close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობატექნოლოგიები

NASA-მ პირველი ელექტრონული თვითმფრინავი წარმოადგინა

აშშ-ში აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) პირველი ელექტრონული თვითმფრინავი წარმოადგინა, ამის შესახებ Reuters წერს.

ამ პროექტზე ორგანიზაცია 2015 წლიდან მუშაობდა.ბოლო 20 წელიწადში, Maxwell-ი არის სააგენტოს მიერ შექმნილი პირველი პილოტირებული თვითმფრინავი.

თვითმფრინავის საბოლოო მოდელს ექნება უფრო ვიწრო და მსუბუქი ფრთები. Maxwell-ი იქნება უზრუნველყოფილი 14 ელექტრონული ძრავით. თვითმფრინავი მოკლე მანძილზე იფრენს. მას ექნება საჰაერო ტაქსის ფუნქცია და მგზავრების განსაზღვრულ რაოდენობას გადაიყვანს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ბიოდეგრადირებადი, თესლის შემცველი ჭიქა, რომელიც უნდა დარგოთ

ნარჩენების პრობლემასთან დაკავშირებით, აშშ-ში, კალიფორნიაში დაფუძნებულმა მცირე ჯგუფმა სახელწოდებით “შეამცირე” შეიმუშავა იდეა, რომლითაც შეამცირებენ ნარჩენებს და თანაც გარემოს გაჯანსაღებაში შეიტანენ წვლილს. იდეა კი მდგომარეობს შემდეგში: მათ შექმნეს ბიოდეგრადირებადი ჭიქები, რომელთა კედლებიც შეიცავენ მცენარეულ თესლებს. ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ჭიქას მოიხმართ, შეგიძლიათ ის დარგოთ, საიდანაც მცენარე, შემდგომში ხე გაიზრდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველი სტარტაპერების გამოგონება – მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა

ილონ მასკის გეგმამ მარსზე პილოტირებული მისიის  გაშვების თაობაზე ქართველ სტარტაპელებს ასტრონავტების კოსტუმის შექმნა გადააწყვეტინა. ასტრონავტის კოსტუმზე მუშაობის დროს კი სრულიად ახალი იდეა გაჩნდა. ვამეხ ხერხეულიძემ და გიორგი გაბარაშვილმა მეხანძრის ცეცხლგაუმტარი, მაღალტექნოლოგიური კოსტუმის დამზადება დაიწყეს.
doctrima.ge ვამეხ ხერხეულიძეს ესაუბრა მათი პროდუქციის უპირატესობებზე, უნიკალურობაზე და სამომავლო გეგმებზე. 

როგორც ვიცით, პროფესიით ექიმი ბრძანდებით, რამ განაპირობა თქვენი  ინჟინერიით დაინტერესება?

ინჯინერიით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული,  მაინტერესებდა როგორ მუშაობს სამყარო. თუმცა,   აქტიურად  აბიტურიენტობის დროს დავინტერესდი. მედიცინა იმიტომ ავირჩიე პროფესიად, რომ ბიოლოგიური ინჟინერია  მიზიდავდა და ამ დარგის სწავლა მინდოდა კარგად. პრაქტიკოს ექიმად 2 წელი ვიმუშავე ისრაელში, ახლა დავბრუნდი და ვემზადები ლიცენზიის ასაღებად. თუმცა ისრაელშივე საბოლოოდ მოვიკრიბე გამბედაობა და გადავწყვიტე შემებიჯებინა იმ ახალ სამყაროში რომელიც თავიდანვე ასე მიზიდავდა.

Elven Technologies-ის შექმნის ისტორია რომ მოგვიყვეთ, როგორ და რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა ?

ეს იდეა ძალიან დიდი ხანია არსებობს, დაახლოებით 2013 წლიდან. პირველი გაელვება იმისა,  რომ რაღაც მსგავსი შეიძლებოდა შემექმნა, იყო ისრაელში მუშაობის პერიოდში, სადაც ზაფხულში ძალიან ცხელა. შესაბამისად, ხშირად მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი კოსტუმი, რომელიც გამაგრილებს ან გამათბობს. თან ვთვლიდი რომ ასეთი კოსტუმის აწყობა მარტივია, რადგან ტექნოლოგია არსებობს. შესაბამისად გადავწყვიტე, რომ მეცადა, და პირველი მილებიანი ჟილეტი ხელით შევკერე. იმუშავა! ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო გიორგი (გაბარაშვილი – ტექნიკური დირექტორი/დამფუძნებელი). გიორგი ძირითადად კოსტუმის ელექტრონულ მხარეზე და გაგრილების სისტემაზე მუშაობს. 1 წელი ასე ვიმუშავეთ, სკაიპით ვრეკავდით კვირაში ერთხელ, და სიახლეებს ვცვლიდით. ვიცოდით რომ გაგრილების სისტემა იმუშავებდა, მაგრამ რაში შეიძლებოდა გამოგვეყენებინა ჯერ არ ვიცოდით.

