close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიაენერგეტიკაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

იტალიური და ამერიკული კომპანიები ბირთვული სინთეზისგან ელექტროენერგიის მისაღებად ითანამშრომლებენ

იტალიური ენერგეტიკული კომპანია “Eni” ბირთვული სინთეზისგან ენერგიის მიღების მიზნით ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ამ მიზნით, კომპანია “Eni” მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) ერთად სპეციალურ კვლევას ჩაატარებს, ინვესტიციის ჩადებას კი ის ,,MIT-ის” ყოფილი მეცნიერების მიერ დაფუძნებულ კომპანიაში გეგმავს.

ნახშირბადის გამოყენების შემცირების გეგმის ფარგლებში, “Eni” თავდაპირველად  50 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ,,MIT-ის” ყოფილი მკვლევარების მიერ შექმნილი კომპანიის – Commonwealth Fusion Systems (CFS) მნიშვნელოვან წილს შეისყიდის.

,,“Eni” დაეხმარება CFS- ს, რათა შეიქმნას პირველი კომერციულ ელექტროსადგური, სადაც ელექტროენერგიას ბირთვული სინთეზისგან მიიღებენ. ეს გახლავთ უსაფრთხო, მდგრადი, პრაქტიკულად ამოუწურავი წყარო, რომელიც ენერგიას დამაბინძურებლების ემისიებისა და სათბურის გაზების გარეშე გამოიმუშავებს,” – ნათქვამია კომპანია ,,Eni-ს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაგანათლებაეს საინტერესოასაქართველოტექნოლოგიები

თბილისში სტარტაპერებისთვის უფასო სამუშაო სივრცეებს მერია შექმნის

თბილისში სტარტაპერებისთვის უფასო სამუშაო სივრცეებს მერია შექმნის – სავარაუდო თარიღად მიმდინარე წლის სექტემბერი მოისაზრება.  გადაწყდა, რომ სამუშაო სივრცეებად თბილისში უკვე არსებული მედიათეკები – (ვაკეში, ნაძალადევსა და ვარკეთილში) გამოიყენონ.  სტარტაპერები უფასო სამუშაო სივრცეებით 2-დან მაქსიმუმ 6 თვემდე ისარგებლებენ. 

წინასწარი გათვლებით, პროექტით, ჯამში, 120 სტარტაპერი ისარგებლებს. მერიაში ამბობენ, რომ პროექტი ითვალისწინებს სტარტაპერებისათვის დახმარებას როგორც ბიზნესგეგმის დაწერაში, ასევე – ადვოკატირებასა და პარტნიორების მოზიდვაში. შეიქმნება ვებგვერდი, სადაც სტარტაპერებს შეეძლებათ თავიანთი ბიზნესგეგმის ატვირთვა, რომელიც მათ ავტომატურ რეჟიმში გასცემს დადებით ან უარყოფით პასუხს, თუმცა – გეგმა დასახვეწია და, ამ ეტაპზე, მუშაობა მიმდინარეობს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

რობოტმა რესტორანში მუშაობა დაიწყო

ლოს-ანჯელესში რობოტი დაასაქმეს –  ფლიპიმ პასადენაში დაიწყო მუშაობა და ის პირველ ცვლაში გავიდა.

ფლიპს გრილზე ხორცს შესაწვავად ადამიანები უწყობენ, ის კი მას ამზადებს. იგი 3Dკამერით არის აჭურვილი, რაც მას საშუალებას აძლევს მიხვდეს, პროდუქტი საბოლოო ფაზამდე მივიდა თუ არა. მას შემდეგ, რაც პროცესი დასრულდება, რობოტი შემწვარ ხორცს გრილიდან იღებს და ათავსებს დანიშნულების ადგილზე.

ბურგერისთვის განკუთვნილი თითოეული ხორცის ნაჭერის შეწვას 4 წუთი და 30 წამი უნდა. რობოტს მისი ამოტრიალება ხოლოდ ერთხელ უწევს.

წყარო:  BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

სპრეი, რომელიც სენსორულ ეფექტს ქმნის

ახალი ინოაციური სიტყვა ტექნოლოგიაში – ელექტოსპრეი, რომელიც კარნეგ მელონის უნივერსიტეტში გამოიგონეს, იგი ნებისმიერ ზედაპირს ერგება, ნებისმიერ კედელს.

