close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაცია

კიდევ ერთი ინოვაცია – ახალი სიტყვა მანქანათა ინდუსტრიაში

გასულ კვირას კომპანია „Jaguar“–ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი გეგმავენ სრულიად თვითმმართვადი მანქანის გამოშვებას, რაც როგორც იცით პირველი იქნება კაცობრიობის ისტორიაში.

ბევრმა კომპანიამ გამოუშვა ნახევრად დამოუკიდებელი მანქანები, ზოგი საკმაოდ წარმატებითაც მუშაობს, მაგრამ თუ ეს იქნება მართლაც ისეთი მანქანა, რომელსაც დახმარების გარეშე შეეძლება გადაადგილება, კომპანია დიდ წინსვლას იგრძნობს.

როგორც იცით რამდენიმე კვირის წინ ნახევრად თვითმმართვადმა მანქანა დაეჯახა ფეხით მოსიარულე ქალბატონს, რომელსაც საკმაოდ ბევრი დაზიანება ჰქონდა, ამიტომ ხალხისთვის შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს ახალი პროდუქტი, სანამ ისინი არ დარწმუნდებიან უსაფრთხოებაში.

Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ინოვაციური ყურსასმენი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის

„DolphinView“ –არის ყურსასმენი, რომელიც საშუალებას გაძლევთ „დაინახოთ“ ისე, როგორც თქვენი ფავორიტი ზღვის ქმნილება ხედავს.

არსებობს ყურსასმენი, რომელიც გაძლევთ საშუალებას „დაინახოთ“ ისე, როგორც დელფინი. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ დელფინს ძალიან კარგი მხედველობის უნარი აქვს, მაგრამ  მათ  გარემოს კარგ აღქმაში ასევე ეხმარებათ ექოლოკაცია. ყურსასმენის ყველაზე მთავარი ასპექტი არის ის, რომ თქვენით უნდა შექმნათ, თქვენ ნახავთ შედეგს, რომ ექოლოკაციის მეშვეობით შეძლებთ გადაადგილებას და გარემოს აღქმას უკეტესად.

საჭირო მასალის მოპოვება ყველა ადამიანისთვისაა შესაძლებელი და საერთო ღირებულება დაახლოებით 100$ იქნება.

ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ ზუსტად ასე ხედავს თუ არა დელფინი, რადგან არ არის შესწავლილი სათანადოდ, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ დაინახონ სამყარო სხვაგვარად.

წყარო : Theverge.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ავსტრალიაში ხელოვნური კანი შექმნეს

ავსტრალიაში, RMIT-ის უნივერსიტეტის გუნდმა შეძლო ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოს, კანის პროტოტიპის შექმნა. მკვლევარებმა შექმნეს ადამიანის ელექტრონული ხელოვნული კანი, რომელიც პირდაპირ იმეორებს ადამიანის კანის ფუნქციას, ის შესანიშნავი სიზუსტით რეაგირებს ტკივილზე. როდესაც ტკივილი, სითბო და წნევა მიაღწევს დადგენილ ზღვარს ხელოვნური კანი მყისიერ სიგნალს აწვდის ტვინს.

კანი ადამიანის მოქნილი გარე საფარველია, რომელსაც მრავალი ფუნქცია აქვს, მათ შორის ტემპერატურის რეგულირების ფუნქცია, ის იცავს ქსოვილებს მიკროორგანიზმების, მავნე ნივთიერებებისა და რადიაციისგან. შესაბამისად იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში კანს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

აქამდე არ არსებობდა ელექტრონული ტექნოლოგია, რაც უშუალოდ გაიმეორებდა კანის ტკივილის შეგრძნებას და ინფორმაციას ტვინს გადასცემდა.  მეცნიერების ამ ახალმა გამოგონებამ შესაძლოა გზა გაუხსნას კანის გადანერგვის ახალ მეთოდს. ტრადიციული მეთოდის გამოყენება ხშირს შემთხვევაში არ არის შედეგიანი, რადგან არ მუშაობს ან სიცოცხლისუნარიანი არ აქვს. ახალმა ელექტრონულმა კანმა კი შესაძლოა მედიკოსებს მისცეს შესაძლებლობა არაინვაზიური ხერხით შეძლონ კანის გადანერგვა.

