close

სოფლის მეურნეობა

ეკოლოგიასაქართველოსოფლის მეურნეობა

სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, მოსალოდნელია თუ არა საქართველოში უდაბნოს კალიების შემოსევა

უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება. ამ საკითხს სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებაში განმარტავს.

მისი მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლებიც ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში – კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

ამასთან, მავნებლის მონიტორინგის და პრევენციის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება ტრანსსასაზღვრო რეგიონული კვლევები.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იტალიური კალიის პოპულაცია კონტროლირებადია, რაც ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. იტალიური კალიის გარდა, საქართველოში გავრცელებულია კალიის სხვა ენდემური სახეობები, რომლებიც არ წარმოადგენს საფრთხეს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში. ეს მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საფუძველს მოკლებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
სოფლის მეურნეობა

შვეიცარიული აგრარული სკოლა დმანისში სტუდენტების პირველ ნაკადს შემოდგომაზე მიიღებს

შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასია” დმანისში სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის შემოდგომას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს.

სკოლა შვეიცარიული პროფესიული სასწავლებლის, პლანტაჰოფის, მოდელის შესაბამისად შეიქმნება. პლანტაჰოფის სახელი შვეიცარიაში პრემიუმ კლასის ყველისა და მესაქონლეობის სექტორის განვითარებასთანაა დაკავშირებული.

10-12 თებერვალს შვეიცარიული აგრარული სკოლის “კავკასია” ორგანიზებით, შვეიცარიაში სასწავლო ტური ჩატარდა SACS, UNDP, SDC და IFAD-ის წარმომადგენლების მონაწილეობით. დელეგაცია გაეცნო პლანტაჰოფის სასწავლო კურსებს სოფლის მეურნეობაში, მოინახულა მეცხოველეობის ფერმები და შვეიცარიული ყველის საწარმოები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
სოფლის მეურნეობა

გერმანელმა მეცნიერებმა ხორბლის ქართული ჯიში “ზანდური” “მომავლის კულტურად” აღიარეს

გერმანელმა სელექციონერებმა უძველესი ქართული ხორბლის ჯიში “ზანდური” იმ მარცვლოვან კულტურებს შორის დაასახელეს, რომელთა მოხმარებაც მსოფლიოში უახლოეს მომავალში აქტუალური იქნება. კვლევა ჟურნალ Trends in Plant Science–ში გამოქვეყნდა.

“ზანდურთან” ერთად ამავე კონტექსტში დასახელდა სხვა ჯიშები – „პოლუპოლბა“ და „სპელტა.“

გამოცემა აღნიშნავს, რომ „ზანდურისა“ და „პოლუპოლბას“ პოპულარობის ზრდის მიზეზი გახდა მათი მაღალი მოსავლიანობა და პარაზიტებისადმი მდგრადობა, ასევე მომხმარებლების მისწრაფება, გაამრავალფეროვნონ კვების რაციონი. მეცნიერებმა გააანალიზეს ხორბლის ასობით სახეობა და 15 მათგანში აღმოაჩინეს პოტენციალი ბაზარზე გასასვლელად.

მეცნიერთა აზრით, სწორედ დასახელებული ჯიშები ჩაანაცვლებს უახლოეს მომავალში ხორბლის თანამედროვე სახეობებს. Trends in Plant Science–ი აღნიშნავს, რომ 9 ათასი წლის წინ ადამიანი ამ მცენარეებს იყენებდნენ საკვების მოსამზადებლად, თუმცა მწვანე რევოლუციამ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, ამ კულტურების განდევნა გამოიწვია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
საქართველოსოფლის მეურნეობატურიზმი

40 კმ-იანი ტრასა რაჭაში, რომელსაც ერთდოულად 10 000 მოთხილამურის მომსახურება შეუძლია

რაჭაში ამბროლაურის სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით, არსებობს პოტენციალი, რომ ადგილზე ჭუთხაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლენტეხსა და ამბროლაურის საზღვარზე არის 40 კმ-იანი სათხილამურო ტრასის მოწყობის პერსპექტივა, რომელიც 1700 ჰექტარს აერთიანებს. როგორც ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე ამბობს, ადგილზე სათხილამურო ტრასის მოწყობის შემთხვევაში 10 000 მოთხილამურეს ერთად შეუძლია ისრიალოს. როგორც მხეიძე განმარტავს, მთვარობას ამ მიმართულებით დიდი ინტერესი აქვს, იყო კერძო ინვესტორების მხრიდანაც დაინტერესება, თუმცა კონკრეტული შემოთავაზებები ჯერ არ ყოფილა.

