close

სოციოლოგია

ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოსოციოლოგია

მეცნიერებმა გამდიდრების საიდუმლო გამოიკვლიეს – აღმოჩნდა, რომ ნიჭი აქ არაფერ შუაშია

მეცნიერებმა კომპიუტერული ანალიზის საფუძველზე აღმოაჩინეს, რომ  გამორჩეულად მდიდრები სულაც არ არიან გამორჩეულად ნიჭიერები და მთელი საიდუმლო მათ იღბლიანობაშია.

იტალიის კატანიის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, მათი მიზანი ადამიანების სასოწარკვეთილებაში ჩაგდება ნამდვილად არ ყოფილა. ,,ჩვენ შევეცადეთ, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რა როლს ასრულებს შანსი ცხოვრებაში.”

ამოცანა, რომლის გადაჭრაც მათ დაისახეს, შემდეგია : თუკი ნიჭი, ინტელექტი, სამუშაოს სურვილი და სხვა ფაქტორები, რომელიც ცხოვრებაში გვეხმარება, საკმაოდ სწორადაა მოსახლეობას შორის განაწილებული, რატომ არაა სიმდირე?

კიდევ უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, კაცობრიობის 10 პროცენტის ხელში სიმდიდრის 85 პროცენტია, თუმცა ეს ,,რჩეულები” ნიჭითა და ჭკუით გამორჩეულები სულაც არ არიან. მაშ რა არის დაფარული ინგრედიენტი?

,,ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი ფაქტორი არის იღბალი,” – წერენ კვლევის ავტორები.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 1,000 კომპიუტერული მოდელი – აგენტი შექმნეს. თითოეულს გარკვეული ნიჭი ჰქონდა, მაგრამ არა გამორჩეულად დიდი ან მცირე. მათი სიმდიდრის დონე თავდაპირველად თანაბარი იყო.

აგენტებმა იღბლიანი (მწვანე წრე) და უიღბლო (წითელი წრე) მოვლენები განიცადეს.

ეს შემთხვევითი მოვლენები სიმულაციაში გადაიტანეს. აგენტების სიმდიდრე იღბლიანი მომენტების პროპორციულად იზრდებოდა და მცირდებოდა.

როდესაც მკვლევარებმა საბოლოო შედეგები გააანალიზეს, აღმოჩნდა, რომ სიმდიდრის გადანაწილება რეალურ ცხოვრებაში არსებულ სინამდვილესთან ძალიან ახლოს იყო. ადამიანების დაახლოებით 20 პროცენტის ხელში სიმდიდრის 80 პროცენტი აღმოჩნდა.

თუმცა ყველაზე მდიდარი 20 პროცენტი და ყველაზე ნიჭიერი (ან უნიჭო) 20 პროცენტი ერთმანეთს ნამდვილად არ ემთხვეოდა.

ისინი, რომლებიც ყველაზე მეტ ფულს შოულობდნენ, საშუალო ნიჭის მქონე ადამიანები იყვნენ. თუმცა სიმდიდრის პირამიდის თავში მოქცეული ადამიანები ყველაზე იღბლიანები იყვნენ.

,,ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად გარკვეული მოცულობის ნიჭი ნამდვილად საჭიროა, თუმცა, ფაქტია, რომ როგორც წესი, ძალიან ნიჭიერი ადამიანები ძალიან წარმატებულები ვერ ხდებიან. საშუალო ნიჭისა და კარგი იღბლის მქონეები კი ცხოვრებაში წარმატებას აღწევენ და მდიდრდებიან”, –  აცხადებენ მეცნიერები.

 

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოსაქართველოსოციოლოგია

გაეროს ბავშვთა ფონდი: საქართველოში ყოველი 141 ახალშობილიდან ერთი იღუპება

ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელთან დაკავშირებული მოხსენების მიხედვით, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ  საქართველო ევროპის რეგიონშია მოცემული და 115 ქულით -კონტინენტის მასშტაბით, ბოლოდან მეხუთე ადგილს იკავებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყოველი 141 ახალშობილიდან ერთი იღუპება. ევროპის მასშტაბით, ბოლო ადგილებს შემდეგი ქვეყნები ინაწილებენ – აზერბაიჯანი (1-55), მოლდოვა (1-84), მაკედონია (1-120) და სომხეთი (1-135) არიან. ყველაზე მეტი ახალშობილი პაკისტანში (1-22), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა  (1-24) და ავღანეთში (1-25) იღუპება.

