close

სოფლის მეურნეობა

ბიზნესიმსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

კანადაში ქართულ ქვევრებში ღვინოს დააყენებენ

საქართველოდან კანადაში 55 ცალი ქვევრი გაიგზავნა, რომელიც ვანკუვერში განთავსდება. კანადელი რესტორნის მეპატრონეს – პასკალ როის (Pascal Roy) საქართველოდან ქვევრების გატანაში მეღვინე სანდრო მილორავა დაეხმარა.

ქვევრები დასავლეთ საქართველოშია დამზადებული და ამჟამად გზაშია. მილორავას განცხადებით, ქვევრები კანადაში ივნისის ბოლომდე ჩავა. ქვევრების მოცულობა 50-დან 1000 ლიტრამდეა. ისინი ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ მანდაეთში მექვევრე იმედა გოგოლაძემ დაამზადა.

პასკალ როი, პირველ ეტაპზე, ქვევრებში, ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან დააყენებს ღვინოს, თუმცა იგი სამომავლოდ რქაწითელის გაშენებას გეგმავს.

პასკალ როი გასული წლის შემოდგომაზე სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში. მას მასპინძლობა კახეთში ღვინის კომპანიამ „მარანი მილორაული“ გაუწია, სადაც კანადელმა სტუმარმა რთველის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

ამ ეტაპზე, ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში აწარმოებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
საქართველოსოფლის მეურნეობა

სურსათის სააგენტო, თხილის დაავადების ასაცილებლად, ფერმერებს აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ, რაც შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და დაიცავს თხილს დაზიანებისგან.

თხილის ნაცროვანი დაავადება  აზიანებს ფოთლებს, ყლორტებსა და  ნაყოფს. ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ფოთოლი ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. დაავადებული ნაყოფი იფარება ქეჩისებური ფიფქით.

ნაცროვანი დაავადების და, შედეგად, მოსავლის დაზიანების  თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით.

ქიმიური წამლობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები, შეწამვლისას  აუცილებელია  ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება!

დროულად გატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და დაიცავს თხილს დაზიანებისაგან.

დამატებითი ინფორმაცია  იხილეთ შემდეგ ბმულზე.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოასაქართველოსოფლის მეურნეობა

ღვინის ჩაი – უნიკალური ქართული სტარტაპი

პროექტი ,,ღვინის ჩაისახელმწიფო პროგრამა – ,,სტარტაპსაქართველოსგამარჯვებულიაეს პროდუქტი წარმოადგენს ფხვნილს, რომელიც ღვინის დამუშავების პროცესში მიიღება.

ღვინის ჩაიs სტარტაპი ქართულ ბაზარს სთავაზობს აბსოლუტურად ახალ პროდუქტს – ჩაის უნიკალურობა იმაშია, რომ მისი მსგავსი ან მისი სრული ანალოგი მსოფლიოს ბაზარზე არ არსებობს.

ჩაი ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ღვინოშია და, ამავე დროს, მომხმარებელს სპირტის მავნე ზეგავლენისგან იცავს. ამიტომ – მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც პატარა ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის და ყველასათვის, ვისაც ალკოჰოლი სხვადასხვა მიზეზის გამო ეკრძალება.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველოსოფლის მეურნეობა

,,ქვე შენი ჭირიმე“ – ახალი ღვინის ბრენდი რაჭიდან

მევენახეობა და მეღვინეობა — საქართველოს სოფლის მეურნეობის ის უძველესი და მნიშვნელოვანი დარგია, რომლითაც საქართველო მსოფლიომ გაიცნო. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან.  8000-წლიანი კულტურა საფუძველს ოჯახის კერიდან იღებს. დღეს სწორედ ასეთ ფერმერს, ახალგაზრდა აკაკი სირაძეს  გაგაცნობთ, რომელიც მამა-პაპის მრავალწლიან ისტორიას აგრძელებს რაჭაში, სოფელ ბუგეულში და აწარმოებს ღვინოს ბრენდული სახელწოდებით-  „ქვე შენი ჭირიმე“.

ახალგაზრდა მეღვინე ბრძანდებით, თუ ოცნებობდით ბავშვობიდან შეგექმნათ თქვენი ბრენდი, როდიდან დაინტერესდით მეღვინეობით?

