close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციატექნოლოგიები

ჰოლოგრაფიული სმარტფონი – ახალი სიტყვა ტექნოლოგიებში

შექმნეს „Smartholographic-ი” –  ჰოლოგრაფიული სმარტფონი, რომელიც მრავალი ინოვაციური დანიშნულებებით გამოირჩევა.

 მიუხედავად ბევრი წინსვლისა ტექნოლოგიაში, მსგავსი გამოგონება ძნელად წარმოსადგენი იყო, სმარტფონი, რომლის მეშვეობითაც შეგვეძლება ეკრანზე შეხების გარეშე გავაკეთოთ ჩვენთვის სასურველი ოპერაციები. ის ისე იქნება მოწყობილი, რომ ჩვენ აღვიქვამთ, თითქოს რეალურად ხდება ყველაფერი. სმარტფონი ბევრად  უფრო განვითარებულია, ვიდრე 3D და-4Dგამოსახულებები.

ახალი სმარტფონი ბევრ რამეს გაუადვილებს მომხმარებელს: კომუნიკაციას, შორი მანძილი პრობლემა აღარ იქნება, ისეთი შეგრძნება იქნება თითქოს პირისპირ საუბრობთ, ფილმები, თამაშები უფრო სახალისო და მიმზიდველი იქნება, სმარტფონს ეკრანზე აქვს 4 კამერა, რომელიც თქვენს თვალებს აფიქსირებს და თქვენი მოქმედებების შესაბამის გამოსახულებას გაჩვენებთ.

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

ინოვაციური საკეტი – კარის გაღება თითის ანაბეჭდით, კოდით, სმარტფონით

 ალბათ ხშირად გქონიათ მომენტი, როდესაც სახლში მისვლისას აღმოგიჩენიათ, რომ გასაღები არ გაქვთ,  შესაბამისად – სახლში ვერ შეხვალთ. უნდა გაგახაროთ – გამოიგონეს ახალი,  შესანიშნავი საკეტი, რომელსაც მრავალი დადებითი მხარე აქვს.

  საკეტი არის სანდო, თითქმის შეუძლებელია უცხო ადამიანისთვის მისი გაღება, რადგან მას აქვს თითის ანაბეჭდის აღქმის ფუნქცია, რომელიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ თქვენთვის სასურველ ადამიანებზე იქნება დაყენებული, ასევე აქვს რიცხვითი კოდის, რომელზეც 100 მილიონზე მეტი კომბინაციის დაყენებაა შესაძლებელი, რაც, დამეთანხმებით, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ვინმემ ამოხსნას. კიდევ ერთი ახალი ფუნქცია –  თქვენს სმარტფონზე დაკაკუნების შედეგად შეძლებთ შეხვიდეთ სახლში, დაბოლოს – თუ ამ ყველაფერმა არ იმუშავა, რაც არარეალურია, გაქვთ პატარა გასაღები, რომლითაც შეგიძლიათ გააღოთ კარი.

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიებიტრანსპორტი

ინოვაცია – მრავალფუნქციური ელექტროეტლი ყველასათვის

გადაადგილების კიდევ ერთი საკმაოდ მოსახერხებელი საშუალება არის ელექტოეტლი, რომელიც ძირითადად გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებზე, მისი საშუალებით კი – მათ  შეუძლიათ გადაადგილდნენ ნებისმიერი ზედაპირის მქონე ადგილზე, თოვლსა თუ ხრეშზე.

ეტლი არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა შექმნილი, არამედ მათთვისაც, ვისაც კომფორტულად სურს მოძრაობა – მათ შეუძლიათ მოკლე მანძილზე გადაადგილდნენ მოხერხებულად. ხშირად არის ისეთი სიტუაცია, რომ ქუჩები გადატვირთულია და საცობის გამო ვერ ახერხებთ დანიშნულების ადგილზე მისვლას, ამ დროს საკმაოდ მოსახერხებელია, როდესაც ფეხით სავალ ნაწილზე არცთუ ისე ნელა მიდიხართ.