“მთავრობამ 4 მუნიციპალიტეტში გააკეთა განაშენიანების რეგულირების გეგმა, მათ შორის ერთი გახლდათ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და როცა სპეციალისტები კონკრეტულ ლოკაციებს სწავლობდნენ, აღმოაჩინეს ბუნებრივი სასრიალო ტრასა, ამბროლაურისა და ლენტეხის მხარეს. 19 აპრილი იყო თუ არ ვცდები, როცა ადგილზე ისრიალეს და გვითხრეს რომ ადგილზე ძალიან საინტერესო ტრასის მოწყობა შეიძლება. დაახლოებით 1700 ჰექტარზე, სიგრძე დაახლოებით 40 კმ იქნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარეს და 10 000-მდე მოსრიალეს ერთდროულად შეეძლება ადგილზე სრიალი” -ამბობს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაკვლევებისაქართველოსოფლის მეურნეობა

BBC: ,,საქართველოში აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი მეღვინეობის უძველეს კულტურას ადასტურებს”

 საქართველო ყოველთვის მიიჩნეოდა მეღვინეობის კულტურის საწყისად, თუმცა, როგორც ჩანს, უკანასკნელმა კვლევებმა ეს მოსაზრება კიდევ უფრო გააღრმავა და  თემა კვლავ მრავალი მნიშვნელოვანი გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ შორის, საქართველოში ბოლო დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის შესახებ წერს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული მაუწყებელიBBC.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ  საქართველოში აღმოჩენილი, 8000 წლის წინანდელი თიხის ჭურჭელი ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციის მაჩვენებელია. აღნიშნული ჭურჭელი ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, ორ უბანშია აღმოჩენილი და  ზოგიერთ მათგანზე გამოსახულია ყურძნის მტევნები და მოცეკვავე ადამიანები. ამ აღმოჩენამდე მეღვინეობის უძველესი ტრადიციის მტკიცებულებად  მეცნიერები, როგორც წესი, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაპოვნ თიხის ჭურჭელს მიიჩნევდნენ.

უკანასკნელი კვლევა ახლახან გამოქვეყნდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (PNAS) მიერ, ,,ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გარეული ჯიშის ყურძნით ღვინის წარმოების უძველესი მაგალითი, ღვინოს ცენტრალური ადგილი ეჭირა დასავლეთის ქვეყნების განვითარებაში, მას იყენებდნენ მედიცინაში, ყოველდღიურ სასმელად, გონებრივი მდგომაროების შესაცვლელად და მიიჩნევდნენ მაღალკვალიფიციურ საქონლად. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ღვინო რელიგიური კულტების, ფარმაკოპეის, სამზარეულოს, ქვეყნის ეკონომიკისა და ზოგადად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა” – განაცხადა ტორონტოს უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, სტეფან ბატიუკმა.

თიხის ჭურჭელი აღმოჩენილია ორ ნეოლითურ სოფელში, რომელთაც ეწოდება –  გადაჭრილი გორა და შულავერის მთა, აღნიშნული ტერიტორიები თბილისიდან 50 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ღვინის სითხის ქიმიური ნიშნები  8 ქილაში აღინიშნება, უძველესი მათგანი  ქრ. შ-მდე 5980 წლით თარიღდება. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ  საქართველოს  ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი – დავით ლორთქიფანიძე აქტიურად მონაწილეობდა კვლევის წარმოებაში.

ბატიუკი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდშიც ღვინის დამზადების სწორედ ისეთი ტრადიცია არსებობდა, როგორიც დღეს, უპირველეს ყოვლისა, წურავდნენ ყურძენს და ხილს,  ამასთან ერთობლივად აფერმენტირებდნენ მცენარის ღეროსა  და თესლსაც. ხოლო რაც შეეხება ირანის აღმოჩენებს, ზაგროსის მთებში აღმოჩენილი ჭურჭელი უკანასკნელ კვლევამდე  ღვინის წარმოების უძველესიი მტკიცებულებად მიიჩნეოდა   და ისინი ქრ. შ-მდე 5400 – 5000 წწ-ებით თარიღდება.

2011 წელს ღვინის დაწურვის და ფერმენტაციისთვის საჭირო, 6000 წლის წინანდელი, ჭურჭელი აღმოაჩინეს სომხეთის ქვაბულშიც. ზოგადად ღვინის წარმოებას რაც შეეხება, გამოცემამ დასასრულს აღნიშნა, რომ ყურძნის გარდა, მსოფლიოში ამ სითხის უძველესი წარმოება ხდებოდა ჩინეთშიც,  უკვე დაახლოებით ქრ.შ-მდე 7000 წელს და ამისთვის აქ ბრინჯს, თაფლსა და ხილს იყენებდნენ.