ინოვატორი არის 33 წლის კრის ჰარისონი, რომელმაც ელექტროსპრეი გამოიგონა იმისთვის, რომ ადამიანებს გაუადვილდეთ ყოველდღიური ცხოვრება, მათ შეეძლებათ თავისი ხასიათისამებრ შეცვალონ კედლის ზედაპირის ფერი.

ინოვატორს მაგალითად მოყვანილი ჰქონდა გიტარა, რომელზეც გადაკრულ ქაღალდზე დაასხა სპრეი და, სენსორის დახმარებით, ანალოგიური მოქმედებები ლეპტოპში აისახა.

შესამჩნევი ინოვაციაა, აუცილებელია, რომ ადამიანების უმრავლესობამ მსგავსად იფიქროს და საზოგადოებისთვის ხელსაყრელი, საჭირო ნივთები გამოიგონონ.

წყარო: Blumberg.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაეკოლოგიატექნოლოგიები

ინოვაციებით სავსე ელექტროველოსიპედები

უახლესმა მანქანებმა, რომლებიც აღჭურვილები არიან სხვადასხვა უმაღლესი ტექნოლოგიის ატრიბუტით, თითქოს ყველანაირი ტრანსპორტის საშუალება გადაჩრდილეს.

განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები იშვიათად გადაადგილდებიან ავტომობილებით, ისინი ძირითადად იყენებენ ველოსიპედს, რაც საკმაოდ მოსახერხებელია გადატვირთული საცობებისთვის თავის ასარიდებლად. ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა ინოვატორებისთვის, ამიტომ – მათ გადაწყვიტეს ძველმოდური უფუნქციო ველოსიპედების მაგივრად – ახალი, ინოვაციური და მრავალი დანიშნულების მატარებელი პროდუქტი შეექმნათ. მათ სხვადასხვა სახეობის პროდუქცია გამოიტანეს სავაჭრო ბაზარზე, ,,ბიზნეს ინსაიდერმა” კი – შემოგვთავაზა რამდენიმე მათგანი:

  1. დასადგომი ელექტროველოსიპედი, რომელსაც დიდი სათავსო აქვს და თქვენი ადგილზე გადადგმული ნაბიჯებით აკონტროლებთ სიჩქარეს.
  2. დასაკეცი ველოსიპედი, რომელიც საკმაოდ კომპაქტური და მოსახერხებელია.
  3. ველოსიპედი, რომელიც თითის ანაბეჭდზე იხსნება ანუ კონკრეტული პიროვნების ანაბეჭდის გარეშე ვერავინ გამოიყენებს მას.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინამსოფლიო

შვილს დედის საშვილოსნო გადაუნერგეს

სამედიცინო სენსაცია – ჩინეთის ქალაქ სიანში საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა შვილს დედის საშვილოსნო გადაუნერგეს. პაციენტი 29 წლის ქალია, რომელსაც საშვილოსნო დაბადებიდან არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერც შვილს აჩენდა. ქალი ამ ოპერაციაზე შვილის ყოლის სურვილის გამო წავიდა.

ოპერაცია 15 საათს გაგრძელდა და მასზე 20 ქირურგი მუშობდა, საშვილოსნოს გადასატანად სამედიცინო რობოტი გამოიყენეს.

ტრანსპლანტაცია დონორის მენოპაუზის გამო საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მას, გამოჯანმრთელების შემდეგ, ხელოვნური განაყოფიერება ჩაუტარდება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

გამოგონება, რომელიც ადამიანის ტექნიკაზე დამოკიდებულებას შეასუსტებს

შესამჩნევია, რომ 21–ე საუკუნეში ადამიანები ტექნოლოგიებმა ძალიან გაიტაცა, თითქმის არ არსებობს ისეთი პიროვნება, რომელსაც არ აქვს სმარტფონი, რომელზეც, როგორც მეცნიერები ამბობენ დამოკიდებულია. თითქოს ადამიანებს მათ გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, არადა ძველად ტელეფონს მხოლოდ ის დანიშნულება ჰქონდა, რომ რაიმე ინფორმაცია მიეწოდებინათ ერთმანეთისთვის ადამიანებს – მისი ფუნქციები ბევრად უფრო ვიწრო იყო.