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

ხელთათმანი, რომლითაც არარეალურ სამყაროში რეალურად ხვდები

ალბათ ყველას გსმენიათ ოკულუსის შესახებ, სათვალის, რომელიც კომპიუტერულ სამყაროში თქვენთან ერთად მოგზაურობს, გეუფლებათ შეგრძნებები, რომლებსაც რეალობაში გრძნობთ.

მაგრამ გსმენიათ თუ არა ხელთათმანის შესახებ, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი სურვილისამებრ იმოქმედოთ ვირტუალურ სამყაროში?! მსგავსი გამოგონებები ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უკეთესობისკენ.

სანამ სათვალესა და ხელთათმანს გაიკეთებთ – იცით, რომ სულ მალე არარეალურ, მაგრამ სასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით, ადამიანს კი ის გრძნობები, რომლებიც წესით არ უნდა ჰქონდეს – მაინც ეუფლება, რთული ხდება რეალობისა და ვირტუალური სამყაროს გარჩევა.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციარობოტექნიკასაქართველოტექნოლოგიები

ქართველი მოსწავლის გამოგონება – მანძილმზომი რობოტი ქუთაისიდან

სხვადასხვა ექსპედიციასა თუ კვლევით სამუშაოს ან უბრალოდ სამშენებლო საქმიანობას საკმაოდ დიდი სიფრთხილე სჭირდება, რადგან ბევრ რისკთან და საფრთხესთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით მღვიმეების შესწავლის და ექსპედიციების საჭიროება ისეთ ისტორიულ ქალაქში დგას, როგორიც ქუთაისია. სწორედ აქაურმა მოსწავლეებმა თავიანთი ინოვაციური პროექტით სხვადასხვა ტიპის კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი ხელსაწყო შექმნეს, რომელმაც დიდი მოწონებაც დაიმსახურა და წინა წელს ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურს „ლეონარდო  და ვინჩის” გამარჯვებულიც გახდა.

მანძილის მზომი რობოტი – იონა იობაძისა და მისი მეწყვილე გიორგი უროტაძის მიერ შექმნილი მართვადი რობოტია, რომელიც იმართება პლანშეტიდან, ტელეფონიდან ან სხვა ელექტრონული საშუალებიდან.  გამოგონების მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მრუდი ტრაექტორიის, მაგალითად, წრეწირის გაზომვა. რობოტი დისტანციურად იმართება, შესაბამისად, დამკვირვებელი, რომელიც მას სიმაღლეებზე, მღვიმეში თუ სხვა საფრთხისშემცველ ადგილზე სამუშაოებისას იყენებს, უბედური შემთხვევისგან აბსოლუტურად დაცულია.

სწორედ ამიტომაც – რობოტს საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს და მისი მრავალი ფუნქციის გამო ძალიან დიდი დაინტერესებაც გამოიწვია.

თავად გამომგონებელი 13 წლის იონა იობიძე  სკოლის მოსწავლეა. ის ქუთაისის ქართულ- ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სწავლობს და სამეცნიერო საქმიანობით საკმაოდ დიდი ხანია დაინტერესებულია.

სკოლის საგნებიდან ყველაზე დიდი სიყვარულით და სიამოვნებით ტექნიკურ საგნებს- მათემატიკას, ქიმიასა და ფიზიკას სწავლობს.

თავისუფალ დროს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას უსმენს, უყვარს ფენტეზის ჟანრის ლიტერატურის კითხვა და ხშირად მონაწილეობს ინტელექტუალურ თამაშ რა ? სად  ? როდიში?

გამომგონებლები  რობოტის პროტოტიპის შექმნაზე მენტორთან დავით სონღულაშვილთან და STEM-ის (გამოყენებითი ფიზიკა და პროგრამირება) მასწავლებელთან, უტა კილასონიასთან ერთად თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

სამუშაო პროცესების სირთულეებსა და საკუთარ პროექტებზე დოქტრინას ქუთაისელი გამომგონებელი იონა ესაუბრა:

-როდიდან დაინტერესდი სამეცნიერო საქმიანობით და რამ განაპირობა ეს?

-დაახლოებით 2 წლის წინ სკოლა „პროგრესში“ დაიწყო STEM-ის შესწავლა, რამაც მე დიდად დამაინტერესა და გადავწყვიტე, დამეწყო STEM-ის კურსები, რაც დამეხმარა,  რომ გამეკეთებინა ჩემი თავის რეალიზება და პროექტის იდეა განმეხორციელებინა რეალობაში.

