close

გამოგონება - ინოვაცია

გამოგონება - ინოვაციაისტორიამანქანათმშენებლობასაქართველოტრანსპორტი

ალექსანდრე ქართველიშვილი – მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც ამერიკულ საჰაერო ტექნიკას დაუდო სათავე

“ჩვენ მოვაღწიეთ იმ ეტაპამდე, როცა მეცნირებითა და კვლევებით გამყარებული წარმოსახვა ყველაზე ღირებული სიმდიდრეა”  – ალექსანდრე ქართველიშვილი, 1960 წ.

 აშშ ავიამშენებლობის ერთ–ერთი პიონერი, ამერიკული საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელსაც მსოფლიო ალექსანდრე ქართველის სახელით იცნობს, ცნობილი იურისტის – მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში, 1896 წელს დაიბადა და ჯერ გიმნაზიის, შემდეგ კი, იუნკერთა სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ის პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს არტილერისად, რამაც ახალგაზრდას ინტერესი ავიაციისადმი გააღრმავა.

დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ალექსანდრე 1919 წელს  სასწავლებლად საფრანგეთს მიავლინა. ვაჟიშვილს თან დედაც გაჰყვა, მამა და და კი თბილისში დარჩნენ. განშორება სამუდამო გამოდგა, რადგან საბჭოთა ოკუპაციის გამო, ქართველიშვილი საქართველოში ვეღარ დაბრუნდა და 1922 წელს,  პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო ფაკულტეტის დასრულებისთანავე,  ლეგენდალური ფრანგი ავიატორის – ლუი ბლერიოს კომპანიაში გამომცდელად და ასევე თვითმფრინავების “Bernard”-ისა და “Ferbois”-ის შექმნაზე დაიწყო მუშაობა.

სამწუხაროდ, ერთ–ერთი ფრენის დროს მომხდარი ავარიისას მან სერიოზული ტრამვა მიიღო და ამის გამო სამუდამოდ ჩამოშორდა მფრინავის პროფესიას.

1927 წელს ალექსანდრეს მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა –  “Bernar-Ferbua V-2” დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი. ქართველი თავისუფალ დროს ფრანგ ინჟინრებთან ერთად მუშაობდა 50 მგზავრზე გაანგარიშებულ ტრანსატლანტიკური გიგანტური თვითმფრინავის პროექტზე პარიზი–ნიუ–იორკის რეისებისთვის, თუმცა ამისთვის დიდი თანხები იყო საჭირო და უაამრავი რჩევის გათვალისწინებით ქართველიშვილი ამერიკაში ჩავიდა, სადაც ნიჭის განსავითარებლად მეტი რესურსი ეგულებოდა.

1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა და ავიაციის მეცენატმა ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ ნიუ–იორკში მიიწვია და მათ ერთობლვად ააწყვეს ხომალდი, რომელსაც “Uncle Sam”-ი უწოდეს.

თუმცა ემიგრაცია ქართველიშვილისთვის მარტივი არ აღმოჩნდა, ლევინის კომპანიის გაკოტრების შემდეგ ქართველი გამომგონებელი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა და ლუკმა-პურის საშოვნელად ჭურჭლისა თუ მანქანებს მრეცხავადაც ხშირად უწევდა მუშაობა.

თუმცა, მოგვიანებით, 1931 წელს იგი შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილი კორპორაცია “Seversky Aircraft Corporation”-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს, რომლის კორპორაციაში შექმნილი მოდელებიც ქართველიშვილის გამანადგურებლების წინამორბედებად იქცა. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა “Republic Aviacorporation”, რომლის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინრად დაინიშნა ალ. ქართველიშვილი. ამ დროისთვის იგი უკვე მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო.

თბილისური დუეტი მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკული საჰაერო ძალების წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი გახდა. მათი ერთობლივი შრომის შედეგია ყველაზე წარმატებული Republic P-47 “Thunderbolt” (“მეხთამფრქვევი”), რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ–ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. პრეზიდენტ რუზველტის მოთხოვნების სრულიად დაკმაყოფილება სწორედ ქართველმა ავიატორმა შეძლო.

ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და ასევე აშშ–ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.

