ქალებს მართვის უფლება მიეცემათ” – ამ ინფორმაციას BBC საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ქალებს მანქანის მართვას უკრძალავს, ამის გამო, ქალებს აჯარიმებდნენ და აპატიმრებდნენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ  უფლებადამცველი ჯგუფები წლებია ამ პოლიტიკის შესაცვლელად იბრძვიან.

მეფე სალმანის განკარგულებით, ცვლილება, სავარაუდოდ, 2018 წლის ივნისში შევა ძალაში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამართალი

პოლიცია დრონებს ეჭვმიტანილების ძებნისთვის გამოიყენებს

 მაღალტექნოლოგიური დრონების პარკი შესაძლოა პოლიციის, სახანძრო ბრიგადებისა და სასაზღვრო ძალების გადაუდებელ დახმარებად იქცეს.

ბრიტანეთში უპილოტო საჰაერო ძალების საშუალებით დახმარებას აღმოუჩინენ უგზოუკვლოდ დაკარგულ ადამიანებსა, ინადირებენ ეჭვმიტანილებზე, დახმარებას აღმოუჩენენ წყალდიდობის ან ხანძრის მსხვერპლებს და მოახდენენ გადაუდებელი  სამედიცინო აღჭურვილობის ტრანსპორტირებას.

Bluelight Air Support- ის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული სიახლის დანერგვა იგეგმება, მნიშვნელოვნად გაზრდის დაზვერვის შესაძლებლობებს და პოლიციის ვერტმფრენებს ისეთ კრიტიკულ ამოცანებზე ფოკუსირებისგან გაათავისუფლებს, როგორიცაა ტერორიზმის ადგილებში ოფიცრების ტრანსპორტირება.

,,ტექნოლოგია არსებობს და მას ყოველდღიურად იყენებენ სამხედრო სამსახურში,” – იტყობინება გამოცემა “The Mail-“ი” სანდო წყაროზე დაყრდნობით. ,,დრონებს შესაძლოა ბევრი ფუნქცია დაემატოს. აღსანიშნავია, რომ ისინი გაცილებით იაფია, ვიდრე ვერტმფრენები. თუმცა ჩნდება ერთი კითხვა : არსებობს თუ არა იმის სურვილი, რომ ვერტმფრენები დრონებით ჩაანაცვლონ,“ – აცხადებს „The Mail-ი” წყარო.

ერთწლიან საპილოტე პროექტს ბრიტანეთის პოლიციის ინოვაციურმა ფონდმა 120,000 ფუნტი სტერლინგი გამოუყო.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
განათლებამსოფლიოსამართალისაქართველო

თსუ-ის გუნდების წარმატება საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდში მიიღეს მონაწილეობა. თსუ გუნდის წევრმა – მარიამ ბეჟანიშვილმა შეჯიბრის საუკეთესო გამომსვლელის ტიტული დაიმსახურა. მისი გამოსვლა ჟიურის წევრებმა უმაღლესი ქულებით შეაფასეს, რის შედეგადაც მარიამი ინდივიდუალურ გამომსვლელთა საერთო რეიტინგის სათავეში მოხვდა, როგორც იმიტირებულ პროცესში მსხვერპლთა წარმომადგენელი.  
თსუ-ის გუნდის სხვა წევრები იყვნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები:გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ბაიძე და დავით ჯავახიშვილი, ხოლო გუნდის მწრთვნელი იურიდიული  ფაკულტეტის  საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასისტენტი საბა ფიფია.
იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდი 2017 წლის მაისში ქ. ჰააგაში (ნიდერლანდებში) გაიმართა და მასში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან  64 უნივერსიტეტის  გუნდი  იღებდა  მონაწილეობას.

ამავე პერიოდში ქ. ჰააგაში ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ასამდე გუნდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 4 თამაში ჩაატარა, აქედან 3 თამაში (ფინეთთან, თურქეთთან და საფრანგეთთან) თსუ სტუდენტების გამარჯვებით დასრულდა. თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შევიდა საუკეთესო ზეპირი არგუმენტაციის მქონე 10 გუნდში. გუნდი შედგებოდა 5 წევრისგან:თამთა შამათავა, ნანა ყურაშვილი, გვანცა ელგენდაშვილი, ნიკა ივანიძე და თამთა ზაალიშვილი (მწვრთნელი).