-გვიამბე შენს გამოგონებაზე და რა ფუნქციებს ასრულებს ის?

-გამოგონების ფუნქციაა გაზომოს ნებისმიერი სახის მანძილი დიდი სიზუსტით,დროის მცირე ნაწილში ადამიანური რესურსისა და დიდი ენერგიის დახარჯვის გარეშე.

ალბათ,  თქვენც გინახავთ ქუჩში არქიტექტორთა ჯგუფი,  რომლებიც კურვიმეტრის დახმარებით ცდილობდნენ გაეზომათ ქუჩის რაღაც მონაკვეთი. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ამ საქმის შესრულებას კურვიმეტრის გამოყენებით საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და ასევე დამღლელიცაა,ჩვენი იდეა კი იმაში მდგომარეობდა,რომ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა და შეგვემცირებინა ადამიანის ფიზიკური შრომა.

-რა სირთულეები შეგხვდა სამუშაო პროცესში?

-რა თქმა უნდა, მუშაობისას იყო გარკვეული შეფერხებები,მაგრამ ამ მცირე შეფერხებებმა ვერ შეაჩერა პროექტის განვითარება და საბოლოო შედეგის  მიღწევა.

-რაში მდგომარეობს თქვენი გამოგონების უნიკალურობა?

-გამოგონების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მის წინამორბედ კურვიმეტრს ბევრად უსწრებს განვითრებით. რობოტი იმართება დისტანციურად და შეუძლია შეითავსოს კურვიმეტრის და ასევე მრავალი სხვა ფუნქციაც,თუნდაც მისი გამოყენებით შესაძლებელია შეიქმნას გამოუკვლეველი ადგილის(მღვიმის,ან თუნდაც რაიმე ნაპრალის) რუკა, რაც გაამარტივებს კვლევის პროცესს. ასევე –  ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება რიგ სიტუაციებში აღარ იქნება საჭირო. რობოტის შეუძლია მანძილის გაზომვის პროცესი გახადოს ბევრად უფრო ზუსტი,  მარტივი და უსაფრთხო ადამიანისთვის.

-ამჟამად რა პროექტზე მუშაობ და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

-დიახ, ამ წუთას ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე, მაგრამ ჯერჯერობით მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ. 

 

მასალა მოამზადა ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოატექნოლოგიები

გამოიგონეს პროექტორი, რომელიც 129 გრამს იწონის

ალბათ ყველას გინახავთ დიდ აუდიტორიებში დამონტაჟებული პროექტორები, რომლებიც გაშლილ კედელზე აჩვენებენ გამოსახულებას, ახალი პროდუქტი კი ყველასგან განსხვავებულია.
,,Smart Beam-ი” მინიატურული პროექტორია, რომელსაც უმაღლესი ხარისხის გამოსახულების ჩვენება შეუძლია, შეგიძლიათ თქვენს სმარტფონში შეაერთოთ და იმავე დანიშნულებისთვის გამოიყენოთ, როგორც კომპიუტერზე.
ახალი პროდუქტის მთავარი უპირატესობა სხვა პროექტორებთან შედარებით არის ზომა – მისი სიმაღლე, სიგანე და სიგრძე ერთმანეთის ტოლია, 4.5 სანტიმეტრის მოცულობის კუბი, რომელიც 129 გრამს იწონის, ალბათ ყველა ადამიანისთვის კომფორტულია. მისი ელემენტი 2 საათი ძლებს, ხოლო გამოყენება ყველანაირი დანიშნულებისთვისაა შესაძლებელი, როგორც ფილმის საყურებლად, ასევე თამაშებისა და წიგნის კითხვისთვისაც კი.

 

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

ახალგაზრდა გამომგონებელი პარკირების პრობლემის წინააღმდეგ

ზოგადად, ავტომანქანით გადაადგილება და შემდგომში მისი უსაფრთხოდ დაპარკინგება საკმაოდ რთული და კომპლექსური პრობლემაა, რომელიც დღეს ყველა მძღოლის საზრუნავს წარმოადგენს.  