გაეროს ანგარიშის თანახმად, ახალშობილებს გადარჩენის ყველზე მაღალი შანსი იაპონიაში (1-1,111), ისლანდიაში (1-1000) და სინგაპურში (1-909) აქვთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიკომუნიკაციამედიცინამსოფლიოსოციოლოგიატექნოლოგიები

კვლევა: სმარტფონს ფსიქიკური აშლილობის გამოწვევა შეუძლია

უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ გახშირებული ნევროზისა და დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შესაძლოა, ტექნოლოგიური განვითარებაც კი იყოს. როგორც მეცნიერების ახალი კვლევით იკვეთება, სმარტფონს შეუძლია საკუთარ მფლობელში ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს.

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, გაუთავებელი სატელეფონო ზარები და შეტყობინებები სტრესის ჰორმონს მოქმედებისკენ უბიძგებს, რომელიც მუდმივ თავდაცვით რეაქციას იწვევს.

ხშირად გექნებათ შეგრძნება, როდესაც ცრუ ვიბროზარებს გრძნობთ – ტვინი რეაგირებს ტელეფონზე მაშინაც კი, როცა ის გამორთულია. ამას  მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი განიცდის.

გამოკითხულთა 86 % აცხადებს, რომ მუდმივად ამოწმებს სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ ფოსტას.

წყარო: Business Insider

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებისაქართველოსოციოლოგია

თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი 06:00-08:00 საათებში იღვიძებს

კვლევითი ორგანიზაცია ,,ACT Global-ი” დაინტერესდა თუ როგორია თბილისის მოსახლეობის დილის რუტინა. კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (41%), 06:01-დან 08:00-მდე პერიოდში იღვიძებს. 08:01-დან 10:00 საათამდე იღვიძებს გამოკითხულთა 39%, ხოლო 10:01-12:00 პერიოდში 9%.

მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) იღვიძებს 12:01 საათზე ან უფრო გვიან, რაც შეეხება იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ყველაზე ადრე (06:00 ან უფრო ადრე) იღვიძებენ, მათი რაოდენობაც საკმაოდ დაბალია და 6%-ს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისის მოსახლეობის ახალი ამბებით დაინტერესებას. დილით 30% საერთოდ არ ეცნობა ახალ ამბებს. 

ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების ყველაზე პოპულარულ საშუალებად ტელევიზორი დასახელდა და მას გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (53%) იყენებს, ყოველი მეოთხე თბილისელისთვის (24%), ინტერნეტი არის ინფორმაციის მიღების წყარო, ხოლო რადიოს ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ 1% უსმენს დილით.

კვლევა თბილისის მაშტაბით ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრული გამოიკითხა. კვლევის პერიოდი მოიცავს 2018 წლის 12-14 თებერვალს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

 

სრულად ნახვა
ეს საინტერესოასაქართველოსოციოლოგია

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები ცნობილია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში კაცის ყველაზე გავრცელებული სახელია გიორგი, ქალის კი – ნინო.

ყველაზე მეტი გიორგი (63651) და ნინო (42598) თბილისშია რეგისტრირებული.
პოპულარული სახელების ათეულები ასეთია:

კაცი:

სახელი/რაოდენობა

გიორგი – 191389
დავით – 67418
ალექსანდრე – 41270
ლუკა – 38668
ნიკოლოზ – 36240
ირაკლი  – 35940
ზურაბ – 31607
ლევან – 28341
საბა – 25893
ლაშა – 25357

ქალი:

სახელი/რაოდენობა

ნინო – 115119
მარიამ – 67406
თამარ – 50393
ანა – 47661
მაია – 47349
ნანა – 42706
ნათია – 38246
ელენე – 34825
მანანა – 34236
ქეთევან – 32572

საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა. ქვეყანაშის სულ 14 461 ბერიძეა რეგისტრირებული.