 

წყარო: TSU.GE

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასამართალისაქართველო

დეკრეტული შვებულება მამებისთვის და საქართველო

 ალბათ ბევრ თქვენგანს არც სმენია, რომ საქართველოში მამაკაცებს დეკრეტული შვებულების აღების უფლება აქვთ და ამ უფლებით რამდენიმე ერთეულმა ისარგებლა კიდეც. თუმცა, საერთო ფონი მაინც სტერეოტიპულია და ბევრი დამსაქმებელი იმდენად წარმოუდგენლად მიიჩნევს დასაქმებული მამაკაცის დეკრეტულ შვებულებაში გაშვებას, რომ რიგი საჩივრებისა ომბუდსმენის აპარატამდე აღწევს.

საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებით, ოჯახში მთავარი მზრუნველი – დედა, შემომტანი  კი – მამაა. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ქალბატონები სახლში რჩებიან ახალშობილის მოსავლელად, მამაკაცები კი კვლავ განაგრძობენ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნვას.

,,საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებები 2013 წლის 27 სექტემბერს შევიდა, თუმცა, სავარაუდოდ, არცთუ ისე  ფართო კამპანიის წყალობით, დღემდე ბევრმა არ იცის, რომ შეუძლია გამოიყენოს თავისი წილი დეკრეტული შვებულება და წვლილი შეიტანოს ახალშობილის აღზრდა-მზრუნველობაში.  კანონის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ახლა უკვე მამაკაცებსაც ბიუჯეტიდან უნაზღაურდებათ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ  შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა 1000 ლარს არ აღემატება.

 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე გამოეყოფა მშობელს, თუმცა, აქვე ისიც აღსანიშნავია,რომ, კანონის მიხედვით, არ შეიძლება ერთდროულად ორივე მშობელი  იმყოფებოდეს შვებულებაში. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. ​

აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების დღიდან სამ წელზე მეტი გავიდა, თუმცა დეკრეტული შვებულებით მოსარგებლე მამაკაცთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. ზოგადად კი, ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია, რადგანაც  სტატისტიკა არც არსებობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ  საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ მონაცემებში არ კონკრეტდება, დეკრეტული შვებულებით რომელი სქესის წარმომადგენელმა ისარგებლა. თუმცა კონკრეტული მონაცემების არქონის შემთხვევაშიც ნათელია, რომ  საქართველოში დეკრეტში თითქმის ყოველთვის  ქალი გადის.

არადა, მსოფლიოს მასშტაბით, ამ ტიპის  შვებულებით მრავალი მამაკაცი სარგებლობს და ეს ჩვეულებრივი, მისაღები ,,ტონია“.

 პირველი ქვეყანა, რომელმაც მამებს დეკრეტული შვებულების გამოყენების საშუალება, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, მისცა – ნორვეგიაა.

მოგვიანებით კი, იგივე კანონი დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამაც მიიღო. ამ ქვეყნებში იმის გარანტია აქვთ დეკრეტულ შვებულებაში გასულ მამაკაცებს, რომ სამსახურს კვლავ იმავე პოზიციით დაუბრუნდებიან. გარდა ამისა, ამ ტიპის შვებულების აღება ორივე მშობელს შეუძლია 1 წლის ვადით და თანაც ერთდროულად.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ და კიდევ უამრავ ქვეყანაში, სადაც მსგავსი წესი არსებობს, დეკრეტში გასულ მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა თითქმის თანაბარია.

ალბათ საინტერესოა, რა მიზეზი შეიძლება დასახელდეს საქართველოში ამ ტიპის კანონის შემოღების ნაკლებპოპულარულობის ასახსნელად?

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი ამ საკითხზე დიდი ხანია მუშაობს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ  შრომის კოდექსში შეტანილი ნორმა არის ალტერნატიული ხასიათის, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულება  მშობლებმა შეიძლება გამოიყენონ ორსულობის და მშობიარობისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ბავშვის მოვლა არ უკავშირდება სქესის ნიშნით შეზღუდვას.

