close

სამართალი

ეს საინტერესოასამართალი

ბავშვთა უფლებები და სტატუსი შუა საუკუნეებში

შუა საუკუნეებში მრვალშვილიანი ოჯახები მრავლად იყო, სადაც ბავშვებზე ზრუნვა მშობლების მოვალეობას წარმოადგენდა, ამას ეკლესია მკაცრად აკონტროლებდა. შეძლებულ ოჯახებში ბავშვებს 6-7 წლის ასაკამდე ძიძები ზრდიდნენ. შემდეგ სახლში კერძო მასწავლებლები ასწავლინდნე ან ბავშვები სკოლაში მიჰყავდათ. სკოლები მონასტრებთან არსებობდა, სადაც ძირითადად ბერები ლათინურ ენაზე საღვთისმეტყველო საგნებს ასწავლიდნენ. იქ მკაცრი დისციპლინა იყო. მოსწავლეებს უმნიშვნელო დანაშაულისთვისაც კი წკეპლავდნენ.

თანამედროვე ბავშვების მსგავსად, ბავშვებს შუა საკუნეებშიც ჰქონდათ სათამაშოები.

დაბალი  სოციალური ფენების ოჯახში უმცროსებზე უფროსი და-ძმა ზრუნავდა, მაშინ, როდესაც მშობლები მუშაობდნენ. როგორც კი წამოიზრდებოდნენ, მოზარდები იძულებული ხდებოდნენ უფროსებივით ემუშავათ მინდორში, სახელოსნოში, მაღაროში და სხვ.

საზოგადოების ყოველი ფენა: სამღვდელოება, ფეოდალები, გლეხები და ქალაქელები, საჭიროდ მიიჩნევდა, თავისი გამოცდილება ბავშვებისთვის გადაეცა. ყოველ მათგანს თავისი ღრებულებები ჰქონდა. მაგალითად, გლეხის ყველზე დიდ ღირსებად შრომისმოყვარეობა მიიჩნეოდა, არისტოკრატის – სიმამაცე, სამღვდელოების – ღვთისმოსაობა.

მე-15 საუკუნეში მიტოვებული და ობოლი ბავშვებისათვის ევროპის დიდ ქალაქებში, ძირითადად მონასტრებთან, თავშესაფრები შეიქმნა.

არცერთი იმ დროინდელი კანონმდებლობით ბავშვების უფლებები საგანგებოდ დაცული არ იყო.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კომუნიკაციამსოფლიოსამართალი

თურქეთის მთავრობამ „ვიკიპედია“ დაბლოკა

 თურქეთის ხელისუფლებამ ინტერნეტენციკლოპედიავიკიპედიაზეწვდომა დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Hurriyet-ი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით იუწყება.

„თურქეთის ნომერ 5651 კანონის შესაბამისად, ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის საბჭოს მიერ ჩატარებული ტექნიკური და იურიდიული შეფასების შედეგად, 29 აპრილიდან საიტ wikipedia.org-თან მიმართებით ადმინისტრატიული ზომები გამოიყენება“, – ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში. აღნიშნულის მიზეზი ჯერ უცნობია.

თურქეთში ნომერ 5651 კანონი წარმოადგენს „ინტერნეტ-მაუწყებლობისა და ინტერნეტ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონს. მას არაერთხელ აკრიტიკებდა თურქეთის ოპოზიცია, ვინაიდან, მათი აზრით, ის არა მარტო არღვევს სიტყვის თავისუფლებას, არამედ სერიოზულადაც ზღუდავს მოქალაქეების ინფორმაციაზე წვდომის უფლებას.

 

წყარო: Reuters.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სამართალი

რა ზიანი მოაქვთ „აგენტ“ თოჯინებს და რა უნდა მოიმოქმედონ მშობლებმა მათ წინააღმდეგ?

  გერმანული „ვოჩდოგი“(მეთვალყურე) მშობლებს მოუწოდებს გაანადგურონ მოლაპარაკე თოჯინა ,,Cayla”, ვინაიდან მან შესაძლოა ოჯაში შეგზავნილი „აგენტის“ როლი შეასრულოს.  