იმ პერიოდში SpaceX უკვე იმკვიდრებდა თავს ბაზრის ლიდერად და წარმატებულ კომპანიად. ილონ მასკმა დათქვა ვადა – 2024 წელს პირველი ადამიანი გაფრინდება მარსზე. ზუსტად ეს იყო ჩვენი მოტივაცია. მარსის მისიისთვის ბევრი სახელმწიფო თუ კერძო კომპანია ემზადება. თუმცა ეს საერთო სამზადისი რაკეტების, საწვავისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოიცავს. არც ერთი კერძო კომპანია არ მუშაობს მარსის კოსმოსურ კოსტუმზე. არადა ნათელია, რომ არსებული კოსმოსური კოსტუმები მარსზე ვერ წაგვიყვანს. და ზუსტად აქ გაჩნდა იდეა – მოდი მარსის კოსტუმი ავაწყოთ! – ამაზე გიჟური რაღა უნდა მოგვეფიქრებინა?

ამის შემდეგ დაიწყო სწავლის ფაზა – ვკითხულობდით ყველაფერს რაც კოსმოსურ კოსტუმებს შეეხება, და აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი მარტივიც არ არის (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ). ამავდროულად, სტარტაპი ბიზნესია, სტარტაპს უნდა ჰქონდეს გაყიდვები და შემოსავალი, რასაც კარგი ბიზნეს გეგმა ჭირდება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ კოსტუმების შექმნის გამოცდილება ჯერ სხვა, შედარებით მარტივი კოსტუმის აწყობით მიგვეღო, და შემდეგ გადავსულიყავით მარსის კოსტუმზე. ბევრი ფიქრის, ბაზრის ანალიზის, პოტენციურ მომხმარებლებთან საუბრის, და რაც მთავარია სანხანძრო სისტემაში არსებული პრობლემის გააზრების შემდეგ, გადავწყვიტეთ ჩვენი პირველი პროდუქტი მეხანზრის კოსტუმის ყოფილიყო.

რა პროდუქციას ქმნით ამ ეტაპზე? კონკრეტულად, რომ მოგვიყვეთ თქვენი პროდუქციის შესახებ

ახლა ვმუშაობთ მეხანძრის ცეცხლგაუმტარ  კოსტუმზე, რომელიც აღჭურვილი შიდა გაგილების სისტემით. ბაზარზე დღეს არსებული მეხანძრის კოსტუმები მძიმე და არაკომფორტულია, და მხოლოდ რამდენიმე წამით იცავს მეხანძრეს პირდაპირი ალისგან. ჩვენი პროტოტიპები უკვე 8ჯერ უფრო ხანგრძლივად უძლებს პირდაპირ ალს, სანამ კოსტუმის შიდა ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩაირთვება გაგრილების სისტემა რომელიც გააგრილებს როგოც მთლიან სხეულს (საჭიროების შემთხვევაში), ასევე ზუსტად იმ ადგილს სადაც კოსტუმს ალი აქვს მოდებული. შესაბამისად მეხანძრე სრულიად დაცულია პირდაპირი ალისგან და გადახურებისგან, რაც მეხანძრეთა ტრავმების და სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

რა მასალითა და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პროდუქცია და რა უპირატესობები აქვს მას?

ჩვენ სულ მალე დავიწყებთ კოსტუმის ნაწილების ტესტირებას მსოფლიოში მიღებული სტანდარტების მიხედვით, რაც ჩვენს კოსტუმს მისცეს საშუალებას გავიდეს გლობალურ ბაზარზე. კოსტუმი ორი ნაწილისგან შედგება, ესაა – 1. გარე, ცეცხლგაუმტარი შრე, და 2. გაგრილების სისტემა. ცეცხლგაუმტარი შრე, მიმდინარე ექსპერიმენტების მიხედვით 8-ჯერ უკეთესად იცავს პირდაპირი ალისა და ტემპერატურისგან ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა კოსტუმები, თუმცა ჩვენი მოლოდინით თითქმის ყველა ტესტში (ცეცხლგამძეობა, ტემპერატურა-გამძლეობა, წყალგამძეობა, ბიოლოგიური ნივთიერებების მიმართ გამძლეობა) მინიმუმ 2-ჯერ უკეთესი შედეგი უნდა გვქონდეს ვიდრე არსებულ კოსტუმებს.