 

წყარო:  BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
სოფლის მეურნეობატექნოლოგიები

აშშ-ში გენეტიკურად მოდიფიცირებული ბამბის საკვებად გამოყენება ნებადართული გახდა

აშშ-ის რეგულატორებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული ბამბის საკვებად გამოყენების ნებართვა გასცეს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ცილებით მდიდარი საკვების ფართოდ გამოყენებას და არასაკმარის კვებასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

ტექნოლოგია ტექსასის A&M University-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა კომპანიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, და იმედოვნებენ, რომ საკვებად ვარგისი ბამბის მცენარე კომერციულად ხელმისაწვდომი ხუთი წლის განმავლობაში გახდება.

ბამბა 80-ზე მეტ ქვეყანაში მოჰყავთ, ბოჭკოს ქსოვილების საწარმოებლად იყენებენ, ბამბის თესლს კი სხვადასხვა დანიშნულება აქვს, მათ შორის მას ისეთი შინაური ცხოველის გამოსაკვებად იყენებენ, რომლებსაც მრავალსაკნიანი კუჭები აქვთ. ჩვეულებრივ, ბამბის თესლი ადამიანისა და შინაური ცხოველის ბევრი სახეობის საკვებად უვარგისია, ვინაიდან ის შეიცავს დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერება gossypol-ს.

მეცნიერთა აღნიშნულმა გუნდმა გენის ჩასახშობად ე.წ. RNAi ტექნოლოგია გამოიყენა, რისი საშუალებითაც ბამბის თესლისგან gossypol-ი ამოიღეს. ის ბამბის თესლში მხოლოდ მცირე დონით დატოვეს, ვინაიდან, როგორც ცნობილია, აღნიშნული ნივთიერება ბამბის თესლს მწერებთან და დაავადებასთან გასამკლავებლად ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ გენეტიკურად მოდიფიცირება ბამბის ბოჭკოს ქსოვილების წარმოებაში გამოყენებას ხელს არ უშლის.

„ბამბის თესლის გამოყენება სხვადასხვაგვარად ხდება. მისგან საკვები ზეთის წარმოებას კვლავ გავაგრძელებთ, თუმცა ცილებით მდიდარ  ნარჩენს გადაყრის ნაცვლად პურსა და სხვა პურ-ფუნთუშეულის ნაწარმში დანამატის სახით გამოვიყენებთ. თესლის გული კი შესაძლებელია მოვხალოთ და წახემსების სასიამოვნო საშუალებად ვაქციოთ ან მისგან მიწის თხილის კარაქის მსგავსი საკვები დავამზადოთ,“ – აცხადებენ მეცნიერები.

მათივე განმარტებით, მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული ბამბის თესლი 10.8 ტრილიონ გრამ ცილას შეიცავს, რაც საკმარისია დაახლოებით 500 მილიონი ადამიანის ცილის მიღების დღიური ნორმის (50 გრ.) დასაკმაყოფილებლად.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოსოფლის მეურნეობა

ქართველი სკოლის მოსწავლეები უდაბნოებსა და ნაკლებტენიან ადგილებს მეურნეობისთვის გამოსადეგ ტერიტორიად აქცევენ

Phlox- სამი ქართველი მოსწავლის მიერ შექმნილი გუნდია, რომლის მიზანიც უდაბნოებისა და ნაკლებტენიანი ადგილები მეურნეობისთვის გამოსადეგ ტერიტორიად ქცევაა. ლიზი ტურაშვილი, მარიამ მიქაძე და ავთანდილ გუჯაბიძე  სერვანტესის სახელობის გიმნაზია  “აია-GESSის” მოსწავლეები არიან  და საერთო პროექტით ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის წლევანდელ ფინალისტებს შორის მოხვდნენ. იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რას მოიცავს ახალგაზრდების ინოვაციური პროექტი, გუნდის ერთ-ერთი წევრი, ლიზი გვიამბობს.

 

-ლიზი, კონკრეტულად რაში მდგომარეობს თქვენი პროექტის არსი?

