close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაცია

L’Oreal-მა თმის ჭკვიანი ჯაგრისი შექმნა

სილამაზის გიგანტმა  – L’Oreal-მა თმის ჭკვიანი, სენსორებით აღჭურვილი ჯაგრისი შექმნა.

Hair Coach-ს, რომელიც 200 აშშ დოლარი ეღირება, აქვს მიკროფონი, გიროსკოპი და აქსელერომეტრი. სავარცხელი ვიბრირებს, თუ თმას ძალიან უხეშად ივარცხნით.

ჯაგრისის მიკროფონი იწერს თმის მსხვრევის ხმას. სხვა სენსორები კი ქმნიან პროფილს, თუ როგორ ზრუნავს მფლობელი თმაზე.

ჯაგრისი მონაცემებს wi-fi-ს ან Bluetooth-ის საშუალებით აპლიკაციას გადასცემს. მოწყობილობა ამ ინფორმაციას თმის ხარისხის კონტროლისთვის იყენებს.

„გაოცდებით, როცა გაიგებთ, მსოფლიოში რამდენი ქალს აქვს თმის მსხვრევის პრობლემა, ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ დავარცხნისას დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ უხეშად არ ვივარცხნით და თმის ბოჭკოებს არ ვაზიანებთ, რაც, თავის მხრივ, თმის დაზიანებას იწვევს“ – აცხადებს L’Oreal-ის ვიცეპრეზიდენტი – გიუვ ბოლუჩი.

კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათთვის, ვისთვისაც თმის სიჯანსაღე მნიშვნელოვანია, 200 დოლარი სრულიად მისაღები ფასია.

L’Oreal Hair Coach-ის შექმნაზე ბოლო 18 თვის მანძილზე პარტნიორ კომპანია “Kerastase and Withings -თან” ერთად მუშაობდა.  ჯაგრისი ერთჯერადი გამოყენების ბატარიაზე მუშაობს და დასატენი პორტი არ აქვს. მოწყობილობა წყალგამძლეა, თუმცა სრულიად წყალგაუმტარი არაა. Hair Coach ბაზარზე წლის ბოლოს გამოვა.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამედიცინა

მეცნიერებმა მედიკამენტების მწარმოებელი ხელოვნური ფოთოლი შექმნეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ხელოვნური ფოთოლი შექმნეს, რომელსაც მედიკამენტების მწარმოებელი მინი ქარხნის ფუნქციის შესრულება შეუძლია. ეს გახლავთ უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისაკენ, რომ მედიკამენტების წარმოება შესაძლებელი გახდეს ყველგან, სადაც მზის სინათლეა.

აღნიშნული გამოგონება აძლიერებს მცენარეთა უნარს, ფოტოსინთეზის საშუალებით იკვებონ. როგორც წესი, მზის სხივი ძალიან ცოტა ენერგიას გამოყოფს იმისათვის, რომ ქიიური რეაქცია საჭირო საწვავით მოამარაგოს.

ფოთლით ინსპირირებული მიკროქარხანა ძალიან თხელი არხების მქონე ლუმინისცირებული მზის კონცენტრატორების გამოყენებით მზის გამოსხივებას მიიღებს და მოლეკულებს მზის სინათლეზე გამოფენს.

„თეორიულად, ამ მოწყობილობის გამოყენება მზის ენერგიით მედიკამენტების შემადგენლობის მისაღებად ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი,“ – განაცხადა ეინდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერმა ტიმოთი ნოელმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებით ერთ დღეს შესაძლებელი გახდება, მედიკამენტების ჯუნგლებში ან თუნდაც მარსზე  წარმოება.

მოწყობილობა, რომელიც სილიკონის რეზინისგან მზადდება, შესაძლოა მაშინაც კი ფუნქციონირებდეს, როცა დიფუზიური სინათლე არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იმუშავებს მოღრუბლული ცის ქვეშაც. თუმცა, იმისათვის, რომ პროდუქტი კომერციული ღირებული გახდეს, დაახლოებით 5-10 წელია საჭირო.

ტიმოთი ნოელისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ Angewandte Chemie-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობა

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტი ავტომწარმოებლებს მოსაუბრე ავტომობილების შექმნისკენ მოუწოდებს

აშშ-ის  ტრანსპორტის დეპარტამენტი აცხადებს, რომ საჭიროა ისეთი ავტომობილების შექმნა, რომლებსაც უსადენო ტექნოლოგიის საშუალებით ერთმანეთთან „საუბარი“ შეეძლებათ.

რეგულატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ გზით ავარიების თავიდან აცილება გახდება შესაძლებელი, აცხადებენ, რომ ავტომწარმოებლებს ასეთი ავტომობილების შესაქმნელად სულ მცირე ოთხი წელი უნდა მისცენ.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) შეფასებით, მოსაუბრე მანქანები იმ ავტო საგზაო შემთხვევების რიცხვს, სადაც ალკოჰოლი მთავარი ფაქტორი არაა, 80 პროცენტით შეამცირებს, განსაკუთრებით გზაჯვარედინებითა და სავალი ნაწილის ზოლების შეცვლით განპირობებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს.

გასულ წელს აშშ-ში ავტომობილების 6,3 მილიონი ავარია მოხდა. NHTSA ოქტომბერში განაცხადა, რომ 2016 წლის პირველ  ნახევარში საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10 პროცენტით გაიზარდა.

მოსაუბრე მანქანები, მოკლე დიაპაზონის კომუნიკაციების გამოყენებით, მონაცემებს ადგილმდებარეობის, მიმართულების და სიჩქარის შესახებ სამასი მეტრის რადიუსში მდებარე ავტომობილებს გადასცემენ. ამ მონაცემების განახლება წუთში დაახლოებით 10-ჯერ ხდება.

საავტომობილო მწარმოებლების ალიანსი, რომელიც General Motors Co (GM.N), Toyota Motor Corp (7203.T), Volkswagen AG (VOWG_p.DE) და სხვა ავტომწარმოებლებს აერთიანებს, აცხადებს, რომ სისტემის დატესტვა უკვე მიმდინარეობს.

გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოს გზებზე ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება და ეს რიცხვი მზარდია. 2010 წელს გაერო-მ გამოაცხადა საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2011-2020 წლებისათვის და მოუწოდა ქვეყნებს ამ პერიოდის განმავლობაში გაანახევრონ საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, შეიმუშავონ მოქმედების გეგმა და გაატარონ პრევენციული ზომები, რათა 2020 წლისათვის გზებზე სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდეს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,ვეფხისტყაოსანი“, როგორც სამაგიდო თამაში

ახლახან  ,,ბიბლუს გალერეაში” შედგა ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის პრეზენტაცია. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა თამაშის იდეის ავტორს, ახალგაზრდა კინომცოდნესა და ფილოლოგს, ლევან გელაშვილს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული თამაშის იდეასა და სპეციფიკაზე.

 

– უპირველეს ყოვლისა,  საინტერესოა,  როგორ გაჩნდა ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის შექმნის იდეა და ქართულ რეალობაში არსებობდა თუ არა რაიმე წინაპირობა იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო?

-იდეა გამიჩნდა თვითონ პოემიდან გამომდინარე, მთელი ქართული ლიტერატურა და კულტურა ,,ვეფხისტყაოსნის“ გარშემო ტრიალებს.  ,,ვეფხისტყაოსანი’’ ყველა ეპოქაში აქტუალური იყო. პოემის ზეპირად ცოდნის და კითხვის ტრადიცია, გაგრძელებათა გაგრძელებები, რომელიც ცალკე აღებული, პოემას ბევრად აღემატება. ,,ვეფხისტაოსანი“ იყო ჰიპერტექსტი ე. წ. სუპერ გუგლი, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანები პასუხებს მათთვის საჭირო კითხვებზე პოულობდნენ; როგორ უნდა მეგობრობა, სიყვარული, რა არის ერთგულება. არ არსებობს საკითხი, რომელიც პოემაში არ იყოს მოცემული. პოემა არა მხოლოდ ლიტერატურულ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აყალიბებდა გემოვნებას, მსოფლმხედველობას და რთულ ვითარებაში ზოგჯერ კომუნიკაციისა და მიმოწერის ყველაზე საიმედო საშუალებაც იყო. ომის დროს, ცენზურის პირობებში, მიმოწერისას  დახმარებისთვის წერილის დასაშიფრად ხშირად პოემის ტექსტს მიმართავდნენ.