-დიახ, ბავშვობიდან მიზიდავს ეს სფერო.  მთელი ბავშობის განმავლობაში  ვხედავდი თუ როგორი სიყვარულით ექცეოდნენ ვაზს ბაბუა და მამა, ეს ყველაფერი ჩემშიც აისახა და მათი დამსახურებით ვისწავლე ვაზისა და ვენახის სიყვარული, რომელსაც, რა თქმა უნდა, დიდი შრომა სჭირდება.

-თქვენს საქმიანობაში რამდენად გეხმარებიან და თუ არიან ჩართულნი ოჯახის წევრები? რას ნიშნავს მათი თანადგომა თქვენთვის…

-სანამ ამ საქმეს შევეჭიდებოდი ბევრს ვფიქრობდი გადამედგა თუ არა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ამეღო ასეთი  დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, ჩემი ოჯახისა და საყვარელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი იყო, რომელიც ყოველთვის აქტიურად არის ჩემთან ერთად ჩართული ამ საქმეში და ყოველთვის მამხნევებს. არ დაგიმალავთ და თავიდან ცოტა პესიმისტურად განეწყვნენ,  მაგრამ როდესაც მათგან დაფარულად ჩამოვასხი პირველი ბოთლი და ვაჩვენე – ემოციებს ვერ მალავდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით ბებო გამოირჩევა და ხარობს თითოეული დეტალით, ასევე აღვნიშნავ, რომ მამაჩემის მხარდაჭერის გარეშე ამ საქმეს ვერ დავიწყებდი.

-როდის ჩამოისხა პირველად თქვენი ღვინო და როგორ ფიქრობთ,  რა არის თქვენი წარმატების მთავარი ფორმულა?

-პირველი ღვინო  2017 წელს ჩამოისხა,  რაჭული თეთრა და ცოლიკაური.  წარმატება მხოლოდ დაჟინებული და შეუწყვეტელი მცდელობებით მიიღწევა.  ბევრჯერ მქონდა ისეთი მომენტი როდესაც დიდ პრობლემას შევჯახებივარ, მაგრამ მონდომება და შრომა ყოველთვის მიგიყვანს საბოლოო მიზნამდე,  სწორედ ამას მივიჩნევ წარმატების მთავარ ფორმულად.

-რამდენ დასახელების ღვინოს ამზადებთ და რითი გამოირჩევა ის სხვა ღვინოებისგან?

ამ ეტაპზე, რამდენიმე ჯიში მაქვს: ალექსანდროული-მუჯურეთული, რაჭული თეთრა, ცოლიკაური და საფერავი.   სამომავლოთ ვგეგმავ ძველი რაჭული ჯიშების აღდგენას.  რაც შეეხება ღვინოს,  ცოლიკაური გამოირჩევა სხვადასხვა ხილის არომატით.  უფრო მკვეთრად კომშის ტონები იგრძნობა, რაც ამ ღვინოს გამორჩეულს ხდის.

„ქვე შენი ჭირიმე“ –  ძალიან საინტერესო და რაჭისთვის სახასიათო სახელია, როგორ შეარჩიეთ, საიდან წამოვიდა სახელწოდების იდეა?

-ამ თემაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო. მოგეხსენებათ,  „ქვე შენი ჭირიმე“ რაჭისთვის დამახასიათებელი დიალექტური ფორმაა.  ამ სახელით რაჭველები მიმართავდნენ მათთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანს.  სამწუხაროდ, დღეს იშვიათად თუ შევხვდებით ამ ფორმას რაჭაში.  ასევე მაქვს  ერთი  პირადი ისტორიაც ამ სახელთან მიმართებით:  11-12 წლის ასაკში დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ბაბუასა და მამას საქმიანობას, რომლებიც  რაჭულად ვიტყვი, ჭურებს რეცხავდნენ.  ამ დროს ბაბუას  ჭურში ჩაუვარდა – როგორც თავად  ეძახდა ჭურის საფხანი.  ჭურს იმდენად პატარა თავი ჰქონდა ზრდასრული ადამიანი მასში ჩასვლას ვერ მოახერხებდა.  მეც  იქვე, საწნახელზე წამოსკუპებული ვიყავი,  ბაბუა მოვიდა და მითხრა: –  „ქვე შენი ჭირი – მე საქმე გამოგიჩნდაო“.  მეც მეტი რა მინდოდა,  რამდენიმე წუთში ჭურის საფხანი სამშვიდობოს გამოვიყვანე.  იმ დღეს კიდევ უფრო მეტად დავახლოვდი ქვევრთან და ეს სახელიც და ისტორიაც ღრმად  დაილექა ჩემს გონებაში. ამ წარსულის პატარა მომენტმა  და რაჭის სიყვარულმა  გადამაწყვეტინა ამ სახელით გამეცნო ჩემი პროდუქტი მომხმარებლისთვის.