პროექტის დასაწყისში მიზნად დავისახეთ ჩვენი შესაძლო წვლილი შეგვეტანა კაცობრიობისთვის მეტად აქტუალური პრობლემის გადაჭრაში, რაც მოსახლეობის საკმარისი რაოდენობის საკვებით მომარაგებას ეხება. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც არ არის ხელსაყრელი პირობები სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. მაგალითად, სარეველებთან ბრძოლის სირთულის თვალსაზრისით ან უდაბნოებისთვის დამახასიათებელი სარწყავი წყლის ნაკლებობისა თუ განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის გამო. სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად შევქმენით აგრიკულტურული მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისათვის და ტენიანობის ყუთი. პირველი პროექტის მიზანია კულტურულ მცენარეებს მიეცეთ სარეველების ხელისშემშლელი ფაქტორის გარეშე განვითარების საშუალება. მეორე პროექტის მიზანი კი, დაბალტენიან ქვეყნებში მცენარეებისთვის ისეთივე პირობების შექმნაა,  როგორიც სხვა უფრო ხელსაყრელ ტერიტორებზეა.

-მუშაობის პერიოდში კვლევებზე იმუშავეთ, გვიამბეთ თქვენი ძირეული მიგნებების შესახებ.

-ჩვენ კონტეინერებში დათესილ მცენარეებზე მოვახდინეთ დაკვირვება და საბოლოოდ მივიღეთ სინათლის სპექტრის ის გარკვეული ნაწილი სადაც კულტურულმა მცენარემ უკეთესად  შეძლო განვითარება ვიდრე სარეველა მცენარემ. ასევე, ჩვენს პროექტზე მუშაობის დროს გამოიკვეთა ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი. ბუნებრივია, რომ ექსპერიმენტების ჩასატარებლად დაგვჭირდა მიწა რათა დაგვერგო მცენარეები იმის გამო რომ მიწაში შეიძლება  ყოფილიყო  სარეველა მცენარის თესლი  ან ნიადაგის სხვა დამაბინძურებელი ფაქტორი, ჩვენ მიწა დასუფთავების მიზნით ღუმელში გამოვწვით 120-125℃-ზე. მიწის გამოწვის შემდეგ რამდენიმე დღეში შევამჩნიეთ, რომ გამომწვარ მიწაში აღმოცენდა ჩვენთვის უცნობი მცენარე. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ  მცენარის თესლმა  შეძლო და გაუძლო 120℃-ს რაც თავისთავად საკვირველია. ეს მცენარე გადავრგეთ სხვა კონტეინერში და ველოდებით მის განვითარებას, რაც შესაძლებელს გახდის მისი “ვინაობის” გარკვევას.

-რას ნიშნავსფლოქსი“?

-ჯგუფის სახელად ავირჩიეთ სიტყვა „Phlox” რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ამტანი და მიმზიდველი ყვავილი და ამავდროულად ჩვენს მიერ შემუშავბული პოლიეთილენის აპკის მსგავსად შეიცავს როგორც  წითელ ასევე იისფერ ფერებს.

-რატომ გაგიჩნდათ სურვილი სწორედ ამ სფეროში გეცადათ ბედი?

21-ე საუკუნისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია აგროტექნოლოგიაში არსებული პრობლემები და შესაძლო განვითარება. მთვარეზე და მარსზე ჩატარებული ექსპერიმენტების  ნახვის შემდეგ ჩვენც  გაგვიჩნდა ინტერესი ამ სფეროს მიმართ რის შემდეგაც მიზნად დავისახეთ თუნდაც მინიმალური წვლილი შეგვეტანა კაცობრიობისთვის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია რომ შესაბამისი ორგანოები თქვენი კვლევებით დაინტერესდებიან და უკვე ხომ არ გამოუხატავს რომელიმე კომპანიას ინტერესი?

-ჯერ-ჯერობით არცერთ კოომპანიას არ დაგვკავშირებია ამ თემასთან დაკავშირებით თუმცა როგორც ჩანს ჩვენმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში, ამიტომ ვიმედოვნებთ რომ ცოტა ხანში მრავალი კომპანია დააინტერესდება ამ თემით და შესაბამისად ჩვენი პროექტითაც.

-როგორც ვიცი ფინალისტები ხართ, გვიამბეთ კონკურსის ფორმატის შესახებ, რა იქნება შემდეგი ეტაპი?

-ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობის მიზნით აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (Millennium Challenge Corporation – MCC) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის გამოყოფის თაობაზე. სწორედ ამ 140 მილიონი დოლარით ხდება ამ პროექტის დაფინანსება. ამ ეტაპზე ვიმყოფებით ფინალში და 27 მარტს დაგეგმილია შეხვედრა ჟიურის წევრებთან, სადაც წარვადგენთ უკვე დასრულებულ პროექტებს შესაბამის მასალებთან ერთად.

