close

ენერგეტიკა

გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაენერგეტიკაენერგეტიკამსოფლიო

უკრაინამ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მზის ენერგიის სადგური ააშენა

ყოფილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ადგილზე ახალი მზის ენერგიის სადგური ააშენეს.

ჩერნობილის ქარხანა 1986 წლის  ბირთვული კატასტროფის ადგილი გახლავთ.

რადიოაქტიური მასალა ევროპის სხვადასხვა ნაწილში ატმოსფეროში გავრცელდა და  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების ზრდა გამოიწვია. ჩერნობილის სადგური 2000 წელს დაიხურა.

ატომური სადგურის ირგვლივ ტერიტორია, დაახლოებით 2,600 კვადრატული კილომეტრი ექსკლუზიურ ზონადაა გამოცხადებული.

ახლა კი უკრაინამ ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პირველი მზის ენერგიის სადგური ააშენა. ქვეყნის ხელისუფლებას სურს განახლებადი ენერგიის კომპანიებმა მიტოვებული ტერიტორია განავითარონ.

ტერიტორიაზე გამომუშავებული ელექტროსადგური დაახლოებით 2,000 ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის იქნება საკმარისი.

თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ევაკუირებულ ზონაში მოსახლეობის დაბუნებას სულ მცირე 24 000 წელი დაჭირდება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაენერგეტიკაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიოტრანსპორტი

მანქანებისთვის მეტი ელექტროენერგია იქნება საჭირო

როგორც კვლევაში წერია, ამ დროისთვის ელექტრომობილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის წილი მსოფლიო ენერგეტიკაში მხოლოდ 0,2%-ია და ის 20 000 ტერავატ საათ ელექტროენერგიას შეადგენს. თუმცა როგორც ,,Bloomberg-ი” წერს, უკვე 2030 წლისთვის, აკუმულატორებზე ფასების დაწევის გამო, ელექტრომობილები უფრო ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობისთვის, შესაბამისად, გაიზრდება მასზე მოთხოვნაც.

მათივე ინფორმაციით, ამისკენ წახალისებას თავად ელექტროკომპანიებიც მოახდენენ, რომლებიც დენზე დაბალი ტარიფების შედეგად, მძღოლებს მოტივაციას მისცემენ იქონიონ ელექტრომობილები.

ამ დროისთვის მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონი ელექტრომობილია და მათი 95% თავმოყრილია მსოფლიოს 10 ქვეყანაშიაშშ, ჩინეთი, იაპონია, კანადა, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და შვედეთი.

2020 წლისთვის მათი რიცხვი შესაძლოა, 9-20 მილიონამდე გაიზარდოს, ხოლო 2025 წლისთვის –  40-75 მილიონამდე.

წყარო: Bloomberg.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაენერგეტიკასაქართველო

ქართული წარმოების ნათურა ელექტროენერგიის გარეშე

ნათურა, რომელიც კომპანია ,,ეი-ჯი მიკროელექტრონიქსმა” შექმნა, ელექტროენერგიის გარეშე მუშაობს.
,,ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელიც ინოვაციურ ნაწარმს აწარმოებს. გამოვირჩევით უნიკალურობით, რაც იმაში აისახება, რომ ჩვენ ვქმნით ამ ტიპის პროდუქციას. ახალი ნათურები გამოირჩევა იმით, რომ 4-საათიანი მარაგი აქვს. შესაძლებელია ჩართვა-გამორთვა და დენის მოსვლის შემთხვევაში, ისევ იწყებს მარაგის დაგროვებას”, – აცხადებს კომპანია “ეი-ჯი მიკროელექტრონიქსის” მთავარი ტექნოლოგი ამირან სიხარულიძე.
მომხმარებლები ნათურის შეძენას ოთხშაბათიდან შეძლებენ. 9-ვატიანი ნათურის ღირებულება 16 ლარი იქნება, 7 ვატიანის კი – 14 ლარი. კომპანიამ ახალი პროდუქტი სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლაში” ქართული პროდუქციის გამოფენაზე წარადგინა. გამოფენაზე წარდგენილია 20-ზე მეტი კომპანია. გამოფენა გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.

 

წყარო: Ipress.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

ჩინეთში პანდას ფორმის მზის ენერგიის ფერმა შექმნეს

ჩინეთის ქალაქ დატონგიში გიგანტური პანდას ზომის მზის ენერგიის ელექტროსადგური ააგეს.