-სად შეიძლება  თქვენი ღვინოების შეძენა?

-ამჟამად  ჩვენ ვთანამშრომლობთ ღვინის მაღაზია ,,ვინომანიასთან“,  რომელიც მდებარეობს კოტე აფხაზის 5/7 ში. სადაც დაგხვდებათ სასიამოვნო  გარემო და ძალიან კარგი ადამიანები. მომავალში,  გვაქვს გეგმაში ვითანამშრომლოთ სხვა ღვინის მაღაზიებთანაც.

-როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო, რომ ამ ბიზნესში წარმატებას მიაღწიო?

-ამ ბიზნესში წარმატების მისაღწევად საჭიროა, საქმის ცოდნა და საქმის სიყვარული. მაგრამ მხოლოდ  ეს ორი ვერ განაპირობებს წარმატებას,  პირველი და ალბათ ყველაზე  მნიშვნელოვანი მონდომება და მიზანისკენ სწრაფვის უნარია.

– გავრცელდა ფოტო,  რომ „ქვე შენი ჭირიმე“ ბუგეულიდან პირდაპირ ნიუ-იორკში, თაიმ სქვერზე აღმოჩნდა, გილოცავთ! სასიხარულო ამბავია. მოგვიყევით ამ წარმატებაზე… თუ გეგმავთ სხვა ბაზრებზე გასვლას?

დიახ,  ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულო ამბავი იყო.  აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა.  გვაქვს დაინტერესება ინგლისიდან, მაგრამ, მოგეხსენებათ, არც ისე მარტივია პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა.

-რა არის თქვენს საქმეში მთავარი მოტივატორი?

– ჩემი კუთხის,  რაჭის წინა პლანზე წამოწევა. ასევე – ახალგაზრდებში სოფლისა და სოფლის მეურნეობის  პოპულარიზაცია.   გამიხარდება, თუ მცირე წვლილს შევიტან  მის განვითარებაში.

-როგორც ვიცით, ახალ ვენახს აშენებთ, მოგვიყევით თქვენს გეგმებზე…

დიახ, ახალი ვენახი უკვე სამი წლის არის.  როლემიც  გაშენებულია ერთ ჰექტარზე, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებით. სამომავლოდ ვგეგმავ წარმოების გაზრდას, რაშიც ეს ვენახი ძალიან დამეხმარება.

-დაბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრებს,  რომლებსაც კრეატიული  იდეები აქვთ, მაგრამ არ იციან, როგორ  განახორციელონ თავიანთი ოცნებები?

-უყვარდეთ  და ბოლომდე მიიყვანონ საკუთარი საქმე. პრობლემები ყველა სფეროშია, მათ კი – თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იბრძოლონ ოცნებების ასასრულებლად. მოკლედ, უნდა იყვნენ მოტივირებულები და აკეთონ საყვარელი საქმე.

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასოფლის მეურნეობატექნოლოგიები

დრონით ხელოვნურად დამტვერვაა შესაძლებელი

ფუტკრის ძლიერი ოჯახი 50-60 ათასი ინდივიდით ყოველდღიურად ნახულობს 50-60 მლნ ყვავილს. ამ უზარმაზარი სამუშაოს შესრულებაში მას ბადალი არ ჰყავს. მცენარეთა დამტვერვაში მეთაფლე ფუტკარი ასრულებს ამ სამუშაოს 80-90%-ს, დანარჩენს ველური დამმტვერავი   მწერები.

სტუდენტმა-დიზაინერმა ანა ჰეიდელვანგმა გადაწყვიტა, რომ  შეექმნა უნიკალური მოწყობილობა – პეპელას ზომის მინიატურული დრონი, რომელიც ერთი ყვავილიდან მეორეზე გადადის და ახდენს მცენარეების დამტვერვას. ეს ინოვაცია ძალიან სასარგებლოა სოფლის მეურნეობისათვის, უფრო გაუადვილდება ხალხს ყვავილებისა და მცენარეების განაყოფიერება.