ქალაქ ბათუმში ამ ყველაფერს ავტოფარეხების პრობლემა ემატება. აქ ავტოფარეხების აკრძალვის შემდეგ, ავტომანქანები ღია ცის ქვეშ დარჩა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა მანქანის მფლობელებისათვის. სწორედ ამ პრობლემის   მოგვარებაზე ზრუნვა ახალგაზრდა გამომგონებლებმა დაიწყეს და დიდ  წარმატებასაც მიაღწიეს ამ კუთხით.

მოძრავი ავტოფარეხი – ეს საკმაოდ საინტერესო და ინოვაციური პროექტია, რომელიც ბათუმელმა გამომგონებლემა უკვე დააპატენტეს  და მალე მის მასობრივ წარმოებასაც აპირებენ.

რამდენად ექნება პრაქტიკული გამოყენება ამ გამოგონებას და მოაგვარებს თუ არა ეს ქალაქში არსებულ  პარკირების პრობლემეს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა გიორგი ბობოხიძის ამ გამოგონებამ უკვე მიიპყრო საკმაოდ დიდი ყურადღება  და დიდი დაინტერესებითაც სარგებლოს საზოგადოების მხრიდან.

გიორგი 23 წლისაა,  დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი სამშენებლო განხრით. ამ სფეროთი და ზოგადად ინოვაციური პროექტების შექმნით დაინტერესებული სკოლის პერიოდიდანვე იყო, რადგან გრძნობდა საკუთარ მიდრეკილებას და ნიჭს, რომლის რეალიზებასაც შეძლებდა. შემდეგ ორ სხვა სტუდენტთან ერთად ,,creative group-ი” ჩამოაყალიბა და სხვადასხვა სამეცნიერო პროექტზე დაიწყო მუშაობა.

გიორგი, გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ჯანსაღი ცხოვრების წესსაც მისდევს. სპორტის სახეობებიდან განსაკუთრებით იტაცებს ველორბოლა და როგორც ამბობს, მისი ამ ჰობის დამსახურებით ნახევარი საქართველო აქვს უკვე მოვლილი.

სამეცნიერო საქმიანობის ინსპირაციებსა და სამუშაო პროცესის სირთულეებზე გიორგი ბობოხიძე დოქტრინას ესაუბრა:

-როდის გაგიჩნდა გამოგონების იდეა და რამ განაპირობა ეს?

-2016 წელს გამიჩნდა იდეა შემექმნა რაიმე ინოვაციური პროდუქტი. იდეა მომდინარეობს იქიდან რომ,  ქალაქში აიკრძალა კაპიტალური  ავტოფარეხები, რამაც გამოიწვია, ტრანსპორტის ღია ცის ქვეშ დატოვება.  დამებადა იდეა, შემექმნა ისეთი პორტატული ავტოფარეხი,  რომელიც  იქნებოდა მობილური და ასევე დაიცავდა სატრანსპორტო საშუალებებს ატმოსფერული ნალექებისგან. ამავე წელს  ეს იდეა დავაპატენტე. რაც შეეხება სამუშაო პროცეს, შევქმენით პირველი პროტოტიპი,  რომელსაც დიდი დრო და შრომა დასჭირდა და რომელმაც საკმაოდ წარმატებული შედეგები აჩვენა.

-რა სირთულეები ახლდა თავად გამოგონების შექმნის პროცესს?

-სირთულე საკმაოდ ბევრი იყო, რადგანაც ვმუშაობდით პროდუქტზე, რომელიც ჩვენთვის უცხო და რთული იყო. საბოლოო შედეგით მაინც  კმაყოფილი დავრჩით.

-რაში მდგომარეობს შენი გამოგონების უნიკალურობა?

-ჩემთვის ჩემი გამოგონების უნიკალურობა, როგორც ავტორისთვის , განუსაზღვრელია, რადგანაც ეს ჩემი პირველი გამოგონებაა. ზოგადად მისი უნიკალურობა და სარგებლიანობა უკვე იმ ხალხის შესაფასებელია,  ვინც ამით დაინტერესდა და შეიძენს.

