close

სოციოლოგია

მედიცინასოციოლოგია

კიბო არაა ყველაზე საშიში და გავრცელებული დაავადება

 

  სოციოლოგების გამოკითხვის თანახმად, ადამიანებს ყველაზე მეტად კიბოსი ეშინიათ.

შეუქცევადობა, გარდაუვალი სიკვდილი – ამ და ბევრ სხვა ასოციაციას იწვევს ეს დაავადება, თუმცა, დიდი ხანია ეს ასე აღარ არის, რადგანაც ონკოლოგიურ დაავადებებს  წარმატებით მკურნალობენ მთელ მსოფლიოში.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კიბო სულაც არ გახლავთ ისეთი საშინელი და იმდენად გავრცელებული დაავადება, როგორც ხშირად ჰგონიათ.

სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის სიკვდილიანობის 50-55% გულსისხლძარღვთა დაავადებაზე მოდის, ხოლო კიბოთი დაავადებულთა რიცხვი, დაახლოებით, 17%-ია.

ბრიტანელი მეცნიერების გამოთვლით, თუკი კაცობრიობა კიბოს წამალს გამოიგონებს, მოსახლეობის  საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი წლით გაიზრდება, მაგრამ თუ ჭარბი წონის პრობლემა გადაწყდება,  ადამიანები 4 წლით უფრო მეტ ხანს იცოცხლებენ. როგორც ჩანს, კიბო არცთუ ისე საშიში დაავადებაა, როგორც წარმოგვიდგენია.

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ კიბოს წამალი უკვე არსებობს, მაგრამ ონკოლოგიური ისტებლიშმენტი უმალავს მას საზოგადოეას, რათა ზღაპრული მოგება არ მოაკლდეთ, ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობა ხომ ძალიან ძვირი ჯდება?! თუმცა, არ არსებობს არავითარი შეთქმულება, ისევე, როგორც, არ არსებობს კიბოს უნიევრსალური წამალი. ეს დასახელება ხომ ავთვისებიან წარმონაქმნთა ორასზე მეტ სახესხვაობას აერთიანებს. ყოველ სიმსივნეს განსხვავებული ზრდის თავისებურებები და კლინიკური გამოვლინებები აქვს ანუ ეს ორასზე მეტი სხვადასხვა დაავადებაა და ყველას თავისებური მკურნალობა ესაჭიროება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ეკონომიკაკვლევებიმსოფლიოსოციოლოგია

კვლევა: როგორ და რაში ხარჯავენ ფულს სხვადასხვა ქვეყანაში?

 Eurostat-ის კვლევით ბაზაში ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიზანიც იყო იმის გარკვევა, თუ როგორ და რაში ხარჯავდნენ ფულს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ის, თუ რაში და რამდენს ხარჯავენ კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეები, პირდაპირ ეხმიანება ამ სახელმწიფოს შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. მაგალითად: კვლევის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის საერთო შემოსავლის 8% იხარჯება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს მოხმარებაზე, რაც აღემატება მსოფლიოს ყელაზე მდიდარი ქვეყნების იმავე კატეგორიის მაჩვენებელსაც კი. ავსტრალიის მოსახლეობის შემოსავლის 10%-მდე  რეკრეაციასა და გართობაზე იხარჯება,  სამხრეთ კორეის საპირისპიროდ, რომლის მოსახლეობაც შემოსავლის უმეტესობას წიგნებსა და განათლებაზე ანაწილებს.

