close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერებმა ბიონიკური თვალი შექმნეს, რომელსაც ტვინის იმპლანტის გამოყენებით მხედველობის აღდგენა შეუძლია

მკვლევარებმა ბიონიკური თვალი შექმნეს, რომელსაც მათი თქმით, ტვინის იმპლანტის საშუალებით მხედველობის აღდგენა შეუძლია.

„მას შეუძლია მომხმარებელს დამატებითი შესაძლებლობები მისცეს შიდა და გარე გარემოში ორიენტაციაში უფრო მარტივად გარკვევისთვის, აგრეთვე მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანებისა და საგნების ადგილმდებარეობის შესახებ,“ – აცხადებენ ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მეცნიერები.

სიბრმავეს უმეტეს შემთხვევაში მხედველობის ნერვების დაზიანება იწვევს, რომლებიც ბადურას ტვინთან აკავშირებს.

ხედვის ეს ახალი სისტემა, რომელსაც Gennaris უწოდებენ, გვერდს უვლის ასეთ დაზიანებას და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს უსინათლო ადამიანების მკურნალობის საშუალებას იძლევა.

Gennaris სისტემა შედგება თავზე დასამაგრებელი მოწყობილობისგან, რომელიც მოიცავს კამერას, უკაბელო გადამცემს და ხედვის დამამუშავებელ დანადგარს – აგრეთვე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც კომპონენტებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს.

ამასთანავე საჭიროა ცხრა მილიმეტრიანი კვადრატული ფორმის ფილები, რომელთა ტვინში ჩასმა შესაძლებელია.

ვიდეო კამერა ათვალიერებს შინაარსს, რომელიც დასამუშავებლად  ხედვის პროცესორს ეგზავნება.

ამის შემდეგ მონაცემები უსადენოდ გადაეცემა თითოეულ ფილას, რომელიც მონაცემებს ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნის და ამ გზით მიკროელექტროდების საშუალებით ტვინს ასტიმულირებს.

სისტემა თავდაპირველად ცხვრებზე დატესტეს, კვლევის შედეგები კი ჟურნალ Journal of Neural Engineering-ში გამოქვეყნდა.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

Microsoft Word-ს აუდიოჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა

Microsoft Word-ს აუდიოჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კომპანია Microsoft-ის ცნობით, პირველ ეტაპზე ფუნქცია მხოლოდ Word-ის ონლაინვერსიაში, ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამას 200 მეგაბაიტამდე მოცულობის აუდიოფაილის დამუშავება შეუძლია. ამასთან ერთად, აუდიოჩანაწერი .mp3, .wav, .m4a ან .mp4 ფორმატში უნდა იყოს შენახული.

ფაილის ატვირთვისა და დამუშავების შემდეგ ეკრანზე ჩნდება პანელი, ტაიმკოდითა და გაშიფრული ტექსტით. მომხმარებელს შეუძლია, დაარედაქტიროს გაშიფრული ტექსტი. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე ერთი მომხმარებლისთვის თვეში 5-საათიანი ლიმიტი მოქმედებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წლის ბოლომდე ფუნქცია Office-ის მობილურ ვერსიაშიც გამოჩნდება, შემდეგში კი ის სხვადასხვა ენაზე გახდება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

ილონ მასკის კომპანია Neuralink-ი ტვინის იმპლანტს წარადგენს

ილონ მასკი ტვინის იმპლანტის წარდგენას გეგმავს, რომლის მიზანი ადამიანებისთვის ახალი შესაძლებლობების მინჭებაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

დამატებითი დეტალი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა Tesla-ს ხელმძღვანელმა Twitter-ზე დაწერა, რომ კომპანიის მიერ შექმნილ ე.წ. Demo ვერსიას წარადგენს.

ტვინის იმპლანტის შექმნაზე ილონ მასკის კომპანია Neuralink-ი მუშაობს, რომლის მაზანია ნეირონული ინტერფეისის შექმნა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

იტალიური კომპანია ახალი ტექნოლოგიით სახლებს 100 საათში აშენებს

იტალიურმა კომპანია 3D WASP-მა შეიმუშავა სახლის პროექტი, რომლის ასაშენებლადაც 100 საათია საკმარისი.შენობის ფართი 30 კვადრატული მეტრია. El Mundo-ს ცნობით, სახლს ამ ვადებში ორი ადამიანი თავისუფლად ააშენებს.

