close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

19 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მკლავი ლეგოს კუბიკებით ააწყო

19 წლის დევიდ აგუილამ ლეგოს კუბიკებისგან ხელის რობოტული პროტეზი აიწყო. დევიდი უიშვიათესი გენეტიკური დაავადების გამო მარჯვენა წინამხრის გარეშე დაიბადა.

ის ესპანეთის Universitat Internacional de Catalunya უნივერსიტეტში ბიოინჟნერიის ფაკულტეტზე სწავლობს. დევიდი პროტეზის მეოთხე მოდელს უკვე იყენებს და ოცნებობს, შექმნას რობოტული კიდურები მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.

საყვარელი სათამაშო ლეგოსგან პირველი ხელოვნური მკლავი დევიდმა 9 წლის ასაკში შექმნა და მის მიერ აწყობიი ყოველი მომდევნო მოდელი წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო დახვეწილი იყო.

„ბავშვობაში ჩემი განსვავებულობის გამო ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, ერთ დღეს სარკეში ჩემი თავი ისეთი დამენახა, როგორიც სხვა ბიჭები იყვნენ – ორი ხელით. ოცნების ასრულებაზე ფიქრი არასოდეს შემიწყვიტავს,“ აცხადებს დევიდი.

დევიდ აგუილამ წითელი და ყვითელი ლეგოს კუბიკებით აწყობილ მკლავი იდაყვის სახსარს მიაბა. ხელოვნური მკლავის მოხრა შესაძლებელია მასში მოთავსებული ელექტრო ძრავის საშუალებით.

YouTube-ის არხზე ატვირთულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ დევიდის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და შეზღუდული უნარები მათ ვერ შეაჩერებთ.

Reuters

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოა

19 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მკლავი ლეგოს კუბიკებით ააწყო

19 წლის დევიდ აგუილამ ლეგოს კუბიკებისგან ხელის რობოტული პროტეზი აიწყო. დევიდი უიშვიათესი გენეტიკური დაავადების გამო მარჯვენა წინამხრის გარეშე დაიბადა.

ის ესპანეთის Universitat Internacional de Catalunya უნივერსიტეტში ბიოინჟნერიის ფაკულტეტზე სწავლობს. დევიდი პროტეზის მეოთხე მოდელს უკვე იყენებს და ოცნებობს, შექმნას რობოტული კიდურები მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება.

საყვარელი სათამაშო ლეგოსგან პირველი ხელოვნური მკლავი დევიდმა 9 წლის ასაკში შექმნა და მის მიერ აწყობიი ყოველი მომდევნო მოდელი წინამორბედთან შედარებით გაცილებით უფრო დახვეწილი იყო.

„ბავშვობაში ჩემი განსვავებულობის გამო ძალიან განვიცდიდი. მინდოდა, ერთ დღეს სარკეში ჩემი თავი ისეთი დამენახა, როგორიც სხვა ბიჭები იყვნენ – ორი ხელით. ოცნების ასრულებაზე ფიქრი არასოდეს შემიწყვიტავს,“ აცხადებს დევიდი.

დევიდ აგუილამ წითელი და ყვითელი ლეგოს კუბიკებით აწყობილ მკლავი იდაყვის სახსარს მიაბა. ხელოვნური მკლავის მოხრა შესაძლებელია მასში მოთავსებული ელექტრო ძრავის საშუალებით.

YouTube-ის არხზე ატვირთულ პრეზენტაციაში აღნიშნულია, რომ დევიდის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ შეუძლებელი არაფერია და შეზღუდული უნარები მათ ვერ შეაჩერებთ.

Reuters

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიამსოფლიოტექნოლოგიებიტრანსპორტი

ავტომობილი, რომელიც წყალბადზე მუშაობს და სუფთა წყალს გამოყოფს

მანქანების წარმოებაში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია “Toyota” ახალ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, ბენზინი უკვე აღარ არის საჭირო ახალი მანქანისთვის, იგი წყალბადზე იმუშავებს, შესაბამისად – დასჭირდება შესაბამისი ტიპის  გასამართი სადგურები.