უფრო მდიდარი ქვეყნები, მაგალითად აშშ და ავსტრალია, სადაც საყოფაცხოვრებო ხარჯები ერთ ადამიანზე 30 000 $-მდეც კი აღწევს წლიურად, უფრო მიდრეკილნი არიან, რომ ნაკლები თანხა დახარჯონ საკვებზე, ვიდრე, მაგალითად, მექსიკასა და რუსეთში, სადაც საშუალო ხარჯი 6 000 $-ია. ამ განსხვავებების მიზეზი პოლიტიკურ  და სახელმწიფო მოწყობის სისტემებში უნდა ვეძიოთ. მაგალითად, ამერიკაში შემოსავლის საერთო რაოდენობის თითქმის მეხუთედს შეადგენს კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები, შესაბამისად, ამერიკელებს უწევთ პრიორიტეტულად გადაანაწილონ დანახარჯები. ევროკავშირში, სადაც საერთო სადაზღვევო სისტემა მოქმედებს, საშემოსავლო ბიუჯეტის მხოლოდ 4% იხარჯება მასზე, რაც უფრო მეტ თანხას უტოვებს ადამიანებს სხვადასხვა სახის აქტივობების განსახორციელებლად. ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია: მალტაში, სადაც მოსახლეობა დაახლოებით 450 000 ადამიანია, საყოფაცხოვრებო ხარჯების 20 % -მდე სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის დანახარჯებზე მოდის, მაშინ, როცა ლიტვაში იგივე მაჩვენებელი 2,9 %-ია. ეს ფაქტი შეიძლება აიხსნას იმით, რომ ლიტვა შედარებით ღარიბი ქვეყანაა, სადაც საშუალო დანახარჯი ერთ ადამიანზე ორჯერ ნაკლებია ზოგადად ევროკავშირის მოქალაქის საშუალო წლიურ დანახარჯთან შედარებით. ჰოლანდიაში ყველაზე მეტი იხარჯება დასვენება-გართობაზე, ყველაზე ნაკლები, ამ მხრივ, კი საბერძნეთში (შეიძლება მივიჩნიოთ ფინანსური კრიზისის შედეგად, რადგან, როგორც კვლევის ავტორები ვარაუდობენ, ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს, მაგალითად, ვალების უკან დაბრუნებაში.)

კვლევის სრული შედეგების ნახვა შეგიძლიათ აქ.

 

ავტორი: ცირა შვანგირაძე

წყარო: The Economist

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისოციოლოგია

ვინ არის ღარიბი?

2016 წელს 7.6 მილიონი ამერიკული ოჯახების 10% ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარზე, რაც 26 მილიონ კაცს შეადგენდა.

როგორც წესი, სიღარიბის ზღვარზე მცხოვრებ ოჯახებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტი ერთმშობლიან ოჯახებს უკავიათ. მაგალითად 2015 წელს აშშ–ში ასეთი ოჯახების რიცხვი 29% იყო, რაც თითქმის 6-ჯერ მეტია, ვიდრე ღარიბი სრული ოჯახების რაოდენობა. ცხადია, ერთ მშობელს შემოსავლების მიღების ნაკლები შესაძლებლობები აქვს. ისიც ცხადია, რომ ისინი დამატებით შეზღუდვებს აწყდებიან, რაც ამცირებს მათ მოქნილობას და გარემოებების მიმართ. შეზღუდვები ზრდის დაბალი შემოსავლების ალბათობას, რისი შედეგიცაა სიღარიბე. გარდა ამისა, ბავშვების რაოდენობა ოჯახში პირდაპირ კავშირშია სიღარიბის გაჩენასთან, იმიტომ რომ დიდ ოჯახებს მაღალი შემოსავლები სჭირდებათ ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

სიღარიბე დაკავშირებულია ასაკთანაც – ახალგაზრდებში და მოხუცებში უფრო მეტია ღარიბი, ვიდრე საშუალო ასაკის ადამიანებს შორის. 2016 წელს დაახლოებით 12.9 მილიონი ბავშვი იმყოფებოდა სიღარიბის ზღვარზე, რაც ღარიბი მოსახლეობის 35%-ს შეადგენდა. ბავშვების შემთხვევაში, სიღარიბის წყარო მათი მშობლები არიან და არა თვით ბავშვები.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისოციოლოგია

სამუშაოდ საუკეთესო კომპანიების რეიტინგი

ჟურნალი ,,Fortune-ი” სამუშაოდ საუკეთესო კომპანიების ყველწლიურ სიას აქვეყნებს. სიაში ტრადიციულად მსოფლიოს 100 კომპანია შედის.

რეიტინგის შედგენისთვის გამოცემა „დასაქმებულების ნდობის ინდექსს“ იყენებს. ინდექსის შესადგენად დასაქმებულები საკუთარ დამსაქმებლებზე სპეციალურ კითხვარს ავსებენ.

გასული წლის საუკეთესო კომპანიების პირველი ათეული შემდეგია:

  1. Google
  2. acuity
  3. The boston consulting Group
  4. Wegmans Food Markets
  5. Quicken Loans
  6. Baird
  7. Kimley-Horn
  8. SAS
  9. Camden Property Trust
  10. Edward Jones

Google რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მეათე წელია იკავებს. ბოლო რეიტინგში ჯამში 6 ახალი კომპანია მოხვდა, მათ შორის Hilton Hotels და Slalom Consulting.