 

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

უამხლოესი სამომავლო გეგმა მეხანძრის კოსტუმზე მუშაობის დასრულება და პირველი გაყიდვების დაწყებაა. ამაზე ვართ ახლა ბოლომდე კონცენტრირებულნი.

ჩვენი გეგმებით, 2020 წელს დავიწყებთ პირველ გაყიდვებს, ხოლო დიდ ბაზარზე გავალთ 2021 წელს. ჩვენ ვგეგმავთ დიდ გადატრიალებას პერსონალური დაცვის ეკიპირების (Personal Protection Equipment – PPE) ინდუსტრიარში. ჩვენ ვგეგმავთ, როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ და აზიურ ბაზრებზე გასვლას, რადგან ჩვენ პროდუქტს სრულიად დამანგრეველი ეფექტი უნდა ჰქონდეს ბაზარზე.

2021 წლიდან Elven Technologies-ს უნდა ჰქონდეს საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ განვაგრძოთ მარსის კოსტუმზე მუშაობა.

ამ ეტაპამდე მისასვლელად საჭიროა დაალოებით 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომლის მოპოვებაზეც აქტიურად ვმუშაობთ.

როგორც ვიცით, თქვენი მიზანია პირველ ადამიანს, რომელიც ფეხს დადგამს მარსზე, ეცმევა საქართველოში შექმნილი კოსმოსური კოსტუმი. ამ საკითხთან დაკავშირებით, მუშაობის რა ეტაპზე ხართ?

მარსის კოსტუმი ჩვენი ახლო, მთავარი მიზანია. მარსის კოსტუმზე მუშაობის დასრულებას 2024-2025 წლებში ვგეგმავთ. მარსზე გაფრენა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი. ილონ მასკის გეგმით SpaceX 2024 წელს გაფრინდება მარსზე, თუმცა მასკის არცერთი პროექტი არ განხორციელებულა პირველ ვადაზე. ხოლო მეორე, უახლოესი ვადა 2026 წელს იქნება.

მარსის მისია კაცობრიობის მთელს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია! მარსი იქნება პირველი პლანეტა, რომელზეც ადამიანმა ფეხი დაადგა. ჩვენ გულწრფელად გვსურს, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დიდი მიზნის მიღწევაში.

ამჯამად, მეხანძრის კოსტუმზე მუშაობა გვმატებს როგორც გამოცდილებას ასევე პირდაპირ მოიცავს კოსმოსური კოსტუმი ტექნოლოგიებს, რაც მარსის კოსტუმის ნაწილია. შესაბამისად, მეხანძრის კოსტუმის დასრულების შემდეგ, მარსის კოსტუმის 20-30% გაკეთებული გვექნება. შემდეგი ნაბიჯი კი მარსია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართული სტარტაპის დიდი წარმატება – $1.2 მილიონი Pulsar AI-ს სილიკონის ველის ინვესტორებისგან

Pulsar AI პირველი ქართული სტარტაპი გახდა, რომელმაც 1,2 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა “სილიკონის ველის” ინვესტორებისგან, რაც მას ამერიკის ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება. დაფინანსების რაუნდის წარმატებით დასრულების შემდეგ, ქართული სტარტაპის ინვესტორები არიან ისეთი ცნობილი ე.წ. „ენჯელ ინვესტორები“ და ვენჩურული ფონდები, როგორიცაა: Ridge Ventures, Great Oaks VC, ცნობილი პოლიტიკური კონსულტანტი მაიკ მერფი, Ten Eighty Capital, და სხვა.

Pulsar AI – ი  2016 წელს დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ დააფუძნეს. უკვე 1 წელიწადში, ისინი ხელოვნური ინტელექტის წამყვან კომპანიად იქცნენ საქართველოში.