ამ კუთხით არაერთი კამპანია მიმდინარეობს, რათა საოჯახო აღზრდა გულისხმობდეს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მამაკაცისა და ქალის საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

საზოგადოებაში დეკრეტული შვებულების აღება  ქალის უფლებად უფრო აღიქმება ვიდრე მამაკაცისა, ამას ადასტურებს ,,თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ დეკრეტული შვებულებით სარგებლობის შემთხვევებზე ჩატარებულ კვლევაში.

 გიორგი ბეჟანიშვილი იმ ერთეულთაგანია, რომელმაც დეკრეტული შვებულება მოითხოვა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო პირველი წარმატებული შემთხვევა, როდესაც მამაკაცი დაინტერესდა, რამდენად ჰქონდა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, რომ ბავშვის მოვლის მიზნით შვებულება აეღო.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოვლენილი გარკვეული წინააღმდეგობის შემდეგ, მან მოახერხა კუთვნილი შვებულებიდან თვე-ნახევარი გამოეყენებინა.

იმის გამო, რომ მეუღლეს სამსახურში გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მან გადაწყვიტა  ბავშვის გაზრდაში საკუთარი წვლილი შეეტანა და სწორედ ამ ფორმას მიმართა.

თავდაპირველად გიორგი ბეჟანიშვილმა, დეკრეტული შვებულების მოთხოვნით, თელავის უნივერსიტეტს მიმართა განცხადებით.  სანამ გიორგი დეკრეტულ შვებულებას მოითხოვდა, მანამდე იურისტებს, შემდეგ კი სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.

 ,,შვებულების აღება ძალიან გამიჭირდა, ინფორმაცია არ არსებობდა. მუდმივად ვრეკავდი აქეთ-იქით. დამსაქმებლებისგან თავიდან უცნაური, შემდეგ კი პოზიტიური დამოკიდებულება წამოვიდა, რადგან სახალხო დამცველის აპარატი მეხმარებოდა და მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობა არასწორი იქნებოდა.

ვისაც მსგავსი სურვილი აქვს, ვურჩევდი, მიმართოს იურისტებს ან სახალხო დამცველის აპარატს და დაეხმარებიან. ნუ შეშინდებიან დაცინვის გამო. საზოგადოებას აუცილებლად ექნება სხვადსხვა რეაქცია. მზად იყვნენ ამისთვის და ყველაფერი კარგად იქნება,“-აცხადებს გიორგი.

ზოგადად, შრომის კოდექსის გაუთვალისწინებლობის ხშირი პრობლემის წინაშე რომ დგას სახელმწიფო, ეს ბოლო მოვლენებმა განსაკუთრებულად გამოკვეთა. დეკრეტული შვებულების, ორსულებსა და მშობიარობის შემდგომ – დედებზე, არგაცემის საჩივრები კი ომბუდსმენის აპარატამდე ხშირად აღწევს. ცხადია, რომ დამსაქმებლები თავად ვერ ერკვევიან შრომის კოდექსში არსებულ ჩანაწერებში, მაგრამ თავად დასაქმებულებიც რომ არ ეცნობიან თავიან უფლებებს – ეს მეორე, კიდევ უფრო დიდი უკიდურესობაა.

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაპოლიტიკასამართალისაქართველო

კონსტიტუციონალიზმის მოკლე ისტორია საქართველოში

 საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია იწყება მე-20 საუკუნეში, როდესაც 1918 წლის 26მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება. საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წლის თებერვალში იქნა მიღებული დამფუძნებელი კრების მიერ. მიუხედავად იმისა რომ ამ კონსტიტუციამ მხოლოდ 4 დღე იმოქმედა, იგი ძალიან დიდი მნიშვნელობის აქტია, ვინაიდან მან მმართველობის ფორმად აღიარა დემოკრატიული რესპუბლიკა.

რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ საქართველოში ოთხი კონსტიტუცია მოქმედებდა. 1922 წელს მიღებულ იქნა პირველი საბჭოთა კონსტიტუცია, რომელმაც გააუქმა კერძო საკუთრება და შეზღუდა საარჩევნო უფლებები. 1927 წლის 4 აპრილს მიღებულ იქნა რიგით მეორე კონსტიტუცია. კონსიტუციით სახელმწიფოს გამგებლობას არ განეკუთვნებოდა საგარეო, საზღვაო და თავდაცვის საკითხები. განისაზღვრა აჭარისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურობის საკითხი. აფხაზეთი შევიდა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.

  1997 წელს 13 თებერვალს მიიღეს მესამე საბჭოთა კონსტიტუცია, რომელიც მოიცავდა მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებებს და მათ შორის საარჩევნო უფლებას.

  1978 წლის 15 აპრილს მიიღეს მეოთხე კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციით განსაზღვრული იყო მუშების, გლეხების და ინტელიგენციის ინტერესები.

1990 წლის 28 ოქტომბერს პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა 1978 წლის კონსტიტუციაში და ახლებურად განსაზღვრა სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურა. კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა სიტყვები: საბჭოთა, სოციალისტური, რომელიც აღიარებდა კომუნისტური პარტიის წარმმართველ ძალას.

რაც შეეხება ქვეყნის მთავარი კანონის დღევანდელ სახეს – ის 1995 წელს შევიდა ძალაში – საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
სამართალისაქართველო

ვინ შეიძლება გახდეს ნაფიცი მსაჯული და რა ფუნქცია აქვს ამ ინსტიტუტს?

 საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება აქვს განიხილოს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეები, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე. იმისთვის, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, აუცილებელია,  ორივე მხარის – ბრალდებისა და დაცვის მხარის თანხმობა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თავისებურება ისაა, რომ განხილვაში მონაწილეობენ პირები, რომელთაც იურიდიული განათლება არ აქვთ და არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ, პრობლემის თავიდან ასაცილებლად, სამართლებრივ საკითხებზე მას დახმარებას უწევს მოსამართლე. მსაჯულები მხოლოდ ფაქტეს აფასებენ და კენჭისყრის საფუძელზე გამოაქვთ გადაწყვეტილება პირის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობის შესახებ.

სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა აირჩევა საარჩევნო სიიდან. საქმის განხილვაში მონაწილეობს 12 ნაფიცი მსაჯული.

მოქალაქეს, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს სასამართლოში როგორც ნაფიცმა მსაჯულმა, კანონმდებლობა უყენებს გარკვეულ მოთხოვნებს. კერძოდ:

ის შეყვანილი უნდა იყოს ამომრჩეველთა ერთიან სიაში;

უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა;

ცხოვრობდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს პროცესი;

არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული და ფსიქიკური შესაძლებლობები.

ნაფიცი მსაჯული ვერ იქნება პოლიციელი,  გამომძიებელი, სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირი, სასულიერო პირი, ბრადებული, პირი, რომელიც განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილეა, პირი, რომელიც ირიცხება საქართელოს შეიარაღებულ ძალებში. პირს არ უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის. არ უნდა იყოს ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, იურისტი.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნეირთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასამართალი

სახელმწიფოს იძულების გამოყენების უფლება აქვს

 

სახელმწიფოს აქვს საყოველთაოდ აღიარებული და განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს იძულება მოსახლეობის მიმართ.

რას გულისხმობს ცნება იძულება? აიძულო – ნიშნავს, ადამიანები მიმართო ერთობლივი მოქმედებისკენ თვისუფალი არჩევანის შეზღუდვის გზით. ერთობლივი მოქმედების სტიმულირების ალტერნატიული საშუალება დარწმუნებაა. დაარწმუნო – ნიშნავს, ადამიანები მიმართო ერთობლივი მოქმედებისაკენ მათი არჩევანის გაფართოების გზით.