ანამ თავისი გამოგონების რამდენიმე ნიმუში გამოუშვა და ის უკვე აქტიურ მოხმარებაშია სხვადასხვა ქვეყანაში.

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
საქართველოსოფლის მეურნეობატექნოლოგიები

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სპეცტექნიკა გადაეცა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცა, აქედან 5 თერმული ნისლის, 3 ცივი ნისლის დანადგარი და 2 ტრაქტორი მასივების შესაწამლად.

ტექნიკის პრეზენტაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ლაშა შალამბერიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ ლაშა გოგიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, ზუგდიდის მაჟორიტარ მერაბ ქვარაიასთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გამართა. მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე ესაუბრა და ტექნიკის გამოყენების ინსტრუქცია გააცნო. როგორც ლაშა შალამბერიძემ აღნიშნა, მწერის დასამარცხებლად მუნიციპალიტეტესა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იწამლება საცხოვრებელი სახლების სხვენები და დამხმარე ნაგებობი. მერიის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილია მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეწამვლით სამუშაოებში ეხმარებიან. ამავდროულად შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება მიტოვებული შენობა-ნაგებობები. წელს მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება.

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დარეკოს ცხელ ხაზზე 15-01.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა –  ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრის მოშორებით, შულავერის გორაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველეს ქვევრში არსებული ღვინის კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება. შესაძლოა, ღვინის შემადგენლობა 8 000 წლისაც იყოს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ  საქართველოში აღმოჩენილი, 8000 წლის წინანდელი თიხის ჭურჭელი ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციის მაჩვენებელია. აღნიშნული ჭურჭელი ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, ორ უბანშია აღმოჩენილი და  ზოგიერთ მათგანზე გამოსახულია ყურძნის მტევნები და მოცეკვავე ადამიანები. ამ აღმოჩენამდე მეღვინეობის უძველესი ტრადიციის მტკიცებულებად  მეცნიერები, როგორც წესი, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაპოვნ თიხის ჭურჭელს მიიჩნევდნენ.. როგორც აღმოჩნდა ქართული კვალი მასზე 600-1000 წლით ძველია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოსოფლის მეურნეობა

შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში „საკურას“ კონკურსზე ჯილდოები მიიღო

 ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სხვადასხვა დასახელების შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა. 

ჯილდოებს შორისაა:  „ორმაგი ოქრო“ – „ქისი 2016“, კორპორაცია ქინძმარაული; „ოქრო“ – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ოქრო“ – „მწავნე 2015“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია ქინძმარაული; „ვერცხლი“ – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი „მაყაშვილის ღვინის მარანი“; „ვერცხლი“ – „რქაწითელი მწვანე 2014“, შალაურის ღვინის მარანი; „ვერცხლი“ – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“.

საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (The 5rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2018) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოასოფლის მეურნეობა

პესტიციდები ფუტკრებს გადაშენების საფრთხის წინაშე აყენებს

მცენარეთა დაცვის საშუალებები, კერძოდ, ნეონიკოტინოიდი, ფუტკრის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს,- ამის შესახებ ევროპის სურსათის უვნებლობის სამსახური აცხადებს.

ნეონიკოტინოიდის გამოყენება ევროკავშირში 2013 წლიდან შეიზღუდა მას შემდეგ, რაც მისგან გამოწვეული რისკების შეფასება მოხდა.

ნეონიკოტინოიდი არის მსოფლიოში ყველაზე ფართო გამოყენების მქონე ინსექტიციდი.

ახალი შეფასება 1,500-ზე მეტ კვლევას მოიცავს სამ ნეონიკოტინოიდზე – clothianidin-ზე, imidacloprid-სა და thiamethoxam-ზე.

ევროკავშირმა ხუთი წლის წინ ამ სამი ქიმიკატის იმ ყვავილებზე გამოყენება აკრძალა, რომელსაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეტანება.

ევროკავშირის გარემოს დაცვის მდივანმა მაიკლ გოვმა განაცხადა, რომ აკრძალვა არაყვავილოვან მარცვლეულსაც შეეხება, როგორიცაა – ხორბალი და შაქრის ჭარხალი.