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოსოციოლოგია

მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სია

ბრიტანული ჟურნალი – ,,Restaurant-ი”,  ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოს საუკეთესო რესტორნის რეიტინგს. შეფასებაში 600 შეფმზარეული და გასტრონომული კრიტიკოსი იღებს მონაწილეობას. პირველ პოზიციებს ის რესტორნები იკავებენ, რომელთა შეფმზარეულები მოლეკულური სამზარეულოს მიმდევრები არიან და თავისი ინოვაციურობით გამოირჩევიან.

1.El Bulli, როზესი, ესპანეთი.

კატალონიაში, კოსტა ბრავას სანაპიროზე, პატარა რესტორნის –  ,,El Bull–ის”,  შეფმზარეული – ფერან ადრია მიშლენი,  3 ვარსკვლავის მფლობელია. მუშაობს მოლეკულური გასტრონომიის დარგში და მაღალი სამზარეულოს კერძების ერთ–ერთი უბადლო ავტორად მიიჩნევა.

2.Noma, კოპენჰაგენი, დანია.

ამ რესტორნის მფლობელებმაც მოდური ამპლუა აირჩიეს და გურმანებს ნორდიულ სამზარეულოს „მოლეკულური ინტერპრეტაციით“ სთავაზობენ. მდებარეობს კოპენჰაგენის ცენტრში, სანაპიროსთან ახლოს ერთ ძველებურ სახლში, სადაც 2004 წლამდე საწყობი იყო განთავსებული. ახლა კი ჩრდილო ატლანტიკის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი და ეს  რესტორანია განლაგებული.

3.Mugaritz, სან სებასტიანი, ესპანეთი.

ქალაქის სამხრეთით, ერთ პატარა სოფელში მდებარე ეს რესტორანი მოლეკულური სამზარეულოს შესანიშნავი ნიმუშია. მის შექმნაში მსოფლიოს საუკეთესო რესტორნის, ,,El Bulli-ის” შეფია – ფერან ადრია – მონაწილეობდა. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ აქ განსაცვიფრებელი კერძები გელით, რომელთა უჩვეულო გემო ადრე შეუთავსებელი პროდუქტების შეთავსებით მიიღწევა. თუმცა, ყველაფერი ეს მაინც ესპანური სამზარეულოს ტრადიციების გათვალისწინებით ხდება.

 

წყარო:  Harward Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მსოფლიოსაქართველოსოციოლოგია

პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები და საქართველო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა მსოფლიოს ქვეყნებში ბედნიერების დონე. ძირითადი კრიტერიუმებია: მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, კორუფციის დონე, სოციალური დახმარება, პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი, მაღალი ანაზღაურება და ა.შ.

158 ქვეყნიდან პირველ ადგილს დანია იკავებს, აღნიშნულ ქვეყანაში განათლება და ჯანდაცვა უფასოა, მაღალია მშპ, სამსახურის დაკარგვის ან ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება მოქალაქეებს. როგორც ცნობილია, მაღალი საშემოსავლო გადასახადებია, თუმცა ეს თანხა ძირითადად ინვესტირებულია განათლებასა და ჯანდაცვაში. კვირაში საშუალოდ 37 საათს მუშაობენ. მთავრობის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარებას, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეიგრძნონ ცხოვრება, წარსულით კმაყოფილები, აწმყოთი ბედნიერები და მომავლის მოიმედენი არიან. ასეთი მიდგომა კი ამცირებს სტრესს და მეტად შინაარსიანს ხდის მათს ყოველდღიურობას.

აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველო 126-ე ადგილზეა. პირველ ხუთეულში მოხვდნენ: შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი.

ბოლო ადგილზე კი ბურუნდის რესპუბლიკაა. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი-  56-ე, თურქეთი –  78-ე, აზერბაიჯანი – 81-ე, სომხეთი კი 121-ე ადგილს იკავებს.

შვეიცარია დათოვლილი მწვერვალებით, ჩანჩქერებითა და სხვადასხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული ქვეყანაა. საზოგადოება კეთილგანწყობილებითა და გულისხმიერებით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი რძიანი შოკოლადი სწორედ შვეიცარიაში გამოჩნდა.