ალექსანდე ქართველიშვილი  1974 წელს, ნიუ-იორკში გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია. აღსანიშნავია, რომ  მისი დისშვილი ცნობილი მხატვარი დიმიტრი ერისთავი გახლავთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციამანქანათმშენებლობამანქანათმშენებლობარობოტექნიკარობოტექნიკატექნოლოგიებიტრანსპორტი

5 რამ ტექნოლოგიის შესახებ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

21-ე საუკუნეში ყოველდღიურად ძალიან ბევრ სიახლეს შეხვდებით ტექნოლოგიის სფეროში, რაც მსოფლიოში მომხდარ მოვლენებზე დიდ გავლენას ახდენს.
,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა 5 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ტექნოლოგიის განვითარების შესახებ:

1. ავტომობილები მძღოლების გარეშე;
2. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები;
3. მფრინავი ტაქსები;
4.  ჭკვიანი, მოსახერხებელი სახლის ატრიბუტები, რომლებიც თქვენი სურილისამებრ მოქმედებენ;
5. სახის იდენტიფიკაციის მქონე სმარტფონები.

წყარო: Businessinsider.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

კანადაში შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ფოტოთი კატების ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაზღვრავს

კანადურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Sylvester აპლიკაცია Tably გამოუშვა, რომელსაც ტელეფონის კამერის მეშვეობით კატების ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა შეუძლია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სერვისი ცხოველის თავის, ყურების, ულვაშებისა და კუნთების დაძაბულობას იკვლევს, რათა დაასკვნას, კარგად გრძნობს კატა თავს თუ მას ტკივილი აწუხებს. კვლევებმა დაადგინა, რომ ამ მდგომარეობის დადგენა კატის სახეზე დაკვირვებით მართლაც შესაძლებელია.

კომპანიაში განაცხადეს, რომ აპლიკაცია სასარგებლო იქნება როგორც კატების პატრონებისთვის, ასევე დამწყები ვეტერინარებისთვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

შეიქმნა ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს

აშშ-ში მდებარე ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალისტების მიერ გამოცემა Nature Human Behaviour-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ ალგორითმს კრიმინალის პროგნოზირება დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით ძალადობრივი და ქონებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ საჯარო მონაცემების გაანალიზების შედეგად შეუძლია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ალგორითმი დანაშაულს, დაახლოებით, 90%-იანი სიზუსტით პროგნოზირებს.

ცალკეული მოდელის შემთხვევაში, მკვლევართა ჯგუფმა სამართალდამცველების დანაშაულზე რეაგირება ინციდენტების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობის ანალიზის შედეგად შეისწავლა. სპეციალისტებმა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე არეალებში შეგროვებული მონაცემები ერთმანეთს შეადარეს და დაადგინეს, რომ მდიდარ უბნებში დანაშაულს მეტი დაპატიმრება მოჰყვებოდა, ვიდრე ეს შედარებით ღარიბი უბნების შემთხვევაში იყო. ეს კი, მათი თქმით, სამართალდამცველების რეაგირებისა და აღსრულების მიკერძოებულობაზე მიუთითებს.

დანაშაულის პროგნოზირების სხვა მოდელები ხშირად ფოკუსირებას ე.წ. „ცხელ წერტილებზე“ აკეთებენ, რის გამოც ამ სივრცის მიღმა არსებული ტერიტორია უყურადღებოდ რჩება. ისინი არც ზემოხსენებულ ფაქტორს – სხვადასხვა არეალში დანაშაულსა და სამართალდამცავების რეაგირება-აღსრულების შედეგებს შორის არსებულ სხვაობას ითვალისწინებენ.

რაც შეეხება ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებულ ალგორითმს, ის ქალაქს არა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე უბნებად, არამედ კონკრეტული ფართობის მომცველ ტერიტორიებად ყოფს და კრიმინალს ამის მიხედვით პროგნოზირებს.

სპეციალისტების განცხადებით, ახალმა მოდელმა დანაშაულის ალბათობა ჩიკაგოში 90%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა. მან დადებითი შედეგები აჩვენა ასევე აშშ-ის კიდევ რვა ქალაქში.

წყარო: forbes.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

ბრიტანეთში ქმნიან ფეხსაცმელს, რომელიც ბავშვის ზრდის პარალელურად იზრდება 👟

ბრიტანული სტარტაპი Pip & Henry ქმნისბავშვის სპორტულ ფეხსაცმელს, რომელიც ბავშვის ზრდის პარალელურად იზრდება. ფეხსაცმელს 3,5 ნახევარი ზომით გადიდება შეეძლება, ვიდრე ბავშვს საბოლოოდ დაუპატარავდება.