გვარი/რაოდენობა

ბერიძე – 14461
მამედოვი – 13652
კაპანაძე –  9507
ალიევი  – 8927
გელაშვილი – 8793
მაისურაძე – 7602
გიორგაძე –  6728
ბოლქვაძე – 6237
ლომიძე – 6172
წიკლაური – 6143

ეს კი – იშვიათი სახელებისა და გვარების ჩამონათვალია:

სახელი:

მილიარდი
ვებერთელა
მხედარი
ვინარი
კუკუშა
ედემი
ფუჩქი
ფიზიკა
პელე
გარინჩა

გვარი:

ავგაროზაშვილი
თერძიშვილი
კბილიანაშვილი
ზეცაშვილი
ზურმუხტაშვილი
კრიჭინაშვილი
ვარვარიძე
სურვილაძე
შავთვალიშვილი
უფროსაშვილი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისოციოლოგია

2017 წლის საუკეთესო პროფესიები

პროფესიის სწორად არჩევა ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ დროს თქვენ ირჩევთ საქმეს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა აკეთოთ, გაიღრმავოთ და გაიუმჯობესოთ ცოდნა კონკრეტულ ასპექტებში.

კარგი სამსახური არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ანაზღაურებას, რადგან ღირებულებები, რომლებიც ბოლო დროს გამოჩნდა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. მაგალითად, სასიამოვნო გარემო, თანამშრომლები, საქმის სიყვარული, პრესტიჟი – ეს ყველა მახასიათებელი აუცილებელია კარგი სამსახურისთვის.

 Enterpreneur.com–მა გამოაქვეყნა 5 საუკეთესო პროფესია 2017 წლისთვის:

  1. სტატისტიკოსი
  2. სამედიცინო სერვისმენეჯერი
  3. უნივერსიტეტის პროფესორი
  4. მათემატიკოსი
  5. პროგრამისტი

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
სოციოლოგიატურიზმი

,,Businessinsider-ი”: ,,5 საუკეთესო ადგილი მოგზაურობისთვის”

ადამიანების უმრავლესობას ძალიან უყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და ბუნების დათვალიერება. მოგზაურობა ადამიანს ანიჭებს სიამოვნებას, აძლევს გამოცდილებას და აჩვენებს, თუ როგორ ცხოვრობენ საზღვარგარეთ, რითი ერთობიან, სად ისვენებენ და ა.შ.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი ადგილი, რისი გამოკვლევა, ან დათვალიერებაც მოგინდებათ. ,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოკითხა მსოფლიოს 20 საუკეთესო ექსპერტი მოგზაურობის დარგში, მათ კი გაუზიარეს გამოცდილება მკითხველს და გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ, თუ რომელი 5 საუკეთესო ადგილი შეარჩიეს მათ, აღსანიშნავია, რომ მათ რიგებში საქართველოს მაღალმთიანი მხარე, ყაზბეგიცაა ნახსენები.

  1. ყაზბეგი, საქართველო
  2. ბრაზილია (რიოს კარნავალი)
  3. ჰავაის კუნძულები
  4. ეკვადორის ტყე
  5. სიდნეი, ავსტრალია

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებისაქართველოსოციოლოგია

სელექციური აბორტების შედეგად, ბოლო 25 წელში 31 446 გოგო ვერ დაიბადა

2010-2014 წლების მონაცემებით, საქართველოში დაბადებულ ყოველ 100 გოგონაზე საშუალოდ 109 ბიჭი მოდის, მაშინ, როცა დაბადებისას სქესთა შეფარდების ნორმალური ბიოლოგიური  დონე მაქსიმუმ 100/106 შეიძლება იყოს. აღნიშნული შეფარდება, მესამე და მეტი შვილის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება და 100/140-ს აღწევს.

მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მსგავსად, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოც გამოირჩეოდა მამრობითი სქესის ახალშობილთა სიჭარბით, რაც დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი შეფარდების გადახრით გამოიხატა.

მოკლედ რომ ვთქვათ – 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31446 გოგონა არ დაიბადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, 27 682 – გოგონა, თუმცა შობადობა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს 2 680-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე წინა წელს. 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. 2015 წელს კი – 59 249-ს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმსოფლიოპოლიტიკასოციოლოგია

მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელი იზრდება

  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა ორგანო აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ კლიმატის ცვლილება და კონფლიქტური ზონების მომატება ზრდის მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელს, რომელიც 21-ე საუკუნის დასაწყსიდან მოყოლებული, წელს პირველად პროგრესირებს.

2016 წლის ბოლოსთვის ქრონიკულად მოშიმშილე ადამიანთა რიცხვა 815 მილიონს მიაღწია, რაც 38 მილიონით მეტია წინა მონაცემებთან შედარებით.