იძულებას ცუდი რეპუტაცია აქვს, იმიტომ რომ ზოგიერთის აზრით, ადამიანს საშუალება უნდა ჰქონდეს, აკეთოს ის, რაც სურს. გარდა ამისა, იძულება ძალაუფლების ფლობას გულისხმობს, ჩვენ კი მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გვაქვს. მეორე მხრივ, მოძრაობის წესები – რომ მარჯვენა ზოლზე უნდა ვიმოძრაოთ და წითელ შუქზე უნდა გავაჩეროთ – ერთდოულად, როგორც გვაიძულებენ, ასევე აფართოებენ ჩვენს თავისუფლებას. თავისუფლება გვეზრდება, იმიტომ რომ იძულება სხვებზეც ვრცელდება. დანიშნულების ადგილს სწრაფად და უსაფრთხოდ იმიტომ ვაღწევთ, რომ „იძულებულები“ ვართ, მოძრაობის წესები დავიცვათ. ვაღწევთ უფრო მეტ თავისუფლებას – არჩევნის უფრო ფართო შესაძლებლობებს – თუ ვეგუებით ჩვენი თვისუფლების შეზღუდვებს.

 

წყარო:  Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

ევროკომისიამ ,,Google-ი” 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის, ევროკომისიამ კომპანია ,,Google-ი” 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.

კომისიის თქმით, კორპორაცია ბოროტად იყენებს საძიებო სისტემების ბაზარზე დომინანტურ პოზიციას. როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, ,,გუგლმა” საძიებო სისტემაში საქონლისა და მომსახურებების შედეგების ჩვენება ისე მოაწყო, რომ კორპორაციის კომერციული პარტნიორები სიის პირველ გვერდზე ხვდებოდნენ.

„ის, რაც Google-მა გააკეთა, არ შეესაბამება ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ნორმებს. ის სხვა კომპანიებს კონკურენციის შანსს არ აძლევდა. და რაც ყველაზე მთავარია, მან ევროპელ მომხმარებლებს მომსახურების არჩევის უფლება წაართვა,“ – განაცხადა მარგრეტ ვესტაგერმა, ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში.

ევროკომისიის განცხადებით, უკანონო ქმედების გამო, სერვის Google Shopping-ზე მოთხოვნა დიდ ბრიტანეთში 45-ჯერ გაიზარდა, გერმანიაში – 35-ჯერ, საფრანგეთში – 19-ჯერ, ნიდერლანდებში 29-ჯერ, ესპანეთში – 17-ჯერ, იტალიაში – 14-ჯერ.

სიტუაციის გამოსასწორებლად ,,Google-ს” 90 დღე მიეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობელი კომპანია ,,Google-Alphabet-ის” საშუალოდღიური ბრუნვის 5%-ის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოსამართალიტექნოლოგიები

ევროკომისიამ ,,Google-ი” 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის, ევროკომისიამ კომპანია ,,Google-ი” 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.

კომისიის თქმით, კორპორაცია ბოროტად იყენებს საძიებო სისტემების ბაზარზე დომინანტურ პოზიციას. როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, ,,გუგლმა” საძიებო სისტემაში საქონლისა და მომსახურებების შედეგების ჩვენება ისე მოაწყო, რომ კორპორაციის კომერციული პარტნიორები სიის პირველ გვერდზე ხვდებოდნენ.

„ის, რაც Google-მა გააკეთა, არ შეესაბამება ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ნორმებს. ის სხვა კომპანიებს კონკურენციის შანსს არ აძლევდა. და რაც ყველაზე მთავარია, მან ევროპელ მომხმარებლებს მომსახურების არჩევის უფლება წაართვა,“ – განაცხადა მარგრეტ ვესტაგერმა, ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში.

ევროკომისიის განცხადებით, უკანონო ქმედების გამო, სერვის Google Shopping-ზე მოთხოვნა დიდ ბრიტანეთში 45-ჯერ გაიზარდა, გერმანიაში – 35-ჯერ, საფრანგეთში – 19-ჯერ, ნიდერლანდებში 29-ჯერ, ესპანეთში – 17-ჯერ, იტალიაში – 14-ჯერ.

სიტუაციის გამოსასწორებლად ,,Google-ს” 90 დღე მიეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობელი კომპანია ,,Google-Alphabet-ის” საშუალოდღიური ბრუნვის 5%-ის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.

 

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7
Page 6 of 7