ისინი ადგილობრივი ბაზრისთვის ქმნიდნენ ტექნოლოგიებს, რომელიც მანამდე არ არსებობდა; განსაკუთრებით, ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავებისა და ხმოვანი ტექნოლოგიების მიმართულებით. Pulsar AI-ის მიერ შექმნილმა ტექნოლოგიურმა გადაწყვეტილებებმა არაერთ უმსხვილეს ქართულ კომპანიას მისცა ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

16 წლის ქართველი გენიოსი, რომელმაც Google-ის მსგავსი პროგრამა Digital Mind შექმნა

16 წლის ქართველმა გენიოსმა, გიორგი ჩახნაშვილმა Digital Mind, იგივე ხელოვნური ინტელექტი შექმნა. ინფორმაციას GHN ავრცელებს.

ხელოვნური ინტელექტი ზეპირად და წერილობით პასუხობს კითხვებზე: მარკეტინგის, მენეჯმენტის და ტურიზმის საკითხებზე. მათ შორის, მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობას განსაკუთრებული საჭიროების მქონე უსინათლო ადამიანებსაც აძლევს.

ქართველი გენიოსის მიერ შექმნილი პროდუქტი Google-ს კონკურენციას გაუწევს.

ხელოვნურმა ინტელექტმა მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სასწავლო მასალებიც იცის, რაც სტუდენტებს სწრაფ და ხარისხიან სწავლაში დაეხმარება.

გიორგი ჩახნაშვილმა პროგრამა 6 თვეში შექმნა და ის სამი მიმართულების 4000-მდე წიგნს აერთიანებს. სექტემბრამდე კი ახალგაზრდა ინოვატორი ხელოვნური ინტელექტისთვის 5-ზე მეტი სპეციალობის სწავლებას გეგმავს.

პროგრამის ქართული მზა ვერსია უკვე არსებობს და ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 1 სექტემბრიდან ჩაეშვება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გიორგის შექმნილი ხელოვნური ინტელექტის დანერგვით მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დაინტერესდა და მისი დანერგვა ევროპულ ქვეყნებშიც მალე დაიწყება, სრულყოფილი ვერსია ინგლისურ ენაზეა შექმნილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

16 წლის ქართველი გამომგონებლის პლატფორმა პირად ფაილებთან დისტანციურად წვდომის საშუალებას იძლევა

 16 სექტემბერს გამართულ სტარტაპების კონკურსში -“Seedstars Tbilisi 2017“, ფინალურ ნაწილში 10 საუკეთესო სტარტაპი მოხვდა, მათ შორის, ონლაინპლატფორმა – “Deskomy”, რომლის მეშვეობითაც დარეგისტრირებულ პირს შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან, მხოლოდ საიტის მეშვეობით, დაუკავშირდეს საკუთარ პირად კომპიუტერში განთავსებულ მასალებს. სტარტაპის იდეა 16 წლის ლუკა ყვავილაშვილს ეკუთვნის, რომელიც თავად გვესაუბრება  წამოწყებაზე:

-ლუკა,  როდის და რატომ გაგიჩნდა „დესქომის“ შექმნის იდეა?

-,,დესკომის“ შექმნის იდეა 2014 წლის მარტში, მას შემდეგ გამიჩნდა, რაც პროგრამირების სწავლა დავიწყე და ბევრი ჩემთვის მნიშნველოვანი დოკუმენტი და ფოტო მინდოდა, რომ სულ თან მქონოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოვაჩინე ე.წ File Hostingსაიტები, როგორიცაა Dropbox-ი, Google Drive-ი, OneDrive-ი და სხვები. ამ საიტების მოხმარებისთანავე გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ შემეძლო მხოლოდ ჩემი ფაილების ატვირთვა და არა, მაგალითად, მთელი ჩემი დესკტოპის. ამასთან ერთად, ის ცოდნა პროგრამირებაში, რაც მაშინ უკვე მქონდა, საკმარისი აღმოჩნდა იმის მისახვედრად რომ ,,Deskomy-ს“ განხორციელება რეალურად შესაძლებელი იყო.

-კონკრეტულად  რა ფუნქციებით სარგებლობა შეუძლია ,,დესკომის“ მოხმარებელს და არის თუ არა მისით სარგებლობა გარკვეულ თანხებთან დაკავშირებული?

ჯერჯერობით, ,,დესკომი“ არის Betaვერსიაში. მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი  სახის ფაილის ატვირთვა/ჩამოტვირთვა. უმეტესობა ფაილის ტიპების ბრაუზერშივე ნახვა (Officeდოკუმენტები, ფოტოები, ვიდეოები, აუდიოფაილები, PDF, Photoshop-ი, არქივები). მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ერთმანეთს შორის ფაილების გაზიარება, დესკტოპის პერსონალიზაცია (ფერების, ფოტოებისა და დიზაინის შეცვლა) და საუთარი მეილის ,,დესკომში“ გამოყენება, იმისათვის რომ ფაილები და მეილი ერთ სივრცეში ჰქონდეთ.