გაეროს 5 სააგენტოს მიერ მომზადებულ ერთობლივ ანგარიშში ამ რიცხვის ზრდა კონფლიქტის ზონებში ძალადობრივი ქმედებების გახშირებითა და კლიმატის ცვლილებითაა ახსნილი, რასაც თან ერთვის ეკონომიკური ზრდის შენელება, რის გამოც,  უფრო რთულად ხელმისაწვდომი ხდება საკვები ღარიბი მოსახლეობისათვის.

  აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით 489 მილიონი ადამიანი ანუ ქრონიკულად მოშიმშილე ადამიანთა 60% სწორედ კონფლიქტით დაზიანებულ ზონებში ცხოვრობს: ,,გასული დეკადის განმავლობაში კონფლიქტების რაოდენობა გაიზარდა, გახდა უფრო კომპლექსური, რაც ართულებს მათი გადაჭრის შესაძლებლობას,“-აცხადებს გაერო.

აღნიშნული ანგარიში პირველია მას შემდეგ, რაც გაერომ მდგრადი განვითარების მიზნები შეიმუშავა, რომლის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია „დაასრულოს შიმშილი და ყველა ფორმის კვების უკმარისობა 2030 წლისთვის“.  პროგრესი ნათელი იყო გასულ წლამდე. 900 მილიონზე მეტი ადამიანის კვების ხარისხი გაუმჯობესდა. თუმცა, გასულ წელს, შიმშილმა „ექსტრემალურ მაჩვენებლს“ მიაღწია მსოფლიოს ბევრ კუთხეში, განსაკუთრებით კი – სამხრეთ სუდანში, იემენში, ნიგერიასა და სომალიში. 

 რეგიონების მიხედვით კი, ყველაზე მძიმე მდგომარეობა აფრიკაშია. მოსახლების 27,4 % შიმშილობს ან შიმშილის ზღვარზეა. მაჩვენებელი იზრდება ლათინურ ამერიკაშიც 4.7 %-დან 6,4%-მდე.

გაერო აფრთხილებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თუკი სახელმწიფოთა ლიდერები ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამენ და არ იბრძოლებენ საერთო პრობლემის წინააღმდეგ, შიმშილის დონე კიდევ უფრო გაზირდება.

 

წყარო: The Guardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასოციოლოგია

კიბო არაა ყველაზე საშიში და გავრცელებული დაავადება

  სოციოლოგების გამოკითხვის თანახმად, ადამიანებს ყველაზე მეტად კიბოსი ეშინიათ.

შეუქცევადობა, გარდაუვალი სიკვდილი – ამ და ბევრ სხვა ასოციაციას იწვევს ეს დაავადება, თუმცა, დიდი ხანია ეს ასე აღარ არის, რადგანაც ონკოლოგიურ დაავადებებს  წარმატებით მკურნალობენ მთელ მსოფლიოში.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კიბო სულაც არ გახლავთ ისეთი საშინელი და იმდენად გავრცელებული დაავადება, როგორც ხშირად ჰგონიათ.

სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის სიკვდილიანობის 50-55% გულსისხლძარღვთა დაავადებაზე მოდის, ხოლო კიბოთი დაავადებულთა რიცხვი, დაახლოებით, 17%-ია.

ბრიტანელი მეცნიერების გამოთვლით, თუკი კაცობრიობა კიბოს წამალს გამოიგონებს, მოსახლეობის  საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი წლით გაიზრდება, მაგრამ თუ ჭარბი წონის პრობლემა გადაწყდება,  ადამიანები 4 წლით უფრო მეტ ხანს იცოცხლებენ. როგორც ჩანს, კიბო არცთუ ისე საშიში დაავადებაა, როგორც წარმოგვიდგენია.

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ კიბოს წამალი უკვე არსებობს, მაგრამ ონკოლოგიური ისტებლიშმენტი უმალავს მას საზოგადოეას, რათა ზღაპრული მოგება არ მოაკლდეთ, ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობა ხომ ძალიან ძვირი ჯდება?! თუმცა, არ არსებობს არავითარი შეთქმულება, ისევე, როგორც, არ არსებობს კიბოს უნიევრსალური წამალი. ეს დასახელება ხომ ავთვისებიან წარმონაქმნთა ორასზე მეტ სახესხვაობას აერთიანებს. ყოველ სიმსივნეს განსხვავებული ზრდის თავისებურებები და კლინიკური გამოვლინებები აქვს ანუ ეს ორასზე მეტი სხვადასხვა დაავადებაა და ყველას თავისებური მკურნალობა ესაჭიროება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3
Page 2 of 3