,,ბიზნეს ინსაიდერმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ბრუკლინში წამოწყებულ სტარტაპზე, რომელიც თავის თავში მოიაზრებს სმარტფონების ერის შესუსტებას ანუ თუ აქამდე მეტად აქტუალური იყო სმარტფონები, ახლა კომპანია გამოუშვებს პროდუქტს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დარეკვის, ან მესიჯის მიწერის ფუნქცია ექნება, მათი აზრით ეს ყველაფერი ადამიანების ტექნიკაზე დამოკიდებულებას შეასუსტებს.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზად:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველი სტუდენტის გამოგონება – ძველი ნივთის ახალი სიცოცხლე

ერთი შეხედვით, გამოგონება აუცილებლად სიახლეს უნდა უკავშირდებოდეს. თუმცა არსებობს ისეთი ინოვაციებიც, რომელიც უკვე არსებულის გაუმჯობესებასა და მისი ფუნქციების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. მსოფლიოში უამრავი გამოგონებაა ცნობილი, რომელმაც თავისი ახალი ღირებულებებით უკვე არსებულ იდეებსა და ნივთებს ახალი სიცოცხლე და გამოყენება შესძინა.

ერთი შეხედვით, ტელეფონის ჩასადები იგივე ქეისი სრულად ათვისებული ნივთია, რომელიც ბევრი ჩვენგანის ყოველდღიურობის ნაწილია. რა სიახლემ შეიძლება მისი გამოყენება ბევრად ეფექტური და სასარგებლო გახადოს?

სწორედ ამაზე დაფიქრდა ქართველი სტუდენტი, რომელმაც მეგობართან ერთად თავისი გამოგონებით   ტელეფონის „ქეისებს“ ახალი ფუნქცია და სიცოცხლე შესძინა.

მიშო ბახია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, ის 21 წლისაა და მესამე კურსის სტუდენტია ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

საკუთარი პროფესიის პრაქტიკაში გამოყენება და ამ უნარების რეალიზება მიშოს დიდი ხანია აინტერესებდა, სწორედ ამიტომაც, მეგობართან ერთად მან არსებულ იდეაზე დაიწყო მუშაობა და შექმნა ქეისები, რომელსაც დამატებული აქვს ელბარათების მოსათავსებელი. ასევე მის მიერ შექმნილ ჩასადებს მოჰყვება სპეციალური ფურცელი, რომელიც მომხარებელს ტელეფონის გამოსხივებისგან იცავს.

ჯერჯერობით გამომგონებელი საკუთარი ნამუშევრის დახვეწაზე მუშაობს და არ აპირებს გაჩერებას, აქვს ახალი იდეები, რომელზე მუშაობაც უკვე დაიწყო.

სამუშაო პროცესის სირთულეებსა და ინსპირაციაზე მიშო გვიყვება:

-გვიამბე თქვენს  გამოგონებაზე, როგორ გაჩნდა იდეა?

-მომავალი პროფესიიდან გამომდინარე,  მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ პროდუქტის შექმნა და ბიზნესსაქმიანობის წამოწყება.  ამავე დროს, გავდიოდით საგანს, რომლის ფინალური გამოცდა რაიმე ბიზნესისკონცეფციას წარმოადგენდა.  ფინალური გამოცდისთვის მობილურის ქეისების იდეა მოგვივიდა აზრად, რომელიც თანდათან დავხვეწეთ.

ქეისი ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს, ამიტომ – გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროდუქტი დამატებითი ღირებულებებით, რომელიც იქნეოდა   განსხვავებული, ქეისს დავუმატეთ ელბარათის მოსათავსებელი და სპეციალური ფურცელი რომელიც ადამიანს იცავს მობილურის გამოსხივებისგან.

 –რა სირთულეები შეგხვდათ სამუშაო პროცესში ?

-იდეის რეალობად გადაქცევის პროცესში წავაწყდით პრობლემებსაც, ვერ ვშოულობდით საკმარისად თხელი ხის მატერიას, რომელიც კომფორტული იქნებოდა ჯიბეში მოთავსებისას. რამდენიმე ღონისძიებაზე დასწრების შედეგად, გადავწყვიტეთ გადავსულიყავით სხვა სახის მატერიაზე.  რაც შეეხება შედეგებს, ჯერჯერობით, ფინანსების მოძიების პროცესში ვართ, სულ მალე ახალ მატერიას გამოვიწერთ, რომელიც ვფიქრობ, რომ გაამართლებს.