საქართველოში პირველი ასეთი ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავძის დროს დაიბეჭდა. ეს იყო აფორიზმების ლოტო. საბჭოთა პერიოდშიც არაერთხელ განხორციელდა ამ ლოტოს გამოცემა.  XX საუკუნეში, დროთა ფორმაციის შედეგად, საჭირო გახდა პოემის ხალხთან ურთიერთობის ახალი ინტერაქციული ფორმა. ,,ვეფხისტყაოსნის“ ლოტო სწორედ ასეთი მოვლენა იყო.

მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი პოპულარობისა, დღეს თანამედროვე სამყაროში მაინც საჭიროა ,,ვეფხისტყაოსნის’’ პოპულარიზაცია და თანამედროვე ინტერაქციულ გარემოში დაბრუნება. სამაგიდო თამაშები ტექსტის სიღრმისეულად გაგებისა და გათავისების  ძალიან კარგი საშუალებაა მთელს მსოფლიოში. ლიტერატურული სამაგიდო თამაში უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა, რადგან უშუალოდ რუსთველისეულ სიტყვიერ სამყაროში ამოგზაურებს მოთამაშეს და მისი ბუნებრივი ნაწილი ხდება. ტექსტის შეცნობისათვის აუცილებელია, მკითხველის იდენტიფიკაცია მის რომელიმე გმირთან ან მთლიანად ამბავთან. ამ მხრივ დაფის თამაშებს დიდი შესაძლებლობები გააჩნია. გრაფიკულ-გამომსახველობითი და ტექსტური მხარე ახალი სინთეზური ვარიაციებით არის წარმოდგენილი. თამაშობ, ესე იგი მონაწილეობ ამბავში – მოგზაურობ ხელშესახებ სიტყვიერ გარემოში და აფორზმებით იხსნება იმ სამყაროს  კარი, რომელშიც  ორგანულ ნაწილად  იგრძნობ თავს.

-წამოწყებამ ძალიან მოკლე დროში შეძლო, რომ მრავალ ადამიანს მისდამი ინტერესი გამოეჩინა,  რას იტყვით  უშუალოდ თქვენი მიზნის შესახებ და ვისი ხელშეწყობით მოხერხდა ამ იდეის განხორციელება?

– იდეა შვიდი წლის წინ პროექტის სახით ჩამოვაყალიბე და რამდენიმე გამომცემლობას შევთავაზე, თუმცა თანამშრომლობა არ შედგა, მოგვიანებით ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში კონკურსზე შევიტანე. კონკურსში გამაჯვების შემდეგ გამოცემა კი სწორედ ამ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

-ძირითადად რომელი ასაკობრივი კატეგორიისათვის არის თამაში განკუთვნილი და როგორია წესები მოთამაშეებისთვის?

-თამაში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ითამაშოს, ვისაც უყვარს ,,ვეფხისტყაოსანი“ და სამაგიდო თამაშები.  ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაში რამდენიმე სკოლაში წარვადგინეთ. ბავშვებმა ხალისით ითამაშეს, რადგან თამაში სწავლის დამატებითი საშუალებაა, მისი მეშვეობით სწავლა დამღლელი საზეპიროებისგან თავისუფლდება და სახალისო შემეცნებითი პროცესი ხდება.  პოემაში მონაწილეობს 30 აფორიზმი, მათი ცოდნა საშუალებას აძლევს მოთამაშეს წინ გაიჭრას და გაიმარჯვოს. სამაგიდო თამაში მარათონული პრინციპზეა დამყარებული. იმარჯვებს ის, ვინც გადალახავს დაბრკოლებებს და პირველი მივა ფინიშთან. თუ მოთამაშეს სურს სხვა აფორიზმები გამოიყენოს, გამოცემას  მოყვება სარეზერვო აფორიზმები და გამოსაჭრელი ბარათები. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მისთვის საინტერესო აფორიზმები ან ტაეპები დაამატოს თამაშს ბარათების სახით და გაამრავალფეროვნოს ის.

-ხომ არ იგეგმება თამაშის ელექტრონული ვერსიის შექმნაც?