იდეის ავტორები აცხადებენ, რომ გამოგონება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად იქნება სასარგებლო. მათი თქმით, ერთი წყვილი ფეხსაცმლის ხმარების ვადა სულ მცირე ორჯერ გაიზრდება.

ბრენდის შემქმნელის, ჯერუ დუდმალის განცხადებით, იდეა მას შვილის გაჩენის შემდეგ დაებადა. ახლა Pip & Henry-ში ფეხსაცმლის ძირების ვარიანტებზე მუშაობენ. ეკოფეხსაცმელი დახლებზე 2023 წლიდან უნდა გამოჩნდეს.

იდეის ავტორები აცხადებენ, რომ ფასი მაქსიმალურად დაბალი იქნება, რათა ბევრმა ოჯახმა შეძლოს მათი ფეხსაცმლის შეძენა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

“ჭკვიანი წინდები”, რომელიც დემენციით დაავადებული ადამიანების უკეთ მოვლის საშუალებას იძლევა

უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ზეკე სტიერმა  “ჭკვიანი წინდები” გამოიგონა, რომლებიც გრძნობენ, როდესაც დემენციის ან აუტიზმის მქონე ადამიანები გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან.
წინდები, რომლებიც აკონტროლებენ ადევნებენ გულისცემას, ოფლის დონეს და მოძრაობას, საშუალებას აძლევენ მზრუნველებს ჩაერიონ მანამ, სანამ სიტუაცია გამწვავდება.
დოქტორი სტიერი მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად თავდაცვის ინდუსტრიაში, როდესაც მის დიდ ბებიას, ქეითს,  დემენციის სიმპტომები დაეწყო.
ზეკე სტიერი იხსენებს, რომ  დიდი ბებია აგრესიული გახდა და ბებიამისს ქურდობაშიც კი ადანაშაულებდა,
დოქტორმა სტიერმა გადაწყვიტა გამოეკვლია, თუ როგორ დაეხმარებოდა ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი მისი დიდი ბებიის სიმპტომებს.
„ჭკვიან წინდებს შეუძლია დაეხმაროს დემენციით დაავადებულ ადამიანებს, შეინარჩუნონ ღირსება და მიიღონ უკეთესი ხარისხის შედეგები ყოველდღიურ ცხოვრებაში“, -განაცხადა იმ მოხუცთა თავშესაფრის მენეჯერმა, სადაც კვლევის დროს ზეკე სტიერი მოხალისედ მუშაობდა.
„ეს ინოვაციური ტარებადი ტექნოლოგია ფანტასტიკური, ხელმისაწვდომი გზაა პერსონალისთვის, რათა უკეთ აკონტროლონ მაცხოვრებლების აშლილობა,” – აცხადებენ მედიკოსები.
კომპანია Milbotix-ი ამჟამად ამოწმებს წინდებს დემენციის საშუალო და გვიანი სტადიის მქონე ადამიანებთან და ავითარებს ტექნოლოგიას, სანამ ისინი გაყიდვაში გამოვა მომავალ წელს.

წყარო : bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციაკვლევებიმედიცინა

შექმნეს სენსორი, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადების გამოვლენა სიმპტომების გაჩენამდე 17 წლით ადრე შეუძლია

გერმანიაში, რურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს სენსორი, რომელსაც სისხლის ანალიზებზე დაყრდნობით შეუძლია ალცჰაიმერის დაავადება სიმპტომების გაჩენამდე 17 წლით ადრე გამოავლინოს. მოწყობილობა პეპტიდ ბეტა ამილოიდებზეა კონცენტრირებული, მათი არასწორი ფორმირება ტვინში ამ ტიპის დემენციისთვის დამახასიათებელი დანალექის გაჩენას უწყობს ხელს.
ახალი მეთოდი ალცჰაიმერის დაავადების ადრეული გამოვლენის კარგ საშუალებას იძლევა. 2000-დან 2002 წლამდე პერიოდში, კვლევაში მონაწილეების სისხლის პლაზმის ნიმუშები გააანალიზეს და შეარჩიეს 68 პირი, რომელთაც მომდევნო 17 წლის განმავლობაში ალცჰაიმერი დაუდგინდათ. როგორც აღმოჩნდა, 68 ადამიანის სისხლში გლიალური ფიბრილარული მჟავე ცილის (GFAP) კონცენტრაცია კლინიკური სიმპტომების გაჩენამდეც საეჭვო იყო და ბეტა-ამილოიდებთან ერთად ალცჰაიმერზე მიანიშნებდა. მეცნიერები გეგმავენ, რომ აღნიშნული მეთოდი გამოცადონ მოზრდილ ადამიანებში და ალცჰაიმერის დაავადების რისკი შეაფასონ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