ისლანდიაში მაღალ დონეზეა ჯანდაცვა, განათლება და ეკოლოგია. როგორც წესი, მათი ძირითადი საქმიანობა თევზჭერაა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. ქვეყანა ყველაზე მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყნებს შორისაა.

ნორვეგიელების საშუალო ხელფასი 5000 ევროა. ნორვეგია აღიარებულია, როგორც საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანა, უმუშევრობის დაბალი დონით, ბუნებრივი რესურსებითა და სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით უთუოდ იმსახურებს ადგილს „ბედნიერი ქვეყნების“ ხუთეულში.

ფინეთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა. კორუფციის დაბალი, ხოლო განათლების მაღალი დონეა. ფინელი მოზარდები მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანთა რეიტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ გაერო წელსაც გეგმავს კეთილდღეობის ინდექსის დადგენას მსოფლიოს მასშტაბით.

 

წყარო: dailymail

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
საქართველოსოციოლოგია

კვლევის შედეგებით, საქართველოში ახალგაზრდების 85%-ს მარიხუანა არასდროს მოუწევია

ფრიდრიხ ებერტის ფონდმა  საქართველოში  კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდების 85%-ს არასდროს მოუწევია მარიხუანა, ხოლო 8% იშვიათად მოიხმარს მას.

აღნიშნულ 8%-ში მამაკაცები დომინირებენ (14%).

მარიხუანას მოწევის წილი იზრდება ასაკთან ერთად 5%-დან 9%-მდე. ასევე, კვლევის შედეგების მიხედვით,  ახალგაზრდები, რომლებიც იშვიათად ეწევიან მარიხუანას, მიეკუთვნებიან მაღალ სოციალურ ფენას (16%) და ცხოვრობენ თბილისში (15%).

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა  – ,,თაობა გარდამავალ პერიოდში – ახალგაზრდობის კვლევა 2016- საქართველო”   მოიცავს საქართველოს ახალგაზრდების პრობლემებსა და მისწრაფებებს, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის გარშემო არსებულ საკითხებს და  გამოკითხულები არიან 14-29 წლის ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდნენ.

კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.

 

 მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სოციოლოგია

მეცნიერებმა შექმნეს სტატისტიკებზე დაყრდნობით ახალი ტესტი “რა ასაკში და რით გარდაიცვლები?”

ახალი ტესტის საშუალებით შესაძლებელი ხდება იმის დადგენა, თუ სავარაუდოდ რით შეიძლება დაიღუპოთ და როდის.

მეცნიერებმა ინტერაქტიული გრაფიკი შექმნეს, რომელიც პიროვნების  ასაკის მიხედვით ითვლის სავარაუდოდნ რა ასაკში და რით გარდაიცვლება იგი.

ნათან იომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ფერადი გრაფიკი შექმნა, რომელიც ეყრდნობა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა პიროვნების ასაკი, სქესი და რასა, და რომელიც ავლენს თუ რა ასაკში და რით შეიძლება გარდაიცვალოს ადამიანი.

ტესტის შესავსებად http://flowingdata.com/2016/01/19/how-you-will-die/ წერთ თქვენს ასაკს, სქესს და ეთნიკურ წარმომავლობას და თვალს ადევნებთ, როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება და გარდაცვალება განვითარდეს.

მაგალითად, დღეს დაბადებული ბავშვის სიცოცხლის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში გარდაცვალების მიზეზი დიდი ალბათობით თანდაყოლილი პრობლემა გახდება, ადამიანი, რომელიც 30 წლისაა სავარაუდოდ 80 წლის ასაკში ცირკულაციური პრობლემის (გულის შეტავა ან ინსულტი, კიბო) გამო დაიღუპება.

1999-2014 წლების აშშ გარდაცვალების მოწმობების მონაცემებზე  დაყრდნობილი გრაფიკული გამოსახულება აჩვენებს, რომ 8 წლის ასაკის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი 18 წლის ასაკში დიდი ალბათობით გარე ფაქტორები (უბედური შემთხვევა) გახდება. გრაფიკის მიხედვით, ამ ასაკში ამ მიზეზით გარდაცვალების ალბათობა 67 პროცენტია, ხოლო იგივე შემთხვევაში რესპირატორული ასთმის მიზეზზე მხოლოდ 17 პროცენტი მოდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, გლობალური სიკვდილიანობის 68 პროცენტის მიზეზი არაგადამდები დაავადებებია.