კანის პროტოტიპი დამზადებულია სილიკონის რეზინისაგან, იმეორებს ნამდვილი კანის ფუნქციურ თვისებებს და წელვადია, როგორც ადამიანის კანი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ტექნოლოგიურმა მიღწევამ შეძლო ელექტრონული სიგნალების რაღაც დონეზე იმიტაცია, ახალ ხელოვნურ კანს შეუძლია რეაგირება მოახდინოს რეალურ ტკივილზე, სიცივეზე, სითბოსა და წნევაზე და რაც მთავარია სწორი რეაგირება მოახდინოს.

ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურმა კანმა უკვე იცის განსხვავება თითის წვერის ბასრ საგანზე დადებასა და შემთხვევით საკუთარი თავისთვის მნიშვნელოვანი სახის ზიანის მიყენებას შორის, რაც აქამდე არ იყო მიღწერული ელექტრონულად.

ყარო: MRIT UNIVERSITY

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

დამღუპველია თუ არა ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი ბევრ ადამიანს აშინებს.

ექსპერტების აზრით აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს მათ კონტროლს, რათა მომავალში მათი მართვა არ გახდეს პრობლემა.

ათობით ექსპერტი წამყვანი უნივერსიტეტებიდან წერს კვლევას, რომლის მიხედვითაც ხელოვნური ინტელექტის მწარმოებელ კომპანიებს მოუწოდებენ, რომ იყვნენ ფრთხილად, ყველა დეტალი სათითაოდ უნდა განიხილონ, ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას სრულიად.

აღარ უნდა მოხდეს ავტო ავარიები თვითმმართვადი მანქანების გამო, უნდა გაკონტროლდნენ რობოტები, რომლებსაც თავისით შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, თორემ შესაძლოა ძალიან ცუდ შედეგამდეც კი მივიდეთ.

Cnn.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ლაბორატორიაში შექმნილი ხელოვნური ხორცი პირველად გაიყიდება მასობრივად

სინგაპურის მარეგულირებელმა ორგანოებმა პირველად დაამტკიცეს ცხოველების დახოცვის გარეშე, ბიორეაქტორებში ხელოვნურად შექმნილი ხორცი. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამერიკული კომპანიის, Eat Just-ის მიერ შექმნილი ქათმის ბაიტსები სინგაპურის საკვების ასოციაციამ უსაფრთხოდ ცნო. კომპანიის თქმით, ამ მიღწევამ შესაძლოა შეცვალოს ხორცის წარმოების ინდუსტრია და მომავალში ხორცის ყველა სახეობის გაყიდვა ცხოველების მოკვლის გარეშე გახადოს შესაძლებელი.

The Guardian-ის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 130 მილიონ ქათამს და 4 მილიონ ღორს კლავენ ყოველდღიურად. ძუძუმწოვრების 60%-ს შინაური ცხოველები, 36%-ს  ადამიანები შეადგენენ, გარეული ცხოველების წილი კი მხოლოდ 4%-ია. შესაბამისად, ლაბორატორიებში შექმნილი ხორცი, რომელსაც ცხოველების მოკვლის გარეშე აწარმოებენ, დიდ გავლენას მაოხდენს ბუნებასა და კლიმატზე.

Eat Just-ის პროდუქციისთვის უჯრედები 1 200-ლიტრიან ბიორეაქტორში იზრდება, რასაც შემდეგ მცენარეულ ინგრედიენტებს ურევენ. კომპანიის ცნობით, თავდაპირველად ამ პროდუქტზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იქნება და ბაიტსები მხოლოდ სინგაპურის რესტორნებში გაიყიდება. ამასთან, ბუნებრივ ხორცთან შედარებით, ხელოვნურად შექმნილი ხორცის ფასი მაღალი იქნება იქამდე, სანამ პროდუქცია უფრო მასშტაბურად არ გაიყიდება, ამის შემდეგ კი მისი ფასი ბუნებრივ ხორცზე უფრო დაბალი გახდება.