-ელექტრონული ვერსიის შექმნის საწინააღდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ უნდა ითქვას რომ სამაგიდო თამაშები ელექტრონული კომპიუტერული თამშებისგან ერთ-ერთი მთავარი თვისებით განსხვავდება:  ეს არის მისი სოციალური თვისება. სამაგიდო თამაშს თამაშობ, ესე იგი მეგობრობ, რადგან გიწევს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, ეჯიბრები მათ, მოიგებ ან წააგებ, უშუალო კომუნიკაციაში ხარ მათთან. მოზარდს უყალიბდება კოგნიტური უნარები და გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი დამოუკიდებელი თვისებები. კომპიუტერული თამაშები ამ მხრივ ასოციალური მოვლენაა, ეკრანთან მარტო დარჩენილი მონაწილეობ მულტიმედიურ მოვლენებში. არ გიწევს ურთიერთობა დანარჩენ ადამიანებთან. ამ მხრივ ის სრულიად ასოციალურია, თუნდაც ქსელში თამაშობდე სხვა ადამიანებთან ეს ურთიერთობა არის ვირტუალური.

-სად შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს, რომ შეიძინონ სამაგიდო თამაში?

-,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაში უკვე იყიდება თბილისსა და რეგიონებში არსებულ წიგნის მაღაზიებში.

დაბოლოს, ხომ არ უნდა ველოდოთ ამავე ტიპის თამაშების სერიის გამოშვებას,  როგორია თქვენი ამჟამინდელი სამომავლო გეგმები?

-სამომავლო გეგმები ,,ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის პოპულარიზაციასთან არის დაკავშირებული, რაც სხვადასხვა ტიპი კულტურულ აქტივობას მოიცავს, რომლებშიც ვგულისხმობ სხვადასხვა მიზნობრივ სივრცეებში თამაშის წარდგინებას.

მასალა მოამზადა: თამარ  დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ახალი აპლიკაცია კათოლიკეებს ცოდვების მონანიების საშუალებას აძლევს

კათოლიკეებისთვის ახალი მობილური აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც მათ  ცოდვების მონანიების საშუალებას აძლევს.

კომპანია Musemantik-ის მიერ შექმნილი აპლიკაცია, რომელიც შოტლანდიაში გააქტიურდა, მიზნად ისახავს წირვასა და აღსარებას რაც შეიძლება მეტი მორწმუნე დაესწროს. მისი საშუალებით მომხმარებელი იღებს ინფორმაციას უახლოესად მდებარე ეკლესიის შესახებ.

,,ძალიან ჭკვიანი და პერსონალური აპლიკაცია, რომელიც მობილური თაობისთვის  მეგობრის, კომპანიონის როლს ასრულებს, პოპულარობას ძალიან მალე მოიპოვებს,” – აცხადებს Musemantik-ის დამფუძნებელი მაცეი ზურავსკი.

გარდა იმისა, რომ მომხმარებლები ინფორმირებულები იქნებიან იმის შესახებ, თუ რომელ უახლოეს ეკლესიაში ტარდება წირვა ან აღსარება, მორწმუნეები თავიანთ ტელეფონებსა თუ ტაბლეტებზე სულიერად გამამხნევებელ შეტყობიბენასაც მიიღებენ.

აპლიკაციის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მისი საშუალებით კათოლიკური ეკლესიის მრევლის რაოდენობა გაიზრდება.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

შესაძლებლობა ქართველ ახალგაზრდა გამომგონებლებს ანუ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი

18ოქტომბერს დასრულდა რეგისტრაცია პროექტში ,,ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი,“ რომელიც განკუთვნილია საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის და არაჩვეულებრივ შანსს აძლევს დამწყებ გამომგონებლებს  განახორციელონ თავიანთი იდეები და მოხვდნენ აშშ-ში გამართულ ინოვაციების სამიტში. ჩვენ გავესაუბრეთ პროექტის კოორდინატორს, ქ-ნ ანა ბერძენაძეს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა კონკურსის შესახებ:

-ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს, აშშ-ს საელჩოსა და კომპანია ჯეოსელის თანამშრომლობითი, საინტერესოა ვის ეკუთვნის თავად ამ პროექტის წამოწყების იდეა?

-აღნიშნულ კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო, კონკურსის იდეაც შესაბამისად ამ ფონდს ეკუთვნის და ჩვენი ფონდივე უზრუნველყოფს მის განხორციელებას, რაც შეეხება აშშ-ს საელჩოსა და კომპანია ჯეოსელს, ისინი კონკურსს მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, ანუ არიან ჩართულები როგორც სპონსორები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც არის ასევე კონკურსის მხარდამჭერი.