-რამდენად რთულია სიახლის შექმნა, რომელიც იქნება სასარგებლო და ეფექტური ?

-ჩემი აზრით, პროდუქტი რომელსაც ქმნი, უნდა აგვარებდეს პრობლემას – თუნდაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველს, რაც უფრო მეტი ადამიანისთვის არის საერთო პრობლემა, შენი იდეაც  უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. საჭიროა მოსახერხებელი გამარტივების გზის გამონახვა და წარმატებაც არ დააყოვნებს. ამ მიმართულებით წასვლა ბიზნესზე ჩაბარებამ გამოიწვია,  მოვხვდი ისეთ გარემოში სადაც ხშირი იყო ასეთ თემებზე საუბარი და მეც დავინტერესდი.

-ამჟამად ხომ არ მუშაობთ  რამე ახალ გამოგონებაზე ან პროექტზე?

-ამჟამად ვმუშაობთ კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც აპლიკაციის შექმნას წარმოადგენს, უკვე გვაქვს საცდელი ვერსია, ჩვენმა პროდუქტმა საკმაო ინტერესიც გამოიწვია, აპლიკაციის მთავარი მიზანია მომხმარებელს დროულად და მარტივად შეატყობინოს ფასდაკლებების შესახებ. გავდივართ სხვადასხვა კონკურსში,  ერთ-ერთ მათგანში ძალიან ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე, მიუხედავად ამისა, მაინც განვაგრძობთ მუშაობას, ვხვეწთ ჩვენს პროდუქტს, მომავალში კი – კიდევ ვაპირებთ სხვადასხვა სახის კონკურსში მონაწილეობას, ჯერ მხოლოდ დამწყებები ვართ ამ სფეროში, ამიტომ – ყველაფერი წინ არის.

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკომუნიკაციატექნოლოგიები

რაში მდგომარეობს ,,სამსუნგის“ ახალი პროდუქტის ინოვაციურობა?

როგორც იცით „სამსუნგმა“ გამოაცხადა, რომ ახლო მომავალში ახალ პროდუქტს შესთავაზებენ მომხმარებელს, რომელიც ინოვაციებით სავსე იქნება ,,ბიზნეს ინსაიდერმა“ განაცხადა, რომ ერთ–ერთი ახალი ფუნქცია ,,სამსუნგ გალაქსი S9-ის“ იქნება კამერა, რომელიც თქვენი გარემოს მიხედვით შეცვლის ფერებს და ხარისხს, უახლესი ფოტოტექნიკა, რომელიც, კომპანიის თქმით, ახალი სიტყვა იქნება ტექნოლოგიის განვითარებაში.

კამერას ექნება ფუნქცია, რომელიც შესაფერის განათებას მისცემს თქვენს გადაღებულ სურათს, მომხმარებლების უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნლოვანია ფოტოს ხარისხი, რაც ,,სამსუნგმა“ გაითვალიწინა და კიდევ უფრო გააუმჯობესა ისედაც ძლიერი კამერა.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამსოფლიორობოტექნიკატექნოლოგიები

ძაღლი რობოტები, რომლებსაც კარის გაღება დამოუკიდებლად შეუძლიათ

,,ბოსტონ დინამიქსმა“ გამოიგონა ხელოვნური ინტელექტის მქონე ძაღლი რობოტი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილება და კარის გაღება.
რობოტს აქვს ოთხი ფეხი და ერთი დამატებითი კიდური, რომლის დახმარებითაც იგი სახელურს ეჭიდება და აღებს, რაც დამატებითი ახალი ფუნქციაა რობოტექნიკაში.
არა მხოლოდ კარის გაღებაში ეხმარება რობოტს დამატებითი კიდური, არამედ მას შეუძლია ადვილად განალაგოს საგნები თავის ადგილზე, მაგალითად, ,,ბოსტონ რობოტიქსმა” გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რობოტი გარეცხილ ჭურჭელს ალაგებს კალათაში, საზოგადოებისთვის ძალიან მისაღები და გამოსადეგი ფუნქცია დაემატა მას. ნელ-ნელა ხალხი იაზრებს, რომ მათი ფუნქციები მცირდება და ყველაფერი ტექნოლოგიების ხელში ვარდება, რასაც როგორც დადებითი, ასევე -უარყოფითი მხარეები გააჩნია.

წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 23 24 25 26 27 37
Page 25 of 37