ხელოვნური ხორცის წარმოებისთვის საჭირო უჯრედებს მეცნიერები ბიოფსიის შედეგად ცოცხალი ცხოველებიდან იღებენ, დამატებითი საკვები ნივთიერებები კი მცენარეებისგან მზადდება.

The Guardian-ის ცნობით, სხვადასხვა კვლევამ დაადასტურა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები იმაზე მეტ ხორცს მიირთმევენ, ვიდრე ეს მათთვის, ან ზოგადად პლანეტისთვის იქნებოდა სასარგებლო. ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ ხორცის მოხმარების შემცირება მნიშვნელოვანია კლიმატის კრიზისის შემცირებისთვის, ზოგი მეცნიერი კი ამბობს, რომ ხელოვნურად შექმნილი ხორცი საუკეთესო საშუალებაა კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად.

კომპანიები, რომლებიც ლაბორატორიებში ამზადებენ ხორცს, მიიჩნევენ, რომ ეს პროდუქტი ხორცის მოყვარულებს ტრადიციულ პროდუქტებს ჩამოაშორებს, რადგან ვეგანური დიეტები ზოგისთვის მიუღებელია, მცენარეული ხორცის შემცვლელ პროდუქტებს კი, ხშირ შემთხვევაში, არ აქვს იგივე ფაქტურა და არომატი. ბიორეაქტორებში კულტივირებული ხორცი კი ხელს უშლის ბაქტერიულ დაბინძურებას, რომელიც ცხოველური ნარჩენებისგან წარმოიქმნება, ასევე, ამცირებს ცხოველებში ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების ზედმეტ გამოყენებას.

Eat Just-ის წარმომადგენლის, ჯოშ ტეტრიკის თქმით, მარეგულირებელი ორგანოების მიერ ბიორეაქტორებში შექმნილი ხორცი საკვების ინდუსტრიაზე დიდ გავლენას მოახდენს:

“ეს არის ღია კარი და ახლა ჩვენზე და სხვა კომპანიებზეა დამოკიდებული, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, ეს ცვლილება მომავალი წლების განმავლობაში მსოფლიოს მიიყვანს იმ დონემდე, როდესაც ხორცის წარმოებისთვის აღარ იქნება საჭირო არცერთი ცხოველის მოკვლა”, – განაცხადა ტეტრიკმა.

თუმცა, მისი თქმით, ახლა მთავარ გამოწვევად რჩება, თუ როგორ მიიღებს საზოგადოება ახალ პროდუქტს:

“არის თუ არა ეს განსხვავებული? რა თქმა უნდა. ჩვენ გვსურს, რომ მომხარებელთან სწორი კომუნიკაცია დავამყაროთ, თუ რა არის ეს პროდუქტი და როგორ შეედრება ის ჩვეულებრივ ხორცს. ამის შედეგად ჩვენ შევძლებთ გამაჯრვებას, თუმცა ეს არ არის გარანტირებული”, – განაცხადა ტეტრიკმა და განმარტა, რომ საკვები ნივთიერებების დონეზე კულტივირებული ქათამი იგივეა, რაც ჩვეულებრივი ხორცი.

ასევე, ტეტრიკის თქმით, კიდევ ერთი გამოწვევა, რასაც კომპანია პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში წააწყდება, სხვა ქვეყნების მიერ ხელოვნური ხორცის აღიარება და დამტკიცება იქნება. კომპანია ამ დროისთვის უკვე აწარმოებს მცენარეულ კვერცხს და ვეგანურ მაიონეზს.

კულტივირებული ხორცის მნიშვნელობაზე საუბრობენ ამ სფეროს ექსპერტებიც. The Guardian-ის ცნობით, ხორცის საერთაშორისო სამდივნოს გენერალურმა მდივანმა, ჰსინ ჰუანგმა კულტივირებული ხორცის დამტკიცებას მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა.