სედანი “Mirai” მხოლოდ წყალბადზე მუშაობს, ხოლო მავნე გამონაბოლქვის ნაცვლად, სუფთა წყალს გამოყოფს. ახალი ავტომობილის ფასი იაპონიაში 60 000 დოლარს შეადგენს. ამასთანავე, იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ ეკოლოგიის გაფრთხილებისთვის, ყველას, ვინც ახალ პროდუქტს შეიძენს 17 000 დოლარი გადაეცემა.

ცნობილია, რომ სავსე ავზით ავტომობილს 650 კილომეტრის გავლა შეუძლია, 1 კილომეტრის გასავლელად ახალ პროდუქტს მხოლოდ 0.01 დოლარის ღირებულების წყალბადი დასჭირდება. ავტომობილი ფართო გაყიდვაში ჯერჯერობით არ არის, მაგრამ სულ მალე მთელ მსოფლიოს მოედება.

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიბიოლოგიაგამოგონება - ინოვაციამსოფლიო

NASA ადამიანის გულის კოსმოსში დაბეჭდვას გეგმავს

კოსმოსური ტექნოლოგიური კომპანია Techshot-ი NASA-სთან ერთად ბიოლოგიური 3D პრინტერის შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობის მეშვეობით საერთაშორიო კოსმოსურ სდაგურზე ადამიანის გულის დაბეჭდვაა დაგეგმილი. ამის შესახებ BBC წერს.

მეცნიერებს აინტერესებთ, რამდენად გამართულად შეძლებს 3D პრინტერი უწონადობაში გულის ქსოვილების ბეჭდვაზე მუშაობას.

ექსპერიმენტის წარმატების შეთხვევაში ათასობით ადამიანი, რომელიც ორგანოთა დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო იღუპება, გადარჩება.

ადამიანის ორგანოების 3D პრინტერით ლაბორატორიაში დაბეჭდვის მცდელობა მეცნიერებს აქამდეც ჰქონიათ, თუმცა დაბეჭდვის შემდეგ ორგანო საკუთარ წონას ვერ უძლებს და იშლება.

2017 წელს გულის დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო მსოფლიოში დაახლოებით 7,600 ადამიანი დაიღუპა.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

„ჰარი“ – პირველი ქართული კლავიატურა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია

ჰარი” (Hary) – პირველი ქართული კლავიატურაა, რომელის იდეაც ახალგაზრდა სტარტაპერებს ეკუთვნით. გუნდი, რომელიც  ნატალია და ნუცა გაბისონიებს, ალექსანდრე ანდღულაძეს,  სანგ იუნ ლისა და გიორგი შარვაშიძეს აერთიანებს, ქართულ ბაზარზე სრულიად განსხვავებული პროდუქტით გამოჩნდა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის. როგორ იქცა  მეგობრული დიალოგი ახალი ბიზნესიდეის წყაროდ და რა მიზნები აქვთ გუნდის წევრებს -ამ ყველაფრის შესახებ ნატალია გაბისონია გვიამბობს.

-ნატალია, როდის გაგიჩნდათ „ჰარის“ შექმნის იდეა და რატომ შეარჩიეთ ეს სახელწოდება?

-ჰარის იდეა დაიბადა ქალაქ კოპენჰაგენში, დანიაში, როცა უცხოელ მეგობრებთან  ერთად ვსაუბრობდით ქართულ დამწერლობაზე. ისინი დაინტერესდნენ თუ როგორ გამოიყურებოდა ქართული დამწერლობა და საუბარში გავაცნობიერეთ, რომ ქართული კლავიატურა არ არსებობ, სწორედ ამან განაპირობა „ჰარის“ შექმნის სურვილიც, თავად სახელი კი Space-ს ანუ კლავიატურაზე მდებარე გამოტოვების ღილაკს ნიშნავს.