– რა გამოხმაურება მოჰყვა გასულ კონკურსებში გამარჯვებულ პროექტებს და ხომ არ ჰქონია მათ წარმატებას  გაგრძელება საქართველოში?

-კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ცხადდება, პირველ წელს გაიმარჯვა ორმა ახალციხელმა ახალგაზრდამ ირაკლი კაპანაძემ და კარლო ხუციშვილმა (პროექტით ,,მულტიკლიმატიზატორი“), ხოლო შარშან გამარჯვებული გახდა სკოლა ,,აია-GESS”-ის ოთხი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი (პროექტით ,,მზის პანელის მქკ-ის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია“). რაც შეეხება გამოხმაურებას, მათ ეს პროექტები წარადგინეს კონრადის ფონდის საერთაშორისო ინოვაციების სამიტზე, რომელიც ყოველწლიური ინოვაციების სამიტია და მასში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდი იღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველომ 2015 წელს მიიღო პირველად მონაწილეობა და ძალიან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა ადგილობრივი კომისიის წევრების, მასწავლებლებისა და კერძო სექტორის მხრიდან.

– რამდენი წელია რაც აღნიშნული  სამიტი იმართება ყოველწლიურად?

– ეს სამიტი თორმეტი წელია რაც იმართება, მას ორგანიზებას უწევს კონრადის ფონდი, რომელსაც მართავს გარდაცვლილი ასტრონავტის პიტ კონრადის მეუღლე ნენსი კონრადი. პიტ კონრადი გახლავთ NASA-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასტრონავტი, რომელიც სამჯერ გაემგზავრა მთვარეზე, 1999 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისმა მეუღლემ დაარსა მისივე სახელობის ფონდი,რომელიც ყოველწლიურად ატარებს ამ ღონისძიებას.

– გასული წლებისგან განსხვავებით წელს ხომ არ არის კონკურსის ფორმატში რაიმე სიახლე?

          – წელს ცვლილება გვაქვს იმ კუთხით, რომ დაემატა ახალი საკონკურსო კატეგორია – მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები. ასევე, პროექტში ჩაერთო კერძო სექტორიც, ვგულისხმობ კომპანია ჯეოსელს და აქედან გამომდინარე იგეგმება პროექტის  მასშტაბების გაზრდა და უფრო მეტი ახალგაზრდის მოზიდვა.

-რაც შეეხება კონკურსის მიმდინარეობის პროცესს, რა არის ზოგადად მასში მონაწილეობის წინაპირობა და რა ეტაპების გავლა მოუწევთ მონაწილეებს?

          -იმისათვის რომ მოზარდი კონკურსში ჩაერთოს, პირველ რიგში აუცილებელია რომ აკმაყოფილებდეს ასაკობრივ კრიტერიუმს, ანუ დაბადებული უნდა იყოს 1998 წლის 1-აპრილიდან 2004 წლის პირველ აპრილის ჩათვლით, ის აუცილებლად უნდა იყოს სკოლის მოსწავლე და ამასთანავე ინდივიდუალურად ჩვენს კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, ვინაიდან ეს არის გუნდური კონკურსი, ამრიგად უნდა შექმნან გუნდი რომელიც დაკომპლექტებული იქნება მინიმუმ ორი, მაქსიმუმ კი ხუთი წევრისგან. პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი სადაც ძალიან მარტივად, სულ 250 სიტყით აღწერენ თავიანთი ინოვაციური პროექტის მხოლოდ იდეას. აპლიკაცია ფასდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება სფეროს ექსპერტებისგან, თუ გუნდი წარმატებით გადალახავს პირველ საფეხურს ის დაბარებული იქნება ინტერვიუზე, ანუ მეორე ეტაპი უკვე მოიცავს გასაუბრებას გუნდებთან. შემოსული აპლიკაციების სავარაუდოდ ნახევარი გადავა მეორე ეტაპზე, საშუალოდ ეს არის 30-35 გუნდი, სადაც შეირჩევიან უკვე ფინალისტები, რომელბსაც ფონდი გაუწევს ფინანსურ დახმარებას იმისათვის, რომ განახორციელონ თავიანთი იდეები და შექმნან პროექტები, ან პროექტების მაკეტები, ასევე ვუზრუნველყოფთ მათ მენტორული მხარდაჭერითაც. ფინალი გაიმართება 2017 წლის თებერვალში, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომელიც 2017 წლის აპრილში ერთი კვირით გაემგზავრება აშშ-ში, NASA-ში.