Google-ი გაფართოებული რეალობის სათვალეზე მუშაობს

Google-ი გაფართოებული რეალობის სათვალეზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დახასიათებებისაგან კომპანიამ თავი შეიკავა, მან AR-სათვალის ერთი საინტერესო გამოყენება – სინქრონული თარგმანი წარმოადგინა.

როგორც Google-ის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მათ სათვალეს მოსაუბრე მხარეების მოსმენის საშუალება ექნება, რის მერეც ის ამ ტექსტს Google Translate-ის მეშვეობით თარგმნის და თარგმნილ ტექსტს სათვალის შუშაზე გამოსახავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ზღვის წყალს სასმელ წყლად გარდაქმნის

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს პორტატული გამწმენდი მოწყობილობა, რომელსაც მაღალი ხარისხის სასმელი სასმელი წყლის წარმოქმნა ღილაკზე ხელის დაჭერით შეუძლია.
ჩემოდნის ზომის მოწყობილობა 10 კილოგრამზე ნაკლებს იწონის და მისი დატენვა პორტატული მზის პანელითაა შესაძლებელი.
ზღვის წყლის გასაწმენდად მოწყობილობა იყენებს არა ფილტრებს, არამედ ტექნოლოგიას, რომელსაც იონის კონცენტრაციის პოლარიზაცია ეწოდება და რომელიც მოლეკულების, ვირუსების და ბაქტერიების გასაფილტრად ელექტროენერგიას იყენებს.
შეფასების თანახმად, მოწყობილობის პროტოტიპი აწარმოებს საათში დაახლოებით 300 გრამ სასმელ წყალს. ბოსტონის კარსონის სანაპიროზე რეალურ სამყაროში ჩატარებული ტესტირებისას მოწყობილობამ შეძლო პლასტმასის ჭიქის სასმელი წყლით შევსება დაახლოებით ნახევარ საათში.
მოწყობილობის შემქმნელების განმარტებით, ამჟამად ცდილობენ, წარმოების მაჩვენებლის გაზრდას და ასევე იმას, რომ მოწყობილობა უფრო მოსახერხებელი გახდეს.
ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ერთ დღეს, მოწყობილობა შეიძლება განთავსდეს რესურსებით შეზღუდულ ადგილებში, გამოიყენონ ბუნებრივი კატასტროფების შემდეგ ან სამხედრო დანიშნულებით.

წყარო : techspot.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაცია

Xiaomi-მ ხვრინვის საწინააღმდეგო საწოლი გამოუშვა

Xiaomi-მ ჭკვიანი საწოლი წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს ხვრინვის დისკომფორტს მოუხსნის. ამის შესახებ GizmoChina წერს.

საწოლი, სახელწოდებით 8H Feel Leather Smart Electric Bed X Pro, აღჭურვილია მართვის ინტელექტუალური სისტემითა და ელექტრო სადენით. მისი შემქმნელების განმარტებით, ძილის დროს გარეშე ხმების აღმოჩენისთანავე, საწოლის ზურგი 15 გრადუსით იწევა, რათა ჟანგბადის მისაწოდებლად სასუნთქი გზები გაიხსნას.

„მას შემდეგ რაც ხვრინვა შეწყდება, საწოლი ავტომატურად პირვანდელ მდგომარობას დაუბრუნდეს ისე, რომ ადამიანს არ გაეღვიძოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, 8H Feel Leather Smart Electric Bed X Pro აგროვებს ინფორმაციას გულისცემისა და სუნთქვის შესახებ.

ჭკვიანი საწოლი ამ ეტაპზე 968 დოლარი ღირს, თუმცა მას შემდეგ, რაც ის ფართო გაყიდვაში ჩაეშვება, მისი ფასი 1119 დოლარი გახდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 4 5 6 7 8 37
Page 6 of 37