“ჰარის” კლავიატურა MES განლაგებაზეა აწყობილი, რომელიც უკვე არის Microsoft-ის ოპერაციულ სისტემაში და არ საჭიროებს კომბინაციებს. ანუ “ჰარის” კლავიატურაზე ყველა ასოა დატანილი და აღარ გესაჭიროებათ Shift-ის გამოყენება. მოცემული განლაგების განვითარება და დახვეწა სამომავლოდ შესაძლებელია და ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებლები მარტივად აითვისებენ მას. ეს ძალიან დაეხმარება ზოგადად ქართული კლავიტურის განვითარებას როგორ ცალკე, ასევე სხვა სახის პროდუქციებში.

-როგორ შეძელით თქვენი იდეის პრაქტიკული განხორციელება?

-პროექტი მთლიანად საკუთარი ხარჯებით განვახორციელეთ, ხოლო რაც შეეხება იდეის პრაქტიკულად განხორციელებას, გვქონდა ხანგრძლივი ტესტირების პროცესი, რასაც დაახლოებით, ერთი წელი მოვანდომეთ. “ჰარის” დიზაინის შექმნისა და მრავალი ნიმუშის განხილვის შედეგად შევჩერდით საბოლოო პროდუქტზე, რომელიც საზღვარგარეთ იწარმოება და შემდგომ ხდება მისი იმპორტირება საქართველოში.

-დაინტერესებულ პირებს სად შეუძლიათ ქართული კლავიატურის შეძენა?

-კლავიატურის შეძენა შესაძლებელია ონლაინ და მისი ფასი გახლავთ 38 ლარი. გვაქვს კურიერის მომსახურება და ასევე ფოსტით გაგზავნის სერვისი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მაღაზიებთან და სხვა დაინტერესებულ კომპანიებთან მოლაპარაკებებსაც.

-რას თვლით თქვენს საქმეში ყველაზე დიდი სირთულედ?

-მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქცია არ მზადდება საქართველოში. გვიწევს  მისი სხვა ქვეყნიდან შემოტანა, რაც ართულებს პროცესს, რადგან ლოჯისტიკური საკითხები დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს. რაც შეეხება დაბრკოლებებს, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და მომავალშიც არ შევუშინდებით სირთულეებს.

როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ფონზე, რატომ არ არის ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტექნოლოგიური წარმოება განვითარებული?

-90-იან წლებში, როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგიები განვითარდა და ნელ-ნელა ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო მათი წარმოება და განვითარება. რაც შეეხება საქართველოს, ვინაიდან 90-იან წლებში ქვეყანას ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნდა, იგი ვერ ჩაერთო აღნიშნულ პროცესში, თუმცა ევროპაში არსებობს ბევრი ქვეყანა, რომელიც არ აწარმოებს ტექნოლოგიურ პროდუქტს, რადგან ისეთმა ქვეყნებმა როგერებიც ჩინეთი, ინდოეთი და სხვები არიან, ფაქტობრივად,  დაისაკუთრეს აღნიშნული სფეროები. ხოლო საქართველოში, ამჟამად არის სრული შესაძლებლობა იმისა, რომ თუ საექსპორტო ბაზარზე ვერ გავალთ შიდა ბაზრის მოთხოვნა მაინც დავაკმაყოფილოთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სფერო მალე განვითარდება ჩვენს ქვეყანაში და შევძლებთ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას. ვფიქრობთ, პროდუქტის საქართველოში წარმოება ხელს შეუწყობს შიდა ეკონომიკურ ზრდას.

-ამ ეტაპზე, მხოლოდ ქართულ კლავიატურას სთავაზობთ მომხმარებლებს, როგორია სამომავლო გეგმა პროდუქტის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით?

-ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული კლავიატურა და ქართულად ბეჭდვის ხელშეწყობა ტექნოლოგიურ სივრცეში. ჩვენი მიზანია, საქართველოში ჩამოყალიბდეს კლავიატურის განლაგების სტანდარტი, რათა სხვა კომპანიებმა, როგორებიც არიან Apple -ი და Microsoft-ი, ავტომატურად ლეპტობებზეც გააკეთონ ეს განლაგება, როდესაც საქართველოში შემოაქვთ პროდუქტი. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა სახის კლავიატურის დამატებას, იქნება ეს უსადენო, მექანიკური, Gaming თუ სხვა. ეს ყველაფერი თავად მომხმარებლის მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოსოფლის მეურნეობა

ტექნიკურ უნივერსიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს. პრეპარატის ავტორი მეცნიერთა ჯგუფია, რომელიც მსგავს პრობლემებზე წლების განმავლობაში მუშაობს. 
როგორც ამბობენ, ეს არის ახალი თაობის მეტად ეფექტიანი წამალი, რომლის შექმნაზეც დიდი შრომა და ენერგია დაიხარჯა. მონდომებამ და თეთრად გათენებულმა ღამეებმა ნაყოფი გამოიღო და შეიქმნა პრეპარატი, რომელსაც “ხსნარი N6” უწოდეს. იმიტომ რომ – სულ 12 პრეპარატის გამოცდა­ მიმდინარეობდა, მაგრამ მათ შორის ყველაზე კარგი ეფექტი მეექვსეს ჰქონდა.

მეცნიერებს ვინაობის აფიშირება არ სურთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიო

Hyundai-მ „მოსიარულე“ მანქანა გამოიგონა

Hyundai-მ ლას ვეგაში გამართულ სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუს გამოფენაზე (CES) „მოსიარულე“ მანქანა წარმოადგინა, რომელსაც მკაცრ რელიეფზე 5კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობა შეუძლია.

Hyundai Elevate-ს 1.5მ სიმაღლეზეაძრომა, დაამავემანძიზეგადახტომაშეუძლია. მისი გამოყენება ხელსაყრელი იქნება ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ სამაშველო სამუშაოების დროს.

კონცეფციაზე ავტორები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

„როდესაც ცუნამი ან მიწისძვრა ხდება, თანამედროვე სამაშველო მანქანებს სამაშველო ჯგუფების მიყვანა კატასტოფის ადგილის მხოლოდ დასაწყისამდე შეუძლიათ, დანარჩენი გზის გავლა კი მათ ფეხით უწევთ. Elevate-ს კი ნებისმიერ ადგილამდე მისვლა და აძრომა შეუძლია,“ განაცხადა  Hyundai-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯონ საჰმა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ იდეა მისასალმებელია და ექსტრემალურ სიტუაციებში Hyundai Elevate-ის გამოყენებას მნიშვნელოვანი სარგებელის მოტანა შეუძლია, თუმცა ერთია იდეა და სურვილი და მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია ის ტექნოლოგიური გამოწვევები, რასთანაც ამგვარი საშუალებების შექმნაა დაკავშირებული.

www.bbc.com

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

👉🏽 ილონ მასკი გეგმავს ადამიანის ტვინს კომპიუტერს დაუკავშიროს !

 

ილონ მასკი ახალ პროექტ „ნეურალინკს“ (Neuralink) იწყებს და ამბობს, რომ ამ პროდუქტით,  ნებისმიერ მსურველს, „სუპერ ადამიანად“ აქცევს.

ილონ მასკმა ტექნოლოგიური კომპანია “Neuralink“ ცოტა ხნის წინ დააარსა და ამტკიცებს, რომ მისი დახმარებით, ადამიანის ტვინს კომპიუტერს დაუკავშირებს. შედეგად, სიმბიოზურ ქმნილებას, ანუ ხელოვნური ინტელექტის მქონე ადამიანს მიიღებს.  პროექტ „ნეურალინკი“-ის მეცნიერების მტკიცებით, ახალი ტექნოლოგია ყველას მისცემს საკუთარი ფოტოკადრი შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც სხეულის გარდაცვალების შემდეგაც იცხოვრებს.