248 აკრის ფართობის მხიარული დიზაინის  მზის ფერმა ჩინეთის ერთ-ერთმა უდიდესმა სუფთა ენერგიის ოპერატორმა ,,China Merchants New Energy Group-მა” ააგო.

პირველი ეტაპი, რომელიც 50-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობას მოიცავს,  30 ივნისს დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ელექტროენერგია მიეწოდება ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ქსელს. რაც შეეხება მეორე „პანდას“ მშენებლობას, მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

,,პანდას ელექტროსადგური”  25 წლის განმავლობაში 3.2 მლრდ კვტ-ს მზის ენერგიის წარმოებას შეძლებს. ის დაახლოებით მილიონ ტონა ნახშირს აღმოფხვრის, რომელსაც ელექტროენერგიის წარმოებისთვის იყენებენ, ეს კი, თავის მხრივ, ნახშირბადის გამოყოფას 2.74 მილიონი ტონით შეამცირებს.

,,China Merchants New Energy Group-ი” პანდას გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად მუშაობდა, რათა ,,პანდას ელექტროსადგურის”  მშენებლობა რეალობად ექციათ.

UNDP- ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტი იმ დიდი ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ჩინეთში ახალგაზრდებს შორის სუფთა ენერგიის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ენერგეტიკასაქართველო

მალე თბილისში ელექტროდამტენები დამონტაჟდება

 

ბოლო წლებში თბილისში მომრავლდა ელექტრომანქანები, რაც, სავარაუდოდ, გახდა ძირითადი მიზეზი E-Space კომპანიის გადაწყვეტილებისა, რომ ქალაქში განეთავსებინათ ელექტრო დამტენები, რომლითაც ხალხი უფასოდ ისარგებლებდა.

ელექტროდამტენთა შემოღება ხელს შეუწყობს საქართველოში ელექტრომანქანების გამრავლებას, რაც ეკოლოგიური სისუფთავისთვის ხელსაყრელია, ცნობილია, რომ საქართველოში რამოდენიმე ელექტროდამტენი მოწყობილობა უკვე დამონტაჟებულია, მაგრამ E-Space კომპანიამ გადაწყვიტა განევითარებინა ეს სფერო და უფრო მეტი დამტენი განეთავსებინა ქალაქში.

დღესდღეობით, საქართველოში 20–მდე დამტენია განთავსებული, უმრავლესობა თბილისშია, მაგრამ ნაწილი რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისშიცაა დამონტაჟებული.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკასაქართველო

საქართველოში მიკროსიმძლავრის სადგურების სისტემა ამოქმედდა

 საგამოფენო დარბაზ ,,ექსპო ჯორჯიაში“ პროექტ „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიკროსიმძლავრის სადგურების სისტემის ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს შესაძლებლობა საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. გამომუშავებული ელექტროენერგია კი – თავადვე მოიხმაროს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტოენერგიის გახარჯვა სრულად ვერ მოხდა, მომხმარებელი მას ნეტო აღრიცხვის ქსელში გაუშვებს.

მათივე ინფრომაციით, ნეტო აღრიცხვის სისტემა უკვე მოქმედებს და გამომუშავებული ენერგიის საერთო ქსელში მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურების მიღებას და ყოველთვიურად, ქვითარში არსებული სხვაობით ანგარიშსწორებას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური (ე.წ. ნეტო აღრიცხვა), როგორც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და მისი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. აღნიშნული ცვლილებით, საცალო მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა, დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია.

 

წყარო: http://www.energy.gov.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკამსოფლიო

აშშ-ში ქარის ენერგიის წარმოების მოცულობა იზრდება   

აშშ-ში ქარის ენერგიის წარმოების მოცულობა იზრდება.  მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 2,000-მეგავატიანი სიმძლავრის  ელექტროსადგურები დამონტაჟდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოთხჯერ მეტია.

American Wind Energy Association-ის ინფორმაციით, ეს აშშ-ს ქარის ინდუსტრიის ყველაზე დიდი კვარტალია 2009 წლის შემდეგ.

გააქტიურდა პროექტის მშენებლობასა და განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობაც.  ქარის პროექტების ფედერალურ საწარმოთა საგადასახადო კრედიტი 2020 წლამდე არ იწურება.  იმ პროექტებისთვის კი, რომელიც მშენებლობას 2017 წლიდან 2019 წლის ჩათვლით დაიწყებენ, საკრედიტო ღირებულება ყოველწლიურად 20% -ით შემცირდება.