ფუტკარი და სხვა მწერები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური სასურსათო წარმოებისთვის, რადგან ისინი მარცვლეულის უმეტესობას ამტვერიანებენ. ბოლო წლებში დამამტვერიანებლების რაოდენობის შემცირებას მეცნიერები პესტიციდების გამოყენებას უკავშირებენ.

 

წყარო: http://www.bbc.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოსოფლის მეურნეობატექნოლოგიები

15 წლის თვითნასწავლი პროგრამისტი იმერეთიდან, რომელმაც სოციალურ ჰოსტელს ვებგვერდი უფასოდ დაუმზადა

გიორგი ქოჩიაშვილი იმერეთის სოფელ წყალფორეთიდანაა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ  15 წლისაა, უკვე სამ პროფესიას ფლობს, გიორგი საზოგადოება საქართველოს ბანკის ფონდის „სიცოცხლის ხე“ ფარგლებში გაიცნო, რომლის მეშვეობითაც მან სოციალურ ჰოსტელს ვებგვერდი უფასოდ შესთავაზა. გიორგი თვითნასწავლი პროგრამისტია და სხვადასხვა დაბრკოლების მიუხედავად, მაინც შეძლო საკუთარი მიზნის განხორციელება.

-გიორგი, როდის დაინტერესდი პროგრამირებით და რამდენად რთული იყო შენთვის ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გაცნობა და ათვისება?

-პროგრამირებით სერიოზულად ოთხი წლის წინ დავინტერესდი, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ტექნოლოგიები და უკვე მე-7 კლასში, ინტერნეტის მეშვეობით, ჩემით ვსწავლობდი საიტების აწყობას, მაგრამ მაშინ ჩემთვის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო რომ სკოლის დამთავრებამდე შევძლებდი პროგრამირების უფრო საფუძვლიანად შესწავლას, საკმაოდ რთული იყო ამ პროცესის სასკოლო განრიგთან შეთავსებაც, საქმეს ჩემი ტერიტორიული მდებარეობაც ართულებდა, მაგრამ ალბათ მთავარია მონდომება და წვდომით ინოვაციურ სივრცესთან, რაც დღევანდელ დღეს, არაჩვეულებრივ შანსს აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას. ამჟამად კი, უკვე თბილისში გადავედი საცხოვრებლად და „ჯეოლაბში“  გავლილი სტაჟირებისა და Back-endპროგრამირების კურსის გავლის შემდეგ, მივიჩნევ, რომ ჩემი ცოდნა კიდევ უფრო საფუძვლიანი გახდა.

– საქართველოს ბანკის ფონდის – „სიცოცხლის ისმიერ დაფინანსებულ სოციალურ ჰოსტელს უფასოდ დაუმზადე ვებგვერდი, მოგვიყევი, ამ პროცესის შესახებ.

-ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოსთვის საიტის გაკეთება, რადგან, უპირველეს ყოვლისა,   ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო და, ამავდროულად, ამით შევძელი მცირე დახმარება გამეწია ამ საწარმოსთვისაც,  მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული საიტი ჩემთვის პირველია და მის შექმნას ორი კვირა მოვანდომე.

-როგორც ვიცი, პროგრამირების გარდა, ასევე მეფუტკრისა და დურგლის პროფესიასაც ფლობ, რატომ დაინტერესდი თითოეული მათგანით და რას გვეტყვი სამომავლო გეგმების შესახებ?

-დურგლობით იმიტომ დავინტერსდი, რომ ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც შენი საკუთარი ხელით ქმნი რაიმე ღირებულს, ხოლო მეფუტკრეობას რაც შეეხება, უკვე ექვსი წელია, რაც  ოჯახში გვაქვს ფუტკრის მეურნეობა და მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო საქმეა. თავდაპირველად, მამაჩემს ვეხმარებოდი მეურნეობის მართვაში, მოგვიანებით კი, მეთვითონაც შევისწავლე მეფუტკრეობა  და დღეს უკვე 50 ძირი ფუტკარი მყავს. ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, პროგრამირებას უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა,  მინდა  უნივერსიტეტში ჩავაბარო და შევძლო უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრება, რისი დიდი სურვილიც მაქვს.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6
Page 4 of 6