„თუ თქვენი ბიოლოგიური „მე“ გარდაიცვლება, შეგიძლიათ, პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა განყოფილებაში ატვირთოთ საკუთარი თავი“.

„ტესლას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამაში საკვირველი არაფერია, დღეს ადამიანები უკვე კიბორგები არიან და მათი გონება დიდი ხანია მობილურ ტელეფონებზეა „მიბმული”. მისი თქმით, „სმარტფონიდან“ გონებაზე ინფორმაციისა და მონაცემთა გადაცემის არხები, დღეს არც ისეთი სწრაფია, ამიტომ პროცესი უნდა დავაჩქაროთ, რომ ადამიანი უფრო ჭკვიანი გახდეს.

„ეს დაეხმარება ყველას, ვისაც სურს ჰქონდეს სუპერ ადამიანის“ გონება და ცნობიერება“ , – ამბობს ილონ მასკი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოაკომუნიკაციამსოფლიო

ტექნოლოგიების დახმარებით, საწოლს მიჯაჭვული ადამიანები კაფეში დისტანციურად მუშაობენ

იაპონიის ერთ-ერთ კაფეში რობოტი მიმტანები ჰყავთ, რომლებსაც საწოლს მიჯაჭვული ადამიანები მართავენ და ამ გზით ისინი საკუთარი თავის ფინანსურ უზრუნველყოფასაც ახერხებენ.

ისინი ყველაფერს მათ თვალწინ დამონტაჟებულ ეკრანზე ხედავენ, მიმტანი რობოტი კი მათი თვალის მოძრაობებს ემორჩილება და სხვადასხვა დავალებებს ასრულებს – იღებს შეკვეთებს, მოაქვს ყავა, ან სულაც კლიენტებს ესაუბრება.

ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილებას ან ელემენტარულ მოძრაობასაც კი ვერ ახერხებენ, ასეთი სამსახური მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ეხმარებათ, რადგან საათში $9 გასამრჯელო სულაც არ არის ცუდი თანხა.

“მინდა, რომ ხელი შევუწყო ისეთი მსოფლიოს შექმნას, სადაც ეს ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ და სამსახურიც ექნებათ”, – ამბობს კენტარო იოშიფუჯი.

სამწუხაროდ კაფე, რომელშიც რობოტების დახმარებით საწოლს მიჯაჭვული ადამიანები არიან დასაქმებული, ახლა სატესტო რეჟიმშია და მხოლოდ რამდენიმე კვირა იმუშავებს. მისი საბოლოო გახსნა კი 2020 წლისთვის იგეგმება.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინასაქართველო

მოციმციმე არითმიის ინოვაციური მკურნალობის მეთოდებზე სამედიცინო ფორუმი გაიმართა

,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაციისა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მედტრონიკის” ორგანიზებით,  მედიკოსთა მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანი ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესიონალებისთვის იმ ბოლო მიღწევების გაცნობა იყო, რაც წინაგულების ფიბრილაციის („მოციმციმე არითმიის“) სამკურნალოდ დაინერგა ქვეყნის მასშტაბით.

ღონისძიებას 100-მდე წამყვანი ექიმი ესწრებოდა, მათ  შორის, ის კარდიოლოგები, რომლებმაც  წარმატებით დანერგეს კრიოაბლაციით მკურნალობა საკუთარ პრატიკაში და  არაერთი წარმატებული ოპერაციაც ჩაატარეს.

,,ეს მეთოდი ძალიან შედეგიანია სხვა  ალტერნატიულ მკურნალობასთან – მაგალითად, წამლებთან შედარებით. მისი ეფექტურობიდან გამომდინარე, აბლაცია ფართოდაა დასანერგი. სწორედ ამიტომ გვსურდა, სამედიცინო საზოგადოებისთვის გაგვეცნო ეს ყველაფერი და მოგვესმინა მათი მოსაზრებებიც,” – აღნიშნა  ,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის” ხელმძღვანელმა, გიორგი პაპიაშვილმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს არითმიების განყოფილების ხელმძღვანელის, ზვიად  მათოშვილის განცხადებით, მოციმციმე არითმიას ძალიან დიდი რისკები ახლავს, მათ შორის, ინსულტის განვითარების.