American Wind Energy Association-ის ინფორმაციის თანახმად, მშენებლობის პროცესშია 9,025 მგვტ-ს პროექტი და დამატებით 11,952 მეგავატის პროექტი განვითარების ეტაპზეა.

პირველ კვარტალში დამონტაჟებული მეგავატების დაახლოებით მეოთხედთან დაკავშირებით კონტრაქტები ისეთ შემსყიდველებთანაა გაფორმებული, რომლებიც უტილიტარული ინდუსტრიის წამრომადგენელები არ არიან, მათ შორის არიან: აშშ არმია, Amazon.com Inc, Alphabet Inc’s Google. კონტრაქტები გააფორმეს ასევე Home Depot Inc და Intuit Inc.

ქარის ენერგიის მოცულობის მიხედვით პირველ ადგილზე დგას ტეხასის შტატი, შემდეგ მოდის – კანზასი, ნიუ მეხიკო, ჩრდილოეთ კალიფორნია და მიჩიგანი.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ენერგეტიკასაქართველო

ნორვეგიული კომპანია, 8-მილიარდიანი ინვესტიციით, ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს

ნორვეგიული კომპანია ,,Clean Energy”  საქართველოში უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს – ამის შესახებ  ნორვეგიული მედია –  ,,Norwaytoday”  იუწყება.  პროექტის ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდი ნორვეგიული კრონია.

მედიასაშუალების შეფასებით, შესაძლოა, ეს ყველაზე დიდი ნორვეგიული ,,ბიზნესი” აღმოჩნდეს, რაც კი ქვეყანას საზღვარგარეთ აქვს.

ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება და დაახლოებით 7-8 მილიარდი კრონი დაჯდება.

კომპანია პროექტის  განხორციელებას თურქულ ინდუსტრიულ კომპანია ,,Enka-სთან” ერთად აპირებს.

ჰიდროელექტროსადგური წლიურად 1.5-1.6 ტერავატ/საათის ენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

 

წყარო: norwaytoday

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ენერგეტიკამსოფლიო

ამიერიდან ლას-ვეგასი  100%-ით განახლებად ენერგიას გამოიყენებს

გასულ კვირას ნევადაში ამოქმედდა Boulder Solar 1 – მზის ელექტროსადგური, რომლის მეშვეობითაც  უზრუნველყოფილი იქნება მთელი ქალაქი, გარდა კომერციული და საცხოვრებელი ფართებისა.

ქალაქის მესვეურებმა ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2008 წლიდან დაიწყეს, როდესაც დაიწყეს განახლებადი ენერგიის  გამოყენება. იმ დროიდან, ქალაქმა შეძლო დაეზოგა წელიწადში დაახლოებით 5 მლნ. დოლარი.

,,ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ლას-ვეგასი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ქალაქია, რომელიც, ჩვენდა საამაყოდ,  ბუნებრივი რესუსრების მთელს ენერგიას იყენებს”- განაცხადა ქალაქის მერმა, ქეროლაინ გუდმენმა.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უარყო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები და მეცნიერულ დონეზე საეჭვოდ მიიჩნია ისინი. მისი თქმით წიაღისეული საწვავის ნაკლებად მოხმარებამ ბევრ ამერიკელს სამუშაოც კი დააკარგვინა. თუმცა მანამ სანამ ზოგიერთები არსებული საფრთხეების რეალურობაზე მსჯელობენ, განახლებადი ენერგის მომხმარებლები, ლას-ვეგასის გარდა,  კოლორადო, კოლუმბია, გრინსბურგი და მრავალი სხვაც გახდა.

წყარო: http://www.businessinsider.com/

მასალა მოამზადა: თამარ  დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ენერგეტიკა

ამერიკული კომპანია გარდაბანში მზის ენერგიის პოტენციალს შეისწავლის

ამერიკული კომპანია Headwall Power International  გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალს შეისწავლის.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია Headwall Power International -ის პრეზიდენტმა ბრედფორდ მეიკლმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, კომპანია Headwall Power International  პარტნიორ „მზის ენერგიის კომპანიასთან“ ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალს 12 თვის განმავლობაში შეისწავლის. კონკრტულად, შეისწავლის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს – შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.
ინვესტორი 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.
Headwall Power International  ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით.

მასალა მოამზადეს: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3
Page 2 of 3