– უკვე ხომ არ არის ცნობილი წლევანდელი კომისიის წევრების ვინაობა?

კომისიის წევრების სახელები ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია, თუმცა კონკურსის წესებიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ მათი ვინაობის გამხელისგან. კონკურსს სულ ცხრა კომისიის წევრი ჰყავს და მათ შორის არის კერძო სექტორის წარმომადგენელიც, რომელიც აფასებს კომერციალიზაციის პოტენციალს.

-როგორც უკვე თქვით პროექტს ამჯერად ხუთი საკონკურსო კატეგორია გააჩნია, გასულ წლებში წარმოდგენილი პროექტებიდან გამომდინარე რომელი სფერო გამოირჩევა განსაკუთრებული პოპულარობით?

წინა ორი წლის გამოცდილებით შეიძლება ითქვას რომ ყველაზე მეტი აპლიკაცია შემოდის გარემოს დაცვის კატეგორიაში, ხოლო ყველაზე ნაკლები კატეგორიაში -კოსმოსი და ავიაცია.

-უახლოეს მომავალში თქვენი ფონდი ხომ არ გეგმავს, სხვა,  მსგავსი სახის კონკურსებისა, თუ ღონისძიებების ჩატარებას, რომებიც ასევე ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად?

ჩვენი პროექტი არ მოიცავს მხოლოდ ამ ეროვნულ კონკურსს და მოსწავლეების ერთჯერადად გაშვებასNASA-ში, ეს არის ერთწლიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს ასევე ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას. ამერიკიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩვენ სამი თვის განმავლობაში, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, ვმოგზაურობთ რეგიონებში ჩვენს ფინალისტ გუნდებთან ერთად და ვხვდებით ადგილობრივ მოსწავლეებს, რომლებსაც ჩვენი გამარჯვებულები აცნობენ თავიანთ პროექტებს. ზოგადად ეს კამპანია ემსახურება მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას. გარდა ამისა, შუალედებში დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, ასე რომ ვფიქრობ საინტერესო წელი იქნება როგორც კონკურსის მონაწილეებისთვის, ისევე მათთვის, ვინც ჯერ არ ჩართულან კონკურსში, მაგრამ გეგმავენ რომ მიიღონ მონაწილეობა.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ჩინეთმა კოსმოსში მეორე ლაბორატორია გახსნა

ჩინეთი კოსმოსური შესაძლებლობების გაძლიერებას აგრძელებს. ქვეყანამ მეორე ექსპერიმენტული კოსმოსური ლაბორატორია გახსნა.
როგორც ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, ლაბორატორიის გახსნა იმ გეგმის ნაწილია, რომელიც დაახლოებით 2022 წლისთვის მუდმივი, პეროსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის ფლობას ითვალისწინებს.

ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, თუმცა აშშ თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის მზარდი კოსმოსური შესაძლებლობების მიზანია ხელი შეუშალოს მოწინააღდეგეებს კრიზისის დროს კოსმოსური აქტივების გამოყენებაში.
კოსმოსური ხომალდი Shenzhou 11, რომელიც ორ ასტრონავტს გადაიყვანს და Tiangong 2 -ს შეურთდება, სტარს ოქტომბერში აიღებს. ასტრონავტები Tiangong 2 -ზე სავარაუდოდ ერთ თვეს დარჩებიან, სისტემებს დატესტავენ და სამედიცინო და სხვა ექსპერიმენტებს ჩაატარებენ.
ჩინეთი კოსმოსური სადგურის აგების დაწყებას მომავალი წლიდან გეგმავს. როგორც ჩინეთის კოსმოსური პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, სადგური ეკონომიკურად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური. მათივე ინფორმაციით, როგორც კი კოსმოსური ლაბორატორიის მისია დასრულდება, ჩინეთი საკუთარ კოსმოსურ სადგურს ააგებს.წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ებრაული კომპანიის ინოვაციური ეტლი შშმ პირებისთვის

ებრაული სტარტაპი UPnRIDE Robotics ინოვაციური თვითმმართვადი ეტლის გამოშვებას აპირებს.
ეტლის პრეზენტაცია მომავალ ოქტომბერში გერმანიაში დაგეგმილ სამედიცინო კონფერენციაზე მოხდება. ბაზარზე მისი გამოშვება კი მომავალი წლისთვის იგეგმება. მანამდე კი UPnRIDE Robotics -ის გამოგონებამ ორი კლინიკური გამოცდა უნდა ჩააბაროს.