“როგორც ჩანს, მსგავსი პროდუქციის წარმოებაში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან. ჩვენ გვჯერა, რომ კულტვირებული ხორცის გაყიდვის პოტენციალი ძალიან დიდია, რადგან მომხმარებლები გემოსა და საკვების სარგებლობიანობის კუთხით აღნიშნული პროდუქტს ენთუზიაზმით უყურებენ. რა თქმა უნდა, ნამდვილი ცხოველის ხორცი ამ მოთხოვნებს უფრო კარგად აკმაყოფილებს, თუმცა ჯანსაღი კონკურენცია მისაღებია”, – განაცხადა ჰუანგმა.

ამასთან, ჰუანგმა დასძინა, რომ მეცხოველეობა მსოფლიოს გარშემო დაახლოებით ერთი მილიარდი ღარიბი ადამიანის საარსებო წყაროს წარმოადგენს, თუმცა, ჰუანგის თქმით, მას სწამს მომხმარებლის არჩევანის, შესაბამისი მარკირებითა და რეგულაციებით.

წყარო : netgazeti.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

Robovie – რობოტი, რომელიც მაღაზიაში პირბადის გარეშე შესულ მომხმარებელს შენიშვნას აძლევს

იაპონიის ერთ-ერთ მაღაზიაში რობოტი განათავსეს, რომელიც მომხმარებლებს პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

Robovie- ს, რომელიც კიოტოს საერთაშორისო “ტელეკომუნიკაციების კვლევის ინსტიტუტმა“ შექმნა, შეუძლია იმ მომხმარებლების გამორჩევა, რომლებსაც პირბადეები არ უკეთიათ, ასევე მათი შემჩნევა, რომლებიც საჭირო დისტანციას არ იცავენ და თავაზიანად სთხოვოს, წესები დაიცვან.

რობოტი ადამიანების მოძრაობის დასაფიქსირებლად კამერასა და სენსორებს იყენებს, მათ შორის მანძილის გასაზომად კი – ლაზერს.

Robovie-ის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდება და ახალი რობოტის საშუალებით შესაძლებელ გახდება მაღაზიებში მყიდველებსა და პერსონალს შორის ახლო კონტაქტის შემცირება. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ მომხმარებელი ნაკლებად უხერხულად იგრძნობს თავს, როდესაც შენიშვნას რობოტი მისცემს და არა ადამიანი.

წყარო : theguardian.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ღორის სისხლისგან ცილის ფხვნილი შექმნეს, რომლის გამოყენებასაც საკვები დანამატის სახით გეგმავენ

დანიელმა მკვლევარებმა ღორების სისხლისგან ცილის ფხვნილი შექმნეს, რომელიც საკვები დანამატის სახით იქნება გამოყენებული.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გუნდი ფიქრობს, რომ ღორის სისხლი შეიძლება ადამიანისთვის ცილის მდგრად წყაროდ იქცეს.

ღორის ხორცის წარმოების შედეგად ამჟამად დანიაში 60 000 ტონა ღორის სისხლი რჩება და მათი უმეტესობა საერთაშორისო ბაზარზე ცხოველების საკვების სახით იყიდება. მაღალი კვებითი ღირებულების გამო მეცნიერები ფიქრობენ, რომ ღორის სისხლი შეიძლება სხვადასხვა საკვებში დანამატის სახით იქნას გამოყენებული.

ცილის ფხვნილს, რომელსაც მეცნიერთა აღნიშნული გუნდი აწარმოებს, თეთრი ფერი და ნეიტრალური გემო აქვს, ამიტომ იგი არ ცვლის იმ პროდუქტის გემოს, რომელსაც უმატებენ.