რეგისტრაცია უფასოა, ოღონდ მომხმარებლები მახსოვრობაში არიან შეზღუდულები. ყველა მომხმარებელს უფასო 3 GB-იანი მახსოვრობა აქვს და დამატებითი მოცულობის საჭიროების შემთხვევაში, მისი შეძენა მოუწევთ. ვფიქრობთ სხვა ბიზნესმოდელებზეც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მახსოვრობა სრულიად უფასო გავხადოთ და შემოსავალი სხვა წყაროებიდან მოვიპოვოთ (რეკლამები, ფასიანი აპლიკაციები, ბიზნესები, ა.შ).

-პლატფორმის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია, ვინ უზრუნველყო მისი გამართვა სისტემურად?

-პირველი 1 წელი პლატფორმას მარტო ვაკეთებდი. მოგვიანებით, მამის ინიციატივით, ჩემი იდეა გავაცანი ,,Start Business Solutions-ს“, რის შემდეგაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მის დამფუძნებელთან – ჯაბა ბურჯალიანთან და პროექტის მენეჯერთან – სოფო კობაიძესთან. ისინი იდეის განვითარებასა და დაფინანსებების მოპოვებაში გვეხმარებიან. ტექნიკურ ნაწილზე მუშაობას კი ჯერჯერობით მარტო მე ვაგრძელებ. თუმცა, ,,სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსებით მალე ავიყვანთ სხვა დეველოპერებსაც, რათა ,,დესკომის“ განვითარების პროცესი დავაჩქაროთ.

სამომავლოდ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

-ჩვენ, ამ ეტაპზე, ვმუშობთ Microsoft Office-ის ინტეგრაციაზე, იმისათვის, რომ მომხმარებლებს Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის ფაილებზე მუშაობა ბრაუზერშივე შეეძლოთ. მომავალში ვგეგმავთ ძალიან ბევრი ფუნქციის დამატებას, მაგალითად – ჩათის, პაროლებიანი ფაილებისა და სხვა. ასევე, სამომავლოდ ჩვენი პროგრამა App Store-ზეც იქნება ხელმისაწვდომი და ასევე შესაძლოა ჩვენი საკუთარი მსუბუქი ლეპტოპები გამოვუშვათ, როგორიც „Chromebook-ებია”, უბრალოდ, ჩვენ მომხმარებლებს უფრო სრულფასოვანი დესკტოპი ექნებათ და არა ChromeOS-ი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის კვერცხუჯრედების შექმნა და მომწიფება შეძლეს

პირველად ისტორიაში, ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში საკვერცხის ქსოვილში ადამიანის კვერცხუჯრედები შექმნეს. პორცესი ადრეული ეტაპიდან სრულ სიმწიფემდე წარმატებით განხორციელდა.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Molecular Human Reproduction-ში გამოქვეყნდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რეგენერაციული მედიკამენტების მკურნალობის თერაპიებისა და უნაყოფობის მკურნალობის ახალი მეთოდის განვითარებას.

ედინბურგის კვლევით ჰოსპიტალებსა და ნიუ-იორკის ადამიანის რეპროდუქციის ცენტრში განხორციელებული სამუშაო უპრეცედენტოა, ვინაიდან წარმოადგენს პირველ შემთხვევას სამეცნიერო ისტორიაში, როდესაც ადამიანის კვერცხუჯრედების შექმნა და განვითარება, ადრეული ეტაპიდან სიმწიფის ჩათვლით, ადამიანის ორგანიზმის გარეთ მოხდა.  იგივე აქამდე მხოლოდ თაგვებზე ხორციელდებოდა.

კვლევაში არაპირდაპირ  ჩართული ექსპერტები შედეგებს დადებითად აფასებენ, თუმც აცხადებენ, რომ მიღებული კვერცხუჯრედის სპერმით უსაფრთხოდ განაყოფიერების, ემბრიონისა და ჯანმრთელი ბავშვის მეღებამდე ჯერ კიდევ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი.