ოთხი ძირითადი არაგადამდები დაავადებაა:  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (მაგალითად, გულის დაავადება და ინსულტი), კიბო, დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადებები.

ინფექციურ დაავადებებზე, ორსულობაზე, მშობიარობასა და კვების მდგომარეობაზე სიკვდილიანობის 23 პროცენტი მოდის, ხოლო სხვადასხვა დაზიანებებზე – 9 პროცენტი.

სიკვდილიანობის 87 პროცენტი ხშირად პრევენცირებადი მიზეზებისგან – როგორიცაა გულის დაავადება, კიბო, დიაბეტი და ფილტვის მდგომარეობა – არის გამოწვეული.

თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ყველაზე მკვლელი დაავადებების გამომწვევი მიზეზია – მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ფილტვის კიბო.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ათიდან ერთი მოზარდის გარდაცვალების მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. თუმცა ის ხშირად დაფარული მიზეზია და სინამდვილეში გარდაცვალებვის მიზეზად სხვა ფაქტორს მიიჩნევენ.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
სოციოლოგია

მეცნიერები: ჩვენს წინაპრებს ჩვენზე ნაკლები ეძინათ

ახლახანს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩვენს წინაპრებს დღის განმავლობაში ნაკლები ეძინათ, ვიდრე ჩვენ.

ამერიკელმა მკვლევარებმა შეისწავლეს აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ტრადიციული საზოგადოების იმ წევრების ძილის რეჟიმი, რომელთა ცხოვრების წესი ძალიან ახლოსაა უძველესი მონადირე- შემგროვებელი ადამიანების ცხოვრების წესთან.

ისინი დააკვირდნენ 98 ადამიანს 1,165 ღამის განმავლობაში, და აღმოჩნდა, რომ მათ ეძინათ საშუალოდ 6.5 საათი ღამეში.

შედარებისთვის, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ადამიანების უმრავლესობას აშშ-ში დაახლოებით შვიდი საათი ძინავთ.

ჟურნლ Current Biology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ძილის სტილის ჩამოყალიბებაში სინათლეზე უფრო დიდ როლს ტემპერატურა თამაშობს.

თანამედრეოვე ცხოვრებას ხშირად ადანაშაულებენ ძილის რეჟიმის რღვევაში. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა,მიუხედავად იმისა, რომ უძველეს ადამიანებს არ ქონდათ ტელევიზორი, სმარტფონი თუ კომპიუტერი, მათ თანამედროვე ადამიანებზე ნაკლები ეძინათ.

მკვლევარებმა შეისწავლეს ტანზანიის ჰაზდის, ნამიბიის სანისა და ბოლივიის ციმანეს ჯგუფები. მათ გააგზავნეს მოხალისეები მაჯის საათებით, რომლებიც ძილის რეჟიმს აკონტროლებდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ სხვადასხვა ჯგუფის ხალხების ძილის დრო ერთნმანეთისგან არ განსხვავდებოდა.

„ეს გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ ძილის რეჟიმს განსაზღვრავს ადამიანის ბიოლოგია და არა მათი კონკრეტული სიტუაციები, რომელიც განსხვავებულია,“ – აცხადებენ მეცნიერები. მათი თქმით, ძილის საშუალო ხანგრძლივობა 6 საათი და 25 წუთი იყო და კვლევაში მონაწილე პირები ძალიან იშვიათად თვლემდნენ.

„ამ მონაცემების გაანალიზებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ,“ – განაცხადა პროფესორმა დერკ იან დიჯკმა, რომელიც ძილის კვლევის ცენტრის წარმომადგენელია.

რაც არ უნდა გსასაკვირი იყოს, ბუნებრივ სინათლეს იმხელა გავლენა არ აქვს ძილზე, როგორც ამას მანამდე ფიქრობდნენ.  ადამიანის უმეტესობა მზის ჩასვლიდან 3.3 საათში იძინებდა. თუმცა ტემპერატურა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მეცნიერების მტკიცებით, კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ძინავს ტემპერატურის დაცემის პერიოდში და იღვიძებს, როცა ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს.მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრადიციული საზოგადოებების წევრებს რეკომენდირებულ დროზე ნაკლები ეძინათ, ისინი დაღლილობას არ გრძნობნენ.