მეცნიერები განმარტავენ, რომ 5000 ტონა ცილის ფხვნილის მისაღებად 60 000 ტონა სისხლია საჭირო. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მეთოდით, რომელიც პაპაიას ნაყოფის გამოყენებით ხორციელდება. პაპაიას აქვს ფერმენტი, რომელსაც შეუძლია გამოყოს ცილა სისხლიდან, ის ასევე გამოაცალკევებს რკინას, რომლის გამოყენება საკვებ დანამატებში შეიძლება.

კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ცილის ფხვნილის გამოყენება უამრავ საკვებსა და სასმელში შეიძლება. მაგალითად, ის შეიძლება შეურიონ წვენს, ნაყინს ან შოკოლადის ფილას.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

“ჭკვიანი პირბადე” – რომელიც, სუნთქვისა და პულსაციის გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა

იტალიელმა და ესპანელმა დიზაინერებმა “ჭკვიანი-პირბადე” შექმნეს, რომელშიც დამონტაჟებულია მიკროფონი, Bluetooth-ი და აქსელერომეტრი.
“ჭკვიანი-ნიღაბი” სმარტფონს უერთდება და სუნთქვისა და პულსაციის გაკონტროლების შესაძლებლობას იძლევა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციავიდეოტექნოლოგიები

ჩინეთში, ძველი შენობა, სხვა ადგილზე ხელუხლებლად გადაიტანეს – ვიდეო

შენობის ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად მისი დანგრევა საჭირო სულაც არ არის. ეს ე.წ. Walking მეთოდია. შანხაიში, 1935 წელს აშენებული დაწყებითი სკოლის შენობა ახალ ლოკაციაზე, ზუსტად ასე გადაიტანეს. მის ძველ ადგილს კი თანამედროვე კომერციული ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ხელოვნურ ხელი Hannes, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი კიდურის თითქმის ყველა ფუნქციის შესრულებაა შესაძლებელი

იტალიელმა მკვლევარებმა ბიომიმეტიკური პროთეზის ხელი შექმნეს, რომელსაც იმ მოქმედებების გამეორება შეუძლია, რასაც ადამიანის ბუნებრივი ხელი აკეთებს.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ხელოვნური ხელი, Hannes-ი,  ამპუტირებულ კიდურების მქონე ადამიანს საშუალებას აძლევს ბუნებრივი კიდურის ფუნქციის 90 პროცენტზე მეტი შეასრულოს.

პროთეზი, რომელიც მოიცავს ხელსა და მაჯას, მისი მატარებლის კუნთების მიერ წარმოქმნილი ელექტრული სიგნალების გამოყენებით მოძრაობს.

სენსორები მომხმარებლის კიდურის კუნთების აქტივობას ამოიცნობს და ზუსტი მოძრაობების შესასრულებლად სპეციალურად შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს.

მკვლევარების განმარტებით, ხელის მექანიკური დიზაინი, რომელიც ბაზარზე უნიკალურია, პროთეზირების მრავალფეროვნებისა და მოძრაობის გასაღების წარმოადგენს.

მექანიზმი, ძრავის გამოყენებით, საშუალებას აძლევს ხელს, იმ ობიექტს მოერგოს, რომელიც მას უჭირავს.

ცერის მოძრაობა სამ განსხვავებულ მდგომარეობაშია შესაძლებელი: მჭიდრო მოჭიდება მცირე საგნებისთვის, გვერდითი მოჭიდება წვრილი საგნებისთვის და ძლიერი მოჭიდება, რომლის გამოყენებაც  მომხმარებელს  მძიმე საგნების ასაწევად შეუძლია.

შესაძლებელია მაჯის მობრუნებაც, გასაღების გადატრიალების მსგავსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მფლობელს შეუძლია ნივთები სხვადასხვა მდგომარეობაში დაიჭიროს.

ხელოვნური ხელის ელემენტის მოცულობა საათში 1300 მილიამპერია.

ხელმისაწვდომია პროთეზის 2 ზომა ცაცია ან „მემარჯვენე“ ქალებისა და მამაკაცებისთვის.

პროთეზის შექმნის შესახენ მონაცემები ჟურნალ Science Robotics-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 37
Page 10 of 37