ფედერალური ქსელის სააგენტო (Federal Network Agency) აცხადებს, რომ ჰაკერებს შეუძლიათ ამ სმარტ თოჯინაში ჩამონტაჟებული ბლუთუზის სისტემის საშუალებით მოუსმინონ და ესაუბრონ თოჯინასთან მოთამაშე ბავშვს და ამ გზით პერსონალური მონაცემები მოიპოვონ.

თუმცა, ბრიტანეთის საცალო სათამაშოების ასოციაცია აცხადებს, რომ ,,Cayla”  განსაკუთრებულ რისკს არ წარმოადგენს და შეშფოთებოს საფუძველიც არ არსებობს.

,,Vivid Toy ჯგუფი”, რომელიც My Friend Cayla-ს დისტრიბუტორია, აცხადებს, რომ კომპანია ინფორმაციას მხედველობაში მიიღებს და თოჯინაში გამოყენებულ ამ აპლიკაციას გააუმჯობესებს.

თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ პრობლემა გამოვლენილი არაა.

თოჯინა Cayla მომხმარებლის კითხვაზე ინტერნეტის საშუალებით პასუხობს. მაგალითად, როცა თოჯინას ეკითხებიან : „რა ჰქვია პატარა ცხენს?“ ,  ის პასუხობს –  „მას ჰქვია კვიცი.“

Cayla-ს პროგრამაში დაუცველობის პრობლემა 2015 წელს აღმოაჩინეს. აშშ-ისა და ევროკავშირის მომხმარებელთა ჯგუფებმა შესაბამის ორგანოებში საჩივრები უკვე შეიტანეს.

ევროკომისარი სამართლიანობის, მომხმარებელთა და  გენდერული თანასწორობის საკითხებში ვერა ჟუროვა პრესასთან საუბარში  აცხადებს, რომ ის შეშოთებულია თოჯინებისა და ბავშვების უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობასთან კავშირის გამო.

ევროკომისია აწარმოებს გამოძიებას იმის დასადგენად, არღვევენ თუ არა სმარტ თოჯინები ევროკავშირის მონაცემთა დაცვის გარანტიებს.

გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, სათვალთვალო მოწყობილობის გაყიდვა, ან მოხმარება უკანონოა. კანონის დარღვევის შემთხვევაში პირს ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
განათლებასამართალისაქართველო

მსჯავრდებულების გარკვეულ ნაწილს უმაღლესი განათლების მიღების უფლება ექნება

დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლება ექნებათ.

ამას ,,პატიმრობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.

,,პატიმრობის კოდექსის” არსებული რედაქციით, ბრალდებულს, მსჯავრდებულს უფლება აქვს მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება მიიღოს.

როგორც სამინისტროს განმარტავს, არსებული პრაქტიკის ანალიზმა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებების კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია პირველ ეტაპზე დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს ჰქონდეთ საშუალება, პენიტენციური დაწესებულების პირობებში უმაღლესი განათლება მიიღონ.

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, პენიტენციურ სისტემაში იქმნება ახალი – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელიც გათავისუფლებისთვის მოამზადებს დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა მოსახდელი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 6 თვეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის, განმარტებით, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შეეძლება დროებით დატოვოს პენიტენციალური დაწესებულება, თუკი იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, არსებული პრაქტიკის ანალიზმა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებების კვლევამ აჩვენა, რომ აუცილებელია პირველ ეტაპზე დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულებს ჰქონდეთ საშუალება პენიტენციური დაწესებულების პირობებში მიიღონ უმაღლესი განათლება.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, პენიტენციურ დაწესებულებებში ათამდე მსჯავრდებული იხდის სასჯელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჩარიცხულნი არიან შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა არსებული აკრძალვის გათვალისწინებით, ეს მსჯავრდებულები ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას.

შესაბამისი ცვლილებები შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტში. კერძოდ, მსჯავრდებულებმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება დაძლიონ ელექტრონული ან ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების ფორმით.

 

წყარო: http://parliament.ge

მასალა  მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოსამართალი

ბავშვთა სექსუალური ძალადობით მოვაჭრე საიტის ადმინისტრატორს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს  

ამერიკელ მამაკაცს, რომელიც ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი ფოტომასალით მოვაჭრე საიტს აკონტროლებდა, 20 წელი მიუსაჯეს.