აღნიშნული კომპანია 63 წლის ემით გოფერმა დააარსა. გოფერს ეკუთვნოდა კომპანია ReWalk Robotics, რომლის მიერ შექმნისადაც შეიქმნა ეგზოჩონჩხი, რომელიც წელს ქვემოთ პარალიზებულ ადამიანებს გადაადგილებაში ეხმარება. თუმცა გოფერმა თავისი გამოგონებით ვერ სარგებლოსარგებლობა ვერ შეძლო, რადგან 1997 წელს ავტოავარიის შედეგად მკლავები დაუზიანდა.
ოთხ-თვლიანი სავარძლით, რომელიც ორ-თვლიანი Segway-ის  მსგავსად გიროსკოპებს იყენებს, და თვით სტაბილიზირებადი პროგრამული უზრუნველყოფით გოფერმა არათანაბარ რელიეფზე ვერტიკალურად მანევრირება და საუბრის დროს ადამიანებთან პირისპირ დგომა შეძლო.
ახალი ეტლის ფასი დაახლოებით 15-50,000 აშშ დოლარი იქნება.წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

Fiat ჰაკერებს ჯილდოს ჰპირდება

კომპანია Fiat (Fiat Chrysler Automobiles) იმ ეთიკურ ჰაკერებს, რომლებიც კომპანიას მონაცემთა უსაფრთხოების სისუსტეების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ, 1,500 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდოს სთავაზობს.
კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც ერთი წლის წინ დამოუკიდებელმა კიბერ მკვლევარებმა უსადენო კავშირის გამოყენებით Jeep Cherokee-ის  ძრავა გათიშეს. ამ ფაქტმა ავტო მწარმოებელებისა და რეგულატორების შეშფოთება გამოიწვია. მაშინ Fiat-მა  უკაბელო კავშირის გამოყენებით ავტომობილზე კონტროლის განხორციელების თავიდან აცილების მიზნით 1,4 მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია.
ავტომობილების შემქმნელები აცხადებენ, რომ მაღალი სიჩქარის ინტერნეტ კავშირით აღჭურვილი ავტომობილები კიბერ მეკობრეებსა და კრიმინალებისგან დაუცველნი არიან, მათ კი ავტომობილის სისტემის გზით პერსონალურ მონაცემებზე წვდომის, ან სხვა სახის ზიანის, როგორიცაა მაგალითად მანქანის ძრავის გამორთვა, მიყენების საშუალება აქვთ.
2015 წლის ივლისში რამდენიმე დიდმა ავტომობილის მწარმოებელმა კომპანიამ ავტომობილების საინფორმაციო და ანალიტიკური ცენტრი, Aუტო-IშAჩ, ჩამოაყალიბა, რომლის მიზანი კიბერ საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მიწოდებაა.
წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

იაპონიაში IREX 2015 გაიხსნა, ამ ღონისძიებაზე ლეონარდო და ვინჩი რობოტში გააცოცხლეს!

იაპონურად მოლაპარაკე ლეონარდო და ვინჩმა რობოტების გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი გააოცა

ორიოდე დღის წინ ტოკიოში რობოტების საერთაშორისო გამოფენა (IREX2015) გაიხსნა. ღონისძიებამ 446 იაპონურ და სხვა ქვეყნების კომპანიებს და ორგანიზაციებს უმასპინძლა.

ყველაზე დიდი ყურადღება იაპონური Nedo-ს

(ახალი ენერგეტიკისა და სამრეწველო ტექნოლოგიების განვითარების ორგანიზაცია)მიერ წარმოდგენილმა რობოტებმა მიიქციეს.

(more…)

სრულად ნახვა
1 34 35 36 37
Page 36 of 37