-რას საქმიანობ ამჟამად და გვიამბე სამომავლო გეგმებზე.

-სხვა უამრავ პროექტზე ვმუშაობ, მსგავს და ამაზე უფრო მასშტაბიანზე. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება მ, იზნად მაქვს ჩემი კომპანია უფრო წარმატებული გავხადო.

 

 

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამედიცინამსოფლიო

საფრანგეთში მსოფლიოში პირველი წარმატებული სახის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა

ფრანგ ჯერომი ჰემონს ახალი სახე გადაუნერგეს. ეს მისთვის გადანერგვის მეორე ოპერაცია იყო.  ტრანსპლანტირების პირველი მცდელობა რამდენიმე წლის წინ უშედეგოდ დასრულდა. მეორე ოპერაცია კი წარმატებული აღმოჩნდა და მედიკოსებმა ის სახის გადანერგვის პირველ წარმატებულ ოპერაციად აღიარეს.

 ,,გადანერგვის პროცედურა 15 იანვრის შუადღისას დაიწყო და  მეორე დილით დასრულდა,” – ამის შესახებ პარიზში მდებარე ჰოსპიტალი “Georges Pompidou” იტყობინება, სადაც პროცედურა განხორციელდა.

თავდაპირველად, ჰემონს ორგანიზმში სისხლის მთლიანად შეცვლა დასჭირდა. ამ ერთთვიანმა პროცედურამ ექიმებს ანტისხეულების მოშორების შესაძლებლობა მისცა, რომლებსაც შესაძლოა ახალი სახისთვის ,,უარი ეთქვათ” და არ მიეღოთ.

ეს არის პირველი სამედიცინო შემთხვევა, როდესაც პაციენტმა მეორე სახე მიიღო, რაც პასუხობს მნიშვნელოვან შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად შესაძლებელია სახის ტრანსპლანტირება.

ორგანოების გადანერგვის ბევრი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო ორგანიზმი ახალ ორგანოს ვერ ეგუება. ახლა ვიცით, რომ, როცა საქმე ეხება სახის გადანერგვას, პაციენტს შეუძლია ახალი სახის მიღება.

2010 წელს, როდესაც ჰემონი 30 წლის იყო, მას ექიმმა ლაურენტ ლანტერმა ჰოსპიტალ – Georges Pompidou-ში ახალი სახე გადაუნერგა.

ჰემონს აქვს გენეტიკური დაავადება, რომელმაც სიმსივნით სახის დეფორმირება გამოიწვია. მან პირველი ტრანსპლანტი მიიღო ორგანოების 63 წლის დონორისგან.

ნებისმიერი ტრანსპლანტის დროს ყოველთვის არსებობს რისკი, რომ იმუნური სისტემა რეაგირებას მოახდენს უცხო სხეულის მიმართ, მაგრამ ჰემონის შემთხვევაში იმუნოსუპრესიული მედიკამენტების დახმარებით ამის თავიდან აცილება მოხერხდა და ორგანიზმმა ახალი სახე მიიღო.

სახის გადანერგვის პირველი ოპერაცია საფრანგეთში 2005 წელს ჩატარდა, თუმცა მაშინ ოპერაცია წარმატებული არ აღმოჩნდა.

 

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინატექნოლოგიები

ყურსასმენები, რომლის საშუალებითაც კომუნიკაციის დამყარება საუბრის გარეშეა შესაძლებელი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის(MIT) მეცნიერებმა ახალი კომპიუტერული ინტერფეისი შექმნეს, რომელიც ადამიანებს საუბრის გარეშე კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს.

როდესაც რამე მოქმედების განხორციელებას აპირებთ, ტვინი კუნთებს ელექტრონულ სიგნალებს გადასცემს, რითაც ატყობინეს, რა უნდა გააკეთოს. ახალი პროთეზი – AlterEgo ელექტრომიგრაფიის გამოყენებით ამ ელექტრონულ სიგნალებს იჭერს და პროცესორისკენ აგზავნის, რომელიც მათ სიგნალებად თარგმნის. ეს სიგნალები რობოტ  პროთეზს ატყობინებს,, რისი გაკეთება სურდა მომხმარებელს.