დევიდ ლინ ბროუინგი საიტ ,,Playpen-ის” მეორე დაპატიმრებული ადმინისტრატორია. იგივე სასჯელი იანვარში საიტის კიდევ ერთ მამაკაცს მიუსაჯეს.

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ბროუინგი საიტის უფროსი ოპერატორი იყო.  იგი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მთელი სიცოცხლის მანძილზე სპეციალური ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საიტი ანონიმური ქსელის ,,Onion Router (Tor)-ის”
საშუალებით ოპერირებდა.

FBI-იმ  ,,Playpen-ის” დასახურად 2015 წელს სპეცოპერაცია ჩაატარა. დახურვამდე ორი კვირის განმავლობაში საგამომძიებლო ბიურო საიტის მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.  ,,Playpen-ს”დაახლოებით 150,000 წევრი ჰყავდა.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, FBI-ის სპეცოპერაციას საიტთან დაკავშირებული 51 ადამიანის დაპატიმრება და 55 ბავშვის გათავისუფლება მოჰყვა, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.

 

 წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოსამართალი

BBC აუდიტორია #115-ის, ,,ფრესკოსა” და ,,ბიბლუსის” თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება

BBC აქვეყნებს სტატიას, რომელშიც  ნათქვამია, რომ დასაქმებული ქართველების ნაწილი  მედიასაშუალებებით ცდილობს საზოგადოებას უფლებების დაცვისა და სოლიდარობისკენ მოუწოდოს. მათი ძირითადი მიზანია საქართველოში შრომის პირობების გაუმჯობესებაა, ,,მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ისტორიაში სხვა დროსაც ყოფილა შრომის კოდექსის დარღვევით გამოწვეული  დემონსტრაციები, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ მოძრაობას ასეთი ფართო გამოხმაურება მოჰყვა”- ნათქვამია სტატიაში.

როგორც ცნობილია, მოძრაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც წიგნის მაღაზიათა ქსელის ,,ბიბლუსის” 6-მა თანამშრომელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ისინი აპროტესტებენ დაბალ ხელფასებს,  უსამართლოდ გაზრდილ სამუშაო დროსა და ცუდ პირობებს. ვიდეო, რომელიც აუდიტორია  #115-ის Facebookპროფილზე აიტვირთა, ამჟამად  უკვე 100 000-ზე  მეტმა ადამიანმა ნახა.

BBC-ის თქმით, აუდიტორია #115, რომლის წევრებიც თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, ადრეც იბრძოდნენ ჯერ სტუდენტების უფლებების, შემდეგ კი მშრომელთა უფლებების დასაცავადაც. მიმართვაში ნათქვამია, რომ  დანარჩენი დასაქმებულებიც უნდა შეუერთდნენ მოძრაობას, რადგან, ამ შემთხვევაში, საქმე საერთოა და პრობლემა თითქმის ყველა დაწესებულებაში ამგვარადვე დგას დღის წესრიგში. პარალელურად სტატიაში ხაზი გაესვა სუპერმარკეტების ქსელის ,,ფრესკო” წინააღმდეგ გამოთმული პროტესტსაც.

საქართველომ საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაციის (ITUC)  მოთხოვნით,  2013 წელს შეიტანა გარკვეული ცვლილებები შრომის კოდექსში, ორგანიზაციასთან საქართველო უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია რომელიც დაარსდა 1998 წლის 19 ნოემბერს, ის საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 220 000 წევრს და მისი მიზანია არადისკრიმინაციული გარემოს შექმნის წახალისება, სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირებისა და საერთაშორისო პროფესიული კავშირების თავისუფალი განვითარება; საქართველოს ინტეგრირება ევროპასთან; ფუნდამენტური და დემოკრატიული უფლებების დაცვა, რომელიც მოიცავს პროფესიული კავშირების დამოუკიდებლობას. თუმცა, ჯერ-ჯერობით ორგანიზაციას არ გაუკეთებია კომენტარი თანამშრომლების აქციასთან დაკავშირებით.

სტატიის დასასრულს ხაზი გაესვა რომ ,,ბიბლუსის” წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ზრუნავენ საკუთარ თანამშრომლებზე, რაც როგორც ვიდეოდან ჩანს, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 5 6 7
Page 7 of 7