სახლის ღირებულება 900 ევროს შეადგენს. შენობის აგება ხდება ბუნებრივი მასალებით: 25% არის თიხა და ქვიშა, 25% – ბრინჯის დამცავი გარსი, 40% ბრინჯის ჩალა, ხოლო 10% ცარცი. სახლის ინსტრუქციის შედეგად, შესაძლებელია ენერგომატარებლებზე ხარჯების დაზოგვა. შესაძლებელია მზის სხივის სითბოს გამოყენება. ასევე სახლის მთავარის სარგებელია მისი სეისმომდგარადობა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

კონტაქტური ლინზა დაზუმვის ფუნქციით

დაახამხამეთ თვალი ორჯერ და მოაახლოვეთ (დაზუმეთ) ნებისმიერი რამ, რასაც უყურებთ. დაზუმვის პრაქტიკა ჩვენთვის ფოტო, ან ვიდეოგადაღების ფარგლებში იყო ცნობილი, თუმცა, კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს ეს ტექნოლოგიური შესაძლებლობა ჩვენი თვალებისთვისაც მიეცათ, შესაბამისად კი, ყოველდღიურობის ნაწილად ექციათ. დიახ, მათ შექმნეს რობოტული კონტაქტური ლინზა გამოსახულების მოახლოების ფუნქციით. როგორ? სხვადასხვა მოძრაობა, რომელსაც თვალებით ვახორციელებთ, სხვადასხვა ელექტრულ სიგნალს წარმოქმნის, რომელსაც ლინზა აღიქვამს. New Scientist-ის ინფორმაციით, თვალს აქვს ელექტრული პოტენციალი მაშინაც კი, როცა მას ვხუჭავთ ან სრულ სიბნელეში ვიმყოფებით. როცა ჩვენ ვამოძრავებთ თვალებს, ან ვახამხამებთ ქუთუთოებს, ელექტრული პოტენციალი შეიძლება გაიზომოს. ინოვაციურ ლინზაში, რომელიც ამ ელექტრული სიგნალით ხელმძღვანელობს, სპეციალური დრეკადი მასალებია გამოყენებული, რისი წყალობითაც ფოკუსური მანძილი 32 პროცენტით შეიძლება შეიცვალოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა პლასტმასის ნარჩენებისგან საწვავის შექმნის ტექნოლოგია შეიმუშავეს

ახალი ტექნოლოგია პლასტმასებისგან საწვავის დამზადების შესაძლებლობას ქმნის.

აშშ-ს პარდიუს უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა ახალი ტექნოლოგია შექმნეს, რითაც პოლიმერის საშუალებთ (ნაერთი, რომელიც პლასტმასის ნარჩენების დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენს) დიზელის მსგავსი პროდუქტი აწარმოეს, რითაც საწვავის დამზადებაა შესაძლებელი.

ტექნოლოგია წყლის უცნაურ თვისებას ეფუძნება – როდესაც წყალს ერთდროულად ვკუმშავთ და ვაცხელებთ, ის იქცევა ისე, როგორც სითხე და გაზი ერთრდოულად. ეს „სუპერკრიტიკული“ ფაზა კი მაშინ მიიღწევა, როცა მის ტემპერატურას დაახლოებით 500 გრადუს ცელსიუსამდე ვზდით რამდენიმე საატის განავლობაში და თან მასზე დაახლოებით 23 მეგა პასკალი წნევით ვმოქმედებთ.

პროცესს – ჰიდროთერმულგათხელებას – სხვადასხვასახისპროცესებისთვის იყენებენ, მათშორისმძიმენედლინავთობისგასაუმჯობესებლად დანავთობიდანდამაბინძურებლებისმოსაშორებლად.