როგორია AlterEgo-ს მუშაობის პრინციპი?

როდესაც რაიმე სიტყვას გავიფიქრებთ, ტვინი სახისა და ყელის კუნთებს უგზავნის სიგნალებს, რაც სიტყვის ხმამაღლა წარმოთქმის საშუალებას იძლევა. ამ პროცესს სუბვოკალიზაცია ეწოდება და მას უამრავი ადამიანი მიმართავს კითხვისას.

AlterEgo-ს ყურსასმენები შედგება ელექტროდული სენსორებისგან, რომელიც იმ ადამიანის სახესა და ყბაზეა განთავსებული, რომელსაც ყურსასმენი უკეთია. სხეულის ეს ნაწილები კი ის ადგილებია, სადაც სიგნალები უფრო ძლიერი და უტყუარია. AlterEgo-ს ასევე აქვს ყურსასმენები, რომელიც ყურების გარეთ მაგრდება. ის ბგერებს თავის ქალის ძვლისგან პირდაპირ გადაცემს და ყურებს მოსმენა არ სჭირდება.

სენსორები საშუალებას აძლევს მომხმარებელს, ჩუმად „ესაუბროს“ კომპიუტერს, კომპიუტერი კი პასუხს უგზავნის ყურსასმენების საშუალებით.  

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მოწყობილობის განვითარებით შეძლებენ კომუნიკაციის არა მხოლოდ ადამიანსა და კომპიუტერს, არამედ ადამიანსა და ადამიანს შორის დამყარებას.

მისი გამოყენება სასარგებლო იქნება ხმაურიან გარემოში. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, AlterEgo დიდ დახმარებას გაუწევს მეტყველების მხრივ უნარშეზღუდულ ადამიანებისაც.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციასაქართველოტექნოლოგიები

ქართველი ელექტროინჟინერის სამეცნიერო მიღწევები

 27 წლის გიორგი კურტანიძე  პროფესიით ელექტრონიკის ინჟინერია.  პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მიკროელექტრონიკის სპეციალობით დაამთავრა და საყვარელ საქმეს უკვე წლებია პროფესიონალურ დონეზე ემსახურება.

ბავშვობის ადრეული წლებიდანვე იყო დაინტერესებული ყველაფრით, რაშიც კი   ელექტროსადენი შედიოდა.

მართალია კომპიუტერები ფუფუნებად მიიჩნეოდა იმ დროს, თუმცა მონდომებულ გიორგის ამის გამოც არ დაუხევია უკან. საათობის კითხულობდა ბიბლიოთეკაში მისთვის საინტერესო თემატიკაზე წიგნებს, მართალია თავიდან არაფერი ესმოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამ წიგნებიდან მიღებულმა ინფორმაციამ დიდი როლი შეასრულა მის კარიერულ ჩამოყალიბებასა  და ინტერესების განსაზღვრაში.

როგორც თვითონ ამბობს,  თვითნასწავლი ინჟინერია, ძალიან უყვარს ახალი გამოწვევები და საკმაოდ ჯიუტია, რაც იმაში გამოიხატება, რომ არასდროს ნებდება წინაღმდეგობებს და დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს.

უკვე 13 წელია, რაც საყვარელ საქმეს აკეთებს, საკუთარ სიტყვას ამბობს ქართულ ელექტროინჟინერიაში, მუშაობს ერთ-ერთ  კომპანიაში საკუთარი სპეციალობით და თავისუფალ დროს სხვადასხვა ტიპის შეკვეთებსაც ასრულებს, რაც მისთვის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ ძალიან კარგი განტვირთვაცაა.

საქმიანობაში არსებულ წინააღმდეგობებსა და საკუთარ მიღწევებზე, გიორგი doctrina-ს ესაუბრა:

 გამომგონებლობით და მეცნიერული საქმიანობით  როდის დაინტერესდი და რამ განაპირობა ეს დაინტერესება?

-სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში სიტყვა გამოგონების მნიშვნელობა,  ვფიქრობ, არასწორად ესმით, რადგან ძალიან ბევრ ისეთ  მოწყობილობას მიანიჭეს გამოგონების სტატუსი, რაც უკვე არსებობს მსოფლიოში და ბევრი მათგანი თავისუფალ გაყიდვაშიცაა. არ ვიცი, რას მივაწერო ეს ტენდენცია, მაგრამ  ასეა.