დენენ გრიფინი, ბრიტანეთში კენტის უნივერსიტეტის გენეტიკის პროფესორი აცხადებს, რომ ის, რაც  ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ლაბოორატორიაში განახორციელეს, ,,შთამბეჭდავი ტექნიკური მიღწევაა”.

მისივე განმარტებით, თუკი წარმატება და უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდება, შეიძლება ითქვას, რომ მომავალში დიდ დახმარებას გაუწევს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც ქიმიოთერაპიის მკურნალობის პროცესში ნაყოფიერების შენარჩუნება სურთ, ასევე გააუმჯობესებს უნაყოფობის მკურნალობის მეთოდს და გააღრმავებს ადამიანის ცხოვრების ადრეული ეტაპების ბიოლოგიის შესახებ მეცნიერულ ცოდნას. 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკატექნოლოგიები

ტეხასში უსახლკაროებისთვის სახლებს 3D პრინტერით აშენებენ

მედიცინის, ბიზნესისა თუ რობოტიკის შემდეგ, 3D პრინტერის გამოყენება სამშენებლო სექტორშიც ძალიან აქტუალური ხდება. ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, მშენებლობის სიიაფეა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს პრაქტიკა საკმაოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დაბალბიუჯეტიანი მშენებლობის, შესაბამისად კი, ფინანსური პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაც კი ხელმისაწვდომი უბნების გაჩენაში. ერთ-ერთი ასეთი უბანი უკვე ჩნდება ტეხასში, კერძოდ, ქალაქ ოსტინში, სადაც 3D პრინტერით სახლებს უსახლკაროებისთვის აშენებენ.

ისინი იყენებენ პრინტერს სახელად Vulcan II, იმისათვის, რომ სახლების საბაზისო სტრუქტურა შექმნან, ადამიანები კი მხოლოდ დამატებით დეტალებს აგვარებენ – ფანჯრების, კარების ჩასმას და ა.შ. სახლის ასაშენებლად პრინტერს 48 საათი სჭირდება. რაც შეეხება ღირებულებას, ასეთი სახლის აშენება 10 000 დოლარი ჯდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

იაპონიაში შექმნეს სახლი,რომელიც მიწისძვრის დროს ჰაერში იწევა

ყბადაღებული და უკვე გაცვეთილი ფრაზა “იაპონია დანარჩენ მსოფლიოს 100 წლით ასწრებს” კიდევ ერთხელ დასტურდება იმ ტექნოლოგიური სიახლით, რომელიც კომპანია Air Danshin Systems Inc-მა შეიმუშავა.

 

აღსანიშნავაია, რომ ეს ტექნოლოგიური სიახლე კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ ათწლეულში შექმნა, თუმცა თავის დროზე დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა, ამიტომ კარგა ხანი პროექტი თაროზე იყო შემოდებული, თუმცა ხელახლა ყურადღება მიიქცია 2011 წლის 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 20 000 -მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ეკონომიკური ზარალმა 309 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სახლს, რომელიც კომპანია Air Danshin Systems Inc-მა შექმნა სპეციალური სენსორები უყენია, რომელიც მგრძნობიარეა მიწისძვრის შემთხვევაში, სახლი როგორც კი შეირყევა, ავტომატურად ირთვება ფუნდამენტში დამონტაჟებული მძლავრი კომპრესორები, რომლებიც ჰაერის ნაკადს აწვდის აირ ბალიშებს, სახლი რამდენიმე სანტიმეტრით იწევა ჰაერში, როგორც კი სეისმური აქტივობა დასრულდება, სახლი უბრუნდება ფუნდამენს სრული პარამეტრებით.

კიდევ ერთი დადებითი თვისება, რაც ამ სახლებს გააჩნია, ის არის, რომ იგი 1, 5-ჯერ იაფი ღირს სტანდარტული სახლებთან შედარებით და ამასთანავე არ სჭირდება რთული ტექნიკური მომსახურეობა.

დღეისთვის კომპანიამ ქვეყანაში უკვე 100-მდე “მფრინავი სახლი” განათავსა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

Apple-ის რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობია!

„ეფლის რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობია!“ –  საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს ქართული კომპანია Metro Productions, რომელიც, როგორც პოსტიდან ვიგებთ, მსახიობების შერჩევის ორგანიზების ნაწილში ჩართული იყო.

შერჩეული მსახიობები არიან: ვიკა კალანდია, დავით ბეკოშვილი, ბექა ქამხაძე, ირმა ლაპიაშვილი, კობა შონია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 37
Page 13 of 37