პოლიეთილენთან მიმართებაში ტექნოლოგია მანამდეც გამოუყენებიათ, თუმცა შედეგების არასაკმარისი აღწერის გამო პარდიუს უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა კიდევ ერთი მცდელობა განახორციელეს. მათ პოლიპროპილენის მასის 90 პროცენტზე მეტი ნავთობპროდუქტად გადააქციეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესი გაცილებით ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთაა ვიდრე ნარჩენის დაწვა ან გადამუშავებაა.

პლასტმასის ნარჩენების აღმოფხვრა მისი გადამუშავებით ან გადაყრით არ მთავრდება. პლასტმასი ძალიან ნელა იშლება და წყალსა და მიწაში ტოქსიკურ მიკროპლასტიკებსა და ქიმიკატებს გამოყოფს.

მართალია ეს პლასტმასის ნარჩენების მართვის საუკეთესო საშუალება არაა და ნავთობი გარემოს კიდევ ერთი დამაბინძურებელია, მაგრამ პლასტმასის გამოუსადეგარი ნაგავსაყრელებით გარემოს დაბინძურებასთან შედარებით მაინც დიდი უპირატესობა აქვს.

პლასტიკატების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ყველაზე საუკეთესო გამოსავალი პლასტმასის ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩანაცვლებაა, თუმცა ეს დროის საკითხია და ამ პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა შეუძლებელია.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ ACS Sustainable Chemistry and Engineering-ში გამოქვეყნდა.

https://www.sciencealert.com

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

ქართველმა სამედიცინო ინჟინრებმა სასუნთქი აპარატის რესურსი გააორმაგეს

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს თანახმად, ქართველმა სამედიცინო ინჟინრებმა ერთი ქმედებით, სასუნთქი აპარატის რესურსი გაააორმაგეს. „იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა ისე შეიცვლება, რომ ქვეყანაში შეიძლება დეფიციტი შეიქმნას ხელოვნური სუნთქვის აპარატებზე, შესაძლებელია 1 ცალი ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამოვიყენოთ არანაკლებ 2 პაციენტზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ტექსტში. შეგახსენებთ, რომ ხელოვნური სასუნთქი აპარატი წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აუცილებლობას იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი მძიმედ გადააქვთ.

ვიდეოში მოცემული სურათი არის პირველადი ტესტირების შედეგი და მეთოდი საჭიროებს დამატებითი ტესტების ჩატარებას. ხოლო, როგორც სამედიცინო ინჟინრები ამბობენ, ტესტირების შედეგმა აჩვენა, რომ 2 მსგავსი მოცულობის ფილტვის მქონე პაციენტზე და ასევე განსხვავებული ზომის ფილტვის პაციენტზეც, აპარატი შეიძლება ვამუშაოთ, როგორც წნევით, ასევე მოცულობით რეჟიმებში. გავრცელებულ ვიდეოში ინჟინრები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ტესტირება დარჩება მხოლოდ ტესტირებად და მისი პრაქტიკაში განხორციელების რეალური საჭიროება ქვეყანას არ დაუდგება.

აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება და არ წარმოადგენს ქართველი სამედიცინო ინჟინრების ინოვაციას.

წყარო : marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

საქართველოში, მობილური აპლიკაცია მოქალაქეებს ინფიცირებულთან სიახლოვეზე გააფრთხილებს

ქართული მხარე მუშაობას მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებული პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

“ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანაც”, – განაცხადა გაბუნიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

ქართველების მიერ 3D პრინტერზე დაბეჭდილი სარქველი, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება

Edison Tech Solutions-ის მიერ 3D პრინტერზე დაბეჭდილი სარქველი, კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება.

კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში, ფილტვების უკმარისობის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი იხოცება. ასეთ დროს, საჭიროა „ვენტილატორები“, რათა ფილტვებში ჟანგბადი მექანიკურად მოხვდეს.

ამ ვენტილატორებს სპეციალური სარქველები აქვს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ მწარმოებელს, დროის მოკლე მონაკვეთში, მისი საავადმყოფოებისათვის მიწოდება არ შეუძლია.

ქართული კომპანიის, Edison Tech Solutions-ის მიერ, 3D პრინტერზე დაბეჭდილ სარქველი კი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმარება  როგორც „ედისონის“ დამფუძნებელიგივი ბერიძე ამბობს, რამდენიმე ლარი ეღირება.