-მსგავსი კონკურსების მონაწილეები ყოველთვის ახალ-ახალი გამოწვევებით გვაოცებენ, როგორია თქვენი სამომავლო მიზნები?

-რა თქმა უნდა,  სამომავლოდ გადაწყვეტილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ინოვაციურ პროექტში, ამავდროულად ვგეგმავთ პროექტის განვითარებას და ახალი იდეებით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლასაც.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 24-მა ქართულმა ღვინომ უმაღლესი ჯილდოები მიიღო

სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ იაპონიაში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა: 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი.
საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 6rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2019) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
ორმაგი ოქრო:
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ – „საფერავი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – „ქისი 2017“;
ოქრო:
„მეღვინეობა ბესინი“ – ქინძმარაული პრემიუმი 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ – მუკუზანი 2017;
„ბოლერო და კომპანია“ – დაისი, ქისი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – საფერავი რეზერვი 2014;
„შალვა გვარამაძის მეღვინეობა“ – წარაფი;
„ვაზი+“ (მეღვინეობა ბინეხი)- რქაწითელი ქვევრი 2015
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი ქვევრი 2014;
ვაზი+ (მეღვინეობა ბინეხი)-საფერავი რეზერვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – საფერავი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი 2018;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი, ქვევრი 2015;
„მეღვინეობა ჩელთი“ – ჩელთი, ქვევრი 2016;
კორპორაცია „ქინძმარაული“ – ალაზნის ველი 2016;
„შალაურის ღვინის მარანი“ – რქაწითელი 2014;
ვერცხლი:
„მეღვინეობა ვაზიანი” – საფერავი, კაბერნე 2017;
„მეღვინეობა ბესინი“ – ბესინი, ქვევრი თეთრი, 2017;
„ბოლერო და კომპანია“ – დაისი, რქაწითელი, ქვევრი 2018;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“ – მუკუზანი 2016;
„დუგლაძეების ღვინის კომპანია“- ცქრიალა “ბრუტი“;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – ხიხვი 2017;
„მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“ – მწვანე 2017.
„საკურას“ კონკურსში „ორმაგი ოქროს“ ჯილდოს მფლობელი ღვინოები წარდგენილი იქნება 2018 წლის 5 მარტს საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Japan-ზე, უმაღლესი ჯილდოს – “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად.
მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს.
იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოსოფლის მეურნეობა

ტექნიკურ უნივერსიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს. პრეპარატის ავტორი მეცნიერთა ჯგუფია, რომელიც მსგავს პრობლემებზე წლების განმავლობაში მუშაობს. 
როგორც ამბობენ, ეს არის ახალი თაობის მეტად ეფექტიანი წამალი, რომლის შექმნაზეც დიდი შრომა და ენერგია დაიხარჯა. მონდომებამ და თეთრად გათენებულმა ღამეებმა ნაყოფი გამოიღო და შეიქმნა პრეპარატი, რომელსაც “ხსნარი N6” უწოდეს. იმიტომ რომ – სულ 12 პრეპარატის გამოცდა­ მიმდინარეობდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე კარგი ეფექტი მეექვსეს ჰქონდა.

მეცნიერებს ვინაობის აფიშირება არ სურთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

გერმანული მედია : ქვეყანაში, ყოველ წელს, ქართული წარმოშობის 29 მილიონი ნაძვის ხე იყიდება

გერმანულმა  რადიომ –  WDR სიუჟეტი მოამზადა   საქართველოში  ნაძვისა და სოჭის გირჩების შეგროვებაზე. WDR-ს ცნობით, გერმანიაში ყოველწლიურად 29 მილიონი საახალწლო ნაძვის ხე იყიდება, რომლებიც, ძირითადად, საქართველოდან შეტანილი გირჩებისგან გამოჰყავთ.  რადიოს  ცნობით, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სწორედ ამ გირჩებისგან გამოყვანილი  საახალწლო ნაძვის ხეებია.

სიუჟეტში გირჩის ქართველი შემგროვებლები ყვებიან, თუ რამდენად სახიფათოა მათი  საქმიანობა. ნაძვის თესლის ახალგაზრდა შემგროვებლები  საკუთარ თავს „21-ე საუკუნის მონებს“ უწოდებენ .  ვიდეო სიუჟეტში ასევე საუბარია იმაზე, რომ ახალგაზრდა კაცები ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ადიან 50 მეტრის სიმაღლის ხის კენწეროებზე და ასე აგროვებენ ნაძვისა თუ სოჭის გირჩებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 6
Page 2 of 6