უძილობაც ასევე ძალზედ იშვიათი იყო – და ამ ჯგუფებიდან ორმა ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცოდა.

პროფესორმა დერკ იან დიჯკმა კვლევაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა პროფესორი დიჯკი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ჩვენს წინაპრებს ჩვენზე ნაკლები ეძინათ. მისი თქმით, მონაცემების ინტერპრეტირებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.

მას მიაჩნია, რომ თანამედროვე ადამიანის ძილის რეჟიმზე გავლენას ახდენს სოციალური გრაფიკით, მათ შორის სამუშაო,  ბუნებრივი გარემო. „ჩვენი სოციალური გარემო გავლენას ახდენს თუ როდის ვწყვეტთ დასაძინებლად წასვლას თუ დილით გაღვიძებას.“

 

წყარო: BBC

 მასალა მოამზად: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
სოციოლოგია

აღმოჩნდა, რომ რელიგიურ ბავშვებზე უფრო გულუხვები ათეისტები არიან!

კვლევებმა აჩვენა, რომ მუსულმანები და ქრისტიანები უფრო ნაკლებად გულუხვები არიან, ვიდრე ათეისტები

მეცნიერებმა იკვლიეს სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ბავშვებში სიკეთის დონე, და აღმოჩნდა რომ რელიგიური ბავშვები სულაც არ არიან აუცილებლად ყველაზე ალტრუისტები. გულისხმობს თუ არა ბავშვის რელიგიურად აღზრდა ისეთი დადებითი პიროვნული მახასიათებლების გამომუშავებას, როგორიცაა ხელგაშლილობა? მეცნიერებმა ცოტა ხის წინ დაამტკიცეს, რომ არ გულისხმობს.

Jean Decety-მა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის განვითარების ნევროლოგმა, კანადის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის, თურქეთის და ამერიკის მეცნიერებთან თანამშრომლობით იკვლია 5-დან 12 წლამდე ბავშვები და მათი ოჯახები.

327832ui324894293k2

 

თითოეულ ბავშვს აძლევდნენ 30 სტიკერს და ეუბნებოდნენ, რომ შეენახათ 10 მათგანი.

მას შემდეგ რაც ბავშვი გააკეთებდა არჩვენას და დაიტოვებდა 10 სტიკერს, მას ეუბნებოდნენ, რომ თამაშის დრო აღარ იყო და ვერ ითამაშებდა სხვა ბავშვებთან ერთად, მაგრამ შეეძლოა გაეგზავნა თავისი სტიკერები სკოლაში რომელიმე მისი სკოლელისთვის, რომელიც ამ სტიკერების გარეშე თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

მას აძლევდნენ ცოტა დროს დასაფიქრებლად, და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მეცნიერი აღრიცხავდა თუ აძლევდნენ ისინი სტიკერებს  სკოლის სხვა მოსწავლეებს, და თუ აძლევდნენ, რამდენს.

მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ რომელიმე რელიგიას, იყვნენ უფრო გულუხვები, ვიდრე მორწმუნე ბავშვები.

მათ საშუალოდ 4.1 სტიკერი გაიღეს, ხოლო ბავშვებმა რელიგიური ფონით – 3.3.

ეს ეფექტი შენარჩუნდა  ოჯახის სიმდიდრისა და სტატუსის, ასევე ბავშვის ასაკისა და ეროვნების მიუხედავად.

თუმცა, მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ბავშვები რელიგიური ოჯახებიდან უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე ბავშვები არარელიგიური ოჯახებიდან.

734637438753950

კვლევაში მონაწილეობას იღებდა 1 170 ოჯახი და ამასთან თითოეული ოჯახიდან მხოლოდ ერთი ბავშვი.

510 მათგანი იყო მაჰმადიანი, 280 ქრისტიანი, 29 ებრაელი, 18 ბუდისტი და 5 ჰინდუ. მათგან 323 იყო არარელიგიური, 3 აგნოსტიკოსი და ორმა მათგანმა მონიშნა გრაფა „სხვა.“

 

 წყარო: telegraph

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3
Page 3 of 3