სარქველი უერთდება ჟანგბადის ბალონსა და ვენტილატორს, რათა კორონა ვირუსით დაავადებულ ადამიანებს სუნთქვაში დაეხმაროს.

მსგავსი პრაქტიკა უკვე დაინერგა იტალიაში, ვინაიდან ე.წ. “valve”-ები გამოუთავდათ და მწარმოებელმა კომპანიამ სწრაფი რეაგირება ვერ შეძლო. 3D პრინტერზე დაბეჭდილმა რეპლიკებმა კი უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

Edison Tech Solutions მზად არის გვერდში დაუდგეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით და საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ გადასცეს აღნიშნული სარქველები.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაისტორიასამხედრო

ვინ იყო მსოფლიოს ყველაზე სასიკვდილო იარაღის შემქმნელი მიხაილ კალაშნიკოვი და რა მისწერა მან რუსეთის პატრიარქს

„ჩემი სული აუტანელ ტკივილს ატარებს, სულ ვეკითხები საკუთარ თავს : თუკი ჩემმა შექმნილმა იარაღმა ადამიანებს სიცოცხლე მოუსპო, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათ სიკვდილზე პასუხისმგებელი მე ვარ. რა კლავს, იარაღი, თუ ისინი, ვინც მას ატარებენ?“- ამის შესახებ ავტომატ „კალაშნიკოვის“ შემქმნელი მიხეილ კალაშნიკოვი სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე დაწერილ წერილში წერდა, რომელიც მან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს გაუგზავნა.
მიხაილ კალაშნიკოვი დაიბადა 1919 წლის 10 ნოემბერს. კალაშნიკოვმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარში ტანკის მექანიკოსად მუშაობდა, იარაღი AK-47-ი, ანუ „ავტომატ კალაშნიკოვა 1947“, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში შექმნა. 1949 წელს „კალაშნიკოვი“ საბჭოთა არმიის თავდასხმითი იარაღი გახდა და მოგვიანებით ის „ვარშავის პაქტის“ ქვეყნებმაც მიიღეს. იარაღი სწრაფად გავრცელდა მთელს მსოფლიოში. კალაშნიკოვი ავტომატის კლასიკურ დიზაინს მთელი სიცოცხლის მანძილზე ნელ-ნელა ცვლიდა, 1959 წელს AK-47-ი AKM-მა ჩაანაცვლა, რომელიც გაცილებით მსუბუქი იყო და მისი წარმოება გაცილებით იაფიც ჯდებოდა. მოდიფიცირებული AK-47-ს წარმოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღესაც ხდება.
ბოლო მონაცემებით, დღემდე 100 მილიონამდე ერთეული AK-47-ი და მისი ვარიანტია შექმნილი.
რა არის AK-47-ის უპირატესობა და რატომ იყო ის რევოლუციური იარაღი? ჯერ ერთი, მისი წარმოება გაცილებით იაფია, მსუბუქია სატარებლად და იოლი გამოსაყენებელია, აქვს მცირე უკუცემა. გარდა ამისა, ის სანდო და უტყუარია მკაცრ გარემო პირობებში – როგორც უკიდურეს სიცივეში, ასევე სიცხეში :დაწყებული ჭაობიანი ჯუნგლებიდან დამთავრებული ქვიშიანი შორეული აღმოსავლეთით.
AK-47-ის ფასი ზოგერ ასეულობით აშშ დოლარს აღწევს, თუმცა, მისი შოვნა ზოგჯერ 50 დოლარადაც შეიძლება, ფასების დაწევას ავტომატის იმ ქვეყნებში წარმოება იწვევს, სადაც მუშახელი იაფია.
მიხაილ კალაშნიკოვს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის „სტალინის პრიზი“, „წითელი ვარსკვლავი“ და „ლენინის ორდერი.“ მას ეროვნული გმირის წოდებაც ჰქონდა მინიჭებული.
მიხაილ კალაშნიკოვი 2013 წელს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 37
Page 11 of 37