 ,,მხოლოდ წარმატებული და დროული აბლაციითაა შესაძლებელი ამის შეფერხება და სწორედ ინფორმაციის თუ გამოცდილების გაცვლას ემსახურებოდა ეს შეხვედრაც,“- აღნიშნა მან.

წინაგულების ფიბრილაცია საკმაოდ გავრცელებული გულის რითმის დარღვევაა, კრიოაბლაცია კი მაღალტექონოლიგიური მცირეინვაზიური პროცედურა, რომელიც ამ კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

,,ეს არის უნარკოზო, სწრაფი და უსისხლო მეთოდი. როგორც წესი, მოციმციმე არითმიის მკურნალობა, საწყის ეტაპზე, მედიკამენტოზურია, თუმცა მისი ეფექტიანობა  25-30 %-ია მაშინ, როდესაც კრიოაბლაციის მეთოდით ის  70-80 %-ია,“- განაცხადა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს  კარდიოლოგ-არითმოლოგმა,  გიორგი ჩხოლარიამ.

კრიოაბლაციის ტექნოლოგია უკვე 370,000 პაციენტთან გამოიყენეს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში კი 200-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში. მაღალტექნოლოგიურ და უნიკალურ ოპერაციებს საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე, სამი  ექიმი: ზვიად მათოშვილი, გიორგი პაპიაშვილი და გიორგი ჩხოლარია ატარებს. „ჯოენის“ კლინიკა, „რესპუბლიკური საავადმყოფო“, კლინიკა „ჰელსიკორი“ და „ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო“ – ის სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც ეს პროცედურა წარმატებით დაინერგა.

საქართველოში, კრიოაბლაციის პროცედურა ჩართულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში და მისი ღირებულება იფარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დადგენილი წესების მიხედვით.

წინაგულების ფიბრილაცია  მსოფლიო მასშტაბით 33.5 მილიონ ადამიანს აწუხებს, ხოლო საქართველოში ეს რიცხვი 35 000 ადამიანს აღემატება. ასაკის მატებასთან ერთად, მოციმციმე არითმიის განვითარების ალბათობა იმატებს. ეს დაავადება საპენსიო ასაკის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 4%-ს აღენიშნება. „მოციმციმე არითმიის“ დროს ასევე მკვეთრად იზრდება იშემიური ინსულტის განვითარების საშიშროება, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკის ჩატარება. გაიდლაინებში მოცემულია რჩევა, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად, ყველა პაციენტში, 65 წელს ზემოთ ან იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.

კრიოაბლაცია მინიინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით, საზარდულის მიდამოში ბარძაყის ვენის ჩხვლეტის საშუალებით ვენაში თავსდება რამდენიმე კათეტერი. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი,  ხდება არითმიის წარმოქმნაში მონაწილე პათოლოგიური გამტარი გზების ლოკალიზაციის დადგენა, რის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.

კრიოაბლაციის დროს, სპეციალური ბალონ-კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება (მოყინვა), რაც იწვევს მოციმციმე არითმიის შეწყვეტას. კრიოაბლაციის პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-2 საათია. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი სახლში ბრუნდება აბლაციის შემდეგ დღეს.

,,საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია“ აერთიანებს გულის რიტმის დარღვევების დარგში მოღვაწე ქართველ სპეციალისტებს. მთავარი მიზანებია გულის რიტმის დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, არითმიების მკურნალობის თანამედროვე პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვა საქართველოში, რითმოლოგებს შორის პროფესიული კონტაქტების გაუმჯობესება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 14 15 16 17 18 37
Page 16 of 37