close

სოფლის მეურნეობა

დედამიწამსოფლიოსოფლის მეურნეობა

რა კავშირშია, გლობალური ტემპერატურის მატება მწერების მიერ განადგურებული მარცვლეულის რაოდენობასთან?

მეცნიერები აცხადებენ, რომ რაც უფრო მატულობს გლობალური ტემპერატურა, მით მეტ მარცვლეულს ანადგურებენ მწერები. სიეტლის „ვაშინგტონის უნივერსიტეტის“ მკვლევარი ქერტის დოიჩი და მისი გუნდი ამტკიცებს, რომ ყოველი ერთი გრადუსი ცელსიუსით მომატებული ტემპერატურა დამატებითი 10-25 პროცენტი ხორბლის, სიმინდისა და ბრინჯის განადგურებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ მწერები ყოველწლიურად მსოფლიოს სიმინდისა და ხორბლის 8 პროცენტსა და ბრინჯის 14 პროცენტს ანადგურებენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიმინდის ყოველწლიური ზარალი 10 პროცენტს, ხორბლის – 12 პროცენტს, ხოლო ბრინჯის – 17 პროცენტამდე გაიზრდება. სამივე მარცვლეულის ზარალის საერთო ოდენობა კი 213 მილიონ ტონას მიაღწევს. ეს კი მნიშვნელოვანი ზარალია თანამედროვე მსოფლიოსთვის.

ზემოთქმულის მიზეზი კი ისაა, რომ გარემო ტემპერატურის მატებასთან ერთად მწერების მეტაბოლიზმით მატულობს. რაც უფრო მალე წვავენ ისინი ენერგიას, მით უფრო მადიანად შეექცევიან მარცვლეულს.

აღნიშნული კვლევა რამდენიმე დღის წინ სამეცნიერი ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

წყარო:  sciencenews.org

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკოლოგიაეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლები გადასახადისგან გათავისუფლდებიან

,,საქართველო გახდება ძალიან მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ე.წ. ბიოპროდუქტის მწარმოებელი ქვეყანა” –  ამის შესახებ პრემიერმა გარემოსდაცვითი კონცეფციის „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ნატურალური პროდუქტების გარკვეული ჯგუფი ჩვენ გავათავისუფლეთ დღგ-ს გადასახადისგან, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა და ჩვენ შემოდგომაზე ამ პოლიტიკას წარმოგიდგენთ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი სოფლის მეურნეობაში, სადაც ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ სწორედ ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიური პროდუქტის წარმოებაზე. ჩემი ამოცანაა, ნაბიჯ-ნაბიჯ გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც საქართველოში შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას“, – აღნიშნა ბახტაძემ.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

2017 წელს ექსპორტზე 58 ათასი ლიტრი ნატურლური ღვინო გავიდა

საქსტატის ცნობით, 2017 წელს წელს ექპორტზე 58 050.2 ათასი ლიტრი ნატურლური ღვინო გავიდა (171 357.3 ათასი დოლარი). რიცხვი წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

საქართველოში 2017 წელს 233.5 ათასი ლიტრი (1 806.2 ათასი დოლარი) ყურძნის ნატურალური ღვინო შემოვიდა. რიცხვი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. იმპორტირებული ნატურალური ღვინის რაოდენობა 2016 წელს 164.9 ათასი ლიტრი იყო( 1 220.8 ათასი დოლარი).

 

 

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველოსოფლის მეურნეობა

ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა

 ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა. ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და ჯიშურ სიმდიდრეზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით. 
„ხაშმის საფერავის“ დამატება დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში, უზრუნველყოფს აღნიშნული დასახელების დაცვას საერთაშორისო მასშტაბით ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელსაც საქართველო არის მიერთებული, ან ხელი აქვს მოწერილი.
„ხაშმის საფერავის“ დარეგისტრირების მოთხოვნით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“ განაცხადით გასულ წელს მიმართა, რასაც წინ უძღვოდა სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მუშაობა შესაბამისი წარმოების სპეციფიკაციებისა და რეგისტრაციისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადების მიზნით.
„ხაშმის საფერავი“ ( Saperavi Khashmi) – წითელი მშრალი ღვინო ხაშმის მიკროზონიდან, რომელიც მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ხაშმის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი, ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, საფერავის ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები განსაზღვრავენ ღვინო „ხაშმის საფერავის” განსაკუთრებულ ღირსებას.
ისტორიული წყაროების თანახმად, ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება, რომლის ბრძანებით გაუშენებიათ აქ ვენახი დავით გარეჯელ ბერებს. ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ სწრაფად აუთვისებია ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები და საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოც უწარმოებიათ საფერავის ჯიშის ყურძნიდან.
ამ დრომდე, საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი და კოტეხი.
ღვინის ეროვნული სააგენტო დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების რეგულაციების რეფორმის ფარგლებში, „საქპატენტთან“ ერთად, მუშაობას განაგრძობს ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების მიმართულებით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაკვლევებიმსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა

2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
იაპონია – 200% (130 638 ბოთლი),
ჩეხეთი – 134% (30456),
ყირგიზეთი 81% (140370),
სამხრეთ კორეა – 78% (31650),
ნიდერლანდები – 68% (38799),
დიდი ბრიტანეთი – 67% (46782),
გერმანია – 43% (286054),
უკრაინა – 41% (4191217),
ყაზახეთი – 42% (1652292),
ლატვია – 32% (905982),
პოლონეთი – 30% (1573328),
რუსეთი – 24% (24022113),
ესტონეთი – 22% (294900),
ლიეტუვა – 9% (188052),
აშშ – 7% (188762) და სხვა. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

8 რეგიონში რძის გადამამუშავებელი 13 საწარმო აშენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გვესოს ფერმა“ თხის ყველის წარმოებას გეგმავს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 280-ზე მეტ მეპაიეს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები.

სამინისტროს ცნობით, პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

საქართველოში „თაფლის საბჭო“ შეიქმნება

გორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის ახალი საწარმო შენდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მიიღოს ხარისხის, ერთგვაროვანი თაფლი, რომლის საექსპორტო პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ქვეყანას მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების პოტენციალი აქვს.

„მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით.

თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი – ჰელენ ბრადბერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – გიორგი ხანიშვილი, თაფლის სექტორის მრჩეველთა საბჭოს კომიტეტის წევრები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

წყაროპირველი არხი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაქართველოსოფლის მეურნეობა

საქართველო მარსზე ვაზის გაშენებას გეგმავს

ბოლო პერიოდში, მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები კოსმოსის ათვისების მიმართულებით პროექტების განხორციელებას ხშირად აანონსებენ. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო – “NASA” კი აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე.  

„NASA-ს ასტრონავტების მიერ კოსმოსურ სადგურზე  საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა, რაც სხვა მცენარეული კულტურის გამრავლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პოტენციალი, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის აქვს,  მსოფლიოში უნიკალურია, რადგან იგი ვაზის კულტივაციის უძველეს კულტურას ეხება“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული გეგმების რეალიზების მიზნით საქართველოში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახელმწიფო სტრუქტურების, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები.

პირველ ეტაპზე, საინიციატივო ჯგუფში შევლენ: საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კომპანია ,,Microsoft-ის” წარმომადგენელი – ნიკოლოზ დობორჯგინიძე და კომპანია ,,SpaceFarmsიის” — მომავლის სათბურის წარმომადგენლები.

„სასტუმრო „სტამბაში“ მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც განახორციელებს კომპანია ,,SpaceFarms-ი”. აღნიშნული სათბური-ლაბორატორია 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ლაბორატორიაში ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: რეზონანსი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველოსოფლის მეურნეობა

ჯანსაღი პროდუქტი პირდაპირ სოფლიდან

ბერს შეიძლება ჯერ კიდევ არ გაუგონია ქართული სტარტაპის შესახებ, რომელიც გულისხმობს საზოგადოების უზრუნველყოფას ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტითპირდაპირ სოფლიდან.

ონლაინმაღაზია soplidan.ge-მ პროდუქტი გათვალა იმ ფენის ადამიანებზე, რომლებიც შემოსავლის მიხედვით საშუალო ფენას მიეკუთვნება და შეუძლია სოლიდური თანხა გადაიხადოს ჯანსაღ პროდუქტში.

კომპანია კერძო მომხმარებელს სთავაზობს სოფელში მოყვანილი სხვადასხვა ხილისა, თუ ბოსტნეულის ასორტიმენტს, მათ აქვთ ონლაინკატალოგი, სადაც შეგიძლიათ სასურველი პროდუქტი შეარჩიოთ და შეუკვეთოთ, კურიერი კი მითითებულ მისამართზე მოგიტანთ. საკმაოდ მოსახერხებელი და მიმზიდველი კამპანიაა, ადამიანების უმრავლესობას არ აქვს დრო, ან ხალისი, რომ წავიდეს და ბაზარში შეიძინოს პროდუქტი, თანაც ცნობილია, რომ არცთუ ისე სუფთა პროდუქტი იყიდება თბილისში, შესაბამისად – მიტანის სერვისი და ჯანსაღი პროდუქტი კომპანიის წინსვლას განსაზღვრავს.

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთი პროგრამა დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაზე რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე  11 ივნისს დაიწყო და 10 ივლისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივები 40 %-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ მისაბმელს სკების ტრანსპორტირებისათვის. ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას.

პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის კოოპერატივებს შეამცირონ ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, გაზარდონ წარმოებული თაფლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა 2015 წლიდან ხორციელდება. ჯამში 203 კოოპერატივს, მიღებული აქვს – 18,433 სკა. 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს – 112 000 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი, 48 კოოპერატივს -48 ერთეული თაფლის საწური ციბრუტი, ხოლო 22 კოოპერატივს – 22 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა.

ვრცლად პროგრამის შესახებ. 

ბმული რეგისტრაციისათვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6
Page 3 of 6