პირადად მე,  ინჟინერიით უფრო ვარ დაინტერესებული, ანუ ვქმნი პროექტებს დაწყებული მოწყობილობის პრინციპიალური სქემიდან,  დამთავრებული პროგრამულ უზრუნველყოფამდე. ამ საქმისადმი  დაინტერესება გამიჩნდა ბავშვობიდანვე, მამა ინჟინერი მყავს და ალბათ ამანაც იმოქმედა.

 რომელიმე თქვენთვის გამორჩეულ გამოგონებაზე ან პროექტზე გვიამბეთ.

-ჩემთვის ყველა პროექტი გამორჩეულია.  ე.წ ჭკვიანი სახლების თემა ძალიან აქტუალურია, მაქვს დიდი გამოცდილება ამ მიმართულებითაც და რამდენიმე პროექტიც.

ერთ-ერთი ჩემი პროექტი რომელიც, მივიჩნევ, რომ საკმაოდ დიდი პლატფორმაა, ესაა მოწყობილობა,  რომელთანაც კავშირი აქვს სხვადასხა ტიპის სენსორს და  ქვემოწყობილობებს. ანუ ესაა უკაბელო  ქსელი, ინტეგრირებული სახანძრო სისტემით, დაცვის სისტემით, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით, განათების მართვის სისტემით და ა.შ.

ასევე ხმოვანი ინფორმაციის დამუშავების მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ვახდენთ მთლიანი სისტემის მართვას. სისტემასთან გვაქვს ასევე მობილური აპლიკაციით კავშირი, რომელიც  გვატყობინებს ნებისმიერი კვანძისა და სენსორის მდგომარეობის შესახებ, აპლიკაციის საშუალებით ვახდენთ სისტემის კონფიგურაციას.

 რა სირთულე ახლავს ზოგადად პროექტებისა ა გამოგონების შექმნის პროცესს  და რა არის ამ დროს ყველაზე მთავარი ?

-უპირველეს ყოვლისა,  აღნიშნავ, რომ ეს სფერო საქართველოში საერთოდ არაა განვითარებული და ძალიან ცოტა ყურადღება ექცევა. სირთულე  გახლავთ პროტოტიპის ჩამოყალიბება და შექმნა. შორს რომ არ წავიდე, არაა ნორმალური ელექტრონიკის მაღაზია, სადაც შევძლებთ კომპონენტების შეძენას (თუ არ ჩავთვლით იმ მაღაზიებს,  სადაც პროექტისთვის  საჭირო კომპონენტების და მასალების 20%- საც ვერ შევიძენთ).

ასევე –  არ გვაქვს განვითარებული ელექტრონული დაფების წარმოება.

მთავარია  დიდი მონდომება. გამოგონების თუ ნებისმიერი პროექტის შექმნას ყოველთვის ახლავს სირთულეები.  მოგეხსენებათ, პრაქტიკულად ყოველთვის ისე არაა, როგორც თეორიაში. გაუკეთებელი საქმე არ არსებობს, მთავარია დიდი მონდომება და მუხლჩაუხრელი შრომა.  მხოლოდ ამ პრინციპით მიიღწევა დიდი შედეგი.

ამჟამად რამე პროექტზე ხომ არ მუშაობ და რას გეგმავ სამომავლოდ?

-ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე. ერთ-ერთი გახლავთ, გათბობის სისტემის ინტეგრაცია ზემოთ აღნიშნულ მოწყობილობასთან.

სხვა ინტერესები ან ჰობი ხომ არ გაქვ, გვიამბე ამაზე.

-ძალიან მიტაცებს ავიაინჟინერია, სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო ვერ ვიცლი, თუმცა მაქვს დიდი სურვილი მცირე ზომის თვითმფრინავის  შექმნის.

ასევე – ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრო, სპორტის სახეობიდან ე.წ ბოდიბილდინგითა და ცურვით ვარ დაინტერესებული სამოყვარულო დონეზე.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 20 21 22 23 24 37
Page 22 of 37